Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

  • Replies 65
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

იმერეთის ისტორია

 

 

 

მდებარეობა. ტერიტორია და საზღვრები

იმერეთი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ისტორიული, ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო რეგიონია. მისი ფართობი 6.6 ათასი კვადრატული კმ-ია(საქართველოს ტერიტორიის 11%), მოსახლეობა - 700 ათასი კაცი (საქართველოს მოსახლეობის 16%).

იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.

იმერეთს გეოგრაფიულად ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოში. იგი კარგად გამოხატული ბუნებრივი საზღვრებითააა შემოფარგლული. ჩრდილოეთიდან მას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ესაზღვრება (გამოყოფილია რაჭის ქედით), აღმოსავლეთიდან - შიდა ქართლი (გამოყოფილია ლიხის ქედით), სამხრეთიდან - სამცხე-ჯავახეთი (გამოყოფილია აჭარა-იმერეთის ხედით) და დასავლეთიდან გურია და სამეგრელო-ზედა სვანეთი (გამოყოფილია მდ. სუფსისა და მდ. ცხენისწყლით). იმერეთის მხარეში 12 ადმინისტრაციული ერთეულია - ხონის, თერჯოლის, ზესტაფონის, ბაღდათის, საჩხერის, ვანის, ხარაგაულის, სამტრედიის, ტყიბუის. ჭიათურის, წყალტუბოს რაიონი და ქალაქი ქუთაისი.

იმერეთის ისტორია

იმერეთი დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეს ეწოდება. ფართო მნიშვნელობით იგი დასავლეთ საქართველოს ისტორიული სახელწოდებაა, ისევე როგორც ძველი კოლხეთი, ეგრისი, აფხაზეთი. საკუთრივ იმერეთი შემოსაზღვრულია აღმოსავლეთით ლიხის ქედით, დასავლეთით ცხენისწყლით, ჩრდილოეთით კავკასიონის ქედით და სამხრეთით ფერსათის, ანუ მესხეთის მთებით. სახელწოდება დაკავშირებულია ამ მხარის მდებარეობასთან, იმერეთი, ანუ ლიხსიქითა მხარე. იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთი. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებენ, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ქონდათ. ანტიკურ ხანაში ამ ტერიტორიაზე გადიოდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სავაჭრო გზა, ამიერკავკასიის ძველი სავაჭრო_სატრანზიტო გზა, ე.წ. აბრეშუმის დიდი გზა, რომლითაც დასავლეთის სამყარო უკავშირდებოდა აღმოსავლეთის ქვეყნებს. ძველი კოლხეთის დაცემის შემდეგ, ეგრისის სამეფოს (III -VII სს.) ტერიტორია ბერძენ-სპარსთა დაპირისპირების ობიექტი ხდება. VIII ს. პირველ ნახევარში არაბმა სარდალმა მურვან-ყრუმ დაანგრია ეგრისის დედაქალაქი ციხე-გოჯი (ნოქალაქევი) და ქუთაისიც კი აიკლო. არაბებთან ბრძოლაში დაიღუპნენ არგვეთის მთავრები დავით და კონსტანტინე მხეიძეები. VIII ს. მეორე ნახევარში აფხაზთა ერისთავი, ლეონ II, აუჯანყდა ბიზანტიის იმპერატორს და თავი მეფედ გამოაცხადა. ამან გააერთიანა აფხაზეთი და ეგრისი. ახალმა სამეფომ, რომელიც მთელ დასავლეთ საქართველოს მოიცავდა, აფხაზთა სამეფოს სახელწოდება მიიღო. ლეონ II სამეფოს დედაქალაქად ქუთაისი გამოაცხადა.

 

978 წელს ქუთაისში მეფედ აკურთხეს გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III (975-1014წწ.), ხოლო 1089 წელს აქ მეფედ ეკურთხა საქართველოს უძლიერესი მეფე დავით აღმაშენებელი (1089-1125წწ.). 1122 წლამდე საქართველოს სამეფოს რეზიდენცია ქუთაისში იმყოფებოდა.

 

 

 

საქართველოს ფეოდალური მონარქიის პოლიტიკური დაშლის შედეგად XIII ს. მეორე ნახევარში წარმოიქმნა იმერეთის სამეფო. თავდაპირველად იგი დასავლეთ საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავდა; მაგრამ შემდეგ საგარეო და საშინაო პოლიტიკური მდგომარეობის გამო XVI ს. მას ოდიშისა და გურიის სამთავროები ჩამოსცილდა, XVII ს. კი-აფხაზეთისა და სვანეთის სამთავროები. ამის შემდეგ იმერეთის სამეფოს ტერიტორია საკუთრივ იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმით შემოიფარგლებოდა. იმერეთის სამეფოს აღმოსავლეთით ქართლის სამეფოსაგან ლიხის ქედი ყოფდა, ხოლო დასავლეთით მისი საზღვარი მდ. ცხენისწყალზე გადიოდა, ჩრდილოეთით მას კავკასიონის ქედი ესაზღვრება, ხოლო სამხრეთით მესხეთის მთები. იმერეთის სამეფოს სატახტო ქალაქი ქუთაისია. თურქ დამპყრობთა გამუდმებულმა თარეშმა, კიდევ უფრო, მჭიდროდ დააკავშირა იმერეთის დედაქალაქი მთელი სამეფოს ცალკეულ მხარეებს, რომლებიც მასში უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლაში გამაერთიანებელ ძალას ხედავდნენ. აქვე იმყოფებოდა მეფის მთავარი რეზიდენცია. XV-XIX სს. იმერეთის სამეფოში, ისე როგორც საერთოდ საქართველოში ფეოდალურ-ბატონყმური ურთიერთობა იყო. სამეფოში არსებობდა მრავალი სათავადო (მხეიძეთა, ჩხეიძეთა, მიქელაძეთა, რაჭის ერისთავთა, იაშვილთა, ლორთქიფანიძეთა, აბაშიძეთა, აგიაშვილთა, წერეთელთა, წულუკიძეთა, და სხვა), რომლებიც ტერიტორიულად და პოლიტიკურად განცალკევებულ ფეოდალურ ერთეულებს წარმოადგენდნენ. იმერეთის სამეფოს სათავეში მეფე იდგა. ის იყო ქვებნის უზენაესი მმართველი. იმერეთის მეთეები წარმოშობით ბაგრატიონთა დინასტიის დასავლურ შტოს (დავით ნარინის შტო) ეკუთვნოდა. მეფე ფორმალურად შეუზღუდველი იყო, მაგრამ ფაქტიურად მისი ძალაუფლება დიდად იყო დამოკიდებული მსხვილი თავადების ნება სურვილზე. იმერეთის სამეფოს კარზე არსებობდა ,,დარბაზი” ანუ სახელმწიფო საბჭო, რომელშიც მაღალი ხელისუფლებით აღჭურვილი საერო და სასულიერო ფეოდალები შედიოდნენ, სამეფო იყოფოდა ოთხ სამეფო ტერიტორიულ ერთეულად-სადროშოებად ანუ სასარდლოდ: ქვემო იმერეთის, ზემო იმერეთის, რაჭის და ოკრიბა-ლეჩხუმის. იმერეთში სარდლის, ანუ სადროშოს სახელო ეკავათ მემკვიდრეობით გარკვეულ თავადურ საგვარეულოებს. მაღალი საერო თანამდებობის პირთა შორის იმერეთის სამეფოში მეფის შემდეგ პირველი ადგილი სახლთუხუცესს ეკავა. უმაღლესი საეკლესიო ხელისუფალი დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იყო. მისი რეზიდენცია XVI ს. ბიჭვინთაში იყო, ხოლო XVI ს. შემდეგ გელათში. იმერეთის სამეფოში ოთხი საეპისკოპოსო კათედრა არსებობდა: ქუთაისის, გელათის, ხონის და ნიკორწმინდის, აქვე იყო გელათის, ჯრუჭის, მღვიმევის და სხვა ეკლესია-მონასტრები.

 

1555 წელს ირან-ოსმალეთს წორის დადებული ამასიის ზავით საქართველოს მდგომარეობა ძალზეთ გართულდა: აღმოსავლეთ საქართველო-ირანის, ხოლო დასავლეთ საქართველო ოსმალეთის აგრესიის ობიექტი ხდება.

 

 

 

იმერეთის მეფეს, ამავე დროს, როგორც აღვნიშნეთ, ავიწროებდნენ ოდიშისა და გურიის მთავრები, ეურჩებოდნენ საკუთარი მსხვილი თავადებიც. XVII ს. 60-იანი წლებიდან 1770 წლამდე იმერეთის ციხე-სიმაგრეებში (ქუთაისში, შორაპანში, ცუცხვათში, ბაღდათში) ოსმალეთის გარნიზონები იდგგნენ. მიუხედავად რთული საშინაო და საგარეო პირობებისა იმერეთის მეფეები ენერგიულად იბრძოდნენ გარეშე და შინაური მტრების წინააღმდეგ, დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და ეკონომიკური და კულტურული წინსვლისათვის. ამ მისიას იმერეთის მეფეებიდან განსაკუთრებული თავგამოდებით ემსახურებოდნენ: ბაგრატ III (1510-1565წწ.), გიორგი II (11565-1585წწ.), გიორგი III (1605-1639წწ.), ალექსანდრე III (1639-1660წწ.), ალექსანდრე V (1720-1751წწ.), სოლომონ I (1751-1784წწ.), სოლომონ II (1789-1810წწ.).

 

 

 

იმერეთის სამეფოს საშინაო და საგარეო მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა სოლომონ I მეფობის დროს. იგი ენერგიულად ებრძოდა ოსმალეთის აგრესიას და ქვეყნის შიგნით ფეოდალურ რეაქციას. მან გააუქმა რაჭის საერისთაო და აცკვეთა ტყვეებით ვაჭრობა, რომელიც ქვეყანას გალაშენებას უქადდა. სოლომონ I_მა XVIII ს. 60_იანი წლების ბოლოს დაამარცხა თურქი ინტერვენტები და გაანთავისუფლა იმერეთის ციხე-სიმაგრეები (ქუთაისი, ცუცხვათი, შორაპანი, ბაღდათის). ამაში სოლომონს დაეხმარა რუსეთ-ოსმალეთის 1768-74 წლების ომი და იმერეთის სამეფოში რუსეთის რუსეთის სამხედრო კორპუსის შემოსვლა. 1774 წელს სოლომონ პირველმა დახმარებისათვის რუსეთს მიმართა და მფარველობაში მიღება სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო,რადგან რუსეთს არ სურდა ქუჩუკ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულების დარღვევა და ოსმალეთთან ურთიერთობის გართულება. 1783 წელს რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოთა შორის გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ, სოლომონ პირველმა სცადა მსგავსი ხელშეკრულება დაედო რუსეთთან, მაგრამ მას შედეგი არ მოჰყოლია. სოლომონ პირველის გარდაცვალების შემდეგ (1784წ.) ცენტრალური ხელისუფლების ძლიერება ისევე შეირყა დაიწყო იმერეთის ტახტის პრედენდენტთა შორის პრძოლა. 1789 წელს ტახტს დაეუფლა სოლომონ II, რომელმაც შესძლო XVIII ს. ბოლოს სამეფოს შემომტკიცება. 1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ რუსეთის სამხედრო მოხელეებმა დაიწყეს ნიადაგის მომზადება იმერეთის სამეფოს გასაუქმებლად. ასეთ ვითარებაში ხელისუფლება რომ შეენარჩუნებინა, სოლომონ II-მ, 1804 წელს რუსეთის ქვეშევრდომობა აღიარა, მაგრამ იგი თხოულობდა საშინაო დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. რუსეთის ცარიზმის მოხელეები ამაზე არ თანხმდებოდნენ და ამიტომ მათ შორის ურთიერთობა თანდათან მწვავდებოდა. სოლომონ II დამოუკიდებლობის დაკარგვას ვერ ურიგდებოდა და იგი ბრძოლას განაგრძობდა. ეს ბრძოლა ცნობილია საქართველოს ისტორიაში იმერეთის აჯანყების (1810წ.) სახელწოდებით. 1810 წელს რუსეთის თვითმპყრობელობამ გააუქმა იმერეთის სამეფო. სოლომონ II თავი ახალციხეს შეაფარა, საიდანაც ის თურქეთში გადავიდა. ემიგრაციაში სოლომონ II უცხო ძალის გამოყენებით შეეცადა იმერეთში მეფობის აღდგენას, მაგრამ მას შედეგი არ მოჰყოლია. იმერეთის მოსახლეობა, მისი წამყვანი ძალები დამოუკიდებლობის დაკარგვას არასოდეს შერიგებია. ამაზე მითითებებს ის მრავალრიცოვანი მასობრივი აჯანყებები, რომლებიც შემდეგში ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში გადაიზარდა...

 

 

 

იმერეთის თავადაზნაურობა საოკუპაციო რეჟიმს ვერ ურიგდებოდა, ეს უკმაყოფილება კიდევ გამწვავდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების გამო (1814წ.), 1819 წელს ხელისუფლებამ დაიწყო საკლესიო მამულების აღწერა, რასაც შედეგად მოჰყვა მთელს იმერეთში მოსახლეობის აჯანყება 1810_20 წლებში. დიდი მასშტაბის აჯანყება მოხდა 1841 Oელს გურიაში, რომელიც ასხავდა იმ ცვლილებებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა დასავლეთ საქართველოში რუსული მმართველობის დამყარების შედეგად. აჯანყების მარცხის მიუხედავად საქართველოს მოსახლეობა, განსაკუთრებით მისი პროგრესული ძლები, თავადაზნაურობა აქტიურად ებმებოდნენ ამ ეროვნულ მოძრაობაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 1832 წლის თავადაზნაურთა შეთქმულება, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული სახელმწიფოებ­რიობის აღდგენას. მან ბიძგი მისცა მომდევნო თაობის ეროვნულ_გამათავისუფლებელი მოძრაობის გაღვივებას.

