Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ცისარტყელა კალმახი

 

 

 

ეხლა არ მაქვს თემის სასათაურო სტატიის დაწერის დრო, თემა აუცილებლად გაიშლება.

 

პ.ს. ამავე, პირველ წერილში დავდებ ინფოებს მომავალ დღეებში.

 

---------------

 

წინასწარ გახსენი გიო არავინ გინდა დაგასწროს ალბად ხომ?! :haha:

Edited by Supernatural
რეავი
Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...
  • Replies 59
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ისე სახელმწიფოზე მეცინება, თბილისის ზღვაში რა თევზია ისიც კი არ ვიცით ზუსტად.

იყოს აქ, საინტერესოა   http://www.verwaltung.steiermark.at/cms/beitrag/11304426/74837516/ საინტერესო ერთი თავი გუგლით ნათარგმნი ამ სტატიიდან- проблема Радужная форель предста

02.07.2021 ჭოროხი. 1082741771_video-1625419765.mp4

Posted Images

ბუნებრივად ქვირითობისას.

 

 

 

ადამიანის ჩარევით ხელოვნურო განაყოფიერება

 

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

ძალიან ბევრი რამის დაწერა და ჩვენება შემიძლია ცისარტყელა კალმახზე, იცი ეს ყველაფერი დავით.

 

სანამ სპორტული თევზაობის , ანუ დაიჭირე-გაუშვის კანონი არ დამტკიცდება ჩვენს ქვეყანაში, სანამ არ გადანაწილდება რეგიონების მიხედვით ლიმიტი და ზომები, სანამ არ მიხედავენ მთის მდინარეებს, ერთი სიტყვის დამწერი არა ვარ ძმაო.

 

ხომ გვაქვს თემა, სადაც მეცნიერული დასკვნები და რეალური გამოცდილების შესახებ უნდა დაიწეროს თევზაობის შესახებ, რატომ არ ვწერთ კალმახის, ორაგულის და ზუთხის შესახებ, ეგეც ხომ ვიცით.

იმ ყველა ინფოს დაწერა და ბრაკონიერებისთვის ჩვენ თვითონ დავწერთ ყველაზე ადვილ გზებს, თუ როგორ გაანადგურონ ბოლომდე ჩვენი მიწა-წყალი.

ამიტომაც ვზივარ მუნჯივით.

 

კარგად იცით ბევრმა, თუ რა მიღწევები მაქვს კალმახის ჭერაში.

ნებისმიერ ფოტო სესიაში და ვიდეოებში, სრულად არ მაქვს არსად ნათქვამი და ნაჩვენები, თუ როგორ უნდა წამოაცვათ კალმახი ნემსკავს.

 

მიიღეთ კალმახზე თევზაობის კანონი, მისი დაცვის და გამრავლების მიხედვით და ჩემი თავი გენაცვალოთ, დეტალურად აგიხსნით ნებისმიერ ნიუანს.

 

ბოდიში, ამჯერადაც თავს ვიკავებ და ვერ გასწავლით " ხეზე ბოლომდე ასვლას".

 

დასვით ისეთი კაცი მინისტრად, ვისაც ჩემზე მეტად ეყვარება ქვეყანა და თავს განაცვალებთ.

Link to post
Share on other sites

კალმახის დაავადებები და მათი პროფილაკტიკა

 

მეკალმახეობის განვითარება და მისი სამეწარმეო საფუძველზე გადასვლა განაპირობებს ინტენსიფიკაციის ხარისხობრივ ზრდას. აუზების, თევზსადგომებისა და ტბორების ერთეულ ფართზე სხვადასხვა ასაკის კალმახის დიდი რაოდენობით კონცენტრაცია აუარესებს გარემოს აბიოტიკურ პირობებს და შესაბამისად ადაბლებს კალმახის ორგანიზმის რეზისტენტობას. ყოველივე ეს, კი ხელს უწყობს კონტაგიოზური და სხვა სახის დაავადებების წარმოქმნას.

 

დაავადებთა გამაფრთხილებელი, პროფილაქტიკური, პრევენციული და სამკურნალო ღონისძიებების დაგვიანებამ შეიძლება ყველა ასაკის კალმახის დაღუპვმდე მიგვიყვანოს. ამიტომ, გამრავლებისა და გამოზრდის რაციონალური ბიოტექნიკის დაცვა, თევზის გადაზიდვისას ინსტრუქციების განუხრელი დაცვა და კალმახის გამოზრდის ყველა ეტაპზე კარგი სანიტარული მდგომარეობის შენარჩუნება დაავადებათა მკვეთრი შემცირების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

 

კალმახზე აღმოჩენილია დაახლოებით 90-მდე სახეობის სხვადასხვა პარაზიტი, რომელთა ერთი მესამედი პარაზიტირებს მოზარდეულზე და იწვევს ინფექციურ და ინვაზიურ დაავადებებს.

