Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

დედიკოებს დაგილოცავთ მეგობრებო,ჩვენი შვილების დედებს გაუმარჯოთ.ყველა დღე მათია და არა მარტო ეგ.ქართველი დედიკოების თამადობით მსოფლიო დედებს ულოცავ ამ დღესასცაულს.

Link to post
Share on other sites

ყველა დედას დავლოცავ,შვილების ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებ ყველას,მგონი მეტი არც არაფერი უნდათ,ვენაცვალე მაგათ!!!!!

Link to post
Share on other sites

ვულოცავ ყველა დედას ამ დღეს... ცულოცავ თქვენს დედიკოებს ღმერთმა ჯანრმთელად და ბედნიერად გიმყოფოთ... თუ ვინმეა ჩვენში ისეთი ვისაც დედა არ ყავს ნათელში ამყოფოს ღმერთმა.

Link to post
Share on other sites

,,....დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო,ასე იტყოდნენ ჩემს ყრმობაში.

ჩემი სოფლის ტყისპირებში,ყოველ გაზაფხულზე ია ბღუჯეულად ამოდიოდა,არემარე სულ ლურჯად გადაიბურებოდა ხოლმე.მეგონა მთელი ქვეყნის დედებს აქ ეტირნათ,იმდენი ია ამოსულიყო ჩემი სოფლის მშვენიერ მიდამოებში....,,(გოგლა)

დედაჩემი მენატრება,მშიერი,ტკივილიანი მონატრებით მენატრება!!!ისევე როგორც ალბათ ყველა დედა,ჩემი დედაც საოცარი დედა იყო,სიყვარული შეეძლო უსაზღვრო,უკიდეგანო,ნიჭი ჰქონდა,ღვთით ბოძებული ნიჭი,ყველა ადამიანში მხოლოდ კარგი და დადებითი დაენახა,მიტევება შეეძლო ყველა ცოდვის,ყველაფრის პატიება,ახლაც ამდენი წლის, მერე დაუფარავი შურით მშურს მისი ამ ნიჭის,და მრცხვენია,უსაზღვროდ მრცხვენია, როცა ჩემ თავს უნიჭობაში ვიჭერ!!!!

ახალი წელი თენდებოდა,როცა ძალიან ცუდად გამიხდა,სასთუმალთან ვუჯექი,მის სუნთქვას ვუსმენდი,უცებ თვალი გაახილა და მითხრა:წადი თოფიც ისროლე და შამპანურიც გახსენი,გავიგონო მინდაო,ახალ წელს და ბედობას არაფრით არ მოვკვდები,არ ჩაგაშხამებო!მართლაც,4 იანვარს გამომეცალა ხელიდან,მის მკერდში ჩამხობილი ვგრძნობდი,როგორ ჩიტივით შეიფრთხიალა და შეჩერდა გული, რომელსაც ქვეყანაზე ყველაზე მეტად ვუყვარდი,როგორ ნელ-ნელა ცივდებოდა მკერდი რომელიც ბავშვობაში,ყველაზე უშიშარი თავშესაფარი,ყველაზე მტკიცე ციხე-სიმაგრე მეგონა,ცივდებოდა და მე ჯან-ღონით სავსე ბიჭმა ერთი გრადუსითაც ვერ გავათბე!

,,....-დედაშენი არის ღმერთი.შენ რო ზიხარ და უყურებ,ისიც რომ გიყურებს,შენ რომ დედას ეძახი და ის შვილოს გეძახის,ამიტომ შენ გგონია რომ ღმერთი არ არის? შენ ღმერთი ვინ გგონია?წვერებიანი ბაბუა?ღრუბლებზე ზის და პირს რომ იბანს,წვიმა მოდის?ღმერთი ისე ნათელია,ისე ახლობელი,ისე ცხადი და უბრალო,რომ როდესაც ხედავ,არ იცი რომ ღმერთია!ღმერთი მაშინ უნდა იწამო,ღმერთის სახე რომ არ აქვს,რომ არ გეუბნება ღმერთი ვარო,რომ გიღიმის და გეფერება,გკოცნის და ტირის შენი გულისთვის,კვდება შენი გულისთვის,ცივა, წყურია,შია შენთან ერთად,სულს აძლევს ეშმაკს შენი გულისთვის,მაშინ უნდა იწამო,დედაშენს რომ გავს, დედაჩემს რომ გავს მაშინ უნდა იწამო!!!...,,(ნოდარ დუმბაძე)

მაპატიეთ ნამეტანი სევდა შემოვიტანე,მარა რაცხა ვერ ვიყავი მთელი დღე ფორმაში!!!!თქვენ ჩემები ხართ,გამიგებთ.

Link to post
Share on other sites

დედაჩემი მენატრება,მშიერი,ტკივილიანი მონატრებით მენატრება!!!ისევე როგორც ალბათ ყველა დედა,ჩემი დედაც საოცარი დედა იყო,სიყვარული შეეძლო უსაზღვრო,უკიდეგანო,ნიჭი ჰქონდა,ღვთით ბოძებული ნიჭი,ყველა ადამიანში მხოლოდ კარგი და დადებითი დაენახა,მიტევება შეეძლო ყველა ცოდვის,ყველაფრის პატიება,ახლაც ამდენი წლის, მერე დაუფარავი შურით მშურს მისი ამ ნიჭის,და მრცხვენია,უსაზღვროდ მრცხვენია, როცა ჩემ თავს უნიჭობაში ვიჭერ!!!!

