Jump to content
Club-Monadire.Ge

სოფლის მეურნეობა


Recommended Posts

სოფლის მეურნეობა

 

 

აქ ვისაუბროთ სასოფლო-სამეურნეო წარმოებაზე, მავნებლებზე და მათთან ბრძოლის მეთოდებზე

 

 

 

ამერიკული პეპელა

 

 

e09ff339e93d.jpg

 

 

პირადად მე ვმუშაობ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნულ სააგენტოში სადაც შედის სურსათის უვნელობა, ვეტერინარია და მცენარეთა დაცვა და პირადად ვებრძვი ყოველ ზაფხულს მაგ ამერიკულ თეთრ პეპელას. მართლა ძლიერად აზიანებს ბუნებას, მაგრამ მერწმუნეტ რომ, სერიოზული ძალა და თანხები იხარჯება მისი განადგურების მიზნით და საგრძნობლად ყოველწლიურად უფრო ნაკლებიდანაკლები გვხვდება. საერტოდ, ძალიან ძნელია სრულად განადგურება რადგან თითო მატლი 300-400 კვერცხამდე დებს და თქვენთვითონ წარმოიდგინეთ რომ ერთი მატლის მოკვლით დაახლოებით 400მავნებელი კვდება. იწამლება პრეპარატი "დეცისით" რომელიც მოსახლეობისთვის საშიში არ არის და ეს წამალი მისხურებული ნაყოფზე ნახევარი საათის შემდეგ არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს (ოღონდ გარეცხვა აუცილებელია). არის სხვა პრეპარატებიც რომლებიც მაგალიტად აღმოსავლეტ საქარტველოში კალიების წინააღმდეგ გამოიყენება რომელიც 10-14დღის მანძილზე ინარჩუნებს შხამს, ვინაიდან იქ მხოლოდ მინდვრებია და მოსახლეობა არ არის, ამიტომ შეიძლება ამ შხამის გამოყენება. ხოლო ამერიკული თეთრი პეპელა გამრავლებულია მოსახლეობაში და ამიტომ შეირჩა მის გასანადგურებლად დეცისი.

 

თეთრი პეპელა ორ თაობად გამოდის, პირველი თაობა ივნისის თვეში იწამლება ხოლო მეორე აგვისტოში. მერწმუნეთ, რომ ჩვენი სამსახური მართლაც ძალიან მობილიზებულია ამ პრობლემასთან დაკავშირებით და ბიჭებიც ნამდვილად თავდაუზოგავად არიან ჩაბმულები ამ საქმეში ადმინისტრაციასთან ერთად, ხელმძღვანელიდან დაწყებული უბრალო თანამშრომლით დამთავრებული ყველა იღებს ამ მავნებლის განადგურებაში მონაწილეობას.

 

შემიძლია ცხელი ხაზის ნომერიც მოგცეთ : 0322 91 91 65

 

 

პ.ს. მე ერთტ რაღაცას ვურჩევ ყველა გურია-სამეგრელო-აჭარის მოსახლეობას, რომ თუ ისინი თავიანთ ეზოში ხეზე შეამჩნევენ ამ მავნებელს და დროულად მოტეხავენ ტოტს და დაწვავენ ბევრად უფრო დიდი შედეგი გვექნება ერთად.

Link to post
Share on other sites
  • Replies 496
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

იმ დღეს ელჩს ვეუბნებოდი და მერე პატრიარქის ქადაგებაშიც იგივე ვნახე დღეს: ყველა ემიგრანტმა(ყოველმა მეორემ მაინც) საკუთარი მამა-პაპისეული კარ-მიდამო რომ ააღორძინოს, მიწიან-ეზოიანად, მაგრად დაგვეტყობა. თ

ყოჩაღ გელა, ძალიან მაგარია.

ბარაქა გელა. ჩემთანაც დაამყნეს კალმით და კაი პირი უჩანსო. მე ჯერ არ მისინჯავს კალმით მყნობა. კვირტით კარგად გამომდის, ასევე ვენახის მწვანედ მყნობა.

