Jump to content
Club-Monadire.Ge

სასარგებლო მცენარეები


Recommended Posts

სასარგებლო მცენარეები

 

სარკმლის ხე-საღსაღაჯი

 

ამ გვარის ოცამდე სახეობა გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში, დასავლეთ, შუა და აღმოსავლეთ აზიაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკასა და ცენტრალურ ამერიკაში. საქართველოში მხოლოდ ეს სახეობაა.

ფოთოლმცვივანი ხეა. 5-10(15მ) სიმაღლისა იზრდება, მთავარი ღეროს დიამეტრი ერთ მეტრს აღწევს. მრგვალი ან ნახევრსფეროსებრი ვარჯი აქვს. ფოთოლი ფრთისებრია-3(5)-7(9) ხეშეში, კიდე მთლიანი ფოთოლასიკადან შედგება, ფოთოლაკი კვერცხისებრ-ლანცეტური ან მოგრჯოლანცეტური მოყვანილობისაა, მოკლეყუნწიანი ან თითქმის მჯდომარე 4-5 სანტიმეტრი სიგრძისაა და 1,5-2,5 სმ სიგანის. ყვავილები ცალსქესიანია.

ყვავილობს აპრილ-მაისში, ნაყოფი მწიფდება ივნის-აგვისტოში.

აქვს მკვრივი, მძიმე გამძლე მერქანი, გამოყოფს ფისს, რომელიც გამოიყენება ფარმაცევტულ და პარფიუმერულ წარმოებებში, კევის დასამზადებლად და სხვა. თესლი საჭმელად ვარგისია.

გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში, დაბლობსა და მთისწინებზე, ქმნის მეჩხერ ე.წ. ”ნათელ” ტყეებს.

შეტანილია საქართველოს წითელ წიგნსა (1982წ) და წითელ ნუსხაში (2006წ). საკმლის ხის ვრცელი კორომი დაცულია ვაშლოვანის ნაკრძალში.

 

რძიანასებრნი (Euphorbiaceae),

 

760def8ea492.jpg

 

ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ხეები, ბუჩქები და ბალახებია. უმრავლესობა შეიცავს რძეწვენს ერთსქესიანი ყვავილები (მცენარეები ერთსახლიანი ან ორსახლიანია) შეკრებილია თავთავისებრ ან თავაკისებრ ყვავილედებში, ან კიდევ ე. წ. ციათიუმებში. ნაყოფი კოლოფია, ზოგჯერ კურკიანასებრი ან კენკრასებრი. 300-მდე გვარის 7 ატასამდე სახეობა გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ სარტყელში, ბევრი ბალახოვანი რძიანასებრნი იზრდება ზომიერ და ნაწილობრივ ცივ სარტყელშიც (გარდა არქტიკისა და ანტარქტიკისა). რძიანასებრთა შორის ბევრია სასარგებლო მცენარე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰევეა და მანიჰოტი, აბუსალათინი და ტუნგი. მრავალი სახეობის (ბაკორეა, ფილანტუსი, ანტიდესმა) ნაყოფი იჭმება. რძიანას, კროტონის, იატროფას გვარების სახეობები სამკურნალოა. ზოგიერთი (რძიანა, ფილანტუსი, იატროფა) კულტივირებულია დეკორატიულ მცენარედ.

Link to post
Share on other sites

აბზინდაArtemisia absinthium L

Палынь горкая

 

513581f13706.jpg

1 მ-მდე სიმაღლის მრავალწლიანი ფესურიანი ბალახოვანი მცენარეა ასტრასებრთა (Asteraceae) ოჯახიდან. ხასიათდება ძლიერი არომატული სუნით, უხვი თეთრი ბუსუსებით, რის გამოც მცენარეს აქვს ვერცხლისფერ-თეთრი ფერი. დატოტვილი ღეროს ფუძესთან განლაგებულია გრძელყუნწიანი სამნაკვთიანი ფოთლები, ღეროს შუა ნაწილში ფოთლები მოკლეყუნწიანი და ორნაკვთიანია, კენწრული ფოთლები კი უყუნწოა. Yყვითელი, წვრილი, მილისებრი ყვავილები შეკრებილია 30 მმ. დიამეტრის კალათებად, რომლებიც თავის მხრივ შეკრებილია ერთ მხარეს მიმართულ მტევნებად. ნაყოფი წვრილი თესლურაა. ყვავილობს ივლის-აგვისტოში, ნაყოფი მწიფდება აგვისტო-ოქტომბერში. გავრცელებულია ზღვისპირა დაბლობებში. იზრდება ბაღების ნაპირებზე, პლანტაციებში, გზების გასწვრივ, ტორფიანი ჭაობის მისადგომებთან: ქობულეთი, ჩაქვი. სამკურნალო ნედლეულია ბალახი, რომელსაც აგროვებენ კოკრობისა და ყვავილობის პერიოდში, აშრობენ ჩრდილში, ორპირ ქარში, შენახვის ვადა 2 წელია. ქიმიური შემცველობა: ბალახი შეიცავს 20% ეთერზეთებს, რომლის შედგენილობაში შედის პინენი, ლაქტონები, გლიკოზიდები, ფლავონოიდი არტემიზინი, ორგანული მჟავები, K და P ვიტამინები, მთრიმლავი ნივთიერებები, ფისები. გამოყენება: აბზინდა ძველთაგანვე მიჩნეულია მადის აღმძვრელ ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად. ამ მიზნით ფარმაცევტულ ქარხნებში მზადდება დამახასიათებელი სუნის მქონე სქელი ექსტრაქტი. ოჯახის პირობებში კი ამ მიზნით ამზადებენ ნაყენს, რისთვისაც 1 ს.კ. დაქუცმაცებულ მშრალ ბალახს უნდა დაასხათ 2 ჩ.ჭ. ადუღებული წყალი, დადგათ 20 წუთი, გაწუროთ და მიიღოთ თითო სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამის წინ. აბზინდას როგორც სამკურნალო საშუალებას იყენებდა ქანანელი, ფანასკერტელი და დავიტ ბატონიშვილი.

Link to post
Share on other sites

ალისფერი სათითურა

Digitalis purportea

Наперстянка пурпуровая

 

41d4d86d1e30.jpg

1,5 მ სიმაღლის მაგარ, დაუტოტავ ღეროიანი ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა შავწამალასებრთა (Scrophulariaceae) ოჯახიდან. სიცოცხლის პირველ წელს მცენარე ივითარებს ფესვის ყელთან როზეტად შეკრებილ შებუსულ მოგრძო ფოთლებს, ხოლო მეორე წელს ღეროს, რომელზეც ვითარდება ერთ მხარეს მიმართული, წითელი, ზარისებრი ყვავილები. ნაყოფი კვერცხისებრი კოლოფია მრავალი წვრილი თესლით. ყვავილობს ივნის-ივლისში, ნაყოფები მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. გავრცელებულია ცენტრალური და დასავლეთი ევროპაში. აჭარაში დიდი ხანია გაველურებულია, იზრდება ზღვისპირა დაბლობებზე და ფერდობებზე. გავრცელებულია ბოტანიკურ ბაღში, ჩაქვში, ციხისძირში, ქობულეთში.

10

სამკურნალო ნედლეულია ფოთლები, რომლებსაც აშრობენ შეგროვებისთანავე მზისგან დაცულ ადგილას, ან საშრობებში 60-700C-ზე . Qქიმიური შემცველობა: ფოთლები შეიცავს საგულე გლიკოზიდებს, კერძოდ კარდენოლიდებს: პურპურეაგლიკოზიდ A-ს, პურპურეაგლიკოზიდ B-ს და გლუკოგიტალოქსინს. გამოყენება. ფოთლებისაგან მიღებული პრეპარატები მედიცინაში გამოიყენებიან, როგორც გულის კუნთისა და სისხლძარღვების მოქმედების მარეგულირებელი საშუალებები არითმიისა და სისხლის მიმოქცევის დარღვევის დროს. კერძოდ, აძლიერებს სისტოლას და აღრმავებს დიასტოლას. ანელებს გულის კუნთის მუშაობას, მაგრამ გლიკოზიდის ხანგრძლივი მიღება არ შეიძლება, რადგან ისინი გროვდებიან ორგანიზმში და იწვევენ მოწამვლას, ამიტომ საჭიროა პრეპარატის შეცვლა მორიგეობით სხვა პრეპარატებით, რომლებიც ნაკლებ ტოქსიკურია. მცენარისაგან მზადდება პრეპარატები: მშრალი ექსტრაქტი, დიგიტოქსინ გიტალენი, დიგიპურენი და კორდიგიტი. ოჯახურ პირობებში შეიძლება მოვამზადოთ ნაყენი, რისთვისაც 1 გრ. გამშრალ და დაქუცმაცებულ ფოთლებს უნდა დაასხათ 1 ჩ.ჭ. მდუღარე წყალი და გააჩეროთ 3 საათის განმავლობაში, გაწუროთ და მიიღოთ თითო ჩაის კოვზი 3-ჯერ დღე

 

ალოე ხისებრი

Aloe orborescens Mill.

Алое древовидное

 

790ebc4c5646.jpg

ალოე ხისებრი მარადმწვანე მცენარეა შროსანასებრთა (Liliaceae) ოჯახიდან. მცენარეს გააჩნია 4 მეტრამდე სიმაღლის სწორმდგომი, დატოტვილი და ხშირფოთლოვანი ღერო. ფოთლები მორიგეობითი, წვნიანი, ხორციანი და ხმლისებურია, კიდეებზე ეკლებით. ღეროს ზედა ნაწილში ფოთლები დაახლოებულია ერთმანეთთან როზეტის მსგავსად. ფოთლების სიგრძე 20-65 სმ,

12

სიგანე 3-6 სმ. სისქე 1,2-1,5 სმ. ყვავილები მსხვილი 4 სმ-მდე სიგრძის, ნარინჯისფერი, წვრილყუნწიანი და თავდახრილია. შეკრებილია მრვალყვავილა ცილინდრულ მტევნად. ნაყოფი მრავალრიცხოვანი თესლიანი კოლოფია. ოთახის პირობებში ყვავის თებერვალ-მარტში, მაგრამ ნაყოფი არ მწიფდება. მინდვრის პირობებში მცენარე მოჰყავთ აპრილის ბოლოდან ნოემბრის ჩათვლით. ამ დროის განმავლობაში მცენარისაგან 2-4 წლის ასაკში აგროვებენ ფოთლებსა და ყლორტებს სამკურნალო პრეპარატების მისაღებად. გავრცელებულია სამხრეთ აფრიკაში, სადაც იგი ხედ იზრდება. თუმცა მთელს მსოფლიოში ოთახის კულტურადაა გავრცელებული და ცნობილია როგორც ასწლოვანი მცენარე. როგორც სამკურნალო საშუალება ალოე ხისებრი შეტანილია კულტურაში და საქართველოს შავიზღვისპირეთში ათეულობით ჰექტარზე მოჰყავთ. სამკურნალო ნედლეულია 2 - 4 წლოვანი მცენარისაგან შეგროვილი ფოთლები და ყლორტები. ქიმიური შემცველობა: მცენარეში მწარე გემოს რთული გლიკოზიდური შენაერთებია - ანტრაგლიკოზიდები, რომელთა შენაერთებსაც ალიონებს უწოდებენ. მცენარის წვენში ბევრი ფერმენტი და ვიტამინია. Gგამოყენება: ხისებრი ალოეს პრეპარატებს მრავალმხრივი გამოყენება აქვს მედიცინაში. ალოეს თხევადი ექსტრაქტი გამოიყენება ინექციისათვის ქრონიკული გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, გინეკოლოგიური დაავადებისა და სხვათა დროს. იგი მომაკვდინებელ გავლენას ახდენს დაავადების წარმომქმნელ ბევრ მიკრობზე: სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, ნაწლავის, დიზენტერიისა და მუცლის ტიფის ჩხირზე. ხალხურ მედიცინაში გავრცელებულია ალოეს წვენის დამზადება შემდეგი რეცეპტით: 150 გრ. დაქუცმაცებულ ნედლ ალოეს ფოთლები უნდა შეურიოთ 250 გრ. თაფლში და გააჩეროთ 4-6 დღე სიბნელეში. ასეთ ნაყენს დღეში 3-ჯერ სვამენ თითო სუფრის კოვზით ჭამამდე მადის მომგვრელად და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად, გადატანილი დაავადებებით გამოწვეული გამოფიტვისა და ზოგიერთი სხვა ავადმყოფური მდგომარეობის გამო.

გვერდითი ყლორტები გამოიყენება ალოეს წვენისა და სიროფის მისაღებად, მისგან ამზადებენ რკინის შემცველ ალოეს სიროფს. პრეპარატი გამოიყენება

13

სისხლნაკლულობის სამკურნალოდ. წვენი და სიროფი გამოიყენება ყაბზობის, კუჭის შეკრულობის დროს როგორც სასაქმებელი საშუალება. ნორჩი ფოთლები სამკურნალო პრეპარატების მიღებამდე განიცდიან ბიოსტიმულირებას ე.ი. ფოთლებს შეგროვების შემდეგ მათ ათავსებენ სიბნელეში 4-8°0C ტემპერატურაზე 12 დღე-ღამის განმავლობაში. ამ დროს ქსოვილებში წარმოიქმნებიან ნივთიერებები, ე.წ ბიოლოგიური სტიმულატორები. ორგანიზმში მათი შეყვანა იწვევს მასტიმულირებელ ზეგავლენას და აჩქარებს რეგენერაციის პროცესს. ნედლი “ბიოსტიმულატორული” ალოეს ფოთლებისაგან ამზადებენ რიგ პრეპარატებს.

 

ალუბალი

Cerasus vulgaris Milli

вишня обыкновенная

2 მ-მდე სიმაღლის დატოტვილი ხეა ვარდისებრთა (ღოსაცეაე) ოჯახიდან. ფოთლები ელიფსური, ყუნწიანი და ხერხკბილაა. თეთრი ყვავილები შეკრებილია ქოლგისებრ ყვავილედებად. ნაყოფი მუქი წითელია, კურკიანი. ყვავილობს აპრილ-მაისში, ნაყოფი მწიფდება ივნის-ივლისში. კულტივირებული ჰიბრიდული მცენარეა.

14

სამკურნალო ნედლეულია ნაყოფი, რომელიც იკრიფება სრული სიმწიფის პერიოდში. ქიმიური შემცველობა. ნაყოფი შეიცავს 17,5% შაქრებს, 11% პექტინს, 2,7% ორგანულ მჟავებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფლავონოიდეს, 26%-მდე სახამებელს, ვიტამინებს, რკინას, მაგნიუმს, მინერალურ მარილებს. გამოყენება. ალუბლის ნაყოფი აუმჯობესებს მადას, რკინის შემცველობის გამო მას უნიშნავენ სისხლდენის დროს. ალუბლის ნაყენი აქრობს წყურვილის შეგრძნებას, რბილობს აქვს ანტისეპტიკური მოქმედება. ხალხურ მედიცინაში რძიან ალუბალს იყენებენ სახსრების ანთების დროს, წვენი კი მიჩნეულია ნახველის ამოსაღებ კარგ საშუალებად. დადგენილია, რომ ალუბლის ყუნწები ძლიერი შარდმდენია და აგრეთვე გამოიყენება ფაღარათის საწინააღმდეგოდ. ყუნწებისაგან ამზადებენ ნახარშს 1 ჭ წყლისა და 10 გრ ნედლეულის შერევით.

 

ამი კბილისAmmi visnagal

Ами зубная

მიეკუთვნება ქოლგოსანთა ოჯახს (Umbelliferae). ორწლიანი სწორმდგომი ბალახოვანი მცენარეა 35-80სმ. სიმაღლის. ფოთლები მორიგეობითი, ფრთისებრ დანაკვთული. ყვავილები წვრილი, თეთრი ფერის, არასასიამოვნო სუნის, შეკრებილია წვეროში 10 სმ. დიამეტრის რთულ ქოლგად. ნაყოფი მოგრძო-კვერცხისებრი მუქი მწვანე, ორთესლიანი, თესლის სიგრძე 2მმ. ყვავის ივნის-აგვისტოში, ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. გავრცელებულია კანარის კუნძულებიდან ირანამდე, წარმოშობით ხმელთაშუა ზღვის მცენარეა, კულტივირებულია დასავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში, ამერიკაში, უკრაინაში, კავკასიაში, მოლდავეთში. ქიმიური შემცველობა: შეიცავს შემდეგ ნივთიერებებს: კელინი, ვისნაგინი, ვისნადინი, ფლავონოიდები, ეთერზეთები.

სამკურნალო ნედლეულია ნაყოფი, რომლის მთავარი მოქმედი ნივთიერებაა კელინი, ის გამოიყენება ბრონქიალური ასთმის, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის,

ყივანახველის, კუჭ-ნაწალვის სპაზმის და თირკმლის კოლიკის დროს. კელინი შედის პრეპარატების “კელლატრენის” და “ვიკალინის” შემადგენლობაში. გარდა ამისა გვხვდება პრეპარატ “მარელინის” შემადგენლობაშიც, რომელიც გამოიყენება შარდგამომყოფი გზებისა და თირკმლების დაავადების დროს. ნაყოფი შეიცავს ასევე ფუროკუმარინს, ფლავონს, 0,2% ეთერზეთებსა და 20% ცხიმს. ნაყოფისაგან დამზადებული პრეპარატი “ავისანი” გამოიყენება როგორც სპაზმოლიტიკური საშუალება შარდგამომყოფი გზებისა და თირკმლების დაავადებათა დროს.

 

ანწლიSambucus ebulus L.

Бузинтравянистая

d48d15b9058f.jpg

 

1,5 მეტრამდე სიმაღლის მრავალწლიანი, ფესურიანი, ბალახოვანი მცენარეა ცხრატყავასებრთა ( Caprifoliaceae ) ოჯახიდან. ღერო ღრუიანია და დაღარული, სწორმდგომი. მოპირდაპირედ განლაგებული ფოთლები რთულია და კიდედაკბილული. თეთრი ყვავილები შეკრებილია ქოლგა ყვავილედებად, ნაყოფი შავი კენკრაა. მცენარე ყვავილობს მაის-ივლისში, ნაყოფი მწიფდება ივლის-აგვისტოში.

გავრცელებულია ნესტიან ადგილებში დაბლობებიდან სუბალპურ სარტყლამდე. იზრდება ღობის ძირას, ტყის პირას, გზის პირას, რუდელარულ ადგილებში. სამკურნალო ნედლეულია ფესვები, ფოთლები და ნაყოფები. ნაყოფს აგროვებენ სრული სიმწიფის პერიოდში.

ქიმიური შემცველობა: ნაყოფი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთებსა და სხვა.

გამოყენება: აჭარის ხალხურ მედიცინაში ნაყოფების შაქრიანი ნაყენი წარმოადგენს კუჭის შემკვრელ უებარ საშუალებას, ხოლო ფესვებისა და ფოთლების წვენი გამოიყენება ყურის ტკივილის დროს ანთების საწინააღმდეგოდ. მტკივან ყურში იწვეთებენ 2-2 წვეთ თბილ ფესვის ან ფოთლის წვენს.

 

არყიBetula Litwinowii A. Doluch.

Береза литвинова Литвинова

 

d0e06f04d650.jpg

 

16-18 მ. სიმაღლის თეთრქერქიანი ხე მცენარეა არყისებრთა ( Betulaceae ) ოჯახიდან. დახრილი ერთწლიანი ყლორტები ვეგეტაციის პირველ მესამედში დაფარულია ბუსუსებით, შემდეგ კი შიშველია, იგივე ითქმის ფოთლებზედაც. ფოთლები კვერცხისებრია, ორმაგხერხკბილა. ყვავილები ცალსქესიანია, ისინი ერთი და იმავე მცენარეზე ვითარდებიან. მდედრობითი და მამრობითი ყვავილები შეკრებილია გრძელ მჭადებად. ნაყოფი ფრთიანი კაკალია. ყვავილობს დეკემბერ-თებერვალში, ნაყოფი მწიფდება ივნის-ივლისში. გავრცელებულია ტყის ზედა და სუბალპურ სარტყელში. იზრდება ტყეებში, ბუჩქნარებში. სამკურნალო ნედლეულია საფოთლე კვირტები, რომელთაც ამზადებენ ადრე გაზაფხულზე, კვირტების გაბერვის პერიოდში, აშრობენ ჰაერზე, რადგან ჩრდილში კვირტები იხსნებიან.

 

ქიმიური შემცველობა: კვირტები შეიცავენ 5-8% ეთეროვან ზეთებსა და მთრიმლავ ნივთიერებებს. ფოთლები შეიცავენ 0,05% ეთეროვან ზეთებს, მთრიმლავ ნივთიერბებს, ასკორბინის მჟავას, საპონინებს, ფლავანოიდებს.

