Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ქართლი

 

5407d3dddc7a.jpg

 

მხარე აღმოსავლეთ საქართველოში. სახელწოდება მომდინარეობს იმ მთისაგან, სადაც ლეონტი მროველის ცნობით დაემკვიდრა ქართველთა ლეგენდარული ეთნარქი - ქართლოსი. მთა “ქართლი” იქცა ქალაქ “ქართლად” (მოიცავდა მცხეთას და წიწამურს), შემდეგ შეიქმნა “დიდი ქართლი”, აქედან კი სახელწოდება მთელ მხარეზე გავრცელდა.

ეთნიკურ-გეოგრაფიულად ელინისტური ხანიდან მოყოლებული ქართლი ორ ნაწილად იყოფოდა: ზენა სოფელი და ქვენა სოფელი. სავარაუდოდ ამ ერთეულთა შორის მიჯნა მტკვარზე გადიოდა. მოგვიანებით, ისტორიული ქართლი გეოგრაფიული მდებარეობისა და უმთავრესი მდინარის მტკვრის დინების მიხედვით სამ ნაწილად იყო გაყოფილი:

ზემო ქართლი - მხარე მტკვრის ზემო დინებაზე. მასში შედიოდა ტაო, კლარჯეთი, კოლა, არტაანი, შავშეთი, სამცხე, ჯავახეთი, თორი. ტერმინი შეესაბამება გვიანდელი ხანის “მესხეთს”.

შიდა ქართლი - მხარე მტკვრის შუა დინებაზე, ცენტრით ქალაქ გორში. მხარის ჩრდილოეთ ნაწილში საბჭოთა ხელისუფლების წლებში შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.

ქვემო ქართლი - მხარე მტკვრის ქვემო დინებაზე, ცენტრით ქალაქ რუსთავში. იგი მოიცავს ისტორიულ მხარეებს: სკვირეთი, თრიალეთი, სომხითი, საბარათიანო, დბანისხევი და სხვა.

ქართლის ტერიტორია ძვ.წ. IV საუკუნიდან ქართლის (იბერიის) სამეფოში შედიოდა, რომლის დედაქალაქი ჯერ მცხეთა იყო, შემდეგ თბილისი. X საუკუნეში იგი გაერთიანებული ქართული სახელმწიფო ცენტრი გახდა. XV-XVIII საუკუნეებში აქ ჩამოყალიბდა ქართლის სამეფო (მოგვიანებით, ქართლ-კახეთის სამეფო), რომელიც 1801 წელს ინკორპორირებულ იქნა რუსეთის იმპერიის მიერ.

დღევანდელი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური დაყოფით ისტორიული ქართლის ტერიტორია შედის შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის მხარეებში.

Link to post
Share on other sites

ზემო ქართლი — მხარე საქართველოში:

ასე ეწოდებოდა XVI საუკუნემდე საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს — მტკვრის ზემოთს ტაშისკარიდან მდინარე მტკვრის სათავემდე და ჭოროხის აუზის ზემო წელს. ეს ტერმინი წყაროში პირველად XII საუკუნეში იხსენიება, მაგრამ გაცილებით ადრინდელი უნდა იყოს. ლეონტი მროველის (XI ს.) მიხედვით, ზემო ქართლი ქართველთა ლეგენდარული მამამთავრის ქართლოსის უფროსი ძის მცხეთოსის შვილების ოძრხოსის და ჯავახოსის წილხდომილი მხარეა. იგი მესხების და ჯავახების თავდაპირველი განსახლების ტერიტორიაა. ანტიკური წყაროების მიხედვით (სტრაბონი), ამ ტერიტორიას "მოსხიკე" (ქართულად: მესხეთი) ეწოდებოდა. ზემოქართლში შედიოდა შემდეგი ერთეულები: სამცხე, ჯავახეთი, ერუშეთი, არტაანი და კოლა — მტკვრის ზემო წელზე: კლარჯეთი, შავშეთი, ტაო, სპერი — ჭოროხის ზემო წელზე. VIII-IX საუკუნეებში ზემო ქართლის ტერიტორიზე ჩამოყალიბდა ქართველ ბაგრატიონთა საკურაპალატო (IX საუკუნის დასასრულიდან — სამეფო). XII-XIII საუკუნეებში ამ მხარის ფეოდალური მფლობელები იყვნენ თორელები, ჯაყელები, ფანასკერტელები. XV საუკუნის II ნახევარში ჯაყელების საგვარეულოს მეთაურობით ზემო ქართლი დამოუკიდებელ სამთავროდ (სამცხე-საათაბაგო) ჩამოყალიბდა, რომლის ცენტრიც ახალციხე იყო. XVI საუკუნეში ეს ტერიტორია თანდათან ოსმალეთმა დაიპყრო და აქ თავისი ადმინისტრაციული ერთეული -ახალციხის საფაშო შექმნა.