Posted Images

ამერიკული თეთრი პეპლის გარდა აღმოსავლეტ საქართველოში აგრეტვე გვხვდება: კუტკალია, იტალიური კალია და ყველაე საშიში ბუნებისთვის და გლეხების ნათესებისთვის მაროკოული კალია, რომელსაც ერთ ღამეში შეუძლია 100ობით ჰექტარი ნათესის განადგურება. ჩვენი სამსახური სწორედ ახლა დაბრუნდა ამ ნათესებიდან და ხვალ დილით მეორე ჯგუფი წავა საქმის გასაგრძელებლად. დიდი შემოტევის და მანქანის მიუდგომლობის შემთხვევაში ჩვენი სამსახური მონიტორინგის ჯგუფის სიგნალის თანავე ჩართავს საქმეში ავიაციას. მერწმუნეთ ეს ყველაფერი მართლაც ასე ხდება და არ არის ჩვენი სამსახურის პიარი.

 

მერწმუნეთ ძალიან დიდი შედეგი აქვს ამ წამლობას მილიარდობით კალიას ხოცავენ ყოველდღიურად ჩვენი ბიჭები. შედეგი ნამდვილად დიდია

Link to post
Share on other sites

 

 

 

პ.ს. მე ერთტ რაღაცას ვურჩევ ყველა გურია-სამეგრელო-აჭარის მოსახლეობას, რომ თუ ისინი თავიანთ ეზოში ხეზე შეამჩნევენ ამ მავნებელს და დროულად მოტეხავენ ტოტს და დაწვავენ ბევრად უფრო დიდი შედეგი გვექნება ერთად.

 

 

პირადად მე რომელ ხეზეც კი შევამჩნევ მაგ მავნებელს, აუცილებლად ვებრძვი შეჭრითა და დაწვით. იმ ტოტებზე სადაც შეჭრა ვერ მოხერხდება მაღალ ჭიგოზე ანთებული ჩირაღდნით ვტრუსავ, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია.

 

ახლა, გაზაფხულზე როგორც კი გაწვიმდება(გვეღირსა გურიაში წვიმა, როგორც იქნა...) სახლში შემოდის ეგ დასაწვავი პეპელა და ნათურის სინათლეზე ტრიალი უყვარს; აქაც მთელი ოჯახი დავდევთ მოსაკლავად_ ესეც ზღვაში წვეთია...

მეტნაკლებად მასიური(როცა ყველა ახდენს შეწამლვას) შეწამლვა ანადგურებს, რასაც სახელმწიფო უნდა ახდენდეს და მადლობა ღმერთს ახდენს კიდეც...

 

პირადად ჩემი ეზო საკუთარი ძალებით 2-3-ჯერ იწამლება, ამას ემატება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული შეწამლვის ღონისძიებები... მიუხედავად ამისა, როგორც წესი, ძალიან მაგრადაა მაინც ზაფხულის ბოლოსათვის მოდებული ხეებზე :karochera:. შარშანდელ წლამდე კივი შეეჭამოს არ შემიმჩნევია, აი შარშან მაგ კულტურასაც ყავდა შესეული.

Link to post
Share on other sites

ჩვენ ჩვეულებრივი სახელმწიფო სამსახური ვართ და ყველა რაიონში გვყავს ჩვენი სპეციალისტები, რომლებიც იგივე ჩვენი თანამშრომლები არიან ოღონდ რეგიონებში და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უბრალოდ გვეხმარება გზების გაკვლევაში,რადგან ჩვენს შესრულებულ სამუშაოს ოფიციალურად ადასტურებს თითოეული სოფლის რწმუნებული. ძალიან კარგს შვებით რომ სადაც კი შეამჩნევთ მაშინვე სპობთ და როგორც ავღნიშნე ერთი მატლის მოკვლით თქვენ დაახლობით 400მატლს კლავთ ასე რომ ეს ზღვაში წვეთი კიარა ძალიან კარგი საქმეა, მე როგორც ვიცი ოზურგეთელი ხართ და მართალია ოზურგეთში მართლა დიდი რაოდენობით არის ამერიკული თეთრი პეპელა. რაც შეეხება ახალ კულტურებზე გადასვლას ეს ჩემის აზრით მუტაციაა მაგრამ ესეც დაძლევადია. კარგი იქნებოდა თქვენსავით გვეხმარეობდეს ყველა რადგან მე პირადად მქონია კამათი მოსახლეობასთან რომელიც მთხოვდა ეზოში შესვლას და მისი ეზოს მოწამვლას და მითხრა ასეთი რაღაც: მე რატომ უნდა მოვტეხო და დავწვა, თქვენი სამსახური აბა რას მიკეთებსო. გამოდის რომ მე მელოდება ის ადამიანი სანამ 300-400 კილომეტრს გავივლი თბილისიდან. თქვენ თქვენი საქციელით მარტო თქვენ ეზოს კიარა თქვენი მეზობლის ეზოსაც შველით, ასე რომ კარგ საქმეს აკეთებთ და თქვენ საქმეს ზღვაში წვეთს, თუ დამიჯერებთ, ნუ დაუძახებთ.

