Jump to content
Club-Monadire.Ge

კანონი ნადირობის შესახებ.


Recommended Posts

კანონი ნადირობის შესახებ.

 

საქართველოში კანონი ნადირობის შესახებ არ არსებობს.ის,რასაც ჩვენ აქ ვარჩევთ არის - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება N512 (2005 წლის 7 დეკემბერი) ,,ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე".

ნადირობის შესახებ დებულებები მიმოფანტულია სხვადასხვა ნორმატიულ აქტში.ზემოთ აღნიშნულის გარდა არსებობს კანონი ,,ცხოველთა სამყაროს შესახებ", ,,გარემოს დაცვის შესახებ", ,,იარაღის შესახებ", ,,წითელი ნუსხისა და წითელი წიგნის შესახებ", ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, სისხლის სამართლის კოდექსი" და ა.შ.

არის ასევე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება #68 (03.06.1999 წ.) ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალის შესახებ" დამტკიცების თაობაზე.

ამ და სხვა ნორმატიულ აქტებზე დაყრდნობით,მონადირეების,მეცნიერების და სხვა მცოდნე და დაინტერესბული ხალხის აქტიური მონაწილეობით,ჩემის აზრით უნდა შეიქმნას ერთი დახვეწილი კანონი,რომელიც დაარეგულირებს ამ სფეროს.

იმ 512-ე ბრძანების მუხლი 4. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და საშუალებების ჩამონათვალი

ცხოველთა სამყაროს ობიეტების მოპოვება დაშვებულია შემდეგი იარაღითა და საშუალებებით:

ა) გლუვლულიანი სანადირო თოფებით (ცალლულიანი, ორლულიანი, მრავალვაზნიანი);

ბ) ხრახნივლულიანი სანადირო თოფებით (ნახევრად ავტომატური კარაბინები, კარაბინები – იარაღის შეძენის შესაბამისი ნებართვის არსებობისას);

გ) კომბინირებული სანადირო თოფებით (გლუვლულიანი და ხრახნივლულიანი, ლულების ნებისმიერი რაოდენობითა და კომბინაციით);

დ) დამჭერი მტაცებელი ფრინველებით;

ე) მწევრებით.

 

ე.ი. რა გამოდის, თუ მარტო მწევრებით ნადირობაა დაშვებული,მაშინ მე,ნოსო,ვიტო,ბესო,მონადირე...ტყულად ვზრდით მეძებრებს?

ანუ ათასი კითხვა შეიძლება გაგიჩნდეს.

კიდევ ერთი:რომელიმე თუ გაიხსენებთ ისეთ შემთხვევას,როდესაც მაღაზიაში საფანტის,,,სოკოლის" ან ,,პატრონების" ყიდვისას გამყიდველს შესაბამისი ნებართვა მოეთხოვოს, არადა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 156-ე მუხლში ნახეთ რა წერია - ცეცხლსასროლი გლუვლულიანი სანადირო თოფის გაყიდვის წესების დარღვევა

სავაჭრო საწარმოების (ორგანიზაციების) მუშაკთა მიერ ცეცხლსასროლი გლუვლულიანი სანადირო თოფის და მისი საბრძოლო მასალების მიყიდვა იმ მოქალაქეების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგნიზაციებისათვის, რომელთაც არა აქვთ შინაგან საქმეთა ორგანოების ნებართვა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე.

იგივე მოქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც წლის განმავლობაში ასეთივე დარღვევისათვის შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, -

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე.

 

ამდენად,ეს სფერო სერიოზულ დარეგულირებას რომ მოითხოვს, ორი აზრი არაა.

აქ თითოეულმა ჩვენთაგანმა აღნიშნულზე მხოლოდ გულისწყრომა რომ გამოთქვას,საქმეს არაფერი ეშველება,თუ კონკრეტული წინადადებები არ წამოვა.

მე გთავაზობთ, ნადირობის შესახებ კანონპროექტის თაობაზე გამოვთქვათ მოსაზრებები,ახალგაზრდა იურისტებმა,რომლებიც monadire.ge-ს აქტიური წევრები არიან,იმუშაონ ამ საკითხზე,ხოლო შემდეგ რა ფორმით მივაწოდოთ კანონმდებლებს,ამაზეც მოვიფიქრებთ.

