გიორგი 46 Posted January 21, 2012 Report Share Posted January 21, 2012 აფხაზეთი ყველა ქართველის სიყვარულს და დიდ ტკივილს ეძღვნება ეს თემა. /მაქვს ძალიან ბევრი ახალი სურათი აფხაზეთის შესახებ, აუცილებლად მოგაწვდით./ ციტირება Link to post Share on other sites
ebaneba 3 Posted January 25, 2012 Report Share Posted January 25, 2012 აფხაზეთი (აფხ. Аҧсны, აფსნი) — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ქვეყნის ჩრდილო–დასავლეთით, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, დღეს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით, უკავია 8,7 ათ. კვ.კმ. ტერიტორია მდინარეებს ენგურსა და ფსოუს შორის. ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ (იხ. საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ), იმართება მარიონეტული დე ფაქტო ხელისუფლების მიერ. ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას, სამხრეთ-აღმოსავლეთით საოკუპაციო ხაზი გადის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ. აერთიანებს რამდენიმე ისტორიულ ოლქს: საძენი (ანუ ჯიქეთი), ბზიფი, გუმა, შუა სოფელი, სამურზაყანო და წებელდა-დალი. აფხაზეთი, როგორც პოლიტიკური ერთეული, სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ტერიტორიას მოიცავდა და მისი საზღვრები არასდროს ემთხვეოდა ეთნიკურ აფხაზეთს, ე.ი. აფხაზური ტომებით დასახლებულ მიწებს. დედაქალაქი – სოხუმი. აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი არქეოლოგიურად დადასტურებულია ქვედა პალეოლითის პერიოდიდან (იაშთხვას ნამოსახლარი).[1][2][3][4] უკვე ძვ. წ. IV ათასწლეულიდან აფხაზეთში განვითარებული იყო არა მხოლოდ მიწათმომქედება და მესაქონლეობა, არამედ მექსოველეობა, კერამიკის წარმოება, ქვის, სპილენძისა და ბრინჯაოს დამუშავება. ძვ. წ. II ათასწლეულიდან შემორჩენილია მრავალი დოლმენი. ანტიკური ეპოქის დასაწყისისათვის დასავლეთ საქართველოში ყალიბდება კოლხეთის სამეფო, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიასაც მოიცავს. ძვ. წ. VI-V საუკუნეებში აქაური დასახლებების ბაზაზე წარმოიქმნა ძველბერძნული ახალშენები: დიოსკურია, გიენოსი, ტრიგლიტი, პიტიუნტი და სხვები. ძვ. წ. I საუკუნეში კოლხეთის სამეფო დასუსტდა და დაიშალა. ამის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიაზე აფსილების, აბაზგების და სანიგების სამთავროები წარმოიქმნა, ხოლო მთიან ზონაში – მისიმიანთა სვანური გაერთიანება. III-IV საუკუნეებში ჩამოყალიბდა ლაზთა სამეფო, რომელმაც თავისი ძალაუფლების ქვეშ მთელ კოლხეთთან ერთად გააერთიანა აფხაზეთის ტერიტორიაც. V-VI საუკუნეებში აფხაზურმა ტომებმა დასავლეთით გადაინაცვლეს. ამ პერიოდში ლაზიკის საზღვარი თანამედროვე სოჭის ჩრდილოეთით გადიოდა. VIII საუკუნეში ჩამოყალიბდა აფხაზეთის სამთავრო, რომელმაც გააერთიანა მთელი დასავლეთ საქართველო. ახალ პოლიტიკურ ერთეულს „აფხაზთა სამეფო“ ეწოდებოდა და დედაქალაქი ქუთაისში ჰქონდა. IX-X საუკუნეებში აფხაზეთი ერთიანი ქართული სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა საერისთავოს სახით. საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, XVII საუკუნის დასაწყისში შეიქმნა აფხაზეთის დამოუკიდებელი სამთავრო, რომელიც XVII–XVIII საუკუნეებში ფორმალურად იმერეთის სამეფოში შედიოდა. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 7, 2012 Author Report Share Posted February 7, 2012 აფხაზეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, რომელსაც უკავია მდინარე ენგურსა და ფსოუს შორის მდებარე ტერიტორია. იგი რამდენიმე ისტორიულ ოლქს აერთიანებს: საძენი, ბზიფი, გუმა, აბჟუა, სამურზაყანო და წაბალ-დალი. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური აფხაზეთი სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ტერიტორიის მომცველი იყო და მისი საზღვრები არასდროს ემთხვეოდა ეთნიკურ აფხაზეთს, ე.