 

 

 

XIX ს. პირველ ნახევარში იმერეთის მხარის სოციალ-ეკონომიკური მდგომა-რეობა, ისე როგორც მთელი საქართველოსა ძლზე მძიმე იყო, მაგრამ 30-40 წლებიდან იწყება ერთგვარი ძვრები სამეურნეო ცხოვრებაში, რასაც თან ახლდა ქალაქების ზრდა-განვითარება: წინაურდება იმერეთის მთავარი ქალაქი ქუთაისი და მიერეთის საბაზრო ქალაქები, ვითარდება ქალაქებში ხელოსნური წარმოებანი და კაპიტალისტური ხასიათის მანუფაქტურები: აბრეშუმის, ტყავის, აგურის წარმოებანი და სხვა. 30-იანი წლებიდან როგორც ითქვა აღმავლობის გზას დაადგა საზოგადოებრივი მოძრაობა, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ ქართველი ხალხის სულიერი ცხოვრება მიმდინარეობდა ეროვნული სუვერენიტეტის აღდგენის ბრძოლის ნიშნით. ამ მიზანს ემსახურებოდა ქართული კულტურა აღნიშნულ პერიოდში, XIX ს. პირველ ნახევარში, ქუთაისში ჯერ სამაზრო სკოლა, შემდეგ გიმნაზია გაიხსნა. ქართული კულტურის განვითარების საქმეში დიდ წარმატებებს მიაღწია მწერლობამ, მეცნიერებამ, გამოცოცხლებას იწყებს თეატრალური ცხოვრება.

 

 

 

იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ შეიქმნა იმერეთის ოლქი, რომელიც 1840 წლამდე არსებობდა. ოლქის მთავარი ქალაქი იყო ქუთაისი, სადაც მოქმედებდა ოლქის დროებითი მთავრობა. იმერეთის ოლქი დაყოფილ იქნა ოთხ ოკრუგად: ქუთაისის, ვანის, შორაპნის და რაჭის ოკრუგებად. როგორც ოლქის, ასევე ოკრუგების სათავეში იდგნენ რუსი სამხედრო მოხელეები. 1840 წელს ამიერკავკასიაში გატარდა ადმინისტრრაციული რეფორმა, რის შედეგად შეიქმნა საქართველოს მასშტაბით ერთი გუბერნია-საქართველო-იმერეთის გუბერნია. გუბერნიის შემადგენლობაში შევიდა ქუთაისის მაზრა, რომელიც იმერეთის ყოფილი სამეფოს ტერიტორიას მოიცავდა. 1846 წელს საქართველოში შეიქმნა ორი გებერნია-თბილისისა და ქუთაისის გუბერნიები. ქუთაისი-გამოცხადდა ქუთაისის გუბერნიის მთავარ ქალაქად. ქუთაისის გუბერნიაში შედიოდა ქუთაისის, გურიისა და ახალციხის მაზრები.

 

 

 

1855 წელს რუსეთ-თურქეთის ომის დროს თურქეთის ჯარებმა შეძლეს აფხაზეთის დაკავება. მაგრამ ისისნი სასტიკად დაამარცხეს რუსეთის ჯარმა და ქართულმა ლაშქარმა სამეგრელოში. ამით ჩაიშალა თურქეთის სარდლობის გეგმა, რომელიც ქუთაისის ხელში ჩაგდებას ისახავდა მიზნად. ყირიმის ომში რუსეთი დამარცხდა, მაგრამ ამ ომით ცარიზმმა თავისი პოზიციები განამტკიცა კავკასიაში, რასაც ის შედეგი მოყვა, რომ სამეგრელოში, აფხაზეთსა და სვანეთში დამყარდა რუსული მმართველობა.

 

 

 

1857 წელს შეიქმნა ქუთაისის საგენერალ-გუბერნატორო, რომელსაც ადმინისტრაციულად ექვემდებარებოდა ქუთაისის გუბერნატორის გარდა, სამეგრელოს, აფხაზეთის და სვანეთის სამფლობელოებიც, რომლებშიც რუსული მმართველობა იყო დამყარებული. 1883 წლიდან მას შეუერთდა ბათუმის ოლქიც.

 

 

 

ყირიმის ომში რუსეთის მარცხმა ცხადყო ამ ქვეყნის ჩამორჩენილობა, რაც გამოწვეული იყო დრომოჭმული ფეოდალური წყობილებით. პირველ ხანებში მეფის მთავრობა არ იყო მომხრე საგლეხო რეფორმის გატარებით, მაგრამ სოციალ-ეკონომიკური ურთიერთობის გამწვავებამ აიéლა იგი დათანხმებულიყო, 1864 წელს გამოიცა დებულება თბილისის გუბერნიაში გლეხთა მიწათმოწყობის შესახებ, 1865 წელს ეს დებულება გატარდა ქუთაისის გუბერნიაში, სამეგრელოში-1867 წელს, აფხაზეთში-1870 წელს, სვანეთში-1871 წელს.

 

 

 

საგლეხო რეფორმების გატარებამ გზა გაუხსნა ბურჟუაზიული ურთიერთობის შემდგომ განვითარებას. ქალაქებს მოაწყდა თავისუფალი მუშა ხელი, გასაქანი მიეცა მრეწველობის განვითარებას, ვაჭრობა-აღებ-მიცემობას.

 

 

 

ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების წინსვლას დიდად შეუწყო ხელი საქართველოში სარკინიგზო მშენებლობამ, 1871 წელს გაყვანილ იქნა ფოთი-ყვირილის რკინიგზა, 1872 წელს - ფოთი-თბილისის რკინიგზა, 1883 წელს გაყვანილ იქნა თბილისი-ბაქოს რკინიგზა. 1877 წელს ამიერკავკასიის რკინიგზას შეუერთდა ქ.ქუთაისი. 1883 წელს ფოთი-თბილისის გზას შეუერთდა ქ.ბათუმის ხაზი. 1886 წელს გაყვანილ იქნა ქუთაისი-ტყიბულის რკინიგზის ხაზი.

 

 

 

საქართველოში რკინიგზებისა და სარკინიგზო სადგურების მშენებლობამ ხელსაყრელი პირობები შექმნა საქონელწარმოებისა და საქონელმიმოქცევის გაფართოებისა და ქალაქების, წინაქალაქებისა და სავაჭრო-სამრეწველო დაბების წარმოქმნისათვის. ფოთი-თბილისის რკინიგზის ხაზზედასავლეთ საქართველოში წარმოიქმნენ ქალაქები: სამტრედია, ყვირილა, ახალი სენაკი, ტყიბული და სხვ. იწყება მეტოქეობა ამ ახლად წარმოქმნილ ქალაქებსა და ძველ ქალაქებს შორის. ამ პერიოდიდან ქუთაისის გუბერნიაში არ დარჩენილა არც ერთი ცოტად, თუ ბევრად მნიშვნელოვანი ქალაქი და დაბა, რომელსაც საქალაქო თვითმმართველობა არ მოეთხოვოს. ქუთაისმა საქალაქო თვითმმართველობა მოიპოვა 1875 წელს, ფოთმა-1882 წელს, ბათუმმა-1888 წელს, ოზურგეთმა-1895 წელს, სოხუმმა-1899 წელს. ამ ქალაქებთან ერთად ქუთაისის მაზრის სხვა ქალაქებიც და დაბებიც, მაგალითად, სამტრედია, ყვირილა, ხონი, ჭიათურა და სხვები მოითხოვდნენ გამარტივებული საქალაქო მმართველობის მიღებას, მაგრამ მათ ეს სტატუსი - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მიიღეს. XIX ს. 70-იანი წლების დამლევიდან ქუთაისისა და იმერეთის სხვა ქალაქების ეკონომიკური ცხოვრე კაპიტალისტური წარმოების სფეროში ექცევა, იცვლება მანამდე გაბატონებული საწარმოო ურთიერთობა და იწყება მათი გარდაქმნა ბურჟუაზიულ ყაიდაზე.

 

 

 

XIX ს. 60-70-იანი წლები ბრწყინვალე ფურცელია საქართველოს ისტორიაში. ამ დროიდან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობას სათავეში ჩაუდგა ბრწყინვალე თაობა–თერგდალეულები, რომელთაც მესვეურობდნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკიწერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი, სერგო მესხი, იაკიბ გოგებაშვილი. საზოგადოებრივ მოძრაობას სათავეწში ედგა საქართველოს დიდი საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძე.

 

 

 

ამ ეროვნულ საქმეში განსაკუთრებით გამორჩეულია ქალაქ ქუთაისის როლი. ამ დროიდან ქუთაისი საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობისა და კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის თვალსაჩინო ცენტრი ხდება. საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში XIX ს. მეორე ნახევრიდან XX ს. 30-იან წლებამდე, ადგილი არ ქონია ცოტად თუ ბევრად მნიშვნელოვან მოვლენას, რომლის წამომწყები და ტონის მიმცემი არ ყოფილიყო ქუთაისის შემოქმედებითი ინტელიგენცია. იგი ყოველთვის თავს უყრიდა მთელი მხარის ინტელექტუალურ ძალებს, რადგან ისტორიულად მჭიდროდ იყო დაკავშირებული თავის მხარესთან. ქუთაისმა ღაზარდა სახელოვანი თაობა, რომელმაც XIX ს. 60-იან წლებში “თერგდალეულთა” ძირითადი ბანაკი შეადგინა.

 

ქუთაისში გაატარა თავისი ცხოვრების მეტი ნაწილი ქართველი ხალხის დიდებულმა მგოსანმა და მოჭირნახულემ აკაი წერეთელმა. ეს ქალაქი გახდა მისი პოეტური სამშობლო, რომელსაც იგი სავარდო და სამაისო ქალაქს ეწოდებოდა. ქუთაისში დაიბადა და ჭაბუკობის წლები გაატარა დიდი ილიასა და საზოგადო მოღვაწემ ნიკო ნიკოლაძემ. ქუთაისსა და იმერეთს შეეხება მისი სამეურნეო-ეკონომიკური პროექტები და მოწინავე რეფორმისტული იდეები, რომლებიც აქტუალურია დღესაც. ქუთაისის კულტურის ისტორიას ამშვენებენ ლადო მესხიშვილის, კოტე მარჯანიშვილის, ზაქარია ფალიაშვილის და სხვა დიდ შემოქმედთა სახელები. ქუთაისში გამოჩნდა სამწერლო სარბიელზე XX ს. პოეტური აზროვნების უბადლო ოსტატი გალაქტიონ ტაბიძე. ქუთაისში აიდგა ფეხი დიდმა მოაზროვნეებმა გრიგოლ რობაქიძემ და მიხაკო წერეთელმა. ამ ქალაქთანაა დაკავშირებული სახელოვანი “ცისფერყანწელებისა” და სხვა სახელოვან მამულიშვილთა მოღვაწეობა.

 

 

 

წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენენ ქალაქისა და მთელი მხარის ისტორიული ძეგლები: ქუთაისის ციხე-ქალაქი, ბაგრატის ტაძარი, გელათის სამონასტრო ანსამბლი, გეგუთის ციხე-დარბაზი, მოწამეთის სიძველეები, ანტიკური პერიოდის შორაპნის ციხე-სიმაგრე და ვანის ნაქალაქარი. ეს სიძველეები იზიდავდა უცხოელ სტუმრებს და მოგზაურებს, რომლებმაც მსოფლიოში სახელი გაუთქვეს საქართველოს და მის კულტურას.

 

დღევანდელი ქუთაისი იმერეთის მხარის ცენტრალური ქალაქია. აქ არის მსხვალი სამრეწველო საწარმოები, სამეცნიერო-კვლევითი და კულტურის დაწესებულებები: უნივერსიტეტები, მუზეუმები, თეატრები, ბიბლიოთეკები, იბეჭდება წიგნები, გამოდის ჟურნალ-გაზეთები, მუშაობს ტელევიზიის რამოდენიმე არხი და სხვ.

 

საქართველოს ზემოხსენებული ადმინისტრაციული დაყოფა 1921 წლამდე არსებობდა. 1921 წელს აღდგენილ იქნა ქუთაისის მაზრა, რომელიც 1929 წლამდე არსებობდა. 1929 წლის აგვისტოში მაზრის გაფართოების საფუძველზე შეიქმნა ქუთაისის ოლქი. მაგრამ ეს ოლქიც გაუქმდა და ქალაქის ადმინისტრაციული ფუნქცია განისაზღვრა საკუთრივ ქუთაისით და მისი რაიონით.

 

 

 

1951 წელს კვლავ შეიქმნა ქუთაისის ოლქი, მაგრამ 1953 წელს ისიც გაუქმებული იქნა. 1959 წელს გააუქმეს ქუთაისის რაიონი და ქუთაისის პოლიტიკურ-ადმინისტრაციული სტატუსი შემოიფარგლა საკუთრივ ქალაქით, მაგრამ საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქვეყნის ისტორიულ ცხოვრებაში ახალი ხანა დაიწყო: 1995 წელს აღდგენილ იქნა ქუთაისისათვის იტორიულად კუთვნილი პოლიტიკურ_ადმინისტრაციული სტატუსი, რომელსაც საქართველოში ახალი სამხარეო დაყოფის საფუძველზე ისტორიულ იმერეთს მხარის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მხარის სტატუსი მიენიჭა. 1998 წელს იმერეთის მხარე ევროპის რეგიონთა ასამბლეის წევრი გახდა.

 

 

 

ამჟამად, იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ქუთაისია. მხარეში შედის თერთმეტი რაიონი_ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, ხარაგაულის, ხონის, წყალტუბოსა და ჭიათურის რაიონები.

 

 

მდებარეობა.

 

 

ტერიტორია და საზღვრები

იმერეთი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ისტორიული, ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო რეგიონია. მისი ფართობი 6.6 ათასი კვადრატული კმ-ია(საქართველოს ტერიტორიის 11%), მოსახლეობა - 700 ათასი კაცი (საქართველოს მოსახლეობის 16%).

იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.