Link to post
Share on other sites
  • Replies 325
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ეს შეხვედრა ძირითადად უფრო მოსამზადებელი შეხვედრა იყო შემდგომში უფრო მაშტაბური შეკრების, მაგრამ ძირიდი საკითხები რაც დაისვა იყო რომ: 1) გაკეთდა პეტიცია საზოგადოებროვ მაუწყებელზე გადაცემის და

მეგობრებო, მონადირე-მეთევზე-ბუნების მოყვარულნო! საკოორდინაციო საბჭოს სახელით გვინდა ერთი საინტერესო და საჭირო ინიციატივის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია. როგორც იცით, საკოორდინაციო საბჭო მემორან

გასული წლის ბოლოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროში შედგა შეხვედრა ფაო–ს (გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაცია) და სამონადირეო საზოგადოებებს შორის .შეხვედრები მიმდინარეობდ

Posted Images

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი

რესურსების მინისტრის

ბრძანება №07

2011 წლის 6 აპრილი ქ. თბილისი

 

ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

 

„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ” ქვეპუნქტის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 11 მარტის №4385 კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული დებულება – ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №512 ბრძანება „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ა. ხეთაგური

Link to post
Share on other sites

დებულება

ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ

 

თავი I - ეხება თევზჭერას

 

თავი II

ნადირობის საშუალებები და წესები

 

მუხლი 3. ნადირობის წესები

1. პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. პირი, რომელსაც გააჩნია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, უფლებამოსილია ინადიროს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ გადამფრენ ფრინველებზე ამავე პუნქტით განსაზღვრული ვადებისა და დღიური ლიმიტების დაცვით გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გაცემის წლის აგვისტოს მესამე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე.

3. ნადირობა (გარდა გადამფრენი ფრინველისა) დაიშვება ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ პირობებს, რომელთა დაცვაც სავალდებულოა. (27.12.2011 N 275)

4. ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები განისაზღვრება ამ დებულების მე-4 დანართით.

5. სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, სასოფლო-სამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის, ბუნებრივი გარემოსა და სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით ხორციელდება ცალკეულ სახეობათა გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირება.

6. ნადირობა აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში იმ სახეობებზე, რომლებიც არ არიან შეტანილნი ,,ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალში”.

7. ნადირობა აკრძალულია, სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში. (27.12.2011 N 275)

8. აკრძალულია ნადირობა მთელი წლის განმავლობაში: (27.12.2011 N 275)

ა) ერთ წლამდე დათვის ბელზე, ასევე დათვის მდედრ ინდივიდზე, რომელსაც ჰყავს ერთ წლამდე ბელი;

ბ) ამ დებულების 31 მუხლის „ბ“, „დ“, „რ“, „ტ“, „უ“, „ფ“ და „ღ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახეობების მდედრ ინდივიდებზე;

გ) ჯიხვის მამრ ინდივიდზე, რომლის რქის სიგრძეც (მრუდზე) 100 სმ-ზე ნაკლებია;

დ) ირმის მამრ ინდივიდზე, რომლის რქებიც არ არის დატოტვილი ან/და დატოტვილია და მთავარი ღერძის სიგრძე 90 სმ-ზე ნაკლებია;

ე) შველის მამრ ინდივიდზე, რომლის რქაც არ არის დატოტვილი;

9. აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში ნადირობის დროს გამოყენებულ იქნეს შემდეგი მეთოდები:

ა) მცენარეული საფარის დაწვა;

ბ) გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, გარდა ფრინველთა აღწარმოების მიზნით სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

გ) ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა, ან განადგურება;

დ) ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებების – ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეების (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევებისა), ხაფანგების, მარყუჟების, აგრეთვე ორმოების (გარდა სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველების მოპოვებისას, აგრეთვე, გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების შესაბამისად დადგენილი ქმედებების განხორციელებისას), სარეგვავების (სარეჯგველების), საწამლავის, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;

ე) ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით;

ვ) სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს;

ზ) ცხოველების ბუნაგებიდან გამოდევნა მათი შებოლვით ან დატბორვით, აგრეთვე სოროების გათხრით;

თ) მსხვილი ჩლიქოსნებისა და დათვის მოპოვება მცირეკალიბრიანი სანადირო იარაღითა და საფანტით, რომლის დიამეტრიც 5 მმ-ზე ნაკლებია. (27.12.2011 N 275)

