Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

იაკი

 

 

1dec841ebbc7.jpg

 

იაკი (Bos Poephagus grunniens), წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ქვეოჯახისა. გარეული იაკი შემორჩენილია ტიბეტის მთებში (ზღვის დონიდან 4500 მ-მდე). მანდაოს არეში აქვს კუზი. ფერად შავი ან წაბია, ხერხემლის გასწვრივ გასდევს ღია შეფერილობის ზოლი. სხეული დაფარულია ხშირი თივთივის ბეწვით. გვერდებზე და მუცელზე ბეწვი ფოჩივით აქვს ჩამოგრძელებული. შინაური იაკი გარეულზე პატარაა. ხარის საშუალო სიმაღლე მინდაოში 120-135 სმ, ცოცხალი წონა 400-450 კგ. ფურისა, შესაბამისად, - 105-120 სმ, 270-300 კგ. იაკი საშუალო წლიურად 300-350 კგ იწველის. რძის ცხიმიანობაა 6-7%. ხორცი მაგარია, მაგრამ გემრიელი. ცხოველთა 30% ურქოა. იაკს აშენებენ მაღალმთიან ადგილებში - ცენტრალურ აზიაში, ჰიმალაის მთებში, დასავლეთ ჩინეთში, ჩრდილოეთ მონღოლეთში, ყირგიზეთში, მთიანი ალთაის და ტუვის ავტონომიურ ოლქებში, სადაც უბადლო სასაპალნე და საჯდომი ცხოველია. ძროხასთან შეჯვარებით იაკი იძლევა ჰიბრიდს (ნაყოფიერია მხოლოდ დედალი ჰიბრიდი).

იაკი

Link to post
Share on other sites

შველი

 

41c579caba4d.jpg

 

 

შველი (Capreolus) — წყვილჩლიქოსანი ცხოველი ირმისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 150 სმ, მამლის მასა 45 კგ-ს აღწევს, დედალი მომცროა.

შველს აქვს მსუბუქი, მოხდენილი სხეული, გრძელი და წვრილი ფეხები, მოკლე კუდი, რქები მხოლოდ მამალს აქვს, დედალი ურქოა.იკვებება მცენარეული საკვებით.

მაკეობს აგვისტოში ან სექტემბერშიმა და 9 თვემდე გრძელდება.

მაისი-ივნისში შობს 1-2 ნუკრს, რომლის სხეული სწორხაზოვნად განლაგებული თეთრი ხალებითაა დაფარული.

შველის ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება ევროპული შველი (Capreólus capreólus) და ციმბირული შველი (Capreólus pygárgus).

Link to post
Share on other sites

არჩვი

 

374869be5027.jpg

 

 

 

არჩვი, ფსიტი (Rupicapra rupicapra), ჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. სხეულის სიმაღლე მინდაოში 65-70 სმ, მენჯთან - 75-85 სმ. წონა 40 კგ-მე. რქები აქვთ ვაცებსაც და ნეზვებსაც. გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, მცირე აზიის აღმოსავლეთ ნაწილსა და კავკასიის მთებში, საქართველოში - კავკასიონზე, თრიალეთის, გურია-აჭარისა და ლიხის ქედებზე. ცნობილი ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება კავკასიური არჩვი (Rupicapra rupicapra caucasica), იკვებება ბალახით, ზოგჯერ ბუჩქნარის ყლორტებითა და ნეკერით. მაკეობა 6 თვემდე გრძელდება. ჩვეულებრივ მაისში ერთ (იშვიათად ორ) თიკანს შობს.

Link to post
Share on other sites

ნიამორი

 

dbf34dfac618.jpg

 

ნიამორი (Capra aegagrus), წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. შინაური თხის ერთ-ერთი წინაპარი. მისი სხეულის სიგრძე 150 სმ, მასა 80 კგ აღწევს. ვაცს ხმლისებურად უკან გადაზნექილი და გვერდებიდან შებრტყელებული რქები აქვ, რომელთა სიგრძეა დაახლოებით 130 სმ, ნეზვის რქები კი მოკლეა. შეფერილობაში ჭარბობს მოწითალო და ნაცრისფერი ტონები. გავრცელებულია საბერძნეთის არქიპელაგის ზოგიერთ კუნძულზე, მცირე აზიაში, ირანში, ავღანეთსა და პაკისტანში; საქართველოში (თუშეთი, ხევსურეთი), დაღესტანში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და სამხრეთ თურქმენეთში. ბინადრობს ძნელად მისადგომ კლდოვან ფერდობებზე ზღვის დონიდან 4200 მ-მდე. ჯოგური პოლიგამიური ცხოველია. იკვებება ბალახეულობით, ბუჩქებით. შობს 2, იშვიათად 1 ციკანს. ცოცხლობს 12-15 წელი.

Link to post
Share on other sites

ფოცხვერი

 

bb3dc8348eac.jpg

 

ფოცხვერი (Felis (Lynx) lynx), ძუძუმწოვარი ცხოველი კატის გვარისა. მისი სხეულუს სიგრძეა 82-109 სმ, მასა 8-19 კგ (იშვიათად 32 კგ-მდე) აღწევს. აქვს ძლიერი, შედარებით გრძელი ფეხები, ძალზე ფართო თათები, მოკლე კუდი ყურების ბოლოებზე - გრძელი ფუნჯები, ფართო ქილვაშები. შეფერილობა სხვადასხვანაირია: ერთფერი (ჩალისფერი, წითური), ან ხალებიანი. გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ, შუა და ნაწილობრივ წინა აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში.

