Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

წინა ფორუმზე მახსოვდა ეს თემა და აქ ვეძებდი, ეტყობა არ გადმოგვიტანია. პრინციპში ორიენტაციის ელემენტარული ცოდნა ნებისმიერი სახლიდან გასულისთვისაა აუცილებელი მით უმეტეს მონადირე-მეთევზისთვის. რამდენიმე კაი წიგნი მაქვს ამ თემაზე და ბევრი ვისწავლე იქედან. ყველა ამბობს რომ საუკეთესო ვარიანტი კომპასი და რუკა ერთად, მაგრამ უარეს შემთხვევაში მხოლოდ კომპასი მაინც. ჯიპიესის მფლობელებსაც კი უნდა ჰქონდეთ კომპასი რეზერვად.

 

რა ტქმა უნდა მე პროფესიონალი არა ვარ და ამიტომ მხოლოდ ელემენტარულ ინფოებს დავდებ.

 

თანამედროვე ტიპიური კომპასი ასეთია

post-3-0-80659000-1357253851_thumb.gif

post-3-0-40177300-1357253853_thumb.jpg

Link to post
Share on other sites
  • Replies 62
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

კომპასის ძირითადი ელემენტები:

 

 

1.მიმართულების ისარი-კომპასის პლასტიკური ბაზის წაგრძელებული ნაწილი წითელი ისრით

 

2.მაგნიტური ისარი, რომლის მუქი(ხშირად წითელი მხარე ყოველთვის ჩრდილოეთს აჩვენებს).

 

3.ხუფი გრადუსების შკალით, რომელიც წრიულად მოძრაობს.

 

4.ორიენტაციის ისარი, რომელიც ხუფის ფონზეა დახატული(ზედა მარცხენა კომპასზე ყვითელია, მარჯვენა კომპასზე კი ორი წითელი ხაზითაა აღნიშნული).

 

5.ხუფის ფონზე ასევე გრძედების ტიპის წრფეებია, რომლებიც კომპასის რუკასთან ერთად ხმარებისას გამოიყენება(რუკის გრძედების პარალელურად რომ მოვათავსოთ კომპასი).

 

კომპასს ასევე შეიძლება ჰქონდეს სახაზავი, ლუპა, მასშტაბების გადასათვლელი შკალა და ა.შ. ხშირად სარკეც მოჰყვება, რასაც ორი დანიშნულება აქვს და მოგვიანებით დავწერ.

Link to post
Share on other sites

კომპასი რუკის გარეშე.

 

 

გარდა იმისა რომ კომპასით ოთხი ძირითადი მხარე შეგვიძლია გავარკვიოთ(ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთი), კომპასით შეგვიძლია მოძრაობის ზუსტი მიმართულებების დადგენაც აზიმუტის და კონტრაზიმუტის საშუალებით(აზიმუტს ვიყენებთ წასვლისას, კონტრაზიმუტს უკან დასაბრუნებლად). აქვე დავაზუსტებ რომ კომპასის ისარი აჩვენებს მხოლოდ მაგნიტურ ჩრდილოეთს და არა გეოგრაფიულ ჩრდილოეთს, რომელსაც რუკებზე ვნახულობთ,თუმცა ეს სხვა თემაა.

 

აზიმუტი ესაა კუთხე, რომელიც იქმნება მოძრაობის მიმართულებასა და ჩრდილოეთს შორის. რადგან კომპასის ისარი ყოველთვის ჩრდილოეთს აჩვენებს, შეგვიძლია ერთხელ განსაზღვრული კუთხით ადვილად ვიმოძრაოთ წინ და უკან.

 

 

როგორ ისაზღვრება აზიმუტი:

 

1. მიმართულბის ისარს მივმართავთ სავარაუდო მოძრაობის ან ობიექტის მიმართულებით(მაგალითად ტბისკენ, ან ხისკენ, ან კლდისკენ).

 

2.კომპასის ზუფს ვამოძრავებთ ისე რომ ჩრდილოეთის მიმართულების მაგნიტური ისარი ჩაჯდეს ორიენტაციის ისრის ჭრილში(რომელიც ხუფის ჩირზეა დახატული, იხ. მეორე კომპასი).