ეს სტროქები მაგრად მეცნობა და ვერ გავიხსენე საიდან.......მაგარი სიტყვებია.

მამუკა,საღოლ ჯიგარო.ეს სტროკები ისეთ სიღრმეს ჩასწვდა,ისე მესიამოვნა ამის წაკითხვა რომ ვერც კი გადმოგცემ მეგობარო.მადლობა!

Link to post
Share on other sites
  • 11 months later...

დედაშენი არის ღმერთი. შენ რომ ზიხარ და უყურებ. ისიც რომ გიყურებს. შენ რომ დედას ეძახი და ის შვილს გეძახის, ამიტომ შენ გგონია ღმერთი არ არის? შენ ღმერთი ვინ გგონია? წვერებიანი ბაბუა? ღრუბლებზე ზის და პირს რომ იბანს, წვიმა მოდის? ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ახლო და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი რომ ღმერთია, ამაშია ღმერთის უბედურება, ამიტომ არ წამთ ღმერთისა. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა. ამაშია საქმე!... ღმერთი მაშინ უნდა იწამო, ღმერთის სახე რომ არ აქვს, რომ არ ჰგავს ღმერთს, რომ არ გეუბნება, ღმერთი ვარო, პურს რომ გიყოფს, სადილს რომ გიკეთებს, ტანზე რომ გაცმევს, თავზე რომ გახურავს, გიღიმის და გეფერება, გკოცნის და ტირის შენი გულისთვის, კვდება შენი გულისთვის, ცივა, წყურია, შია შენთან ერთად, სულს აძლევს ეშმაკს შენი გულისთვის, მაშინ უნდა იწამო... აბა, ღმერთმა თუ თავისი სახე გაჩვენა, კედელთან მიგაყენა, ყური აგიწია და თვითონ თუ გითხრა ღმერთი ვარ და მიწამეო, მაშინ რაღად უნდა ღმერთს შენი რწმენა? ასეთ ღმერთს შენ კი არა, ყველა იწამებს. ღმერთი მაშინ უნდა იწამო, შენ რომ გგავს, მე რომ მგავს, დედაშენს რომ ჰგავს, გასაგებია? . . .

ნოდარ დუმბაძე

Link to post
Share on other sites

ქუჩაში ეგდო დახეული დედის წერილი,

ავიღე კრძალვით, საოცარი ვიგრძენი სევდა...

სულ ორიოდე სიტყვა იყო გადარჩენილი

,,არ გაცივდეო!.." _ შვილს წერდა დედა.

არ გაცივდეო!.. ეს სიტყვები გაგათბობს მარტო

მასში უძილო ღამეები და ღრმა ფიქრია...

ოხ, მე არ ძალმიძს არ ვიტირო და არ ვიდარდო,

რომ დედის ლოცვა ნაკუწ-ნაკუწ ქუჩაში ყრია.

მე ამ ლექსს ვარქმევ სიტყვებს, - ბედად გადარჩენილებს,

ვიდრე თვალებში ბოლო ბინდი არ ჩაგდგომიათ,

გემუდარებით, გაუფრთხილდით დედის წერილებს,

დედის სათუთ გულს გაუფრთხილდით... ის ღრმა ფიქრია.

:*

Link to post
Share on other sites

დედაშენი არის ღმერთი. შენ რომ ზიხარ და უყურებ. ისიც რომ გიყურებს. შენ რომ დედას ეძახი და ის შვილს გეძახის, ამიტომ შენ გგონია ღმერთი არ არის? შენ ღმერთი ვინ გგონია? წვერებიანი ბაბუა? ღრუბლებზე ზის და პირს რომ იბანს, წვიმა მოდის? ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ახლო და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი რომ ღმერთია, ამაშია ღმერთის უბედურება, ამიტომ არ წამთ ღმერთისა. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა. ამაშია საქმე!... ღმერთი მაშინ უნდა იწამო, ღმერთის სახე რომ არ აქვს, რომ არ ჰგავს ღმერთს, რომ არ გეუბნება, ღმერთი ვარო, პურს რომ გიყოფს, სადილს რომ გიკეთებს, ტანზე რომ გაცმევს, თავზე რომ გახურავს, გიღიმის და გეფერება, გკოცნის და ტირის შენი გულისთვის, კვდება შენი გულისთვის, ცივა, წყურია, შია შენთან ერთად, სულს აძლევს ეშმაკს შენი გულისთვის, მაშინ უნდა იწამო... აბა, ღმერთმა თუ თავისი სახე გაჩვენა, კედელთან მიგაყენა, ყური აგიწია და თვითონ თუ გითხრა ღმერთი ვარ და მიწამეო, მაშინ რაღად უნდა ღმერთს შენი რწმენა? ასეთ ღმერთს შენ კი არა, ყველა იწამებს. ღმერთი მაშინ უნდა იწამო, შენ რომ გგავს, მე რომ მგავს, დედაშენს რომ ჰგავს, გასაგებია? . . .

ნოდარ დუმბაძე

:*:yes: :yes: :yes:

Link to post
Share on other sites
  • 11 months later...

გილოცავთ დედის დღეს, ყველას დღეგრძელი გვიმყოფოს უფალმა დედა.

წასულების სულის განათლება იყოს.

post-3-0-43800800-1393803608_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...