Link to post
Share on other sites

cin300-კეთილი იყვეს თქვენი მობრძანება ჩვენს ფორუმზე. :hi:

 

იქნებ სურათი მაინც დასდოთ მაგ ამერიკული თეთრი პეპელასი, ან მისი ლათინური დასახელება, მერე მოვიძიებ ინფოს ინეტში.

 

ძალიან დავინტერესდი.

Link to post
Share on other sites

აქ საერთოდ არ მინახავს და საიდან მოხვდა საქართველოში ნეტავ.

 

ე.ი. ახმობს ხეხილს და მცენარეებს, ასე გამოდის ხომ?

Link to post
Share on other sites

პირველ რიგში თუთას ეტანება, გურიაში და სამეგრელოში თხილზე არის, ვინაიდან აქ ხალხის ძირითადი შემოსავალი სწორედ თხილისგან მიღებული მოსავალია ამიტომ ტარდება სასწრაფო ღონისძიებები მის წინააღმდეგ. ასევე ლანჩხუთში მინახავს ვენახზეც.

Link to post
Share on other sites

cin300

 

გაუმარჯოს, წელს კახეთში მაგრად დაგვაზარალა რაღაც ჯიშის კალიამ, ალაბთ თქვენი სამსახური ჩამოდიოდა ადგილზე, ჯერ ახმეტაში გაჩნდა მერე დ.წყაროში და ივრის პირებზე. მე რაც ვნახე ძოვდნენ ყველაფერს. მე ამ წამლობის საბოლოო შედეგი არ ვიცი და შენ ხომ არ გაქვს ინფორმაცია ?

Link to post
Share on other sites

შედეგი მართლაც დიდია თუ დამიჯერებთ დღესაც ახალი კოლონა წავიდა მათ დასახოცად,დედოფლისწყაროში არ არის საგანგაშო მდგომარეობა,წნორშია ბევრი და ახმეტაშიც,სიღნაღს რაც შეეხება იმდენი დახოცეს ჩვენმა ბიჭებმა რომ იქაურობა სულ ყარდა რაგაც გარკვეული დროის განმავლობაში იმდელი იყო დახოცილი,მაროკოული კალია ძალიან საშიშია მოსავლისთვის ის 2500 კვერცხს დებს და როცა დადებს,შემდეგ Tვიტონ კვდება,მაგრამ დროულად ხდება წამლობა, როგორც კი სიგნალი მოვა ჩვენები მაშინვე დაიძრებიან თბილისიდან,შუა ღამეც რო იყოს ბიჭებს ტანსაცმლი ჩანთებში სულ მზადააქვთ და პირდაპირ მანქანებში ჯდებიან და აღმოსავლეთისაკენ მიდიან,დამიჯერეთ ძმებო ძალიან შრომატევადი და ძნელი სამუშაოა,მაგრამ სასიამოვნოა ბუნების გადარჩენაში წვლილს რომ იღებ.ძალიან ძლიერი წამალია რითაც კალია იწამლება და ბიჭები სულ რესპირატორებით და სპეც ტანსაცმელით მუშაობენ,თან იქ არ დაგავიწყდეთ რომ გიურზების ბუდეებია სავსე და მაგასაც ცალკე ყურადღება ჭირდება

Link to post
Share on other sites

cin300

 

ეს მაროკოული კალია რარა ჯანდაბაა? :karochera:

 