 

3. ისღა დაგვრჩენია დავაკვირდეთ შკალას და ვნახოთ რას უჩვეებს გრადუსებში კუთხე რომელიც შეიქმნა ჩრდილოეთის მხარეს მიმართულ ისარსა და მიმართულების ისარს შორის-ეს არის აზიმუტი.

 

ამის შემდეგ შეგვიძლია ვიაროთ, ისე რომ ჩრდილოეთის ისარი ყოველთვის ორიენტაციის ისრის ჩარჩოში იჯდეს და მიმართულების ისარი ყოველთვის გვიჩენებს გადაადგილების მიმართულებას.

 

უკან დასაბრუნებლად გვჭირდება კონტრაზიმუტი. თუ აზიმუტი 180 გრადუსზე ნაკლებია, მას ვამატებთ 180-ს (მაგალითად თუ აზიმუტია 90, კონტრაზიმუტი იქნება 270), ხოლო თუ აზიმუტი 180-ზე მეტი, ვაკლებთ 180-ს(მაგალითად თუ აზიმუტია 270, კონტრაზიმუტი იქნება 270-180=90 გრადუსს).

post-3-0-05068600-1357255303_thumb.jpg

post-3-0-33230500-1357255304_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

მარცხენა კომპასზე მაგნიტური ისარი უკვე ჩაყენებული აქვთ ორიენტაციის ისარში და ადვილად ჩანს აზიმუტი-320 გრადუსი. უკანა გზაზე დაგვჭირდება კონტრაზიმუტი 320-180=140.

Link to post
Share on other sites

ეს მირზას დაწერილია.

 

 

კომპასით მუშაობისას რაც მთავარია აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება რომ მაღალი ძაბვის ხაზებიდან უნდა ვიყოთ მოშორებული 55 მეტრი,რკინიგზა 50მ,ტელეფონი და ტელეგრაფის ხაზები 10მ,მავთულხლართების ღობეები10მ,თოფი 0,5მ.თუ ვმოძრაობთ კომპასით ორიენტირად აუცილებლად უნდა ავიღოთ ისეთ რამ რაც ადვილად შესამჩნევია დღითაც და ღამითაც,დავუმიზნებთ კომპასს და ვაფიქსირებთ თუ რამდენ გრადუსზეა ორიენტირი,ორიენტირად გამოდგება მაგ:დიდი ზომის ხე,ბოძი,და ა.შ რაც არ მოძრაობს.იმ გრადუსით მევდივართ დანიშნულების ადგილამდე.თუ დაგვჭირდა უკან დაბრუნება ამისთვის საჭიროა უკუაზიმუტის გამოთვლა,ანუ უნდა გამოვთვალოთ ის გრადუსი რითაც დავბრუნდეთ საწყის წერტილზე,ამისთვის მიღებულ გრადუსს უნდა დავუმატოთ 180 გრადუსი..მაგ:თუ ვმოძრაობთ წინ 60 გრადუსით უკუ აზიმუტის დროს 60 გრ+180გრ=240გრ ეს იქნება ჩვენი საწყისი წერტილი ცდომილების გარეშე,თუ მიღებული გრადუსი 180-ზე მეტია მაშინ ვაკლებთ 180გრ-სს,მეგ:თუ მიღებული გრ 210 გრადუსია მაშინ ვაკლებთ 180 ანუ უკუ მიმართულებისას ვმოძრაობთ 30გრ.

 

 

წარმოიდგინეთ არის ღამე...უნდა იაროთ მაგალითად 90 გრადუსით მაგრამ როგორც ავღნიშნე არის Gამე და ვერ ვღებულობთ ორიენტირს,ამ დროს ავიღებთ კომპასს რომელსაც აქვს მრგვალი კალიცო რომელსაც აქვს წკაპები,1 წკაპი არის 3 გრადუსი,ავიღებთ ამ კალიცოს და მარჯვენა მხარეს შემოვატრიალებთ და წკაპებს დავითვლით სასურველ გრადუსამდე ანუ ამ შემთხვევაში 30ჯერ,მერე ისარს ვაყენებთ ისე რომ უსწორდებოდეს კომპასის Aშუშაზე აღნიშნულ ზოლს და ვმოძრაობთ