10. ნადირობისას დაშვებულია მონადირე ძაღლებისა და სანადიროდ გაწვრთნილი მტაცებელი ფრინველების (შემდგომში – მტაცებელი ფრინველი) გამოყენება. (27.12.2011 N 275)

11. მტაცებელი ფრინველების გაწვრთნა დაიშვება ნადირობისათვის დაშვებულ ვადებში და პირი, რომელიც ახორციელებს მტაცებელი ფრინველის წვრთნას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) ან/და ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტი. (27.12.2011 N 275)

12. მონადირე ძაღლების წვრთნა (დაგეშვა) დაიშვება მთელი წლის განმავლობაში. პირი, რომელიც ნადირობისათვის აკრძალულ ვადებში, ახორციელებს მონადირე ძაღლის წვრთნას (დაგეშვას), ვალდებულია სანადირო იარაღში იქონიოს მხოლოდ დაუმუხტავი ვაზნები. (27.12.2011 N 275)

13. დადგენილი წესით ტყვეობაში გამრავლების მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტის გარემოდან ამოღება დასაშვებია ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას ინდივიდის სიცოცხლეს, აღნიშნულ შემთხვევაში არ მოქმედებს ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტითა და ამ დებულების 31 მუხლით დადგენილი აკრძალვები. (27.12.2011 N 275)

Link to post
Share on other sites

ნადირობისათვის აკრძალული ვადები

(27.12.2011 N 275)

 

1. ნადირობა აკრძალულია:

ა) არჩვზე - 1 მარტიდან - 15 დეკემბრამდე;

ბ) კეთილშობილ ირემზე - 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე;

გ) მურა დათვზე - 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე;

დ) ჯიხვზე - 1 მარტიდან - 15 დეკემბრამდე;

ე) ნიამორზე - 1 მარტიდან - 15 დეკემბრამდე;

ვ) ნუტრიაზე - 1 დეკემბრიდან – 1 სექტემბრამდე;

ზ) კურდღელზე - 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე;

თ) მაჩვზე - 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე;

ი) ტყის კვერნაზე - 1 თებერვლიდან 1 დეკემბრამდე;

კ) ქვის კვერნაზე - 1 თებერვლიდან 1 დეკემბრამდე;

ლ) მგელზე - 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე;

მ) ტურაზე - 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე;

ნ) მელაზე - 1 თებერვლიდან 1 სექტემბრამდე;

ო) ენოტისებურ ძაღლზე - 1 დეკემბრიდან – 1 სექტემბრამდე;

პ) ტყის კატაზე - 1 თებერვლიდან 1 დეკემბრამდე;

ჟ) გარეულ ღორზე - 1 იანვრიდან 1 ოქტომბრამდე;

რ) შველზე - 1 მარტიდან 1 დეკემბრამდე;

ს) ენოტზე - 1 დეკემბრიდან – 1 სექტემბრამდე;

ტ) კავკასიური როჭოზე - 1 იანვრიდან - 1 ნოემბრამდე;

უ) კასპიურ შურთხზე - 1 იანვრიდან - 1 ნოემბრამდე;

ფ) ხოხობზე - 1 იანვრიდან 15 ოქტომბრამდე;

ქ) კაკაბზე - 1 იანვრიდან 15 ოქტომბრამდე;

ღ) დურაჯზე - 1 იანვრიდან 15 ოქტომბრამდე;

ყ) გნოლზე - 1 მარტიდან 1 დეკემბრამდე.

2. იმ შემთხვევაში, თუ ნადირობა ხორციელდება სანადირო ცივი ან/და ცივი სასროლი იარაღით, ნადირობა აკრძალულია:

ა) არჩვზე - 1 მარტიდან - 5 დეკემბრამდე;

ბ) კეთილშობილი ირემზე - 1 თებერვლიდან - 1 ნოემბრამდე;

გ) მურა დათვზე - 1 იანვრიდან - 15 ოქტომბრამდე;

დ) ჯიხვზე - 1 მარტიდან - 5 დეკემბრამდე;

ე) ნიამორზე - 1 მარტიდან - 5 დეკემბრამდე;

ვ) ნუტრიაზე - 1 იანვრიდან – 1 სექტემბრამდე;

ზ) კურდღელზე - 1 მარტიდან - 1 სექტემბრამდე;

