Jump to content
Club-Monadire.Ge

როგორ განვსაზღვროთ ოპტიკის ვარგისიანობა


Recommended Posts

მეგობრებო. მე ახალი ფორუმელი ვარ. და ჩემი შემოსვლა მინდა ამ თემით დავიწყო.

მინდა გაგიზიაროთ ჩემი პრაქტიკა თუ როგორ განვსაზღვროთ ხელმისაწვდომი მეთოდით, ოპტიკური სამიზნის ვარგისიანობა. როდესაც პნევმატიკით ვიყავი გატაცებული, და ვატარებდი მრავალნაირ ტესტებს - სიმძლავრე, სიზუსტე გამძლეობა და ა. შ. მივაქციე ყურადღება ერთ გარემოებას - როდესაც გავასწორებდი ოპტიკურ სამიზნეს (ძირითადად ვასწორებდი 25 მეტრზე ზდპ-ს), შემდეგ სხვა დისტანციაზე ხშირად მიზანს ვერ ვარტყავდი, მიუხედავად იმისა, რომ ვითვალისწინებდი ტყვიის ტრაექტორიის ნოლებსა და ეგრეთწოდებულ "პროვისანიეს". და მერე ჩავატარე ასეთი ექსპერიმენტი - ოპტიკური სამიზნე გავასწორე 25 მეტრზე დაწოლილ მდგომარეობაში საყრდენი ბალიშის გამოყენებით. ვისროდი "ჰატსან 105"-დან. ტყვიები "ბარაკუდა მატჩი", 10,5 გრ. 7 გასროლით ჯგუფი გაკეთდა ნორმალური, დაახლოებით 15 მილიმეტრიანი. ზუსტად არ გამიზომია, რადგან ეს არ იყო ჩემი მიზანი. შემდეგ გადავწიე სამიზნე 5 მეტრით. კიდევ 7 გასროლა. შემდეგ ისევ გადავწიე 5 მეტრზე. და ისევ 7 გასროლა. და ა. შ. 60 მეტრამდე. სროლა ხდებოდა ტყეში სრული შტილის დროს. შემდეგ დავიმეორე სროლები 25 მეტრზე უფრო ახლოს მოახლოებული (5 მეტრით) 10 მეტრამდე. და რა შევამჩნიე. ჯგუფები იყო გადაადგილებული არა მარტო ვერტიკალურად. რაც სრულიად მოსალოდნელია (მხედველობაში მაქვს ტყვიის "პროვისანიე") არამედ სრულიად მოუწესრიგებელი (სხვანაირად ვერ გადავთარგმნე "ნეზაკონომერნო") სხვა და სხვა მხარეს, მარჯვნივ, მარცხნივ, ცოტა ზემოთ, ცოტა ქვემოთ და ა. შ. შემდეგ ჩავატარე სროლები ოპტიკის გარეშე. სიზუსტემ მოიკლო, მაგრამ ჯგუფების მოუწესრიგებელი გადადგილება შეწყდა. შემდეგ იგივე ოპტიკით ჩავატარე სროლები "ედგან მატადორით" (კალ. 5,5). იქაც ჯგუფების გაბნევა მოგვცა. შემდეგ ედგანზე დავაყენე "მაკ სნაიპის" ოპტიკა. უკვე გაბნევას ადგილი აღარ ჰქონდა. ამის მერე ეს ექსპერიმენტი ჩავატარეთ სხვა და სხვა თოფზე, სხვა და სხვა ოპტიკით (ძირითადად იყო ჩინური ოპტიკები, რომელთა დასახელებებსაც ყველას ვერ გავიხსენებ. მახსოვს იყო "ტასკო", "გამო" ...).აქედან გამოვიტანე დასკვანა, რომ თუ ასეთ გარემოებას აქვს ადგილი, ეს არის ოპტიკის ბრალი , და ასეთი ოპტიკა არ გარემონტდება.

და კიდევ ერთ გარემოებას მივაქციე ყურადღება. ეს ეხება იმ ოპტიკებს, რომლებსაც არ აქვთ ფიქსირებული მოახლოება, ანუ ობიექტის გადიდება. იაფფასიან ჩინურ ოპტიკებზე ზუმერის ტრიალის დროს ხდება ჯგუფების მოუწესრიგებელი გადადგილება. ამის მიზეზია ოპტიკურ სამიზნეში არსებული მოძრავ მექანიზმებს შორის არსებული "ლუფტი".

მართალია ეს სროლები ხდებოდა პნევმატური თოფებიდან, მაგრამ ვფიქრობ, რომ იგივე შეიძლება განმეორდეს ცეცხლსასროლიდან სროლის დროსაც. მართალია ამ შემთხვევაში სროლის დისტანცია უფრო მეტი იქნება, მაგრამ ეფექტი კი ანალოგიური.

გარდა ამისა, დამწყებებს შემიძლია შევთავაზო "ბარაბნების" ტრიალის ჩემი მეთოდი, რომელიც მდგომარეობს შემდგომში - ავირჩიოთ "ბარაბნების" დამაფიქსირებელი ბრუნვის მიმართულება. მე არჩეული მაქვს საათის ისრის მიმართულება. მე მხედველობაში მაქვს სიტუაცია, როდესაც საჭიროა სროლის წერთილის გადაადგილება მაგ. ზემოდან ქვემოთ 3 "შელჩოლით", ვატრიალებ "ბარაბანს" საათის ისრის მიმართულებით 3 "შელჩოკით". ასევე , თუ საჭიროა სროლის წერთილის გადადგილება მარჯვნიდან მარცხნივ 4 "შელჩოკით", ვატრიალებ ჰორიზონტალური რეგულირების "ბარაბანს" 4 "შელჩოკით" საათის ისრის მიმართულებით. ახლა , იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა სროლის წერთილის გადაადგილება ქვემოდან ზემოთ 3 "შელჩოკით", ვატრიალებ ვერტიკალური რეგულირების "ბარაბანს" საათის ისრის მიმართულების საწინააღმდეგოდ 10 "შელჩოკით", და შემდეგ კი საათის ისრის მიმართულებით 7 "შელჩოკით". იგივეს ვაკეთებთ ჰორიზონტალურ სიბრტყეში რეგულირების დროს. თუ საჭიროა 4 "შელჩოკით" სროლის წერტილის გადაადგილება მარცხნიდან მარჯვნივ - 11 "შელჩოკი" საათის ისრის მიმართულების საწინააღმდეგოდ, და შემდეგ 7 შელჩოკი საათის ისრის მიმართულებით. ეს საჭიროა იმისათვის რათა სარეგულირებელ მექანიზმებში არსებულიმა "ლუფტებმა" ხელი არ შეგვიშალოს.

რა თქმა უნდა ასეტი ოპერაცია არაა აუცილებელი "სვაროსკისა" და "ცეისის" ძვირფასი ოპტიკების გამოყენების შემთხვევაში.

ვიმედოვნებ, რომ ზემოთ ხსენებული ინფო რაიმე სარგებლობას მოუტანს მკითხველს.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...