ბინადრობს როგორც მთის, ისე ვაკის უღრან ტყეებში, ზოგჯერ იჭრება ტყე-ველში. იკვებება ძუძუმწოვრებით, ფრინველებით. ზოგჯერ ტავს ესხმის ირემს, შველს, აგრეთვე ძროხას, ცხვარს; კარგად დაცოცავს ხეებზე. აქტიურობს ღამით. შობს 2-3 ბოკვერს. ფოცხვერის ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება კავკასიური ფოცხვერი (Lynx lynx orientalis) და ჩვეულებრივი ფოცხვერი.

Link to post
Share on other sites

გარეული ღორი

 

8a46df731bba.jpg

 

გარეული ღორი, ეშვი, ტახი (Sus scrofa) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ცხოველი ღორისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 2 მ-მდე აღწევს, სიმაღლე მინდაოში — 1,2 მ, მაქს. წონა — 300 კგ. სხეული უხეში ჯაგრით აქვს შემოსილი, ზამთრობით უვითარდება რბილი თივთიკი. ზრდასრული ცხოველი მურა ფერისაა; გარეული ღორი გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკაში, ევროპასა და აზიაში. საქართველოში მრავალ ადგილას გვხვდებოდა,მაგრამ უკვე გადაშენების პირასაა მისული. იკვებება ნაირგვარი მცენარეულობითა და მათი ნაყოფით, უხერხემლო ცხოველებით, ზოგჯერ ჭამს მღრღნელებსაც. ბინადრობს მცირერიცხოვანი კოლტების სახით. მაკეობა 120 დღემდე გრძელდება, შობს 3-4 (ზოგჯერ მეტ) გოჭს.

Link to post
Share on other sites

მურა დათვი

 

38021c3b6460.jpg

 

საქართველოს ტყეების ბინადარია მურა დათვი. ეს სახეობა შტანილია საქართველოს წითელ წიგნში. დათვი ყველაზე დიდი ზომის მტაცებელია საქართველოში. მისი სხეულის სიგრძე 2,5 მ-მდე, მასა 480 კგ-მდე აღწევს.

მართალია დათვი მტაცებლების რიცხვს ეკუთვნის, მაგრამ სხვა მტაცებლებისაგან განსხვავებით, ყველაზე ნაკლებად ჭამს ხორცს და ძირითადად მცენარეებით იკვებება.

 

დათვები ძირითადად, ხილით, კენკრით, ბოლქვებით, სოკოებით, თხილითა და რკოთი იკვებებიან. ამას ამატებენ მწერებსა და თაფლს. დათვები ასევე მიირთმევენ პატარა ძუძუმწოვრებსა და რეპტილიებს, თუკი მათ სიახლოვეს შენიშნავენ და დაიჭერენ.

დათვების უმეტესობა აქტიურია დღისით და თითქმის მთელ დღეს საკვების ძებნას უთმობენ. მათ ძალიან კარგი ყნოსვა აქვთ. სიარულისას, დათვი დროდადრო ჩერდება, უკანა თათებზე ჯდება და ცდილობს სუნით ნაკვალევი აღმოაჩინოს.

 

დათვი ჩვეულებრივ, მძიმედ მოძრაობს. იგი გადაადგილდება ოთხივე კიდურით. თუმცა საფრთხის შემთხვევაში ჩქარი სირბილიც შეუძლია. ამ დროს მისი სიჩქარე 50-60 კმ/სთ-ს აღწევს. დათვების შედარებით პატარა სახეობები კარგი მცოცავები არიან მათ ხშირად ნახავთ ხეზე ასულს და იქ დაძინებულს. ყველა დათვი კარგი მცურავია.

 

ზამთრისათვის, რომელსაც დათვი, ჩვეულებრივ, ძილში ატარებს. როგორც კი პირველი თოვლი გამოჩნდება, დათვი მოძებნის ბუნაგს, გაავსებს მას ბალახებით, ხავსით, ხმელი ტოტებით და ფოთლებით და ხანგძლივი ძილისათვის ამზადებს. ბუნაგი ხშირად გამოქვაბულებში, მღვიმეებში, კლდის ქვეშ ან დიდი ხეების ძირში აქვთ.

ზამთრის განმავლობაში დათვის ტემპერატურა და პულსი არ ეცემა, როგორც ეს სხვა, ზამთარში მძინარე ცხოველებში ხდება, ამიტომ მას თბილ ამინდში თავისუფლად შეუძლია ბუნაგიდან გამოსვლა და საკვების საძებნელად წასვლა. შემდეგ იგი ისევ უბრუნდება ბუნაგს და ძილს აგრძელებს. ასეთი ძილი, დაახლოებით, ექვს თვეს გრძელდება. გაზაფხულზე დათვი გამხდარი და დასუსტებული გამოდის.

 

დათვი შობს ძალიან პატარა ბელებს, ხშირ შემთხვევაში — ორს. ახალშობილები მხოლოდ 200-700 გრამს იწონიან და ძალიან ჰგვანან პატარა ვირთხებს. ისინი თვალაუხელელნი, უკბილონი და ბეწვის გარეშე იბადებიან. პატარები რჩებიან ბუნაგში დედასთან, მისი ნოყიერი რძით იკვებებიან და სწრაფად იზრდებიან. როდესაც გაზაფხულზე ისინი ბარბაცით გამოდიან ბუნაგიდან და მზეს ეფიცხებიან, უკვე მოზრდილები არიან.