იმერეთს გეოგრაფიულად ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოში. იგი კარგად გამოხატული ბუნებრივი საზღვრებითააა შემოფარგლული. ჩრდილოეთიდან მას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ესაზღვრება (გამოყოფილია რაჭის ქედით), აღმოსავლეთიდან - შიდა ქართლი (გამოყოფილია ლიხის ქედით), სამხრეთიდან - სამცხე-ჯავახეთი (გამოყოფილია აჭარა-იმერეთის ხედით) და დასავლეთიდან გურია და სამეგრელო-ზედა სვანეთი (გამოყოფილია მდ. სუფსისა და მდ. ცხენისწყლით). იმერეთის მხარეში 12 ადმინისტრაციული ერთეულია - ხონის, თერჯოლის, ზესტაფონის, ბაღდათის, საჩხერის, ვანის, ხარაგაულის, სამტრედიის, ტყიბუის. ჭიათურის, წყალტუბოს რაიონი და ქალაქი ქუთაისი.

 

 

წყალტუბოს რაიონი

- კვახნურის ტეშენიტის გამოვლინება.

 

- წყალტუბოს მინერალური წყლის საბადო.

 

- კლდია-ტვიშნარის ტეშენიტის გამოვლინება.

 

- ვარციხის არხის ინერტული მასალის გამოვლინება.

 

- მდ.რიონის კალაპოტის ქვიშა-ხრეშის გამოვლინება.

 

- ბანოჯის კირქვის გამოვლინება.

 

- ბანოჯის ქვიშაქვების გამოვლინება.

 

- ოფურჩხეთის ტეშენიტის საბადო - 3ბ0 მილ.მ3 .

 

- გვიშტიბის ტუფის საბადო - 4ბ3 მილ.მ3 .

 

- სამგურალის ტუფის საბადო - 3ბ4 მილ.მ3 .

 

- ჟონეთის ზოლებრივი ტუფის გამოვლინება.

 

- ბანოჯის კირქვის საბადო - С 2-879 ათასი მ3. ბალანს მიღმა.

 

- ზარათის ტეშენიტის გამოვლინება.

 

- უკანეთის თიხის საბადო სადგურ «ბროწეულას» სამხრეთ-დასავლეთით 1ბ5 კმ.-ზე-343 ათასი მ3.

 

- ცხუნკურის კირქვის გამოვლინება მოსაპირკეთებელი.

 

- ოხრის გამოვლინება - ბანოჯაბხომულიბჟონეთი.

 

- გლაუკონიტის გამოვლინება -დიდი მარაგით -გუმბრაბქუთაისიბგელათი.გლაუკონიტის ქვიშაქვები - კალიუმის, ალუმინის მისაღებად, სასუქად, ადსორბენტად, ცეოლითების მისაღებად.

 

- ჟონეთის საწისქვილე ქვიშაქვების გამოვლინება.

 

- სათაფლიას ბაზალტის გამოვლინება ქვის სამსხმელოდ.

 

- სამება, სორმონი - ჭოლევის ბაზალტების გამოვლინება.

 

 

 

ხონის რაიონი

 

 

 

- მდ.ცხენისწყლის ჭალის ქვიშა-ხრეშის გამოვლინება.

 

- «დედალაურის»ანდეზიტო-ბაზალტის გამოვლინება.

 

- გელავერის კირქვის საბადო მოსაპირკეთ.და ღორღი - 731 ათასი მ3.

 

- მათხოჯის კირქვის საბადო მე-2 ხარისხ.ჰაერ.კირი - С2-1ბ0 მილ.მ3. ბალანსC მიღმა.

 

- ხონის თიხის საბადო - 128 ათასი მ3.

 

- ხონის ქვიშისა და ხრეშის საბადო მდ.ცხენისწყლის ჭალის ზედა ტერასა.პასუხობს სახ.სტანდარტებს.ხონის ჩრდილო-დასავლეთით 2ბ5 კმ.-ზე - 68 მილ.მ3 .

 

- «დედალაურის» კირქვის საკედლე ბლოკი საბადო - 496 ათასი მ3

 

- «დედალაურის» და ზემო კუხის მინერალური საღებავების ოხრა, მუმია, უმბრა გამოვლინება.

 

- ბარიტის გამოვლინებები კინჩხა, ღულევი, ზუბი ვაშანის ღელე.

დამატების დრო: Monday, March 30, 2009 დამმატებელი: ბეშქენა

ბაღდათის რაიონი

- საირმის მინერალური წყლის საბადო

 

- მდ.ქლიბულას მინერალური წყლის გამოვლინება.

 

- ზეკარის ტუფის გამოვლინება

 

- ვარციხის ქვიშა-ხრეშის საბადო.

დამატების დრო: Monday, March 30, 2009 დამმატებელი: ბეშქენა

ხარაგაულის რაიონი

- ხანდების კირექვის საბადო მარაგი 1ბ7 მილ.მ3 .

 

- ხანდების კირექვის საბადო მარაგი 1ბ7 მილ.მ3 .

 

- ხორითის მარმარილოსებური კირქვის საბადო

 

- მოლითის მარმარილოსებურიკირქვის საბადო მოსაპირკეთებელიბდეკორ.ღორღი -3ბ8 მილ.მ3.

 

- მარელისის მარმარილოსებური კირქვის საბადო დეკორატიული ღორღი, ნამც.- 734 ათასი მ3.

 

- წიფის კვარციანი დიორიტის საბადო მოსაპირკეთებელი 802 ათასი მ3.

 

- ამაშუკეთის კირქვის საბადო საკედლე ბლოკი - 9ბ8 მილ.მ3 .

 

- ზვარეს მინერალური წყლების საბადო.

 

- ნუნისის მინერალური წყლების გამოვლინება.

 

- ბჟინევის ტალკის გამოვლინება.

 

- ხარაგაულის გრაფიტის გამოვლინება სოფ.ჩხერი, ღორეშა, ვაშლევი.

დამატების დრო: Monday, March 30, 2009 დამმატებელი: ბეშქენა

ვანის რაიონი

- მდ.რიონის სოფ.ჭყვიში კალაპოტის ინერტული მასალის გამოვლინება.

 

- მდ.რიონის სოფ.ამაღლება კალაპოტის ინერტული მასალის გამოვლინება.

 

- ისრითის კირქვის მაგნეზიური კირის ნედლ. საბადო მარაგი.

 

- სულორის მინერალური წყლის გამოვლინება.

 

- ამღლების მინერალური წყლის გამოვლინება.

 

- ვანი-გაბიეთის ბარიტის გამოვლინება.

დამატების დრო: Monday, March 30, 2009 დამმატებელი: ბეშქენა

ტყიბულის რაიონი

- ტყიბული-შაორის ქვანახშირის საბადო, მთლიანი მარაგი 300 მილ.ტ.

 

- ნაბეღლავის ტეშენიტის გამოვლინება.

 

- წინწკილას კირქვის ღორღის საბადო.

 

- «ლოლაშენის» ტეშენიტის საბადო.

 

- «ოხომირას» ტეშენიტის გამოვლინება.

 

- «მოწამეთა II « კირქვის საბადო.

 

- «ოჩეთის» გიშერის გამოვლინება.

 

- ჯვარისის კაოლინური თიხის საბადო, მარაგი 1ბ3მილ.ტ.

 

- კურსების ტეშენიტის საბადო - 3ბ1მილ.მ3 .

 

- ნაბეღლავი - ძუყნურის ტეშენიტის გამოვლინება.

 

- წინწყალის კირქვის ღორღის საბადო მარაგი - 3ბ6 მილ.მ3 .

 

- ძიროვანის გიშერის გამოვლინება.

 

- ორპირია ალუნიტის გამოვლინება »შაბი».

 

- ძმუისის ოზოკერიტის მთის სანთელის გამოვლინება.

 

- ძმუისის ბარიტის გამოვლინება.

 

- მუხურის საწისქვილე ქვიშაქვების გამოვლინება.

 

- ტყიბულის ცეცხლგამძლე თიხების 17000С-ით დიდი მოცულობის გამოვლინება.

 

- ლეღვას მინერალური წყლის გამოვლინება.

დამატების დრო: Monday, March 30, 2009 დამმატებელი: ბეშქენა

სამტრედიის რაიონი

- მდ.ცხენისწყლის სოფ.ნაჩხეტაური ქვიშის გამოვლინება.

 

- მდ.ცხენისწყლის სოფ.ხუჯულაური ინერტული მასალის გამოვლინება.

 

- მდ.ცხენისწყლის სოფ.ჩხენიში ქვიშა-ხრეშის მასალის გამოვლინება.

 

- საჯავახო - ქვიშანჭალის ქვიშის საბადო მარაგი - 2ბ1 მილ.მ3.

 

- ეწერის ქვიშისა და ხრეშის საბადო მარაგი - 508 ათასი მ3

 

- ილორის ქვიშისა და ხრეშის საბადო მარაგი - 1ბ1 მილ.მ3

 

- იანეთის მდ.გუბისწყლის ქვიშა-ხრეშის საბადო მარაგი -1ბ5 მილ.მ3

 

- ბარძგნარის თიხის III საბადო სააგურე მარაგი - 420 ათასი მ3

 

- ბუკნარის თიხის II საბადო სააგურე მარაგი - 1ბ9 მილ.მ3.

 

- დაბლა გომის კირის ნედლეული საბადო მარაგი - 4ბ8 მილ.მ3.

 

- სამტრედიის თერმული წყლების გამოვლინება.

დამატების დრო: Monday, March 30, 2009 დამმატებელი: ბეშქენა

თერჯოლის რაიონი

- «ყვირილას» ქვიშა-ხრეშის საბადო.

 

- «ჭიშურის» აჯამეთის ფლუსოვანი კირქვის საბადო.

 

- მდ.ყვირილას კალაპოტის ქვიშა-ხრეშის გამოვლინება.

 

- ეკლარის კირქვის საბადო.

 

- კოხის ჭოგნარის კირქვების გამოვლინება.

 

- ნავენახევის კირქვის გამოვლინება.

 

- მდ.ჩოლაბურისა და მდ.ყვირილას ინერტული მასალის გამოვლინება.

 

- სოფ.ზედა სიმონეთის კირქვის გამოვლინება.

 

- ნავენახევის კირქვის I საბადო სამშენებლოდ და კირის წარ. - 2ბ7 მილ.მ3

 

- ნავენახევის სოფ.ზედა ნიგოზის კირქვის II საბადო კირის - 205 ათასი მ3.

 

- თერჯოლის ჩხარის სააგურე 150 თიხის საბადო - 405 ათასი მ3.

 

- ძევრის კირქვის კირის საბადო - 1ბ3 მილ.მ3

 

- ალისუბნის მარმარილოსებური კირქვის გამოვლინება.

 

- ქვაშავას ტუფის საბადო, მარაგები - 340 ათასი მ3.

 

- თუზის ცარცის გამოვლინება.

 

- სიმონეთის მინერალური წყლის გამოვლინება.

დამატების დრო: Monday, March 30, 2009 დამმატებელი: ბეშქენა

ზესტაფონის რაიონი

- მდ.ყვირილას კალაპოტში ქვიშა-ხრეშის გამოვლინება.

 

- სოფ.ზედა საქარას გრანიტების გამოვლინება.

 

- შროშა-საზანოს პეგმატიტების გამოვლინება.

 

- მდინარე ყვირილას ხეობის ინერტული მასალის გამოვლინება.

 

- სვირის მარმარილოსებური კირქვის დეკორატ.ღორღი საბადო-მარაგი-534 ათასი მ3.

 

- საქასრიას მარმარილოსებური კირქვის მოსაპირკეთებლად და ღორღად საბადო -3ბ2 მილ.მ3

 

- «საკაპრიას» და წიფლავაკის მარმარილოსებური კირქვის გამოვლინებები.

 

- არგვეთის სააგურე თიხის საბადო მარაგი - 160 ათასი მ3.

 

- ბოსლევის სააგურე თიხის საბადო მარაგი - 870 ათასი მ3.

 

- აჯამეთის სპონგოლითის საბადო მარაგი - 16ბ0 მილ.მ3

 

- შროშის ცეცხლგამძლე თიხების დიდი მოცულობის გამოვლინება - მარაგი პროგნოზით 1 მილ.ტ.

 

- «ნიჩაბას» გრანიტების გამოვლინება.

დამატების დრო: Monday, March 30, 2009 დამმატებელი: ბეშქენა

საჩხერის რაიონი

- «ითავაზა-1» კვაციანი ქვიშის საბადო.

 

- «საფარის ღელის» კვარციანი ქვიშის საბადო მარაგი 2ბ3 მილ.მ3.

 

- «პერევის» კერამიკული თიხის საბადო.

 

- სოფ.არგვეთისა და სავანის ქვიშების გამოვლინება.

 

- «ჭალის» ქვანახშირის გამოვლინება.

 

- სოფ.სარევის მანგანუმის მადნის გამოვლინება.

 

- სხვიტორის ბაჯითის უბანი მარმარილოსებური კირქვა - 367 ათასი მ3.

 

- საჩხერის კირქვის II ხარისხის კალციუმის კირი საბადო მარაგი-11ბ7 მილ.მ3.

 

- ლაშურის სააგურე 175 მარკის თიხის საბადო, მარაგი-6ბ9 მილ.მ3.

 

- ქორეთის კვაც-კაჟშპატიანი ქვიშის საბადო მარაგები-4ბ0 მილ.მ3.

 

- ჯრუჭულას ქვიშა-ხრეშის საბადო მარაგი-2ბ4 მილ.მ3.

 

- კვერეთის მინერალური წ.ლის გამოვლინება.

 

- მდ.ყვირილასა და ჩიხურას ინერტული მასალის გამოვლინება.

 

- «ბაჯითის» კვარც მინდვრისშპატიანი ქვიშის გამოვლინება.

დამატების დრო: Monday, March 30, 2009 დამმატებელი: ბეშქენა

ჭიათურის რაიონი

- ჭიათურის მანგანუმის საბადო.

 

- «რცხილათის» ბარიტის გამოვლინება.

 

- სალიეთის მარმარილოსებური კირქვის საბადო მარაგი -1ბ7მ3.

 

- სხვიტორის,მოხორთუბანი მარმარილოსებური კირქვის საბადო მარაგი-740000მ3.

 

- ბერეთისის კირქვის საბადო, მარაგი -8ბ4მილ.მ3.

 

- მანდაეთის კირქვის გამოვლინება

 

- ჯოყოეთის მარმარილოსებური კირქვის გამოვლინება.

