monadire1995 0 Posted April 7, 2012 Report Share Posted April 7, 2012 გილოცავთ ხარებას!!! ჩემო მეგობრებო და თანამემამულეებო (ჩემო მურაბა და ჩემო ტკბილო ხალხო) :friends: :friends: ხარებას გილოცავთ! სიხარული მოეტანოს ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს თქვენთვის და ჩვენი სამშობლოსთვის! ციტირება Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted April 7, 2012 Report Share Posted April 7, 2012 ვუერთდები მილოცვას! ყველას გილოცავთ მრავალს დაგვასწროს ღმერთმა! ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted April 7, 2012 Report Share Posted April 7, 2012 ღმერთმა მრავალ ხარებას დაგასწროთ. გოლოცავთ ყველას ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted April 7, 2012 Report Share Posted April 7, 2012 დუტა,ბზობაა უკვე ჯიგარო ამ ქეიფ ქეიფში ქეშემოგვეპარა ბზობაც გილოცავთ ძმებო და ეკა))) ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted April 7, 2012 Report Share Posted April 7, 2012 მრავალს დაგვასწროს უფალმა. გილოცავთ !!! ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted April 7, 2012 Report Share Posted April 7, 2012 მრავალ ხარებას დაესწარით კაცებო და ქალებო! ქუთაისლებს გვხვდა წილად ხარება და გახარება,ჩვენი ძმები გვეწვივნენ ჩუბინი და სუპერნატურალი ქუთაისში. ჩუბინია მაიმუნი არ დემევასა დღეს სიმონ მარა რამაზიემ ქე დაგვემშვიდობა კომბლეს ძროხასავით. გეხხუტე რამა არ გეწყინოს გავაბუქე ცოტა დათიას ტერმინოლოგიით. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 7, 2012 Report Share Posted April 7, 2012 გახარებულები ყოფილიყავით, მხოლოდ სიკეთე გამეგოს თქვენზე. მრავალ ხარებას დაესწარით. გამრავლებულიყვეს ჩვენი ჯიში და მოდგმა. ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted April 8, 2012 Report Share Posted April 8, 2012 გილოცავთ ხარებას და ბზობას,უფალმა მრავალს დაგასწროთ!!!! ციტირება Link to post Share on other sites
jaba silagava 0 Posted April 8, 2012 Report Share Posted April 8, 2012 გილოცავთ ძმებო ბზობას,მრავალს დაესწარით ოჯახებით,და ყველა სიკეთის მსურველით,გეხუტეთ ყველას!!! ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted April 8, 2012 Report Share Posted April 8, 2012 ბზობას გილოცავთ დუტა,ბზობაა უკვე ჯიგარო ციტირება Link to post Share on other sites
sniper 0 Posted April 8, 2012 Report Share Posted April 8, 2012 გიცოლოცავთ ყველას ბზობას გაიხარეთ და გამრავლდით !!! ციტირება Link to post Share on other sites
supernatural 0 Posted April 8, 2012 Report Share Posted April 8, 2012 აიტ ავთია B) პ.ს. გენაცვალეთ ყველას და მრავალს დაესწარით! ციტირება Link to post Share on other sites
monadire1995 0 Posted April 8, 2012 Author Report Share Posted April 8, 2012 ბზობის მილოცვა თავის კატეგორიაში ))))))) :old: ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 7, 2013 Report Share Posted April 7, 2013 გილოცავთ ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს! გეწეოდეთ დღევანდელი დღის მადლი! :* ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted April 7, 2013 Report Share Posted April 7, 2013 (edited) ხარებას გილოცავთ ყველას :* უფალი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახის მფარველი ხარება ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა. ხარებას გილოცავთ, მრავალს დაგასწროთ უფალმა!!! ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, რომელსაც წმიდა ეკლესია 25 მარტს (ახ. სტილით 7 აპრილს) აღნიშნავს, ხარება ეწოდება. ამ დღეს ყოვლადწმიდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ სახიერმა ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის მონობისაგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა. ეს დღე არის დასაბამი „ჩვენი ცხონებისა და გამოჩინება საუკუნოითგან დამალულისა საიდუმლოისა“. უფალმა იესო ქრისტეს შობამდე დიდი ხნით ადრე აღუთქვა კაცობრიობას, რომ მხსნელს, მესიას მოუვლენდა, რომელსაც შობდა ქალწული და უწოდებდა სახელად ემანუელს, რომელიც ითარგმანება როგორც „ჩვენთარ არს ღმერთი“. ჭეშმარიტად, ღვთის განკაცებით ჩვენთან არს ღმერთი. და აი, მიავლინა უფალმა მთავარანგელოზი გაბრიელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში ქალწულ მარიამთან, რომელიც დაწინდული იყო იოსებზე, დავითის მოდგმის შთამომავალზე. წარუდგა ანგელოზი ქალწულს და უთხრა: „გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანაა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის“. მარიამი შეაძრწუნა მისმა სიტყვებმა და გაიფიქრა: „ვითარ-მე არს მოკითხვაჲ ესე?