იქნებ მათი მონაცემებიც განიხილოთ ,რომ ჰქონდეს კაცს წარმოდგენა რასთან აქვს საქმე :scratchchin: ფოტოთი თლად კარგი :yes:

Link to post
Share on other sites

მართლაც რომ ჯანდაბაა დავით,ჯოგურად იცის მსვლელობა და ჯოგურადაც ძოვს და სპოპს მოსავალს,წარმოიდგინე ერთი კალიისაგან რომ 2500 კალია გამოვა რა რაოდენობას მიაღწევს,მაგრამ მაგათი სერიოზული მტრები ვართ და ჯერჯერობით ვიგერიებთ,ხალხი კმაყოპილია ჩვენი ბიჭების მუშაობით და მაგარი სასიამოვნოა როცა სამუშაოზე მიმავალს დაგლოცავს გამვლელი გლეხი.სურათებს დავდებ აუცილებლად,კუტკალია და იტალიური შედარებით საშიში არ არის მოსავლისთვის და აი მაროკოული მართლაც რომ საშიშია მისი რაოდენობის და გამრავლების არეალის გამო.

Link to post
Share on other sites

ხომ არ მოგეპოვებათ ინფორმაცია აზიანებს თუ არა ამერიკული თეთრი პეპელას საწინააღმდეგო პრეპარატი ფუტკარს? :scratchchin:

 

მართალია ჩემს ეზოში არა მყავს ფუტკარი, მაგრამ იქ სადაც მყავს დასმული, ვაპირებ შევწამლო... ერთჯერ შევწამლე... ამ დროს სკა საპირისპირო მხარეს შევაბრუნე, საღამოს პერიოდი შევარჩიე, როცა ფუტკარი ნაკლებად აქტიურია და ა.შ.

 

იქნებ არ აზიანებს და ტყუილად ვაწვალებ ფუტკარსაც და ჩემს თავსაც??? :scratchchin:

 

 

პ.ს. შეწამლვას ვენახის ჩვეულებრივი საწამლავი აპარატით ვახდენ(რა თქმა უნდა დამცავი პირბადე და სათვალე არ მავიწყდება).

Link to post
Share on other sites

დეციზს ინსტრუქციაშიც უწერია რომ არ აზიანებს და პრაკტიკაშიც არავის შემოუჩივლია რომ ავნო ფუტკარსო,მაგრამ ეს საუბარია პრეპარატ დეცისზე რომლითაც ჩვენ ვწამლით.ის დიზელში იხსნება და 1200 გრადუსზე გაცხელებული ნისლით გამოდის აგრეგატიდან,წებოვანია და ფოთოლზე ეწებება და დიდი აქვს ეფექტი,საერთოდ როცა დაინახავთ რომ თვენი ტერიტორია იწამლება ჩვენების მიერ და ჩვენ ყოველთვის ვაფთხილებთ სოფლის რწმუნებულს მის ტერიტორიაზე გადასვლას,მაინც დაიზღვიეთ თავი და გადააფარეთ რამე ფუტკრის სკას,ჭებს დაახურეთ თავი 1 საათის განმავლობაში,ეს პრინციპში წინა დღეს გამგებელმა უნდა გაგაფთხილოდ იმიტომ რომ ეგ მათი ვალია ამ წამლიბის დროს რადგან ჩვენ ტერიტორიების წამლობას მათ გარეშე არ ვიწყებთ.მე არ ვიცი თვენ რითი წამლით თქვენს ეზოს და თუ მეტყვით იმ პრეპარატს რასაც თქვენი სახსრებით აკეთებთ რა სახელწოდებისაა მაშინ მე მასზე შევძლებ ინფორნაციის მოპოვებას ჩვენს მცენარეთა დამცველებთან,ის რითაც ჩვენ ვასხურებთ წამალს ანუ დეცისზს, ის არ არის ფუტკრისთვის საშიში მაგრამ თავის დაზღვევა მაინ კარგი იქნებოდა,მაღაზიებში იყიდება მოსახლეობისათვის სხვადასხვა პრეპარატები და ყველაფერზე მოგვეძებნება პასუხი თუ რა რაზე მოქმედებს უარყოფითად,ასე რომ მომწერეთ იმ პრეპარატის სახელწოდება და მოგწერთ პასუხს ამ პრეპარატის შესახებ

