Jump to content
Club-Monadire.Ge

რუსული სპანიელი


Recommended Posts

რუსული სპანიელი

 

 

 

წარმომავლობა.

 

ფრინველზე მონადირე ძაღლების მოშენებით რუსეთში უკვე დიდი ხანია დაკავებული არიან. ფრინველზე მონადირე ძაღლების მრავალი ძველი რუსული ჯიში ჰგავს ევროპულს, მაგალითად, რუსული რეტრივერი შეგვიძლია ჩავთვალოთ თანამედროვე ოქროსფერი რეტრივერის ანალოგად: რუსული სეტერი ძალიან ახლო იყო ინგლისურთან. რუსული სპანიელი – საკმაოდ ახალგაზრდა ჯიშია, იგი მიიღეს სხვადასხვა ჯიშის სპანიელისა და პოინტერის (სიჩქარის თვისებების გაუმჯობესების მიზნით) შეჯვარების შედეგად. ამჟამად, ეს უნივერსალური მონადირული ძაღლია: იგი დევნის ნადირს, აყენებს მას ფრთაზე და გასროლის შემდეგ აწოდებს მონადირეს, მათ შორის წყლიდანაც. მასთან, ჩვეულებრივ, ნადირობენ იხვზე, ღალღაზე, სხვა ფრთოსნებზე, ასევე კურდღლებზე.

 

 

 

ჯიშის დახასიათება. რუსული სპანიელი ძლიერი, ძალზე აქტიური, ჟინიანი და ცოცხალი ძაღლია. ნადირობაზე მისი ამოცანაა – ფრინველის მოძებნა, მისი ფრთაზე აყენება და გასროლის შემდეგ ბრძანებისთანნავე ნადავლის მიწოდება მონადირისათვის (თანაბარი მშრალი ადგილიდან, ჭაობიანი რიყებიდან, წყლიდან). იგი ფლობს კარგ ალღოს, ენერგიული მოძებნის უნარს, გამძლეობას. რუსული სპანიელი დამჯერი, მშვიდი, ალერსიანი სახლის ძაღლია. ხშირად წარმოადგენს კარგ დარაჯს და წვრთნისას დიდ შრომას არ საჭიროებს. რუსული სპანიელი მონადირული და კომპანიონი ძაღლია.

 

 

 

აღწერა. რუსული სპანიელის თავი მშრალია, ზომიერად გრძელი, ოვალური, ზომიერად ფართო კეფის ნაწილით. თხემი ოდნავ ამობურცულია, წარბზედა რკალები ძლიერაა განვითარებული, შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა საკმაოდ კარგადაა გამოხატული, დრუნჩი გრძელი, ფართოა, გვერდიდან შეხედვისას ზედა ტუჩის ჩანაჭრი უახლოვდება მართკუთხედს ოდნავ მომრგვალებული წინა კუთხით. ცხვირის ბიბილო შეიძლება იყოს სხვადასხვა ფერის (ღია ყავისფერიდან შავ ფერამდე), შავი ფერი უმჯობესია. თვალები ზომიერად დიდია, ოვალური ფორმის, დასმულია სწორად. ისინი თაფლისფერი ან ღია თაფლისფერი შეფერილობისაა, ბეწვის შეფერილობის შესაბამისად. ამ ჯიშის ყურები გრძელი, ფართო, დაკიდებული, ღაწვის ძვლებთან მჭიდროდ მიკრობილია, ქვევით მომრგვალებული, დასმული თვალების ხაზზე ან ოდნავ ზევით. კორპუსი გაჭიმულია, კისერი – ზომიერად გრძელი, შედარებით დაბლა დასმული, მოკვეთაში ოვალური, კუნთოვანი, ნაკვთების გარეშე. მკერდი კარგადაა განვითარებული, ზომიერად ფართო, ღრმა და გრძელი, კარგად განვითარებული ცრუ თეძოებით. ზურგი სწორი, ძლიერი, ფართოა, ოდნავ დამრეცი მინდაოდან წელამდე. გავა ფართოა, ოდნავ დამრეცი, კუნთოვანი. რუსული სპანიელის მუცელი ზომიერად აწეულია, კიდურები – მშრალი, ძვლოვანი; უკანა – დასმულია უფრო ფართოდ, ვიდრე წინა, შესახსრების კარგად გამოხატული კუთხეებით. თათები მომრგვალებულია, მჭიდროდ შეკრული თითებით და მათ შორის ხშირი თმით. კუდი საკმაოდ სქელია საფუძველთან, იგი მოძრავია, სწორი, კუპირდება სიგრძის 1/2–ით. ძაღლი მას ატარებს ზურგის დონეზე. საფარველის თმა გრძელი, რბილი, ბზინვარე, სწორი ან ოდნავ ტალღოვანია, მჭიდროდ მიკრობილი. თავზე და კიდურების წინა გვერდებზე თმა მოკლე და სწორია, კისერზე, ზურგზე, გვერდებზე და გავაზე – გრძელი და ხშირი, მკერდისა და მუცლის ქვედა ნაწილში, წინა და უკანა კიდურების ზურგის გვერდზე, ასევე ყურებზე და კუდის ქვედა ნაწილში თმა უფრო გრძელი, რბილი, ტალღოვანია, წარმოქმნის ანაძენძს. შეფერილობა: ერთტონური: შავი, ყავისფერი, წითური; ორფეროვანი: შავ-ამლაკი, ყავისფერ-ამლაკი და წითურ-ამლაკი; სამფეროვანი: თეთრი ლაქებით, შავი და ყავისფერი თრთვილებით. სიმაღლე მინდაოში: ხვადი – 38-44 სმ, ძუ – 36-42 სმ.

