davit 1 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 მონადირე ლეკვის გაზრდა. ძაღლის ორგანიზმში მუდმივად მიმდინარეობს რთული ქიმიური და ბიოლოგიური პროცესები, რის შედე იხარჯება ზოგიერთი ნივთიერებების საკმაო რაოდენობა, რომლებიც გამიზნულია სხეულის ტემპერატურის შესანარჩუნებლად, ახალი უჯრედების წარმოსაქმნელად, ნერწყვის და კუჭის წვენის გამოსამუშავებლად, და სხვა. ამიტომ, ძაღლის ორგანიზმმა ეს დანახარჯები უნდა შეავსოს ყოველდღიურად, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, მინერალური მარილების, ვიტამინების და წყლის საკმაო ოდენობის მიღების გზით. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ძაღლის კვების რეჟიმის საკითხს, ვინაიდან კვების რეჟიმის დარღვევას და აგრეთვე უხარისხო პროდუქტებით კვებას შეიძლევა მოჰყვეს ორგანიზმის საერთო დასუსტება და საბოლოო ჯამში ძაღლის დაავადება. ასევე უარყოფითად შეიძლება ჩაითვალოს გადამეტებული კვებაც, რა დროსაც ძაღლი სუქთება, მოთენთილი ხდება, ნაკლებად მოძრავია და იძენს სხვადასხვა დაავადებისაკენ მიდრეკილებას. როგორც წესი ძაღლი უნდა გამოვკვებოთ ყოველდღიურად, განსაზღვრულ დროს, საკმაო და ხარისხიანი საკვებით. კვების სწორ ორგანიზაციაზე მიუთითებს ძაღლის გარეგნული შეხედულება და ქცევა, იგი მხიარულადაა, მოძრავია და სიამოვნებით ასრულებს პატრონის მოთხოვნებს. დღეს-დღეობით ზოო-მაღაზიებში დიდი ასორტიმენტით მოგვეწოდება ძაღლის კვება. სხვადასხვა ქვეყნის მიერ მოწოდებული მშრალი საკვები, კონსერვები, ჟელეს სახით, ვიტამინიზირებული ტექნოლოგების მიერ დახვეწილი ხარისხიანი, თუმცა არსებობს მოსაზრება ამ საკვების საწინააღმდეგოდ. მე თავს შევიკავებ რეკომენდაციისგან, რადგანაც ეს საკითხი დღეს-დღეობით სადისკუსიო საკითხია და ბევრი სპეციალისტი მუშაობს ამ საკითხთან დაკავშირებით. მე მაინც შემოგთავაზებთ ეკოლოგიურად სუფთა საჭირო პროდუქტებს: ძაღლის ძირითად საკვებს პროდუქტებს მიეკუთვნება: ხორცი, ცხიმი (მცირე რაოდენობით), ბურღული, კარტოფილი, ბოსტნეული და მარილი. გარდა აღნიშნულისა, ძაღლის კვების რაციონში შეიძლება ჩავრთოთ: თევზი, პური, ხაჭო, მაწონი, უმარილო ყველი, ნადუღი და სხვა. ხორცი მდიდიარია ცილებით და ცხიმებით, მას კარგად ითვისებს ძაღლის ორგანიზმი, ძირითადად გამოიყენება საქონლის, ქათმის ხორცი. თევზის ქონი, როგორც ვიტამინის წყარო გამოიყენება ლეკვების და მოზარდი ძაღლების გამოსაკვებად. ბურღულებიდან უნდა ვიხმაროთ: ქერი, ჰერკულესი, მუხუდო, წიწიბურა, ბრინჯი. სასურველია ძაღლის ყოველდღიურ საკვებ რაციონში შევიტანოთ კარტოფილი და ბოსტნეული: კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო, რომლებიც ნახშირწყლების და ვიტამინების ძირითად წყაროს წარმოადგენენ. უნდა გვახსოვდეს, რომ ძაღლის საკვები ზომიერად უნდა იყოს შეზავებული სუფრის მარილის საკმაო რაოდენობით. დიდი ოდენობით მარილის გამოყენება არ არის სასურველი. ძაღლის კვების ძირითადი მოთხოვნაა, რომ ყველა პროდუქტი იყოს ხარისხიანი და ახალი. ლეკვები უნდა ვკვებოთ განსკაუთრებულათ: 4-5-ჯერადად. 1 კვება – ჰერკულესი რძით. (ნაკლებ ცხიმიანუ რძე) და ვაშლის პიურე. 2 კვება – ხორცის მოხარშული ფარში, წიწიბურას ფაფა და დამატებით კალციუმისა და ვიტამინების შეჯერება. 