Link to post
Share on other sites

დეციზს ინსტრუქციაშიც უწერია რომ არ აზიანებს და პრაკტიკაშიც არავის შემოუჩივლია რომ ავნო ფუტკარსო,მაგრამ ეს საუბარია პრეპარატ დეცისზე რომლითაც ჩვენ ვწამლით. ის დიზელში იხსნება და 1200 გრადუსზე გაცხელებული ნისლით გამოდის აგრეგატიდან,წებოვანია და ფოთოლზე ეწებება და დიდი აქვს ეფექტი,საერთოდ როცა დაინახავთ რომ თვენი ტერიტორია იწამლება ჩვენების მიერ და ჩვენ ყოველთვის ვაფთხილებთ სოფლის რწმუნებულს მის ტერიტორიაზე გადასვლას,მაინც დაიზღვიეთ თავი და გადააფარეთ რამე ფუტკრის სკას,ჭებს დაახურეთ თავი 1 საათის განმავლობაში,ეს პრინციპში წინა დღეს გამგებელმა უნდა გაგაფთხილოდ იმიტომ რომ ეგ მათი ვალია ამ წამლიბის დროს რადგან ჩვენ ტერიტორიების წამლობას მათ გარეშე არ ვიწყებთ.მე არ ვიცი თვენ რითი წამლით თქვენს ეზოს და თუ მეტყვით იმ პრეპარატს რასაც თქვენი სახსრებით აკეთებთ რა სახელწოდებისაა მაშინ მე მასზე შევძლებ ინფორნაციის მოპოვებას ჩვენს მცენარეთა დამცველებთან,ის რითაც ჩვენ ვასხურებთ წამალს ანუ დეცისზს, ის არ არის ფუტკრისთვის საშიში მაგრამ თავის დაზღვევა მაინ კარგი იქნებოდა,მაღაზიებში იყიდება მოსახლეობისათვის სხვადასხვა პრეპარატები და ყველაფერზე მოგვეძებნება პასუხი თუ რა რაზე მოქმედებს უარყოფითად,ასე რომ მომწერეთ იმ პრეპარატის სახელწოდება და მოგწერთ პასუხს ამ პრეპარატის შესახებ

 

 

დეციზს ვერ ვშოულობ, უფრო სწორად, ვერ ვყიდულობ ვერსად. ამიტომ გამოვიყენებ ხოლმე ბი-58-ს, რომელიც ძალიან ძლიერია(ლურჯი სითხეა და წყალში ვაზავებ შესაბამისი დოზით). შეწამლვიდან 45 დღის განმავლობაში(რაზეც წამალი მოხვდება) არანაირი ხილი ან ბოსტნეული საკვებად!!! ჭამა აკრძალულია!!! ჭაზე და სხვა კომუნიკაციებზე როგორც თქვით ისევე ვაკეთებ_ ბრეზენტით ვხურავ...

 

 

რაც შეეხება ფუტკარს, სწორედ ეგ მაინტერესებდა ნისლის სახით რომ წარმოდგება(დეციზის სახელი დღემდე არ ვიცოდი), ეგ პრეპარატი თუ აზიანებდა...

დღის განმავლობაში სკას ბრეზენტი ან პოლიეთილენი რომ გადააფარო, ეს უფრო გააღიზიანებს მწერს და გარეთ გამოსვლის პროვოცირებას მოახდენს; საფრენები რომ დავუჭედო, ამ დროისათვის გარეთ გამოსულ მწერს სკაში შესვლის საშუალებას ვუსპობ. ამიტომ იქ სადაც ფუტკარი მყავს, მირჩევნია ჩემი ძალებით მოვწამლო:

წინა ღამით დავკეტავ საფრენებს, ხოლო მეორე დილას სკებს გადავხურავ ბრეზენტით და შევწამლავ; დაველოდები წამლის გაშრობას და მერე გავუხსნი საფრენებს_ ეგაა სულ. :hi3:

Link to post
Share on other sites

ესაა ეგ კალია, ნახეთ რას შვება, სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა მართლა უდიდესი საქმე გააკეთა კახეთში, თორემ გადაგვძოვდნენ

