Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

9 მაისი.

 

ფაშიზმზე გამარჯვების დღე.

 

 

 

1fb447262b15.jpg

 

 

 

ხვალ 9 მაისია. ჩემი ბაბუა იბრძოდა ამ ომში, და თან წინა ხაზზე. ბაბუა 84 წლის ასაკში გარდაიცვალა და მთელი ცხოვრება ამ ომის საშინელებები ძილში მოსვენებას არ აძლევდა.

დღეს ზოგ-ზოგიერთები ამბობენ ეს ჩვენი ომი არ იყო და რატომ უნდა ავღნიშნოთო. ეს უვიცობაა, ეს მსოფლიო ომი იყო და ყველაზე მეტი ქართველი დაიღუპა ამ ომში.

ვინც ცოცხალია, მინდა, დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო. და წასულებს მარადიული ხსოვნა!!!

 

 

 

 

Link to post
Share on other sites
  • Replies 65
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

ხსოვნა იყოს საქართველოდან წასული 350 000 ვაჟკაცის. ჩვენი ომი არ იყო და რატომ იბრძოლესო ვინც ამას ამბობს, ის ან ბრიყვია ან წინაპრის სისხლის ფეხქვეშ გამთელავი. კი, უფრო ნაკლები მსხვერპლიტაც ვიამაყებდით რომ ფაშიზმს ვებრძოდით, მაგრამ სხვა დრო იყო, სხვა ისტორია...

 

ბაბუაჩემი სტალინგრადთანაა დაკარგული უგზო-უკვლოდ და ბიძაჩემი სმოლენსკის ახლოს საძმო საფლავში წევს. მე ვამაყობ და სხვისი არ ვიცი.

 

ცოცხლებს დიდხანს სიცოცხლე.

 

 

პ.ს. ისე რამდენი კარგი მუსიკალური ნაწარმოებია შექმნილი სსრკ-ში ამ ომის ემოციით....

Link to post
Share on other sites

შევარცხვინე ის ადამიანი ვინც იმ დაღუპულ ქართველებს პატივს არ დადებს! რას ქვია ჩვენი ომი არ იყო? ყველა ერზე მტკივნეულად ქართველებმა იგემეს სამამულო იმის შედეგები.ჩემი ოჯახიდან 3 ძმა იბრძოდა და მხოლოდ ერთი (ბაბუაჩემი) დაუბრუნდა ცალი თვალით,გადამსხვრეული მარჯვენა ხელით და ნატყვიარი ხერხემლით ოჯახს. ღმერთმა გაანათლოს მათი სულები!

Link to post
Share on other sites

გაანათლოს უფალმა მაგ კაცების სული, ცოცხლად დარჩენილებს ჯანმრთელობა და სულის სიმხნევე არ მოუშალოს ღმერთმა. მომილოცნია გამარჯვების დღე. :*

Link to post
Share on other sites

ჩემი 4 პაპა არის ნამყოფი იმ უბედურებაში.

პაპაჩემი, მეორე პაპა/დედის მამა/, პაპის ძმა და ბებიაჩემის ძმა.

ორნი ბერლინამდე ფეხით არიან ჩასულები. :karochera:

Link to post
Share on other sites

მომილოცავს ყველასათვის ფაშიზმზე გამარჯვების დღე, ვინ აღარ იბრძოდა მაგ ომში, თითქმის ყველა ბრძოლის უნარიანი ქართველი გაწვეული იყო. ბაბუაჩემის ორი ძმაც იბრძოდა ერთი უგზოუკვლოდ დაიკარგა.

Link to post
Share on other sites

ღმერთმა ნათელში ამყოფოს ყველა იქ დაღუპულის სული .

გადარჩენილებს დიდხანს სიცოცხლე.

Link to post
Share on other sites

ღმერთმა გაანათლოს იმ ხალხის სულები ვინაც ფაშიზმზე გამარჯვებას შეეწირა! ამ ომმა ერის საუკეთესო, რეპროდუქციული 350 ათასი სიცოცხლე შეიწირა, მაგრამ რომ არა მათი გმირობა, იქნებ ქართველები დღეს საერთოდაც აღარ ვყოფილიყავით პლანეტაზე...

Link to post
Share on other sites

ღმერთმა გაანათლოს ყველა ის გმირი ვინც იმ უდიდეს გამარჯვებას და დღევანდელ დღეს ვერ მოესწრო! ვინც კიდევ ცოცხლები არიან იმათ დიდხანს სიცოცხლე!არ შეიძლება ასე მათი მიტოვება როგორც დღეს არის...მათმა მოგვიყვანეს დღევანდელ დღემდე...