3 კვება – ბურღულეული რძით და სამი სუფრის კოვზი უცხიმო ხაჭო, ერთი ჩაის კოვზი თაფლი. 4 კვება – მოხარშული ქათმის ხორცი დაქუცმაცებული და ბრინჯის ფაფა. 2 თვემდე ასაკის ლეკვს დღეში 4-5 ჯერ აჭმევენ ყოველ სამ საათში ერთხელ. 2–დან 4 თვემდე ლეკვს დღეში 5–ჯერ ყოველ 4 სააში. 4–დან 6 თვემდე ლეკვს დღეში 4–ჯერ ყოველ 5 სააში. 6–დან 9 თვემდე ლეკვს დღეში 3–ჯერ ყოველ 6 სააში. გაზრდილ ძაღლებს კი დღეში 1–2ჯერ ჭირდებათ ჭამა ეს დამოკიდებულია მათ მადაზე. -------------------------------------------------------------------------------- ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted February 6, 2013 Report Share Posted February 6, 2013 ლეკვის აღზრდა კარგი იქნება თუ ამ საკითხში გამოცდილი ხალხი, ამ თემაში გაგვიზიარებთ თქვენს გამოცდილებას. გვასწავლით თუ როგორ ავღზარდოთ სწორად ჩვენი პატარა ოთხფეხა მეგობრები, როგორ გავწვრთნათ და დავგეშოდ , როგორ გადავაჩვიოთ მავნე ჩვევებს და ა.შ ჩემი აზრით ეს თემა საინტერესო იქნება მათთვის ( მათშორის ჩემთვისაც) ვინც ახლახან აიყვანა ლეკვი და უჩნდება ბევრი კითხვა მის გაზრდასთან დაკავშირებით ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted February 7, 2013 Report Share Posted February 7, 2013 თქვენი რჩევა მჭირდებაა ჩემი ლეკვი მიეჩვია ლოგინზე ამოსვლას, ბოლო სამი დღეა რო ვიღვიძებ ფეხებში მხვდება მოწოლილი გუშინ მაგის გამო კი მოხვდა პატარაზე ერთ ადგილს და წავიდა თავის ბუნაგში მარა დილას ისევ დამხვდა ლოგინზე ამოსული რავქნა დღესაც ჯოხით დავიძინოო ??? ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted February 8, 2013 Report Share Posted February 8, 2013 თქვენი რჩევა მჭირდებაა რავქნა დღესაც ჯოხით დავიძინოო ??? ჯოხით დაძინებას ჯობია მეუღლესთან ერთად დაიძინო... დროა იფიქრო ოჯახზე და მერე... ლეკვი ვეღარ მობედავს საწოლთან ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted February 8, 2013 Report Share Posted February 8, 2013 თქვენი რჩევა მჭირდებაა ჩემი ლეკვი მიეჩვია ლოგინზე ამოსვლას, ბოლო სამი დღეა რო ვიღვიძებ ფეხებში მხვდება მოწოლილი გუშინ მაგის გამო კი მოხვდა პატარაზე ერთ ადგილს და წავიდა თავის ბუნაგში მარა დილას ისევ დამხვდა ლოგინზე ამოსული რავქნა დღესაც ჯოხით დავიძინოო ??? მე არ ვამართლებ ლეკვის საწოლ ოთახში თბილად ყოფნას. 2 თვის იყო რომ მოვიყვანე და ეგრევე აივანზე გავსხი. იწუწუნა მაგრამ შეეგეუა სიცივესაც და მარტო ძილსაც. თუ ადგილის პრობლემაა, თოკით დააბი ისე რომ ლოგინამდე ვერ მოაღწიოს. ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted February 8, 2013 Report Share Posted February 8, 2013 ჯობია მეუღლესთან ერთად დაიძინო... დროა იფიქრო ოჯახზე :haha: ცოლამდე პაწა შორია გელა , ჯერ კარიერა კარიერაა :haha: თუ ადგილის პრობლემაა, თოკით დააბი ისე რომ ლოგინამდე ვერ მოაღწიოს. არა ადგილის პრობლემა არ მაქ დღისით მეც აივანზე მყავს, ღამე შემომყავს იმიტო რო წუწუნებს და საშუნლად ყეფს , მეზობლების მერიდება და მაგიტო შემომყავს ოთახში ციტირება Link to post Share on other sites