 

- დარკვეთის, შუქრუთის, ითხვისის, მერევის, მღვიმევის, ნაფარცხევის, პერევისას და კაცხის, კვარციანი ქვიშების საბადოები და გამოვლინებები.ზოგადად აღნიშნულია 8 ნომრით.

 

- ნავარძეთის კირქვის კალციუმის კირიბღორღი - 6ბ9 მილ.მ3.

 

- მერევის და პერევისის სააგურე თიხის გამოვლინება.

 

- მეჩხეთურის კირქვის მოსაპირკეთებელი მას გამოვლინება.

 

 

არქიტექტურული ძეგლები, მონასტრები, ციხეები, არქეოლოგიური ნამოსახლარები

არქიტექორული ძეგლების საერთო რაოდენობა 130

 

აქედან: ა) ეკლესია-მონასტრები 78

 

ბ) ციხეები 13

 

გ) არქეოლოგიური ძეგლები 39

 

 

 

ბაგრატის ტაძარი

 

 

 

ღვთისმშობლის მიძინების (ბაგრატის) ტაძრის მშენებლობა დასრულდა 1003 წ. ტაძარს თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირებულებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში, როგორც განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელი სტილის საბოლოო დამკვიდრებულ ნაწარმოებს. ხელოვნების თვალსაზრისით უნაკლო ბაგრატის ტაძარი საეკლესიო სიწმინდეებითა და ნივთსამკაულითაც გამორჩეული იყო. აქ ინახებოდა მაცხოვრის სამსჭვალი და მოციქული თომას ნაწილები, პალიასტომის და ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატები. ბაგრატის ტაძარი ერის ერთიანობის სიმბოლოდ იყო ოდითგან მიჩნეული. 1994 წელს შეიქმნა ბაგრატის ტაძრის კომპლექსის აღორძინების ფონდი, რომლის საპატიო პრეზიდენტია უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათალიკოს – პატრიარქი ილია II. 1995 წ. ბაგრატის ტაძარი და გელათის სამონასტრო კომპლექსი იუნესკომ აღრიცხვაზე აიყვანა, როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის საგანძური.

 

 

 

გელათი

 

 

 

 

ქალაქ ქუთაისიდან 11 კმ-ის დაშორებით, აღმოსავლეთით, მდინარე წყალწითელას თვალწარმტაც ხეობაში მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ძეგლი გელათის მონასტერი. მონასტერი წარმოადგენსხუროთმოძღვრულ ანსამბლს: მთავრი ტაძარი, რომელიც სამი წახნაგოვანი აბსიდით მნახველისკენაა მიმართული, მისგან აღმოსავლეთით შედარებით მცირე მოცულობის წმ. გიორგის გუმბათიანი ეკლესიაა. ხოლო დასავლეთით - წმ.ნიკოლოზის ეკლესიის ორსართულიანი შენობა - თაღოვანი გასასვლელით ქვემო სართულზე. ოდნავ მოშორებით, წყაროს თავზე, აღამრთულია სამრეკლო, რომლის ქვედა სართულში თიხის მილებით გაყვანილია სასმელი წყალი. მთავარი ტაძარისა და წმ. ნიკოლოზის ეკლესიის დასავლეთით დგას XII საუკუნეში დავით აღმაშენებლის მიერ დაარსებული აკადემიის შენობა.

 

 

 

გელათის მონასტერს საფუძველი XII საუკუნის დასაწყისში ჩაეყარა.მშენებლობა 1106 წელს დაიწყო დავით აღმაშენებლის ინიციატივით. ამ პერიოდში დაარსდა გელათში მონასტერი და აკადემია, რის წყალობითაც იგი გახდა არა მარტო საეკლესიო ცხოვრების სავანე, არამედ საერო განათლების ცენტრი და ფილოსოფიური აზოვნების კერა.

 

 

 

ამჟამდ გელათის მონასტერი დაცულია სახელმწიფოს მიერ და ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ფილიალს წამროადგენს.

 

 

 

 

 

ღვ თისმშობლის მთავარი ტაძარი. გელათის მონასტრის არქიტექტურული ანსამბლიდან თავისი სიდიდით, მხატვრული გაფორმებით და მნიშვნელობით გამოირჩევა ღვთისმშობლის ტაძარი (სიგრძე 29,20 მ, სიგანე 20,20 მ, სიმაღლე, უგუმბათოდ 20 მ, გუმბათით-36,39 მ.) ტაძრის აგება დაიწყო დავით აღმაშენებლის მიერ მონასტრის დაარსებისთანავე და დამთავრდა მისი სიკვდილის შემდეგ, მეფე დემეტრეს დროს (1130 წ.), რომელმაც მოახატვინა და აკურთხებინა ტაძარი.

 

 

 

შენობის ასაგებად ძირითადად გამოუყენებიათ ადგილობრივი კირქვა. კედლებისათვის-რიყის ქვა და დუღაბი, შემდეგ ორივე მხრიდან მოუპირკეთებიათ ლამაზად დამუშავებული ფილაქვით, რომელიც ზოგან განსაცვიფრებელი სიდიდისაა.

 

 

 

ტაძრის ფასადები დეკორირებულია გრძელი ჩარჩოებითა და მსუბუქი კამარნარებით. გელათის მთავრი ტაძარი დეკორის თვალსაზრისით, გარედან დასრულებული არ არის. საკურთხევლის შუა სარკმლის მინიატურული ნახევარსვეტებისა და დისკოს დახვეწილი ჩუქურთმები, ასევე სამხრეთ ფასადის სარკმლის გადაწყვეტა მოწმობს, რომ ტაძარი დეკორატიული ჩუქურთმებით უნდა ყოფილიყო მოპირკეთებული ეპოქის შესაფერისად.

 

ტაძრის თანადროული სამხრეთის მინაშენი, რომელსაც აფსიდა ტაძრის მსგავსად აქვს გამოშვერილი, ასევე შემკულია კედლის კამარნებით.

 

 

 

ტაძრის შიდა სივრცე გრანდიოზულია; გუმბათის 16 სარკმლიანი მასიური ყელი ეყრდნობა საკურთხევლის აფსიდის გამონაშვერ კედლებს და ორ მძლავრ საყრდენს, ფართო თაღებით რომ უერთდება ტაძრის დასავლეთის კედელს. ნათრექსის ზემოთ ქანდარაა. ქანდარაზე ასასვლელი კიბეები მოთავსებულია ტაძრის გვერდით კედლების ბოლოებში. ფართო, დიდებულ აფსიდას, რომელიხ სამი ფანჯრით არის განათებული, ქვემოთ, საკურთხევლის მთელ სიგრძეზე, შემოუყვება ოთხსაფეხურიანი დასაჯდომი, ცენტრში კი დგას შვიდსაფეხურიანი ტახტი.

 

 

 

საკურთხევლის ჩრდილოეთით მოთავსებულია სამკვეთო, ხოლო სამხრეთით-სალარო. ფართო და მაღალ ტაძარში სინათლე კედლებისა და გუმბათის ყელის ფანჯრებიდან შემოდის. ტაძარში მნახველის ყურადღებას იპყრობს საკურთხევლის აბსიდის კონქში წარმოდგენილი მაღალმხატვრული ოსტატობით შესრულებული მოზაიკური კომპოზიცია. კომპოზიციის ცენტრში, ოქროსფერ ფონზე, გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით, მარჯვნინ და მარცხნივ მთავარანგელოზები - მიქაელი და გაბრიელი. მოზაიკა ტაძრის არქიტექტურის თანადროულია.

 

 

 

ამ დროს ფერწერა ადგილს უთმობს შედარებით მოგვინო, ძირითად XVI-XVII საუკუნეებში შესრულებულ მხატვრობას. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ჩრდილოეთის კედლის ქვედა რეგისტრის მხატვრობა (XVI ს.), სადაც წარმოდგენილი არიან ისტორიული პირები. დავით აღნმაშენებელი გამოსახულია მარჯვნივ, მთელი ტანით, რომელასც მარცხენა ხელში უჭირავს მთავარი ტაძრის მოდელი, მარჯვენაში-სიგელის გრაგნილი. ეს ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი, თუმცა გვიანდელი პორტრეტია დავით აღმაშენებლისა, რომელიც დამშვენებულია ასომთავრული წარწერით:

 

„დიდ მეფეთა შორის წარჩინებული აღმაშენებლის საუკუნოდმცა არს ხსენება დავით, ამინ“.

 

 

 

დავით აღმაშენებლის გვერდით გამოსახულია დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსი ევდმონ ჩხეტიძე (XVI ს.) ვინაობის აღმნიშვნელი წარწერით. მის გვერდით წარმოდგენილი არიან იმერეთის მეფე ბაგრატ III (1510-1565) და მისი მეუღლე ელენე. შემდეგ იმერეთის მეფე გიორგი ბაგრატის ძე (1565-1584), მისი მეუღლე რუსუდანი და მათი შვილი ბაგრატი: თითოეულ მათგანს აქვს შესაბამისი წარწერა.

 

 

 

ჩრდილოეთის სვეტზე აღმოსავლეთიდან მიშენებულია ორსაფეხურიანი პატარა გუმბათოვანი ქვის ტახტი, რომლის კარნიზზე ვკითხულობთ: "მოიხსენე, უფალო, ტახტის ამის აღმაშენებელი მეფის ალექსანდრეს ძე, გელათელი მიტროპოლიტი იოსებ. ამას წელსა იყო ქრისტეს აქეთ ქრონიკონი ჩღ. (1760 წ.)".

 

 

 

ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში, ქანდარაზე ასასვლელ კიბესთან, დასაფლავებულია იმერეთის მეფე სოლომონ I (1751-1784). ტაძრის აქვს მინაშენები. ერთი მაგანი (სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან) აუშენებია დავითის შვილის დემეტრეს.

 

გელათის მონასტერი ითვლებოდა ქართულ მეფეთა საძვლედ. XII საუკუნიდან აქ მარხავდნენ საქართველოს მეფეებს, XV საუკუნიდან (საქრთველოს პოლიტიკური დანაწილების შემდეგ) - მხოლოდ იმერეთის მეფეებს.

 

 

 

ხალხური გადმოცემა ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთ მინაშენს უკავშირებს თამარ მეფეს სახელს. აქ წელიწადში ერთხელ იმართებოდა თამარ მეფის მოსახსენებლი პარაკლისი, მემატიანის აზრით, თამარი დამარხულია გელათის მონასტერში. თამარის თანამედროვე ისტორიკოსები აღნიშნავენ: "თამარი ახალს მონასტერსა გელათს დამარხესო".

 

სამხრეთ-აღმოსავლეთი მინაშენის კედლები მოხატულია XII საუკუნეში. ჩვენამდე მოაღწია ამ მხატვრობის უმნიშვნელო ნაშთებმა. XIII საუკუნის მეორე ნახევარში იგი ხელმეორედ მოიხატა და ეს უკანასკნელი უკეთ არის შენახული. ამავე ეკვდერში წარმოდგენილია თამარ მეფის შვილიშვილის დავით ნარინის (1247-1289) ორი გამოსახულება, ერთი საერო, ხოლო მეორე-ბერის ტანსაცმელში.

 

 

 

ტაძრის ჩრდილოეთ კარიბჭეში დასაფლავებულია დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსი ზაქარია ქვარიანი (გარდაიცვალა 1660 წ.) კარიბჭის კედლის მხატვრობა XII საუკუნისაა. აღმოსავლეთ კედელზე მოცემულია XV საუკუნის დასასრულისა და XVI საუკუნის დასაწყისის მხატვრობა-მეფე დედოფლის კურთხევა.

 

 

 

კარიბჭის აღმოსავლეთი ეკვდარის კედლები დაფარულია XVII საუკუნის ფრესკებით.

 

ტაძრის უძველესი მხატვრობა წარმოდგენილია დასავლეთის კარიბჭეში. აქ შემორჩენილია 1125-1130 წლების მხატვრობის ნაშთები. მხატვრობის ძირითადი თემაა მსოფლიოს შვიდი საეკლესიო კრება-უნიკალური XII საუკუნის ხელოვნებაში.

 

 

 

კარიბჭის სამხრეთ ნაწილში მოთავსებულია ოთხსვეტიანი პატარა ეკვდარი, რომლის სამხრეთ კედელზე გამოსახულია იმერეთის მეფე ალექსანდრე III გიორგის ძე და მისი მეუღლე ნესტან დარეჯანი (XVII ს.). კარიბჭეში დაკრძალული არიან XIX საუკუნის სასულიერო პირები.

 

 

 

 

 

წმ. გიორგის ეკლესია მთავრი ტაძრის აღმოსავლეთით დგას XVIII საუკუნეში აგებული წმ. გიორგის ეკელესია. ტაძრის გეგემა და შიდა გაფორმება შეესატყვისება ეპოქის ტრადიციებს. ყურადღებად იპყრობს გუმბათქვეშა საყრდენების ორიგინალური გადაწყვეტა-მრგვალი სვეტები, რომელთა ბაზები შემკულია ფესტონების ორი რიგით. ტაძარში დაცულია სამმალიანი დაბალი ტიხარი, რომელიც დანარჩენი ნაწილისაგან ყოფს საკურთხეველს. იგი ტაძრის თანადროულია.

 

დასავლეთის თაღის ქვეშ შესრულებული წარწერა გვამცნობს, რომ, წმინდა გიორგის ეკლესიის კედლები მოუხატვინებია დასავლეთ საქართველოს კათილოკოსს ევდმონ ჩხეტიძეს ( XVI ს.). იგი გამოსახულია სამხრეთის კედელზე. მის გვერდითაა იმერეთის მეფე ბაგრატ III მეუღლითურთ. გარდა ამისა, ეკლესიაში გამოსახულია სხვა ისტორიული პირებიც. ძირითადი ნაწილი კი უკავია საეკლესიო შინაარსის ფრესკებს.

 

ეკლესიის ფასადს არა აქვს დეკორი, მაგრამ შესასვლელი მოჩარჩოებულია ლამაზი რელიეფური ორნამენტით. დასავლეთის კარიბჭის სამხრეთ ნაწილში შემორჩენოლია მაღალი ოსტატობით შესრულებული მხატვრობის ნაშთი.