 

ინფექციური დაავადებები

 

ინფექციური ეწოდება დაავადებებს, რომლებსაც იწვევს ვირუსები, ბაქტერიები, სოკოები და წყალმცენარეები.

 

ინფექციური დაავადებები განსაკუთრებულად საშიშია თევზების ხელოვნური აღწარმოების დროს. თევზისა და ქვირითის ტრანსპორტირების მასშტაბების გაფართოება ზრდის სხვადასხვა დაავადებების წარმოქმნასა და ქმნის მის გავრცელებისათვის ხელსაყრელ პირობებში ახალ თევზსაშენებსა და სხვა რაიონებში. ვირუსული დაავადებები ხშირად რთულდება ბაქტერიებისა და სოკოს წარმოქმნის გამო.

 

ვირუსული ჰემორაგიული სენტიცემია. დაავადების აღმძვრელია ფილტრირებადი ვირუსი. ვრცელდება იმ წყალთან ერთად, რომელშიც ბინადრობენ თევზები, აგრეთვე ქვირითთან, ინვენტართან, სხვადასხვა საგნებთან შეხებისას და ა.შ. უძლებს ყინვას, დიდხანს ცოცხლობს ტბორის ლამში. შეუძლია მთლიანად გაანადგუროს მეურნეობაში არსებული თევზი. იღუპება როგორც მოზარეული, ასევე სასაქონლო თევზი. ავადმყოფ თევზებს აღენიშნებათ სხეულის საფარის გამუქება, თვალების დასივება (გადმოკარკვლა), ანემია, მუცლის შებერილობა, თირკმელებისა და ნერვული სისტემის დაზიანება. მკვდარ თევზებს წვავენ ან მარხავენ. ვირუსული ჰემორაგიული სენტიცემიის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი ზომები შემუშავებული არ არის. ავადმყოფობის პროფილაქტიკისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს თევზის გამოზრდისა და კვების ოპტიმალური პირობების დაცვას. მეურნეობაში, სადაც დაფიქსირებულია ეს დაავადება, საჭიროა მკაცრი კარანტინის დაწესება, რადგან ვირუსი გადაცემა შეიძლება მოხდეს განვითარებადი ქვირითიდანაც კი.

 

კალმახის ინფექციური ანემია. დაავადების გამომწვევია ვირუსი, რომელიც შეიძლება ჩაბუდებული იყოს ავადმყოფი თევზის ღვიძლში, თირკმელებსა და ელენთაში. დასნებოვნება ხდება წყლის მეშვეობით. ავადმყოფი და მკვდარი თევზები, აგრეთვე დაავადებული თევზის ქვირითი ხელს უწყობს სხვა თევზების დასნებოვნებას, შესაბამისად სენიანდება წყალსატევები და მთელი მეურნეობა. თევზს უავადდება სისხლგამხსნელი ორგანოები - ღვიძლი და თირკმელები, რის გამოც სისხლი ხდება წყალწყალა. ღვიძლი ძლიერ გადიდებულია, აქვს თეთრლაქებიანი ღია მოყვითლო შეფერილობა, მუცელი მოშვებული და ჩამოკიდებულია, წარმოიქმნება წყალმანკი. არსებობს ანემიის ორი ფორმა: გადამდები და არაგადამდები. პროფილაქტიკისათვის მკვდარი თევზები ამოჰყავთ ტბორიდან, ტბორის დაბინძურებულ წყალს ცლიან და ახდენენ მის დეზინფექციას ჩამქრალი კირით. მეურნეობაში აწესებენ მკაცრ კარანტინს.

 

ფურუნკულოზი. დაავადების აღმძვრელია ბაქტერია (Aeromonas salmonicida), რომელიც სუფთა წყალში კვდება, ხოლო ძლიერ დაბინძურებულში - სწრაფად მრავლდება. არსებობს ფურუნკულოზის ორი ფორმა: ნაწლავებისა და კუნთების. დაავადება იწყება ნაწლავების ანთებით, რომელსაც თან ახლავს ჩირქის გამოყოფა და სისხლდენა. შემდეგ ტანზე ჩნდება ჩირქოვანი მუწუკები. ჩირქოვანი ზედაპირი სკდება, საიდანაც გადმოედინება ჩირქი, სისხლი და ბაქტერიები. გამსკდარი ჩირქგროვა გარდაიქმნება წყლულად, რომელზეც სახლდება საპროლეგნია. დაავადების განვითარების ოპტიმალური ტემპერატურაა 10-150C. ცისარტყელა კალმახი ამ სენის მიმართ უფრო არამდგრადია და ადვილად ავადდება, ვიდრე მდინარის კალმახი და სხვა ორაგულისებრი თევზები. სათანადო სანიტარული პირობების დაცვა მკვეთრად ამცირებს დაავადების წარმიქმნასა და გავრცელებას. კალმახი, რომელსაც გარეგნულად არ აღენიშნება ფურუნკულოზის ნიშნები, შესაძლებელია გახდეს დაავადების წყარო. ავადმყოფობის აღმოჩენისთანავე მეურნეობაში ცხადდება კარანტინი და ტარდება პროფილაქტიკური და სამკურნალო ღონისძიებები. სამკურნალოდ საკვებში შეაქვთ ანტიბიოტიკი (100 კგ თევზზე 10 გრამი ფურაზოლიდონი ან 5 გრამი ტერამიცინი.)