დათვები, როგორც წესი, მარტო ბინადრობენ, თუმცა საკვების მოპოვების დროს ხშირად იკრიბებიან. ბელები ორი-სამი წლის განმავლობაში დედასთან რჩებიან. ამ პერიოდში მდედრი დათვი კიდევ მაკეობს, ამგვარად, მამრი დათვებიც ცხოვრების რაღაც ნაწილს ნაშიერებთან ატარებენ.

Link to post
Share on other sites

მგელი

 

81ae31feb422.jpg

 

მგელი ძაღლისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. საქართველოში გავრცელებულია კავკასიური მგელი. სხეულის სიგრძე 105-160 სმ, კუდის 35-52 სმ. მამრები უფრო დიდია ვიდრე მდედრები, მამრების სხეულის წონა 34-65 კგ. მდერდების 30-42 კგ. ბეწვი უხეშია, მურა-რუხი, ხოლო გვერდებზე და მუცელზე უფრო ბაცი. ბეწვის შეფერილობის სეზონი ცვალებადობა უმნიშვნელობა.

გავრცელებულია. ევროპა, აზია. ჩრდილო ამერიკა. დასავლეთ ევროპის მრავალ ადგილას მოსპობილია. საქართველოს ტერიტორიაზე გვხვდება ყველგან, 3000მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან.

ბინადრობს ტყეებში, ბუჩქნარებში, ველებზე და ალპურ ზონაში, ძალიან მოზრდილი ცხოველია. ზამთრობით მგლების უმრავლესობა თავს იყრის სასოფლო-სამეურნეო პირუტყვის სადგომების ახლოს, ხოლო გაზაფხულზე ადგილს ინაცვლებს საზაფხულო საძოვრებისაკენ. ბუნაგს იკეთებს ყოველთვის წყლის ახლოს ყრუ ადგილებში ბუჩქებით დაფარულ ხევში ა.შ. ერთი და იგივე ბუნაგს იყენებს მრავალი წლის განმავლობაში კლდის ქვეშ, კლდის ნაპრალებში, მღვიმეებში და მხოლოდ ყველა ლეკვის დაღუპვის შემთხვევაში იცვლის ადგილსამყოფელს. ზოგჯერ იყენებენ სხვა ნადირის ბუნაგს ან სოროს. ბუნაგში იმყოფება მხოლოდ ლეკვების აღზრდის პერიოდში, დანარჩენ დროს დაძრწის თავის სამონადირეო უბანზე. ნადირობს ჩვეულებრივად ღამით, ერთი ღამის განმავლობაში შეუძლია გაირბინოს 25-40 კილომეტრი, ნადირობს მიპარვით ან თავშესაფრებული, ძლიერი ამტანია და ცბიერი. ზამტარში დიდი თოვლის დროს ნადირობს ხროვებად. იკვებება ძირითადად გარეული და შინაური ჩლიქოსნებით, კურდღლებით, მღრნელებით, ფრინველებით, ზოგჯერ ქვეწარმავლებით, ჭამს მძორსაც. გამრავლების უნარი უნვითარდება 2-3 წლის ასაკში. მძუნაობა ხდება თებერვალ-მარტში. მაკეობის ხანგრძლივობა 62-65 დღეა, მდედრი შობს 3-5 თვალებაუხელელ ნაშიერს და პირველი 2 თვის განმავლობაში აწოვებს რძეს, ხოლო შემდეგ კვებავს ხორცით. შემოდგომაზე ლეკვები ტოვებენ ბუნაგს და მშობლებთან ერთად იწყებენ ნადირობას. სიცოცხლის ხანგრძლივობა 15-16 წელია.

დიდი ზარალი მოაქვს სანადირო ცხოველებისა და შინაური პირუტყვის მოსპობით. ცოფის ვირუსის მატარებელია. ბეწვი მდარე ხარისხისაა.

მგლის მოსაპოვებლად საჭიროა 9-12-16 კეკლიანი ტყვია ან მრგვალი ტყვია და იაკანი.

Link to post
Share on other sites

ტურა

 

da944fb1b5d0.jpg

 

 

მიეკუთვნება ძაღლების ოჯახს.

აღწერილობა:სხეულის სიგრძეა 68-104 სმ,კუდის 22-27,წონა 6-16კგ.სხეულის ზომით მდედრები არ ჩამოუვარდებიან მამრებს.ბეწვი უხეშია,ქარცი-რუხი.ზურგზე მუქი გასწვრივი ზოლი,ზაფხულობიტ უფრო ბაცია,ვიდრე ზამთარში.

გავრცელება:სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპა, ჩრდილო აფრიკა, მცირე აზია, კავკასია, შუა აზია ინდოეთამდე. საქართველოში გვხვდება თითქმის ყველგან 1000 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან.