Link to post
Share on other sites

ასკილიRosa canina

Шиповник

 

454cbe7447a7.jpg

 

ასკილი ანუ ველური ვარდი ძლიერ დატოტვილი ბუჩქია ვარდისებრთა (Rosaceae) ოჯახიდან, 2 მ-მდე სიმაღლის. ტოტები წვრილი, დაფარულია მოყავისფრო-წითელი ქერქით. ფოთლები განლაგებულია მორიგეობით, კვერცხისებური, ქვედა მხრიდან მორუხო-მომწვანო ფერის. ყვავილი შედგება 5 გვირგვინის ფურცლისაგან, ვარდისფერი ან თეთრი შეფერილობისაა. ნაყოფი მოყავისფრო-წითელი ელიფსური, 5სმ-მდე სიგრძის. ყვავილობს მაის-ივლისში, ნაყოფი ცრუა მწიფდება აგვისტო-სექტემბერში.

 

ასკილი მდიდარია ვიტამინ C -თი. ნაყოფი იკრიფება სრული სიმწიფის პერიოდში, ხასიათდება მომჟაო-მოტკბო გემოთი. ვიტამინ C-ს (ასკორბინის მჟავა) შემცველობა 4-6% - მდეა, ზოგიერთ სახეობაში კი 18%-მდე აღწევს. გარდა ამისა ასკილის ნაყოფი შეიცავს ვიტამინ P (რუტინი), B1 ,B, K, A – კაროტინი. თესლებში არის ვიტამინი E. ნაყოფი შეიცავს ასევე ფლავონურ გლიკოზიდებს – კემპფეროლს და კვერცეტინს, შაქარს 18%-მდე, მთრიმლავ ნივთიერებებეს 45%-მდე, პექტინებს 3,7%, ორგანულ მჟავებს: ვაშლის-1,8%, ლიმონის-2%. ასევე გვხვდება ლიკოპენი, რუბიქსანტინი, ეთერზეთები, კალიუმის მარილები, რკინა, მარგანეცი, ფოსფორი, კალციუმი, მაგნიუმი. ასკილის ნაყოფი ხასიათდება ფიტონციდური და ბაქტერიოციდული თვისებებით. გარდა ამისა არის ნაღველმდენი, ანთების საწინააღმდეგო, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მარეგულირებელი და შარდმდენი საშუალება. ვიტამინი C – ასკორბინის მჟავა მინაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, დადგენილია, რომ ის ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას. ვიტამინი P P – რუტინი, ხელს უწყობს კაპილარების სიმყიფესა და შეღწევადობის შემცირებას, აუმჯობესებს ორგანიზმის მიერ ასკორბინის მჟავის გამოყენებას. ვიტამინი A A – კაროტინი, ამაღლებს ორგანიზმის საერთო წინააღმდეგობის უნარს. ვიტამინები მონაწილეობენ ყვითელი ფერმენტის სინთეზში, ხელს უწყობენ მხედველობითი პურპურის სინთეზს, მოქმედებენ სისხლმბად ორგანოებზე. ვიტამინი K – მონაწილეობს პროთრომბინის წარმოქმნაში.

 

ასკილის ნაყოფი სამკურნალო მიზნით გამოიყენება ნაყენის, სიროფის, ექსტრაქტისა და ფხვნილის სახით. კერძოდ, ვიტამინი C –ს იყენებენ სისხლნაკლულობის, ორგანიზმის დაუძლურების, ათეროსკლეროზის დროს. გამოიყენება ასევე როგორც ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარიანობის გაზრდის საშუალება ინფექციური და ინტოქსიკაციური პროცესებისას (ქუნთრუშა, დიფტერია, პნევმონია, ყივანახველა და სხვა). ხელს უწყობს მოტეხილობის დროს ძვლების შეზრდის პროცესის დაჩქარებას, გამოიყენება აგრეთვე საშვილოსნოდან სისხლდენის დროს, თირკმლის კენჭოვანი დაავადებისა და ღვიძლის დაქვეითებული სეკრეციის დროს, ზემოქმედებს ძვლის ტვინის ფუნქციასა და ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლაზე.

 

ხალხურ მედიცინაში ასკილის ნაყოფების ნახარში ფართოდ გამოიყენება თითქმის ყველა მძიმე დაავადების დროს. კერძოდ, კენჭოვანი დაავადების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, გასტრიტის, კოლიტის, სისხლნაკლებობის, მალარიის, ქალის სასქესო ორგანოების დაავადებათა დროს.

 

აღმოსავლური ნაძვი

Picea abies L.

 

17514dc7ba40.jpg

 

30-50 მ. სიმაღლის მარადმწვანე წიწვოვანი ხეა ფიჭვისებრთა (Pinaceae) ოჯახიდან, აქვს სწორმდგომი 1მ-მდე დიამეტრის ღერო და კონუსისებური ვარჯი. ფოთლები (წიწვები) ნემსისებური, ოთხწახნაგოვანი. მცენარე ერთსახლიანია. მამრობითი გირჩი განლაგებულია წიწვების უბეებში ყლორტების ქვედა ნაწილში, მდედრობითი _ ყლორტების ზედა ნაწილში ვითარდება. დამტვერვა ხდება მაის-ივნისში, ნორჩი გირჩი წითელია ან მწვანე, მომწიფებული_რუხი ფერის, წაგრძელებულ-ცილინდრულია, 15 სმ-მდე სიგრძის. ფრთიანი თესლი ზამთრის მეორე ნახევარში ცვივა და ქარს მიაქვს.

გავრცელებულია შერეულ და წიწვოვან ტყეებში. სამკურნალო ნედლეულია წიწვები, ყლორტები და გირჩები, რომელთაც აგროვებენ ზაფხულში. Qქიმიური შემცველობა: ნაძვის წიწვები, წიწვოვანი ყლორტები და ნორჩი გირჩები შეიცავენ ეთერზეთებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფისებს, ვიტამინ C-ს (წიწვში 4--% მგ-მდე), რკინის, ქრომის, მანგანუმის, სპილენძის, ალუმინის მარილებს. G გამოყენება: მცენარისაგან დამზადებული პრეპარატები გამოიყენება სასუნთქი გზების დაავდებათა სამკურნალოდ, კერძოდ, ანგინის, ტრაქეიტის, ბრონქიტის, ბრონქიალური ასთმის დროს. Aასევე ნაძვის ახალგაზრდა ტოტებსა და გირჩებს იყენებენ სურავანდის სამკურნალოდ. ორგანიზმში ვიტამინ C-ს უკმარისობისას ან პროფილაქტიკური მიზნით სვამენ მის ნაყენს

Kკანის გარეგანი დაზიანების სამკურნალოდ ამზადებენ მალამოს ნაძვის ფისების, ცვილისა და კარაქის თანაბარი რაოდენობის შერევით, ამ მალამოს იყენებენ ფურუნკულების, ჩირქგროვების, წყლულების, ჭრილობების და დაჟეჟილობის სამკურნალოდ.

 

აჭარის ყოჩივარდაCyclamen adzharicum Pobed.

Цикламен аджариский

 

124903f408f5.jpg

 

10-20 სმ. სიმაღლის მრავალწლიანი ტუბერიანი ბალახოვანი მცენარეა ფურისულასებრთა (Primulaceae) ოჯახიდან. გრძელყუნწიანი ფოთლები თავმოყრილია ფესვის ყელთან, ფოთლის ფირფიტა ფართე თირკმლისებრია, კიდემთლიანი, ზედა მხრიდან მოთეთრო-მწვანე ლაქებით, ქვედა მხრიდან კი წითელი. ყვავილები ვარდისფერია, გრძელყუნწიანი, თავდახრილი. გვირგვინის ფურცლებს უვითარდება მუქი იისფერი და თეთრი ფერის წერტილები. აქვს მოკლე მილი და 5 ნაკვთიანი გადანაღუნი. ნაყოფი სფერული კოლოფია მრავალი თესლით.

 

გავრცელებულია ფერდობებზე, ტყის ხეობებში, ბუჩქნარებში, გაჩეხილ ადგილებსა და სხვა. გავრცელებულია წიფლნარ, მუხნარ, წაბლნარ ტყეებში, მდინარეთა ხეობებში. მცენარე დეკორატიულია.

სამკურნალო ნედლეულია ტუბერი, რომელსაც აგროვებენ გვიან შემოდგომაზე ან ზამთარში, ვეგეტაციის დაწყებამდე მცენარე ტოქსიკურია.

ქიმიური შემცველობა: ტუბერი შეიცავს საპონინ ციკლამინს, ალკალოიდებს.

 

ბარამბო

Melissa officinalis L. Мелиса лекарственная

 

4b1aba7177e5.jpg

 

30-80 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა ტუჩოსანთა (Lamiaceae) ოჯახიდან. სწორმდგომ ღეროზე მოპირდაპირედ განლაგებულია კვერცხისებრი, კიდედაკბილული შებუსული ფოთლები; ყვავილები თეთრი ფერის ორტუჩაა, შედგება სამნაკვთიანი ზედა ტუჩისაგან და გაბერილი ორნაკვთიანი ქვედა

ტუჩისაგან, ისინი ქმნიან ფარისებრ ყვავილედს. ნაყოფი კაკლუჭაა. მცენარეს აქვს სუსტი ლიმონის სურნელი. ყვავილობს ივლის-აგვისტოში, ნაყოფი მწიფდება სექტემბერ-ოქტომბერში.

გავრცელებულია აღმოსავლეთი აზიაში. ჩვენში შემოტანილი იქნა არაბების და ბერძნების მიერ, თავდაპირველად მოჰყავდათ ბოსტნებში, ამჟამად აჭარაში ფართოდ არის გავრცელებული. იგი გვხვდება ტენიან ტყეებში მთის შუა სარტყლამდე, ხშირად იზრდება ბერძნული კაკლის ძირას. გვხვდება ჩაქვისთავში, ქედისა და შუახევის მიდამოებში. სამკურნალო ნედლეულია მცენარის მიწისზედა ნაწილი, რომელსაც აგროვებენ ყვავილობის პერიოდში, აშრობენ 40-500C-ზე საშრობში ან ჩრდილში, ორპირ ქარში.

ქიმიური შემცველობა: მიწისზედა ნაწილები შეიცავს 0,2% ეთეროვან ზეთებს, რომლის ძირითადი კომპონენტებია ცინეოლი, პერანიოლი, ციტრალი, ასევე გვხვდება მთრიმლავი ნივთიერებები, ლორწო, ფისები, ვიტამინი C, კაროტინი და სხვა.

 

ბაბუაწვერა

Taraxacum officinale Wigg. Одуванчик

 

fa41517be6b2.jpg

 

მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა (Asteraceae) ოჯახიდან. გვხვდება ზღვის სანაპიროდან ტყის ზოლის ზედა საზღვრამდე, მდელოებში, ბაღებში, გზისპირებში.

სამკურნალო ნედლეულია მცენარის ფესვი. მას თხრიან გვიან შემოდგომაზე, როცა მცენარის მიწისზედა ნაწილი ხმება. შემდგომ მას აშორებენ ფოთლებს,

რეცხავენ გამდინარე წყლით და აშრობენ ჰაერზე მანამ, სანამ არ შეწყდება რძის წვენის გამოყოფა (რძის წვენი გამოიყენება კოჟრებისა და მეჭეჭების მოსაცილებლად). შემდეგ აწყობენ ერთ ფენად და აშრობენ თბილ კარგად განიავებულ შენობაში ან ღუმელში. ზოგჯერ ფესვებს თხრიან გაზაფხულზე მცენარის ყვავილობამდე.

ქიმიური შემცველობა: ყვავილედი დაFფოთოლი შეიცავს კაროტინოიდებს ტარაქსანტინებს _ C40H56O4, ფლავოქსანტინებს _ C40H56O3, ლუტეინს _ C40H56O2, ტირიტერპენულ სპირტებს. ძირითადი სამკურნალო გამოყენება აქვს ბაბუაწვერას ფესვს, იგი შეიცავს ინულინს 40%-მდე, შაქრებს 20%-მდე, ვაშლის მჟავას 0,25%-მდე, კაუჩუკს 2,3%-მდე, გლიკოზიდ ტარაქსაცინს, ფისებს, ცხიმოვან ზეთს, ნაკლებად შესწავლილ ტრიტერპენულ შენაერთებს, სპირტებს, სტერინებს

გამოყენება: საქართველოში ბაბუაწვერა გამოიყენება როგორც შარდმდენი, ნაღველმდენი საშუალება, მას იყენებენ შეკრულობის (ყაბზობის) დროს. ბაბუაწვერა უძველესი სამკურნალო საშუალებაა. ჯერ კიდევ თეოფრასტე იყენებდა მას ჭორფლებისა და ღვიძლის დაავადებით გამოწვეული პიგმენტური ხალების მოსაცილებლად. XVI საუკუნეში გერმანიაში ბაბუაწვერას იყენებდნენ როგორც ძილის მომგვრელ და დამამშვიდებელ საშუალებას

 

ბოლოკი

Raphanus sativus L.

Редька посевная

ერთწლიანი საბოსტნე ბალახია ჯვაროსანთა (Cruciferae) ოჯახიდან. ნიადაგში ივითარებს სფერულ ან მოგრძო ძირხვენებს. ყუნწიანი მოგრძო-ელიფსური ხერხკბილა ფოთლები შეკრებილია ფესვის ყელთან. ყვავილები თეთრია ან ვარდისფერი, შედგება 4 წევრიანი წრეებისაგან. ნაყოფი ჭოტია მრავალი თესლით. ყვავილობს აპრილ-მაისში, ნაყოფი მწიფდება მაის-ივნისში, კულტივირებული მცენარეა.

სამკურნალო ნედლეულია ძირხვენა.

ქიმიური შემცველობა: ბოლოკის ძირხვენები შეიცავენ შემდეგ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს: ეთერზეთებს, გლიკოზიდებს, შაქრებს, უჯრედისს, ცხიმებს, ფერმენტებს, C და BB ვიტამინებს.

გამოყენება. ბოლოკის ფესვი ასტიმულირებს ნაღვლის გამოყოფას, მედიცინაში მის წვენს იყენებენ ქოლეცისტიტის, ღვიძლის ცეროზის დროს. ხალხურ მედიცინაში იყენებენ ნახველის ამოსაღებს საშუალებად, რისთვისაც ერთმანეთში

თანაბარი რაოდენობით ურევენ ბოლოკის წვენსა და თაფლს. ბოლოკი ხასიათდება ანტიმიკრობული მოქმედებითაც..

 

ბოსტნის წალიკა

Polygonum persicaria L. Пречишник почечуйный

 

887ee9501410.jpg

30-80 სმ. სიმაღლის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა მატიტელასებრთა (Polygonaceae) ოჯახიდან. ფოთლები ლანცეტაა, უყუნწო, 10 სმ-მდე სიგრძის, ზედა მხრიდან მუქი ლაქებით. ყვავილები ვარდისფერია, შედგება ხუთწევრიანი წევრებისაგან და შეკრებილია ღეროსა და ტოტების წვერში თავთავ ყვავილედად.

ნაყოფი კვერცხისებრი, მბზინავი შავი კაკალია, ყვავილობს ივლის-სექტემბერში, ნაყოფი მწიფდება ივლის-ოქტომბერში. გავრცელებულია ზღვისპირა დაბლობებიდან მთის შუა სარტყლამდე, გვხვდება ნესტიან ადგილებში, მდინარეების, ტბებისა და გუბურების ნაპირებზე, სარწყავ არხებსა და თხრილებში, სარწყავ მიწებზე, ბოსტნებში, ბაღებსა და ვენახებში, გზის პირას, ხრამებში.

სამკურნალო ნედლეულია მიწისზედა ნაწილი, რომელსაც ამზადებენ კოკრობისა და ყვავილობის პერიოდში. აშრობენ ჰაერზე, ჩრდილში, კარგად განიავებულ შენობებში. ნედლეულის შენახვის ვადა 2 წელია.

ქიმიური შედგენილობა: ბალახი შეიცავს ფლავონოიდებს (ჰიპეროზიდი, ავიკულარინი, კვერცეტინი, რუტინი), ეთერზეთებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, პექტინს, ლორწოს, ფიტოსტერინებს, ცვილს, ორგანულ მჟავებს.

 

ბროწეული.

Punica granatum

Гранат

 

6 მეტრამდე სიმაღლის ბუჩქია ბროწეულისებრთა P( Punicaceae ) ოჯახიდან. ყვავილები წითელი აქვს, მომრგვალო, ნაყოფი მსხვილია, ტყავისებური ნაყოფგარსით. მარცვალი წითელი ფერისაა, დაფარულია მაგარი კანით. ნაყოფის შუაგულში ბევრი თესლია 400-დან 700-მდე. ნაყოფი დაყოფილია ბუდეებად, თითოეულ ბუდეში თესლები მოთავსებულია ორ რიგად, რბილობი მომჟაო-მოტკბო, მუქი წითელი ფერისაა.

გავრცელება: ბროწეულის სამშობლოა ჩრდილოეთი აფრიკა, შუა აზია. მის კულტივირებას ახდენენ ყველა სუბტროპიკულ ქვეყანაში, კერძოდ ის მოჰყავთ

ყირიმში, აზერბაიჯანში, საქართველოში, ირანში, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში. ველური ფორმით გვხვდება კავკასიაში და შუა აზიაში.

ქიმიური შემცველობა: ნაყოფი შეიცავს: ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს, მიკროელემენტებს: კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი. ნაყოფი იძლევა 60-%-მდე წვენს ანტოციანების მაღალი შემცველობით. წვენი შეიცავს ასევე 8-20% შაქარს (გლუკოზა და ფრუქტოზა), 10%-მდე ლიმონის, ვაშლის და სხვა ორგანულ მჟავეებს, ფიტონციდებს, ტანინებს, აზოტის შემცველ ნივთიერებებს, მარილებს. ნაყოფის გარსში და ფესვებში არის 32%-მდე მთრიმლავი ნივთიერებები. ბროწეულის ყვავილისაგან, რომელიც შეიცავს მკვეთრი წითელი ფერის პიგმენტ _ ანტოციან-პუნიცინს, აწარმოებენ საღებავებს, რომლითაც ღებავენ აბრეშუმის, ბამბისა და შალის ქსოვილებს. სამკურნალო ნედლეულია ბროწეულის წვენი, კერძოდ ცინგის, ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის დროს. ასევე ის აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს. ბროწეულის კანის შემადგენლობაში არესებული პოლიფენოლი ზემოქმედებს დიზენტერიულ ჩხირებზე.

გამოყენება: ნაყოფისაგან დამზადებული ჩაი ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ხსნის აღგზნებულობას. სისხლნასკლულობის დროს გამოიყენება ბროწეულის წვენი, 1 ჩაის ჭიქა დღეში 3 ჯერ ჭამამდე 30 წთ.ადრე. მკურნალობის კურსი 2 - 4 თვე. ნაყოფის კანისაგან ღებულობენ მოყვითალო-წითელ ფხვნილს - ექსტრაქტს, რომელსაც იყენებენ ენტეროკოლიტის სამკურნალოდ, მას ღებულობენ 0,75გრ. დღეში 3 ჯერ. ბროწეულს იყენებენ გაცივების, ხველის, ბრონქიალური ასთმის, ანგინას და მალარიის დროს. ჰორმონალური დარღვევის დროს თესლის შემადგენლობაში შემავალი ცხიმი აღადგენს ორგანიზმში ჰორმონალურ ბალანსს. ხსნის თავის ტკივილს, ამცირებს წნევას და გაღიზიანებას კლიმაქსის პერიოდში.

 

გველის სურო

Vinca minor L. Барвинок малый

15-40 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა ქენდირისებრთა (Apocynaceae) ოჯახიდან. მცენარის ვეგეტატიური ყლორტები ნიადაგზეა გართხმული, რომელზეც საპირისპიროდ არის განლაგებული ელიფსური, პრიალა, ტყავისებრი ფოთლები, ხოლო საყვავილე ყლორტები სწორმდგომია. ყვავილები ლურჯი ფერისაა, ბორბლისებრი ხუთნაკვთიანი. ნაყოფი ფოთლურაა, 2 თესლით. ყვავილობს აპრილ-ივნისში, ნაყოფები მწიფდება მაის-სექტემბერში. გავრცელებულია ზღვისპირა ტყეებში, ფერდობებზე და ხეობებში, მთის შუა სარტყლამდე.

სამკურნალო ნედლეულია მიწისზედა ნაწილი, რომელსაც აგროვებენ მთელი ზაფხულის განმავლობაში, აშრობენ ჩრდილში.

ქიმიური შემცველობა: ბალახი შეიცავს 20 სახის ალკალოიდს, რომლებიც ახლოს დგანან რეზერპინთან. მათ შორის აღსანიშნავია ვინკამინი, იზოვინკამინი, ვინკამინორპინი, ვინინი და სხვა.