 

საპროლეგნიოზი. დაავადების გამოწვევა ხდება საპროლეგნიისა ( Saprolegnia) და ახლიის (Achlya) გვარის ობის სოკოებით. ეს სოკოები ჩვეულებრვ ვითარდება დასუსტებულ, ტრავმირებულ თევზებსა და ქვირითზე. სხეულზე ქმნის თეთრი ძაფების ბუსუსებიან, ფაფუკ ხლართს. სოკოს სპორები ბუნებაში მრავლად მოიპოვება. ამიტომ, ხელსაყრელ პირობებში საპროლეგნია მკვდარ ქვირითსა და თევზზე ძალზე სწრაფად მრავლდება. იყენებს რა ჟანგბადს, თავის აბლაბუდასებრ ხლართებში აქცევს დანარჩენ ქვირითს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქვირითის მასიური განადგურება. სიბნელეში საპროლეგნია ვითარდება უარესად, ვიდრე სინათლეზე. საპროლეგნია იღუპება 1 ლიტრ წყალში 0,5 მგ მალაქიტის მწვანეს ხსნარის კონცენტრატის ზემოქმედებით 15-30 წუთში. მალაქიტის მწვანეს გამოყენებისას საჭიროა გამოვიჩინოთ სიფრთხილე, რადგან ის უარყოფითად მოქმედებს განვითარებად ქვირითზე. საპროლეგნიოზის თავიდან ასაცილებლად საჭიროა გამოსაზრდელი თევზის სრულფასოვანი გამოკვება და ხარისხიანი საკვების გამოყენება, არ უნდა დავუშვათ თევზის ტრავმირება, შიმშილი, მუდმივად უნდა ვიზრუნოთ თევზის გამოსაზრდელი და შენახვის პირობების გაუმჯობესებისაკენ. სოკოთი ქვირითის დაავადების საშიშროებას მკვეთრად ამცირებს ინკუბაციის კარგი პირობები, ქვირითის გაბანვისა და აპარატებში ჩატვირთვის დროს თანაზომიერების დაცვა. წყალს გულდასმით ფილტრავენ ქვიშა-ხრეშის ფილტრებით, შემდეგ ატარებენ ბაქტერიოციდულ დანადგარში და დროულად აცილებენ მკვდრი ქვირითს.ამასთან ერთად, სისტემატურად ახდენენ ქვირითის გაბანვას მალაქიტის მწვანეს, ფორმალინის ან კალიუმის პერმანგანატის ხსნარში.

 

ღრმა მიკოზი. მოზარდეული კალმახის ეს მასიური დაავადება გამოწვეულია სოკოთი, დეიტერომიცეტის კლასიდან, რომლის ლათინური დასახელებაა „Sclerophoma”. სოკოს სპორები ჰაერთან ან წყალთან ერთად აღწევს საცურავ ბუშტში, სადაც მრავლდება და ავსებს მას. შემდგომ კი ბუშტის კედლებიდან გადადის და აზიანებს შინაგან ორგანოებს და კუნთებს. სოკო განსაკუთრებით ასნებოვნებს მოზარდეულს, როდესაც დიდია წყალში ორგანული ნივთიერებების რაოდენობის და მაღალია თევზის ჩასხმის სიმჭიდროვე. დაავადებული მოზარდეული ხდება ნაკლებად აქტიური, ეშვება წყალსატევის ძირზე. კუჭი ივსება ჰაერით და იზრდება მოცულობაში. კალმახი აღარ იღებს საკვებს. თევზს უჩნდება წყალმანკი და უსივდება თვალები.