tornike527 0 Posted February 8, 2013 Report Share Posted February 8, 2013 გამარჯობათ. კარგი თემა გაგიხსნიათ და დზალიან საჭირო ჩემთვისაც. ერთი თვის და სამი კვირის კურცჰაარი მყავს, პირველად ვზრდი ლეკვს და ცოტა არ იყოს მეშინია რამე შეცდომა არ მომივიდეს ისეთი რასაც მერე ვეგარ გამოვასწორებ ას რომ დზალიან გამიხარდება ამ თემაში თუ დაიწერება ამ საკითხში გამოცდილი ადამიანების რჩევები. კონკრეტილად ამ ეტაპზე დუტამ რაც დაწერა ეგ პრობლემა მეც მაქვს ჩემი საწოლზე ვერ ამოდის მაგრამ გამე დროდა დრო თათებს შემოალაგებს საწოლზე და ამოსვლა უნდა ხოლმე მარტოც ვერ ვთოვებ ოთახში ერთ ამბავს ტეხს ყეფს და წკმუტუნებს და მეზობლების მერიდება მეც ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted February 9, 2013 Report Share Posted February 9, 2013 ფაქტზე როცა დაიჭერთ მაშინ დასაჯეთ ლეკვი რომ მიხვდეს რისი გულისთვის დაისაჯა.დუტა ერთო ორი ღამის გათენება მოგიწევს ძმაო .ისე არ გამოვა შენ გეძინოს და ლეკვი თავისით გადაეჩვიოს.უნდა დაუყარაულდე ამოსვლას რომ დააპირებს მისცხე ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted February 9, 2013 Report Share Posted February 9, 2013 jaba გასაგებია ჯაბა , დავიდგავ ერთ ლიტრა ყავას და დილამდე დავჯდები თვალებ დაჭყეტილიი ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted February 9, 2013 Report Share Posted February 9, 2013 მე რომ ავიყვანე ლეკვი, ასე მითხრეს შენი ნაცვამი რამე ჯემპრისმაგვარი დაუფინეო რომ სუნი ქონდეს შენიო და ზედ დაიძინებსო, მაგრამ დღემდე ფეხებზე მაწევს ზაფხულში რომ ცხელოდა ლინენიუმზე იწვა გრილად. უწესრიგო ძაღლი მყავს, პატრონს გავს, მეც ძალიან უწესრიგო ვარ. დუტა შენ კი თუ მოინდომებ ყველაფერს მიაჩვევ, უბრალოდ ცოტა დროა საჭიორო და როგორც ჯაბამ გითხრა ფხიზელი თვალი. ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted February 15, 2013 Report Share Posted February 15, 2013 ჩემი ლეკვი მალე 3 თვის ხდება, დღისით აივანზე მყავს და ღამით შემომყავს ოთახში. მაინტერესებს თუ შეიძლება რომ უკვე ღამითაც აივანზე დავტოვო და მივაჩვიო იქ ძილს თუ პატარაა ჯერ მაგისთვის ? ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted February 15, 2013 Report Share Posted February 15, 2013 ჩემი ლეკვი მალე 3 თვის ხდება, დღისით აივანზე მყავს და ღამით შემომყავს ოთახში. მაინტერესებს თუ შეიძლება რომ უკვე ღამითაც აივანზე დავტოვო და მივაჩვიო იქ ძილს თუ პატარაა ჯერ მაგისთვის ? დუტა პირადად მე მეორე აცრა რომ გავუკეთე ლეკვს ჭირზე, მესამე დღეს გარეთ გავსვი და მშვენივრად აიტანა სიცივე(ნოემბრის ბოლო იყო) ციტირება Link to post Share on other sites
tornike527 0 Posted February 16, 2013 Report Share Posted February 16, 2013 ჩემი ლეკვი კედლის კუტხეს გრნის ან თათებით გამოფხოჭნის და გაჯის ნაფხვენებს ჭამს ხოლმე რა მოვუხერხო აგარ ვიცი ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted February 17, 2013 Report Share Posted February 17, 2013 ჩემი ლეკვი კედლის კუტხეს გრნის ან თათებით გამოფხოჭნის და გაჯის ნაფხვენებს ჭამს ხოლმე რა მოვუხერხო აგარ ვიცი ეგ ვეტერინარის კონსულტაციაში დასასმელი კითხვაა. გაჯს ჭამს?? ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted February 17, 2013 Report Share Posted February 17, 2013 დღეს პირველად გავიყვანე ჩემი ლეკვი გარეთ, ყველაფერს სუნავს სულ რაღაცას ეძებს, პირში იყრის ყველაფერს სიგარეტის ბიჩოკი და ქაღალდი არ დატოვა გარეთ ყველაფერი ახვეტა ყოველ 10 მეტრში ვაჩერებდი და პირიდან ხან რას ვაცლიდი ხან რას ციტირება Link to post Share on other sites