XVI საუკუნიდან ასე ეწოდებოდა ძვ. შიდა ქართლის ტერიტორიას, უფრო მის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილს. ვახუშტის მიხედვით XVIII საუკუნეში შიდა ქართლი შეადგენდა მეორე სასპასპეტოს, რომლის ცენტრი გორი იყო.

Link to post
Share on other sites

ქვემო ქართლი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, ქართლის ერთი ნაწილი. იგი შემოსაზღვრული იყო თრიალეთის, ჯავახეთისა და ბამბაკ-ერევნის ქედებით. სხვადასხვა პერიოდში მისი კუთხეები სხვადასხვა სახელებით იხსენიებიან (თრიალეთი, გაჩიანი, გარდაბანი, ტაშირი, აბოცი, ბამბაკი), რომელთა შინაარსი ხშირად იცვლებოდა.

ამავე ტერიტორიაზე იქმნებოდა სხვადასხვა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები, რომლებიც საცილობელი ხდებოდა მეზობელ ქვეყნებს შორის. მათ შორის აღსანიშნავია: სამშვილდის და ხუნანის საერისთავოები, თბილისის საამირო, ტაშირ-ძორაგეთის სამეფო, კლდეკარის, ლორის, გაგის საერისთავოები, საბარათიანო.

ქვემო ქართლის ტერიტორია უძველესი დროიდანვე ქართველური ტომებითი იყო დასახლებული, რომელთა ხანგრძლივი ურთიერთკავშირისა და ურთიერთშერწყმის შედეგად წარმოიშვა ქართველი ხალხი. აქ მოსახლე ტომებიდან წყაროები იცნობენ გუგარებს, იგივე გოგარებს. მათგან მოდის ისტორიული პროვინციის - გოგარენეს სახელწლდება. სავარაუდოა, რომ მათ გვერდით ცხოვრობდნენ ასევე სომხური ტომებიც. მტრების გამუდმებული თავდასხმების გამო XIII საუკუნიდან მოყოლებული ქვემო ქართლი თანდათანობით დაიცალა მკვიდრი მოსახლეობისაგან. მათი დიდი ნაწილი მტერს შეეწირა, ნაწილი კი საქართველოს სხვა კუთხეებში გაიხიზნა. მათ ადგილს უცხოტომელები იკავებდნენ, რაც განაპირობებს ამ მხარის ეთნიკურ სიჭრელეს.

თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ქვემო ქართლი შედის ქვემო ქართლის მხარეში და მოიცავს ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი წყაროს, მარნეულისა და წალკის რაიონების ტერიტორიებს.

Link to post
Share on other sites

შიდა ქართლი არის ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლის ერთი ნაწილი. მისი ადრინდელი სახელია ზენა სოფელი. შიდა ქართლი ისტორიულად მოიცავდა ტერიტორიას, რომელიც შემოფარგლული იყო: აღმოსავლეთით - არაგვით, ჩრდილოეთით - კავკასიონით, დასავლეთით - ლიხის ქედით, სამხრეთით - თრიალეთის ქედით.