 

დაავადებისაგან დაცვისა და პროფილაქტიკის მიზნით, იყენებენ ფორმალინის 5%-იან აბაზანებს

 

ცისარტყელა კალმახის გამრავლებისა და გამოზრდის ბიოტექნიკა

 

ცისარტყელა კალმახის სწორად ფორმირებული და მაღალპროდუქტიული სადედე ჯოგი (გუნდი) წარმოადგენს საკალმახე მეურნეობის წარმატებული საქმიანობის წინაპირობას და საშუალებას იძლევა სამუშაოთა მცირე მოცულობის პირობებში მივიღოთ გამოსაზრდელი და სანასუქე ფართობებიდან პროდუქციის დიდი რაოდენობა.

 

კალმახის სადედე ჯოგი (გუნდი) უნდა შედგებოდეს 4-7 წლის მდედრებისაგან, მასით 0,8-3 კგ და 2-5 წლის მამრებისაგან, მასით 0,4-1,5 კგ. მდედრებისა და მამრების შეფარდება არ არის აუცილებელი იყოს 1:1-თან, რადგან ქვირითობის (ტოფობის) პერიოდში შესაძლებელია ერთი მამრის მრავალჯერადად გამოყენება. ერთ მამრს შეუძლია გამოჰყოს 10 ულუფა სპერმა (ეაკულატი) განაყოფიერების ერთნაირი უნარით. ამიტომ მამრების რაოდენობა მდედრებთან შედარებით შესაძლებელია შემცირდეს 30%-მდე.

http://s018.radikal.ru/i528/1208/cd/e5c02a7eed26.jpg

 

მამრები და მდედრები უნდა იყვნენ კარგად ნაკვებნი, გამოირჩეოდნენ მკვეთრი და ძლიერი მოძრაობით და ქვირითობის პერიოდისათვის დამახასიათებელი გამოკვეთილი შეფერილობით.

მწარმოებელთა ნასუქობისათვის ყველაზე ხელსაყრელია 500-1000მ2-მდე ფართის ტბორები, თუმცა დასაშვებია 2 ჰა-მდე ფართის ტბორების გამოყენებაც.

 

მწარმოებელთა ჩასხმის მინიმალური სიმჭიდროვე შეადგენს 1 ცალს ტბორის 10მ2-ზე, ხოლო მაქსიმალური 1 ცალი/მ2-ზე. ჩასხმის სიმჭიდროვე შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან ტბორებში წყალცვლის სხვადასხვა პირობების გამოც.

 

გრანულირებული საკვებით მწარმოებელთა გამოკვება საშუალებას იძლევა სადედე ჯოგის შესანახად გამოვიყენოთ 120მ2-მდე ფართის კვადრატული აუზები, 5-30 წუთიანი წყალცვლით. ცნობილია, რომ მწარმოებლები უძლებენ 0,1-300C წყლის ტემპერატურას, თუმცა საჭიროა მათი შენახვა 5-დან 200 C -მდე ტემპერატურის პირობებში.

 

შთამომავლობის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებისა და ახლონათესაური შეჯვარების (ინბრიდინგი) თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია 3-5 წელიწადში ერთხელ სანდო მეურნეობისაგან დაავადებისაგან დაცული ჯანმრთელი ქვირითის სპერმის ან უკვე განაყოფიერებული ქვირითის შემოტანა.

 

 

იმ მწარმოებლებს, რომლებიც პირველად ქვირითობენ, ჩვეულებრივ არ იყენებენ, რადგან ის იძლევა წვრილ ქვირითსა და ნაკლებ სიცოცხლისუნარიან შთამომავლობას. დაკვირვებები გვიჩვენებენ, რომ 35-45 მგრ მასაზე ნაკლები ქვირითის მარცვლები, როგორც წესი, უვარგისია წარმატებული ინკუბაციისათვის. ახალგაზრდა ინდივიდებს ქვირითობაში მხოლოდ მაშინ შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა, როდესაც მათ აქვთ დიდი მასა და იძლევიან მსხვილ ქვირითს, რომლისგანაც მიიღება სიცოცხლისუნარიანი შთამომავლობა.

 

სადედე ჯოგის ფორმირებისას აუცილებელია გვახსოვდეს, რომ მდედრები, რომლებიც პირველ წელს იძლევიან დიდი რაოდენობით უვარგის ქვირითს, შემდგომ წლებშიც ინარჩუნებენ ქვირითის დაბალ ხარისხს.

