Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ბოლოშავა

 

a-fieldfare-12_copy.jpg

 

fieldfare1.jpg

 

fieldfare4.jpg

 

 

ბოლოშავა (Turdus pilaris), ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. გვხვდება ევროპასა და აზიაში. ბინადრობს წიწვოვან ტყეებში. საქართველოში ზამთრობს დეკემბრიდან მარტის შუა რიცხვებამდე. თავ-კისერი ნაცრისფერი აქვს, ზურგი - მორუხო-წაბლისფერი, ფრთები და ბოლო - მოყავისფრო-შავი, მუცელი და გვერდები - თეთრი, შავწინწკლებიანი, ჩიჩახვი - მოყვითალო-მომწვანო. მაის-ივნისში დებს 4-7 კვერცხს; კრუხობა გრძელდება 16 დღემდე. იკვებება მწერებით, შემოდგომა-ზამთარში - კენკრით.

 

იხილეთ დამატებითი ვიდეოები ბოლოშავას შესახებ.

http://www.youtube.com/watch?v=vHEqc7FiRD8

 

 

http://www.youtube.com/watch?v=2I3xcK75u1U

 

 

 

თუ მოგეწონათ ჩემი სიახლე და ეს ფრინველი დააკომენტარეთ :yes:

Link to post
Share on other sites

ჩვენთან არის ძალიან ბევრი სადაც კარალიოკია შემორჩენილი გატენილია, ჩემი დიშვილი კისტით ნადირობს ამ ფრინველზე....

Link to post
Share on other sites

რა უყვარს ფითრი ზამთარში?! მაგრად მინადირია ბავშვობაში. შაშვი, ჩხართვი, ბოლოშავი, წრიპა...ამოვიღე სანადირო ობიექტების სიიდან. ნეტა ასაკის მომატებასთან ერთად სხვა ობიექტებსაც იგივე ხომ არ მოუვათ? :haha: გამიგონია მონადირეები ასაკში გულჩვილები ხდებიანო :yes:

Link to post
Share on other sites

რა უყვარს ფითრი ზამთარში?! მაგრად მინადირია ბავშვობაში. შაშვი, ჩხართვი, ბოლოშავი, წრიპა...ამოვიღე სანადირო ობიექტების სიიდან. ნეტა ასაკის მომატებასთან ერთად სხვა ობიექტებსაც იგივე ხომ არ მოუვათ? :yes: გამიგონია მონადირეები ასაკში გულჩვილები ხდებიანო :haha:

 

 

100%-იან. :yes:

 

ეხლაც ბევრჯერ არ მისროლია ისეთისთვის, რომლის აღების 99,99% მქონია.

 

ასაკი თავისას შვება BROWNING :hi: .

 

მაგრამ მთლად "გულჩვილი" ვერა ვარ ძმაო. :yes:

 

შანს ვაძლევ ნადირ-ფრინველს, ვნადირობ ძველებური მეთოდით, ანუ ჩვენ რომ გვეკადრება ისე. :old:

 

 

პ.ს. ნეტაი დრო და საშუალება იყვეს, რომ მუხლი გაიშალოს, არადა 4-5 წლის წინანდელი ნაყიდი სასროლი მასალის 4/5 მაქვს არ მაქვს გამოყენებული აქამდე/რამდენი დავახვავე თანაც/ :yes: .

ალბათ არჩევანის საშუალება მოგვეცა და იმიტომ.

მე ასე ვფიქრობ.

ან, ვბერდებით?

 

პს-ის პ.ს.-ი, მე ვერ დავბერდები ვერააააააააააა. :haha: :haha: :haha:

Link to post
Share on other sites

მართალია ასაკის მატებასთან ერთად მონადირე უფრო გულჩვილი ხდება მაგრამ მე ჯერ დამწყები ვარ :haha::yes:

 

მაგრამ ბევრი ვიცი რომელიც კიდევ ნადირობს ჩხართვებზე. ჩხართვი-ბოლოშავა თითქმის ერთია მაგრამ სხვადასხვა რაიონებში სახელი სხვა აქვს. აჭარელ მონადირეს ვკითხე ჩხართვი ან ბოლოშავა გაგიგიათქო და არაო. სურათი ვაჩვენე და ეგრევე მიხვდა და რაღაცა სასწაული სახელი ახსენა.

