monadire1995 0 Posted February 19, 2012 Report Share Posted February 19, 2012 ბოლოშავა ბოლოშავა (Turdus pilaris), ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. გვხვდება ევროპასა და აზიაში. ბინადრობს წიწვოვან ტყეებში. საქართველოში ზამთრობს დეკემბრიდან მარტის შუა რიცხვებამდე. თავ-კისერი ნაცრისფერი აქვს, ზურგი - მორუხო-წაბლისფერი, ფრთები და ბოლო - მოყავისფრო-შავი, მუცელი და გვერდები - თეთრი, შავწინწკლებიანი, ჩიჩახვი - მოყვითალო-მომწვანო. მაის-ივნისში დებს 4-7 კვერცხს; კრუხობა გრძელდება 16 დღემდე. იკვებება მწერებით, შემოდგომა-ზამთარში - კენკრით. იხილეთ დამატებითი ვიდეოები ბოლოშავას შესახებ. http://www.youtube.com/watch?v=vHEqc7FiRD8 http://www.youtube.com/watch?v=2I3xcK75u1U თუ მოგეწონათ ჩემი სიახლე და ეს ფრინველი დააკომენტარეთ ციტირება Link to post Share on other sites
sniper 0 Posted February 19, 2012 Report Share Posted February 19, 2012 :yes: ვატყობ ერთი აქტიური წევრი დაგვემატა... კი მომეწონა ირაკლი მაგრამ სიახლე რამდენადაა ვერ გეტყვი ციტირება Link to post Share on other sites
monadire1995 0 Posted February 19, 2012 Author Report Share Posted February 19, 2012 სიახლე არა პოსტი უნდა დამეწერა შევასწორებ ციტირება Link to post Share on other sites
aleko22 0 Posted February 19, 2012 Report Share Posted February 19, 2012 ჩვენთან არის ძალიან ბევრი სადაც კარალიოკია შემორჩენილი გატენილია, ჩემი დიშვილი კისტით ნადირობს ამ ფრინველზე.... ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 19, 2012 Report Share Posted February 19, 2012 რა უყვარს ფითრი ზამთარში?! მაგრად მინადირია ბავშვობაში. შაშვი, ჩხართვი, ბოლოშავი, წრიპა...ამოვიღე სანადირო ობიექტების სიიდან. ნეტა ასაკის მომატებასთან ერთად სხვა ობიექტებსაც იგივე ხომ არ მოუვათ? გამიგონია მონადირეები ასაკში გულჩვილები ხდებიანო ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 20, 2012 Report Share Posted February 20, 2012 რა უყვარს ფითრი ზამთარში?! მაგრად მინადირია ბავშვობაში. შაშვი, ჩხართვი, ბოლოშავი, წრიპა...ამოვიღე სანადირო ობიექტების სიიდან. ნეტა ასაკის მომატებასთან ერთად სხვა ობიექტებსაც იგივე ხომ არ მოუვათ? გამიგონია მონადირეები ასაკში გულჩვილები ხდებიანო 100%-იან. ეხლაც ბევრჯერ არ მისროლია ისეთისთვის, რომლის აღების 99,99% მქონია. ასაკი თავისას შვება BROWNING . მაგრამ მთლად "გულჩვილი" ვერა ვარ ძმაო. შანს ვაძლევ ნადირ-ფრინველს, ვნადირობ ძველებური მეთოდით, ანუ ჩვენ რომ გვეკადრება ისე. პ.ს. ნეტაი დრო და საშუალება იყვეს, რომ მუხლი გაიშალოს, არადა 4-5 წლის წინანდელი ნაყიდი სასროლი მასალის 4/5 მაქვს არ მაქვს გამოყენებული აქამდე/რამდენი დავახვავე თანაც/ . ალბათ არჩევანის საშუალება მოგვეცა და იმიტომ. მე ასე ვფიქრობ. ან, ვბერდებით? პს-ის პ.ს.-ი, მე ვერ დავბერდები ვერააააააააააა. :haha: ციტირება Link to post Share on other sites
