Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ფოცხვერი

 

e79991bcb923.jpg

 

ფოცხვერი (Felis (Lynx) lynx), ძუძუმწოვარი ცხოველი კატის გვარისა. მისი სხეულუს სიგრძეა 82-109 სმ, მასა 8-19 კგ (იშვიათად 32 კგ-მდე) აღწევს. აქვს ძლიერი, შედარებით გრძელი ფეხები, ძალზე ფართო თათები, მოკლე კუდი ყურების ბოლოებზე - გრძელი ფუნჯები, ფართო ქილვაშები. შეფერილობა სხვადასხვანაირია: ერთფერი (ჩალისფერი, წითური), ან ხალებიანი. გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ, შუა და ნაწილობრივ წინა აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში.

ბინადრობს როგორც მთის, ისე ვაკის უღრან ტყეებში, ზოგჯერ იჭრება ტყე-ველში. იკვებება ძუძუმწოვრებით, ფრინველებით. ზოგჯერ ტავს ესხმის ირემს, შველს, აგრეთვე ძროხას, ცხვარს; კარგად დაცოცავს ხეებზე. აქტიურობს ღამით. შობს 2-3 ბოკვერს. ფოცხვერის ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება კავკასიური ფოცხვერი (Lynx lynx orientalis) და ჩვეულებრივი ფოცხვერი.

Link to post
Share on other sites
  • 9 months later...

i-414.jpg

 

ზუსტად ვიცი შემთხვევა, როცა ფოცხვერი კაცს დაესხა თავს - ჩასაფრებული იყო ხეზე (ალბათ ნადირს ელოდებოდა) და შემთხვევით, სოკოს შესაგროვებლად გამოსულ ჩვენს თანამემამულეს თავს დაესხა. საბედნიეროდ ორივენი გადარჩნენ B)

Link to post
Share on other sites

ზუსტად მახსოვს 1983 წელს ფოცხვერმა სურამში,პირდაპირ საავტომობილო გზის პირას ხბო დაგლიჯა.პიონერთა ბანაკში ვმუშაობდი მაგ დროს....

Link to post
Share on other sites

ჩემი საოცნებო ტროფეი!!! :yes: :yes: :yes: ძალიან მომწონს ეგ ცხოველი,მეორეზე მგელია.

ძალიან მაგარია კობა :yes: :yes: :yes:

 

არა, მგელი პირველია. ის თავისი ჭკუით, ცხოვრებისა და ნადირობის ორგანიზაციით (ყველამ ვიცით, რომ ზამთარში მგელი ჯგუფებით ნადირობს, ამას კი დიდი ორგანიზირება ჭირდება) გაცილებით მაღლა დგას. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის.

მე ორივე სახეობაზე მინადირია (უფრო ხშირად მგელზე) და კარგად ვიცი მათი თვისებები და შესაძლებობლები (როგორც ფიზიკური, ასევე ინტელექტური).

Link to post
Share on other sites

ბავშვობაში რაჭაში დავდიოდი ხშირად დასასვენებლად და იქ მინახავს მეც,კისერში ქონდა ნაკბენი. კოლმეურნეობის ვაშლის ბაღი იყო დიდი ერთი ღობე ყოფდა ჩვენს ეზოსთან.სახლიდან დაახლოვებით 700-800 მეტრში მოხდა ღამით დატოვეს შემოკავებუში და დილით ადრე ძროხის ბღავილმა გაგვაღვიძა.ხბოც იქვე ეგდო ახლოს ყელგამოღადრული.ბაღის ბოლოში საკმაოდ დიდი ხევი არის რომელიც მეორე მხრიდან ტყეში გადის და იქედან იყო ამოსული.მაგარი ფრთხილი ვინმეა,მაგრამ კარგი მყეფარათი შეიძლება მონადირება.ხეზე ასული ძაღლს არ უფრთხის და ზემოდან უყურებს,ამ დროს ძალიან ფრთხილად მიეპარები და თუ გაგიმართლა ულამაზესი ტროფეის პატრონი ხარ.ჩვენთან ისე ცოტაა რა გულმა უნდა მოგცეს ესროლო დაშვებულიც რომ იყოს.

Link to post
Share on other sites

არა, მგელი პირველია. ის თავისი ჭკუით, ცხოვრებისა და ნადირობის ორგანიზაციით (ყველამ ვიცით, რომ ზამთარში მგელი ჯგუფებით ნადირობს, ამას კი დიდი ორგანიზირება ჭირდება) გაცილებით მაღლა დგას. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის.

მე ორივე სახეობაზე მინადირია (უფრო ხშირად მგელზე) და კარგად ვიცი მათი თვისებები და შესაძლებობლები (როგორც ფიზიკური, ასევე ინტელექტური).

ტროფეის სილამაზით ვამბობ კობა,ჩემი აზრით ძალიან ლამაზი ცხოველია.

Link to post
Share on other sites

ტროფეის სილამაზით ვამბობ კობა,ჩემი აზრით ძალიან ლამაზი ცხოველია.

 

ამაში უდავოდ გეთანხმებით, ძალიან ლამაზია

Link to post
Share on other sites

ჯაბა გეთანხმები! ასეთი ნანადირევის ფიტული ძალიან დაამშვენებდა ნებისმიერი მონადირის მოგონებებს. :old:

Link to post
Share on other sites

კარგია ზურა. :yes:

 

 

ასეთი ნამდვილად დაამშვენებდა ავთო გეთანხმები :yes:

 

http://images.yandex.ru/yandsearch?source=wiz&text=%D1%87%D1%83%D1%87%D0%B5%D0%BB%D0%BE%20%D1%80%D1%8B%D1%81%D0%B8&noreask=1&pos=27&rpt=simage&lr=10277&img_url=http%3A%2F%2Ftaxidermy74.ru%2Ftemplates%2FDefault%2Fimages%2Fpics%2Flynx.jpg

 

http://images.yandex.ru/yandsearch?source=wiz&text=%D1%87%D1%83%D1%87%D0%B5%D0%BB%D0%BE%20%D1%80%D1%8B%D1%81%D0%B8&noreask=1&pos=19&rpt=simage&lr=10277&img_url=http%3A%2F%2Fwww.kre4x4.ru%2Fuploads%2Fposts%2F2012-02%2F1328114169_k1024_rys.jpg

ამის გამკეთებელი კიდევ საერთოდ არ უნდა გააკარო ტაქსიდერმიას. :karochera:

Edited by drakoni
Link to post
Share on other sites

დარწმუნებული ვარ ულამაზესი ფიტული გამოვიდოდა,ხომ ვერ გვეტყვი რა ბედი ეწია,ან ეხლა სად არის?

 

 

სამწუხაროდ, კომპანიონს ვაჩუქე და მერე ვინანე. იმის მაგივრად, რომ ჩემს მიერ შეთავაზებულ ტაქსიდერმისტისთვის მიეცა, იღორა და ფიტული გაუფუჭეს. მოლაპარაკებული ვიყავით, რომ ოფისში დავკიდებდით, მაგრამ, მე არ მომეწონა და ეხლა სადღაც აგარაკზე აქვს.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...