 

ამ ფრინველზე ნადირობას სულ სხვა მუღამი აქვს. მე მაგალითად ის მომენტი მომწონს როცა 30-40 ზოგჯერ ბევრი ერთად რომ ზის და 10-11 ნომერი საფანტით 5-6 რომ ჩამოყრი, რავიცი მე ეს ფრინველი ძალიან მიზიდავს. იხვის გამოცდილება რომ არ მოგატყუოთ არ მაქვს, პირველად ვიყავი ამ სეზონზე და 1 იხვინჯა მოვკალი ისიც ვერ ვიპოვე გამთენიისხანს იყო და ეტყობა დაიჭრა და დაყვინთა. :yes: საერთოდ არ ყოფილა იხვი ამ სეზონზე. :haha: 1 მოვკალი და ისიც ვერ ვნახე საცოდაობა არ არის :haha: და წამოსვლის დროს 11 ჩხართვი მოვკალი.

Link to post
Share on other sites

აჭარელ მონადირეს ვკითხე ჩხართვი ან ბოლოშავა გაგიგიათქო და არაო. სურათი ვაჩვენე და ეგრევე მიხვდა და რაღაცა სასწაული სახელი ახსენა.

 

ჩიჩხინაკიაო ხომ არ უთქვია ? :haha:

 

მეც ვესვრი ხურმაზე შემომჯდარ ჩხართვს/ბოლოშავს მარნის ფანჯრიდან ზამთარში როცა სოფელში ჩავდივარ :yes:

 

ნამეტანი კარგია ტაფაზე შემწვარი, გაფიცხებულ ჭადთან ერთად

Link to post
Share on other sites

ჩიჩხინაკიაო ხომ არ უთქვია ? :haha:

 

მეც ვესვრი ხურმაზე შემომჯდარ ჩხართვს/ბოლოშავს მარნის ფანჯრიდან ზამთარში როცა სოფელში ჩავდივარ :yes:

 

ნამეტანი კარგია ტაფაზე შემწვარი, გაფიცხებულ ჭადთან ერთად

 

ჩიჩხინაკს გურულები ვეძახით ერთ ფრინველს მარა ბოლოშავას არა :yes::haha: ჩიჩხინაკი იგივე ჩხართვია ოღონ ორჯერ დიდი, მართლაც გემრიელია :haha:

Link to post
Share on other sites

ბოლოშავი და ჩხართვი ერთი არაა, ცოტა კი წააგავს. არსებობენ წრიპა და მთის ჩხართვები, წრიპა ჩხართვები ზაფხულში მრავლადაა ჩემთან და ერთხელ მყავს მარტო მოკლული, მთის ჩხართვი იშვიათობაა ზაფხულში, მთებში იზაფხულებენ ხოლმე როგორც ჩამოთოვს რაჭის მთაში თუარა ეგრევე მოედებიან ხომე მსხლის ფუთრებს. თუ გაგრძელდა თოვლი მერე უფრო ქვემოთისკენ მიდიან ხოლმე. ძალიან ადვილი მოსაკლავია, კენწეროზე ჯდება და იმდენად არ უფრთხის კაცს, ამიტომ ადვილია შემჩნევა და მიპარვა.

Link to post
Share on other sites

მართალი ხარ ჩხართვი და ბოლოშავა ერთი არ არის , ოდნავ დიდია ბოლოშავა . თან ბოლოშავა ზაფხულში იშვიათია და ჩხართვი და წრიპა ზაფხულში გალობენ და მყავს ძალიან ბევრი ნანახი. ჩხართვზე მიპარვა ძალიან ადვილია მაგრამ მე შორიდან ვესვრი დაახლოეით 35-40 მეტრიდან და გუნდიდან 3-4 ვყრი :dato:

Link to post
Share on other sites

ბიჭებო მგალობელი ფრინველის ხოცვა არაა მთლად მიზანშეწონილი და ნუ წერთ ამას ჩემი თხოვნაა. მეც მადევს არაერთი ცოდვა მაგის და დაშლა რომ დავუწყო სხვას ნაღდად არ ვიქნები მართალი, მაგრამ ყველას ვთხოვ და თქვენაც გთხოვთ თუ შეძლოთ და თავი შეიკავოთ ძალიან კარგს იზამთ. დიდი ხანია არ მისვრია მგალობელისათვის დედას გეფიცებით და ისეთი გრძნობა მაქვს ახლა რაც ნასროლი მაქვს იმათ ვუხდი ბოდიშს ვითომ ამ საქციელით.

Link to post
Share on other sites

კარგი გავითვალისწინებ აუცილებლად შაშვს ადრე პატარა რომ ვიყავი კისტის თოფით ვკლავდი, თოფითაც მყავს მონაკლავი ერთი ორი და ბოლოშავა მგალობელში არ ითვლება მემგონი.