 

გვირილა

Marticoria chamonilla var.

Рамашка аптечная

ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა- (Compositae) ოჯახიდან. 20-40 სმ სიგრძის დატოტვილი, თითქმის შიშველი ღერო, ხშირად მოწითალო შეფერილობისაა. აქვს ვიწრო, ხაზურა, ორმაგ ფრთად განკვეთილი მჯდომარე ფოთლები. ყვავილები შეკრებილია 5-8 მმ. დიამეტრის მქონე კალათა ყვავილედებად, რომელშიც ორი სახის ყვავილია: გვერდითი-თეთრი ენაკისებური და შუა ყვითელი მილისებური. ნაყოფი მორუხო-მომწვანო თესლია. ყვავის თითქმის მთელ ზაფხულის განმავლობაში, ნაყოფი მწიფდება ივნის-ოქტომბერში. გავრცელებულია: ზღვისპირა ტერასებზე, გზისპირას. აჭარაში გავრცელებულია ქობულეთსა და ბათუმში.

სამკურნალო ნედლეულია მცენარის ყვავილები. ყვავილების შეგროვება ხდება ყვავილობის დასაწყისში, მშრალ მზიან ამინდში. ყვავილებს წყვეტენ ხელით

ყუნწთან ერთად, არა უმეტეს 3 სმ-ზე მეტ სიგრძეზე. შეგროვილი ნედლეული მაშინვე უნდა გაიგზავნოს გასაშრობად, რადაგან სწრაფად იწყებს გამუქებას და კარგავს თავის თვისებებს. გაშრობა ხდება საშრობში 35-400c-ზე ტემპერატურაზე ან სხვენზე, კარგი ვენტილაციის პირობებში ათავსებენ 2-3 სმ. სიმაღლის თხელ ფენად და პერიოდულად აბრუნებენ. არ არის სასურველი ნედლეულის ძალიან გამოშრობა, რადგანაც ამ შემთხვევაში კალათა იწყებს დანაწევრებას.

ქიმიური შემცველობა: ყვავილების შემადგენლობაში შედის ეთერზეთები 0,8%-მდე, რომლის შემადგენლობაში შედის ქამაზულენი, სხვადასხვა ტერპენები და სასკვიტერპენები. გარდა ამისა, კალათაში ნაპოვნია აპიინი, აპიგენინი, პროხამაზულენი, მატრიცინი, ლაქტონი, მატრიკარინი, უმბელფერონი, ორგანული მჟავები, ფისები, ფლავონოიდები, პოლისაქარიდები, კაროტინოიდები, ასკორბინის მჟავა და სხვა.

 

გულყვითელა

Calendula officinalis L.

Ноготки лекарственная

დეკორატიული ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა 60 სმ სიმაღლის ღეროთი, რთულყვავილოვანთა (Compositae) ოჯახიდან. ფოთლები წაგრძელებული კვერცხისებური. ყვავილები ყვითელ-ოქროსფერი ან ნარინჯისფერი, შეკრებილი ღეროს წვეროზე კალათად, კალათი მსხვილი, 4-5 სმ დიამეტრით. კიდურა ყვავილები ენისებურია მდედრობითია, ხოლო ცენტრში მილისებრი ორსქესიანი, მაგრამ უნაყოფო. ნაყოფი მოხრილი თესლურა განლაგებულია 2-3 რიგად. ყვავილობს ივნის-აგვისტიში, ნაყოფი მწიფდება აგვისტოში.

ქიმიური შემცველობა: ყვავილის კალათები შეიცავენ კაროტინოიდებს, მცენარის ნორჩ ნაწილებში აღმოჩენილია მწარე ნივთიერება კალენდულა 19%, რომელიც თავისი ბუნებით უჯერია, ყვავილების სუნი განპირობებულია ეთერზეთების შემცველობით. აგრეთვე თანაყვავილედი შეიცავს ფისებს (3,44%), ლორწოს (2,5%), აზოტშემცვლელ ლორწოს (1,5%), ვაშლმჟავას (6-8%) და სილიციუმმჟავას კვალს, კალათა შეიცავს შეუსწავლელ ალკალოიდს. ფესვებში ნაპოვნია ინულინი. მიწისზედა ნაწილი შეიცავს საპონინს. მისი ჰიდროლოზისას მიიღება ოლეინისა და გლუკურონის მჟავა. თესლში არის ცხიმოვანი მჟავები და უცნობი ალკალოიდები. სამკურნალო ნედლეულია ყვავილები. ნედლეულს იღებენ ენისებრი ყვავილის ჰორიზონტალურად განლაგებისას, ზაფხულის განმავლობაში ახერხებენ 10-დან 20-მდე მოსავლის აღებას. ჭრიან კალათებს მას აცლიან ენისებურ ყვავილებს და აშრობენ 4საათის განმავლობაში ჩრდილში.

გამოყენება: სამედიცინო პრაქტიკაში გულყვითელას პრეპარატები გამოიყენება, როგორც ანთების საწინააღმდეგო, დამწვრობის, ჭრილობის, პარეზის, ნაღრძობის, მოყინვის, ფურუნკულოზის დროს. აგრეთვე გინეკოლოგიური დაავადებებისას, პირის ღრუსა და ყელის, გინგივიტების საწინააღმდეგოდ. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადების, კერძოდ გასტრიტის, კოლიტის, ენტეროკოლიტის დროს. აძლიერებს მადას. ის გამოიყენება ღვიძლის, გულისისხლძარღვთა სისტემის დაავადების დროს. ასევე გამოიყენება, როგორც დამამშვიდებელი საშუალება

 

გრძელფოთოლა პიტნა

Mentha longifolia Y. Huds. Мята длиннолистая

1მ-მდე სიმაღლის მრავალწლოვანი მცოცავფესურიანი ბალახოვანი მცენარეა, ტუჩოსანთა (Lamiaceae) ოჯახიდან. 6-10 სმ სიგრძის მოგრძო ლანცეტა ფოთლები საპირისპიროდ არიან განლაგებული, ქვემოთა მხარეს თეთრადაა შებუსული. ვარდისფერი, წვრილი ყვავილები განლაგებულია ღეროსა და ტოტების წვერში და ქმნის ცილინდრულ ყვავილედს, ყვავილის ჯამი მილისებრია, ხოლო გვირგვინი

ძაბრისებრი, ნაყოფი კაკლუჭაა. მცენარის ყველა ნაწილს აქვს არომატული სუნი. ყვავილობს ივნის-სექტემბერში, ნაყოფები მწიფდება ოქტომბერ-ნოემბერში.

გავრცელებულია მთელი ტყის სარტყელში, გვხვდება მინდვრებში, მდინარეებისა და ნაკადულების ნაპირებთან, ტყის პირებზე.

სამკურნალო ნედლეულია მცენარის მიწისზედა ნაწილი, რომელსაც აგროვებენ ყვავილობის პერიოდში. შეგროვილი ნედლეულის შრობა ხდება 25-400C-ზე საშრობში ან ჩრდილში.

ქიმიური შემცველობა: ფოთლები შეიცავს 2,5%, ხოლო ყვავილები 4-6%-ს ეთეროვან ზეთებს. ეთეროვანი ზეთების ძირითადი კომპონენტებია: მენთოლი (40-70%), ორგანული მჟავები, კაროტინოიდები და ჰესპერიდინი.

გამოყენება: მცენარისაგან მიღებული მენთოლი შედის კომპლექსური გულ-სისხლძარღვოვანი პრეპარატების – ვალიდოლის, ზელენინის წვეთებისა და სხვათა შემადგენლობაში.

 

დათვის კანაფი

Datisca cannabina Y Датиска Коноплевая

1-1,5 მ-მდე სიმაღლის დატოტვილი მარადმწვანე მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა დათვისკანაფისებრთა (Dიტისცაცეაე) ოჯახიდან. ფოთლები კენტფრთულია 13სმ სიგრძის, კიდედაკბილული. წვრილი ცალსქესიანი ყვავილები შეკრულია მტევან ყვავილედებად. ყვავილობს ივნის-ივლისში, ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში.

გავრცელებულია მთის შუა სარტყელში, კერძოდ აჭარისწყლის, კინტრიშის, ჩაქვისწყლის ხეობებში. იზრდება ბუჩქნარებში, მდინარეთა ნაპირებზე, ტყეებში.

სამკურნალო ნედლეულია მიწისზედა ნაწილი, რომელსაც აგროვებენ მთელი ვეგეტაციის განმავლობაში, აშრობენ ჩრდილში.

ქიმიური შემცველობა: ბალახი შეიცავს გლიკოზიდს, ალკალოიდებს, ვიტამინ ჩ-ს, ფლავონოიდებს.

გამოყენება: მცენარის ბალახისაგან მზადდება პრეპარატი დატისკანი, რომელსაც იყენებენ ღვიძლის დაავადებების, კერძოდ ჰეპატიტის დროს.

 

დედოფლისთითა

Veronica officinalis L.

Вероника лекарственная

10-30 სმ-ის სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა შავწამალასებრთა – (Scrophyllariaceae) ოჯახიდან. ფოთლები მოკლეყუნწიანია, ელიფსური ან ფართოკვერცხისებრი, საყვავილე ყუნწები სწორმდგომია. ყვავილები ცისფერია, შედგება 4 ჯამის ფოთოლაკისაგან, 4 გვირგვინის ფურცლისაგან, 2 მტვრიანასა და 1 ბუტკოსაგან. ნაყოფი ორბუდიანი მრავალთესლიანი კოლოფია. მცენარე ყვავილობს გაზაფხულის მეორე ნახევარსა და ზაფხულის დასაწყისში.

გავრცელებულია მთელ ტყის სარტყელში სუბალპებამდე, სადაც იზრდება ტყეებში, ბუჩქნარებში, მდელოებსა და გზების გასწვრივ. სამკურნალო ნედლეულია მცენარის მიწისზედა ნაწილი.

ქიმიური შემცველობა: გლიკოზიდი აუკუბინი, მწარე ნივთიერებები, ტანინები.

გამოყენება: მცენარე გამოიყენება როგორც შარდმდენი, თირკმლებისა და შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადებებისა და სილის არსებობის დროს სამკურნალოდ

 

დიდგულა

Sambucus nigra L. Бузина черная

10 მ-მდე სიმაღლის ბუჩქი ან დაბალი ხეა (Caprifoliaceae) ოჯახიდან. ღერო _ დატოტვილი, მოყვითალო იისფერი ქერქით. ფოთლები მორიგეობითი, კენტფრთართული, შეკრებილია ქოლგა ყვავილედად. ნაყოფი 5-8 მმ დიამეტრის შავი წვნიანი კენკრაა. მცენარე ყვავილობს მაის-ივნისში, ნაყოფი მწიფდება ივნის-აგვისტოში.

გავრცელებულია ტყეებში, ხეობებში, ტყეების ნაპირებზე, გზების გასწვრივ. სამკურნალო ნედლეულია ყვავილედი და მწიფე ნაყოფები, რომლებიც უნდა გაშრეს 30-350C-ზე საშრობში, ჩრდილში ან სხვენში.

ქიმიური შემცველობა: დიდგულას ყვავილები და ნაყოფი შეიცავს გლიკოზიდ სამბუცინს, (სამბუცინიგრინი) ეთერზეთებს, მთრიმლავ და ლორწოვან ნივთიერებებს, ასკორბინის, ვალერიანის, ძმრის, ვაშლისა და სხვა მჟავებს.

გამოყენება: მედიცინაში დიდგულას პრეპარატები გამოიყენება საინჰალაციოდ, სასუნთქი გზების დაავადების დროს.

 

დიდი მრავალძარღვა

Piantago major L.

Подорожник

ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა (Piantaginaceae) ოჯახიდან 50 სმ-მდე სიმაღლის. ფესვთანური ფოთლები ფართო კვერცხისებური, გრძელყუნწიანია, სიგრძით 4-12 სმ. სიგანით 5-10 სმ. რუხი ფერის ყვავილები შეკრებილია მჭიდრო, გრძელთავთავისებურ ყვავილედებად. გვირგვინის ფურცლები გამჭვირვალეა და შეიცავს მურა ფერის პიგმენტს. ნაყოფი კოლოფია 6-8 ან მეტი თესლით, რომელიც იხსნება სახურავით. ყვავილობს მაისიდან აგვისტომდე. გავრცელებულია მთელ საქართველოში, გვხვდება მდელოებში, მინდვრებზე, გზისპირას, ბაღებში, დანაგვიანებულ ადგილებში, საცხოვრებელი სახლების ახლოს, ტყის ზონაში სუბალპებამდე. სამკურნალო ნედლეულია მცენარის ფოთოლი, ძირი და მარცვალი. მწვანე ფოთლებს ყუნწის ნაწილთან ერთად აგროვებენ მთელი ზაფხულის განმავლობაში. რეცხავენ წყლით, აშრობენ და ათავსებენ თხელ ფენად სუფთა საფენზე მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცულ თბილ შენობაში ან საშრობში. გაშრობის შემდეგ გამუქებულ ფოთლებს აცლიან, ხოლო ვარგის ნედლეულს ინახავენ 2 წლის განმავლობაში. ქიმიური შემცველობა: ფოთოლი შეიცავს პოლისაქარიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებს, ლორწოს, მინერალურ ნივთიერებებს და სხვა.

გამოყენება: ფოთოლს სამეგრელოში, გურიაში, იმერეთში იყენებენ ჩირქგროვის დასამწიფებლად და გამოსადენად, ადებენ ჭრილობებზე შეხორცების დასაჩქარებლად. ქართლში იყენებენ ყურის დაავადების დროს. აჭარაში მრავალძარღვას მარცვალს იყენებენ ხველისა და ბუასილის სამკურნალოდ, ძირს – თიაქარისა და სიცხიანობის დროს. ფოთოლს აშრობენ, ფშვნიან, ატარებენ საცერში და ხარშავენ, ნახარშს იყენებენ კუჭის აშლილობის სამკურნალოდ. ფოთლებით მკურნალობენ წყლულებსა და მუწუკებს.

 

დვალურა

Jolygonam carneum C. Kach Гречишник темно-красный

 

30-80 სმ-მდე სიმაღლის ფესურიანი, სწორმდგომი, ღეროიანი, ბალახოვანი მცენარეა მატიტელასებრთა (Pოლყგოპაცაე) ოჯახიდან. ფოთლები მოგრძო-კვერცხისებურია, ქვემოთა მხრიდან ღია ფერისაა 6-12 სმ სიგრძისა და 2-7 სმ სიგანის. ვარდისფერი წვრილი ყვავილები შეკრებილია თავთავ ყვავილედებად. ყვავილობს მაის-აგვისტოში, ნაყოფი მწიფდება აგვისტო-ოქტომბერში.

გავრცელებულია უხვად სუბალპურ მდელოებზე. სამკურნალო ნედლეულია ფესურა ფესვებით და ფოთლები. ფესურებს ამზადებენ შემოდგომაზე, რეცხავენ, ჭრიან პატარა ნაჭრებად, ხოლო ფოთლებს მთელი ვეგეტაციის პერიოდში.

ქიმიური შემცველობა. ფესურები შეიცავენ 25% მთრიმლავ ნივთიერებებს, 26%-მდე სახამებელს, ვიტამინ ჩ-ს, ფლავონოიდებს.

გამოყენება. ფესურისაგან დამზადებულ პრეპარატებს იყენებენ ნაწლავების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს. კერძოდ, კუჭაშლილობისა და კოლიტის სამკურნალოდ. ასევე გამოიყენება საშვილოსნოდან და სხვა შინაგანი ორგანოებიდან სისხლდენის შესაჩერებლად, ღრძილების ანთების დროს, ჩირქოვან მუწუკებზე დასაფენად. ფოთლებს იყენებენ საკვებადაც.

ევკალიპტი

Eucalyptus globulus Labill - მრგვალფოთოლა ევკალიპტი-Эвкалипт широколистный E.

cinerea F Muell – ცისფერი ევკალიპტი- Эвкалипт пеплный E.

viminalis Labill – მანანის ევკალიპტი Эвкалипт прцтовилный

50 მ-მდე სიმაღლის მარადმწვანე ხეა მირტისებრთა (Myrtaceae) ოჯახიდან, გლუვი ღია ნარინჯისფერი ქერქით, რომელიც მერქანს სცილდება ზოლებად. მცენარეს ახასიათებს ნაირფოთლიანობა ანუ ჰეტეროფილია. ახალგაზრდა ტოტებზე ფოთლები პირისპირ არის განლაგებული, ისინი რბილია და ყუნწიანი, ხოლო ხნიერ ტოტებზე ფოთოლთგანლაგება მორიგეობითია, ისინი წაგრძელებული, ყუნწიანი და უხეშია. ყვავილები ერთეულია და მჯდომარე ლამბაქისებრი ჯამით და მრავალრიცხოვანი მტვრიანით. ნაყოფი კოლოფია. მცენარე ყვავილობს ოქტომბერ-ნოემბერში, ნაყოფი მწიფდება 1 წლის შემდეგ.

გავრცელებულია მცენარის სამშობლოა ავსტრალია, საქართველოში შემოტანილია 1867 წელს. იგი სწრაფმზარდი ხეა, აორთქლებს დიდი რაოდენობით წყალს (დღე-ღამეში 10 ლ-ს) ამიტომ იყენებენ ჭაობიან ადგილების ამოსაშრობად.

სამკურნალო ნედლეულია ფოთლები, რომელიც შეიძლება შეგროვდეს წლის ნებისმიერ დროს, სასურველია შემოდგომა-ზამთარში. ფოთოლს აქვს არომატული სუნი და მწარე გემო. ისინი უნდა გაშრეს დაბალ ტემპერატურაზე, არა უმეტეს 300C-ზე ჩრდილში.

ქიმიური შემცველობა: ევკალიპტის ფოთლები შეიცავს ეთერზეთების 2,5%-ს, რომლის ძირითადი კომპონენტია ცინეოლი – 60%. გამოყენება: ევკალიპტისაგან მიღებული ეთეროვანი ზეთები

გამოიყენება როგორც ბაქტერიციდული საშუალება სასუნთქი გზების დაავადების დროს – კერძოდ, ხველების, ბრონქიტის და ფილტვის განგრენის დროს. ასევე ღრძილების ანთების და ანგინის დროს.

ეწრის გვიმრა

Pteridium tauricum (presl) U. Krecz.

Орляк

50 – 150 სმ. სიმაღლის მხოხავფესურიანი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა კილამურასებრთა Polypodiaceae ოჯახიდან. ფესურიდან ვითარდება გრძელყუნწიანი, ორჯერ ან სამჯერ ფრთისებრრთული ფოთლები, რომელთა ქვედა მხარეს ვითარდება სპორანგიუმები.

 

გავრცელებულია ზღვისპირა დაბლობებიდან სუბალპებამდე. იზრდება ტყის ნაპირას, ტყეკაფებზე, ტყეებში, მინდვრებში, ჩაის პლანტაციებში, ციტრუსოვანთა ბაღებში და სხვა.

სამკურნალო ნედლეულია ფესურები და ფესვები, რომელთაც აგროვებენ ადრე გაზაფხულზე, რეცხავენ, ჭრიან 2-3 მმ. ზომის ნაჭრებად და აშრობენ ჯერ ჰაერზე, შემდეგ ჩრდილში.

ქიმიური შემცველობა: ფესურები და ფესვები შეიცავენ Eეთეროვან ზეთებს, ნახშირწყლებს, მწარე ნივთიერებებს, საპონინებს. გამოყენება. მედიცინაში იყენებენ ჩირქოვანი მუწუკებისა და ეგზემური წყლულების სამკურნალოდ. ამზადებენ მალამოს სხვა მცენარეებთან შერევით. ოჯახურ პირობებში მალამოს მოსამზადებლად ფესვ-ფესურებს ფხვნიან, ავლებენ ადუღებულ წყალს, ხარშავენ რძეში და ურევენ ღორის ქონს, მიიღება ჟანგისფერი ბლანტი სითხე. ფესვებსა და ფესურებს იყენებენ ორგანიზმიდან სოლიტერის გამოსადევნადაც, მაგრამ მისი ქმედითუნარიანობა შედარებით სუსტია, ვიდრე სხვა პრეპარატებისა.

 

კანაფი ჩვეულებრივი

Cannabis sativa Y Конопля посевная

1 მ-მდე სიმაღლის ერთწლოვანი, ორსახლიანი ბალახოვანი მცენარეა კანაფისებრთა (ჩანნაბაცეაე) ოჯახიდან. ღეროს ქვედა ნაწილში მოპირისპირედ განლაგებული გრძელყუნწიანი ფოთლებია, ხოლო ზედა ნაწილში კი მორიგეობით განლაგებული მოკლეყუნწიანი ფოთლები. ცალსქესიანი მამრობითი ყვავილები შეკრებილია კენწრულ სარქველებად, ხოლო მდედრობითი ყვავილები თავთავებად. ნაყოფი მბრწყინავი რუხი კაკალია. მცენარე ყვავილობს ივნის-ივლისში, ნაყოფი მწიფდება სექტემბერში.

