Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

თევზაობა რუსეთში

 

 

მოგეხსენებათ ყველას რომ რუსეთი თევზაობა-ნადირობის მხრივ საოცნებო ქვეყანაა.მიუხედავათ იმისა რომ ბუნების დამცველი კანონმდებლობა დაუხვეწავია და ბრაკონიერობას გლობალური მასშტაბები აქვს ამ ქვეყანაში,ნადირ-ფრინველი და თევზი ჯერ კიდევ ბლომადაა.უბრალოდ ძალიან დიდია რუსეთი.1994 წლიდან ვარ აქ და ნაღდად მეამაყება რომ რუსეთის უდიდეს მდინარეებზე,ვოლგაზე,დონზე და დნეპრზე ვარ ნათევზავები...

Link to post
Share on other sites
  • Replies 439
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ავიღე ბილეთები. 21 მაისისს დავგაზავთ მე და სანრო ბიჭი გურჯისტანისკენ )) ხვთის მადლით ...

28 მარტს ვიყავი ყინულზე მოსკოვის ფარგლებში მდებარე ტბაზე.დილიდან სარამოს 5 საათამდე 3 ცალი დავიჭირე და ბოლო 10 სარამოზე დაბინდებამდე.250 გრამი წვრილი კოღოს მატლი შევაჭამე და შესაბამისად მოვიდა კიდეც.ა

Posted Images

2010 წლის სექტემბერში ვიყავი ახტუბაზე.ახტუბა მდინარეა ასტრახანის ოლქში,უფრო სწორად ვოლგის განშტოებაა.ვოლგიდან გამოდის და თითქმის 400 კილომეტრის შემდეგ ისევ ვოლგას უერთდება.მისი მიდამოები სავსეა ნადირ ფრინველით და შიგ კი მრავალრიცხოვანი თევზის ჯიში ბინადრობს.ხო და ამ ადგილას მიგვავლინეს რამოდენიმე დღით

 

12901bb54468.jpg

Link to post
Share on other sites

ერთი სიტყვით 22 კილომეტრიან კუნძულზე აღმოვჩნდით რომელზედაც სხვა და სხვა ზომის უამრავი ტბაა.მასზე მოხვედრა მარტო პარომით შეიძლება..

 

241b51334a52.jpg

 

ჩვენი ლოთბანდა

 

768970adbc41.jpg

 

სათევზაო-სამონადირეო ბაზა კუნძულზე

 

64df62f77233.jpg

Link to post
Share on other sites

კუნძული სავსეა ხოხობით და კურდღელით.აგრეთვე მგელი,მელა,ენოტი,იხვი,ბატი,ბეკასები,და რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო და საკუთარი თვალით ვნახე (стрепет)რუსულად.სამწუხაროდ სურათის გადაღება ვერ მოვასწარი..ჩიბისები კი საერთოდ არ გვერიდებოდნენ

 

e75649ced3a5.jpg

Link to post
Share on other sites

ეს კი უშვალოდ ის რისთვისაც მოგვავლინეს ახთუბაზე.ბაზის დირექტორმა თავის დროზე შეიძინა ეს თექნიკა ჩვენ მაღაზიაში.თვითონ არაფერი გაეგება მასში.

 

65c7ef76f3ee.jpg

 

ed5ee6f5792f.jpg

Link to post
Share on other sites

დღე პირველი.კუნძულზე ერთ ერთ ტბაზე.

პირველი თევზი. თევზაობის დროს ტბაზე ორი გედი დაეშვა.ისე არიან მომრავლებულები ასტრახანის ოლქში რომ იმ წელს მათზე ნადირობის გახსნას აპირებდნენ

 

9c14e3dbb4f9.jpg

 

1fe683d51fbe.jpg

 

227457900fa7.jpg

 

7e18e27d1fa6.jpg

Link to post
Share on other sites

დღე მესამე.ისევ ახტუბა.არასდროს მეგონა თუ ქორჭილას ჭერა მომბეზრდებოდა.დილის 6-30 -დან 10-00 მდე 100-ე მეტი დავიჭირე 100 დან 300 გრამამდე.მოდიოდა ყველაფერზე,ჯიგი,ტრიალა,პოპერი,ვობლერი...