Link to post
Share on other sites

ბიჭებო მგალობელი ფრინველის ხოცვა არაა მთლად მიზანშეწონილი და ნუ წერთ ამას ჩემი თხოვნაა. მეც მადევს არაერთი ცოდვა მაგის და დაშლა რომ დავუწყო სხვას ნაღდად არ ვიქნები მართალი, მაგრამ ყველას ვთხოვ და თქვენაც გთხოვთ თუ შეძლოთ და თავი შეიკავოთ ძალიან კარგს იზამთ. დიდი ხანია არ მისვრია მგალობელისათვის დედას გეფიცებით და ისეთი გრძნობა მაქვს ახლა რაც ნასროლი მაქვს იმათ ვუხდი ბოდიშს ვითომ ამ საქციელით.

მართალი ხარ, ხანდახან სინდისიც მაწუხებს ხოლმე, მაგრამ აბა როგორია, სოფელში ერთი კვირით რომ ხარ ჩასული, ამ დროს ჩამოთოვს მსხლებზე შემოჯდებიან ბოლოშავის გუნდები ან მარტოხელა ჩხართვი და დაიწყებენ, თავინთ ხმაზე გალობას, შეიძლება ახალგაზრდობის ბრალია, მაგრამ ვერ ვუმკლავდები მონადირულ ჟინსა და სურვილს, მხოლოდ იმას ვცდილობ ხოლმე რომ დღეში 5 ცალზე მეტი არ მოვკლა, თუმცა თუ ძაან შემცივნული არ ვარ და სახლშიც არ მეჩქარება, მეტზეც ავდივარ ხოლმე. ბავშობაში როცა თოფი არ მქონდა, მათი ხმა ჟრუანტელს მგვრიდა და მათზე ნადირობაც თითქოს აუხდენელ ოცნებას ჰგავდა და იქედან ჩამყვა მათზე ნადირობის სიყვარული. მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც არ გამომდის ბევრი დახოცილი რადგან, როცა სოფელში ერთი კვირით ჩავდივარ დიდი დიდი 4-5ჯერ გავიდე სანადიროდ, აქედან 1-2 თუ იქნება ის დღე, როცა 5-ს ან უფრო მეტს მოვინადირებ. ზოგჯერ ხელიც მეცარება ხოლმე, ასეთ დროს როცა სახლში ვბრუნდები, გზად ვინმე მეზობელი შემიპატიჟებს ხოლმე შინ და ქე მივდივარ სახლში კაი მონადირებული. ეჰ კაია სოფელი.

Link to post
Share on other sites
  • 7 months later...
  • 9 months later...

საქართველოში ძირითადად რომელ კუთხეში გხვდება ეს ფრინველი?

პირადად მე იმერეთიდან ვარ და მე ჯერ არ შემხვედრია :pardon:

Link to post
Share on other sites

საქართველოში ძირითადად რომელ კუთხეში გხვდება ეს ფრინველი?

პირადად მე იმერეთიდან ვარ და მე ჯერ არ შემხვედრია :pardon:

რომელ მხარეში ცხოვრობ იმერეთში? ბოლოშავა გვიან შემოდგომა-ზამთრის პერიოდში იმერეთში თითქმის ყველგანაა. გუნდებად დაფრინავს და თუ სადმე კარალიოკს ან კუნელს წაეყარა ტოტებამდე ასუფთავებენ. ზამთრამდე მწყერის ზომას აღწევს სიმსუქნისაგან. :old:

Link to post
Share on other sites

საქართველოში ძირითადად რომელ კუთხეში გხვდება ეს ფრინველი?

პირადად მე იმერეთიდან ვარ და მე ჯერ არ შემხვედრია :pardon:

ყველგანაა თითქმის

Link to post
Share on other sites

ბოლოშავა ყველგანაა, იმერეთში ჩემთან მთელი კულტურაა მაგაზე ნადირობის.

კულტურა ძირითადად გამოიხატება, საფარში, საბძელში ხის ქვეში ან სადმე ბუჩქებში ზის ორი მონადირე, ერთი პოლიტრა და რამოდენიმე შემჭკნარი მუხურელა ვაშლი უდევთ წინ და ლაპარაკობენ თავისთვის წყნარად, ეს არის ჭიათურული ნადირობა ბლოშავზე, ასეთი სახის ნადირობას ჩემთან დიდი ხნის ტრადიცია აქვს, ჯერ კიდევ 90-იან წლებში ჩამოყალიბდა და მე რგორც წინაპართა საქმის გამგრძელებელი და სხვა ბევრი ქართული ტრადიციების მიმდევარი, აღნიშნულ ტრადიციასაც არ ვივიწყებ ხოლმე ზამთრის არდადეგების დროს. :alfons: :alfons:

Edited by master
Link to post
Share on other sites

ავთო

ხონის რაიონიდან ვარ კერძოდ გოჩა ჯიხაიშიდან და რავიცი მე არ შემხვედრია :scratchchin:

მითუმეტეს ჩემს მხარეში კარალიოკებს და ხურმებს მიაქვს ყველაფერი :pardon:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...