ცხოვრების ნირი:ბინადრობს ჭალისა და მთის ძირების ტყეებში,ბუჩქნარებში და წყალსატევების ახლოს ლერწმიანებში.არ ერიდება დასახლებულ ადგილების სიახლოვეს.ბუნაგს იკეთებს ნაირგვარ ბუნებრივ თავშესაფარში,კლდის ნაპრალებში,ზედაპირის ჩაღრმავებულ ადგილებში,ხეების ფესვების ქვეშ,ზოგჯერ იკავებს მელიის ან მაჩვის სოროს,თვითონაც თხრის არაღრმა სოროს.საკვებს შეადგენს ძირითადად წვრილი ძუძუმწოვრები:თაგვისებრი მღრღნელები,კურდღლები,თავს ესხმის ფრინველებსაც.იკვებება აგრეთვე სხვადასხვა ხილითაც.სანადიროთ გამოდის ჯგუფურად. მძუნაობა ხდება იანვარ-თებერვალში,მაკეობის ხანგრძლივობაა სამ თვეზე.ნამატი ჩნდება აპრილ-მაისში.თითოეული ნაყარი შეიცავს 3-8 უსურ თვალბაუხელელ ნაშიერს.დაბადებიდან ერთი თვის შემდეგ ისინი უკვე შერეულ საკვებით იკვებებიან.განგური ხდება წელიწადში 2-ჯერ თებერვალ-მარტში და სექტემბერ-ოქტომბერში.

სამეურნეო მნიშვნელობა:საგრძნობ ზარალს აყენებს სახალხო მეურნეობას,შინაურ და გარეულ ფრინველებს,აგრეთვე არის ცოფისა სა სხვა დაავადებების მტარებელი და გამავრცელებელი.ბეწვი მდარე ხარისხისაა.ტურას უგებენ 3 ან 5 ნომერ ხაფანგს.თოფით მოპოვების საჭიროა 1,0,00, საფანტი.

Link to post
Share on other sites

მელა

 

28bc4b458e05.jpg

 

მელა (Vulpes), მტაცებელი ძუძუმწოვრების გვარი ძაღლისებრთა ოჯახისა. გავრცელებული არიან ყველგან ანტარქტიდის გარდა. ავსტრალიაში შეყვანილია. გვარში 6 სახეობაა. ჩვეულებრივი მელა (Vulpes vulpes) ტანად ყველაზე დიდია. საქართველოში გვხვდება ჩვეულებრივი მელის 3 სახეობა. სამხრეთი რასები უფრო ღია ფერისანი არიან, გვხვდება სრულიად თეთრი (ალბინოსები) ან შავი ინდივიდები (მელანისტები). განსაკუთრებით მრავალრიცხოვანია ველებსა და უდაბნოებში. ბინადრობენ აგრეთვე ტყეში და სხვა ადგილებში. ცხოვრობენ სოროში, რომელსაც თვითონ თხრის, ზოგჯერ მაჩვის ან სხვა ცხოველის სოროს იკავებს. იყენებსბუნებრივ თავშესაფრებს - მღვიმეებს, კლდის ნაპრალებს, წაქვეული ხეების ფუღუროებს და სხვა ადგილებს. აქტიურია დღისითაც და ღამითაც. მხედველობა შედარებით სუსტი აქვს, სმენა და ყნოსვა - კარგი. გამოირჩევა სიფრთხილით და მოხერხებულობით. იკვებება როგორც ცხოველური, ისე მცენარეული საკვებით, ძირითადად თაგვისებრი მღრღნელებით. წელიწადში ერთხელ მრავლდება. შობს 3-12 ლეკვს, რომელთაც 1,5 თვე რძით კვებავს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 10-11 თვისა. ტყვეობაში 15-20 წელი ცოცხლობს, ბუნებაში - სულრამდენიმე წელი. მელა რეწვის მნიშვნელოვანი ობიექტია (იყენებენ ბეწვს). სარგებლობა მოაქვს მავნე მღრღნელების განადგურებით

Link to post
Share on other sites

კურდღელი

 

02e2ff0917a8.jpg

 

კურდღელი საშუალო ზომის ცხოველია, მისი წონა საშუალოდ 4-5 კგ-ს აღწევს. სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 10 წელია. სქესობრივ სიმწიფეს კურდღელი ერთი წლის ასაკში აღწევს, მაკეობს ძირითადად წელიწადში ორჯერ, მაგრამ არის შემთხვევები და განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში როდესაც მაკეობას ოთხჯერაც ასწრებს. ბადებს 2-3 თვალახელილ და ბანლით შემოსილ ბაჭიას. კურდღელს მუდმივი საცხოვრებელი ანუ სორო არ გააჩნია, იგი ბაჭიებს წყნარ და უსაფრთხო ადგილზე თოვებს და ხშირ-ხშირად აკითხავს მათ გამოსაკვებად. ბაჭიები დამოუკიდებელ ცხოვრებას თითქმის თვე-ნახევარში იწყებენ. კურდღელი ღამის ცხოველია, იგი საჭმელად ღამე გამოდის და იწყებს საკვების მოპოვებას, ვინაიდან მას როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ერთი საბინადრო ადგილი არ გააჩნია გათენება სადაც მოუსწრებს იმ ადგილზე პოულობს მოფარებულ ჩაღრმავებულ ადგილს და დღეს ძილში ატარებს, კურდღელი მხოლოდ მცენარეებით იკვებება, ზაფხულის პერიოდში ისინი ნორჩ ბალახს ეტანებიან, განსაკუთრებით უყვართ კულტურული მცენარეები ჯეჯილი, იონჯა და სხვა, ხშირად ბოსტნებშიც იპარებიან.

ზამთრობით მათი საკვები ძირითადად ხის ნორჩი ახალგაზრდა ტოტები (ნეკერი) და ხის ქერქია.

კურდღლის მოსაპოვებლად საჭიროა 4-5 ნომერი საფანტი.