ი. აფხაზური ტომებით დასახლებულ მიწებს. აფსნი, აფხაზეთის სახელწოდება აფხაზურ ენაზე. ანტიკური ეპოქის დასაწყისისათვის დასავლეთ საქართველოში ყალიბდება კოლხეთის სამეფო, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიასაც მოიცავს. ძვ. წ. VI-V სს-ში აქაური დასახლებების ბაზაზე წარმოიქმნა ძველბერძნული ახალშენები: დიოსკურია, გიენოსი, ტრიგლიტი, პიტიუნტი და სხვები. ძვ. წ. I ს-ში კოლხეთის სამეფო დასუსტდა და დაიშალა. ამის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიაზე აფსილების, აბაზგების და სანიგების სამთავროები წარმოიქმნა, ხოლო მთიან ზონაში - მისიმიანთა სვანური გაერთიანება. III-IV სს-ში ჩამოყალიბდა ლაზთა სამეფო, რომელმაც თავისი ძალაუფლების ქვეშ მთელ კოლხეთთან ერთად გააერთიანა აფხაზეთის ტერიტორიაც. V-VI სს-ში აფხაზურმა ტომებმა დასავლეთით გადაინაცვლეს. ამ პერიოდში ლაზიკის საზღვარი თანამედროვე სოჭის ჩრდილოეთით გადიოდა. VIII ს-ში ჩამოყალიბდა აფხაზეთის სამთავრო, რომელმაც გააერთიანა მთელი დასავლეთ საქართველო. ახალ პოლიტიკურ ერთეულს “აფხაზთა სამეფო” ეწოდებოდა და დედაქალაქი ქუთაისში ჰქონდა. IX-X სს-ში აფხაზეთი ერთიანი ქართული სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა საერისთავოს სახით. საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, XVII ს-ის დასაწყისში შეიქმნა აფხაზეთის დამოუკიდებელი სამთავრო, რომელიც XVII–XVIII სს-ში ფორმალურად იმერეთის სამეფოში შედიოდა. 1810 წელს აფხაზეთის მთავარმა რუსეთის მფარველობა მიიღო. 1864 წელს რუსეთის მთავრობამ აფხაზეთის სამთავრო გააუქმა და მას სოხუმის ოლქი უწოდა. 1918-21 წლებში აფხაზეთი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა და საქართველოსთან ერთად გახდა საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილი. დღევანდელი აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკაა საქართველოს შემადგენლობაში, რომელიც მოიცავს გაგრის, გალის, გუდაუთის, გულრიფშის, ოჩამჩირის და სოხუმის რაიონების ტერიტორიას. 1993 წლიდან აფხაზეთის მთელი ტერიტორია (2008 წლამდე კოდორის ხეობის გამოკლებით) სეპარატისტული რეჟიმის კონტროლქვეშაა. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 28, 2012 Author Report Share Posted February 28, 2012 დასაბრუნებელია!!! /უმაგრეს სურათებს გაჩვენებთ./ ვიწყებ. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 28, 2012 Author Report Share Posted February 28, 2012 გუდაუთის რაიონი. ააწინის ხეობა. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 28, 2012 Author Report Share Posted February 28, 2012 გუმისთის ხიდი. რიწა. რძის ჩანჩქერი. ამტყელის ტბა. მთა "შაქრისთავა". ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 28, 2012 Author Report Share Posted February 28, 2012 მთა "ჲაღჲაფსთა". ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted February 28, 2012 Report Share Posted February 28, 2012 ულამაზესია გიო.მართლაც რომ გულია საქართველოსი. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 28, 2012 Author Report Share Posted February 28, 2012 მთა "აშიმხური". ბზიფის ხეობა. გვაშთუხას უღელტეხილი. მინერალური წყალი "შაბსცა". მდინარე ფსიში. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 28, 2012 Author Report Share Posted February 28, 2012 მდინარე ოტაფი. მთა "თურქული ქუდი". შხაბსთა. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 28, 2012 Author Report Share Posted February 28, 2012 ბაღრი-ჲაშთას უღელტეხილი. ამტყელის "ჯუნგლები". ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 28, 2012 Author Report Share Posted February 28, 2012 ბზიფის ხეობა. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 28, 2012 Author Report Share Posted February 28, 2012 ჰაშუფსეს კანიონი. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 28, 2012 Author Report Share Posted February 28, 2012 ეხლა გამაგრდით. ბზიფის ხეობა. კრუბერას მღვიმე. მსოფლიოში ყველაზე ღრმა მღვიმე. მისი საბოლოო სიღრმე ჯერაც არ არის გამოკვლეული, ვინაიდან ჯერ ვერ ჩააღწიეს ბოლომდე. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 28, 2012 Author Report Share Posted February 28, 2012 აქედან იწყება. ციტირება Link to post Share on other sites
