Jump to content
Club-Monadire.Ge

გუნდური შეჯიბრი ფიდერში "DEBEDA MASTERS" 18.05.2013


Recommended Posts

5dc85315ec0a.jpg

 

ესეიგი მაგარი ასპარეზობა უნდა გაიმართოს ჩემი აზრით 18-ში დებედაზე.კარგი თევზაობისათვის ყველა პირობაა.თევზი ბლომადაა,თევზი დიდი ზომისაა....ნუ თუ არ გადაირია ამინდი და გეომაგნიტური ქარიშხალი არ ამოვარდა უთევზოდ არავინ უნდა დარჩეს. :e025:

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

ზურა უნდა გავიმარჯვოთ ისევ სხვა გზა არაა B)

სხვა ვარიანტი არც კი განიხილება !!! :iscavlet: ამისათვის მზად უნდა იყვეთ !!! დაიწყედ ძუით.მაქოზე 150-200 მეტრი ძუა უნდა გქონდეთ დახვეული.ის რომ წნული არ დაუშვა ტბის პატრონმა ერთ მხრივ კარგია !მონოფილი ელასტიურია და დიდი თევზის გაკვრებს დააღშობს.........

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

სხვა ვარიანტი არც კი განიხილება !!! :iscavlet: ამისათვის მზად უნდა იყვეთ !!! დაიწყედ ძუით.მაქოზე 150-200 მეტრი ძუა უნდა გქონდეთ დახვეული.ის რომ წნული არ დაუშვა ტბის პატრონმა ერთ მხრივ კარგია !მონოფილი ელასტიურია და დიდი თევზის გაკვრებს დააღშობს.........

 

200 მეტრი რათ მინდა ზური? :) მაგდენზე რომ გავუშვა თევზი ხო მოხვეტავს მთელ „კარმუშკებს“ :D

Edited by ქევხო
Link to post
Share on other sites

ეგ დებედა სადაა :karochera:

 

ეს ვიდეო ნახე კობა, თავიდანვე ამბობს წამყვანი ადგილმდებარეობას, თან ამ თემასაც შეეფერება.

 

Link to post
Share on other sites

200 მეტრი რათ მინდა ზური? :) მაგდენზე რომ გავუშვა თევზი ხო მოხვეტავს მთელ „კარმუშკებს“ :D

იმისათვის ჩემო არჩილ რომ კოჭაზე მაქო სავსე უნდა იყოს კარგი ჩაგდებისათვის და მერე ამური თუ დაჯდა პირველ გაკვრაზე შეიძლება 60-70 მეტრი ძუა წაიღოს....

Link to post
Share on other sites

დავათვალიერე ფოტო და ვიდეომასალა დებედა-ზე და ძალიან საინტერესო ტბები არის,უფრო კარპფიშინგის მოყვარულების გადაღებულები იყო,და ძირითადად კობრები არის მასალებში რაც იმას მეტყველებს რომ საკვები კობრზე უნდა იყოს გათვლილი.ისე მდებარეობას ვერ მივაგენი და თუ იცით ვინმემ დადეთ აქ..

Link to post
Share on other sites

courage მადლობა ინფოსთვის! კი ვნახე ადრეც ეს ტბები,მაგრამ ვიდეოებში საუბრები 2 ტბაზე იყო და ამიტომ გამოვრიცხე რომ ესენი იყო...

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

გამარჯობათ ბიჭებო,ერტი კიტხვა მაქვს ტკვენტან,მაგ ტურნირზე მონაწილეობა როგორ მივიღო? არ ვარ კლუბის წევრი მაგრამ მაქვს დიდი სურვილი.გტხოვტ დამეხმაროტ

Link to post
Share on other sites

rasima

გამარჯობა მეგობარო ! სპორტულ ტურნირში თევზის ფიდერით ჭერაში მონაწილეობის მისაღებათ არაა აუცილებელი რომელიმე კლუბის წევრი იყო.შეჯიბრების ჩატარების წინ,როგორც წესი ერთი თვით ადრე იდება ინფორმაცია ფორუმებზე.უბრალოდ თვალყური უნდა ადევნო სპორტული თევზაობის თემებს.ფინანსურ მხარეს და გადასახადის რაოდენობას ორგანიზატორი წყვეტს.რაც შეეხება 18 მაისის ტურნირს,იგი რეგლამენტირებულია და მასში წინა ტურნირის 7 გამარჯვებული გუნდი იღებს მონაწილეობას(21 კაცი).მაგრამ ამ წლის ბოლომდე ფედერაციას აქვს დასახული რამოდენი ტურნირის მოწყობა.ასე რომ შეგიძლია შემდგომში დარეგისტრირდე და მიიღო მონაწილეობა :hi:

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

ლომებო როგორა ხართ ? ხომ ხართ მზად ხვალისათვის ;)

 

კი ზურა, მზად ვართ და ვნახოთ, იმედია საინტერესო იქნება :)

Link to post
Share on other sites

ვახ როგორ მინდა დავესწრო გულშემატკივრად ამ ტურნირს ! აბა ბიჭებო

თქვენ იცით.

Link to post
Share on other sites

არჩილ, პააატა და რამაზ ბოდიშს გიხდით რომ ვერანაირად ვერ ვახერხებ წამოსვლას და ადგილზე გულშემატკივრობას.

 

არადა ძალიან კი მინდოდა.

 

აბა თქვენ იცით!!!!

 

 

:hi:

Link to post
Share on other sites

ეხლა დამირეკა DMORAL-მა, ქევხოს აუთრევია კაი ზომის ზარბაზანა, მერე მეორე მომცროც მიუყოლებია.

ვნახოთ როგორ დამთავრდება შეჯიბრი.

 

ყველა შემთხვევაში, ყველა მონაწილეს გართობას და წარმატებას ვუსურვებ.

Link to post
Share on other sites

ლევანა ელაპარაკა ამ წუთას ქევხოს ერთი 4კგ და მეორე კილოიანი საზანი დაუჭერია, ორიც კაი დიდები ნაპირთან მოყვანილი გაქცევია, ასე რომ კაი შანსები აქვთ ბიჭებს :yes:.

Link to post
Share on other sites

არაფერი სასიხარულო,მეოთხე ადგილი ავიღეთ,მე და ჩემს გვერდზე მყოფ 5 კაცს თევზი არ გვინახავს,დანარჩენს ბიჭები გეტყვიან,მე პირადად ვერაფერი გავიგე რატო მოხდა ეგრე

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...