 

მწარმოებლების შენახვა საჭიროა კარგი წყალცვლის პირობებში. რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული მათი სქესობრივი პროდუქტის ხარისხი. დაკვირვებები გვიჩვენებენ, რომ სპეციალურ აუზებში, გაუმჯობესებულ პირობებში მოთავსებული მწარმოებლებისგან მიღებული შთამომავლობის სიცოცხლისუნარიანობამ მიაღწია 79%-ს. მაშინ როდესაც, ტბორებში შენახული მწარმოებლების პროდუქტის სიცოცხლისუნარიანობამ შეადგინა 52%. შესაბამისად, წყლის მოდინებასა და წყალცვლას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა სრულფასოვანი სასქესო პროდუქტების მისაღებად.

http://s017.radikal.ru/i425/1208/db/de3625b0cabf.jpgსანაშენო გუნდში (ჯოგში) უნდა ჭარბობდეს საშუალო ასაკის ინდივიდები, რადგან სამწლიან მდედრებთან შედარებით ექვსწლიანი მდედრების ნაყოფიერება 5-ჯერ იზრდება, ხოლო ლიფსიტების (ახლად გამოჩეკილი მურის) რაოდენობა - 10-ჯერ.

 

შვიდ წელზე მეტი ასაკის მდედრებში შეინიშნება საკვების მოხმარების დაბალი ეფექტიანობა და სასქესო პროდუქტის დაბალი ხარისხი, ამიტომ ცდილობენ მათ წუნდებას.

მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ შვიდი და უფრო მეტი ასაკის მდედრისაგან შეიძლება კარგი ქვირითის მიღება. იყო შემთხვევა,როდესაც ერთ-ერთმა მეცნიერმა 10 წლის ასაკის მდედრისაგანაც მიიღო სრულფასოვანი ქვირითი და გამოზარდა სიცოცხლისუნარიანი შთამომავლობა.

 

მწარმოებელთა გუნდის (ჯოგის) ფორმირება უწყვეტი პროცესია, სადაც მნიშვნელოვანი როლი ეკისრება წუნდებას. არ უნდა დავუშვათ, რომ ქვირითობა განხორციელდეს იმ მდედრებისა და მამრების მონაწილეობით რომლებსაც:

· დარღვეული აქვთ თავისა და ტანის ფორმა,

· განუვითარებელი აქვთ ლაყუჩების სახურავი,

· აქვთ შემოკლებული და თხელი კუდი,

· აქვთ გამრუდებული ხერხემალი,

· არიან ავადმყოფები და ტრავმირებულები.

წუნდებული თევზების ნაცვლად საჭიროა სარემონტო ჯოგიდან შემოვიყვანოთ საუკეთესო ინდივიდები, რომელთა მაღალი ხარისხის სასქესო პროდუქტები გამოყენებული იყო პირველი ქვირითობისა და ინკუბაციის პროცესში. ჩვეულებრივ შეცვლას ექვემდებარება მწარმოებელთა 20-30%. სადედე ჯოგიდან (გუნდიდან) გასულ ყოველ მწარმოებელზე აუცილებელია გამოვზარდოთ და შევარჩიოთ 30-50 გრამიანი საშუალო მასის მქონე 30 ცალი ამწლიანი (ამზაფხულოსანი), 250-400 გრამიანი 20 ცალი ორწლიანი და 500 გრამზე მეტი მასის- 8 ცალი 3 წლიანი.

 

კალმახის სქესობრივი მოწიფულობა შეიძლება დადგეს, როცა მისი სხეულის მასა მიაღწევს 100-300 გრამს. თუმცა, ასეთ მდედრებს შთმომავლობის მისაღებად არ იყენებენ.

სასურველია, რომ პირველი ქვირითობის დროს მდედრის მასა შეადგენდეს არანაკლებ 500გრამს.

 

მამრის სქესობრივი სიმწიფე, მდედრთან შედარებით, ერთი წლით ადრე დგება. წლის მანძილზე მოწიფულობის დრო მამრებში დგება ერთი თვით ადრე, ვიდრე მდედრებში. მათი სპერმაციის პერიოდი გრძელდება 1-დან 10 კვირამდე, საშუალოდ 5 კვირა. ქვირითობის ბოლო პერიოდში სპერმის კონცენტრაცია საწყისი პერიოდის კონცენტრაციასთან შედარებით მცირდება.

ცისარტყელა კალმახის 1სმ 3 სპერმა შეიძლება შეიცავდეს 10- დან 30 მილიარდამდე, ხოლო 1მმ3 – 10 ათას სპერმიას. ამასთან დადგენილია,რომ სათესლეებიდან ხდება სპერმიის მთელი რაოდენობის მხოლოდ 43% -ის გამოყოფა. ცისარტყელა კალმახის სპერმატოზოიდებს აქვს რთული აგებულება და მისი სიგრძე შეადგენს 32-39მკმ-ს.