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

მე პირადად ჯპს მირჩევნია კომპასი,კონტრაკტორი და რუკა,ამას გამოცდილებიდან ვიძახი,ჯპს სისტემა ყველამ ვიცით რომ კომფორტული და უფრო ადვილად სასწავლია მაგრამ ისიც ვიცით რომ ცუდ ამინდში შეიძლება დავრჩეთ ტუზიკასავით :alfons:

Link to post
Share on other sites

თუ სურვილი გაქვთ რუკის კითხვას და კორდინატების აღება-გამოთვლას გასწავლით მონადირეებო B)

 

:yes: კარგი იქნება, კარტოგრაფიაში ცოტათი თუ გაგვარკვევ, თანამედროვე GIS/GPS ტექნოლოგიები განსაკუთრებით მაინტერესებს. რაიმე თეორიული მასალაც თუ მოგეპოვება გაგვიზიარე B)

Edited by დავითა
Link to post
Share on other sites

ეს ისეთი ამბავია ბიჭებო რომ მარტო წაკითხულით ვერ გაიგებ პრაქტიკულად თუ არ აგიხსნა და განახა ვინმემ,ძირითადად თქვენ გწირდებათ ალბათ რუკაზე ადგილსამყოფელის განსაზღვრა და რუკით მოძრაობა.ეს ადვილია თუმცა პრაქტიკული უფრო ჭირდება ამას,რაც შეეხება მასალას ზეპირად ვიცი იმდენი წელია ამას ვასწავლიდი სამხედროში :e025: ისედაც მაქვს მასალები მარა აქ როგორ დავდო არ ვიცი

Edited by მირზა
Link to post
Share on other sites

მირზა დაამატე რაც კი შეგიძლია. ამ თემაში მოვისუსტებთ. ისე ჯიპიესის და კომპასის საკიტხს რომ შევეხო, აქ გამოცდიელბი ამბობენ რომ კომპასი ყოველთვის უნდა გედოს ზურგჩანთაშიო. ჯიპიესი მხეცია, მაგრამ ან ბატარეებს რომ მოუვიდეს რამე, ან დაზიანდეს, რა ვიცი ათასი რამე ხდება.

Link to post
Share on other sites

ჯიპიესი ძირითადად უამინდობისას ჭედავს ხოლმე,რათმაუნდა კომპასი აუცილებელია ისეთ ადგილებზე რომელსაც ვერ იცნობთ,მე წალკაში მქონდა ასეთი შემთხვევა რომ დანისლა ალპურ ზონაში და დავიკარგე,კომპასით და რუკით მივედი სოფლამდე სადღაც 25 კმ ვიარე.

Edited by მირზა
Link to post
Share on other sites

პირველ რიგში აუცილებელია რუკის გაორიენტირება,ანუ რუკის ადგილმდებარეობასთან შერწყმა.ვიღებთ კომპასს და რუკის კვადრატის გრძედის ხაზს ვადებთ სწორედ და ვტრიალებთ რუკიან კომპასიანად სანამ კომპასი ჩრდილოეთისკენ არ დადგება ანუ რუკა უნდა გვეჭიროს ჩრდილოეთის მიმართულებით,მერე ვიწყებთ ადგილმდებარეობის პოვნას თუ სად ვდგავართ ჩვენ რათა მერე დავიწყოთ მოძრაობა რუკაზე მოცემული აღნიშნული მიმართულებით ან მივაწოდოთ კორდინატები სამაშველოს ამ შემთხვევაში,ამისათვის გამოდგება ახლომდებარე ან ეკლესიის,ციხე სიმაგრის სასაფლაოების და ისევ ბუნებრივი რელიეფი რაც რუკაზეა დატანილი,ამ შემთხვევაში ავიღოთ მთა.ვიღებთ მთას და ვუმიზნებთ კომპასს,ვაფიქსირებთ თუ რა გრადუსზეა ჩვენსგან მოცემული მთა,რუკაზე ვპოულობთ ასეთ მთას და ზუსტად იმავე გრადუსის უკუ აზიმუტით ვავლებტ ხაზს მთიდან,შემდეგ ისევ ვიღებთ ანალოგიურად მეორე მთას და ისევ ანალოგიურად ვზომავთ და გადაგვაქვს რუკაზე ზუსტი გრადუსების უკუაზიმუტიტ და ვავლებთ ხაზს მთელ სიგრძეზე სანამ არ გადაკვეთს ერთმანეთს ჩვენს მიერ გავლებული ხაზები,თუ მესამე ორიენტირსაც გავაკეთებთ ასე უფრო ზუსტი იქნება,თუ მთები არასორედ დაიტანეთ რუკაზე ხაზები ერთმანეთს არ გადაკვეთს,ხოდა სადაც ხაზები გადაკვეთ ერთმანეთს ის არის ჩვენი საწYისი წერტილი ანუ იქ ვდგავართ,ამის მერე შეგილია ამ წერტილის კორდინატები გადასცეთ სამაშველო იქნება თ ვინც იქნება.

Link to post
Share on other sites

მირზა, კაია. ტოპოგრაფიულ რუკებს შეიძენ თბილისში? სხვადასხვა რეგიონისას მაგალითად. წესით სახელმწიფო არეგულირებს მაგ ამბავს.

Link to post
Share on other sites

ახლა აღარავინ აღარ არეგულირებს,8 ლარი ღირს მგონი მიხვალ და რომელი რეგიონიც გინდა დაგიბეჩდავენ რა მაშტაბიანიც გინდა

Link to post
Share on other sites

სად იყიდება?

 

 

ახლა აღარავინ აღარ არეგულირებს,8 ლარი ღირს მგონი მიხვალ და რომელი რეგიონიც გინდა დაგიბეჩდავენ რა მაშტაბიანიც გინდა

Link to post
Share on other sites

თითქმის ყველგან სარეკლამოებში,მე მაქვს ბევრი რეგიონის რუკები თითქმის მთელი საქართველოსი და გადავაქსეროქსოთ

Link to post
Share on other sites

მადლობა მირზა.

 

თითქმის ყველგან სარეკლამოებში,მე მაქვს ბევრი რეგიონის რუკები თითქმის მთელი საქართველოსი და გადავაქსეროქსოთ

Link to post
Share on other sites

ეს რუკები ნაკლებად ვარგისიანია კომპასით სამუშაოდ,არც გრადუსები აქვს და არც რალიეფია კარგად აღნიშნული,არც ბილიკები და არც ის ორიენტირები რაც აუცილებელია რუკისტვის.

Link to post
Share on other sites

რაც შეეხება რუკაზე მანძილის განსაზღვრას მაგალითად რუკა არის მაშტაბით 1:50000,ამ დროს 50 000 ვაშორებთ ბოლო 2 ნულს ანუ ამ შემთხვევაში რუკაზე 1 სმ იქნება 500 მეტრი,ამ მეთოდიტ შეგვიძლია გავზომოთ რათქმაუნდა დაახლოებით გასავლელი მანძილი

Link to post
Share on other sites

ეს რუკები ნაკლებად ვარგისიანია კომპასით სამუშაოდ,არც გრადუსები აქვს და არც რალიეფია კარგად აღნიშნული,არც ბილიკები და არც ის ორიენტირები რაც აუცილებელია რუკისტვის.

 

მე რაც დავდე, აქედან ქალაქის რუკებს და მის მომხმარებელს არ სჭირდება კომპასი და ბილიკები. ხოლო ტოპოგრაფიული რუკები არის მანდ ახალი და საპჭოურიც, აგრეთვე სამოგზაურო-სალაშქრო რუკები რომლებიც ნამდვილად გამოსადეგია :hi3:

4807692ef74d.jpg

Link to post
Share on other sites

მე რაც დავდე, აქედან ქალაქის რუკებს და მის მომხმარებელს არ სჭირდება კომპასი და ბილიკები. ხოლო ტოპოგრაფიული რუკები არის მანდ ახალი და საპჭოურიც, აგრეთვე სამოგზაურო-სალაშქრო რუკები რომლებიც ნამდვილად გამოსადეგია :hi3:

4807692ef74d.jpg

ეს კარგიააა.რუსული რუკებით იშვიათად მაგრამ შეიძლება გაურკვევობაში აღმოჩნდეთ იმიტომ რომ დიდი ხნის წინ არის გაკეთებული და მის შემდეგ ზოგ ადგილას რელიეფი შეიცვალა

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...