შიდა ქართლის მტკვრის სამხრეთით მდებარე ნაწილს გაღმამხარს უწოდებდნენ. მასზე გამავალი მდინარეები - ძამა, ტანა, თეძამი და კავთურა ქვედა წელში მცირე დაბლობებს ქმნიან, ხოლო მტკვრის ჩრდილოეთით დოღლაურის, ტირიფონის და მუხრანის ვრცელი ველებია, რომლებსაც სერავს მდინარეები: აღმოსავლეთის ფრონე, ლიახვი, ლეხურა, ქსანი და არაგვი.

შიდა ქართლის მდინარეების უმრავლესობა უძველესი დროიდანაა სარწყავად გამოყენებული. ვრცელი დაბლობები და საზაფხულო და საზამთრო საძოვრები ქმნიდნენ ინტენსიური მიწათმოქმედების და მესაქონლეობის განვითარების შესაძლებლობას. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო-სატრანზიტო გზები, როგორც ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ (ე.წ. არაგვის გზა), ისე აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ამან ხელი შეუწყო გზის გასწვრივ ქალაქების ჩამოყალიბებას: მცხეთა, მუხრანი, გორი, ურბნისი და სხვა. შიდა ქართლის ბუნებრივმა პირობებმა და მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ განსაზღვრეს ის როლი, რომელიც ამ რეგიონმა შეასრულა ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში.

ადრინდელ და შუა ფეოდალურ ხანაში შიდა ქართლის ტერიტორია ქართლის საერისთავოში შედიოდა. მონღოლთა შემოსევების შემდეგ მას გამოეყო ქსნის საერისთავო (XIII ს.), შემდეგ კი სხვა დიდი და მცირე ერთეულები: არაგვის საერისთავო (XIV ს.), საციციანო (XIV ს.), საამილახვრო (XV ს.), საჯავახო (XV ს.), სამაჩაბლო (XV ს.), სამუხრანბატონო (XVI ს.). XVI საუკუნიდან ქართლის სამეფო დაიყო ოთხ სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულად - სადროშოდ, რომელთაგან სამი ჩამოყალიბდა შიდა ქართლის ტერიტორიაზე. საქართველოს რუსეთთან შეერთების ეს მიწები თბილისის გუბერნიის გორისა და დუშეთის მაზრებში შედიოდა.

თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ისტორიული შიდა ქართლის ტერიტორიის დიდი ნაწილი შიდა ქართლის მხარეში შედის, მცირე ნაწილი - მცხეთა-მთიანეთის (მცხეთა, ახალგორი) და სამცხე-ჯავახეთის მხარეებში (ბორჯომი). ამჟამად შიდა ქართლის ჩრდილოეთი ნაწილი ე.წ. “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის” სეპარატისტული რეჟიმის მიერ კონტროლირებად ანკლავს წარმოადგენს.

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

გასულ პარასკევს (13 აპრილი) ქუთაისში დავესწარი მამა არჩილის ჩატარებულ წირვას, რის შემდეგაც გავეცანი და ცოტა ვისაუბრეთ. მეორე დღეს, შაბათას ისევ სათევზაოთ ვაპირებდი წასვლას ზღვისპირეთში, ლევანიც სტარტზე იყო. ჩემი ეს განზრახვა მამა არჩილს გავანდე. გასაგები მიზეზების გამო, მირჩია თევზაობის აღდგომის შემდეგ გადადება და ამისთვის მისი დიდად მადლობელი ვარ!

 

შედეგად აღდგომის ღამე და დილა მდ.ძამას ხეობაში, კოდმანის მონასტერში, გავატარე.