monadire1995 0 Posted February 20, 2012 Author Report Share Posted February 20, 2012 მართალია ასაკის მატებასთან ერთად მონადირე უფრო გულჩვილი ხდება მაგრამ მე ჯერ დამწყები ვარ მაგრამ ბევრი ვიცი რომელიც კიდევ ნადირობს ჩხართვებზე. ჩხართვი-ბოლოშავა თითქმის ერთია მაგრამ სხვადასხვა რაიონებში სახელი სხვა აქვს. აჭარელ მონადირეს ვკითხე ჩხართვი ან ბოლოშავა გაგიგიათქო და არაო. სურათი ვაჩვენე და ეგრევე მიხვდა და რაღაცა სასწაული სახელი ახსენა. ამ ფრინველზე ნადირობას სულ სხვა მუღამი აქვს. მე მაგალითად ის მომენტი მომწონს როცა 30-40 ზოგჯერ ბევრი ერთად რომ ზის და 10-11 ნომერი საფანტით 5-6 რომ ჩამოყრი, რავიცი მე ეს ფრინველი ძალიან მიზიდავს. იხვის გამოცდილება რომ არ მოგატყუოთ არ მაქვს, პირველად ვიყავი ამ სეზონზე და 1 იხვინჯა მოვკალი ისიც ვერ ვიპოვე გამთენიისხანს იყო და ეტყობა დაიჭრა და დაყვინთა. საერთოდ არ ყოფილა იხვი ამ სეზონზე. 1 მოვკალი და ისიც ვერ ვნახე საცოდაობა არ არის და წამოსვლის დროს 11 ჩხართვი მოვკალი. ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted February 20, 2012 Report Share Posted February 20, 2012 აჭარელ მონადირეს ვკითხე ჩხართვი ან ბოლოშავა გაგიგიათქო და არაო. სურათი ვაჩვენე და ეგრევე მიხვდა და რაღაცა სასწაული სახელი ახსენა. ჩიჩხინაკიაო ხომ არ უთქვია ? მეც ვესვრი ხურმაზე შემომჯდარ ჩხართვს/ბოლოშავს მარნის ფანჯრიდან ზამთარში როცა სოფელში ჩავდივარ ნამეტანი კარგია ტაფაზე შემწვარი, გაფიცხებულ ჭადთან ერთად ციტირება Link to post Share on other sites
sniper 0 Posted February 20, 2012 Report Share Posted February 20, 2012 ჩიჩხინაკიაო ხომ არ უთქვია ? მეც ვესვრი ხურმაზე შემომჯდარ ჩხართვს/ბოლოშავს მარნის ფანჯრიდან ზამთარში როცა სოფელში ჩავდივარ ნამეტანი კარგია ტაფაზე შემწვარი, გაფიცხებულ ჭადთან ერთად ჩიჩხინაკს გურულები ვეძახით ერთ ფრინველს მარა ბოლოშავას არა ჩიჩხინაკი იგივე ჩხართვია ოღონ ორჯერ დიდი, მართლაც გემრიელია ციტირება Link to post Share on other sites
monadire1995 0 Posted February 20, 2012 Author Report Share Posted February 20, 2012 მაგას ჩემს სოფელში მეფითრიას ეძახიან თუ ჩხართვზე ორჯერ დიდია ციტირება Link to post Share on other sites
tedo 1 Posted February 20, 2012 Report Share Posted February 20, 2012 ბოლოშავი და ჩხართვი ერთი არაა, ცოტა კი წააგავს. არსებობენ წრიპა და მთის ჩხართვები, წრიპა ჩხართვები ზაფხულში მრავლადაა ჩემთან და ერთხელ მყავს მარტო მოკლული, მთის ჩხართვი იშვიათობაა ზაფხულში, მთებში იზაფხულებენ ხოლმე როგორც ჩამოთოვს რაჭის მთაში თუარა ეგრევე მოედებიან ხომე მსხლის ფუთრებს. თუ გაგრძელდა თოვლი მერე უფრო ქვემოთისკენ მიდიან ხოლმე. ძალიან ადვილი მოსაკლავია, კენწეროზე ჯდება და იმდენად არ უფრთხის კაცს, ამიტომ ადვილია შემჩნევა და მიპარვა. ციტირება Link to post Share on other sites
tedo 1 Posted February 20, 2012 Report Share Posted February 20, 2012 მაგარი გემრიელი ხორცი აქვს, კაი წითელ ღვინოსთან ერთად არ ჯობია არაფერი. ციტირება Link to post Share on other sites