 

წმ.გიორგის ეკლესია თურქთა შემოსევის შედეგად დაზიანებულა 1510 წელს, მაგრამ იგი ბაგრატ III მალე განუახლებია. სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა გელათში დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსო კათედრის გადმოტანა.

 

 

 

 

 

წმ.ნიკოლოზის ეკლესია. მთავარი ტაძრის დასავლეთით დგას წმ. ნიკოლოზის ორსართულიანი ეკლესია და აკადემიის შენობა ფუნქციონალურად დაკავშირებულია ერთმანეთთან.

 

შენობის პირველ სართულზე თაღიანი გასასვლელია. აღმოსავლეთისა და დასავლეთის თაღები მაღალია, ჩრდილოეთისა და სამხრეთის – შედარებით დაბალი. ეს ნაგებობა წარმოადგენს პოსტამენტს, რომელზედაც აღმართულია ჯვრის ტიპის პატარა ეკლესია. ფანჯრისა და კარის ჩარჩოები მოკლებულია ორნამენტულ მორთულობას. პირველი სართული მეორეს უერთდება ქვის კიბით.

 

 

 

სამრეკლო. გელათის სამრეკლოს შენობა სამსართულიანია. მათგან პირველი ორი მონასტრის დროინდელია, ხოლო მესამე-ღიასარკმლიანი გუმბათი-შედარებით გვიანდელი (XIV). პირველ, ღია თაღებით შეკრულ, სართულზე გამოყვანილია წყალი. ისტორიული წყაროები გვამცნობენ, რომ წინათ წყალი მილბით შედიოდა ყველა პალატასა და სადგომში.

 

 

 

დავით აღმაშენებლის საფლავი: მთავრი ტაძრის სამხრეთით ორსართულიანი გრ ძელი ნაგებობაა, საიდანაც წინათ ხალხი მონასტერში შედიოდა. ამ შენობაში დაკრძალულია დავით აღმაშენებლი. საფლავს ზემოდან უზარმაზარი ქვა ადევს წარწერით : ,,ესე არს განსუანსველებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, რამეთუ მთნავს ამას დავემკვიდრო მე''.

 

მონასტრის შესასვლელს სოფლის მხრიდან ჰქონია რკინის კარი. იგი მეფე დემეტრე I მოუტანია განჯიდან, როგორც ქართველ მეომართა ნადავლი 1138-1139 წლების ლაშქრობის დროს და გელათის მონასტრისათვის უბოძებია.

 

არის გადარჩენილ ნახევარზე არაბული წარწერაა, სადაც აღნიშნულია შემკვეთი, ოსტატი და დამზადების თარიღი (1063 წ.).

 

 

 

აკადემიის შენობა. XII საუკუნის ქართული კულტურა და განათლება მჭიდროდ არის დაკავშირებული დავით აღმაშენებლის მოღვაწეობასთან. კერძოდ, გელათის მონასტერისა და აკადემიის დაარსებასთან. მემატიანე მოგვითხრობს: "დავითმა შემოკრიბნა კაცნი პატიოსანნი ცხოვრებითა და შემკულნი ყოვლითა სათნოებითა... იძინა და კეთილად გამოიძინა, მოიყვანა და დაამკვიდრა". ე.ი. მან შეკრიბა სწავლულნი და მოიწვია გელათში სამოღვაწეოდ, რომლებიც გამოირჩეოდნენ თავიანთი ნიჭითა და ზნეობრივი სიფაქიზით. გელეთში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ გამოჩენილი ფილოსოფოსები: იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი და სხვები. მემატიანე გელათის სამეცნიერო დაწესებულების შესახებ გვამცნობებს: "გელათი არს აწ წინამდებარე ყოვლისა აღმოსავლეთისა მეორედ იერუსალიმად, სასწავლოდ ყოვლისა კეთილისად, მოძღურად სწავლულებისად, სხუად ათინად, ფრიად უაღრეს მისსა".

 

 

 

გელათის აკადემიაში დაიწერა და ითარგმნა მრავალი ისტორიული, ფილოსოფიური და ლიტერატურული ნაწარმოები. აქ ითარგმნა ბერძნული ენიდან ქართულ ენაზე იოანე პეტრიწის მიერ არისტოტელეს, იოსებ ფლავიოსის, პროკლე დიადოხოსის, ნემესიოს ემესელის თხუზულებანი, არსენ იყალთოელის მიერ "დიდი სჯულის კანონი" და სხვა. აკადემიაში ისწავლებოდა: არითმეტიკა, გეომეტრია, გრამატიკა, რიტორიკა, ფილოსოფია, ასტრონომია და მუსიკა. აქ არსებობდა ობსერვატორია, საიდანაც დაკვირვებას აწარმოებდნენ ციურ მნათობებზე. გელათში არსებობდა ოქრომჭედლობის სკოლა, სადაც იქმნებოდა ხელოვნების იშვიათი ძეგლები. საკმარისია დავასახელოთ XII საუკუნის ნაწარმოები ხახულის ხატი, რომელიც მაღალმხატვრული ოსტატობითაა შესრულებული. გელათის აკადემიამ იარსება XVI საუკუნის 20-იან წლებამდე.

 

 

 

აკადემიის შენობა მონასტრის დასავლეთით, ციცაბო ფლატეზე დგას. შესასვლელს მდიდრულად გაფორმებული ოთხსვეტიანი კარიბჭე აქვს, რომელიც ლამაზად მოჩუქურთმებული თაღებით ეყრდნობა სხვადასხვა ფორმის ოთხ ბოძს; ერთ-ერთი ბოძის კაპიტალზე ამოკვეთილია ლომი. კარიბჭე უკავშირდება უზარმაზარ დარბაზს. ნაგებობა ოთკუთხედი ფორმისაა, რომლის სიგრძე 25 მეტრია, სიგანე -10. თავის დროზე იგი გადახურული ყოფილა. კედლების გასწვრივ ქვის დასაჯდომებია, რომელიც აკადემიის მსმენელთათვის იყო გათვალისწინებული. დარბაზის ჩრდილო-დასავლეთის შუა კედელთან დგას თაღებიანი ოთკუთხა მაგიდა, წყალწითელას ხეობისაკენ მიმართული მრავალი თაღოვანი სარკმელი უზრუნველყოფს შენობის კარგ განათებას. სამხრეთ დასავლეთის შესასვლელთან კიბე ეშვება კედელზე დაფუძნებული ვესტიბიულისაკენ. წყალწითელას ხეობისაკენ მიმართული შენობის ფასადი, რომელიც გამაგრებულია ნახევრადმრგვალი გამოშვერილი კონტრფორსებითა და მრავალრიცხოვანი თაღოვანი ფანჯრის მწყობრი რიგით, დიდებულ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.

 

 

 

გელათის მონასტრის გალავნის გარეთ, მთის ფერდობზე, სხვადასხვა ნაგებობათა ნანგრევებია. ისინი ისტორიულად და ფუნქციონალურად უკავშირდებიან გელათის მონასტერს. აქ, უწინარეს ყოვლისა, ყურადღებას იპყრობს მონასტრის აღმოსავლეთით მაღლობზე მდებარე შენობის ნანგრევები, რომელიც მონასტერის სახელწოდებითაა ცნობილი. მკვლევარები მონასტერის მიდამოებში ვარაუდობენ ქსენონის არსებობას, რომელიც დავით აღმაშენებელმა დააარსა. გელათის მონასტრის გალავნის გარშემო არის აგრეთვე საბას საყდარი, ელიას ეკლესია, სენაკები, ქვითკირის ციხის ნანგრევები და სხვა.

 

 

 

გელათის ხუროთმოძღვრული ანსამბლი აღორძინების ეპოქის დიდმნიშვნელოვანი ძეგლია, რომელსაც საპატიო ადგილი უკავია ქართული ერის კულტურის საგანძურში.

 

 

 

 

 

მოწამეთას მონასტერი

 

 

 

მოწამეთას მონასტერი ულამაზეს ხატადაა ჩაწერილი მდინარე წყალწითელას ხეობაში. მონასტერი დაარსებულია VIII საუკუნის პირველ ნახევარში არაბთა წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ძმების, არგვეთის მთავრების დავით და კონსტანტინეს უკვდავსაყოფად. ქართულმა ეკლესიამ ძმები წმინდანებად შერაცხა, მათი ნეშთი ამჟამად მონასტრის ეკლესიაშია დასვენებული. ყოველი წლის 15 ოქტომბერს მათი სახელის ხსენების დღეს აქ უამრავი მორწმუნე მოდის.

 

 

 

გეგუთის სასახლე

 

 

 

გეგუთის სასახლე ფეოდალური ხანის საქართველოს საერო არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. შენობის ნანგრევებს ამჟამად 2000 კვ.მ. უჭირავს. კომპლექსის ძირითადი ნაწილი XII საუკუნის არის, თუმცა VIII - XI საუკუნეების სამშენებლო ფენებიც დადასტურებულია. სასახლეს ჰქონდა თავისი ეკლესია. გეუთის სასახლე ქართველ მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია იყო.

 

 

 

უბისის მონასტერი

 

 

 

უბისის მონასტერი დაარსებულია IX საუკუნეში და უკავშირდება გამოჩენილი ქართველი სასულიერო მოღვაწის გრიგოლ ხანძთელის სახელს. კომპლექსის ძირითადი ნაგებობა წმინდა ეკლესია (IX ს.), ოთხსართულიანი კოშკი, მესვეტის სამყოფელი (XIIს.). ძველი გალავნის ნაშთი, სამრეკლო და სხვა. უბისის მონასტერი აგრძელებს ქართული მონუმენტური მხატვრობის საუკეთესო ტრადიციებს: დახვეწილობას, სინატიფეს, ფერთა შეხამებას.

 

 

 

კაცხის ტაძარი

 

 

 

კაცხის ტაძარი აგებულია XI საუკუნეში. კაცხის ტაძართან არსებობდა მონასტერი, რომელიც XVIII–XIX სს.-ში თავად აბაშიძეების საკუთრებას და საძვალეს წარმოადგენდა. კაცხის ტაძარი არქიტექტურის მნიშვნელოვანი ძეგლია.

დამატების დრო: Friday, May 01, 2009 დამმატებელი: ბეშქენა

ისტორიული და კულტურული ძეგლები

ხონის რაიონი

ხონი – წმ. გიორგის ეკლესია – XI ს.

გორდი – დადიანების საზაფხულო რეზიდენცია XI ს.

 

წყალტუბოს რაიონი

ქვირიშორი – შუა საუკუნეების ციხე

ხომული – გოგლიას ციხე და ეკლესია – შუა საუკუნეების ციხე

გეგუთი – ციხე-დარბაზი – IX XI XII ს. ს.

სოფ დერჩი ნათლის ცემის ეკლესიაXI ს.

ზარათის ეკლესია XII ს.

ფარხანაყანევის ხის ეკლესია XVII ს.

ზელა ლა ქვედა მესხეთის ხის ეკლესია XVII ს.

 

ჭიათურის რაიონი

კაცხი – მაცხოვრის ეკლესია XI ს.

კაცხის მიდამოები – სვეტი V – VI ს. ს.

მღვიმევი – მონასტერი XII ს.

სვერი – შუა საუკუნეების ციხე

პერევისის ეკლესია XII ს.

ითხვისის ეკლესია VII-VIII ს.

 

ქუთაისი

ბაგრატის ტაძარი XI ს.

უქიმერიონის ციხე – ადრე შუა გვიანი საუკუნეები

ოქროს ჩარდახი XVIIს.

მწვანე ყვავილის ისტორნრიული ძეგლები-XI-XVII-XX ს.

 

ვანის რაიონი

ამაღლება-მაცცხოვრის ეკლესია-1619 წ.

ამაღლება მიდამოები სალომიანო-ეკლესია კანკელით შუა საუკუნეები

გადიდი ეკლესია –XIს

გორა ეკლესია ბაზილიკური ადრე შუა საუკუნეები

გშრა ციხე კოშკი თათრის ნაციხარი შუა საუკუნეები

დიხაშხო სამების ეკლესია XVI-XVIII ს.

ვანის ახვლედიანების უბანი ანტიკ5ური ხანის ნაქალაქევი.

ზედა ვანი მთავარ ანგელოზის ეკლესია XII-XIII ს.

სულორი ქვაშვეთის ეკლესია შუა საუკუნეები

შუა მთა წმ. გიორგის ეკლესია 1615 წ.

 

ზესტაფონის რაიონი

ზედა საქარა გუმბათიანი ეკლესია XI ს.

ზედა წევა ეკლესია XII ს.

ტაბაკინი წმ. გიორგის ეკლესია X_XI ს.

შორაპანი ციხე შუა საუკუნეები

შროშა ციხე შუა საუკუნეები

ჭალადღე თამარის ხიდი შუა საუკუნეები

 

თერჯოლის რაიონი

სკანდე სკანდეს ციხე ადრეული და განვითარებული შუა საუკუნეები

ჩხარის კომპლექსი-წმინდა გიორგის ეკლესია-სიმრეკლო-გალავანი. გვიანი შუა საუკუნეები

ჩხარის ოქონის მაცხოვრის ეკლესია შუა საუკუნეები.

 

ბაღდათის რაიონი

დიმი კოშკი XVII-XVIII ს.

ვარციხე ციხე შუა საუკუნეები

ბაღდათი ციხე შუა საუკუნეები

საირმე ეკლესია შუა საუკუნეები

ობჩა წმ. გიორგის ეკლესია შუა საუკუნეები

ობჩა ოტიას ციხე შუა საუკუნეები

წითელ ხევი დევიძეების ეკლესია X-XI ს.

 

ხარაგაულის რაიონი

ბაზალეთი ციხე შუა საუკუნეები

ბორითი ეკლესია გვიანი წუა საუკუნეები

გედსამანია მონასტერი განვითარებული შუა საუკუნეები

გვიბრალი მელის ციხე X_XII ს.

ვარძია განახლებლი მონასტერიXIX ს.

უბისის სამონასტრო ანსამბლიIX-XII ს.

ხანგის ციხე კოშკი-გამოქვაბული შეა საუკუნეები

ჩხერის ციხე

 

სამტრედიის რაიონი

ეკლესია შუა საუკუნეები

ოფეთი მთავარ ანგელოზის ეკლესია XI ს.