 

 

108d2bd576f5.jpg

 

e3607ed5bee6.jpg

 

0b6bfed9b74e.jpg

 

ed9c265a79af.jpg

 

3efd65a920b4.jpg

 

d78d1db1984d.jpg

 

aa2059a00e41.jpg

 

8f2cffe42a02.jpg

 

ad8f64ce5e15.jpg

 

8b4c4bec77d7.jpg

 

5226261dca2b.jpg

 

27423139169b.jpg

 

7d47f68a0c72.jpg

 

3f1c766db783.jpg

 

9aec73c936f4.jpg

 

ab9f4ac0e1a6.jpg

 

63ea4e3adc0d.jpg

 

cacccebaaa07.jpg

 

87c7c7c3c880.jpg

 

40d43bf25955.jpg

Link to post
Share on other sites

როგორც დმორალმა მითხრა, 20-ზე მეტი მონასტერი ყოფილა ძამას ხეობაში. არაა ჩვენი სულიერი სიმდიდრე?! თან რა ულამაზესი ადგილებია მაქეთ.

Link to post
Share on other sites
  • 5 months later...

ეჰ ჩემი თემა (ჩემი ქართლი) ნეტა სად დაიკარგა

 

რაღაც ნაწილის გადმოტანა მოვახერხეთ, დანარჩენი ისევ ჩვენ უნდა აღვადგინოთ და დავამატოთ, ესეა მგელო.

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

რაღაც ნაწილის გადმოტანა მოვახერხეთ, დანარჩენი ისევ ჩვენ უნდა აღვადგინოთ და დავამატოთ, ესეა მგელო.

 

გიორგი ეს ჩემგან, რუისის სურათები. ტელეფონითაა გადაღებული,ხარისხი მთლად კარგი ვერაა, :hi3:

post-317-0-12412500-1354685425_thumb.jpg

post-317-0-58976100-1354685444_thumb.jpg

post-317-0-13946900-1354685467_thumb.jpg

post-317-0-70546300-1354685500_thumb.jpg

post-317-0-42680700-1354685541_thumb.jpg

post-317-0-91208000-1354685581_thumb.jpg

post-317-0-84959500-1354685608_thumb.jpg

post-317-0-66746600-1354685632_thumb.jpg

post-317-0-12699100-1354685679_thumb.jpg

post-317-0-93566600-1354685722_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

ბოლოს 2005-ში ვიყავი მანდეთ.

 

წამოსვლისას ფეხით გამოვიარე ნახევარი სოფელი, დიდია ეგ დალოცვილი.

 

მაგ უბანს, რომელიც სურათებზე სჩანს წინუბანი ჰქვია.

 

მადლობა სოსო, ჯიგარი გამითბა და ცოტაც ავფორიაქდი.

 

რადაც არ უნდა დამიჯდეს, უნდა ჩამოვიდე.

 

სუნი მომენატრა.

 

ჰოოო, სუნი აქვს ყველაფერს.

 

მშობლიურ ქვეყანას სუნი აქვს ბიჭებო, თანაც განსაკუთრებული და შეუდარებელი.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

რუისის ფერისცვალების/ღვთისმშობლის/ საკათედრო ტაძარი. VIII-IX საუკუნე.

 

http://ka.wikipedia.org/wiki/რუისი_(ტაძარი)

 

614c435d1864.jpg

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

ქართლს ვაჟა-ფშაველა

 

 

 

ქართლო, დარდების ამშლელო,

გულ-მაგარ ძეთა მხარეო!

რო გნახე, გული აძგერდა,

ფიქრი მეწვია მწარეო.

არა ვსთქვა, ისა სჯობია,

გულშივე დარჩეს ბარეო.

დავჯე, დავიწყე ტირილი,

ცხარე ცრემლები ვღვარეო.

ათას დარდებში გამხვიე,

ლამაზო არე-მარეო!..

ტირილით რაღას ვუშველი,

ფიალაც გამოვცალეო.

შენგან აღძრულსა ფიქრებსა

ვეთაყვან-ვენაცვალეო.

გაღმით რომ გორიჯვარია,

საოცნებოა რამეო.

გორის თავს გალავანია,

დიდს მთის კლდეს შევადარეო;

ბევრი უნახავს ვაება,

ცრემლი და ომი ცხარეო;

რა დამავიწყებს იმ წამსა,

როს დაჰნათოის მთვარეო!