monadire1995 0 Posted February 20, 2012 Author Report Share Posted February 20, 2012 მართალი ხარ ჩხართვი და ბოლოშავა ერთი არ არის , ოდნავ დიდია ბოლოშავა . თან ბოლოშავა ზაფხულში იშვიათია და ჩხართვი და წრიპა ზაფხულში გალობენ და მყავს ძალიან ბევრი ნანახი. ჩხართვზე მიპარვა ძალიან ადვილია მაგრამ მე შორიდან ვესვრი დაახლოეით 35-40 მეტრიდან და გუნდიდან 3-4 ვყრი ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted February 20, 2012 Report Share Posted February 20, 2012 ბიჭებო მგალობელი ფრინველის ხოცვა არაა მთლად მიზანშეწონილი და ნუ წერთ ამას ჩემი თხოვნაა. მეც მადევს არაერთი ცოდვა მაგის და დაშლა რომ დავუწყო სხვას ნაღდად არ ვიქნები მართალი, მაგრამ ყველას ვთხოვ და თქვენაც გთხოვთ თუ შეძლოთ და თავი შეიკავოთ ძალიან კარგს იზამთ. დიდი ხანია არ მისვრია მგალობელისათვის დედას გეფიცებით და ისეთი გრძნობა მაქვს ახლა რაც ნასროლი მაქვს იმათ ვუხდი ბოდიშს ვითომ ამ საქციელით. ციტირება Link to post Share on other sites
monadire1995 0 Posted February 20, 2012 Author Report Share Posted February 20, 2012 კარგი გავითვალისწინებ აუცილებლად შაშვს ადრე პატარა რომ ვიყავი კისტის თოფით ვკლავდი, თოფითაც მყავს მონაკლავი ერთი ორი და ბოლოშავა მგალობელში არ ითვლება მემგონი. ციტირება Link to post Share on other sites
tedo 1 Posted February 20, 2012 Report Share Posted February 20, 2012 ბიჭებო მგალობელი ფრინველის ხოცვა არაა მთლად მიზანშეწონილი და ნუ წერთ ამას ჩემი თხოვნაა. მეც მადევს არაერთი ცოდვა მაგის და დაშლა რომ დავუწყო სხვას ნაღდად არ ვიქნები მართალი, მაგრამ ყველას ვთხოვ და თქვენაც გთხოვთ თუ შეძლოთ და თავი შეიკავოთ ძალიან კარგს იზამთ. დიდი ხანია არ მისვრია მგალობელისათვის დედას გეფიცებით და ისეთი გრძნობა მაქვს ახლა რაც ნასროლი მაქვს იმათ ვუხდი ბოდიშს ვითომ ამ საქციელით. მართალი ხარ, ხანდახან სინდისიც მაწუხებს ხოლმე, მაგრამ აბა როგორია, სოფელში ერთი კვირით რომ ხარ ჩასული, ამ დროს ჩამოთოვს მსხლებზე შემოჯდებიან ბოლოშავის გუნდები ან მარტოხელა ჩხართვი და დაიწყებენ, თავინთ ხმაზე გალობას, შეიძლება ახალგაზრდობის ბრალია, მაგრამ ვერ ვუმკლავდები მონადირულ ჟინსა და სურვილს, მხოლოდ იმას ვცდილობ ხოლმე რომ დღეში 5 ცალზე მეტი არ მოვკლა, თუმცა თუ ძაან შემცივნული არ ვარ და სახლშიც არ მეჩქარება, მეტზეც ავდივარ ხოლმე. ბავშობაში როცა თოფი არ მქონდა, მათი ხმა ჟრუანტელს მგვრიდა და მათზე ნადირობაც თითქოს აუხდენელ ოცნებას ჰგავდა და იქედან ჩამყვა მათზე ნადირობის სიყვარული. მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც არ გამომდის ბევრი დახოცილი რადგან, როცა სოფელში ერთი კვირით ჩავდივარ დიდი დიდი 4-5ჯერ გავიდე სანადიროდ, აქედან 1-2 თუ იქნება ის დღე, როცა 5-ს ან უფრო მეტს მოვინადირებ. ზოგჯერ ხელიც მეცარება ხოლმე, ასეთ დროს როცა სახლში ვბრუნდები, გზად ვინმე მეზობელი შემიპატიჟებს ხოლმე შინ და ქე მივდივარ სახლში კაი მონადირებული. ეჰ კაია სოფელი. ციტირება Link to post Share on other sites