 

http://ick.ge/ka/rubrics/economics/10792--photo-video.html

Link to post
Share on other sites

გურულო,ბი-58 საკმაოდ კარგი წამალია და საერთოდ როცა შენს ნაწერს ვკითხულობ საკმაოდ კარგად აკეთებ ყველაფერს და თანაც მთელი წესების დაცვით,რაც შეეხება ჩვენს მიერ შეწამლულ ფართობებს მოსახლეობაში,ჩვენს აგრეგატს ისეთი ძლიერი გაფრქვევა აქვს რომ თუ ცოტა ქარმაც შეუწყო ხელი 200-300 მეტრზე მოქმედებს,მე კიდევ ავღმიშნავ ერთ ამბავს რომ,ჩვენ როცა რომელიმე სოფელს ვწამლავთ მაგ;დვაბზუს ან ნებისმიერ სხვა სოფელს,მაგ შემთხვევაში მის გამგებელს ვატყობინებთ ამ წამლობას და მას ვეუბნებით რომ,მან გააფთხილოს მოსახლეობა ამის შესახებ და როცა ეს ასე ხდება მაშინ თადარიგს დაიჭერს ადამიანი და დაიზღვევს თავს.მე წელს ჩოხატაურის ტერიტორიას დავამუშავებ,შარშან მომიწია ოზურგეთში მუშაობა,ისეთი მასპინძელი მყავდა სასტუმროში რომ აგარ იცოდნენ პატივი როგორ ეცათ,საერთოდ მე სულ ამას ვამბობ რომ ,,გურია ჩემი სულია"

Link to post
Share on other sites

გურულო,ბი-58 საკმაოდ კარგი წამალია და საერთოდ როცა შენს ნაწერს ვკითხულობ საკმაოდ კარგად აკეთებ ყველაფერს და თანაც მთელი წესების დაცვით,რაც შეეხება ჩვენს მიერ შეწამლულ ფართობებს მოსახლეობაში,ჩვენს აგრეგატს ისეთი ძლიერი გაფრქვევა აქვს რომ თუ ცოტა ქარმაც შეუწყო ხელი 200-300 მეტრზე მოქმედებს,მე კიდევ ავღმიშნავ ერთ ამბავს რომ,ჩვენ როცა რომელიმე სოფელს ვწამლავთ მაგ;დვაბზუს ან ნებისმიერ სხვა სოფელს,მაგ შემთხვევაში მის გამგებელს ვატყობინებთ ამ წამლობას და მას ვეუბნებით რომ,მან გააფთხილოს მოსახლეობა ამის შესახებ და როცა ეს ასე ხდება მაშინ თადარიგს დაიჭერს ადამიანი და დაიზღვევს თავს.მე წელს ჩოხატაურის ტერიტორიას დავამუშავებ,შარშან მომიწია ოზურგეთში მუშაობა,ისეთი მასპინძელი მყავდა სასტუმროში რომ აგარ იცოდნენ პატივი როგორ ეცათ,საერთოდ მე სულ ამას ვამბობ რომ ,,გურია ჩემი სულია"

 

 

გაიხარე მეგობარო cin300! სანამ თქვენი სახელი არ ვიცი ნიკით მოგმართავთ.

 

შარშან ოზურგეთში ჩაგიტარებიათ სამუშაოები, დვაბზუსაც ახსენებთ. დარწმუნებული ვარ ჩემი სახლის წინ უეჭველი შეწამლავდით მაგ მოსასპობელ მწერს(სადაც დვაბზუს პატარა ტრაფარეტი დგას იქედან 100 მეტრში ვცხოვრობ გზის პირზევე :hi3: ).

 

ნუ გეწყინებათ, მაგრამ შარშანდელი წამლობის კმაყოფილი არა ვარ და ახლავე მოგახსენებთ რატომაც:

 

როგორც მოგახსენეთ ჩემი ეზოს ჭიშკარი უშუალოდ ცენტრალურ გზას ესაზღვრება(აღმაშენებლის ქუჩის ბოლოა). ჭიშკრიდან დაახლოებით 20 მეტრში ვაშლის ხე დგას, რომელზეც პეპლის ჭუპრები იყვნენ მომრავლებული.