Link to post
Share on other sites

ჯიხვი

 

27f05c6aead5.jpg

 

 

ჯიხვი — კავკასიის ენდემია. მიეკუთვნება წვრილჩლიქოსნების რიგს. ცნობილია ორი სახეობა: დასავლეთკავკასიური(Capra caucasica) და აღმოსავლეთკავკასიური(Capra cylindricornis). ცხოვრობს კავკასიონის მთავარი ქედის აღმოსავლეთ ნაწილში. მისი სხეულის

 

სიგრძე 165 სმ-ია, სიმაღლე 109 სმ, კუდის სიგრძე 10-14სმ, წონა 80- 100კგ. ზამთრობით ტყეში იხიზნებიან. იკვებებიან მცენარეულობით. . ჯიხვი წითელ წიგნში არის შეტანილი და მასზე ნადირობა აკრძალულია. გავრცელებულია კავკასიონზე მწ.შხარადან უკიდურეს ნაწილამდე. ბინადრობს სუბალპურ და ალპურ სარტყელში.გვხვდება აგრეთვე ტყის სარტყლის კლდოვან ხეობებში.ვერტიკალურად ვრცელდება ზღვის დონიდან 5500 მეტრემდე.

 

ჯიხვებისთვის დამახასიათებელია ჯოგური ცხოვრება. ჯოგები ნაწილდება ასაკისა და სქესის მიხედვით. ჯიხვის საკვები უმთავრესად ალპური ბალახეულია, მაგრამ წლის ცალკე სეზონებში მისი საკვების შემადგენლობა შეიცავს მერქნიანი მცენარეების ნაირგვარ ნაწილებს, ჯიხვი ძოვს ადრე დილისა და საღამოს საათებში, ხოლო ზოგიერთ ადგილას მთელი ღამის განმავლობაში. ჯიხვები ახდენენ სეზონურ მიგრაციებს, მინერალური მარილების ნაკლებობის შემთხვევაში. ძალიან ფრთხილი ცხოველია, კარგად აქვს განვითარებული ყნოსვა და სმენა. ჯოგში ყოველთვის გამოირჩევა უფრო გამოცდილი და ფრთხილი ცხოველი, რომელიც ადრე შეიტყობს საფრთხის მოახლოვებას და მკვეთრი სტვენისმაგვარი “საგანგაშო” სიგნალით მიიქცევს მთელი ჯოგის ყურადღებას და გაიყოლებს მას უშიშარი ადგილისაკენ.

 

ჯიხვი იანვარში მაკეობს, ივნისში შობს ერთ ან ორ თიკანს. დოლის დროს შუნი ჯიხვები ფარას სცილდებიან, თიკნების გაჩენის შემდეგ კი კვლავ უბრუნდებიან. ამ დროს მონადირე ხშირად ნახულობს ათეულ და ზოგჯერ რამდენიმე ასეულ ჯიხვს ერთად, უმთავრესად ვაცებს.

 

უკანასკნელ წლებში მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველოში ჯიხვისა და განსაკუთრებით ნიამორის რაოდეობის კლება ბრაკონიერობას უკავშირდება, რომლის დონე უკანასკნელ პერიოდში არნახულ მასშტაბებს აღწევს. უცხოელი თუ ადგილობრივი ბრაკონიერების სამიზნეს უმეტესად ჯიხვი წარმოადგენს. ჯიხვებზე არალეგალური სატროფეო ნადირობის ძირითადი ობიექტებია ასაკოვანი (დიდრქიანი) ხარჯიხვები და ნიამორები. მიუხედავად იმისა, რომ ეს სახეობები საქართველოს წითელ ნუსხაში არიან შეტანილები, მათ დასაცავად არანაირი ღონისძიება არ ხორციელდება. უახლოეს მომავალში ისინი შეიძლება გადაშენების საფრთხის წინაშეც აღმოჩნდნენ.

Link to post
Share on other sites

კავკასიური დომბა

 

 

50a2b49ca556.jpg

 

 

დომბა (Bison bonasus), წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. ხარის სხეული სიგრძე 3,5 მ აღწევს, სიმაღლე მინდაოში - 1,6 -1,9 მ, წონა 700-900 (იშვიათად 1200* კგ-მდე. ფური შედარებით პატარაა (წონა 400-600 კგ)). კისერზე, თხემზე, ყელსა და მკერდზე გრძელი ბალანი აქვს. ფური სქესობრივად 3-4 წლის ასაკში მწიფდება, მოზვერი — უფრო ადრე. ფური ყოველწლიურად 1 ხბოს იგებს. დომბა იკვებება ბალახითა და ფოთლებით, ზამთარში — ხეებისა და ბუჩქების ყლორტებით, ტირიფის ქერქით და სხვა. ცხოვრობს ჯოგად. წარსულში ფართოდ იყო გავრცელებული ევროპასა და ჩრდილო-დასაცლეთ კავკასიაში. XX საუკუნისთვის მხოლოდ რუსეთში შემორჩა 2 ქვესახეობა — ბელოვეჟიეს დომბა, ბინადრობდა ბელოვეჟიეს ტვერში და კავკასიური დომბა, ბინადრობდა ჩრდილო-დასავლეთის კავკასიის მთის ტყეებში (საქართველოში გვხვდებოდა ბზიფის ხეობიდან თერგის სათავემდე). ამ ადგილებში უკანასკნელი დომბები ამოწყვიტეს შესაბამისად 1919-1927 წლებში, მხოლოდ ზოგიერთი ქვეყნის ზოოპარკში გადარჩა 48 დომბა; ტყვეობაში კავკასიური დომბის ხარისა და ბელოვეჟიეს დომბის ფურებისაგან მიიღეს კავკასიურ-ბელოვეჟიური დომბა; დომბების გასამრავლებლად შეიქმნა საშენები მსოფლიოს 25 ქვეყანაში.