 

1c30a643f827.jpg

 

08190d4826e4.jpg

 

3835c18abbb5.jpg

 

551132146731.jpg

 

5ec90945ed6a.jpg

Link to post
Share on other sites

მიუხედავად იმისა რომ ძალიან ცოტა ხანს ვიყავით ახტუბაზე და დიდი თევზები ვერ დავიჭირეთ,ძალიან კმაყოფილი და ნასიამოვნები დავრჩი.ეს ჩემი პირველი შეხვედრა იყო ახტუბასთან

 

f7ea55aa51a0.jpg

Link to post
Share on other sites

მაგრამ ამით ჩვენი მოგზაურობა არ დამთავრებულა.უკან წამოსულებმა ვოლგოგრადის ოლქში დონზე შევიარეთ.

 

447b3912e5e4.jpg

 

5ea367c16300.jpg

Link to post
Share on other sites

ზურაბ ,

 

ამ ფილმს აქ დავდებ წინააღმდეგი თუ არ იქნები.

 

ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია თევზაობაზე რაცაა გადაღებული. თან ქვედა ვოლგაზე.

 

 

შემდეგი სერიებიც ნახეთ.

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

გუშინ დიდებული ხალხი მეწვია მაღაზიაში !!!! ამ ჟამად მოსკოვში არიან მივლინებით და თავისი მოსვლით ძალიან გამახარეს.სამწუხაროდ მე საღამომდე ვმუშაობდი და ვერ მოვახერხეთ კარგი,ჩვენებური ჩაჯდომა :karochera: მაგრამ თვის ბოლომდე აქ არიან და იქნებ მოვახერხოთ რამე :drunk: ისე კი კარგად ვისაუბრედ...მონადირე-მეთევზეს განა სალაპარაკო და მოსაყოლი გამოელევა როდესმე ?? :haha: ისე კი ძალიან მიხარია ვირტუალური მეგობრების რეალში ხილვა !!! :hi:

 

c7a7d4795a57.jpg

 

da53c47eef55.jpg

Link to post
Share on other sites

ვახ ჯიგრებო, დევი/ნაღდად ვიცნობ, ვერ შემეშლება/ და გოჩაა მეორე თუ არ ვცდები, სოჭის ქართული დელეგაციაა.

 

აბა თქვენ იცით, მოახერხეთ და ერთობლივი გასვლა მოაწყვეთ როგორმე.

 

ძალიან გამიხარდა თქვენი ერთად დანახვა. :friends:

 

ზურაბ,იცი შენ,მაგარი რეპორტი გაქვთ დასადები.

Link to post
Share on other sites

გაიხარე ზურა კარგი დღე იყო ნამდვილად. მარა სანამ ჩემთან არ გამოხვალ და ერთი კარგად არ დავილოცებით :drinks: ჩემო იმერელო არაფეი არ გამოვა :D :D / ელჩი ის მეორე თამაზია. გენაცვალეთ ყველას მალე კარგად ჩავუჯდებით და ამბავსაც გაგაგებინებთ :friends:

Link to post
Share on other sites

გენაცვალეთ, მეც გამიხარდა ერთად რო დაგინახეთ, მოეფერეთ ერთმანეთს და ჩვენც რეპორტით გაგვახარეთ, წარმატებები... :friends:

Link to post
Share on other sites

აქ რა ამბები დატრიალებულა!!!გენაცვალეთ ძმებო,კარგი ხალხი შეკრებილხართ და აბა თქვენ იცით გაგვახარეთ ლამაზი რეპორტებით!!! :yes: :yes: :yes:

Link to post
Share on other sites

გუშინ ველაპარაკე ზურაბს და მომახარა ბიჭებმა შემომიარესო. გახარებული იყო.

 

მართლაც სასიამოვნოა!

 

ღმერთმა გაგიმარჯოთ და გაგახაროთ!!!

Link to post
Share on other sites

რა სჯობს უცხოეტში კარგ კაცს რომ შეხვდები საქართველოდან. სხვანაირი გულის აჩუყება იცის. გაგიმარჯოთ ბიჭებო.

Link to post
Share on other sites

დღეს ვიყავი გასული და მაგარი რეზულტატი ვხიე, მიუხედავად იმისა, რომ დაგვეთხლიშა ცა თავზე ქარიან-წვიმიანად, აზრადაც არ მომსვლია სურათების გადაღება, ვიდეოს ვინღა სჩივის.

მეთქი ამათი რეპორტი დამხვდება აქთქო.

 

 

ჯანაბას, მაიტათ მოსკოვის სურათები მაინც მაჩვენეთ, ბჯოოოოოოოოოს. :d030:

Link to post
Share on other sites

მაგარი ხარ ელჩი :d030: :d030: :d030: მოსკოვის სურათებიო :d030: :d030: :d030: :d030: ჯერ ვერ მოვახერხთ გასვლა მარა არაუშავს ყველაფერი წინაა :hi: :hi: :hi:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...