 

სარემონტო მასალის ტბორებში ჩასხმის სიმჭიდროვე შეადგენს 2-3 ცალს/მ2-ზე. აუზებში შენახვა საშუალებას იძლევა, რომ მწარმოებელთა ჩასხმის სიმჭიდროვის გაიზარდოს 10 ცალი/მ2-მდე, ხოლო სარემონტო ჯოგისა (გუნდისა)- 15-20 ცალი/მ2-მდე.

 

თუ მეურნეობაში არის სადედე ტბორების საკმარისი რაოდენობა, მაშინ აუცილებელია, რომ სხვადასხვა ასაკის მწარმოებლები ცალ-ცალკე განვათავსოთ. მწარმოებელთა ტრავმირების შემცირების მიზნით, წონისა და ზომის ზრდის კონტროლს ახორციელებენ წელიწადში ერთხელ, ქვირითობის წინა ბონიტირების პერიოდში. სპეციალური სამუშაოების ჩატარებისას აუცილებელია მათი ყოველთვიური აწონვა. მწარმოებლების საშუალო მასის 500 გრამიანი ნამატი სეზონის მანძილზე შეიძლება ჩაითვალოს ნორმად, თუმცა უფრო ხელსაყრელ პირობებში, ერთ მწარმოებელზე მასის ნამატმა შეიძლება გადააჭარბოს 1 კგ-საც.

 

როდესაც წყლის ტემპერატურა ქვირითობის პერიოდში აღწევს სასურველ ნიშნულს (5-100C), ტბორებში წყლის დონეს ამცირებენ, მწარმოებლებს იჭერენ, წონიან, ითვალისწინებენ შენახვის პერიოდში ნარჩენების რაოდენობას, რომელიც შენახვის დამაკმაყოფილებელი პირობებისას არ უნდა აღემატებოდეს 5 %-ს. დაჭერილ მწარმოებლებს გულდასმით ათვალიერებენ და ავადმყოფებს, ტრამვირებულებსა და სხეულის აგებულებაში გადახრების მქონე ეგზემპლიარებს წუნს სდებენ. ზრდისა და ნაყოფიერების კონტროლისათვის საჭიროა აიწონოს და გაიზომოს მწარმოებელთა 20%-მდე. ამის შემდეგ მწარმოებლებს დროებითი შენახვისათვის ათავსებენ მრგვალ, კვადრატულ ან მართკუთხა აუზებში გაძლიერებული წყალცვლით 6-12-ჯერ საათში. ამასთან, მდედრებსა და მამრებს სხამენ ცალ-ცალკე. დასაშვებია მდედრების და მამრების ერთ აუზში მოთავსებაც, თუმცა, მაშინ ისინი ერთმანეთისგან უნდა გამოიყოს ვერტიკალური ბადურა ტიხარით. ამ დროს შემოდინებაზე ათავსებენ მამრებს, ხოლო ქვევით, დინების მიმართულებით - მდედრებს.

 

მწარმოებელთა ჩასხმის სიმჭიდროვე დროებითი შენახვისას შეიძლება შეადგენდეს 30 ცალი/მ2-ზე, მოწიფულ ან მოწიფულობასთან ახლოს მყოფ კალმახის მდედრებს ათავსებენ 1-2 მ2 ფართის მართკუთხა ან კვადრატულ აუზებში. ხანმოკლე შენახვის პერიოდში, სასქესო პროდუქტების მიღებამდე 10-15 დღით ადრე წყვეტენ მწარმოებლების კვებას. საქმე იმაშია, რომ ნაკვები მწარმოებლები სასქესო პროდუქტების მიღებისას ქვირითთან ერთად გამოყოფენ ექსკრემენტებს, დაჭუჭყიანების ასეთ პირობებში კი რთულდება მათ მოცილება. მწარმოებელთა პირველი ქვირითობის შედეგად მიღებულ ქვირითს აუცილებლად წურავენ. ინკუბაციას აწარმოებენ განცალკევებულად, რადგან პირველი ინკუბაციისას დიდია უვარგისი ქვირითის რაოდენობა. როგორც წესი, ამ მასას არ ურევენ ქვირითობის კამპანიისას მიღებული ქვირითის საერთო რაოდენობას.

 

პირველი მოწიფული მდედრის აღმოჩენის შემდეგ (ამ დროს მამრებს, როგორც წესი, ძირითადად აღენიშნებათ დენადი ხვაში - თევზის თესლი) შემოწმებას მწარმოებელთა მოწიფულობის დასადგენად აწარმოებენ კვირაში 2-3-ჯერ. შემოწმებებს შორის შუალედი დამოკიდებულია წყლის ტემპერატურაზე, მდედრების მოწიფვის სიჩქარესა და უკვე მოწიფული მდედრების რაოდენობაზე. კარგი ხარისხის მოწიფული ქვირითი მდედრის სხეულში ინახება 5-8 დღე-ღამემდე. მამრების სპერმა კი თავის საუკეთესო ხარისხსა და თვისებებს ინარჩუნებს უფრო დიდი ხნით ვიდრე მდედრის ქვირითი.