თ) მაჩვზე - 1 მარტიდან - 1 სექტემბრამდე;

ი) ტყის კვერნაზე - 1 მარტიდან - 1 დეკემბრამდე;

კ) ქვის კვერნაზე - 1 მარტიდან - 1 დეკემბრამდე;

ლ) მგელზე - 15 თებერვლიდან - 1 სექტემბრამდე;

მ) ტურაზე - 15 თებერვლიდან - 1 სექტემბრამდე;

ნ) მელაზე - 15 თებერვლიდან - 1 სექტემბრამდე;

ო) ენოტისებურ ძაღლზე - 1 იანვრიდან – 1 სექტემბრამდე;

პ) ტყის კატაზე - 15 თებერვლიდან - 1 დეკემბრამდე;

ჟ) გარეულ ღორზე - 1 თებერვლიდან - 1 ოქტომბრამდე;

რ) შველზე - 1 მარტიდან - 15 ნოემბრამდე;

ს) ენოტზე - 1 იანვრიდან – 1 სექტემბრამდე;

ტ) კავკასიურ როჭოზე - 15 იანვრიდან - 1 ნოემბრამდე;

უ) კასპიურ შურთხზე - 15 იანვრიდან - 1 ნოემბრამდე;

ფ) ხოხობზე - 1 თებერვლიდან - 1 ოქტომბრამდე;

ქ) კაკაბზე - - 1 თებერვლიდან - 1 ოქტომბრამდე;

ღ) დურაჯზე - 1 იანვრიდან - 1 ოქტომბრამდე;

ყ) გნოლზე - 1 მარტიდან - 15 ნოემბრამდე;

Link to post
Share on other sites

ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ძუძუმწოვრებზე და შემდეგ ვადებში:

 

ა) არჩვზე - 15 დეკემბრიდან 1 მარტამდე;

ბ) კეთილშობილ ირემზე - 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;

გ) მურა დათვზე - 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;

დ) ჯიხვზე - 15 დეკემბრიდან - 1 მარტამდე;

ე) ნიამორზე - 15 დეკემბრიდან - 1 მარტამდე;

ვ) ნუტრიაზე - 1 სექტემბრიდან - 1 დეკემბრამდე;

ზ) კურდღელი - 1 სექტემბრიდან - 1 თებერვლამდე;

თ) მაჩვზე - 1 სექტემბრიდან - 1 თებერვლამდე;

ი) ტყის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე;

კ) ქვის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე;

ლ) მგელზე - 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე;

მ) ტურაზე - 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე;

ნ) მელაზე - 1 სექტემბრიდან 1 თებერვლამდე;

ო) ენოტისებურ ძაღლზე - 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე;

პ) ტყის კატაზე - 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე;

ჟ) გარეულ ღორზე - 1 ოქტომბრიდან 1 იანვრამდე;

რ) შველზე - 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე;

ს) ენოტზე - 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე;

ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ფრინველებზე და შემდეგ ვადებში:

ა) კავკასიურ როჭოზე - 1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;

ბ) კასპიურ შურთხზე -1 ნოემბრიდან - 1 იანვრამდე;

გ) ხოხობზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე;

დ) კაკაბზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე;

ე) დურაჯზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე;

ვ) გნოლზე - 1 დეკემბრიდან - 1 მარტამდე;

ზ) მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩიბუხაზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე

(გულიოზე) – აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე;

თ) ტყის ქათამზე – 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე;

ი) წყალმცურავ ფრინველებზე (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა,

ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე.

იმ შემთხვევაში, თუ ნადირობა ხორციელდება სანადირო ცივი ან/და ცივი სასროლი

იარაღით, მაშინ ნადირობა ნებადართულია:

ა) არჩვზე - 5 დეკემბრიდან 1 მარტამდე;

ბ) კეთილშობილ ირემზე - 1 ნოემბრიდან - 1 თებერვლამდე;

გ) მურა დათვზე - 15 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე;

დ) ჯიხვზე - 5 დეკემბრიდან - 1 მარტამდე;

ე) ნიამორზე - 5 დეკემბრიდან - 1 მარტამდე;

ვ) ნუტრიაზე - 1 სექტემბრიდან - 1 იანვრამდე;

ზ) კურდღელი - 1 სექტემბრიდან - 1 მარტამდე;

თ) მაჩვზე - 1 სექტემბრიდან - 1 მარტამდე;