საჯავახო ღვთის მშობლის ეკლესია განვითარებული შუა საუკუნეები

ტოლები თამარის ციხე განვითარებული შეა საუკუნეები

 

საჩხერის რაიონი

არგვეთი ოქონის ეკლესია განვითარებული შუა საუკუნეები

დუმთა ეკლესია გორი ჯვარი თევზაძეების ციხე შუა და გვიანი საუკუნეები

სავანე წმ. გიორგის ეკლესია 1042 წელი

ციხე მოდი ნახე განვითარებული შუა საუკუნეები

ორეთი ეკლესია XI ს.

ჯრუჭის მონასტერი XVI ს.

 

ტყიბულის რაიონი

გელათის სამონასტრო ანსმბლი XII-XIII-XIV ს.

მოწამეთის სამონასტრო ანსამბლი შუა საუკუნეები

კურსები მაცხოვრის ეკლესია განვითარებული შუა საუკუნეები

ჯონიას ეკლესია X_XI ს.

ბუეთის მთავარ ანგელოზების ეეკლესია XI-XII ს.

მუხურის ციხე შუა საუკუნეები

ძიროვნის მთავარ ანგელოზების კარის კელესია XI ს.

ძიროვნის ციხე შუა საუკუნეები

Link to post
Share on other sites

კურორტი "წყალტუბო"

მდებარეობა - ქ. წყალტუბო

 

 

 

დახასიათება : უნიკალური თერმულ-რადიონული მინერალური წყლები,რომლითაც სხვადასხვა სახის 60 დაავადებას მკურნალობენ.

 

 

 

სამკურნალო ჩვენებები:

 

· საყრდენ მამოძრავებელი სისტემები

 

· პერიფერიული ნერვული სისტემები,

 

· გინეკოლოგიური დაავადებები

 

 

წყალტუბოს ოფიციალური ვებ-გვერდი

დამატების დრო: Saturday, May 02, 2009 დამმატებელი: ბეშქენა

კურორტი "საწირე"

მდებარეობა: ზღვის დონიდან 730-740 მ.

 

 

 

დახასიათება: კურორტი ზღვისა და მთის შერწყმული ჰავით, ცნობილია, როგორც ბავშვთა გამაჯანსაღებელი კურორტი.

 

 

 

სამკურნალო ჩვენებები:

სასუნთქი ორგანოების დაავადებები: ბრონქიტი, ბრონხიალური ასთმა ფილტვების ანთება

გულსისხლძარღვთა და ალერგიული დაავადებები,

თანდაყოლილი გულის მანკი.

დამატების დრო: Saturday, May 02, 2009 დამმატებელი: ბეშქენა

ცუცხვათის, წინაბერეთის მღვიმეები

მდებარეობა: ტყიბულის რაიონი

 

დახასიათება:

 

სტაბილური მიკროკლიმატი, ტემპერატურა მისაღები და სასრგებლოა სამკურნალო თვალსახრისით.

 

 

 

სამკურნალო ჩვენებები:

ბრონქიალური ასთმა

ჰიპერტონული და ჰიპოტონური დაავადებები.

დამატების დრო: Saturday, May 02, 2009 დამმატებელი: ბეშქენა

ბალნეოლოგიური კურორტი „სამტრედია“

მდებარეობა - ქ. სამტრედია

 

დახასიათება - 650- t მინერალური წყალი, 3 მილიონი ლიტრი სადღეღამისო დებეტით,

 

 

 

სამკურნალო ჩვენებები:

 

· საყრდენ მამოძრავებელი სისტემების დაავადებები

 

· ძვლების, კუნთების სხვადასხვა წარმოშიობის დაავადებები ,

 

· პერიფერიული ნერვიული სისტემის ქრონიკული დაავადებები,

 

· კანის სნეულებები და ჰიპერტონული დაავადებები.

დამატების დრო: Saturday, May 02, 2009 დამმატებელი: ბეშქენა

ბალნეოლოგიური კურორტი „ამაღლება

მდებარეობა - მდ. რიონის მარცხენა სანაპიროზე, ვანის რაიონული ცენტრის მახლობლად.

 

 

 

დახასიათება: 400 მინერალური თერმული წყლები, შეიცავს ნატრიუმს, ქლორს, ნახშირორჟანგს და კაჟმჟავას.

 

 

 

სამკურნალო ჩვნებები:

ქრონიკული ართრიტები: ინფექციური, რევმატიული, ტრავმული, ნივთიერებათა ცვლის მოშლის და ენდოკრინული წარმოშობის

მსუბუქი ფორმის სპინდილოზები და სპსპონდილოართროზები

მიოკარდიოდისტროფია კომპენსირებულ სტადიაში

კარდიოსკლეროზი: მიოკარდიული და ათეროსკლეროზული წარმოშობის კომპენსირებულ სტადიაში

ჰიპერტონული დაავადება პირველი სტადიის

ანგიონევროზები

ტრომბოფილობიტები პერიფერიული ნერვული სისტემის /ნევრიტები, ნევრალგიები, რადიკულიტები და სხვ./

ნერვული სისტემის ფუნქციონალური დაავადებები. ვეგეტოდისტონიური და ნევროლოგიური

საშვილოსნოსა და მისი დანამატების ქრონიკული ანთებადი პროცესები

დამატების დრო: Saturday, May 02, 2009 დამმატებელი: ბეშქენა

კურორტი "ნუნისი"

მდებარეობა - ბორჯომ-ხარაგაულის ტყეპარკის ტერიტორია.

 

სამკურნალო ჩვენებები :

 

კანის დაავადებები: ფსორიოზი, ეგზემა და სხვა.

დამატების დრო: Saturday, May 02, 2009 დამმატებელი: ბეშქენა

კურორტი „სულორი“

მდებარეობა- აჭარა-ახალციხის მთის კალთები რაიონის ცენტრიდან - 9 კმ.

 

 

 

დახასიათება:

 

„სულორის“ მინერალური წყლები წყალტუბოს მინერალური წყლების ტიპისაა. ქიმიურ შემადგენლობაში არ შედის ძლიერ მოქმედი ტოქსიკური ნივთიერებები. შემადგენლობაში ნაპოვნი ბრომის მარილები დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. საუკეთესო თვისებებია ბუნებრივი რადიოაქტიობა და მისი ბუნებრივი ტემპერატურა, რომელიც ზამთარ-ზაფხულ 380.

 

 

 

სამკურნალო ჩვნებები:

 

· ქრ. ათრიტები

 

· გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები

 

· ტრომბოფლემიტები,

 

· ნერვიული სისტემის დაავადებები,

 

· გინეკოლოგიური დაავადებები.

 

 

 

კურორტი მუშაობს სეზონურად 6 თვე.

დამატების დრო: Saturday, May 02, 2009 დამმატებელი: ბეშქენა

კურორტი სიმონეთი

მდებარეობა თერჯოლის რაიონული ცენტრის მახლობლად.

 

დახასიათება: ბანლეოლობიური კურორტი 420 მინერალური ცხელი წყლი.

 

 

 

სამკურნალო ჩვნებები:

 

· საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადება,

 

· მწვავე ქრონიკული ათრიტები,

 

· ნივთირებათა ცვლის მოშლის,

 

· გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და სხვა.

 

 

 

ნავენახევის მღვიმე:

 

დახასიათება: სტაბილური მიკროკლიმატი, ტემპერატურა მისაღები და სასრგებლოა სამკურნალო თვალსახრისით.

 

 

 

სამკურნალო ჩვენებები:

 

· ბრონქიალური ასთმა

 

· ჰიპერტონული და ჰიპოტონური დაავადებები.

დამატების დრო: Saturday, May 02, 2009 დამმატებელი: ბეშქენა

ბალნეოლოგიური კურორტი „ზეკარი“

მდებარეობა:

 

ზღვის დონიდან 650 მ.

 

რაიონული ცენტრიდან 25 კმ

 

 

 

სამკურნალო ჩვნებები:

ქრონიკული ართრიტები,

გინეკოლოგიური დაავადებები

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

ნეფრიტები,

ნერვული სისტემის ფუნქციონალური დაავადები

დამატების დრო: Saturday, May 02, 2009 დამმატებელი: ბეშქენა

სათაფლიის, წყალტუბოს, ყუმისათავისა და თეთრას მღვიმეები

დახასიათება:

 

სტაბილური მიკროკლიმატი, ტემპერატურა მისაღები და სასრგებლოა სამკურნალო თვალსახრისით.

 

 

 

სამკურნალო ჩვენებები:

 

·ბრონქიალური ასთმა

 

·ჰიპერტონული და ჰიპოტონური დაავადებები.

 

დამატების დრო: Saturday, May 02, 2009 დამმატებელი: ბეშქენა

კურორტი „საირმე“

მდებარეობa:

 

ზღვის დონიდან 915-950 მ.

 

ქ. ქუთაისიდან - 55 კმ.

 

მდ. წაბლარის წყლის ღრმა ხეობაში.

 

 

 

დახასიათება: კურორტი „საირმე“ გარშემორტყმულია დიდებული ფიჭვნარით, 19000 ჰა., რომელიც დიდ როლს ასრულებს მიკროკლიმატის შექმნაში. ტყიდან 7-8 კმ.-ის დაცილებით იწყება აჭარა-იმერეთის ალპიური მცირე კავკვსიონის ქედი.

 

მინერალური წყაროების რაიონი მდებარეობს მდ. წაბლარის წყლის დინების მიმართულებით და უკავია 4 ჰა. ფართობი. მინერალური წყაროები განლაგებულია მდინარის ორივე ნაპირზე.

 

 

 

 

 

სამკურნალო ჩვნებები:

 

 

თირკმლის და საშარდე გზების პათოლოგია.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები

ნაღვლის ბუშტის და ღვიძლის დაავადებები

ნივთიერებათა ცვლის დარღვევები

 

ეკონომიკა

სიმინდის ყანები საჩხერეს რაიონში

 

სოფლის მეურნეობა

 

სოფლის მეურნეობა მხარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია. მემცენარეობის პროდუქციიდან ძირითადია სიმინდი, ყურძენი და ბოსტნეული. კერძოდ, მწვანილი — ცერეცო, ქინძი, ოხრახუში, მწვანე ხახვი და წიწმატი მთელი სეზონის განმავლობაში, ასევე სანელებლების დამზადება. ნედლეულის ბაზა — წყალტუბოს რაიონი, სადაც შესაძლებელია მოწეულ იქნeს 3 ათასი ტონა ცერეცო, 500ტ. ქინძი, 1500 ტ. ოხრახუში, 250 ტ. წიწაკა, ასევე ზაფრანი, კამა, და ქონდარი 20 ტონის ფარგლებში.[2] მიმდინარეობს მუშაობა სანელებლების დამამზადებელი მინისაწარმოს მშენებლობისათვის. ბაღჩეული — კიტრი, პომიდორი, სატაცური, ოსპი (წყალტუბოს, ვანის, ბაღდათის მუნიციპალიტეტები); ხილი — ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ტყემალი, ხურმა, შინდი (ვანის, თერჯოლის, სამტრედიის მუნიციპალიტეტები); თაფლი (ბაღდათი, ხარაგაული, წყალტუბო, თერჯოლა). მეჩაიეობის ძირითადი ზონებია: წყალტუბო, ტყიბული და ხონი.

 

იმერეთში 100-მდე მსხვილი ფერმერული მეურნეობაა, რომლებიც ძირითადად ეწევიან მეცხოველეობას, მევენახეობას, მეღორეობას, მეფრინველეობას, მეხილეობას, მეფუტკრეობას, მემწვანილეობას.

 

ტრანსპორტი

 

მნიშვნელოვანი რესურსული პოტენციალის რანგშია იმერეთის რეგიონის გეოპოლიტიკური მდებარეობა, რაც ევროპისა და აზიის ქვეყნების დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის როლით გამოიხატება. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრიდან — ქუთაისიდან მანძილი უახლოეს საზღვაო პორტამდე — ფოთამდე 102 კილომეტრია, დედაქალაქამდე — 236 კმ. ქუთაისში ფუნქციონირებს 2 აეროპორტი, რომლიდანაც ერთ-ერთში (კოპიტნარის) სრულდება საერთაშორისო რეისები. შესაბამისად, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა რეგიონის ეკონომიკის ერთ-ერთი მსხვილი დარგებია. ტრანსპორტის სახეობებიდან ძირითადად განვითარებულია საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო ტრანსპორტი. 2006 წელს სატრანსპორტო მომსახურების მოცულობამ 5,6 მლნ. ლარს მიაღწია, ხოლო დარგში დასაქმებულთა რიცხოვნობამ — 1827. ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში ფუნქციონირებდა 89 საწარმო. საავტომობილო გზების საერთო სიგრძეა 2754,8 კმ, ხოლო სარკინიგზო — 229,285 კმ.

 

ენერგეტიკა

 

იმერეთი ენერგორესურსებით მდიდარი რეგიონია, რამაც განაპირობა ხუთი ჰიდროელექტროსადგურის ფუნქციონირება (რიონჰესი, გუმათჰესი, ძევრულჰესი, შაორჰესი, ვარციხეჰესი). სულ მათი პოტენციური(დადგმული)სიმძლავრეა 997,4 მეგავატი. აქედან გამომდინარე, ელექტროენერგიის წარმოება რეგიონის სამრეწველო წარმოების უმნიშვნელოვანესი დარგია, რომელსაც მთელი წარმოების სტრუქტურაში 21-23%-იანი სეგმენტი უჭირავს.

 

ექსპორტი

 

ექსპორტის მხრივ განსაკუთრებული ადგილი მხარის მრეწველობაში ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას უჭირავს, რომლის ხვედრითი წილი საექსპორტო პროდუქციაში 88%-ის ფარგლებშია. ძირითადი ადგილი უჭირავს მეტალურგიასა და ლითონპროდუქტების ექსპორტს, ხოლო კვების პროდუქტებიდან: ღვინომასალები, ჩაი, მწვანილი, რომლებიც ევროპისა და რუსეთის ბაზრებზეა ორიენტირებული.