მწარმოებელთა სასქესო პროდუქტების დაგვიანებით მიღების შემთხვევაში ხდება მათი გადამწიფება და თანდათანობით შეიწოვება ორგანიზმში. ეს პროცესი აუარესებს სადედე ჯოგის (გუნდის) ხარისხობრივ მაჩვენებლებს და შეიძლება მიგვიყვანოს წარმოებელთა უნაყოფობამდე. სასქესო პროდუქტების რეზორბციის ხანგრძლივი პროცესი (მამრებში-5-7-თვემდე) აფერხებს ამ პროდუქტების შემდგომ მომწოფებას.

 

მდედრის მოწიფულობის განსაზღვრა ხდება ვიზუალურად და ხელის შეხებით. მოწიფულ მდედრს აქვს გადიდებული, ჩამოშვებული და რბილი მუცელი. თუ მდედრი მოწიფულია მუცლის არეში ხელის სუსტი შეხებაც საკმარისია იმისათვის, რომ დაიწყოს ქვირითის გამოყოფა. მოწიფულ მდედრს აქვს კარგად განვითარებული გენიტალური ანუ სასქესო ფორი (სვრეტი), საიდანაც მუცელზე დაჭერის დროს წამოიწევა ქვირითი შეწითლებული დვრილის სახით. ცისარტყელა კალმახების მოწიფული მამრების სათესლეები საშუალოდ შეადგენს სხეულის მასის 5,8%-ს ხოლო მოწიფული მდედრის გონადები - 7,2%-ს.

http://s018.radikal.ru/i501/1208/61/65e62ddb52a8.jpg

Link to post
Share on other sites

საბა

კაი გამარჯობა შენი, კარგია საინტერესო ინფორმაციებს რომ დებ ფორუმზე, მაგრამ მიუთითო უნდა ინფორმაციის წყარო. :yes:

Link to post
Share on other sites

რა ინფო მაქვს თქვენთვის, ვერ წარმოიდგენთ.

 

 

მე ნამდვილად არ ვიცოდი, თუ არსებობდა ბრაუნისა და ბრუუკ თრაოთის ნაჯვარი, რომელსაც TIGER TROUT ჰქვია.

 

 

გუშინ გაქაჩა სალომემ 40-მდე მთის მდინარეზე, მეც ერთი 10 ამოვათრიე, მაგრამ სხვა რამის ინტერესი მქონდა და კალმახზე მეტი აღარ დავხარჯე დრო.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

რა ინფო მაქვს თქვენთვის, ვერ წარმოიდგენთ.

 

 

მე ნამდვილად არ ვიცოდი, თუ არსებობდა ბრაუნისა და ბრუუკ თრაოთის ნაჯვარი, რომელსაც ჰქვია.

 

 

გუშინ გაქაჩა სალომემ 40-მდე მთის მდინარეზე, მეც ერთი 10 ამოვათრიე, მაგრამ სხვა რამის ინტერესი მქონდა და კალმახზე მეტი აღარ დავხარჯე დრო.

 

გაიხარე გიო!

 

კი ნამდვილად არსებობს ეგ გიბრიდი(TIGER TROUT). ადრე კალმახის თემაში სალამანდრამ ფოტოც(სილამაზით დამამახსოვრდა) დადო.

 

აბა დაუშვი ფოტოები კომენტარებითურთ!!!!!!!!!!!!!! :))

 

:hi:

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

ფოტოები როგორ დავდო ? :scratchchin: :scratchchin: :prepare:

 

 

რადიკალლზე სურათებს რომ ატვირთავ, სანამ ფოტოს მისამართს მოაკოპირებდე, იქვე აწერია Тип ссылок და ეგ ღილაკი გადაიყვანე ссылка -დან картинка-ზე, ამის შემდეგ მოაკოპირე. ასე, ფორუმზე პირდაპირ გამოჩნდება ფოტო.

 

:hi:

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites
  • 5 months later...

ამათ ქვირითობის პერიოდი როდის აქვთ???? და საერთოდ ყველა თევზს ქვირითობის პერიოდი როდის აქვთ???

ყველა თევზს სხვა და სხვა დროს აქვს ტოფობა.

Link to post
Share on other sites

ამათ ქვირითობის პერიოდი როდის აქვთ???? და საერთოდ ყველა თევზს ქვირითობის პერიოდი როდის აქვთ???