sniper 0 Posted February 17, 2013 Report Share Posted February 17, 2013 დღეს პირველად გავიყვანე ჩემი ლეკვი გარეთ, ყველაფერს სუნავს სულ რაღაცას ეძებს, პირში იყრის ყველაფერს სიგარეტის ბიჩოკი და ქაღალდი არ დატოვა გარეთ ყველაფერი ახვეტა ყოველ 10 მეტრში ვაჩერებდი და პირიდან ხან რას ვაცლიდი ხან რას :e025: გაუბრაზდი დუტა და გადაეჩვევა ... ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted February 17, 2013 Report Share Posted February 17, 2013 დღეს პირველად გავიყვანე ჩემი ლეკვი გარეთ, ყველაფერს სუნავს სულ რაღაცას ეძებს, პირში იყრის ყველაფერს სიგარეტის ბიჩოკი და ქაღალდი არ დატოვა გარეთ ყველაფერი ახვეტა ყოველ 10 მეტრში ვაჩერებდი და პირიდან ხან რას ვაცლიდი ხან რას :haha: :haha: მერე შე კაი კაცო ჩაუტარე პატარა ლექცია"ძირს ნაყარი არაფერი ჭამოვო" რომ ასეირნებ ლეკვს უყურე ,დახიხარ და ათვალიერებ ლამაზ ლამაზ გრძელ ფეხება გოგოებს,იმანაც რა ქნას ყურადღებას არ აქცევენ და რაც უსწორდება იმას ჭამს.ლეკვს უყურე და ფაქტზე რომ წაიჭერ მიეცი ბრძანება "ფუ" და მისცხე ტაკოზე ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted February 18, 2013 Report Share Posted February 18, 2013 ლეკვს უყურე და ფაქტზე რომ წაიჭერ მიეცი ბრძანება "ფუ" და მისცხე ტაკოზე გასაგებია , მასე ვაკეთებ ზუსტად დახიხარ და ათვალიერებ ლამაზ ლამაზ გრძელ ფეხება გოგოებს, :haha: მაგ გრძელ ფეხება გოგოების ბრალი იყო,ლეკვი სახლში რო მოვიყვანე ქალის სუნამოს სუნი ქონდაა ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted February 18, 2013 Report Share Posted February 18, 2013 გასაგებია , მასე ვაკეთებ ზუსტად :haha: მაგ გრძელ ფეხება გოგოების ბრალი იყო,ლეკვი სახლში რო მოვიყვანე ქალის სუნამოს სუნი ქონდაა :haha: ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted February 20, 2013 Report Share Posted February 20, 2013 პატარა ასაკში ყველა ლეკვი ცდილობს თავისი გაიტანოს - აძვრეს ლოგინში, იწკმუტუნოს დი ა.შ. რაღაცა დროის განმავლობაში შეიძლება ეს სასიამოვნოც იყოს (სანამ ლეკვია), მაგრამ შემდგომში ეს მომაბრეზებელი გახდება თქვენთვისაც, და პირველ რიგში თქვენი ახლობლები-მეზობლებისტვის. ამიტომ, ლეკვის აღრზდას პირველივე დღიდან დიდი დრო უნდა დაუთმოთ. სამწუხაროდ გაცილებიტ მეტი, ვიდრე შეიძლება პირველი შეხედვით გვეგონოს. სხვანაირად ადვილი შესაძლებელია, რომ ლეკვი გააფუჭოთ. პირველ რიგში აუცილებელია, რომ, ლეკვს ქონდეს თავისი მუდმივი ადგილი. ეს ადგილი სასურველია იყოს ისე განლაგებული, რომ, რაც შეიდძლება ნაკლებად იქნეს ლეკვი შეწუხებული გარე პირობებისგან ე.