ი) ტყის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე;

კ) ქვის კვერნაზე - 1 დეკემბრიდან 1 მარტამდე;

ლ) მგელზე - 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე;

მ) ტურაზე - 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე;

ნ) მელაზე - 1 სექტემბრიდან 15 თებერვლამდე;

ო) ენოტისებურ ძაღლზე - 1 სექტემბრიდან - 1 იანვრამდე;

პ) ტყის კატაზე - 1 დეკემბრიდან 15 თებერვლამდე;

ჟ) გარეულ ღორზე - 1 ოქტომბრიდან 1 თებერვლამდე;

რ) შველზე - 15 ნოემბრიდან 1 მარტამდე;

ს) ენოტზე - 1 სექტემბრიდან - 1 იანვრამდე;

ტ) კავკასიურ როჭოზე - 1 ნოემბრიდან - 15 იანვრამდე;

უ) კასპიურ შურთხზე -1 ნოემბრიდან - 15 იანვრამდე;

ფ) ხოხობზე - 1 ოქტომბრიდან - 1 თებერვლამდე;

ქ) კაკაბზე - 1 ოქტომბრიდან - 1 თებერვლამდე;

ღ) დურაჯზე - 1 ოქტომბრიდან - 1 იანვრამდე;

ყ) გნოლზე - 15 ნოემბრიდან - 1 მარტამდე;“

Link to post
Share on other sites

კანონი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის

მოსაკრებლების შესახებ

 

I ჯგუფი (დათვი) 1700 ლარი

II ჯგუფი (გარეული ღორი) 100 ლარი

III ჯგუფი:

ა) შველი 500 ლარი

ბ) ირემი 1700 ლარი

IV ჯგუფი (მგელი) 100 ლარი

V ჯგუფი:

ა) ტურა 15 ლარი

ბ) მელა 50 ლარი

გ) მაჩვი 20 ლარი

დ) კვერნა 20 ლარი

ე) ენოტისებური ძაღლი, ენოტი, ნუტრია 1 ლარი

ვ) ტყის კატა 10 ლარი

VI ჯგუფი (კურდღელი) 2 ლარი

VII ჯგუფი:

ა) ჯიხვი 1700 ლარი

ბ) არჩვი 1350 ლარი

გ) შურთხი 220 ლარი

დ) ნიამორი 8350 ლარი

VIII ჯგუფი (სხვა ძუძუმწოვრები) 2 ლარი

IX ჯგუფი (ხოხობი) 15 ლარი

X ჯგუფი:

ა) კაკაბი, გარეული ბატი 4 ლარი

ბ) გარეული იხვი 1 ლარი

გ) დურაჯი 1 ლარი

დ) გნოლი 1 ლარი

ე) როჭო 1 ლარი

XI ჯგუფი (სხვა ფრინველები) 1 ლარი

Link to post
Share on other sites

ლიცენზიის გაცემისათვის დამატებითი საფასურის განსაზღვრის შესახებ

 

ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების დოკუმენტის გაცემისათვის სახეობის ერთ ინდივიდზე მომსახურების საფასური (დღგ-ის ჩათვლით) ლარობით

ნიამორი - 500 ლარი

ჯიხვი, კეთილშობილი ირემი, მურა დათვი - 300 ლარი

შველი, გარეული ღორი - 200 ლარი

კავკასიური როჭო, კასპიური შურთხი - 100 ლარი

დურაჯი - 50 ლარი

მგელი, მელა, ტყის კვერნა, ქვის კვერნა, მაჩვი, ნუტრია, ენოტი, ხოხობი, კაკაბი, გნოლი - 30 ლარი

ტურა, ტყის კატა, კურდღელი, ენოტისებური ძაღლი - 20 ლარი

Link to post
Share on other sites

ლიცენზის აღების პროცედურა

გარდა გადამფრენი ფრინველებისა

 

1. დაინტერესებული პირი ნადირობის დოკუმენტის მისაღებად სააგენტოს წარუდგენს წერილობით განცხადებას.

2. წერილობითი განცხადება, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის სახეობა;

ბ) მოპოვების ვადა;

გ) მოპოვების რაოდენობა.

 

1. განცხადება უნდა იყოს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს:

ა) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;

ბ) განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს;

გ) მოთხოვნას;

დ) განცხადების წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას;

ე) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში.