Link to post
Share on other sites

კეთილშობილი ირემი

 

dfb00ef216e2.jpg

 

კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus Linnaeus,1758)საქართველოში გავრცელებულია ქვესახეობა Cervus elaphus maral (Ogilby, 1840)

ირმის გავრცელების არეალი საქართველოში მოიცავდა ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილს. ამჟამად ირემი შემორჩენილია სამი იზოლირებული პოპულაციის სახით. ირემი ევრიტოპური სახეობაა. ბინადრობს ფოთლოვან და წიწვოვან ტყეებში, ჭალებში, სუბალპურ და ალპურ სარტყლებში. ვერტიკალურად ვრცელდება ზღვის დონიდან 3100 მეტრამდე.

ადრე საქართველოში ირემი დიდი რაოდენობით იყო, მაგრამ ბრაკონიერობამ, ტყეების გაჩეხვამ და ირმისათვის სხვა თავშესაფარი ადგილების მოსპობამ ძლიერ შეამცირა ირმის სულადობა.

კეთილშობილი ირემი დიდი ტანის ჩლიქოსანი, მეტად მოხდენილი, ღონიერი, მარდი, დიდთვალება და ლამაზი ცხოველია. განსაკუთრებით მიმზიდველია ხარირემი, რომლის ლამაზ თავს დიდი, დატოტვილი რქები ამშვეებს. დედალი ირემი ურქოა.

განსაკუთრებით საინტერესოა ირმების მყვირალობა, ანუ მაკეობის პერიოდი, რომელიც სექტემბერ-ოქტომბერში მიმდინარეობს ეს საკვირველი ბიოლოგიური მოვლენა ირმების ოჯახის ამ ნაწილისათვისაა დამახასიათებელი. მეტისმეტად აღგზნებული, თითქმის გაშმაგებული მყვირალა ხარირემი და მის გარშემო შემოკრებული, სრულიად მშვიდად მყოფი ფურირემი მართლაც რომ საოცარი სანახავია, მით უმეტეს, თუ ეს სურათი სადმე უღრანი ტყის შუა, ფართო მინდორზე მთვარიან ღამეში ხდება. ხარირიმის ყვირილზე მოსული მეორე ხარი-ირმისა და დამხვდურის თავგამეტებული ბრძოლა ერთ-ერთის სიკვდილით ან გაქცევით მთავრდება.

ირმის მაკეობა ცხრა თვეს გრძელდება, ფურ ირემი შობს ერთ ან იშვიათად ორ ხბოს.

ირემი იკვებება უმთავრესად ბალახით, ფოთლებით, წიწვით, ყლორტებით, ნაკერით, მარცვლეული მცენარეებით, სოკოთი, ხემცენარეულის ნაყოფით და ზოგჯერ ხავსით. განსაკუთრებით უყვარს მლაშე ტბორები და ეტანება ხელოვნურად მოწყობილ სამარილეებს.

Link to post
Share on other sites

ენოტი

 

 

3c9d2c8e2d4b.jpg

 

ენოტი - Procyon lotor

ოჯახი: ენოტისებრნი (Procyonidae)

მოკლე აღწერილობა:სხეულის სიგრძე 45-60 სმ.

კუდის 25-38 სმ.

წონა ზაფხულში 4-6 კგ.

მდედრები მამრებზე ცოტათი პატარები არიან.

გავრცელება:

გავრცელებულია ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში.

შეყვანილია გერმაიაში და აზერბაიჯანში, ბელორუსიაში ყირგიზეთში უზბეკეთში და რუსეთის სამხრეთ ნაწილში. სსრკ-ში შემოყვანილია 1936-1965 წლების განმავლობაში. გაშვებულია დაახლოებით 1240 ინდივიდი 26 პუნქტში. განსაკუთრებით კარგად იგი ადაპტირებულ იქნა აზერბაიჯანში ზაქათალა-ნუხის ველზე საიდანაც შემდეგ შემოიჭრა საქართველოში. გავრცელდა ალაზნის ველზე, ივრის ზეგანზე და შირაქში. ენოტისებრი ძაღლის მსგავსად საკმაოდ ფართოდ გავრცელდა და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქათმისნაირების ზოგიერთ სახეობას (კაკაბი, გნოლი, მწყერი, ხოხობი და სხვა . მას მოიპოვებენ დაღესტანში, საქართველში, ბელორუსიაში და კრასნოდარის მხარეში. ყირგიზეთში, კაბარდო ბალკარიაში და სტავროპოლის მხარეს აკლიმატიზირება წარუმატებლად დამთავრდა.

 

ჰაბიტატები:

ენოტისთვის განსაკუთრებით გამოსადეგი ჰაბიტატებია ფართოფოთლოვანი და შერეული ტყეები, ფუღუროებიანი ხეებით და მეჩხერი მაგრამ არა მშრადი წყალსატევებით. ხშირად ცხოვრობენ დასახლებულ პუნქტებთან ახლოს. იგი გვხვდება აგრეთვე ტყის კუნძულებში რომელთან ახლოსაც მდებარეობს ხორბლის, ბრინჯის, ყანები და ხეხილის ნარგავები.