გავრცელება: უძველესი დროიდან შეყვანილია კულტურაში. იზრდება ხიხაძირში, დიდაჭარის იაილებში, ველურდება მიტოვებულ ადგილებში.

სამკურნალო ნედლეულია ნორჩი ყლორტები და თესლი, ყლორტებს აგროვებენ გაზაფხულ-ზაფხულში, თესლს შემოდგომაზე სრული სიმწიფის პერიოდში.

ქიმიური შემცველობა: ყლორტები შეიცავენ გლიკოზიდ კანამინს, ალკალოიდებს, K ვიტამინებს, მინერალურ მარილებს. თესლი შეიცავს 35% ცხიმებსა და ეთერზეთებს.

გამოყენება. თესლებისა და ყლორტების ნარჩენი ყვავილებიანად წარმოადგენს დამამშვიდებელ და საძილე საშუალებას, ასევე იყენებენ ხველებისა და მტკივნეული შარდვის დროს

 

კარტოფილი

Solanum tuberosum L.

Картофель

მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა ძაღლყურძენასებრთა _(Solanaceae) ოჯახიდან, კულტივირებულია როგორც ერთწლიანი მცენარე. მიწისქვეშა ყლორტები წარმოქმნიან გორგლებს, რომელსაც ადამიანი იყენებს საკვებად. მიწისზედა ყლორტები სწორმდგომია, დატოტვილი, ხორციანი, შეფოთლილი, ფოთოლგანლაგება მორიგეობითი. ყვავილები 5 წევრიანია, თეთრი, იისფერი ან მოწითალო. ნაყოფი მრავალთესლიანია, ბურთისებრი ან ოვალური. ყვავის ივნის-აგვისტოში, ნაყოფი მწიფდება სექტემბერში.

გავრცელება: ყველგან, განსაკუთრებით ზემომთიან აჭარაში.

ქიმიური შემცველობა: სამკურნალო მნიშვნელობა აქვს კარტოფილის ბოლქვს. იგი შეიცავს: A, B, B2, B6, C, PP ვიტამინებს. თუმცა ვიტამინების შემცველობა კარტოფილის ბოლქვებში არ არის დიდი, ორგანიზმი ბევრი ვიტამინის მოთხოვნილებას სწორედ კარტოფილის ხარჯზე იკმაყოფილებს. კარტოფილის ბოლქვში არის ასევე კალციუმის, კალიუმის, ფოსფორის, რკინის მარილები, ორგანული მჟავები და სხვა ნივთიერებები. კალიუმის მაღალი შემცველობა ბოლქვებში განსაზღვრავს მის შარდმდენ თვისებას. ახალი ბოლქვების წვენი სასურველ მოქმედებას ახდენს მაღალი მჟავიანობის, გასტრიტისა და შეკრულობის დროს, იყენებენ ასევე კუჭის წყლულოვანი დაავადების დროსაც. იგი ამუხრუჭებს კუჭის ჯირკვლების სეკრეციას, ხელს უწყობს წყლულების შეხორცებას.

გამოყენება: კარტოფილის, როგორც სამკურნალო საშუალების გამოყენება, უნდა მოხდეს მხოლოდ მკურნალი ექიმის რჩევით. ხალხურ მედიცინაში კარტოფილის გახეხილი ნედლი ბოლქვი გამოიყენება კანის დამწვრობის, ეგზემის ან კანის სხვა დაავადებათა სამკურნალოდ. გარდა ამისა ფართოდ იყენებენ ზედა სასუნთქი გზების კატარის დროს მოხარშული კარტოფილის ორთქლის შესუნთქვით მკურნალობას (ინჰალაცია). არ შეიძლება გამოვიყენოთ საკვებად და სამკურნალოდ კარტოფილის ბოლქვების გამწვანებული ნაწილები, რადგან მათში გროვდება შხამიანი ნივთიერებები.

 

კეთილშობილი დაფნა

Laurus nobilis L. Лавр благородный

5-8 მ. სიმაღლის მარადმწვანე ხეა დაფნისებრთა (Lauraceae) ოჯახიდან. დატოტვილი ღეროს ქერქი ყავისფერია, ყლორტებისა მწვანე. ფოთლები მოკლე ყუნწიანია, ტყავისებრი, კიდემთლიანი. ღეროზე განლაგებულია მორიგეობით, ახასიათებს სასიამოვნო სუნი. ყლორტების კენწრულ ნაწილში ფოთლის იღლიებში ვითარდება ჯგუფურად შეკრებილი, ცალსქესიანი თეთრი ყვავილები. ნაყოფი მომწვანო-შავი ელიფსური კურკიანაა. ყვავილობს აპრილ-მაისში, ნაყოფი მწიფდება შემოდგომაზე.

გავრცელება: დაფნის სამშობლოა ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები. საქართველოში შემოიტანეს XIX ს-ის დასაწყისში და ფართოდაა გავრცელებული როგორც სუნელ-სანელებელი მცენარე.

სამკურნალო ნედლეულია ფოთლები, რომლებსაც აგროვებენ მთელი ვეგეტაციის განმავლობაში და აშრობენ ჩრდილში.

ქიმიური შემცველობა: ფოთლები შეიცავენ ეთეროვან ზეთებს 4-5%, ორგანულ მჟავებს, პოლისაქარიდებს. გამოყენება. იყენებენ ღრძილების ანთების წინააღმდეგ, ასევე კბილების გასამაგრებლად

 

კივი

Actinidia deliciosa

Киви

კივი ხისებრი ლიანაა აქტინიდიასებრთა A(Actinidiaceae) ოჯახიდან. წარმოიშვა ჩინეთში, ველური ფორმის ნაყოფის წონა ტოლია 30გრ. ხოლო კულტურულის 100გრ. ახალი ზელანდიის სელექციონერებმა მას უწოდეს კივი, შებუსული ნაყოფის ახალზელანდიურ ჩიტ-კივთან მსგავსების გამო, რომელიც ამ ქვეყნის ემბლემაა. ამჟამად კივი მოჰყავთ მრავალ ქვეყანაში: იტალიაში, ჩილეში, კრასნოდარის მხარეში, შავი ზღვის სანაპიროზე. ქიმიური შემცველობა: კივის ნაყოფი შეიცავს ვიტამინებს: C, PP, E, A, D,B2 , B3 , B6, მაგნიუმს, კალიუმს, ფოსფორს, რკინას, შაქრებს, ბეტა-კაროტინს, ფოლის მჟავას, ფლავონოიდებს. მასში შერწყმულია ბანანის, ანანასის, ნესვის, მარწყვისა და ხურტკმელის გემო. ნაყოფის მთავარი ღირსებაა ვიტამინ C-ს დიდი რაოდენობით შემცველობა. სწორედ ამის გამო კივი იცავს ორგანიზმს ინფექციებისაგან და ამაგრებს იმუნურ სისტემას. ვიტამინი C მაგნიუმთან ერთად აუმჯობესებს გულის ფუნქციას, გარდა ამისა მაგნიუმი არეგულირებს უჯრედთა შორის ნივთიერებათა ცვლას და უზრუნველყოფს ორგანიზმის გამძლეობას სტრესის დროს. ნაყოფში შედის ასევე მცენარეული ფერმენტი აქტინიდინი, რომელიც აუმჯობესებს ცილების შეთვისებას. კივში არის იდეალური ბალანსი _ კალორიულობის მინიმუმი და სასარგებლო ნივთიერებათა მაქსიმუმი. კივი ამცირებს ონკოლოგიურ და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა რისკს და აუმჯობესებს შრომისუნარიანობას. ნორვეგიელი მეცნიერების მიერ დადგენილი იქნა, რომ კივს შეუძლია დაშალოს ის ცხიმები, რომლებიც იწვევენ არტერიის ბლოკირებას, რითაც მცირდება თრომბის წარმოქმნის რისკი.

გამოყენება: ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში კივი გამოიყენება საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად, რევმატიული დაავადებების პროფილაქტიკისათვის, თირკმლებში კენჭის წარმოქმნის საწინააღმდეგოდ და ნერვული სტრესის შესამცირებლად.

 

კიტრი

Cucumis sativus L.

Огурец

ერთწლიანი მცენარეა გოგრისებრთა ( Cucurbitaieae ) ოჯახიდან. აქვს 1,5 მ-მდე სიგრძის მხვიარა, მიწაზე გართხმული ღერო მარტივი ულვაშებით. ფოთლები და ღეროები შებუსულია უხეშად, გვირგვინი ყვითელი და ძაბრისებურია. ნაყოფი ფორმის, ზომისა და შეფერილობის მიხედვით ძალზე მრავალფეროვანია, შეიცავს ბევრ თესლს. ყვავის ივნის-აგვისტოში, ნაყოფი მწიფდება ივლის-სექტემბერში. დახურულ გრუნტში ყვავილობა და ნაყოფიერება გრძელდება თითქმის მთელ წელიწადს.

გავრცელება: ველური სახით კიტრი უცნობია, ბევრ ქვეყანაში ფართოდ ავრცელებენ, როგორც ბოსტნეულ კულტურას. დახურულ და ღია გრუნტში გამოყვანილია ბევრი ჯიში.

ქიმიური შემცველობა: კიტრი ძირითადად მოჰყავთ ნაყოფისათვის. მისი კვებითი ფასეულობა ძალზე დაბალია, რადგან მასის 90-95% წყალია. კიტრის მშრალ ნივთიერებაში არის უჯრედისი და სხვა ნახშირწყლები, ცილები, კალიუმის მარილები, რკინა, ფოსფორი, კაროტინის უმნიშვნელო რაოდენობა, B1 და C ვიტამინები.

გამოყენება: კიტრი მადის აღმძვრელია, აუმჯობესებს ცილებისა და ცხიმების შეწოვას. კიტრს აქვს სასაქმებელი მოქმედება, ამიტომ მას იყენებენ ქრონიკული შეკრულობის დროს. გააჩნია აგრეთვე ნაღველმდენი და შარდმდენი მოქმედება, ამიტომ ქორფა კიტრის ან მისი წვენის გამოყენება სასარგებლოა წყალმანკით გამოწვეული შეშუპების დროს, რაც დაკავშირებულია გულის დაავადებებთან. ხალხურ მედიცინაში ქორფა კიტრის წვენს სვამენ როგორც დამამშვიდებელ და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას კუჭ-ნაწლავის ჭვალის დროს. კავკასიის ხალხურ მედიცინაში კიტრის ღეროებისა და მწიფე ნაყოფის ნახარშს სვამენ სიყვითლისა და ღვიძლის სხვა დაავადებების შემთხვევაში. კიტრის წვენსა და ნაყოფის მწვანე ქერქის წყლიან ნაყენს იყენებენ სახის გასაწმენდად ფერიმჭამელების, ჭორფლის, პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად. ზაფხულში მომატებული ოფლიანობის დროს კანის გასაგრილებლად იყენებენ ახლადგაჭრილი ან ახლადგამოწურული კიტრის წვენს.

Link to post
Share on other sites

კოთხოჯი

Acorus calamus

Аир болотный

მრავალწლიანი ბალახოვანი ფესურიანი მცენარეა ნიუკასებრთა A(Araceae) ოჯახიდან. ღეროს სიმაღლე 60-100 სმ-ია, იგი ქვედა ნაწილში დაფარულია ფოთლების ხალთით, ფოთლები ხაზურია, ფესვთანური. ღეროს წვერში ვითარდება მომწვანო-მოყვითალო ყვავილსაფრიანი ყვავილები, რომლებიც შეკრებილია ტარო ყვავილედად. ყვავილობს მაის-ივნისში, ნაყოფი არ მწიფდება.

გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაში, საქართველოში შემოიტანეს მე-20 საუკუნის დასაწყისში და გავრცელებულია სანაპირო ზოლში, გვხვდება ციხისძირსა და ბობოყვათში, დიდი რაოდენობით იზრდება პალიასტომის ტბის ნაპირებზე.

სამკურნალო ნედლეულია ფესურები, რომელთაც ამზადებენ შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე. ასუფთავებენ ფესვების, ფოთლების და ღეროებისაგან, ჭრიან 15-20 სმ სიგრძის ნაჭრებად, აჭკნობენ ჰაერზე, აშრობენ კარგად განიავებულ შენობაში ან ჩრდილში. ნედლეულის შენახვის ვადა 2 წელია.

ქიმიური შემცველობა: ფესურები შეიცავენ 1-3% ეთერზეთებს, რომლის შემადგენლობაში შედის არომატული ფენოლები და ფენოლური ეთერები, პინენი, კამფენი, სესკვიტერპენი, ასევე ფესურები შეიცავენ მწარე გლიკოზიდ ასკორინს, ასკორბინის მჟავას (150 მგ%), მთრიმლავ ნივთიერებებს, ალკალოიდებს.

გამოყენება: მედიცინაში გამოიყენება როგორც მადის აღმძვრელი, საჭმლის მონელების გამაუმჯობესებელი, გაზების გამომყოფი და შარდმდენი საშუალება

 

კოლხური სურო

Hedera colchica L.

Плющ Колхидский

მცოცავი მარადმწვანე ლიანაა არალიასებრთა (Araliaceae) ოჯახიდან. ფოთლები ყუნწიანია, შიშველი, ახალგაზრდა ტოტებზე 3-5 ნაკვთიანი, ხოლო ხნიერ ტოტებზე კიდემთლიანი. მომწვანო-მოყვითალო ყვავილები შეკრებილია ქოლგა ყვავილედებად, რომლებიც თავის მხრივ ქმნიან მტევან ყვავილედს. ნაყოფი შავი კენკრაა. ყვავილობს ზაფხულის ბოლოს, ნაყოფი მწიფდება ოქტომბერ-ნოემბერში.

გავრცელებულია ზღვისპირა დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე, მისაწოვარი ფესვებით ეჭიდება ხეების ღეროებსა და ტოტებს ან ნიადაგზეა გართხმული.

სამკურნალო ნედლეულია ბალახი, რომლესაც აგროვებენ მთელი ზაფხულის განმავლობაში, აშრობენ ჩრდილში, ორპირ ქარში.

ქიმიური შემცველობა: ფოთოლი შეიცავს გლიკოზიდ ჰედერინს და საპონინებს.

გამოყენება: მცენარე ტოქსიკურია, ამიტომ საჭიროა დოზების ზუსტი დაცვა. მცენარის ნაყენი გამოიყენება ქრონიკული ბრონქიალური ასთმის დროს, ასევე ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებათა დროს.

 

კომბოსტო

Brassica oleracea L. Капуста обикновенная

ორწლიანი საბოსტნე მცენარეა ჯვაროსანთა (Cruciferae) ოჯახიდან, რომელიც პირველ წელს ივითარებს მოკლე ყლორტებს მრავალჩანასახოვანი მჯდომარე ხორცოვანი ფოთლებით, მეორე წელს კი საყვავილე ყლორტს მტევნებად შეკრებილი მრავალრიცხოვანი ყვითელი ყვავილებით. ნაყოფი მსხვილი ტოტებია 10 სმ-მდე სიგრძის ბურთისებრი მუქი რუხი თესლებით. ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფი მწიფდება მაის-ივლისში.

სამედიცინო მნიშვნელობა აქვს კომბოსტოს ფოთლებს სიცოცხლის პირველ წელიწადს, რადგან მასში მოიპოვება შაქრები, ცილები, უჯრედისი, რომელიც ნაწლავის მოტორულ ფუნქციებს აუმჯობესებს და სასარგებლო ნაწლავის ჩხირის სიცოცხლისუნარიანობაზე დადებით გავლენას ახდენს.

ქიმიური შემცველობა: კომბოსტოში აღმოჩენილი იქნა organuli მჟავა, რომელიც განაპირობებს სიმსუქნის თავიდან აცილებას, რადგანაც ის ახდენს ნახშირწყლების ცხიმად გარდაქმნის ბლოკირებას. ორგანიზმისათვის ძალზედ სასარგებლოა კომბოსტოს ფოთლებში შემავალი სხვადასხვა ფერმენტი, ფოსფორის მარილები, გოგირდი, ვიტამინები: C, A, P, F, B1 , B2 , B6, B9 . ეს ყველაფერი კომბოსტოს ანიჭებს ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს სამკურნალო და დიეტური თვალსაზრისით. მეცნიერულ მედიცინაში კომბოსტო შეტანლი იქნა, მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს მისი წყლულსაწინააღმდეგო მოქმედება. ამასთანავე დადასტურებულ იქნა საოჯახო მედიცინაში კომბოსტოს მიღების სისწორე გასტრიტის, ღვიძლის ტკივილისა და წყლულოვანი დაავადების დროს.

გამოყენება: დადგენილია, რომ კომბოსტოს ახალი წვენი ხელს უწყობს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შეხორცებას და ავადმყოფთა მდგომარეობა ადვილად მიჰყავს გამოჯანმრთელებისაკენ ან მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისაკენ, 5-10 დღის შემდეგ ქრება ტკივილი და უმჯობესდება ავადმყოფის განწყობა. კომბოსტოსა და სხვა ბოსტნეულის წყლულ საწინააღმდეგო ეფექტურობა დამოკიდებულია აღმოცენების პირობებსა და ადგილზე, მოკრეფის დროზე.

 

კომში

Cydonia oblonga M. ll Айва обыкновенная

5-10მ სიმაღლის ხე ან ბუჩქია ვარდისებრთა (Rosaceae) ოჯახიდან. ფოთლები მოკლეყუნწიანია, კვერცხისებრი, კიდემთლიანი და მორიგეობით განლაგებული. ზემოთა მხრიდან მწვანე ფერის და შიშველი, ხოლო ქვემოდან დაფარულია თეთრი ბუსუსებით. მოზრდილი ვარდისფერი ყვავილები თითო-თითოდ სხედან ყუნწზე. ნაყოფი არომატული, ხორცოვანი ყვითელი ვაშლურაა მრავალი თესლით.

გავრცელებულია კომში კულტურული მცენარეა.

სამკურნალო ნედლეულია ფოთლები, ნაყოფები და თესლები. ფოთლები შეიძლება შეგროვდეს მთელი ვეგეტაციის პერიოდში, ნაყოფი და თესლები გროვდება შემოდგომაზე.

ქიმიური შემცველობა: თესლები შეიცავს 20% ლორწოს, 0,53% გლუკოზას, ამიგდალინს, სახამებელს, მთრიმლავ ნივთიერებებს, 8,15% ცხიმებს. მწიფე ნაყოფები შეიცავს 6,3% ფრუქტოზას, მთრიმლავ ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებს.

გამოყენება: მედიცინაში თესლებისა და ნაყოფის ჩაი გამოიყენება გრიპისა და ხველების დროს. კომშს სამკურნალო მიზნით ძველთაგანვე იყენებდნენ. დავით ბატონიშვილი გვირჩევს ბიის გულს, ფოთოლს, ნაყოფის წვენს, მურაბასა და შარბათს, როგორც შემკვრელს, თავის ტკივილის, პირღებინების და სხვა დაავადებათა საწინააღმდეგო საშუალებას.

Link to post
Share on other sites

ლანცეტაფოთოლა მრავლძარღვა

Plantago lanceolata L.

Подорожник ланцетолистный

10-60 სმ. სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა (Plantaginaceae ) ოჯახიდან. ლანცეტას ფორმის ფოთლები შეკრებილია ფესვის ყელთან. საყვავილე ღეროზე ვითარდება წვრილი ყვავილები, რომლებიც თავთავ ყვავილედად არის შეკრებილი. გვირგვინი 4 წევრიანია. ნაყოფი მრავალ- თესლიანი კოლოფი. ყვავილობს მაისიდან შემოდგომამდე, ნაყოფი მწიფდება სექტემბერ-ნოემბერში.

გავრცელებულია ზღვისპირა დაბლობებიდან ტყის ზედა სარტყლამდე, იზრდება ბალახოვან მდელოებზე, ფერდობებზე, გზისპირას და სხვა.

სამკურნალო ნედლეულია ბალახი, რომელსაც აგროვებენ მთელი ვეგეტაციის განმავლობაში. აშრობენ ჩრდილში. შენახვის ვადა 2 წელია.

ქიმიური შემცველობა: ფოთლი შეიცავს 10% ლორწოს, კაროტინს, C და K ვიტამინებს, მთრიმლავ და მწარე ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებს.

გამოყენება: მცენარის პრეპარატები გამოიყენება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ.