 

 

ყოლა და მოვლა. რუსული სპანიელი, როგორც წესი, ჰყავთ ბინის პირობებში, მაგრამ იგი საჭიროებს ხანგრძლივ ყოველდღიურ სეირნობებს. კვირაში ერთხელ საჭიროა მისი წმენდა და დავარცხნა, წელიწადში 2-3-ჯერ კი, განსაკუთრებით ნადირობის შემდეგ, გაფუჭებული ბურტყლის და ბეწვის მოშორება. ამის გარდა, აუცილებელია ყურების რეგულარული შემოწმება.

Edited by jaba
Link to post
Share on other sites
  • 5 months later...
  • Replies 53
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

მყავდა, შუაში რომ დგას სურათში მაგ შეფერილობისა იყო ზუსტად.

მთლად, ამ სიგრძე ყურები არ ჰქონდა. სოჩიდან იყო ჩამოყვანილი, მოლდეველებიდა ნაყიდი. საბუთებიც ჰქონდა. მისი ლეკვი ახლაც მყავს.

 

ხო მართლა, ეს ძაღლი ნაბულზე არ დგება ხო? მინახავს რო ჩემს, რამოდენიმეჯერ, შაშვისთვის ნაბული გაეკეთებინოს.

მე მაშინ პატარა ვიყავი და მწყერზე ვერ დამყავდა. ვინაც მაჩუქა ის კი ანადირებდა ხოლმე.

Link to post
Share on other sites

ძაღლის კომპაქტურობას ჩემ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს

რუსულ სპანიელსაც ამიტომ ვეძებ

ეპანიოლო კარგი ვარიანტია ჩემთვის, მაგრამ ფასი იკბინება ნამეტანი

ამიტომ ვეძებ რუსული სპანიელის ლეკვს

Link to post
Share on other sites

ძაღლის კომპაქტურობას ჩემ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს

რუსულ სპანიელსაც ამიტომ ვეძებ

ეპანიოლო კარგი ვარიანტია ჩემთვის, მაგრამ ფასი იკბინება ნამეტანი

ამიტომ ვეძებ რუსული სპანიელის ლეკვს

ვეფხო ეხლა უნდა გაჩნდნენ,ველოდებით დღე დღეზე,მაგრამ უსაბუთოა.თუ გინდა შემიძლია გამოვართვა და გაჩუქო

Link to post
Share on other sites

ვეფხო ეხლა უნდა გაჩნდნენ,ველოდებით დღე დღეზე,მაგრამ უსაბუთოა.თუ გინდა შემიძლია გამოვართვა და გაჩუქო

 

ჯაბა დიდი მადლობა შემოტავაზებისათვის

მე ვეძებ სუფთა სისხლს, მონადირე ხაზიდან. საბუთები შეიძლება ვთქვა მეორე ხარისხოვანია ჩემთვის.

ვეძებ ესე ვთქვათ უნაკლო ლეკვს.

Link to post
Share on other sites

შენ არ შეგეშლება

თუ კარგია ავიყვან მაშინ ერთ ხვადს !

პურმარილ/დიმფიტაური ჩემზე იყოს :)

2 თვემდე გააჩერებენ დედასთან ? ძაან პატარა არ მინდა წამოვიყვანო

საჭმლის ფულს მე გამოუგზავნი :)

Link to post
Share on other sites

ჯაბა თუ მოახერხებ და დრო გექნა იქნებ დედ-მამის სურათი დადო

 

პ.ს ავაოხრეთ ეს თემა, რუსულ სპანიელშია წასაღები ჩვენი პოსტები :)

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...
  • 2 months later...

მოკლედ, მაგრა მომწონს ეს ჯიში და დიდი ალბათობით ჩემი მომავალი კომპანიონიც ამ ჯიშის ძაღლი გახდება. მცოდნეები ცოტას თუ განავრცობთ ამ თემას მაგარი იქნება

Link to post
Share on other sites

კარგი ფოტოებია ჯაბა,გაეხარდებათ სპანიელის ფანებს,ნამდვილად კარგი ჯიშია,ჩემი თვალით მაქვს ნანახი შაშან როგორ შევიდა გადარეულ ყვირილაში,მეგონა ტალღა წაიღებს და სადმე მიანარცხებსთქვა ,მაგრამ მშვენივრად გამოიტანა ბატი... :yes: :yes:

Link to post
Share on other sites

ჯაბა, დაახლოებით რა გიჯდება უკრაინიდან ჩამოყვანა? მეც მაქ შანსი, მამაჩემი უკრაინის გავლით ჩამოდის ხოლმე რუსეთიდან და შეილება ჩამოვაყვანინო, ან მდგომარეობა თუ გამოსწორდა პირდაპირ რუსეთიდან.

Link to post
Share on other sites

მაგარია, ძალიან ჭკვიანი ძაღლები არიან, ყველაფერს მალე ითვისებენ და ადვილად იწვრთნებიან და არც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ.

 

გადაწყვეტილი მაქ უკვე 90 პროცენტი რომ, ამ ჯიშს ავიყვან.

Link to post
Share on other sites

მაგარია, ძალიან ჭკვიანი ძაღლები არიან, ყველაფერს მალე ითვისებენ და ადვილად იწვრთნებიან და არც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ.

 

გადაწყვეტილი მაქ უკვე 90 პროცენტი რომ, ამ ჯიშს ავიყვან.

წარმატებები,კარგი არჩევანია

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...