 

 

ცხოვრების ნირი:

სიცოცხლის ნახევარს ხეზე ატარებს. სწრაფი სირბილი და დიდხანს არ შეუძლია. გამოდევნებისას იგი ცდილობს თავი ხეს შეაფაროს. შუძლია თავქვე დაეშვას ხიდან. ტოტიდან ტოტით იგი დადადის ხოლმე ერთი ხიდან მეორეზე. კარგად დაცურავს. განსაკუთებით აქტიური ღამე. დღის განმავლობაში იგი ისვენებს თავის ბუნაგში. უპირატესობას ანიჭებს ფუღუროებს, რომელიც მდებარეობს 10 მ-ის სიმაღლეზე. ენოტი თავის ბუნაგს იყენებს მთელი წლის განმავლობაში. ენოტი ეძლევა ზამთრის ძილს, რომელიც არ არის ღრმა და შეუძლია ადვილად გაღვიძლება. ზამთრისათვის იდებენ ქონს და მისი მასა აღწევს მთლიანი ცხოველის 1/3-ს. თბილ, უთოვლო ზამთარში იგი არ იძინებს.

ენოტის ნაკვალები შეიძლება შეგვხვდეს მდინარეების პირას, ტყეში, დამშრალ გუბეებში, ხიდების ქვეშ და სხვ.

 

 

კვება:

ენოტი ნამდვილი ევრიფაგია. იგი მოიპოვებს საკვებს მიწაზე, წყალში და ხეებზე. ძირითადი საკვების არ არსებობის შემთხვევაში იგი ადვილად გადაერთვება სხა საკვებზე. ხშირად მოპოვებულ საკვებს, სანამ შეჭამს, რეცხავს წყალში. ზოგჯერ იკვებება ფუღუროში ან ხეზე მჯდომარე.

 

 

გამრავლება:

ენოტი მონოგამია. წყვილდება თებერვალში, ზოგ ადგილებში აპრილის ბოლოს მაისის დასაწყისში, რომელსაც თან ზდევს მამარების სასიყვარულო ყვირილები. ორსულობა გრძელდება დაახლოებით 63 დღე. მდედრი შობს 2–6, 80 გრ. წონის ნაშიერს . იბადებიან ბრმები და თვალს ახელენ დაახლოებით 20 დღის ასაკში. ერთი თვის ასაკში, ისინი გარდა დედის რძისა იკვებებიან სხვა საკვებითაც. ოჯახი იყოფა მეორე წელს, მძუნაობის დაწყების წინ, რომელშიც მონაწილეობენ წინა წელს დაბადებული მდედრებიც. მამრები მწიფდებიან ერთი წლით გივიან. სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 15 წელია.

Link to post
Share on other sites

მაჩვი

 

 

cbf3b436277f.jpg

 

 

მაჩვი კვერნისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. საქართველოში ბინადრობს ქვესახეობა ამიერკავკასიური მაჩვი. სხეულის სიგრძე აღწევს 1 მეტრს, კუდის 16-20 სმ, ცოცხალი წონა 10-20 კგ, შემოდგომით ცხიმის დაგროვების გამო იწონის მეტს. სხეული უხეშია, წინა ნაწილში წავიწროვებულია გრძელი მსხვილი ბრტყელი ბრჭყალებით, რომლებიც მომარჯვებულია მიწის სათხრელად. ბეწვი უხეში, ზურგზე ფაცახის სიგრძე 10 სმ-მდეა, თივთიკი გააჩნია მხოლოდ ზამთარში. სხეულის შეფერილობა რუხია, ზურგზე და მკერდზე მურა-შავი. თავის ორივე მხარეს შავი ზოლია, რომლებიც გრძელდება თვალზე გავლით ყურის მიმართულებით.

გავრცელებულია: თითქმის მთელი ევროპა (მისი ჩრდილოეთი ნაწილის გარდა) და აზიის უმეტესი ნაწილი. საქართველოში ველისა და ტყის ზონებში, ზოგჯერ ალპურ მდელოებზე, ზღვის დონიდან 2500მ სიმაღლეზე.

ბინადრობს ტყეებში, ტყის პირებზე, ველებზე, ბუჩქნარში, სოროს სწრაფად თხრის ბუჩქნარით დაფარულ ხევებში, ხეების ქვეშ, ეტანება უფრო სამხრეთ, მზიან ფერდობებს. სორო რთული აგებულებისაა. სიცოცხლის მეტ ნაწილს მაჩვი სოროში ატარებს და იქ თავისი შთამომავლობით რამდენიმე წელიწადი რჩება. თბილი და მზიანი ამინდის დროს ზამთრის ძილქუში ხშირად წყდება და მაჩვი გამოდის სოროდან და მზეზე თბება.

იკვებება ნაირგვარი ჩვეულებრივი მცენარეული საკვებით. წვრილი ნადირით, ფრინველითა და მათი კვერცხებით, ქვეწარმავლებით, ამფიბიებით, მწერებით, მოლუსკებით, ჭიებით და სხვა უხერხემლო ცხოველებით, ნაყოფებით, თესლებით, ბოლქვებით, ფესვურებითა და სოკოებით,

მძუნაობა ხდება ივნის-ივლისში. მაკეობა გრძელდება დაახლოებით 1 წელიწადი. მდედრი შობს აპრილ-მაისში. იბადება 2-5 თვალებაუხელელი თეთრბეწვიანი ნაშიერი, რომლებსაც თვალები ეხილებათ 1 თვის ასაკში. ისინი იზრდებიან და 2-3 თვის ასაკში იწყებენ დამოუკიდებელ კვებას. გამრავლების უნარს მდედრები იძენენ ორი წლის ასაკში, ხოლო მამრები 3 წლის ასაკში. სიცოცხლის ხანგრძლივობა 20 წლამდეა.