ი. არ უნდი იყოს проходной ადგილას. დღის უმეტეს ნაწილს ლეკვი ძილში ატარებს, და დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ამ პერიოდში იგი არავინ შეაწუხოს. როგორც პატარა ბავშვების აღრზდისას არა სასურველი მათი უაზროდ გაღვიძება, ასევე არაა სასურველი ლეკვის შეწუხება. გამოუძინარი ლეკვი ხშირად ხდება აგრესიული, კარგავს აპეტიტს, იწყებს დაუმორჩილებას. მუდმივი ადგილი არ უნდა იდგეს ისეტ ადგილას სადაც ქარი უბერავს (სადაც სკვიზნიაკია). ის უნდა იყოს იატაკზე უფრო მაღლა. ლეკვი უნდა მიაჩვიოტ თავის ადგილს რაიმე ბრძანებით. არ ვიცი ქართულ ყაიდაზე როგორ ბრძანებებს იძლევიან (იმედია დამეხმარებით), მე ჩემებს ვაძლევ ბრძანებას - "на место", "место". ბრძანება არ უნდა გაიმეოროტ ხშირად, სასურველია, რომ ლეკვმა შეასრულოს ბრძანება პირველივე ბრძანებით. თუ არ ასრულებს უცებ, დააძალეთ (აიყვანეთ ხელში და დასვით თავის ადგილას. ბრძანების შესრულების შემთხვევაში, ასევე მას შემდეგ, როცა ძალით დასვით თავის ადგილზე, აუცილებლად რაიმე ტკბილეულით (ყველი, ძეხვი და ა.შ.) გაუმასპინძლით. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ლეკვის დასჯა თავის ადგილას. მას უნდა ქონდეს იმის გრძნობა, რომ, მისი მუდმივი ადგილი, მისი თავშესაფარია. ზოომაღაზიებში უნა იყოს ამის მსგავსი რამ, ეს გამოგადგებათ მუდმივი ადგილისთვის. იგი შეგიძლიათ აივანზეც განალაგოთ, და ოთახშიც. თუ ლეკვის სახლში მარტო დატოვება ხშირად გიწევთ, და ეს გიქმნით გარკვეულ პრობლემებს (ღრღნის ავეჯს და ნივთებს, წკმუტუნებს და სხ.) სასურველია შეიძინოთ ასეთი რამე: ლეკვი ასეთ "საპატიმროს" მალე ეჩვევა, და მშვიდად გრძნობს იქ თავს. ასეთ ბინაში თამამად სეგიძლიათ დატოვოთ ლეკვი დიდი ხნის განმავლობაში. შემდგომში ასეთი "სახლი" გამოგადგებათ ძაღლის ტრანსპორტირებისას, ნადირობის ან შეჯიბრებების პერიოდში. ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted February 20, 2013 Report Share Posted February 20, 2013 ჩემი ლეკვი მალე 3 თვის ხდება, დღისით აივანზე მყავს და ღამით შემომყავს ოთახში. მაინტერესებს თუ შეიძლება რომ უკვე ღამითაც აივანზე დავტოვო და მივაჩვიო იქ ძილს თუ პატარაა ჯერ მაგისთვის ? თუ ამინდი კარგია, რატომაც არა ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted February 20, 2013 Report Share Posted February 20, 2013 ჩემი ლეკვი კედლის კუტხეს გრნის ან თათებით გამოფხოჭნის და გაჯის ნაფხვენებს ჭამს ხოლმე რა მოვუხერხო აგარ ვიცი გადახედეთ იმას რითაც კვებავთ ლეკვს. აშკარაა, რომ რაღაცა ვიტამინები არ ყოფნის ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted February 20, 2013 Report Share Posted February 20, 2013 დღეს პირველად გავიყვანე ჩემი ლეკვი გარეთ, ყველაფერს სუნავს სულ რაღაცას ეძებს, პირში იყრის ყველაფერს სიგარეტის ბიჩოკი და ქაღალდი არ დატოვა გარეთ ყველაფერი ახვეტა ყოველ 10 მეტრში ვაჩერებდი და პირიდან ხან რას ვაცლიდი ხან რას ეცადეთ ისეირნოთ ისეთ ადგილას სადაც სისუფთავეა (ქალაქგარეთ მაგალითად). თუ ამას ვერ ახერხებთ, აუცილებლალ повадок-ით და სასტიკად (ბრძანებით) აუკრძალეთ ნებისმიერი სიბინძურის (და არასიბინძურისაც) პირში აღება ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted February 20, 2013 Report Share Posted February 20, 2013 კობა ამ სურათში მაკეა შენი გერმანელი გოგო?? ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted February 20, 2013 Report Share Posted February 20, 2013 კი. სურატი 2 წლის წინ არის გადაღებული ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.