Link to post
Share on other sites

ყველას გილოცავთ 9 მაისს!

 

ღმერთმა გაანათლოს ომში დაღუპულების და ომის შემდეგ გარდაცვლილ მებრძოლთა სულები!

Link to post
Share on other sites
  • 11 months later...

მარადიული ხსოვნა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულებს და ვინც ცოცხალია ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო.

Link to post
Share on other sites

სიტყვა ფაშიზმი იტალიური წარმოშობისაა - ერთობას ნიშნავს, თავად სიტყვა ფაშიზმი ცუდს არაფერს ნიშნავს, მაგამ სხვაა ეს ერთობა რა საქმეს ემსახურება :hi3:

 

ბაბუაჩემმა მოარა ომი, ომის ბოლო 2 წელი ტყვეთა ბანაკში გაატარა, ბეჭში იყო დაჭრილი, ტყვეთა ბანაკში კაცმა გერმანული ფრიადზე ისწავალა, ფიზიკოსი კაცი იყო და არ გაჭირვეებია ამ უბედურებიდან რაღაც კარგის ათვისება. ომი რომ მოიარა მერე შეირთო ცოლი, წარმოიდგინეთ რა ბეწვის ხიდზე იარა მისი მონაგარის ბედმა :haha: ღმერთმა აცხონოს მისი ჩათვლით ყველა "ფრონავიკი"!

 

პ.ს. მე რომ დავიბადე მამაჩემი ბაბუამისის სახელს მარქმევდა - ნესტორას, ბაბუაჩემმა რომ გაიგო ეს უთქვამს მამაჩემისთვის, რა ნესტორა რის ნესტორა მაგას უნდა ერქვას - თორნიკე, ხოდა მადლობა ბაბუჩემს რომ თორნიკე მქვია :haha:

Link to post
Share on other sites

გილოცავთ ყველას 9 მაისს ! ღმერთმა გაანათლოს სამშობლოსათვის დაღუპულთა სულები,ცოცხალთა მცირერიცხოვანი არმია კი დიდხანს აცოცხლოს !!! ჩემი ახლობელი ნათესავებიდან ბიძა,მამიდაჩემის ქმარი,მონაწილეობდა მეორე მსოფლიოში.ტანკისტი იყო,ტყვედ ჩავარდა მაგრამ რაღაც დროის შემდეგ შეძლო გამოქცევა.გარდაიცვალა 15 წლის წინ,ღმერთმა გაანათლოს ....ბაბუაჩემი კი,მამაჩემის მამა კოწია 1888-ანი იყო,პირველ მსოფლიო ომში იომა თურქეთის ფრონტზე,ტრაბზონამდე ჩასულა,შეესწრო გაზის იერიშს,გადარჩა,მეორე მსოფლიოში აღარ წაიყვანეს ასაკის გამო ........

Link to post
Share on other sites

http://youtu.be/KIAtlrSqyjE

ბავშვობიდან მიყვარს ეს სიმღერა,სკოლაში კიდეც გვამღერებდენ...

ყველას ვულიცავ დღევანდელ დღეს!!! ბაბუაჩემი ბერლინამდე მივიდა,ვამაყობ იმ ხალხის გმირობით B) B) B)

Edited by pescatore
Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

70 წელი გავიდა ნაციზმზე გამარჯვებიდან. ამ გამარჯვებაში საქართველოს წილი უდიდესია. ოჯახი არაა, ამ ომში ნაბრძოლი ერთი წევრი მაინც არ ჰყავდეს. დაღუპულების ხსოვნა და ცოცხლების კარგად ყოფნა.

 

მე ვამაყობ ბაბუაჩემით, ბიძაჩემით, ბებია-ბაბუის ძმებით.

 

ეს ბიძაჩემის წერილებია, 1943 წლის 19 აგვისტოს მოკლეს სმოლენსკთან ახლოს. იქაა ძმათა სასაფლაოზე დაკრძალული. ბაბუა სტალინგრადში უგზო-უკვლოდ დაიკარგა 1942-ში.

 

 

dd56a0ea2ea8.jpg

 

 

6e9871dfcabd.jpg

 

 

9e20402fa688.jpg

 

 

ე.წ. პახარნოკა. გვარი ჰქონდათ შეცდომით ჩანაწერი და ძლივს მივაგენით 1990-ში.

 

88bfffde455f.jpg

 

8a15dd5a2600.jpg

 

5f2ab41554a7.jpg

 

ესეც სპას-დემენსკის სასაფლაოზე დაკრძალული ქართველების სია. მამაჩემის ამონაწერია.

 

d68b75fcdbf0.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...