 

მინერალური რესურსები

 

ჭიათურის მანგანუმის საბადოს სადგური

 

რეგიონი მნიშვნელოვანწილად გამოირჩევა საქართველოს ტეროტორიაზე არსებული წიაღისეული სიმდიდრეების მრავალფეროვნებით. ამჟამად იმერეთში 100-ზე მეტი მინერალურ-სანედლეულო რესურსების საბადოა აღრიცხული, რომელთაგან ნახევარზე მეტი საექსპორტოა. ძირითადი წიაღისეული სიმდიდრეა ჭიათურის მანგანუმი, რომლის ბალანსური და ბალანსგარეშე მარაგი 215 მილიონ ტონას შეადგენს მადნის ყველა ტიპის (ჟანგეული, კარბინატული, დაჟანგული, შერეული, ქვიშაქვები) მიხედვით. მანგანუმის ჯერ კიდევ დაუმუშავებელი მარაგის არსებობა სავარაუდოა ყვირილისა და ზესტაფონის რაიონებში, ჩხარი-აჯამეთის, ქუთაისისა და თერჯოლის ტერიტორიებზე. მხარის მნიშვნელოვანი წიაღისეული რესურსია ტყიბულისა და გელათის ქვანახშირის, ბარიტის, ლიატონიტის, საშენ მასალათა, თიხის მარაგი. ქუთაისის მიდამოები მდიდარია ბეტონოტური თიხებით (გუმბრინი), მარმარილოს, ეკლარის კირქვის, კურსების ტეშენიტის, ბაზალეთის საბადოებით.

 

მრავალფეროვანია მხარის რაიონების ნიადაგი. მათი გეოლოგიური აგებულება, რელიეფი, კლიმატი და მცენარეული საფარი განაპირობებს ნიადაგის ხასიათს. უპირატესი გავრცელება აქვს: ალუვიურ, სუბტროპიკულ ეწერ ყვითელმიწა, წითელმიწა, ნეშომპალა-კარბონატულ და კომრალ ნიადაგებს. მაღალმთიან რაიონებში გვხვდება ღია გაეწრებული ტყის მურა ნიადაგებიც. ყვითელმიწა და თხელ ფენად წითელმიწა ნიადაგები. ორივე მათგანი გამოიყენება ჩაისა და სხვა სუბტროპიკული კულტურის გასაშენებლად.

 

რეკრეაციული რესურსები

 

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

 

იმერეთს წამყვანი ადგილი უჭირავს რეკრეაციულ სისტემაში, უნიკალური ბუნებრივი და ჰიდრომინერალური რესურსების, მინერალური წყლების სახით. სამკურნალო წყლებიდან გამოიყოფა წყალტუბო, საირმე ბაღდათის რაიონში, ნუნისი ხარაგაულში, სულორი ვანში, აგრეთვე საჩხერის სხვადასხვა მინერალური წყაროები. დიდი რაოდენობითაა თერმული წყლების მარაგი.

 

მთისა და ტყის მასივებს 250000 ჰა ფართობი უჭირავს. რეკრეაციული რესურსებია სამთო ქვეითი, სამთო საცხენოსნო, სპელეო ტურიზმი, რაფტინგი მდინარე რიონზე. იმერეთის ტურისტული პროდუქციის ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულება კურორტები და გამაჯანსაღებელი ზონებია. რეგიონის ლანდშაფტი, სამკურნალო მინერალური წყლები ბალნეოლოგიურ კურორტებს მიმზიდველს ხდის დამსვენებლთათვის. დღეისათვის იმერეთში 53 საკურორტო და დასასვენებელი ბაზაა, მათ შორის აღსანიშნავია წყალტუბო, საირმე, ნუნისი, სიმონეთი, სულორი, საწირე, ჭითურის ხრეითი, სამტრედია, ზვარე, ამაღლება. განსაკუთრებით აღსანიშნავია სათაფლიის ნაკრძალი წყალტუბოს ტერიტორიაზე (345 ჰა), კარსტული გამოქვაბულითა და დინოზავრის ნაკვალე

მინერალური რესურსები

რეგიონი მნიშვნელოვანწილად გამოირჩევა საქართველოს ტეროტორიაზე არსებული წიაღისეული სიმდიდრეების მრავალფეროვნებით. ამჟამად იმერეთში 100-ზე მეტი მინერალურ-სანედლეულო რესურსების საბადოა აღრიცხული, რომელთაგან ნახევარზე მეტი საექსპორტოა. ძირითადი წიაღისეული სიმდიდრეა ჭიათურის მანგანუმი, რომლის ბალანსური და ბალანსგარეშე მარაგი 215 მილიონ ტონას შეადგენს მადნის ყველა ტიპის (ჟანგეული, კარბინატული, დაჟანგული, შერეული, ქვიშაქვები) მიხედვით. მანგანუმის ჯერ კიდევ დაუმუშავებელი მარაგის არსებობა სავარაუდოა ყვირილისა და ზესტაფონის რაიონებში, ჩხარი-აჯამეთის, ქუთაისისა და თერჯოლის ტერიტორიებზე. მხარის მნიშვნელოვანი წიაღისეული რესურსია ტყიბულისა და გელათის ქვანახშირის, ბარიტის, ლიატონიტის, საშენ მასალათა, თიხის მარაგი. ქუთაისის მიდამოები მდიდარია ბეტონოტური თიხებით (გუმბრინი), მარმარილოს, ეკლარის კირქვის, კურსების ტეშენიტის, ბაზალეთის საბადოებით.

 

მრავალფეროვანია მხარის რაიონების ნიადაგი. მათი გეოლოგიური აგებულება, რელიეფი, კლიმატი და მცენარეული საფარი განაპირობებს ნიადაგის ხასიათს. უპირატესი გავრცელება აქვს: ალუვიურ, სუბტროპიკულ ეწერ ყვითელმიწა, წითელმიწა, ნეშომპალა-კარბონატულ და კომრალ ნიადაგებს. მაღალმთიან რაიონებში გვხვდება ღია გაეწრებული ტყის მურა ნიადაგებიც. ყვითელმიწა და თხელ ფენად წითელმიწა ნიადაგები. ორივე მათგანი გამოიყენება ჩაისა და სხვა სუბტროპიკული კულტურის გასაშენებლად.

დამატების დრო: Friday, May 01, 2009 დამმატებელი: ბეშქენა

საწარმო სფეროს დარგობრივი სტრუქტურა და დინამიკა

151.2 მ.ლ.ნ. ლარი შეადგინა, რაც 25.7 მ.ლ.ნ. ლარით აღემატება გასული წლის შესაბამის პერიოდს, ტემპი შეადგენს _ 120.5 %_ს.

 

2005 წლის 9 თვის მონაცემებით, ზრდის ტემპი დაფიქსირდა ეროვნული ეკონომიკის 7 დარგში, კერძოდ. მრეწველობის დარგში 25.7 მ.ლ.ნ ლარით, საცალო ვაჭრობაში 17.3 მ.ლ.ნ. ლარით, საზკვებაში 497 ათ. ლარით, ჯანდაცვის შემოსავლები გაიზარდა 847.4 ათ. ლარით, ფასიანი განათლების შემოსავლები _ 1.1 მ.ლ.ნ. ლარით, ტრანსპორტიდან შემოსავლები _ 311.2 ათ. ლარით, მშენებლობისა და ჩატარებული სარემონტო სამუშაოებიდან მიღებული შემოსავლები _ 7.8 მ.ლ.ნ. ლარით. 9 თვეში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბენზინით საცალო ვაჭრობა გაიზარდა 949.3 ათ. ლიტრით (103.4 %), ბაზრებისა და ბაზრობების შემოსავლები გაიზარდა 125.7 ათ. ლარით (105.2%).

 

მრეწველობაში დეკლარირებული მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა 223 ერთეულით აღემატება გასული წლის შესაბამის პერიოდს. თუმცა მონაცემებში ჩართულია ის საწარმოები, რომებთაც მ/წელს პროდუქცია არ უწარმოებიათ. ამდენად საჭიროა დაზუსტდეს მოქმედ საწარმოებში დასაქმებულთა მთლიანი რიცხოვნობა.

 

 

საანგარიშო 2005 წელს, მოქმედ სამრეწველო საწარმოებში დასაქმებულ მუშაკთა რიცხოვნობა და მისი ფარდობითობა გასული წლის ამავე პერიოდში დასაქმების შესაბამის მაჩვენებელთან ასე გამოიყურება.

 

 

2005 წლის იანვარ_სექტემბრის თვეში აღრიცხვაში მყოფი 555 საწარმოდან საანგარიშო სექტემბრის თვეში პროდუქცია არ უწარმოებია (გაჩერებულია) 138 საწარმოს ანუ სექტემბრის თვეში გაჩერებულია მოქმედ საწარმოთა 24.9%.

 

 

 

 

წარმოებული პროდუქციის მოცულობის დინამიკა (ათ. ლარი)

 

 

 

დარგები, რომელთა ხვედრითი წილი 5% _ ზე მეტია

 

2005 წლის მონაცემებით, იმერეთში წარმოებულ მთლიან სამრეწველო პროდუქციაში 5% _ზე მეტი ხვედრითი წილით წარმოდგენილია 4 დარგი; 1) ლითონპროდუქტების წარმოება _ 57.3%, 2) ელ. ენერგიის წარმოება _ 10%, 3) მასალების მოპოვება შახტებში _ 10.7%, %, 4) პურისა და ფუნთუშეულის წარმოება _ 5.3%.

 

 

დამატების დრო: Tuesday, March 31, 2009 დამმატებელი: ბეშქენა

მრეწველობა: ზოგადი მიმოხილვა

იმერეთი საქართველოს ერთ-ერთი მძლავრი რეგიონია. მისი მოსახლეობა ბოლო აღწერით 699,6 ათასი კაცია და საქართველოს მოსახლეობის თითქმის 1/6-ს შეადგენს. მხარე აერთიანებს 12 ტერიტორიულ ერთეულს. დასავლეთ საქართველოს ეს უნიკალური პირობებითა და რესურსებით მდიდარი მხარე და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული განვითარების მდიდარი ისტორიული ტრადიციებით ხასიათდება და სათანადო წანამძღვრები აქვს ეკონომიკური განვითარებისათვის.

 

 

 

1990 წლის მონაცემებით იმერეთის მხარის ქალაქებისა და რაიონების ხვედრითი წილი მთლიანად ეროვნულ პროდუქციასა და ეროვნულ შემოსავლებში 14-15%-ს შეადგენდა. აქ იწარმოებოდა საქართველოში წარმოებული სამრეწველო პროდუქციის 16%-მდე.

 

განსაკუთრებული სირთულეებით აღინიშნა იმერეთისათვის, ისე როგორც მთელი ქვეყნისათვის 90-იანი წლების პირველი ნახევარი, რაც კრიზისული მდგომარეობის პიკი აღმოჩნდა.

 

 

 

იმერეთი ყოველთვის გამოირჩეოდა ყოფილი საკავშირო დაქვემდებარების სამრეწველო საწარმოებით, რომელთათვისაც ურთულესი აღმოჩნდა ზემოთ აღნიშნული პერიოდი. ამ უკანასკნელმა საწარმოთა პარალიზება გამოიწვია და რეგიონში ურთულესი სოციალური მდგომარეობა შექმნა.

 

 

 

რეგიონი გარკვეულწილად გამოირჩევა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წიაღისეული სიმდიდრეების მრავალფეროვნებით. ამჟამად იმერეთში 100-ზე მეტი მინერალურ-სანედლეულო რესურსების საბადოა აღრიცხული, რომელთა გარკვეული ნაწილი საექსპორტოა. ამან განაპირობა რეგიონში მოპოვებული და გადამამუშავებელი საწარმოების განვითარება (სააქციო საზოგადოებები “ფერო”, “ჭიათურმანგანუმი”, “ტყიბულნახშირი”, ქიმიური და საშენ მასალათა საწარმოები).

 

 

 

90-იანი წლების დასაწყისში რეგიონში 1000-ზე მეტი დასახელების სამრეწველო პროდუქცია იწარმოებოდა, რომლის საკმაოდ დიდი ნაწილი 30-ზე მეტ ქვეყანაში იგზავნებოდა.

 

 

 

ბოლო წლებში მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. ამჟამად, იმერეთში განთავსებულია სამრეწველო საწარმოთა 18%, დარგში დასაქმებულია საქართველოს მრეწველობაში დასაქმებულთა 21% და გამოშვებული პროდუქცია ქვეყნის 12%-ს შეადგენს.

 

 

 

დარგის ერთგვარი გამოცოცხლების მიუხედავად, საწარმო სიმძლავრეების უდიდესი ნაწილი დაუტვირთავია. გარკვეული ცვლილებები განიცადა მრეწველობის დარგობრივმა სტრუქტურამაც. კერძოდ, ზესტაფონის “ფეროს” სტაბილური ფუნქციონირებით 15%-ით გაიზარდა მეტალურგიული წარმოების ხვედრითი წილი და მან 2003 წელს 42,6% შეადგინა. ელენერგიის წარმოებამ – 14,5%, კვების პროდუქტებმა 13,3%, მასალების შახტებში მოპოვებამ (ჭიათურა, ტყიბული) 12%, სწორედ ეს დარგები განსაზღვრავენ რეგიონის მრეწველობის დარგობრივ პროფილს.

 

 

 

იმერეთი მდიდარია ენერგეტიკული რესურსებით, რის გამოც მის ტერიტორიაზე 5 ჰეს-ია განთავსებული. წარმოების მოცულობაში მათი ხვედრითი წილი 13-18%-ის ფარგლებშია, ხოლო გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ 2003 წელს 137,8 მლნ კვტ. საათი შეადგინა, რაც 44% ით აღემატება 2002 წლის მაჩვენებელს.