ეამბნა ჩემთვის რაცა მკლავს,

ლიახვსაც ვემუდარეო,

მტკვართან აქვს მტკიცე კავშირი,

ურყევი, დაუმცდარეო;

მათ ზიარი აქვთ სიცოცხლე

ერთი-სხვის გასახარეო.

რა ვნახე იმათ ძმობაი,

ცრემლები გადმოვღვარეო.

ტირილით ვეღარ ავავსებ,

ფიალა გამოვცალეო.

შენგან აღძრულსა ფიქრებსა

ვეთაყვან-ვენაცვალეო!

 

1912 წ.

Link to post
Share on other sites

გიორგი ლეონიძე

წიგნი „ქართლის ცხოვრება“

გაშალე... ყველა ფურცელი

არის ფოლადის ნაცარი,

დამსხვრეულ ხმალთა ჟღრიალი,

დევკაცთა ნამამაცარი.

გაშალე... ყველა ფურცელი

გულზე ნაწოლი ლოდია...

დოლბანდიანი ჯარები

სიკვდილის პირით მოდიან.

შავი დროშები ნისლივით

სამშობლოს დაეფინება,

ხმალს სისხლის ორთქლი აუვა

სიკვდილით დაიკბინება...

საფლავად გაემზადება

ციხე-გალავნის თხრილები, -

ქალი და ბავშვი აწყვია

კოშკიდან გადმოყრილები.

ისმის ტყვეების ჟღივილი

კვამლში ბღავიან ხარები...

ქერქებგახდილი ხეები,

დამწვარი ნასახლარები...

და რაც თმას ყალყზე აყენებს,

რაც მწარედ გვემახსოვრება, -

ქართლის მკვლელობის ძველ ამბებს

უწოდეს „ქართლის ცხოვრება“!

1928

Link to post
Share on other sites

ქართლის გზაზე

 

ჰეი, ძმობილო, შეხედე, რამდენი ყაყაჩო გაშლილა,

რაც უფლის ციხეს გამოვცდით, უფრო და უფრო გახშირდა;

მინდვრებს, გორაკებს, ფერდობებს ეფინება და ედება,

გზაში ყაყაჩოს შეხვედრა სიკეთედ დაგვებედება:

სულ ახალგაზრდა ვიქნებით, გული არ დაგვიბერდება!

ჰეი, ძმობილო, შეხედე, რამდენი ყაყაჩ გაშლილა,

რაც უფლისციხეს გამოვცდით, უფრო და უფრო გახშირდა;

მოდი, ჩვენ ესეც ვიკმაროთ და სხვა დიდება არ გვინდა,

ყაყაჩომ თუ მოგვანათოს ლამაზი ქალის შუქითა.

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...
  • 4 months later...

კოდისწყაროს ტბა,ხაშურის რ-ნი,ხაშურიდან სამხრეთ-დასავლეთით,თრიალეთის ქედზე.

 

პირველი სურათი გადაღებულია აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით.

მეორე,დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ,პირველ სურათზე მონიშნული ადგილიდან.

post-317-0-73194600-1385135267_thumb.jpg

post-317-0-78048400-1385135328_thumb.jpg

Edited by SOSO K.
Link to post
Share on other sites
  • 9 months later...

მიხეილ ჯავახიშვილი – „ჯაყოს ხიზნები"

,,როცა ქართლი ძლიერი იყო , საქართველოც ძლიერი იყო"