giainterstar1 0 Posted October 9, 2012 Report Share Posted October 9, 2012 შილოშანს უზახიან ბოლოშავს ! B) ციტირება Link to post Share on other sites
cagara 0 Posted July 9, 2013 Report Share Posted July 9, 2013 საქართველოში ძირითადად რომელ კუთხეში გხვდება ეს ფრინველი? პირადად მე იმერეთიდან ვარ და მე ჯერ არ შემხვედრია ციტირება Link to post Share on other sites
sniper 0 Posted July 9, 2013 Report Share Posted July 9, 2013 გურიის ტერიტორიაზე არის ბლომად... ციტირება Link to post Share on other sites
cagara 0 Posted July 9, 2013 Report Share Posted July 9, 2013 GuRo... გურიის ტერიტორიაზე არის ბლომად... მადლობა ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted July 10, 2013 Report Share Posted July 10, 2013 საქართველოში ძირითადად რომელ კუთხეში გხვდება ეს ფრინველი? პირადად მე იმერეთიდან ვარ და მე ჯერ არ შემხვედრია რომელ მხარეში ცხოვრობ იმერეთში? ბოლოშავა გვიან შემოდგომა-ზამთრის პერიოდში იმერეთში თითქმის ყველგანაა. გუნდებად დაფრინავს და თუ სადმე კარალიოკს ან კუნელს წაეყარა ტოტებამდე ასუფთავებენ. ზამთრამდე მწყერის ზომას აღწევს სიმსუქნისაგან. ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted July 10, 2013 Report Share Posted July 10, 2013 საქართველოში ძირითადად რომელ კუთხეში გხვდება ეს ფრინველი? პირადად მე იმერეთიდან ვარ და მე ჯერ არ შემხვედრია ყველგანაა თითქმის ციტირება Link to post Share on other sites
tedo 1 Posted July 10, 2013 Report Share Posted July 10, 2013 (edited) ბოლოშავა ყველგანაა, იმერეთში ჩემთან მთელი კულტურაა მაგაზე ნადირობის. კულტურა ძირითადად გამოიხატება, საფარში, საბძელში ხის ქვეში ან სადმე ბუჩქებში ზის ორი მონადირე, ერთი პოლიტრა და რამოდენიმე შემჭკნარი მუხურელა ვაშლი უდევთ წინ და ლაპარაკობენ თავისთვის წყნარად, ეს არის ჭიათურული ნადირობა ბლოშავზე, ასეთი სახის ნადირობას ჩემთან დიდი ხნის ტრადიცია აქვს, ჯერ კიდევ 90-იან წლებში ჩამოყალიბდა და მე რგორც წინაპართა საქმის გამგრძელებელი და სხვა ბევრი ქართული ტრადიციების მიმდევარი, აღნიშნულ ტრადიციასაც არ ვივიწყებ ხოლმე ზამთრის არდადეგების დროს. :alfons: Edited July 10, 2013 by master ციტირება Link to post Share on other sites
cagara 0 Posted July 10, 2013 Report Share Posted July 10, 2013 ავთო ხონის რაიონიდან ვარ კერძოდ გოჩა ჯიხაიშიდან და რავიცი მე არ შემხვედრია მითუმეტეს ჩემს მხარეში კარალიოკებს და ხურმებს მიაქვს ყველაფერი ციტირება Link to post Share on other sites
mirza 0 Posted July 10, 2013 Report Share Posted July 10, 2013 Rustavis da gardabnis teritoriaze imdenia daiglebi magaze nadirobit.planshetit shemovdivar da mapatiet qartulad her vpostav ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.