2. განცხადებას უნდა დაერთოს ყველა ის საბუთი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც განმცხადებელს კანონით ეკისრება.

3. განმცხადებელს უფლება აქვს წარუდგინოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ყველა სხვა საბუთი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

იპნ

 

 

ჯიხვსა და არჩვზე ნადირობა ზაფხულის გარკვეულ მონაკვეთში დასაშვები იქნება

 

 

20:35 31-01-2012

 

 

 

ჯიხვსა და არჩვზე ნადირობა ზაფხულის გარკვეულ მონაკვეთში დასაშვები იქნება. აქამდე არჩვსა და ჯიხვზე ნადირობა აკრძალული იყო 1-ელი მარტიდან 15 დეკემბრამდე , ცვლილებით კი აკრძალული იქნება 1-ელი მარტიდან 1-ელ ივლისამდე და 1-ელი ნოემბრიდან 1-ელ იანვრამდე.

ამასთან, აქამდე, მთელი წლის განმავლობაში აკრძალული იყო ნადირობა ჯიხვის მამრ ინდივიდზე, რომლის რქის სიგრძეც 100 სმ-ზე ნაკლები იყო, ცვლილებით კი ნადირობა აკრძალული იქნება მხოლოდ ისეთი ჯიხვის მამრ ინდივიდზე, რომლის რქის სიგრძეც (მრუდზე) 80 სმ-ზე ნაკლებია.

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის აღნიშნული ბრძანება, რომლითაც ცვლილება შევიდა "ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულებაში", უკვე ძალაშია.

Link to post
Share on other sites

არჩვზე მე რომ მკიტხონ რეგიონისდა მიხედვით დავუშვებდი შემოდგომა-იანვრის15მდე(ან ბოლომდე). მაგრამ ვინ უკეთებს ნადირობას ორგანიზებას, ვინ აკონტროლებს? როგორ იყენებენ ადგილობრივი გიდების(დღევანდელი ადგილობრივი''ბრაკონიერების'') რესურსს?

Link to post
Share on other sites

ბიჭებო ეს წერილი ყურადღებით წაიკითხეთ, კვირის პალიტრას დღევანდელ ნომერშია. კიდევ კარგი ჭკვიანი და ამ კუთხით განათლებული ხალხი რომ ხელმძღვანელობს ამ ქვეყნისათვის ყველაზე მეტად საჭირბოროტო საქმეს. ლინკს დავდებ გაზეთისას.

 

http://www.kvirispalitra.ge/public/11138-mglis-saathi.html

Link to post
Share on other sites

უყურეთ კურიერს? ეს სამონადირეო ტურიზმი კი კარგია სამომავლოდ, როდესაც გაამრავლებენ, მარა ახლა ნეტავ სად ეპატიჟებიან უცხოელებს კოლხურ ხოხობზე სანადიროდ? წითელმა წიგნმა ფერი შეიცვალა თუ რაშია საქმე?

 

ბოღმა მახრჩობს რა! მე მთელი წელი რომ ვაგროვო ფული ერთ კოჭლ ნადირსაც ვერ შევწვდები კანონის დაცვით!

 

დიახაც, მაქვს ამბიცია რომ საქართველო ქართველებისაა, დაე მერქვას ბრაკონიერი, სიამოვნებით მოვირგებ ამ ტიტულს !!!

Link to post
Share on other sites

არა რა, მაინც შემოვეხეტე ამ თემაში.

ვიტყვი ხოლმე "იქ" არ შევიდეთქო, მაგრამ გული არ მითმენს.

 

გავალ ჩემით. :hi:

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

ბიჭებო პირველარხზე გადაცემა ევროპულ არჩევანს თუ უყურეთ?

 

თემა იყო ტურიზმი და ნადირობა,რა წარმოდგენა დაგჩათ,გვეშველება რამეე??

 

ვისაც არ უყურებია

 

www.myvideo.ge - ზე 22 თებერვალი 22.00 სათი მიუთითეთ

 

საინტერესო გადაცემა იყო.