Link to post
Share on other sites

ლემა

Datura stramonium Дурман обыкновенный

1 მ-მდე სიმაღლის ერთწლიანი უსიამოვნო სუნის მქონე შხამიანი ბალახოვანი მცენარეა ძაღლყურძენასებრთა (შოლაპაცეაე) ოჯახიდან. ღერო სწორმდგომია, დატოტვილი. მორიგეობით განლაგებული ფოთლები ყუნწიანია და კიდეებზე არათანაბრად ამოკვეთილი, თითქმის შიშველი. მარტოული ყვავილები მოზრდილია, სიგრძით 5-6 სმ, თეთრი ძაბრისებრი, 5 ნაკვთიანი გვირგვინით. ნაყოფი სწორმდგომი კვერცხისებრი ეკლებით დაფარული კოლოფია, მრავალი თესლით. ყვავილობს მთელი ზაფხულის განმავლობაში. ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. გავრცელებულია ზღვისპირა დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე. იზრდება დანაგვიანებულ ადგილებში, გზის გასწვრივ, ღობეებთან, რკინიგზასთან, საცხოვრებელ სახლებთან.

სამკურნალო ნედლეულია ფოთოლი, რომელსაც აგროვებენ მთელი ვეგეტაციის განმავლობაში, მისი შრობა უნდა მოხდეს სწრაფად, შეგროვებისთანავე.

ქიმიური შემცველობა. მცენარის ყველა ნაწილი შეიცავს ალკალოიდებს, რომელთა შორის მთავარია ჰიოსციამინი და სკოპოლამინი. ფოთლებსა და ყვავილებში ალკალოიდების შემცველობა 0,25-0,4%.

გამოყენება. ლემას ფოთოლი წარმოადგენს ასთმის საწინააღმდეგო პრეპარატის ,,ასთმატოლი”-ის ძირითად კომპონენტს.

ლეღვი

Ficus carica L Инжир обыкновенный

3-8 მ სიმაღლის ხეა თუთისებრთა (Moraceae) ოჯახიდან. შებუსული ფოთლები მარტივია, ყუნწიანი და მორიგეობით განლაგებული. მცენარის ტოტები, ფოთლები და ნაყოფები შეიცავს რძეწვენს. ყვავილები ცალსქესიანია, წვრილი, შეკრებილი მსხლის ფორმის ყვავილედად, რომლებისგანაც წარმოიქმნება ხორცოვანი ნაყოფი, რომელშიც ჩაზრდილია კაკლუჭები. მცენარე ყვავილობს ივნის-ივლისში, ნაყოფები მწიფდება აგვისტო-სექტემბერში.

გავრცელებულია ზღვისპირა დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე. მცენარე კულტურაშია.

სამკურნალო ნედლეულია: მწიფე ნაყოფი, რომლებსაც აშრობენ საშრობში 50-600C-ზე ან ჩრდილში ორპირ ქარში.

ქიმიური შემცველობა: ნაყოფები შეიცავს შაქრებს, პექტინებს, ლიმონის, ვაშლის, ძმრის, ბორისა და ასკორბინის მჟავებს, კაროტინს, B1 და B2 ვიტამინებს, კალიუმის მარილებს, ფერმენტებს.

გამოყენება: აჭარის ხალხურ მედიცინაში იყენებენ ლეღვის ნაყოფების ნახარშს რძეში ან წყალში ან მურაბას, როგორც ხველების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევ საშუალებას, გრიპის, ტრაქეიტისა და ბრონქიტის დროს

Link to post
Share on other sites

ლიმონი

Citrus limona osb

Лимон

მიეკუთვნება ტეგანისებრთა (Rutaceae) ოჯახს, ნარინჯოვანთა (Aurantoideae) ქვეოჯახს და Citrus-ის გვარს. 3-5 მ. სიმაღლის მარადმწვანე ხეა. ახალგაზრდა ტოტები დაკუთხულია და ეკლებიც კარგად შესამჩნევია, გვხვდება უეკლო ფორმაც. ფოთოლი დიდი ზომისაა, მოგრძო – ოვალური, ღია მწვანე ფერის. ხელში

გასრესისას წარმოიქმნება სპეციფიური სუნი, ყვავილები სურნელოვანი, ორსქესიანი, მარტოული ან წყვილადაა. ჯამის ფოთოლაკები - 5, გვირგვინის ფურცელი – 5. ნაყოფი მოგრძო-ოვალურია, ორივე ბოლოთი წაგრძელებული ღია ყვითელი ფერის თხელი კანით. რბილობი მჟავე, წვენი უხვი, თესლი ოვალური 1 – დან 14 – მდე.

გავრცელებულია კავკასიაში, შუა აზიაში, მოლდავეთში, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, კალიფორნიაში, ფლორიდაში.

ქიმიური შემცველობა: ნაყოფი შეიცავს: შაქრებს - 3, 82 %, ფრუქტოზას – 0,63 %, გლუკოზას – 1, 99%, საქაროზას – 1,20 %, პექტინს – 3,79 %, ცელულოზს 3,17%, ეთერზეთებს – 1,31 %, მინერალურ ნივთიერებებს – 0,69 %, ვიტამინებს – A, B1, B2, C – 93% – ციტრინს, რომელიც დამახასიათებელია ციტრუსებისათვის., ფლავონოიდებს. ნაყოფის წვენი შეიცავს კუმარინ – იზოპიმპინელინს, თესლი შეიცავს ცხიმს, ქერქი – ეთერზეთებს, ფლავონურ გლიკოზიდებს, კუმარინსა და სიტოსტეროლს.

გამოყენება: ცნობილი ექიმი ავიცენა ლიმონს მიიჩნევდა საუკეთესო საშუალებად გულის დაავადებათა სამკურნალოდ. შაქარში შერეული ლიმონის ქერქი გამოიყენება საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად. ლიმონის წვენით მკურნალობენ: ავიტამინოზს, ცინგას, სტომატიტს, ღრძილებიდან სისხლდენას. ლიმონის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინი C ზრდის ორგანიზმის შრომისუნარიანობას, ხსნის დაღლილობას, აადვილებს სხვადასხვა დაავადებების მკურნალობას. ლიმონის წვენის ნარევი ხასიათდება მატონიზირებელი მოქმედებით: 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი და 1 ჩაის კოვზი თაფლი. ლიმონის ეთერზეთი გამოიყენება ცეროზისა და კუჭის წყლულის სამკურნალოდ. გაცივებისა და სასუნთქი გზების დაავადებისას მკურნალობენ ლიმონიანი ჩაით, რომელიც ხასიათდება სიცხის დამწევი და ოფლმდენი ეფექტით. პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებისა და ანგინის დროს ლიმონის წვენს იყენებენ სავლებად. ლიმონი გამოიყენება სამკურნალო – პროფილაქტიკურ საშუალებად ათეროსკლეროზის დროს ნიორთან ერთად.

 

ლობიო

Phaseobus unlgaous

სამხრეთამერიკული წარმოშობის მხვიარა ერთწლიანი ბოსტნეული კულტურაა პარკოსანთა (Fაბაცეაე) ოჯახიდან. ყუნწიანი ფოთლები სამყურაა და მორიგეობით არიან განლაგებული ღეროზე. ღერო და ფოთოლი დაფარულია ბუსუსებით. ყვავილები სხვადასხვა ფერისაა და შეკრებილია ჯგუფებად. ნაყოფი პარკია. ყვავილობს ივლის-აგვისტოში, ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში.

სამკურნალო ნედლეულია ნაყოფი, რომელსაც აგროვებენ სიმწიფის პერიოდში და აშრობენ ჩრდილში.

ქიმიური შემცველობა: ლობიოს თესლი შეიცავს 27% ცილებს, ნახშირწყლებს, ცხიმებს, B და ჩ ვიტამინებს, კალციუმსა და ფოსფორის მარილებს. პარკის კედლები შეიცავენ კრისტალურ გლეიბულინს, ბეტაინს, არგანინს, ქოლინს, ვიტამინებს.

გამოყენება: ლობიოს პარკის ნახარში აქვეითებს სისხლში შაქრის დონეს.

 

მამულა

Artemissia vulgaris

Белоцветник обыкновенный

მიეკუთვნება რთულყვავილოვანთა (Asteraceae) ოჯახს. მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა 100-150 სმ. სიმაღლის დატოტვილი ფესვებით და სწორმდგომი ღეროთი. ფოთლები მორიგეობითი, მჯდომარე, ორმაგდანაკვთული, ქვედა მხრიდან შებუსული, მუქი მწვანე ფერის. ყვავილები პატარა, ვარდისფერი,

შეკრებილია კალათებად და ქმნის საგველა ყვავილედს. ყვავილობს ივნისიდან სექტემბრამდე.

გავრცელებულია ზღვისპირა დაბლობებიდან სუბალპებამდე. იზრდება ბოს- ტნებში, ბაღებში, გზების გასწვრივ, მინდვრებში, ტყის პირებზე, წარმოადგენს აბეზარ სარეველას.

სამკურნალო ნედლეულია მცენარის ყველა ნაწილი. ბალახს აგროვებენ ყვავილობის პერიოდში,ხოლო ფესვებს ამზადებენ შემოდგომაზე.

ქიმიური შემცველობა: ფოთლები შეიცავს ქოლინს, კაროტინს, და ვიტამინ C-ს..

გამოყენება: ნედლეულისაგან დამზადებული პრეპარატები გამოიყენება, როგორც დამამშვიდებელი, მატონიზირებელი, ტკივილგამაყუჩებელი საშუალება უძილობის, ნევროზის, ეპილეფსიის დროს. ასევე აძლიერებს მადას. მამულა ავიცენას მიერ რეკომენდირებული იყო თირკმლის კენჭოვანი დაავადების და საშვილოსნოს ეროზიის სამკურნალოდ. ხალხურ მედიცინაში ბალახის ნახარში გამოიყენებოდა თავის ტკივილის, გაცივების და ჭიების საწინააღმდეგო საშუალებად. გარეგანი გამოყენების მიზნით ბალახის ნაყენი გამოიყენება ლორწოვანი გარსის ანთების, წყლულებისა და ძნელად შესახორცებელი ჭრილობების სამკურნალოდ.

 

მარმუჭი

Alchemilla oxysepala Iuz Манжетка острочашелистковая

30-60 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ფესურიანი ბალახოვანი მცენარეა ვარდისებრთა (ღოსაეაე) ოჯახიდან. დანაკვთული ფოთლები 12-15 სმ სიგრძისაა, ზემოდან შიშველი, ქვემოდან შემოსილი. წვრილი ყვავილები შეკრებილია ყვავილედებად. ნაყოფი კაკლუჭაა. ყვავილობს მაის-ივლისში, ნაყოფი მწიფდება ივლის-სექტემბერში. გავრცელებულია ტყის ზედა და სუბალპურ სარტყელში, აჭარა-იმერეთისა და არსიანის ქედებზე, ტყის პირას, ბალახოვან მდელოებზე, ბუჩქნარებში.

სამკურნალო ნედლეულია ბალახი, რომელსაც აგროვებენ ვეგეტაციის პერიოდში, აშრობენ ჩრდილში.

ქიმიური შემცველობა: ბალახი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ჩ ვიტამინს, ფლავონოიდებს.

გამოყენება. ბალახის ნაყენი გამოიყენება როგორც შემკვრელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება კუჭაშლილობისა და ნაწლავების ანთების დროს, თირკმლებისა და შარდის ბუშტის დაავადებების დროს. ნაყენს ასევე იყენებენ თეთრად შლის დროს.

 

მაჯაღვერი

Daphne mezereum Y Ролчеягодник обикновенный

1 მ-მდე სიმაღლის დატოტვილი ბუჩქია მაჯაღვერისებრთა (თჰმელაცეაე) ოჯახიდან. ფოთლები მოგრძო ლანცეტაა, ზემოთა მხრიდან მბრწყინავი, ისინი ღეროზე მორიგეობით არიან განლაგებულნი. ყვავილები მოვარდისფროა, შეკრებილია 3-5 წევრიან ჯგუფებად ტოტების ძირში. ნაყოფი მომრგვალო, ერთთესლიანი, წითელი კურკიანაა. ყვავილობს ივნის-აგვისტოში, ნაყოფი მწიფდება შემოდგომაზე.

გავრცელებულია მთის ზედა და სუბალპურ სარტყლებში. იზრდება ტყის პირას, ფერდობებზე. შხამიანი მცენარეა. სამკურნალო ნედლეულია ქერქი, რომელსაც აგროვებენ გაზაფხულზე, შემოდგომასა და ზამთარში, აშრობენ მზეზე. ქიმიური შემცველობა: მაჯაღვერის ყველა ნაწილი შეიცავს ფის მეზერინს, ქერქი შეიცავს გლიკოზიდ დაფნინს, კუმარინებს, საღებავ ნივთიერებებს.

გამოყენება: ხალხურ მედიცინაში მაჯაღვერი გამოიყენება როგორც კანის გამაღიზიანებელი და ჩირქის საწინააღმდეგო საშუალება, რევმატიზმის, ნიკრისის ქარის, ნევრალგიის, სიმსივნისა და სახსრების ტკივილის დროს. ქერქის ნაყენი გამოიყენება აგრეთვე კუჭის დაავადებების დროს, კერძოდ კუჭაშლილობისას.

 

მთის პიტნა

Calamintha grandiflora (L.) Moench.

Душевик крупноцветковый

50 სმ. სიმაღლის მრავალწლიანი ფესურიანი ბალახოვანი მცენარეა ტუჩოსანთა

(Lamiaceae) ოჯახიდან. მთელი მცენარე ხასიათდება მკვეთრი სასიამოვნო სუნით, ღერო სწორმდგომია, დატოტვილი, ღარებიანი. დაფარულია თეთრი ბეწვებით. ფოთლები მოპირისპირეა, ყუნწიანი, უკუკვერცხისებრი და ხერხკბილა. ყვავილები ვარდისფერ-წითელია, გრძელმილიანი და ორტუჩა, ისინი შეკრებილია მეჩხერ ფარად. ნაყოფ ოთხთესლიანი კაკლუჭაა. ყვავის ივლის-სექტემბერში, ნაყოფი მწიფდება ოქტომბერ-ნოემბერში. გავრცელებულია მთელი ტყის სარტყელში სუბალპებამდე, იზრდება ყველგან ტყეთა ხეობებში, მდელოებზე, ტყის პირას, ბუჩქნარებში.

სამკურნალო ნედლეულია ბალახი, რომელსაც აგროვებენ მთელი ვეგეტაციის განმავლობაში, აშრობენ ჩრდილში, ორპირ ქარში.

ქიმიური შემცველობა: ბალახი შეიცავს 2-3% ეთეროვან ზეთებს, საპონინებს, ნახშირწყლებს.

გამოყენება. მედიცინაში მთის პიტნა გამოიყენება როგორც ნაღველმდენი და სპაზმოლიტიკური საშუალება.

 

მთის ჩადუნა (გვიმრა)

Dryopteris filix mass.

Щитовник мужской

მრავალწლიანი სპოროვანი მცენარეა კილამურასებრთა (Polypodiaceae) ოჯახიდან. ახასიათებს ყავისფერი, მსხვილი ფესურა, ფოთლები ბალახოვანია, ფრთისებრ დანაკვთული, ხაზურა-ლანცეტისებური, ღრმად განაკვთული ხერხკბილა წილაკებად, მუქი მწვანე ფერის.

გავრცელებულია შუა სარტყლიდან ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეების ზედა საზღვრამდე. აჭარაში გავრცელებულია სარბიელაში, ხინოში, გოდერძის უღელტეხილზე, ხულოში, თაგოში, წელათაში და სხვა.

ქიმიური შემცველობა: გვიმრის ფესურა შეიცავს ფლოროგლუცინის ნაწარმებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, სახამებელს, საქაროზას, ცხიმოვან ზეთებს.

სამკურნალო ნედლეულია ფესურა, მას თხრიან შემოდგომაზე, კერძოდ, აგვისტო-ოქტომბერში ან ვეგეტაციის დასაწყისში (აპრილ-მაისში). ფესურას წმენდნენ მიწისაგან (დაფერთხავენ), აჭრიან ფოთოლს და დანით ასუფთავებენ ფესვებისაგან და ფოთლების ყუნწებისაგან. გასუფთავების შემდეგ ფესურაზე რჩება ყუნწის მოყვითალო-მწვანე ფერის გაფართოებული ფუძე. ერთი და იგივე ადგილას ნედლეულის შეგროვება უნდა მოხდეს 20 წელიწადში ერთხელ. ნედლეულს აშრობენ კარგად განიავებულ შენობებში ან საშრობებში 400°C ტემპერატურაზე. ახლად გამომშრალი ნედლეული იმდენად აქტიურია, რომ პრეპარატები უნდა დამზადდეს არა უმეტეს 2-3 თვის განმავლობაში. ნედლეულის სიახლეს განსაზღვრავენ ფერით, რომელიც უნდა იყოს მწვანე შეფერილობის.

გამოყენება: გვიმრის ფესურა გამოიყენება, როგორც ჭიების საწინააღმდეგო საშუალება, ეს უძველესი საშუალება ცნობილი იყო ძველი ბერძენი ექიმებისათვის, მაგრამ დასავლეთ ევროპაში ვერ სარგებლობდა პოპულარობით. ალბათ, იმ დროისათვის ფესურების უმრავლესობა ძველი იყო და დაკრგული ჰქონდათ აქტიურობა. საუკეთესო რეცეპტი აღმოაჩინა შვეიცარიელი ექიმის ნიფერის ქვრივმა, რომელიც დიდი თანხით შეისყიდა საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XVI 1775 წ. იმ დღიდან შეტანილი იქნა ევროპის ყველა ფარმაკოპეაში.

გვიმრის პრეპარატები მომწამლავია, რის გამოც მისი გამოყენება ექიმის კონსულტაციის გარეშე დაუშვებელია. წამლის მიღებამდე აუცილებელია განსაზღვრული დიეტა, ხოლო მიღების შემდეგ აძლევენ პაციენტს მარილიან სასაქმებელს

 

მინდვრის ია

Viola arvensis L Фиалка полевая

10-30 სმ სიმაღლის ერთი ან ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა იისებრთა (Violaceae) ოჯახიდან. ღერო ძირიდან დატოტვილია. ფოთლები მოკლეყუნწიანი, მორიგეობით განლაგებული, ფორმით მომრგვალო-გულისებრი თანაფოთლებია. ყვავილები ზიგომორფული 1,5 სმ დიამეტრის, გრძელყუნწიანი, დეზიანი, იისფერი. ნაყოფი კოლოფია მრავალი თესლით. ყვავილობს აპრილიდან შემოდგომამდე.

გავრცელებულია მთელ ტყის ზონაში სუბალპებამდე, ბუჩქნარებში, გზისპირებზე, ბაღებში, პლანტაციებში. სამკურნალო ნედლეულია: მცენარის მიწისზედა ნაწილი, რომელსაც აგროვებენ ყვავილობის პერიოდში. ნედლ ბალახს აქვს მოტკბო გემო. შეგროვებული ნედლეული უნდა გაშრეს 50-600C-ზე საშრობში ან ჩრდილში.

ქიმიური შემცველობა: ბალახი შეიცავს ფლავონოიდ რუტინს, ეთერზეთებს, კაროტინოიდებს, ასკორბინის მჟავას, საპონინებს, ლორწოვან პოლისაქარიდებს.

გამოყენება: ამოსახველებელი საშუალება ბრონქიალური ასთმის დროს. ხელს უწყობს ნახველის გამოყოფას.

 

მურყანი

Alnus barbata C.A.Mey. A.glutinosa L.

Олха черная Ольха бо

20-25 მ. სიმაღლის ფოთოლმცვენი ხეა არყისებრთა (Bbetulaceae) ოჯახიდან. მორიგეობით განლაგებული ფოთლები ელიფსურია და ორმაგხერხკბილა, ძარღვების გასწვრივ დაფარულია ყვითელი ბუსუსებით. მცენარე ერთსახლიანია. მტვრიანიანი ყვავილები შეკრებილია მჭადა ყვავილედებად, ბუტკოიანი ყვავილები კი ქმნიან ე.წ. მწვანე “გირჩაკებს”, რომლებიც შემოდგომისათვის ხევდება და ყავისფერი ხდება. ნაყოფი ერთესლიანი კაკლუჭაა, მცენარე ყვავილობს თებერვალ-მარტში, ნაყოფი მწიფდება ოქტომბერ-ნოემბერში.

გავრცელებულია ზღვისპირა დაბლობებიდან მთის შუა სარტყლამდე, იზრდება ტყეში, ტყის პირას, მდინარეთა ხეობებსა და დაჭაობებულ ადგილებში.

სამკურნალო ნედლეულია გირჩაკები და ქერქი. გირჩაკებს ამზადებენ შემოდგომასა და ზამთარში, ქერქს ადრე გაზაფხულზე, რომელსაც აშრობენ თბილ შენობებში ან საშრობებში, ნედლეულის შენახვის ვადა 4 წელია.