ჩვენში საწერაო მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ზოგიერთ ადგილას იყენებენ საკვებად ხორცს. ტყავი მდარე ხარისხისაა, მაგრამ გამოიყენება იატაკზე გასაშლელად, ის კარგია იმით, რომ მისგან ბეწვი არ სცვივა. ტყავი აგამძლეა და მისგან კერავენ შალითებს თოფებისათვის. ფაცახი გამოიყენება ფუნჯების გასაკეთებლად, ხოლო ცხიმი საპნის დასამზადებლად. სამკურნალო თვისებების გამო ცხიმი გამოიყენება მედიცინაში. მღრნელებისა და მწერების დიდი რაოდენობის მოსპობით მაჩვს სარგებლობა მოაქვს.

მაჩვის მოსაპოვებლად საჭიროა 2-3 ნომერი საფანტი.

Link to post
Share on other sites

ქურციკი

 

 

38a2785e6a40.jpg

 

 

გარეულ ჩლიქოსნებს შორის ულამაზესია ქურციკი (ჯეირანი).იგი საქართველოს ველების სიამაყედ ითვლებოდა,ახლა კი ჩვენში თითქმის სრული გადაშენების პირზეა მისული.

ჯერ კიდევ ვახუშტი თავის გეოგრაფიაში "აღწერა სამეფოსა საქართველოსა" წერდა:"არს ველი ყარაიისა,სავსე ქურციკითა,რომელსა მოინადირებდნენ მეფენი წლითი წლად" (გვ.50).ამჟამად საქართველოში ქურციკის შენარჩუნების და მომრავლების საქმე უიმედოა,ასევეა აზერბაიჯანშიც,სადაც მისი საერთო რაოდენობა ყოველწლიურად კლებულობს.

ორმოც (ახლა ოთხმოც) წელზე მეტია რაც ქურციკზე ნადირობა აკრძალულია.მისი მოკვლისათვის,ჩვენშიც და აზერბაიჯანშიც,მკაცრად სჯიან.მიუხედავათ ამისა,სარგებლობენ რა ნადირობისადმი მეთვალყურეობის სისუსტით,ბრაკონიერი მონადირეები ყველა საშუალებით --მანქანებით,მორეკვითა და ჩასაფრებით--ცდილობენ მოინადირონ ეს მეტად ფრთხილი,სწრაფი ცხოველი.სწორედ ეს არის მიზეზი,რომ ქურციკის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა.

ქურციკის საყვარელი ადგილი უმთავრესად ნახევრად უდაბნოები და ველებია.იგი ბორცვიანი მთების კალთებზეც ადის,მაღალ მთებს კი ერიდება.

ქურციკი მომთაბარე ცხოველია.მისი მომთაბარეობა სხვადასხვა მიზეზით უნდა იყოს გამოწვეული:ბალახეული საფარის გადახმობა,უდაბნოს წყლის დაშრობა ზაფხულში და სხვა.ზამთარს ქურციკი უფრო დაბლობებში ატარებს,ვინაიდან წლის ამ დროს აქ საკმაოდ არის საკვებიც და წყალიც,ზაფხულობით კი ისევ მთის კალთებს უბრუნდება და ზოგჯერ მთებშიც ადის.

ქურციკის მაკეობა დეკემბერში იწყება.მაისში იბადება ერთი თიკანი,ხან ორიც,რომლებიც მეტად უმწეონი არიან,ხოლო 3-4 დღის შემდეგ უკვე საკმაოდ სწრაფად დარბიან.შუა ზაფხულში თიკნები მოზრდილი ქურციკის ნახევარს იქონიან,ამ დროისათვის ერთ ფარაში ერთდებიან ფურები,თიკნები და მამლებიც,რომლებიც მანამდე ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ.შემოდგომაზე ქურციკები მომთაბარეობას იწყებენ.

ქურციკის,ისევე როგორც უდაბნოს ყველა ჩლიქოსანის,საკვები უდაბნოს დამახასიათებელი მცენარეულობისაგან შედგება.ის წყურვილსაც დიდხანს ითმენს,ზოგჯერ კი მლაშე წყალსაც სვამს.

ქურციკი დღის ცხოველია,საძოვრად და წყლის დასალევად განთიადისას ან საღამო ხანს გამოდის.როცა ძალიან ცხელა,იგი ხშირ მცენარეულობას აფარებს თავს და იცოხნება.

ქურციკს საუკეთესო სმენა და მხედველობა აქვს.კარგადა აქვს განვითარებული ყნოსვაც.ოდნავ ხმაურზეც კი გაქცევით შველის თავს.იგი მეტად მარდად დარბის,საათში 60-65 კილომეტრს გადის.

განაბული ქურციკის შემჩნევა მეტად ძნელია.იგი კარგად არის შეხამებული უდაბნოს ბუნებასთან.

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

გამარჯობათ მე მინდა ირმის რქა არ აქვს მნიშვნელობა დაზიანებული აქვს თუ არა მთავარია ჭია არ ყავდეს წამლისთვის მინდა სიმსივნე მაქვს

 

 

 

გმერთმა დაგიფაროთ მაგრამ თუ ვინმეს ან ახლობელს ან ვინმეს თუ აქვს მე გასწავლით ძალიან კარგ შედეგებს მაძლევს :dato:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...