,,გადახედე დღევანდელ ქართლს! უწინდელი ქართლისა მეოთხედიც აღარ არის, მას ჩამოეცალნენ სამცხე და საათაბაგო, ართაანი, ჯავახეთი, ტაშირი, მცირე სომხეთი, აბოცი, ბამბაკი, ბორჩალო, ყაზახი და ტფილისის მოდამოები. ახლა ყველანი ცალ–ცალკე სცხოვრობენ.ისტორიამ დაანგრია ძველი ქართლი. ვინ არ გადმოიარამის ზურგზე, მთელი ქვეყნისათვის შარა გზად გადაიქცა. როცა ქართლი ძლიერი იყო , საქართველოც ძლიერი იყო. ქართლი დაეცა საქართველოც დასუსტდა. ყოველ ქვეყანას აქვს თავისი პრუსია და ჰყავს პრუსიელები, რომელნიც ხალხის ცხოვრებაში დუღაბის მაგივრობას ასრულებენ. გერმანია პრუსიელებმა შექმნეს, რუსეთი მოსკოველებმა მოაგროვეს, დიდი ბრიტანეთი უელსის საჰერცოგომ ააშენა, რომის იმპერიის ისტორია თვითონ რომისა და კაპუას ისტორიას უდრის, ხოლო ძველი საბერძნეთი ათინამ და ატიკამ ააყვავეს. ასეთივე როლი დააკისრა ბედმა ქართლსაც. მისი ისტორია საქართველოს ისტორიის ნახევარს მაინც უდრის. ქართლი იყო საქართველოს პრუსია, ხოლო ქართლელნი ქართველთა ტომის პრუსიელნი იყვნენ. საქართველოს პრუსია აღარ აქვს და არც პრუსიელები ჰყავს.

საწყალი ქართლი! იგი მაგონებს დაბერებულს, ქაჩალს, უკბილოს, ბრუციანს და დაყრუებულ ნაკაცარს, რომელსაც ჭამის და განძრევის შნოც აღარ აქვს. წელში გასწყდა ქართლი!"

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

ქვემო ქართლი, გარდაბნის აღკვეთილი. მსგავსი სილამაზე პირველად ვნახე, ულამაზესი კორომები. ფრინველების მშვიდი თავშესაფარი, ზემოდან დავჩერებოდი იხვებს :phil_25: სამწუხაროდ მეტი სურათი ვერ გადავიღე.

 

პ.ს. დაცული ტერიტორიების თემა არ გვაწყენდა :hi3:

post-189-0-76808300-1419103089_thumb.jpg

Link to post
Share on other sites
  • 5 months later...

რუისში ღვთისა და სამშობლოს ერთგული ხალხი ცხოვრობს

 

http://karibche.ambebi.ge/skhvadaskhva/chemi-sofeli/1270-ruisshi-ghvthisa-da-samshoblos-erthguli-khalkhi-ckhovrobs.html

 

 

http://karibche.ambebi.ge/skhvadaskhva/chemi-sofeli/1269-ruisi.html

Link to post
Share on other sites

ქართლი? ქართლი ერთმა კაცმა შემაყვარა ომარი მერაბიშვილი ერქვა ბავშვობიდან მე45 კლასიდან ვიცნობდი და ოჯახისწევრებზე მეტ დროს მასთან ვატარებდი ეს იყო დიდი სულის ადამიანი რომელსაც შეეძლო უბრალო ღლაპი დიდ ჩემპიონად ექცია ჯარის შემდეგ დასახლდა ქუთისში ისე სოფელ ხოვლედან იყო წარმოშობით

2 ოლიმპიური ჩემპიონის(დიდი დავით ხახალეიშვილის და ირაკლი ცირეკიძის) და ბევრი მსოფლიო ევროპის მასტერსის და მსოფლიო თასების გამარჯვებულების აღმზრდელი იყო,სამწუხაროდ ირაკლის გაოლიმპიელებას ვერ მოესწრო,,, სხვა არც ვიცი თუ მყავს ვინმე ქართლელი ახლობელი ისე კი იქნებოდენ ზბორებზე ქართლი ხო ჭიდაობის გულია საქართველოსი...

 

იმ ზბორზე 7 ვიყავით ჩემი დარბაზიდან ეს 90იანების მერე ამხელა წარმატება არ ქონია ჩვენ დარბაზს მარა სცორედ მაშინ დაგვწყვიტა გული...

 

 

ომარ მერაბიშვილი ჩემი მასწავლებელი

merabishvili.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...