ქიმიური შემცველობა: გირჩაკები და ქერქი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, მათ შორის ტანინებს 2,5% და ტრიტერპენოიდებს.

გამოყენება: თანამედროვე მედიცინაში მურყანის ნაყოფებს იყენებენ როგორც შემკვრელ საშუალებას ხანგრძლივი კუჭაშლილობის, წვრილი და მსხვილი ნაწლავის ანთების დროს. ფარმაცევტულ წარმოებაში თხმელას ნაყოფებისაგან ამზადებენ მშრალ ექსტრაქტს თხმელინს, რომელსაც იყენებენ ფაღარათისა და დიზენტერიის საწინააღმდეგოდ.

 

მუზარადა

Scutallaria galericalata Y Шлемнк обыкновенный

მრავალწლიანი 20-50 სმ სიმაღლის ფესურიანი ბალახოვანი მცენარეა ტუჩოსანთა (ამიაცეაე) ოჯახიდან. ფოთლები მოგრძო 5-6 სმ სიგრძისა და 0,5-2 სმ სიგანის. ყვავილები მოლურჯო – იისფერია, ორტუჩა, ისინი თითო-თითო სხედან ზედა ფოთლების უბეებში. ნაყოფი იშლება ოთხ წვრილ კაკლუჭად. ყვავილობს ივნის-ივლისში, ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში.

გავრცელებულია მთის ზედა სარტყლიდან სუბალპებამდე, ნესტიან ადგილებში, ტორფიანებზე, დიდაჭარის იაილებში, დანისპარაულში, რიყეთში.

სამკურნალო ნედლეულია ფესურები, რომელთაც აგროვებენ შემოდგომიდან გაზაფხულამდე. რეცხავენ და აშრობენ ჩრდილში.

ქიმიური შემცველობა: ფესურა შეიცავს ფლავონოიდებს, გლიკოზიდებს, სტეროიდულ საპონინებს, ეთერზეთებს, ფისებს, მთრიმლავ ნივთიერებებს.

გამოყენება. მუზარადას ფესვების გამონაწვალს იყენებენ აღგზნებული ნერვული სისტემის, აგრეთვე წნევის დამარეგულირებლად, თავის ტკივილისა და უძილობის დროს. დამამშვიდებელი თვისებებით მცენარე ბევრად აღემატება კატაბალახას.

 

მწვავე ფუნთუშა

Sedum acre M.B.

Очиток едкий

5-15 სმ-ის სიმაღლის მრავალწლიანი დატოტვილფესურიანი ბალახოვანი მცენარეა სქელფოთოლასებრთა – ჩრასსულაცეაე ოჯახიდან. ფოთლები ხორცოვანი, კვერცხისებრი და შიშველია, ისინი ღეროზე განლაგებულია მორიგეობით. ყვითელი ყვავილები 5 წევრიანია და შეკრებილია 3-5 წევრიან ყვავილედებად. ყვავილობს აპრილ-მაისში, ნაყოფი მწიფდება აგვისტოში. გავრცელებულია ქვიან ადგილებში, გზის ნაპირას, კლდეებზე, მშრალ ხირხატ ნიადაგიან ფერდობებზე.

გავრცელებულია ზღვისპირა დაბლობებიდან სუბალპების ჩათვლით.

სამკურნალო ნედლეულია მიწისზედა ნაწილი, რომელსაც აგროვებენ ყვავილობის პერიოდში და აშრობენ ჩრდილში.

ქიმიური შემცველობა: ბალახი შეიცავს ორგანულ მჟავებს, შაქარ სედაჰეპტოზას, ფლავონებს და ალკალოიდ სედამონს.

გამოყენება: ხალხურ მედიცინაში გარეგანი დანიშნულებით გამოიყენება დამწვრობის და წყლულების სამკურნალოდ. კერძოდ, ნედლ, დანაყილ ფუნთუშას კიბოს წყლულოვან კერებზე იდებენ, რითაც ეს კერები სუფთავდება. საქონლის ქონში არეული მისი წვენი კარგი საშუალებაა თავის კანზე არსებული გამონაყარების, ჩირქოვანი მუწუკების მოსარჩენად

მხოხავი ჭანგა

Agropyrum repens (L.) Pal.

Пыреи ползучий

60–100 სმ. სიმაღლის მრავალწლიანი, ფესურიანი, ბალახოვანი მცენარეა მარცვლოვანთა ( Apiaceae ) ოჯახიდან. ღერო სწორმდგომია და მასზე განლაგებულია ხალთიანი პარალელურძარღვიანი ფოთლები. ღეროზე ყვავილები მოკლებულია ყვავილსაფარს, უვითარდებათ ქერქლოვანი თანაყვავილები, 3 მტვრიანა და 2 ფრთისებრი დინგი. ისინი შეკრებილია რთულ თავთავად. ნაყოფი მარცვალაა, ყვავილობს ივნის-ივლისში, ნაყოფი - აგვისტო-სექტემბერში.

გავრცელებულია ზღვისპირა სილნარ-ქვიშნარ ადგილებში, სხვადასხვა ტენიანობის ბალახოვან ცენოზებში. სამკურნალო ნედლულია ფესურები, რომელთაც აგროვებენ შემოდგომაზე, სექტემბერ-ოქტომბერში. აშრობენ ჰაერზე.

ქიმიური შემცველობა: ფესურები შეცავს ნახშირწყლებს – აგროპირენს, ტრიტიცინს, გლუკოვანილინს, ცილოვან ნივთიერებებს, ცხიმებს, კაროტინს და ვიტამინ C-ს.

გამოყენება: ფესურების პრეპარატები მედიცინაში გამოიყენება როგორც სუსტი გამხსნელი და შარდმდენი საშუალება.

 

ნიახური

Apium graveolens L.

Сельдерей

ერთი ან ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა ქოლგოსანთა (Umbeli-ferae) ოჯახიდან. ახასიათებს 1 მეტრამდე სიმაღლის სწორი, დატოტვილი ღერო. ფოთლები თათისებრ დანაკვთული, ზემოდან პრიალა, ქვემოდან მქრქალი. თეთრი ყვავილები შეკრებილია წვრილ ქოლგებად. ნაყოფი მორუხო-მოყავისფრო, მომრგვალო ტყუპთესლია. გავრცელებულია საქართველოში, როგორც საბოსტნე მცენარე. ზრდის პროცესში აუცილებელია გაუფხვიეროთ ნიადაგი და ხშირად მორწყათ.

სამკურნალო ნედლეულია მცენარის ფესვბი და ფოთლები.

ქიმიური შემცველობა: ნიახურის ფესვში არის შაქრები, ეთერზეთი, ასპარაგინი, ლორწოები, კალიუმის, კალციუმის, ფოსფორისა და ნატრიუმის მარილები, მჟაუნმჟავა, ვიტამინები და სხვა.

გამოყენება: ხალხური მედიცინა ნიახურს იცნობს, როგორც სურავადის საწინააღმდეგო, შარდმდენ და მადის მომგვრელ საშუალებას. აჭარაში ნიახურის ნახარშს ასმევენ ხველების, თირკმლის კენჭოვანი დაავადების, ბუასილის დროს. ამ მცენარეს ქართლში ხმარობენ თირკმლის დაავადებისას, კახეთში-ძირმაგარის დასამწიფებლად. ნიახური გამოყენებულია ჯირკვლების დაავადების, სახსრების ტკივილისა და ბუასილის სამკურნალოდ. ახასიათებს ასევე სუსტი სასაქმებელი მოქმედება. რეკომენდირებულია ახალი ფესვებისაგან გამონაწური წვენის მიღება

 

ნიგვზისძირა

Geum urbanum L.

Гравилат городской

მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა ვარდისებრთა (Rosacea) ოჯახიდან. აქვს 30-60 სმ-მდე სიმაღლის სწორმდგომი ღერო, რომელიც ზედა ნაწილში შებუსული და დატოტვილია. ფესვთანი ფოთლები ყუნწიანია, ზედა კი მჯდომარე. ღეროზე ფოთლები განალაგებულია მორიგეობით. აქვს ღია ყვითელი ფერის გრძელყუნწიანი ყვავილები. ნაყოფი მრავალკაკლუჭაა.

გავრცელებულია აჭარაში ზღვის სანაპირო ზოლიდან 1300-1600მ სიმაღლემდე (ზღვის დონიდან). გვხვდება ტყეში, ბუჩქნარებში, ბალახიან ფერდობებზე. აჭარაში არის მისი მეორე სახეობაც, რომელიც სანკურნალო თვისებებით ხასიათდება – Geum latilobum somm.et Lev.

სამკურნალო ნედლეულია ნიგვზისძირას მიწისზედა ნაწილი (ბალახი), ფესურა და ფესვები. ბალახს აგროვებენ ყვავილობის დასაწყისში მაის-ივნისში, აშრობენ ჩრდილში. ფესურას ფესვებთან ერთად გვიან შემოდგომით ამოთხრიან და აშრობენ მზეზე.

ქიმიური შემცველობა: შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ფისებს, ეთერზეთებს, მწარე ნივთიერებებს, C ვიტამინს, პროვიტამინს.

გამოყენება: ხალხურ მედიცინაში ნიგვზისძირას წყლიან გამონაწურს იყენებენ, როგორც შემკვრელ საშუალებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა ანთებითი დაავადებების, განსაკუთრებით დიარეას დროს. ზედა სასუნთქი გზების ანთებისა და ბრონქიტის დროს დღეში რამდენჯერმე სვამენ ნიგვზისძირას ფესვების თითო გრამ ფხვნილს. ნაყენს ან ნახარშს იყენებენ სხვადასხვა სისხლდენების შემთხვევაში, როგორც სისხლის შემადედებელ საშუალებას. ნახარში გამოიყენება ასევე სავლებად ღრძილებისა და პირის ღრუს ანთების დროს.

 

ნიორი

Allium sativum L.

чеснок

მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა შროშანასებრთა ( Liliaceae ) ოჯახიდან. აქვს 6-10 კბილისგან შემდგარი ბოლქვები. ბოლქვზე ვითარდება მიწის ზევით 1 მეტრამდე სიმაღლის ღერო. ღეროს წვერზე კი ვითარდება თეთრი ყვავილებისაგან შემდგარი ქოლგა ყვავილედი. ფოთლები ბრტყელი და ხაზურაა. კულტურული მცენარე ხარობს საქართველოს მთა-ბარში. უძველესი დროიდან გამოიყენება სამკურნალო საშუალებად. ნივრის დამახასიათებელი მწარე გემო და თავისებური მძაფრი სუნი განპირობებულია ეთერზეთით, გარდა ამისა ბოლქვებში არიან აზოტური შენაერთები, ფიტოსტერინები, გლიკოზიდი ალინი, ვიტამინი C P და სხვა ნივთიერებები.

მედიცინაში იყენებენ ივნისიდან აგვისტომდე შეგროვებულ ახალ ბოლქვებს. ხალახურ მედიცინაში ნიორს აქვს მრავალმხრივი გამოყენება, განსაკუთრებით საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად. ნიორი აღძრავს მადას, აძლიერებს საჭმლის მომნელებელი ფერმენტების გამოყოფას, ხელს უწყობს საკვების უკეთ შეთვისებას, ამცირებს ნაწლავში გაზების რაოდენობას, გამოიყენება ასევე ჭიების გამოსადევნად, ძაღლის, ფუტკრის ნაკბენისა და ნაღრძობის სამკურნალოდ. აჭარაში ნიორს იყენებენ გულყრის, ფაღარათის, ძლიერი ნერწყვდენისა და თმის ცვენის სამკურნალოდ. ჭიების გამოსადევნად კვირაში ორჯერ ღებულობენ უზმოზე თითო კბილ ნიორს, ცოფიანი ძაღლის ნაკბენზე იდებენ დანაყილ ნიორს. ნიორი დიდი ხანია გამოიყენება როგორც სისხლის მიმოქცევის მომწესრიგებელი, სასუნთქი გზების დაავადებათა სამკურნალო და სისმსივნის საწინააღმდეგო საშუალება. ნივრის არყიანი ნაყენი ხალხურ მედიცინაში მიჩნეულია თირკმლებისა და შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების, ასევე რევმატიზმისა და ნიკრისის ქარის სამკურნალო საშუალებად.

ხალხურ მედიცინაში გაცივების, ტრაქეოტომიის, ბრონქიტის, ბრონქიალური ასთმისა და ყივანახველის დროს გულმკერდს უზელენ ნივრის ფაფით, რომელიც შერეულია კარაქში ან ღორის ქონში. გრიპის დროს ღებულობენ 2-4 წვრილად დაქუცმაცებულ ნივრის კბილს 2 დღის განმავლობაში. კარაქში შემწვარი ნივრის ფაფა ან რძეში მოხარშული ნიორი აჩქარებს ჩირქგროვების მომწიფებას და ამსუბუქებს ტკივილს. მეჭეჭებს, ლიქენს, ეგზემას და კანის სხვა დაავადებას მკურნალობენ ნივრის ფაფით ან ახალი წვენით. თმის ცვენის საწინააღმდეგოდ ნივრის წვენს იზელენ თმის ძირებსა და კანში. ნიორი აფართოებს სისხლძარღვებს, ამცირებს სისხლის წნევას, ახასიათებს ბაქტერიოციდული მოქმედება, მკურნალობის ეფექტი იზრდება რძის თანაობისას.

 

ოროვანდი

Arctium lappa L.

Лонух обыкновенный

1 – 1,5 მ. სიმაღლის ორწლოვანი ბალახოვანი მცენარეა ხორციანი დატოტვილი ფესვით ასტრასებრთა (Astraceae) ოჯახიდან. ღერო სწორმდგომია, წითელი ფერის, ზედა ნაწილში დატოტვილი. ღეროს ქვედა ნაწილში განლაგებული ფოთლები ყუნწიანია და დიდი ზომის. მათი ზომა ღეროს კენწეროს მიმართულებით თანდათანობით მცირდება, ხერხკბილაა, ქვედა მხარეს დაფარული რუხი ბუსუსებით. მოიისფრო წითელი ყვავილები შეკრებილია კალათა ყვავილედად, რომელიც თავის მხრივ შეკრებილია ფარებად. კალათში ყველა ყვავილი მილისებრია. ნაყოფი თესლურაა, რომელსაც უვითარდება საფრენი აპარატი. ყვავილობს ივნის-აგვისტოში, ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში.

გავრცელებულია ზღვისპირა დაბლობებსა და მთისწინებზე. იზრდება გზების გასწვრივ, ბოტანიკური ბაღის მიდამოებში.

სამკურნალო ნედლეულია ფესვები, რომელთაც ამზადებენ ადრე გაზაფხულზე ან გვიან შემოდგომაზე, რეცხავენ ცივ წყალში და აშრობენ ჰაერზე. ნედლეულის შენახვის ვადა 5 წელია.

ქიმიური შემცველობა: ფესვები შეიცავს პოლისაქარიდ ინულინს, პროტეინებს, ცხიმებს, ეთეროვან ზეთებს, ორგანულ მჟავებს, მთრიმლავ და მწარე ნივთიერებებს.

გამოყენება. მედიცინაში იყენებენ ოროვანდას ფესვებისაგან მომზადებულ ნაყენს ან ნახარშს, როგორც შარდმდენ საშუალებას, ასევე იყენებენ თმების გასამაგრებლადაც. გარდა აღნიშნული პრეპარატებისა მისგან მზადდება მალამო და ზეთი, ჭრილობების შესახორცებლად.

 

ოშოშა

Glechoma hederaceae

Будра плющевая

60 სმ-მდე სიგრძის მრავალწლიანი ბალახოვანი მცოცავი მცენარეა ტუჩოსანთა (amiaceae) ოჯახიდან. ღერო მუხლებში ადვილად ფესვიანდება, მასზე საპირისპიროდ განლაგებულია მომრგვალო, გრძელყუნწიანი ფოთლები, ფოთლების იღლიებში ჯგუფურად ვითარდება ღია ცისფერ-იასამნისფერი ყვავილები. ნაყოფი ოთხად დანაწევრებული კაკალია. მცენარე ყვავილობს აპრილ-აგვისტოში, ნაყოფი მწიფდება ივლის-სექტემბერში.

გავრცელებულია ზღვისპირა დაბლობებსა და მთისწინებზე, ბუჩქნარებში, ბაღებში, პლანტაციებში, ბალახოვან ფერდობებზე, ნასვენ მიწებზე.

სამკურნალო ნედლეულია ბალახი, რომელსაც აგროვებენ ყვავილობის პერიოდში, აშრობენ ჩრდილში. ნედლეულის შენახვის ვადაა ერთი წელი.

ქიმიური შემცველობა: ბალახი შეიცავს 8% ტანინს, მწარე ნივთიერებებს, ეთერზეთებს, ქოლინს.

გამოყენება: ოშოშას პრეპარატები გამოიყენება სასუნთქი ორგანოების დაავადების დროს (ბრონქიტი, ფილტვების ანთება), ასევე მადის აღმძვრელ საშულებად.

 

ოხრახუში (მაკიდო)

Petroselinum sativum Hoffm.

Петрушка огородная

ორწლიანი საბოსტნე მცენარეა ქოლგისებრთა U(Umbelliferae) ოჯახიდან. ფესვები თეთრია კონუსისებური. 1 მ-მდე სიმაღლის ღერო დატოტვილი, შიშველი. ფოთლები გრძელყუნწიანი, ორმაგ და სამმაგ ფრთისებრ დანაკვთული. ყვავილები თეთრი ან ყვითელია, შეკრებილია ქოლგა ყვავილედებად. ნაყოფი ფართო- ვერცხისებურია.

გავრცელებულია ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ოლქებში, სადაც იგი გვხვდება ველური სახით. მაკიდოს ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე ბერძნები და რომაელები იცნობდნენ, როგორც სამკურნალო და სუნელ-სანელებელ საშუალებას.

ქიმიური შედგენილობა: მცენარე შეიცავს ასკორბინის მჟავას, რთულ ეთერზეთებს 0,1%, ფლავონოიდებს, ფოლის მჟავას, მინერალურ მარილებს რკინას, კალციუმს და ფოსფორს, ვიტამინებს-AC, K. სამკურნალო ნედლეულია მცენარის ფოთლები, თესლი, ფესვები. ხორციანი თეთრი ფესვი შეიცავს 0,1% ეთეროვან ზეთს, გლიკოზიდ აპიინს და ლორწოს. მაკიდოში შედარებით მცირე რაოდენობითაა კალიუმი, კალციუმი, რკინა და ფოსფორი. ნედლი ფოთლები შეიცავს ე.წ. ოხრახუშის ქაფურს ანუ აპიოლს, აგრეთვე ტანინსა და პინენს. გამოყენება: ქართულ ხალხურ მედიცინაში გამოიყენება საშარდე გზების დაავადების დროს. აჭარაში გადაურგველ მაკიდოს იყენებენ სიცხის დროს. ხალხურ მედიცინაში ფესვების წყლიან ნაყენსა და დაფქვეულ ნაყოფებს იყენებდენენ როგორც შარდმდენს, თირკმლებისა და საშარდე ბუშტის დაავადების დროს, თირკმლის ჭვალის, ნაწლავის სპაზმისა და მეტეროზმის დროს, მენსტრუალური ტკივილების და წინამდებარე ჯირკვლის ანთების დროს. თესლები ხასიათდება დიურეზული და ანტისპაზმური მოქმედებით, აძლიერებს კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეტორულ მოქმედებას, აუმჯობესებს საჭმლის გადამუშავების პროცესს. ფოთლებისაგან მიღებული წვენი გამოიყენება კანზე ლაქებისა და გამონაყარის მოსაშორებლად.

 

პასიფლორა

Passiflora incarnata L. Пассифлора инкарнатный

ტროპიკული 9 მეტრამდე სიგრძის მცოცავ ღეროიანი ბალახოვანი ლიანაა, რომელსაც ნიადაგში უვითარდება მსხვილი ხორცოვანი რამოდენიმე მეტრის სიგრძის ფესურა. ღეროზე განლაგებულია გრძელყუნწიანი ღრმად, სამად ამოკვეთილი, პრიალა ფოთლები. ყვავილები მარტოულია, იასამნისფერი, გრძელყუნწიანი და ორიგინალური, შედგება 5 ჯამის ფოთოლაკისაგან და 5 გვირგვინის ფურცლისაგან. ნაყოფი მომწვანო-მოყვითალო საჭმელად ვარგისი კენკრაა.

გავრცელებულია ბრაზილიაში, ჩრდილო ამერიკის ტროპიკულ ნაწილში და ბერმუდის კუნძულებზე. ინტროდუცირებულია ბევრ ქვეყანაში, აჭარაში შემოტანილია 1955 წლიდან. ქობულეთის სამკურნალო მცენარეთა ზონალურ საკვლევ სადგურში, სადაც შეიქმნა მცენარის სამრეწველო პლანტაციები.