შესაბამისი სამსახურის პიკაპმა აიარ-ჩაიარა, კარგა ბლომად ნისლიც დააყენა ეზოში_ გამიხარდა ეხლა კი ეტირება დედა ამ ტარტაროზებს მეთქი. მატლები არ ჩამოცვივდა; მათი პარალიზება მოხდა(არ გაგეცინოთ ტერმინები ზუსტად არ ვიცი :flirt: ). ასე გაშეშებული იყვნენ დაახლოებით ერთი დღე-ღამე და მერე ისევ დაიწყეს ხვრა!!! :blink:

 

მეორე დღეს ბი-58 მივაშხურე და დაყარა ბატიბუტივით B)

 

 

პ.ს. ალბათ იმ კონკრეტულ შემთხვევაში კონცენტრაცია იყო დაბალი თქო ვიფიქრე :scratchchin:

Link to post
Share on other sites

სახელი დათო მქვია , ცინცაძე ვარ გვარად წარმოშობა ჩოხატაურიდან მაქვს.

 

 

 

კონცენტრაცია არაფერ შუაში არ არის, ეგ კონცენტრატი გათვლილია მოსახლეობის უვნებლობაზე და მატლის მოსაკლავად და ზუსტად იგივე გაზავებით მოხდა შარშანაც რაც იმის წინ წლებში. დამიჯერე ძმაო ეს წამალი მართლაც ყველაზე ეფექტურია მოსახლეობაში წამლობის დროს. ეს არ არის ტოქსიური ბ58თან შედარებით და მოსახლეობაში სადაც შეიძლება ცნობისმოყვარე ბავშვი გამოვიდეს დანადგარის ხმაზე და ეს ბოლიც ჩაყლაპოს დამეთანხმები, რომ სავალალო შედეგებს მივიღებთ თუ გინდ ეზოში გაფენილ სარეცხს მოხვდეს. ამიტომ შეირჩა დეცისი ის არც საქონლისთვის არის საშიში და არც ფრინველისთვის. ბ58მა რათქმაუნდა მეტი ეფექტი მოგცა იმიტომ რომ შენ მასტან პირდაპირი მისხურების საშუალება გქონდა. დეცისს ჯერჯერობიტ შემცვლელი არ აქვს მოსახლეობაში წამლობის მხრივ, თორემ მასზე ბევრად ძლიერი წამლები არსებობს, მაგალითად კალიაზე სადაც გაშლილი მინდვრებია და მოსახლეობა არ არის იქ ზუსტად 5დღის უკან და ეხლაც იწამლება ალპაკით. აი ის არის თუ არის შხამი და ძალიან ეფექტურიც, მაგრამ მას მოსახლეობაში ვერ გამოვიყენებთ. ის შეიძლება გამოვიყენოთ ტრასებზე და აბსოლუტურად სხვა დანადგარით(სკაუტით).

Link to post
Share on other sites

გასაგებია დათო. :hi3:

მადლობა.

 

პ.ს.კიდევ ერთი გურული შემოგვემატა ფორუმზე!!! B) ჩოხატაურის ყოფილ გამგებელს, გია ცინცაძეს ხომ არ იცნობ შემთხვევით?

მე გელა მქვია, თუ წინააღმდეგი არ იქნები შენობით ფორმაზე გადავიდეთ ფორუმში.

Link to post
Share on other sites

რათქმაუნდა ვიცნობ.

 

 

რათქმაუნდა შენობით უნდა ვისაუბროთ და თუ ოზურგეთში მომიწია ჩამოსვლა აუცილებლად გავიცნოთ უნდა ერთმანეთი,მე ძალიან ბევრი საუცხოო ადამიანები გავიცანი ოზურგეთში,შეიძლება საერთო ნაცნობებიც კი გამოდგნენ

Link to post
Share on other sites

რათქმაუნდა ვიცნობ.

 

 

რათქმაუნდა შენობით უნდა ვისაუბროთ და თუ ოზურგეთში მომიწია ჩამოსვლა აუცილებლად გავიცნოთ უნდა ერთმანეთი,მე ძალიან ბევრი საუცხოო ადამიანები გავიცანი ოზურგეთში,შეიძლება საერთო ნაცნობებიც კი გამოდგნენ

 

 

კეთილი ყოს თქვენი გამოჩენა :hi:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...