Link to post
Share on other sites

მე მიმაჩნია რომ უცხოელი ტურისტები მხოლოდ სანადირო მეურნეობებში უნდა ჩამოიყვანონ. ჩვენს ველურ ბუნებას არა აქვს ქართული და უცხოური მონადირეების ატანის რესურსი

Link to post
Share on other sites

ვეთანხმები ვახოს 100% ით! და კიდევ ამდენი მონადირე იჯდა გადაცემაში და ერთს არ გახსენებია და არ უსაუბრია იმ დიდ პრობლემაზე რაც დიდ უარყოფით გავლენას ახდენს საქარტველოში ნადირ ფრინველის გამრავლებაზე, მგლის და ტურის რაოდენობის შემცირებაზე მაქვს საუბარი :old:

Link to post
Share on other sites

ვისაც არ უყურებია

www.myvideo.ge - ზე 22 თებერვალი 22.00 სათი მიუთითეთ

საინტერესო გადაცემა იყო.

 

ახლა ვუყურე. ჩემთვის ოდნავ საინტერესო მაშინ იქნებოდა მინისტრი რომ მჯდარიყო მანდ :old:

 

ისევ და ისევ წყლის ნაყვა, ყინულის დაძვრა არა ისა კიდე . . .

 

ერთადერთი გამართული და ვფიქრობ მართალი (უანგარო) კომენტარი ბ-ნ კოტესგან მოვისმინე !

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

რაღაცას ბაზრობენ საგაზაფხულო სანადირო სეზონის გაგრძელებაზე და ხომ არაფერი გაგიგიათ რა ხდება?

 

გვიანია

Link to post
Share on other sites

გუშინ ვუყურებდი ახოტა რიბალკას

საფრაგეთის ერთ-ერთ პროვინციაში ნადირობდნენ.

რა ორგანიზებული, როგორი გათვლილი და დათვლილი სავარგულები, სანადირო ობიექტები.

ძაან მაგრად დამწყდა გული ჩვენი რეალობა რომ გამახსენდა.

ჩვენ როდის მივალთ მაქამდე მაგის დედა ვატირე :haha:

პ.ს ვალდშნეპი მოკლეს და ბეკასიო თქვეს. თარჯიმანმაც ბეკასიო თქვა (ალბათ ფრანგულად ეგრეა და თარჯიმანს შეეშალა)

Link to post
Share on other sites

ყური მოვკარი მალე საქართველოში 70 -ზე მეტი აღკვეთილი (კერძო მეურნეობების ჩათვლით) იქნებაო. რომ დავფიქრდი ნეტა მეტი იყოს :haha:

Link to post
Share on other sites

სხვა საშველი არაა ქევხო.

კერძო მეურნეობები თუ გადაარჩენენ ამ სულის მღაფავ ქართულ ფაუნას, თორემ რა ხდება ხო ხედავ (ზოგიერთ ეხლანდელ მეურნეობას არ ვგულისხმობ)

ერთი მეტრი არაა დარჩენილი რომ მესაკუთრე არ ყავდესო ესე თქვეს იმ გადაცემაში.

კერძოა და არის. საერთო საკუთრება რომ იყოს იგივე სიტუაცია იქნებოდა

ნადირობა გართობა და სიამოვნებაა

გართობა და სიამოვნება ფული ღირს. გაქვს ისიამოვნებ არ გაქვს ხარ ისე

ასეა და ვერაფერს ვიზავთ...

Link to post
Share on other sites

კი ფრანგულად ეგრეა და ესპანურადაც.

 

 

გუშინ ბიზნეს კურიერში ლაპარაკობდნენ იხვის მოშენებაზე კარგია ასეთი რამეები მაგრამ რა ეღირება ეგაა საქმე..

Link to post
Share on other sites

სხვა საშველი არაა ქევხო.

კერძო მეურნეობები თუ გადაარჩენენ ამ სულის მღაფავ ქართულ ფაუნას, თორემ რა ხდება ხო ხედავ (ზოგიერთ ეხლანდელ მეურნეობას არ ვგულისხმობ)

ერთი მეტრი არაა დარჩენილი რომ მესაკუთრე არ ყავდესო ესე თქვეს იმ გადაცემაში.

კერძოა და არის. საერთო საკუთრება რომ იყოს იგივე სიტუაცია იქნებოდა

ნადირობა გართობა და სიამოვნებაა

გართობა და სიამოვნება ფული ღირს. გაქვს ისიამოვნებ არ გაქვს ხარ ისე

ასეა და ვერაფერს ვიზავთ...

 

იყოს ბევრი მეურნეობები, მოაშენონ და მე სადაც ვინადირებ უფასოდ კი ვიცი :haha:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...