სამკურნალო ნედლეულია: ბალახი, რომელსაც აგროვებენ მთელი ვეგეტაციის პერიოდის განმავლობაში, ნედლეულს აშრობენ ჩრდილში.

ქიმიური შემცველობა: ბალახი შეიცავს 0,05% ალკალოიდებს, რომელთა შორის მნიშვნელოვანია, გარმინი, გარმანი. გარდა ალკალოიდებისა, შეიცავს ფლავონოიდებს:ვიტესინი, კვერცეტინი, ლუტეოლინი, აგრეთვე კუმარინებს, ქინონებს.

გამოყენება: იყენებენ მცენარის თხევად ექსტრაქტს დამამშვიდებელ საშუალებად ნევრასთენიის, უძილობის, ქრონიკული ალკოჰოლიზმის და კლიმაქტერული დაღღვევების დროს.

 

პირშუშხა

Armoracia rusticana (Lam.) Gaernt.

Хрен обыкновенный

80- 100 სმ. სიმაღლის მრავალწლიანი მსხვილი, ხორცოვან ფესურიანი ბალახოვანი მცენარეა ჯვაროსანთა (Crucirefae) ოჯახიდან. ღერო ერთია ან რამოდენიმე, სწორმდგომი, ხორკლიანი, დატოტვილი. ფოთლების ნაწილი ფესვთანურია, მათი სიგრძე 60 სმ-ია. სიგანე 15 სმ. ღეროსეული ფოთლები კი გაცილებით მცირე ზომისაა და მჯდომარე. თეთრი ყვავილები შეკრებილია მტევან ყვავილედებად. ნაყოფი ჭოტია, ყვავილობს მაის-ივნისში. საბოსტნე მცენარეა.

სამკურნალო ნედლეულია ფესურა და ფესვები, რომელთაც ამზადებენ მთელი ვეგეტაციის განმავლობაში.

ქიმიური შემცველობა: ფესურა და ფესვები შეიცავენ გლიკოზიდ სინიგრინს, ორგანულ მჟავებს, C ვიტამინს, მიკროელემენტებს K და Ca – ს.

გამოყენება. მედიცინაში გამოიყენება ფესურების წვენი, რომელსაც აქვს მწარე გემო, გამოიყენება როგორც ბაქტერიოციდული და კანის გამღიზიანებელი საშუალება რადიკულიტისა და იშიაზის დროს. ნერვის ანთების დროს იყენებენ ნედლ ფესურას, რომელსაც ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში და დოლბანდში გახვეულს იდებენ მტკივან ადგილას.

 

პონტური შქერი

Phododendron ponticum L.

Рододендрон потииский

3 მეტრამდე სიმაღლის მარადმწვანე ბუჩქია მანანასებრთა ( Ericaceae ) ოჯახიდან. ღეროს ქერქი მოყავისფროა, ტოტებისა კი მწვანე. ფოთლები სქელია, ტყავისებრი, კიდემთლიანი, ღეროზე განლაგებულია მორიგეობით. ყვავილები მოწითალო-იასამნისფერია, შეკრებილია ღეროსა და ტოტების წვერში ქოლგა ყვავილედებად. ნაყოფი კოლოფია. ყვავილობს აპრილ-მაისში, ნაყოფი მწიფდება სექტემბერ-ოქტომბერში.

გავრცელებულია ზღვისპირა დაბლობიდან სუბალპებამდე, იგი მარადმწვანე ქვეტყის შემქმნელი ერთ-ერთი სახეობაა, გვხვდება ასევე მდინარეთა ტენიან ხეობებში, ტყის პირებზე.

სამკურნალო ნედლეულია ფოთლები, რომელსაც აგროვებენ ყვავილობის პერიოდში და აშრობენ ჩრდილში. ქიმიური შემცველობა: ფოთლები შეიცავს საგულე გლიკოზიდებს – ფლავონოიდებს.

გამოყენება: ფოთლების ნაყენი აძლიერებს გულის შეკუმშვას და ანელებს გულის რითმს, ამშვიდებს აღგზნებულ ცენტრალურ ნერვულ სისტემას.

Link to post
Share on other sites

ჟანგისფერი სათითურა

Digitalis ferruginea L. Наперстянка ржавая

მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა შავწამალასებრთა Scrophulariaceae ოჯახიდან. ფესვთანური ფოთლები მოგრძო ლანცეტაა 10-25 სმ სიგრძის, ქვემოთა მხარეს შებუსული, ხოლო ღეროსეული ფოთლები უფრო პატარაა და მჯდომარე. ღერო 0,5-1,3 მ სიმაღლისაა, მასზე განლაგებულია ჟანგისფერი, გაბერილი, მრავალი მუქძარღვიანი ყვავილები. ნაყოფი კვერცხისებრი კოლოფია მრავალი თესლით. ყვავილობს ივნის-ივლისში.

გავრცელებულია ზღვისპირა დაბლობებიდან სუბალპებამდე. იზრდება ტყეებში, კლდეებზე, ბუჩქნარებში, სუბალპებში. წარმოადგენს სარეველა შხამიან მცენარეს.

სამკურნალო ნედლეულია ფოთლები, რომლებსაც აქვს მწარე გემო. მათი შეგროვება ხდება ყვავილობის ფაზაში, მზიან ამინდში, რადგან საგულე გლიკოზიდების დიდი რაოდენობით დაგროვება ხდება სინათლეზე. ფოთლებს აშრობენ ნედლეულის აღებისთანავე საშრობში 55-600C-ზე ან ჩრდილში, რადგან ნელი შრობისას საგულე გლიკოზიდები იშლება.

ქიმიური შემცველობა: ფოთლები შეიცავს საგულე გლიკოზიდებს, კერძოდ, კარდენოლიდდიგილანოლიდ A-ს და B-ს, ასევე სტეროიდულ გლიკოზიდებს, დიგიტანოლგლიკოზიდებს, ფლავონებს და სტრეოიდულ საპონინებს. გამოყენება: სათითურა ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგულე მცენარეს წარმოადგენს და გამოიყენება გულის ფუნქციის დარღვევის დროს (არითმია), მცენარის მოქმედება განპირობებულია საგულე გლიკოზიდების ნელი დაშლით, რომელიც შემდეგ გროვდება ორგანიზმში. მცენარესაგან მზადდება პრეპარატი ,,დიგალენ-ნეო”, წვეთებისა და ამპულების სახით, ,,სათითურინი” – ტაბლეტებში და ,,სუკუდიფერი”- ფოთლების დაკონსერვებული წვენი.

 

სამკურნალო სატაცური

Asparagus officinalis Спаржа лекарственная

1 მ-მდე სიგრძის ფესურიანი მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა შროშანისებრთა (Yილიაცეაე) ოჯახიდან. ღერო დატოტვილია, მასზე განლაგებულია წვრილი ქერქლისებრი ფოთლები. ამ უკანასკნელთა უბეებიდან ვითარდება 1-3 სმ სიგრძის მწვანე ძაფისებრი ტოტების კონები, რომლებსაც კლადოდიუმებს უწოდებენ. ყვავილები მარტოულია, თეთრი ზარისებრი გვირგვინით. ნაყოფი წითელ-მოთეთრო კენკრაა. ყვავილობს მაის-აგვისტოში, ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში.

გავრცელებულია ზღვის პირას, სილნარ და ქვიშნარ ადგილებში. შეყვანილია კულტურაში.

სამკურნალო ნედლეულია მცენარის ყველა ნაწილი. ბალახს ამზადებენ ვეგეტაციის პერიოდში, ფესვებს შემოდგომასა და გაზაფხულზე.

ქიმიური შემცველობა: მცენარის ყველა ნაწილი შეიცავს ცილებს, ჩ, B, B2, PP და A ვიტამინებს.

გამოყენება: მცენარისაგან მზადდება პრეპარატი ასპარგინი, რომელიც აქვეითებს სისხლის წნევას, აძლიერებს გულის მუშაობას, აფართოებს პერიფერიულ სისხლძარღვებს, ზრდის შარდის გამოყოფას.

Link to post
Share on other sites

სამკურნალო ტუხტი

Althea officinalis L. Алтей лекарственный

1 მ-მდე სიმაღლის მრავალწლოვანი მსხვილფესურიანი, შებუსული, ბალახოვანი მცენარეა . . . (Malvaceae) ოჯახიდან. ივითარებს სწორმდგომ ღეროს, რომელზეც მორიგეობით არის განლაგებული დანაკვთული ხერხკბილა ფოთლები. ღია ვარდისფერი, მოზრდილი ყვავილები განლაგებულია ფოთლის იღლიებში და შეკრებილია მტევნისებრ ყვავილედად. ნაყოფი რთული და დანაწევრებულია 15-25 ნაწილად. თესლები მუქია და აქვს თირკმლის ფორმა. მცენარე ყვავილობს ივნის-სექტემბერში. ნაყოფები მწიფდება ოქტომბერში.

გავრცელებულია გზისპირა დანაგვიანებულ ადგილებში, ასევე ნაკადულების ნაპირებზე. გავრცელებულია ბათუმის, ბარცხანისა და თხილნარის მიდამოებში,.

სამკურნალო ნედლეულია ფესურა და ფესვი, რომლებსაც აგროვებენ შემოდგომაზე ან გაზაფხულზე, რეცხავენ და აშრობენ საშრობებში 35-400-C-ზე, ან ჩრდილში

ქიმიური შემცველობა: ფესვი შეიცავს 10% ლორწოვან ნივთიერებებს, რომლის მთავარი კომპონენტია პენტოზა და ჰექსოზა, შეიცავს 37% საქაროზას და 10% ცხიმოვან ნივთიერებებს.

გამოყენება: წარმოადგენს ამოსახველებელ, ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკურ საშუალებას სასუნთქი გზების კატარის დროს.

Link to post
Share on other sites

საპონა

Saponaria officinalis L. Мыльнянка лекарственная

30-90 სმ სიმაღლის წვრილფესურიანი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა მიხაკისებრთა (Caryophyllaceae) ოჯახიდან. ღერო სწორმდგომი, სუსტად დატოტვილი, ფოთლები მოპირისპირე ლანცეტა-ელიფსური 5-12 სმ სიგრძით. ფარისებრ ყვავილედად შეკრებილი თეთრი ან ვარდისფერი ყვავილები განლაგებული ღეროს ან ტოტების წვერში. აქვს სასიამოვნო სუნი. ნაყოფი წაგრძელებულ-კვერცხისებრი _ ერთბუდიანი კოლოფია, მრავალი წვრილი შავი თესლით. ყვავილობს ივნისში, ნაყოფი მწიფდება აგვისტოში.

გავრცელებულია ზღვისპირა რაიონებიდან მთის ზედა სარტყლამდე. იზრდება ტყის პირებზე, ბუჩქნარებში, მდინარეთა ნაპირებზე. გვხვდება ქობულეთში (ფიჭვნარში), ქედაში, ხულოში, დანისპარაულში.

სამკურნალო ნედლეულია ფესურა და ფესვი, რომლებიც უნდა შეგროვდეს შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე. უნდა გაირეცხოს, დაიჭრას პატარა ნაწილებად და გაშრეს ჩრდილში.

ქიმიური შემცველობა: ფესვი და ფესურა შეიცავს 20% საპონინებს, გლიკოზიდებს, პექტინს, ასკორბინის მჟავას. გამოყენება: ფესვი და ფესურა გამოიყენება ამოსახველებელ საშუალებად ბრონქიტისა და ლარინგიტის დროს.

Link to post
Share on other sites

სიმინდი

Zea mays L.

Кукуруза

ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა მარცვლოვანთა ოჯახიდან სიმაღლით 3 მ. მისი სამშობლოა ჩრდილო ამერიკა. ყვავილობს აგვისტოში, ნაყოფი მწიფდება სექტემბერ-ოქტომბერში. არ გვხვდება ველური ფორმით, ის კულტივირებულია როგორც საკვები მცენარე.

სამკურნალო ნედლეულია სიმინდის ფოჩი. ღეროს თავთავთან ერთად აგროვებენ რძისებური სიმწიფის პერიოდში (აგვისტო-სექტემბერი).

ქიმიური შემცველობა: სიმინდის ფოჩი შეიცავს: ვიტამინ – CK, რომელიც ითვლება მთავარ აქტიურ ნივთიერებად, კაროტინოიდს, ასკორბინისა და პანტოტენის მჟავას ინოზიტს, ცხიმოვან და ეთეროვან ზეთებს, მწარე გლიკოზიდებს, საპონინს, სიტოსტეროლს, სტიგმასტეროლს, ალკალოიდებს.

გამოყენება: სიმინდის ფოჩვის ნაყენი აძლიერებს ნაღვლის სეკრეციას, ამცირებს მის ხვედრით წონას და ბილირუბინის შემცველობას. აჩქარებს სისხლის შედედების პროცესს და ზრდის თრომბოციტების რაოდენობას, აძლიერებს დიურეზს. სიმინდის ფოჩი გამოიყენება ქოლეცისტიტის, ქოლანგიტის და ჰეპატიტის დროს, როგორც ნაღველმდენი საშუალება. წყალმანკისა და თირკმლის კენჭოვანი დაავადების დროს გამოიყენება, როგორც შარდმდენი და სისხლდენის შემაჩერებელი საშუალება. სიმინდის ზეთი რეკომენდირებულია ათეროსკლეროზის დროს, რადგან ამცირებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას. მედიცინაში იყენებენ თირკმლის, ღვიძლის დაავადებისა და დიაბეტის დროს. გამოიყენება ასევე როგორც მადის დასაქვეითებელი და გასახდომი საშუალება. ხალხურ მედიცინაში სიმინდის ფოჩის ნახარში გამოიყენება თირკმელების დაავადებისას, სიყვითლის, სხვადასხვა სახის სისხლდენის, ქალური დაავადების დროს, ასევე გააჩნია დამამშვიდებელი თვისება.

Link to post
Share on other sites

სოკო „ჩაგა“

Iponotus obilquus (pers.) piel Гриб чага

„ჩაგა“ წარმოადგენს პარაზიტ აბედა სოკოს, რომელიც სახლდება არყის ღეროზე. მისი ნაყოფსხეული მაგარია, დანაოჭებული და დახეთქილი. შეგროვილ ნაყოფსხეულებს აშრობენ 40-50 –ზე. ნედლეულის შენახვის ვადა 4-6 თვეა.

ქიმიური შემცველობა: ჩაგას ნაყოფი შეიცავს მუქი ფერის პიგმენტურ ნივთიერებას – ქრომოგენს, აგრეთვე აგარიცინის მჟავას, ტრიტერპენოიდებს, ფლავონოიდებს, ალკალოიდებს, ფისოვან ნივთიერებებსა და მიკროელემენტებს, განსაკუთრებით K, Na, Mn და სხვა.

გამოყენება. „ჩაგას“ პრეპარატების კლინიკური შემოწმებით ავთვისებიანი სიმსივნის IV სტადიაზე დადგინდა, რომ უმჯობესდება ავადმყოფთა საერთო მდგომარეობა, ქრება ტკივილი, რეგულირდება სისხლი და ფერმენტ წარმომქმნელი სისტემები, უმჯობესდება ძილი. სამედიცინი პრაქტიკაში გამოიყენება ჩაგას პრეპარატები ტაბლეტებისა და ბლანტი ექსტრაქტის სახით სახელწოდებით „ბეფუნგინი“. ისინი გამოიყენება ავთვისებიან დაავადებათა სხვადასხვა ფორმის დროს იმ შემთხვევაში, როცა არ არის მითითებული ქირურგიული ჩარევა და სხივური თერაპია.

Link to post
Share on other sites

სოსნოვსკის ფიჭვი

Pinus Sosnovskii L

Сосна Сосновская.

40 მეტრამდე სიმაღლის კონუსურ-ვარჯიანი წიწვოვანი ხეა ფიჭვისებრთა (Pinaceae) ოჯახიდან. გრძელი წიწვები ღეროზე წყვილწყვილადაა მიმაგრებული. მამრობითი გირჩები განლაგებულია ფოთლის უბეებში ყლორტების ფუძეებთან, მდედრობითი გირჩები კი – ცალკეულია ან შეკრებილია 2-3 ცალად იმავე ყლორტების ზედა ნაწილში. მწიფე გირჩები წაგრძელებულ-კვერცხისებურია, 7 სმ-მდე სიგრძის, ნაცრისფერი ფრთიანი თესლებით იმტვერება მაის-ივნისში, თესლი მწიფდება 1,5 წლის შემდეგ.

გავრცელებულია როგორც შერეულ, ასევე წიწვოვან ტყეებში და წარმოადგენს ერთ_ერთ წამყვან სახეობას.

სამკურნალო ნედლეულია კვირტები და ფისი, რომელსაც აგროვებენ ზამთრობით და გაზაფხულზე. ნედლეულს აშრობენ ჰაერზე ან კარგად განიავებულ შენობაში, ინახავენ თავდახურულ ჭურჭელში მთელი წლის განმავლობაში.

ქიმიური შემცველობა. ფიჭვის კვირტები არომატულია, აქვს მწარე გემო, შეცავს ფისებს, ეთერზეთს, სკიპიდარს, სახამებელს, მთრიმლავ ნივთიერებებს, პინიპიიკრინს (მწარე ნივთიერება), მინერალურ მარილებს.

გამოყენება: მედიცინაში იყენებენ ე.წ. ფიჭვის კვირტებს, წიწვებსა და ფიჭვისაგან მიღებულ ძინთს. ფიჭვის კვირტების ნახარშს იყენებენ წყალმანკის, ბრონქიტის, ზედა სასუნთქი გზების ანთების, რევმატიზმის დროს. ასევე იყენებენ როგორც ნაღველმდენ საშუალებას ნაღვლის ბუშტის ანთების დროს. ფიჭვებისა და კვირტების სპირტიან ნაყენს ხალხურ მედიცინაში იყენებენ ფილტვების ტუბერკულოზის დროს. ფიჭვის მერქნისაგან გამოყოფენ ტერპენტულ ეთერზეთს – სკიპიდარს, რომელსაც აქვს ადგილობრივი გამაღიზიანებელი, გამომდევნი და ანტისეპტიკური თვისებები. მას იყენებენ გარეგანად ნევრალგიის, მიოზიტის, ნიკრისის ქარის, რევმატიზმის, ფილტვების ანთების და სასუნთქი გზების დაავადებების დროს. ფიჭვის მერქნიდან მშრალი გამოხდის გზით იღებენ კუპრს, რომელიც ფართოდ გამოიყენება 10-30%-იან სხვადასხვა მალამოებში ეგზემის, ფსორიაზის, მუნისა და კანის სხვა დაავადებების დროს.

Link to post
Share on other sites

სტაფილო

Daucus carota

Марков посевная

ველური სტაფილო მიეკუთვნება APiaceae –ს ოჯახს. კულტივირების პირობების მიხედვით არის მრავალწლიანი, ორწლიანი ან ერთწლიანი ბალახოვანი მცენარე, ღეროს სიმაღლე 25 სმ-დან 1 მეტრამდეა, ფოთლები მოგრძო-კვერცხისებური, ქვედა მხარეს განლაგებული ფოთლები გრძელყუნწიანია, ხოლო ზედა მხარეს მჯდომარე. ყვავილედი რთული ქოლგაა 4-10 სმ. გვირგვინის ფურცლები თეთრი-მოყვითალო- მოვარდისფრო ელფერით. ნაყოფი მოგრძო-ოვალური ფორმის მორუხო-მოყავისფრო ან მორუხო-მომწვანო შეფერილობისაა. ყვავილობს ივნის-სექტქემბერში, ნაყოფი მწიფდება ივლის-ოქტომბერში. მის გენერაციულ ორგანოს წარმოადგენს ფესვი, რომელიც იზამთრებს ნიადაგში და მეორე წლის გაზაფხულზე მისგან ვითარდება ყლორტი ყვავილედებით. ველური სტაფილოსაგან წარმოიშვა მეორე სახეობა კულტურული სტაფილო – Daucus sativus (Hoffm), რომელიც დღეისათვის ფართოდაა გავრცელებული.

სამკურნალო ნედლეულია ველური სტაფილოს ნაყოფი, რომელსაც აგროვებენ სრული სიმწიფის პერიოდში. მისგან ღებულობენ სპირტსა და წყალზე დამზადებულ ექსტრაქტს, რომელიც შედის პრეპარატ “უროლესანის” შემადგენლობაში. 50-იანი წლებიდან ველური სტაფილო გამოიყენება პარფიუმერიულ და კოსმეტიკურ მრეწველობაში ნედლეულის სახით, კერძოდ კი გერანიოლის მისაღებად. მედიცინასა და ფარმაციაში გამოიყენება ასევე კულტურული სტაფილოს თესლი, რომლისგანაც მზადდება სპაზმოლიტიკური პრეპარატი “დაუკარინი”, მას იყენებენ სტენოკარდიის სამკურნალოდ. კულტურული სტაფილოს ახალი ნაყოფი გამოიყენება კაროტინოიდების და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მისაღებად.