“ – რას უნდა ნიშნავდეს ეს მოკითხვაო? ანგელოზმა უთხრა: „ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. და აჰა, ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვა ძე და უწოდი სახელი მისი იესუ“. მარიამის ძეს ღმერთი დავითი საყდარს ანუ ისრაელის სამეფო ტახტისა და იაკობის სახლზე – ისრაელის თორმეტ ტომზე – საუკუნო (მარადიულ) სუფევას აღუთქვამს. მარადიული მხოლოდ ღმერთია, ხოლო „იაკობის სახლი“ უფლის მხილველი, მორწმუნე ერია, რომელიც სულით უფალთანაა შეერთებული. ადამიანის გონებისათვის მიუწვდომელია ქალწულისაგან უმამაკაცოდ შობა. ღვთისმშობელი, რადგან ქალწულების აღთქმა ჰქონდა დადებული, იკითხავს: „ვითარმე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?“ ანგელოზი მიუგებს: „სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ“, – და ნიშანსაც აძლევს: მისი ნათესავი, მოხუცი ელისაბედი, უკვე მეექვსე თვეა, რაც მიდგომილია. მარიამმა, როცა ყოველივე გამოწვლილვით გაიგო, დამორჩილდა, მიენდო უფალს და ღვთის ნებას თავისი ნება შეუერთა: „აჰა მხევალი უფლისაჲ, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა“. და მეყსეულად შევიდა სულიწმიდა ქალწულის შეუგინებელ ტაძარში. რითი დაიმსახურა ქალწულმა მარიამმა ესოდენი მადლი ღვთისა, რომ ადამის მთელი მოდგმიდან სწორედ ის აირჩიეს ღვთის განხორციელების მსახურად? იმით, რომ იგი ყოველი სათნოებით იყო შემკული, რამდენადაც ეს ადამიანის ბუნებისთვისაა შესაძლებელი, და იყო ჭეშმარიტი ტაძარი ღვთისა. განსაკუთრებით აღნიშნავენ მის სიმდაბლესა და სიმშვიდეს – სწორედ ამ სათნოებათა გამო გამოირჩია იგი უფალმა. ქალწულ ღვთისმშობელზე ასეთი გადმოცემა არსებობს: როდესაც იგი ესაია წინასწარმეტყველის წიგნს კითხულობდა, იქ, სადაც წერია: „აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ“, – თურმე შეყოვნდა, გაიფიქრა, რა ნეტარი იქნება ის ქალწული, რომელზეც ეს ითქვაო და ღმერთს შეევედრა, მისი ხილვის ღირსი გამხდარიყო, რათა მხევალივით მომსახურებოდა მას. სწორედ ამ სიმდაბლის გამო იყო, რომ მთავარანგელოზმა ესოდენ სულგრძელად დაუთმო ქალწულ მარიამს, რომელმაც ზეციურ მახარებელს ნათქვამის დამტკიცება და ახსნა მოსთხოვა. არცთუ დიდი ხნის წინ გაბრიელი მღვდელ ზაქარიას გამოეცხადა და შვილის შეძენა ახარა, მაგრამ მღვდელმა არ დაუჯერა, რადგან ისიც და მისი ცოლიც ღრმად მოხუცებულნი იყვნენ. მთავარანგელოზი განურისხდა მას და დაადუმა, ვიდრე წინასწარმეტყველება ახდებოდა. ყოვლადწმიდა ქალწულს კი არამცთუ არ უსაყვედურა, არამედ დიდი კრძალვითა და მოთმინებით დააჯერა იგი და არ განეშორა, სანამ მორჩილებითა და სასოებით აღსავსე სიტყვები არ გაიგონა მისგან. მიზეზი ის გახლდათ, რომ ზაქარიამ თავისი ეჭვით ღრმად დაფარული ურწმუნოება გამოხატა, ყოვლადწმინდა მარიამმა კი – მორჩილება და სიმდაბლე. ღმერთს არ სურდა, იძულებითა და შიშით აღგვასრულებინოს რომელიმე საქმე ან, პირიქით, დაგვიშალოს რაიმეს კეთება. იგი გულმოწყალეა, სამართლიანი, წმინდა და სურს, ჩვენც ასეთივენი ვიყონ, მაგრამ კი არ გვაიძულებს სიკეთეს, არამედ შეგონებით, დარიგებით, სწავლით, სიყვარულით მივყავართ მისკენ. მას სურს, რომ ჩვენი ნებით აღვასრულებდეთ ყოველ კეთილ საქმეს. რა იარაღითაც იღვაწა ეშმაკმა ჩვენი დაცემისათვის, იმავე იარაღით გვიხსნა ქრისტემ; თუ ევას საქციელმა ადამის მოდგმას ცრემლი მრავალგზის დაადინა, ქალწულმა მარიამმა უდიდესი სიხარული მოუტანა. ღვთისმშობლის ერთ-ერთი ეპითეტია „განმანათლებელი“, ნიშნად იმისა, რომ სიბნელეში მყოფ კაცობრიობას მის მიერ გამოუბრწყინდა მზე სიმართლისა და მორწმუნეთა გონება განანათლა. Edited April 7, 2013 by დავითი ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted April 7, 2013 Report Share Posted April 7, 2013 გილოცავთ ყველას!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted April 7, 2013 Report Share Posted April 7, 2013 ყველას გილოცავთ,მრავალს დაესწარით ციტირება Link to post Share on other sites
kakulia 0 Posted April 7, 2013 Report Share Posted April 7, 2013 გაიხარეთ ბიჭებო,ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted April 7, 2013 Report Share Posted April 7, 2013 გილოცავთ, მრავალ ხარებას დაგასწროთ ღმერთმა. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted April 7, 2013 Report Share Posted April 7, 2013 გილოცავთ ! ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted April 7, 2013 Report Share Posted April 7, 2013 გილოცავთ კიდევ ერთხელ ციტირება Link to post Share on other sites
paraskeva 30 Posted April 7, 2014 Report Share Posted April 7, 2014 ხარებას გილოცავთ!!! ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted April 7, 2014 Report Share Posted April 7, 2014 მრავალ ხარებას დაესწარით! ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted April 7, 2014 Report Share Posted April 7, 2014 გილოცავთ ყველას,გახარებული მენახეთ!!!! ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted April 7, 2014 Report Share Posted April 7, 2014 გილოცავთ !!! ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.