 

 

 

იმერეთი შეიძლება ექსპორტზე ორიენტირებულ რეგიონად ჩაითვალოს. 2003 წელს ექსპორტზე 69,8 მლნ. ლარის, ხოლო 2004 წელს 94,4 მლნ ლარის პროდუქცია გადაიტვირტა, რაც მთლიანი გადატვირთული პროდუქციის 54%-ია. ძირითადი ექსპორტიორი საწარმოებია: სააქციო საზოგადოებები ზესტაფონის “ფერო”, “ჭიათურმანგანუმი”, ქუთაისის “საავტომობილო ქარხანა” და სხვები

 

კლიმატი

იმერეთი ზღვის ნოტიო სუბტროპიკული კლიმატის ოლქში მდებარეობს და რელიეფის შესატყვისად ჰავის სიმაღლებრივი ზონალურობით ხასიათდება. იმერეთის ვაკე – დაბლობზე ჭარბად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. იმერეთის დაბლობის დასავლეთ ნაწილში (სამტრედიის რ-ნი). ზამთარი მოკლეა, თბილი და წვიმიანი, ზაფხული ხანგრძლივი და საკმაოდ ცხელი, წლიური საშუალო ტემპერატურა 14-14,5 С. ეს მაჩვენებლები იმერეთის მხარეში მცირდება დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ და მთიან ზოლში სიმაღლის ზრდასთან ერთად. იანვრის საშუალო ტემპერატურა იმერეთის ვაკე – დაბლობის ნაწილში 5,2 – 5,5 С, ივლისის 23,2 – 23,6 С. ნალექების მაქსიმუმი იმერეთში ძირითადად შემოდგომასა და ზამთარშია. მთისწინეთისა და დაბალმთიან ზონაშიც ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. საშუალო და მაღალმთიან ზონაში დამახასიათებელია ნოტიო, ცივი, ხანგრძლივზამთარიანი და მოკლე, გრილზაფხულიანი კლიმატის ტიპი და ესეც დასავლეთ საქართველოს ზღვის სუბტროპიკული ნოტიო ჰავის ოლქში შედის.

 

იმერეთის კურორტები და საკურორტო ზონები

 

დამატების დრო: Saturday, May 02, 2009 დამმატებელი: ბეშქენა

იმერეთის ტურისტული რესურსები

იმერეთის გეოგრაფიული მდებარეობა, ლანდშაფტი, ისტორიულ კულტურული და ბუნებრივი ძეგლები, მდიდარი ხალხური და განსაკუთრებით იმერული სტუმართმასპინძლობის ტრადიციები ქმნიან კარგ წინა პირობას რეგიონში ტურიზმის განვითარებისათვის.

 

იმერეთში 250-ზე მეტი ისტორიული ძეგლია, რომლებიც გვიან ანტიკური ხანიდან ვიდრე მე-20 საუკუნის დასაწყისამდე ნათელ წარმოდგენას უქმნიან სტუმარს ქართული თვითმყოფადი უმდიდრესი კულტურისა და ისტორიის შესახებ. მათი ადგილმდებარეობა იმერეთის უმშვენიერეს ლანდშაფტის პირობებში განუმეორებელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე.

 

იმერეთში განვითარებულია აღმოჩენითი და სათავგადასავლო ტურიზმის სახეები, როგორიცაა სამთო ქვეითი, სამთო საცხენოსნო, სპელეო ტურიზმი. რაფტინგი მდინარე რიონზე. ეკო ტურიზმი, რომელსაც იმერეთში განვითარების განუსაზღვრელი შესაძლებლობები გააჩნია. იმერეთში ახალი შინაარსი შეიძინა აგროტურიზმმა, ამ ბიზნესით აქ 200-ზე მეტი სოფლის გლეხური მეურნეობა დაინტერესდა. ახალი პერსპექტივები გაუჩნდა სანადირო და სათევზაო ტურიზმს საჩხერის ახალი სამონადირეო მეურნეობის სახით. ცალკე აღნიშვნის ღირსია ქართული ტრადიციების, ღვინისა და სამზარეულოს ტურიზმი.

 

იმრეთის მთავარს ტურისტულ რესურსს მისი კურორტები და გამაჯასაღებელი ზონები წარმოადგენენ. რეგიონის ლამაზი ლანდშაფტი, სამკურნალო მინერალური წყლები ბალნეოლოგიურ კურორტებს მიმზიდველ ხდის დამსვენებელთათვის. დღეს იმერეთში 53 საკურორტო და დასასვენებელი ბაზაა, მათ შორის აღსანიშნავია წყალტუბო, საირმე, ნუნისი, სიმონეთი, სულორი, საწირე, ჭიათურის, ხრეითი, სამტრედია, ზვარე, ამაღლება.

 

იმერეთის მხარე მდიდარია ფლორითა და ფაუნით. მის ტერიტორიაზე ტყის მასივებს 250000 ჰა უჭირავთ. რომელიც ლამაზადაა შერწყმული მთა-გორიან ლანდშაფტს. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2850 მეტრია. ფოთლოვან ტყეებთან ერთად აქ შეხვდებით წიწვოვან და შერეულ ტყეებს. კავკასიისათვის დამახასიათებლ ფაუნის წარმომადგენლებს. კავკასიურ დათვს, ტახს, ირემს, შველს, მელას, მგელს და ტურას, ფართოდაა წარმოდგენილი ფრინველთა სამყარო. ეკოლოგიური სისუფთავე და ველური ბუნება საინტერესოს ხდის მას მოგზაურისათვის. ასეთ ზონებს მიეკუთვნება სათაფლიის, აჯამეთის, მუხნარის, ვანის, ჭიათურიის, ბაღდათის და განსაკუთრებით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, რომელსაც 24000 ჰა ტერიტორია უჭირავს და უმდიდრესია თავისი ფლორითა და ფაუნით. ტურიზმისა და დასვენების ზონებს მიეკუთვნებიან ტერიტორიები სადაც დღეს ტყიბულის, შაორის და რიონჰესის წყალსაცავებია. გარდა დიდი ტბებისა იმერეთში მრავლად გვხვდება ბუნებრივი ტბები 1000 და 1500 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან.

დამატების დრო: Saturday, May 02, 2009 დამმატებელი: ბეშქენა

იმერეთის ტურისტული რესურსები

იმერეთის გეოგრაფიული მდებარეობა, ლანდშაფტი, ისტორიულ კულტურული და ბუნებრივი ძეგლები, მდიდარი ხალხური და განსაკუთრებით იმერული სტუმართმასპინძლობის ტრადიციები ქმნიან კარგ წინა პირობას რეგიონში ტურიზმის განვითარებისათვის.

 

იმერეთში 250-ზე მეტი ისტორიული ძეგლია, რომლებიც გვიან ანტიკური ხანიდან ვიდრე მე-20 საუკუნის დასაწყისამდე ნათელ წარმოდგენას უქმნიან სტუმარს ქართული თვითმყოფადი უმდიდრესი კულტურისა და ისტორიის შესახებ. მათი ადგილმდებარეობა იმერეთის უმშვენიერეს ლანდშაფტის პირობებში განუმეორებელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე.

 

იმერეთში განვითარებულია აღმოჩენითი და სათავგადასავლო ტურიზმის სახეები, როგორიცაა სამთო ქვეითი, სამთო საცხენოსნო, სპელეო ტურიზმი. რაფტინგი მდინარე რიონზე. ეკო ტურიზმი, რომელსაც იმერეთში განვითარების განუსაზღვრელი შესაძლებლობები გააჩნია. იმერეთში ახალი შინაარსი შეიძინა აგროტურიზმმა, ამ ბიზნესით აქ 200-ზე მეტი სოფლის გლეხური მეურნეობა დაინტერესდა. ახალი პერსპექტივები გაუჩნდა სანადირო და სათევზაო ტურიზმს საჩხერის ახალი სამონადირეო მეურნეობის სახით. ცალკე აღნიშვნის ღირსია ქართული ტრადიციების, ღვინისა და სამზარეულოს ტურიზმი.

 

იმრეთის მთავარს ტურისტულ რესურსს მისი კურორტები და გამაჯასაღებელი ზონები წარმოადგენენ. რეგიონის ლამაზი ლანდშაფტი, სამკურნალო მინერალური წყლები ბალნეოლოგიურ კურორტებს მიმზიდველ ხდის დამსვენებელთათვის. დღეს იმერეთში 53 საკურორტო და დასასვენებელი ბაზაა, მათ შორის აღსანიშნავია წყალტუბო, საირმე, ნუნისი, სიმონეთი, სულორი, საწირე, ჭიათურის, ხრეითი, სამტრედია, ზვარე, ამაღლება.

 

იმერეთის მხარე მდიდარია ფლორითა და ფაუნით. მის ტერიტორიაზე ტყის მასივებს 250000 ჰა უჭირავთ. რომელიც ლამაზადაა შერწყმული მთა-გორიან ლანდშაფტს. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2850 მეტრია. ფოთლოვან ტყეებთან ერთად აქ შეხვდებით წიწვოვან და შერეულ ტყეებს. კავკასიისათვის დამახასიათებლ ფაუნის წარმომადგენლებს. კავკასიურ დათვს, ტახს, ირემს, შველს, მელას, მგელს და ტურას, ფართოდაა წარმოდგენილი ფრინველთა სამყარო. ეკოლოგიური სისუფთავე და ველური ბუნება საინტერესოს ხდის მას მოგზაურისათვის. ასეთ ზონებს მიეკუთვნება სათაფლიის, აჯამეთის, მუხნარის, ვანის, ჭიათურიის, ბაღდათის და განსაკუთრებით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, რომელსაც 24000 ჰა ტერიტორია უჭირავს და უმდიდრესია თავისი ფლორითა და ფაუნით. ტურიზმისა და დასვენების ზონებს მიეკუთვნებიან ტერიტორიები სადაც დღეს ტყიბულის, შაორის და რიონჰესის წყალსაცავებია. გარდა დიდი ტბებისა იმერეთში მრავლად გვხვდება ბუნებრივი ტბები 1000 და 1500 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან.

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

ბაღდათის წმინდა გიორგის ეკლესია და ნიკოლოზ მეორის დროინდელი თუნუქი, რომელიც სახურავის შეკეთებისას აღმოაჩინეს

 

 

1meqg.jpg

 

 

xyq41.jpg

 

 

c8d4u.jpg

 

 

bucvd.jpg

 

 

rklix.jpg

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

ხ ო ნ ი

 

 

ხონის ტერიტორიაზე ნაპოვნია გვიან ბრიჯაოს ხანის ნამოსახლარი, თუმცა აქ მუდმივი დასახლება ფეოდალურ ხანაში აღმოცენდა. დასახლება ხონის ეკლესიის გარშენო გაჩნდა. ეკლესია დიდი ზომის ბაზილიკური, სამნავიანი, უგუმბათო ნაგებობაა. მისი აშენების თარიღად VIII საუკუნე ითვლება. 1529 წელს ხონი გახდა საეპისკოპოსო ცენტრი, რამაც ხელი შეუწყო მის ტერიტორიულ ზრდასა და სამეურნეო-ეკონომიკურ აღმასვლას. ხონში ნაპოვნია "კოლხური თეთრის" 1270 მონეტა, ასევე ბიზანტიური და თურქული მონეტები. XVIII ს-ში ხონი წარმოადგენდა მნიშვნელოვან სავაჭრო პუნქტს.

 

რუსეთის მიერ იმერეთის სამეფოს დაპყრობისა და რუსული მმართველობის პერიოდში ხონი გახდა ვაკის მაზრის ცენტრი. 1846 წლიდან ქუთაისის გუბერნიის შექმნის შემდეგ ხონი ქუთაისის მაზრაში შედიოდა. 70–იანი წლიდან იგი იყო საპოლიციო უბნის ცენტრი.

 

ხონი განსაკუთრებით განვითარდა XIX საუკუნეში. 20-30 იან წლებში ის უკვე მჭიდროდ დასახლებული პუნქტი იყო. 50- იან წლებში აქ გაიხსნა თამბაქოს ბაზრობა. 1865 წელს ხონში პირველი თეატრალური წარმოდგენა გაიმართა. 1907 წელს ჩამოყალიბდა თეატრალური დასი. ხონში ჩამოყალიბდა პირველი სასულე ორკესტრი საქართველოში 1890 წელს. XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან დაბა ხონი ქუთაისის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო და სამრეწველო ცენტრი იყო იმერეთში. პარასკეობით იმართებოდა დიდი ბაზრობა. გამართული იყო წყლის ძრავაზე მოქმედი ხე-ტყის და საფეიქრო ფაბრიკები, მოქმედებდა აგურ-კრამიტის ქარხანა, აღმავალი გზით ვითარდებოდა მეაბრეშუმეობა. ხონი იყო საქართველოში აბრეშუმის ძაფისა და ნართის დამზადების უმსხვილესი ცენტრი. ხონი ქალაქად გამოცხადდა 1921 წელს. 1936-1989 წლებში წულუკიძე ერქვა.

 

ისტორიული ნაგებობებიდან შემორჩენილია წმინდა გიორგის ეკლესია (VIII-IX საუკუნეები) და სამასწავლებლო სემინარია (1881 წ.).

 

ხონის რაიონი სოფელი გორდი

 

 

 

598594700.jpg

 

986690088.jpg

 

DSC07795.JPG

 

DSC07826.JPG

 

DSC07782.JPG

 

img0004yo.jpg

 

 

 

როგორია ხონი??

Link to post
Share on other sites

კაცხის სვეტი./დოკუმენტური ფილმი./

 

როგორმე გადაწერეთ, ამ ფილმის დაკარგვა არ შეიძლება. :dato:

 

http://gogaggg.com/new/index.php?newsid=57962

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

მოსკოვში მოსვლია ერთ ხონელს ხიპიში ადგილობრივთან.ტი კტოო ხონელმა კითხა.ია მოსკვიჩ!ა ტი?ა ია ხონსკვიჩ))

Link to post
Share on other sites

:D:D:D სხვას რას ეტყოდა ხონელი :D ის როგორ არის?? ხონელმა რწყილი გაატყავაო და ვანელმა ამდენი ქონი რატო გაატანეო :D ზუსტად აღარ მახსოვს :D :haha: :haha: :haha:

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...
  • 1 month later...

აწი ვნახოთ რას ვივაჟკაცებთ მე და ჩემი ძმა. აქამდე კაი ვენახი გვქონდა მართლა.

 

 

BROWNING

მიყვარს რა კაი ვენახის დანახვა :yes:

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...
  • 1 month later...
  • 5 months later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...