tedo 1 Posted February 28, 2012 Report Share Posted February 28, 2012 აუცილებლად დავიბრუნებთ, აფხაზეთი ჩვენი იქნება. ციტირება Link to post Share on other sites
chubini 0 Posted February 28, 2012 Report Share Posted February 28, 2012 რიწის ტბაზე ვარ ნამყოფი, ულამაზესია, გვეღირსება კი ოდესმე ნახვა? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 28, 2012 Author Report Share Posted February 28, 2012 კურორტი აუადჰარა. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 28, 2012 Author Report Share Posted February 28, 2012 რა მაგარი ხარისხის სურათებია ბიჭებო და რას უშვება "რადიკალი" ვერ წარმოიდგენთ რა. სურათების ასატვირთი ქართული ნორმალური პორტალი არა გვაქვს 21-საუკუნეში. ნეტაი დიდ ეკრანზე განახათ ეს სურათები, თვალს ვერ მოაშორებთ. კიდევ მაქვს ბევრი. დავდებ ამაღამ. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 28, 2012 Author Report Share Posted February 28, 2012 რიწის ხეობა. "პატარა რიწა". მდებარეობს რიწის ხეობაში, 1248 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან. მაქსიმალური სიღრმეა 100 მეტრი. წყალი იმდენად სუფთაა, რომ ხილვადობა ნარჩუნდება დაახლოებით 18 მეტრის სიღრმემდე. ტბაში არ ჩაედინება არც ერთი მდინარე, იგი იკვებება მხოლოდ მიწისქვეშა წყლებით, ამიტომაცაა წყალი კრისტალურად სუფთა. ტბაში წყლის დონე პერიოდულად იცვლება, რაზეც მეტყველებს ხის კუნძზე არსებული კვალი... ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 28, 2012 Author Report Share Posted February 28, 2012 მცირე რიწის ერთადერთი ბინადარია ტრიტონი სახელწოდებით Triturus cristatus, რომელიც საერთაშორისო წითელ წიგნშია შეტანილი. ტბას გარს არტყია უღრანი ტყე, კარგად დატკეპნილი საცალფეხო ბილიკებით... საოცრი და განუმეორებელი შეგრძნებაა, როდესაც ამ ტყიდან შემოსული მნახველის თვალწინ იშლება ტბის მოსარკული ზედაპირი... ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 28, 2012 Author Report Share Posted February 28, 2012 ეს ხის მორი წლებია დაცურავს ასე, ნაპირიდან ნაპირამდე და - ცოცხლობს... ბზის ათასწლოვანი ტყე (მგონი ერთადერთი, საქართველოში) მიმდებარე ტყეები. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 28, 2012 Author Report Share Posted February 28, 2012 ამონარიდი სტატიიდან. ადგილობრივი მაცხოვრებლებისადმი დასმულ შეკითხვაზე: რატომ არ ამოთხრით ჭებს? რატომ არ გაიკეთებთ წესიერ ტუალეტებს სახლებში? რატომ არ...? რატომ? პასუხები შემდეგი იყო: ჩვენ არ შეგვიძლია. აი ქართველებს - შეეძლოთ... და საერთოდ, დაკვირვების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შედეგი: ადგილობრივ აფხაზებთან საუბრისაგან გამომდინარეობს აზრი, რომ ყველაფერი მეტ-ნაკლებად კარგი სოფელში შექმნილი იყო ქართველების მიერ... აი ჩვენ კი ასე არ შეგვიძლია. ისინი (აფხაზები) ამას იმეორებდნენ ხშირად და ყოველგვარი მორიდების გარეშე. ვისია ეს კარგი სახლები? – "ეს ქართველება ააშენეს..." ვისია ეს გაშლილი და დღემდე კარგად მსხმოიარე ბაღები? – "არავისი, ესე ჯერ კიდევ ქართველების დარგულია..." კითხვაზე, რა ჰქვია ამა თუ იმ მთის მწვერვალებს, პასუხი ბავშვურია: "ეს მთებია!", "რა ჰქვია - არ ვიცით... ქართველებმა იცოდნენ..." ღვინოზე საუბრისას: "ჩვენ ღვინო ხელახლა აგვიძმარდა... აი ქართველებმა იცოდნენ ღვინის დაყენება... ჩვენ კი თითქმის მთელ ღვინოს ჭაჭად ვხდით..." სოფლის განაპირას დანგრეული ქარხანაა. ადგილობრივი მაცხოვრებლები გვიხსნიან: "ეს რუსებმა ააშენეს... ვინ აღადგენს ახლა?" ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 28, 2012 Author Report Share Posted February 28, 2012 აფსაროსის მთა, ანაკოფიის ციხე. ახალი ათონი. ბიჭვინთის სანაპირო. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 28, 2012 Author Report Share Posted February 28, 2012 ჲუფშარას კანიონი. /ხვალ გავაგრძელებ, სათითაოდ ვკრიფავ სურათებს და თან კომენტებსაც ვადებ, ბევრი დრო მიაქვს./ ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.