 

ველური ცისარტყელა კალმახი ეხლა ამთავრებს ქვირითობას, სხვებს კიდევ სხვადასხვა დროს აქვთ ტოფობა, გააჩნია რა სახეობაა.

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

აქ გადავწყვიტე დაწერა...

ამ უამინდობების და უდროობის გამო ვერ ვახერხებდი ვერსად გასვლას და როგორც იქნა კვირას გავედი ერთ ტბაზე...

ახალი ხელოვნური სატყუარები მქონდა მოგროვებული,უფრო ტრიალები და მხოლოდ ხელოვნური სატყუარები გავიყოლე..

ძალიან ცუდი ამინდი იყო,მაგრამ 7 ცალი მაინც დავიჭირე.აქედან 4 martin-ის ტრიალებზე მოვიდა,2 სილიკონის ტვისტერზე და 1 და ერთი vibrax-ის blu fox-ზე.შორს გადასაგდებად ბომბარდა მოვიშველე ტვისტერზე.

9b55e62cc931.jpg

 

cf2fdc385fd6.jpg

 

cd4903159c05.jpg

 

8eafc4cede0a.jpg

 

2740f3496421.jpg

Edited by pescatore
Link to post
Share on other sites

ყოჩაღ არმენ ! მაგარია !რაკი ხელოვნურ სატყუარებზე მიდგა საქმე ასე გეტყვი.ვობლერებიდან ცისარტყელაზე ხელოვნურ ტბებში საუკეთესოდ მუშაობს jackall chubby 38 f,ფერებს უნდა ხოლმე შერჩევა.ტრიალებიდან კი ერთ ერთი საუკეთესოებია River Old-ს ტრიალები ;)

Link to post
Share on other sites

კარგია არმენ რომ მოიცალე და გასვლა გადაწყვიტე, ნადავლიც მშვენიერია. :yes: :yes:

 

იქნებიან ეგენი სადღაც 40-45სმ-ები, ეტყობათ ტრიპლოიდები არიან, ვარდიფერი ხორცი ექნებათ.

 

გუშინწინ მეც გავიპარე :d030: , ჰო გავიპარე იმიტომ რომ თავზე მაყრია უამრავი საქმე. :d030:

3 საათში ორზე მეტი ვერ დავიჭირე, რა აღარ ვცადე, მაგრამ "მოკვდა" თევზი.

მეორე სურათში გაქვს, ყვითელი ტვისტერი ეფარება ოქროსფერ კასტმასტერს./ბურგუნდისფერი ზოლი აქვს მაგას./

ზუსტად ეგეთით დავიჭირე ის ორი ცალი, სხვა არაფერზე არ მოვიდნენ.

 

იგივე სურათში ცოტა ქვემოთ ორი კასტმასტერი დევს ჰოლოგრამული გაფორმებით, ნაღდი ACME-სია ეგენი?

 

რატომ გეკითხები იცი?

აკმე ამერიკული კომპანიაა და აქ ეგეთები ქსელში არ იყიდება, მხოლოდ ამაზონზე და იბეიზე თუ ნახავ, ამიტომ მაინტერესებს ორიგინალებია თუ არა.

Link to post
Share on other sites

გიორგი იბეით გამოვიწერე ეგენი,acme-ს ფირმის არიან და ორიგინალები უნდა იყონ,ამერიკიდან ჩამოვიდა.

ესენია

 

42f052ea4d6f.jpg

 

 

ისე საერთოდ არ გაეკარა კასტმასტერს,ყველა ვცადე.

ზურა გავოთვალისწინებ და ვეცდები შევიძინო,ბევრი რამ შენ რაც მირჩიე ადრე,ვერ ვნახე მაღაზიებში...

Link to post
Share on other sites

კი არმენ, მასეთი "უპაკოვკით" :d030: მხოლოდ ამერიკული ACME-ები იყიდება.

 

არადა რა საინტერესოა, აქ რატომ არ არის მაღაზიებში ჰოლოგრამული კასტმასტერები? :scratchchin:

Link to post
Share on other sites
  • 8 months later...
  • 9 months later...

ეს თემა სპეციალურად გადმოვიტანე "საქართველოს მტკნარი წყლის თევზები"-ს განყოფილებაში!

 

საქართველოში უკვე ძალიან გაიზარდა ამ თევზის გავრცელების ბუნებრივი არეალი და შესაბამისად, ისევე როგორც ევროპის რიგ ქვეყნებში, ჩვენთანაც ხშირად დაჭერადი გახდა ველურ პირობებში.

 

აი ფაქტებიც:

 

https://www.youtube.com/watch?v=ssn_0b3McJs

 

 

გთხოვთ, ვინც იცით კონკრეტული რეგიონი და მდინარეები ფორუმზე არ დაასახელოთ!

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...