ქიმიური შემცველობა: ველური სტაფილოს ნაყოფი შეიცავს ეთერზეთებს, რომელიც გამოიყენება ნედლეულად პარფიუმერულ და კოსმეტიკურ მრეწველობაში. დადგენილ იქნა, რომ ჩრდილო კავკასიაში შეგროვილი ველური

სტაფილოს ნაყოფი შეიცავს 2%-მდე ეთერზეთებს, რომელთა შემადგენლობაში შედის 30% გერანიოლი. ველური და კულტურული სტაფილოს ნაყოფი წარმოადგენს ასევე ნედლეულს კუმარინისა და ფუროკუმარინის მისაღებად. ველური სტაფილოს თესლებსა და ფოთლებში აღმოჩენილია აგრეთვე ალკალოიდები – პიროლიდინი და დაუცინი, ხოლო ნაყოფში ფიტოსტერინი-ჰიდრიკაროტინი და დაუკოსტერინი. კულტურული სტაფილოს ნაყოფი არის პოლივიტამინური ნედლეული, რომელიც გამოიყენება კაროტინოიდების მისაღებად, დადგენილია, რომ ის შეიცავს 216მგ/კგ კაროტინოიდს.

გამოყენება: ძველ ბერძნულ მედიცინაში ველური სტაფილო გამოიყენებოდა როგორც ტკივილგამაყუჩებელი, ხველის საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო საშუალება. იყენებენ ასევე ტუბერკულოზის, ჰემაროის, თირკმლის კენჭოვანი დაავადების, ქათმის სიბრმავის სამკურნალოდ და როგორც შარდმდენსა და ლაქტაციის გასაუმჯობესებელ საშუალებას. ხალხურ მედიცინაში მცენარის ნახარში ფესვთან ერთად გამოიყენება თირკმლის, ღვიძლის დაავადებისა და თავბრუსხვევის სამკურნალოდ. ფესვი გამოიყენება სისხლნაკლულობის დროს, ჭიის საწინააღმდეგო და როგორც შარდმდენი. ფესვის ნახარშს იყენებენ პლევრიტის, ქრონიკული ხველების, წყალმანკის, ჰიპო- და ავიტამინოზის დროს.

Link to post
Share on other sites

ტაბელა

Pteris cretica Нтерис критский

30-70 სმ-მდე სიმაღლის მრავალწლიანი მოკლეფესურიანი ბალახოვანი გვიმრაა კილამურისებრთა (Pოლყპოდიაცეაე) ოჯახიდან. ფოთლები გრძელყუნწიანია, ტყავისებრი, ფრთართული. კიდეებზე წვრილად დაკბილული. სასპორე ფოთლების სეგმენტები უფრო წვრილია, ვიდრე ვეგეტაციურის. სპორებს ივითარებს ფოთლის ქვედა მხარეს განვითარებულ სპორანგიუმებში.

გავრცელებულია მთის ქვედა და შუა სარტყელში, იზრდება ტენიან ფერდობებზე, კლდეებზე.

სამკურნალო ნედლეულია ფესურა, რომელსაც აგროვებენ შემოდგომასა და ზამთარში. რეცხავენ, ჭრიან პატარა ნაჭრებად და აშრობენ მზეზე.

ქიმიური შემცველობა. შესწავლილი არ არის.

გამოყენება. ხალხურ მედიცინაში ფესურების ნახარში გამოიყენება ხველების საწინააღმდეგოდ.

Link to post
Share on other sites

ტყის დედაფუტკარა

Stachys syluajica Y Чистец лесной

1 მ-მდე სიმაღლის სწორმდგომი მრავალწლოვანი ბალახოვანი ფესურიანი მცენარეა ტუჩოსანთა (Yამიაცეაე) ოჯახიდან. ფოთლები კვერცხისებრ სამკუთხაა, ბლაგვხერხკბილა, ორთავე მხარეს სუსტად შებუსული. წითელი, ორტუჩა ყვავილები შეკრებილია ღეროს წვერში ---- ყვავილედებად. ნაყოფი ოთხთესლიანი კაკლუჭაა. ყვავილობს ივნის-აგვისტოში, ნაყოფი მწიფდება ივლის-სექტემბერში.

გავრცელებულია მთის შუა სარტყელში, აჭარისწყლისა და კინტრიშის ხეობებში, ჭახათი, კოხი, შუახევი, ხულო, დანისპარაული, რიკეთი და სხვა.

სამკურნალო ნედლეულია ბალახი, რომელსაც აგროვებენ ყვავილობის პერიოდში, აშრობენ ჩრდილში, ორპირ ქარში.

გამოყენება. მცენარის ნაყენი და ნახარში გამოიყენება როგორც დამამშვიდებელი და წნევის დამწევი საშუალება. თავისი დამამშვიდებელი ეფექტით მცენარე აღემატება შავბალახას. იყენებენ კრუნჩხვების წინააღმდეგ, აგრეთვე სისხლდენის შესაჩერებლად.

Link to post
Share on other sites

ტყის მალვა, მოლოქა

Malva silvestis Y Мальва лесная

30-90 სმ-მდე სიმაღლის სწორმდგომი, დატოტვილღეროიანი მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მალვასებრთა (Mალვაცეაე) ოჯახიდან. ფოთლები მორიგეობითაა განლაგებული, 5-7 ნაკვთიანია, გრძელყუნწიანი, ღერო და ფოთლები დაფარულია მეჩხერი ბუსუსებით. ყვავილები ფოთლის იღლიებში შეკრებილია 4-5 წევრიან ჯგუფებად, გვირგვინის ფურცლები ამოკვეთილია. ნაყოფი მშრალია და იშლება ერთთესლიან კალკუჭებად. ყვავილობს აპრილ-ივნისში, ნაყოფი მწიფდება ივლის-სექტემბერში.

გავრცელებულია ზღვისპირა დაბლობიდან 1300მ-ზე. იზრდება ტყეებში, გზის პირას, ბუჩქნარებში.

სამკურნალო ნედლეულია ფოთლები და ყვავილები, რომელთაც აგროვებენ ყვავილობის პერიოდში, აშრობენ ჩრდილში, ორპირ ქარში.

ქიმიური შემცველობა: ფოთლები და ყვავილები შეიცავენ დიდი რაოდენობით ლორწოს, შაქრებს, ჩ ვიტამინს და კაროტინს.

გამოყენება: ხალხურ მედიცინაში მოლოქის ფოთლების და ყვავილების ნახარშს ფართოდ იყენებენ ყელში გამოსავლებლად ანგინის დროს. მის ფოთლებს აგრეთვე იყენებენ ჩირქოვანი მუწუკებისა და ძირმაგარების მოსარჩენად, რისთვისაც მცენარის ფოთლებისაგან ფაფას ხარშავენ, შეურევენ პურის ფქვილს და მიღებულ მასას ადებენ ძირმაგარაზე. ფაფას სრულად გამოაქვს ჩირქი.

Link to post
Share on other sites

ტყის ფურისულა

Primula Sibthorpii Hoffm Первоцвет Сибторна

10-20 სმ-მდე სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა ფურისულასებრთა (პორიმაცეაე) ოჯახიდან. ღერო ოთხწნახნაგოვანია, ფოთლები ფესვთანურა ლანცეტაა, კიდედაკბილული, მისი ზედაპირი მწვანეა, ქვედა კი მოთეთრო. ვარდისფერი ყვავილი ვითარდება ფოთლის უბეებში. ნაყოფი კაკლუჭაა. ყვავილობს აპრილ-ივნისში, ნაყოფი მწიფდება ივნის-აგვისტოში.

გავრცელებულია ზღვისპირა ფერდობებიდან მთის ზედა სარტყლამდე. იზრდება ტყის პირას, ბუჩქნარებში, მდინარეთა ხეობებში.

სამკურნალო ნედლეულია ბალახი, რომელსაც აგროვებენ ყვავილობის პერიოდში. აშრობენ ჩრდილში.

ქიმიური შემცველობა. ფოთლები და ყვავილები შეიცავენ საპონინებს, ვიტამინებს (С), ეთერზეთებს, მაგნიუმსა და მარილებს.

გამოყენება. ფურისულას ფესვებს იყენებენ ნახველის ამოსაღებ საშუალებად. მასში შემცველი საპონინები აძლიერებენ ბრონქიალური ჯირკვლების და სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის სეკრეციას, რითაც განპირობებულია ნახველის ამოღება.

Link to post
Share on other sites

ფშანის ეკალი

Ononis arvensis

Стальник полевой

40-80 სმ სიმაღლის დატოტვილი ღეროიანი ყვითელი ბუსუსებით დაფარული ეკლიანი ბალახოვანი მცენარეა პარკოსანთა (Fაბაცეაე) ოჯახიდან. ფოთლები სამყურაა, თანაფოთლებიანი. ყვავილები ვარდისფერია ან თეთრი, ისინი შეკრებილია გორგლისებრ ყვავილედებად. ნაყოფი ოდნავ გაბერილი პარკია.

გავრცელებულია ზღვისპირა დაბლობებიდან მთის შუა სარტყლამდე. იზრდება ტენიან ადგილებში, ბუჩქნარებში. თაფლოვანი მცენარეა.

სამკურნალო ნედლეულია ფესურა და ფესვები, რომელთაც აგროვებენ შემოდგომა-გაზაფხულზე, რეცხავენ, ჭრიან 3-4სმ სიგრძის ნაჭრებად და აშრობენ.

ქიმიური შემცველობა: ფესვები და ფესურები შეიცავს გლიკოზიდებს – ონონინს, ონიცერინს, ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთებს, საპონინებს.

გამოყენება: მცენარის ფესვებისაგან დამზადებულ პრეპარატებს აქვთ გამხსნელი მოქმედება. ფარმაცევტული მრეწველობა ამზადებს მცენარის სპირტიან ნაყენს, რომელსაც იყენებენ ბუასილის დროს.

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

post-30-0-23724600-1366687464_thumb.jpg

 

 

ნიგვზის ხე, ფოთოლმცვივანი ხე კაკლისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 20—30 მ აღწევს, დიამეტრი 1,5 მ-ს. ეულად მდგომს ვარჯი ფართოდ აქვს გადაშლილი, კორომში კი ვიწროდ არის აზიდული. აქვს ლეგა, დაშაშრული ქერქი, ერთსქესიანი და ერთსახლიანი ყვავილები, კენტფრთართული, პრიალა ფოთოლი, რომელიც ეთეროვან ზეთს შეიცავს. ნაყოფი კურკიანაა (ე. წ. „კაკალი“). ბუნებრივად გავრცელებულია მცირე აზიაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ირანში, ჩინეთში, კავკასიასა და შუა აზიაში. ამიერკავკასიაში ველურად იზრდება თითქმის ყველგან, ქმნის მცირე კორომებს, მეტწილად კი ერთეული ხეებია. ყვავილობს ფოთლის გაშლასთან ერთად, ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. ნაყოფმსხმოიარეა 12 წლიდან 200 წლამდე. მოსავლიანი ხე — 100-200 კგ ნაყოფს იძლევა. მძლავრი ფესვთა სისტემა აქვს. მისი მერქანი (მეტადრე ნუჟრები) ძვირფასი საავეჯე მასალაა. კაკლის გული შეიცავს ცხიმებს, ცილებს, B1 ვიტამინსა და A პროვიტამინს. მკვახე ნაყოფი მდიდარია C ვიტამინით, მისგან მურაბას ამზადებენ მწიფე კაკლის გულისაგან — ნიგვზისაგან — ხდიან ზეთს და ხმარობენ საკონდიტრო წარმოებაში. წენგოსაგან ამზადებენ ყავისფერ საღებავს. ფოთლები და წენგო იხმარება მედიცინაში. წამლობენ ვიტამინოზ С-ს. არის შემკვრელი და სისხლის გამწმენდი, ჭიის დამდენი. წენგო შეიცავს ასკორბინის მჟავას, ვიტამინ В-ს, მთრიმლავ ნივთიერებს. კაკალი ზეთს, ვიტამინებს, მჟავეებს, უჯრედისს, რკინის მარილებს, კობალტს. დიდია კაკლის როლი გულისა და ნაღვლის მკურნალობისას. აძლიერებს ნაწლავების მუშაობას. მას იღებენ სისხლნაკლულობისას, ასკარიდებისა და სხვა ჭიების გამოსადევნად, კუჭ-ნაწლავის ანთებითი დაავადებისას, ანგინისას, იყენებენ, როგორც ბაქტეროციდულ საშუალებას და სხვ.

Link to post
Share on other sites

კარტოფილი

 

Kartoffel

 

მთ.,ფშ. კარტობილი; ხევს. კარტოხა; მოხ. კარტოხაჲ; მესხ. აჭარ. ყართოფი; ჭან. დიხა მარქვალი, კარტოფი; სვან. გარდვიშ, ქართოფილ, ქართუბილ.

 

მრავალწლოვანი გორგლიანი სახეობები Solanum-ის გვარის (Tuberarium-ის სექციის) ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა. 200-მდე ველური და კულტურული სახეობაა. კულტურაში დანერგილია უმთავრესად 2 მონათესავე სახეობა: ანდიური კარტოფილი (Solanum andigenum) და ჩილური კარტოფილი (Solanumtuberosum). ფართოდაა გავრცელებული ზომიერჰავიან ქვეყნებში. კარტოფილის ბუჩქის სიმაღლე 50-80 სმ აღწევს, შედგება 3-6 ღეროსაგან, გორგალი ღეროს მიწისქვეშა სახეცვლილებაა. მის ზედაპირზე ჩაღრმავებებში 3-4 კვირტიანი თვლები ზის. გორგალის ფორმა შეიძლება იყოს მომრგვალო, წაგრძელებული, ოვალური და სხვა. გარეგანი შეფერილობა და რბილობის ფერი — თეთრი, ყვითელი, ვარდისფერი, წითელი და ლურჯი. კარტოფილის ფესვი ფუნჯაა, სუსტად განვითარებული, ფოთოლი კენტფრთისებრგანკვეთილია, აქვს ნაკვთები და ნაკვთულები, ფერად მომწვანო-მოყვითალო ან მუქი მწვანეა. ყვავილი ხუთწვერიანია, თეთრი, მოწითალო-იისფერი ან მოლურჯო-იისფერი. ნაყოფი სფეროსებრი ან ოვალური კენკრაა, აქვს ძალიან წვრილი თესლები.

 

კარტოფილი მრავლდება ვეგეტატიურად — გორგლით, რომელიც შეიცავს წყალს და მშრალ ნივთიერებას, სახამებელს, შაქარს, ცილას, მინერალურ მარილებს, აგრეთვე C, B1, B2, B6, PP და სხვა ვიტამინებს. ტუბერებიდან იღებენ წვენს, რომელსაც აქვს ანთებისსაწინააღმდეგო, სპაზმოლიტური და დამარბილებელი თვისებები. წვენი მოქმედებს გასტრიტზე და შეკრულობაზე, ხელს უწყობს წყლულების შეხორცებას. გახეხილი კარტოფილი გამოიყენება კანის დაავადებების დროს, ხოლო მოხარშული კარტოფილის ორთქლის შესუნთქვით მკურნალობენ სასუნთქი გზების კატარს. წვენი ხელს უწყობს სისხლის წნევის შემცირებას.

Link to post
Share on other sites

post-30-0-82934200-1366687644_thumb.jpg

 

კეწერა

 

Empetrum

 

მოხევ. საწურავაჲ, ფშლარტა; თუშ. კეწარა; ხევს. მწყურიელა, სარცხა, სასარცხე; მეგრ. ბჟაწური.

 

მცენარეთა გვარი კეწერასებრთა ოჯახისა. მარადმწვანე (ფოთოლს ინარჩუნებს 3-5 წელს) ქონდარა, გართხმული ბუჩქებია. შეიცავს 16-მდე სახეობას, რომელიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, სამხრეთ ანდებში, ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარე კუნძულებსა და ანტარქტიკაში. იზრდება ბარისა და მთის ტუნდრაში, ტყე-ტუნდრაში, სფაგნუმიან ჭაობებში, წიწვოვან ტყეებში, ალპურ სარტყელში და სხვა. სინათლის მოყვარული და მიკოტროფული მცენარეებია. უფრო მეტად ცნობილია შავი კეწერა (Empetrum nigrum). საქართველოში და მთელ კავკასიაში იზრდება კავკასიური კეწერა (Empetrum caucasicum). აქვს წვრილი დაკლაკნილი ტოტები და წვეროსკენ შევიწროვებული ჯირკვლოვან-ბუსუსიანი მოყვითალო-მწვანე ფოთლები. იზრდება მეტწილად ალპურ ხალებზე, სუბნივალური სარტყლის ღორღიან ადგილებში, კლდეებზე და სხვა. კეწერას ნაყოფი შეიცავს C ვიტამინს, მთრიმლავ ნივთიერებას და ანდრომედოქსინს. მისი ნაყენი გამოიყენება გადაღლილობისას, თავის ტკივილისას, ნერვული სისტემის დასამშვიდებლად. იყენებენ დამბლების სამკურნალოდაც.

Link to post
Share on other sites

post-30-0-76839000-1366687822_thumb.jpg

 

კვრინჩხი

 

Prunus spinosa

 

ქიზიყ. მურაკი; მესხ. ღოღნაშო, ჟღმარტლი; ზმ.რაჭ. ღორტყემალა; ინგ. ზაღლი ტყიმალ, მურაკ; საბა კვრინჩხი, კვინჩხი.

 

ეკლიანი ბუჩქი ან პატარა ხე ვარდისებრთა ოჯახის ქლიავის გვარისა. მისი სიმაღლე 5 მ აღწევს. დაკბილული და წამახული ფოთლები აქვს. ლეგა ნაფიფქით დაფარული მუქი ლურჯი ნაყოფი მწკლარტე და მომჟავო-მოტკბო. ყვავის აპრილ-მაისში, ფოთლის გამოტანამდე. ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. ველურად იზრდება დასავლეთ ევროპაში, მცირე აზიასა და ირანში. საქართველოში მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილში იზრდება. კვრინჩხი სინათლის მოყვარულია, სიცხესაც უძლებს და სიცივესაც. კვრინჩხის ფესვს უხვი ნაბარტყი აქვს. თაფლოვანია. ნაყოფს ახმობენ კერკად შეჭამანდისთვის. მისგანვე ამზადებენ ღვინოს, მურაბას, მარმელადს, ძმარს, ხდიან არაყს. იყენებენ ცოცხალ ღობედ, დეკორატიულ ბაღთმშენებლობაში. ნაყოფი შეიცავს შაქარს, უჯრედისს, პექტინს, ვიტამინებს, მთრიმლავ, აზოტურ, არომატულ ნივთიერებებს, კაროტინს, ციანიდურ ნაერთებს, ფლავონურ გლიკოზიდს. ნაყოფს აქვს შემკვრელი, ანტისეპტიკური, შარდმდენი, მადის აღმდგენი თვისებები. ყვავილები გამოიყენება შარდმდენად, დამარბილებელ, ოფლმდენ, ღებინების საწინააღმდეგო, ნივთიერებათა ცვლის მომწესრიგებელ, დამამშვიდებელ საშუალებად. ძირების ნაყენი სიცხისდასმწევია. მედიცინაში გამოიყენება არასპეციფიკური წყლულების, დიზენტერიის, მოწამლულობის, კანდიოზების სამკურნალოდ.

Link to post
Share on other sites

post-30-0-52509900-1366687924_thumb.jpg

 

კიდობანა, ჩვეულებრივი ჭანჭყატა

 

Evonymus vulgaris

 

ქართლ. ნაზუქა; სმხ. ჭყეტელა; ინგ., ლეჩხ. თხიფსელა; სვან. სეფსკერ.

 

წითელ ან ძოწისფერ ნაყოფიანი ბუჩქი. აქვს მოგრძო-ლანცეტური ფოთლები. ყვავილები წვრილი, მომწვანო-მოთეთრო; ნაყოფი კოლოფია. თესლი ნარინჯისფერი მარცვალი; იზრდება 1,5-3 მ. ყვავილობს მაის-ივნისში. კარგად იტანს ტენს, ქალაქის პირობებს. ცნობილია, რომ შეიცავს გუდაპერჩს, ეთერულ ზეთს და გლუკოზიდ ევონიმინს. შხამიანია. ნაყოფის ნაყენი გამოიყენება მალარიის, შეკრულობის და სქესობრივი უძლურობის შემთხვევაში. ფოთლების ნაყენი და ფხვნილი იმარება ჭიების დასადენად, ქეცის, მუნის სამკურნალოდ.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...