salamandra 65 Posted March 17, 2013 Report Share Posted March 17, 2013 (edited) 2013 წ. პირველი საგაზაფხულო ტურნირი ფიდერით თევზჭერაში! ტურნირის ორგანიზატორი: "საქართველოს ფიდერით სპორტული თევზჭერის ეროვნული ფედერაცია" მხარდაჭერა: საქართველოს მეთევზეთა კლუბი Fisher.ge ტურნირის სახელწოდება: "2013 წლის პირველობა ფიდერით თევზჭერაში" ტურნირის ჩატარების თარიღი: 13 აპრილი ტურნირის ჩატარების ადგილმდებარეობა: კუმისის ტბა ტურნირის სტატუსი: ღია სამოყვარულო შეჯიბრება ფიდერით თევზჭერაში ტურნირის მიზანი: ფიდერით სპორტული თევზჭერის პოპულარიზაცია საქართველოში და ძლიერი სპორტსმენების გამოვლენა პროფესიონალური გუნდების ჩამოყალიბების მიზნით შეჯიბრება სამოყვარულო ხასიათისაა, მაგრამ ჩატარდება სპორტულთან მაქსიმალურად მიახლოვებული წესებით. მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ნებისმიერმა ფიდერით დაინტერესებულმა პირმა. ტურნირი ჩატარდება შემდეგი წესების დაცვით: 1. თევზაობა დაშვებულია მხოლოდ ფიდერის ანკესით, რომელიც აღჭურვილია კენკვის სიგნალიზატორით - ქვივერტიპით. 2. შეჯიბრზე თევზჭერის ზონა დაიყოფა სექტორებად მონაწილეთა რაოდენობის შესაბამისად. 3. თითო სექტორისთვის გამოყოფილი იქნება სანაპირო ზოლის 10 მეტრი. 4. შეჯიბრი წარმოადგენს პირად პირველობას და ამიტომ სექტორში დაიშვება მხოლოდ ერთი მეთევზე. უცხო პირების შესვლა სექტორში შეჯიბრის პერიოდში კატეგორიულად აკრძალულია (მსაჯების გარდა). 5. თევზაობა ნებადართულია მხოლოდ ერთი ანკესით. მეთევზეს აქვს უფლება ჰქონდეს ერთი სათადარიგო ანკესი აწყობილ მდგომარეობაში, რომელიც უნდა იყოს მოთავსებული სექტორის ფარგლებში. 6. დამატებითი აღჭურვილობის და საკვების შეტანა სექტორში ტურნირის მსვლელობის დროს კატეგორიულად აკრძალულია. 7. თევზჭერა ნებადართულია მხოლოდ ერთი ნემსკავით. 8. თევზჭერის დროს დასაშვებია მხოლოდ საერთაშორისო ნორმებით აღიარებული სპორტული ფიდერის მონტაჟი (ამ მონტაჟის სურათს იხილავთ ამ თემაში). 9. დასაკვებად დასაშვებია ნებისმიერი დამატებითი საკვები შეუზღუდავი რაოდენობით. დაკვება უნდა წარმოებდეს მხოლოდ საკვებურით, ხელით და შურდულით დაკვება აკრძალულია. 10. დასაშვებია ნებისმიერი სატყუარა, რომლის წამოცმაც შეიძლება ნემსკავზე. თმიანი მონტაჟი აკრძალულია. 11. დაჭერილი თევზის მოსათავსებლად ნებადართულია მხოლოდ რბილი მასალისგან დამზადებული შესანახი ბადეები. ლითონის ბადეები კატეგორიულად აკრძალულია. 12. აწონვის შემდეგ დაჭერილი თევზი უნდა დაუბრუნდეს მშობლიურ წყალსაცავს. 13. კატეგორიულად აკრძალულია ტურნირში მონაწილეობა არაფხიზელ მდგომარეობაში ან ალკოჰოლური სასმელების მოხმარება ტურნირის მსვლელობის დროს. ზემოაღნიშნული წესების უხეში დარღვევის შემთხვევაში მსაჯთა კოლეგიას უფლება აქვს მოახდინოს მონაწილეს დისკვალიფიკაცია ტურნირიდან და ბათილად სცნოს მისი მონაწილეობის შედეგი ეს განცხადება დაანონსდება ყველა სათევზაო ფორუმზე და ამ ფორუმების წევრები სიაში ჩაეწერებიან საკუთარ ფორუმებზე, მაგრამ მონაწილეთა მთლიანი სია გამოქვეყნდება საქართველოს მეთევზეთა კლუბის ფორუმზე, ამ გვერდზე. ინფორმაციას ტურნირში მონაწილეობის საწევრო გადასახადზე და სხვა საორგანინიზაციო საკითხებზე შეგატყობინებთ რამდენიმე დღეში ამ გვერდზე. Edited March 17, 2013 by salamandra ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted March 17, 2013 Report Share Posted March 17, 2013 ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted March 17, 2013 Author Report Share Posted March 17, 2013 სპორტული უსაფრთხო მონტაჟი: ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted March 17, 2013 Author Report Share Posted March 17, 2013 რეგისტრაცია აქ ხდება http://fisher.ge/index.php?showtopic=1283&st=20&gopid=63887entry63887 ციტირება Link to post Share on other sites
levanika5 0 Posted March 17, 2013 Report Share Posted March 17, 2013 ნელ-ნელა იდგავს ფეხს სპორტული თევზაობა საქართველოში ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted March 17, 2013 Report Share Posted March 17, 2013 ნელ-ნელა იდგავს ფეხს სპორტული თევზაობა საქართველოში იაქტიურე მერე ძმაო ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted March 17, 2013 Report Share Posted March 17, 2013 თუ ხელი არაფერმა არ შემიშალა მივიღებ მონაწილეობას. მშვენიერი ღონისძიებაა. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted March 20, 2013 Author Report Share Posted March 20, 2013 (edited) ძალიან კარგი რომ კლუბის სახელით დათო და არჩილი გამოვა,ნუ რა თქმა უნდა ხელი თუ არაფერმა შეუშალათ.დავით,ქევხოს მივწერე საკვების თაობაზე,მერე შეგეხმიანება.ერთი სიტყვით ისევ წალკის შემადგენლობა ოღონდ სხვა არომატი(არომატიკის შესახებ ქევხომ იცის) Edited March 20, 2013 by salamandra ციტირება Link to post Share on other sites
hakito 2 Posted March 20, 2013 Report Share Posted March 20, 2013 მეც მივიღებ მონაწილეობას,ოღონდ ერთი ისაა რო ტრანსპორტის ამბავში მიჭირს,მანქანა არ მყავს ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted March 20, 2013 Author Report Share Posted March 20, 2013 თბილისამდე რომ ჩამოხვიდე და თბილისიდან რომ ვნახოთ ვინმე ვინც წაგიყვანს და მოგიყვანს? ციტირება Link to post Share on other sites
hakito 2 Posted March 20, 2013 Report Share Posted March 20, 2013 მე თბილისში ვარ ზურა B) ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted March 20, 2013 Author Report Share Posted March 20, 2013 მერე შე დალოცვილო რა პრობლემაა !!!! ბიჭებს შევეხმიანები და მოვაგვარებ ამ საკითხს ! ჩაეწერე აბა ფიშერზე.თუ გინდა მე ჩაგწერ თუ არახარ იქ დარეგილი ციტირება Link to post Share on other sites
hakito 2 Posted March 20, 2013 Report Share Posted March 20, 2013 ხო არ ვარ ზურა და ჩამწერე თუ არ შეწუხდები,ჯოხიც და ბადეც თავისი ყველაფრით გალში მაქ და გამოვაგზავნინებ,17 აპრილს არი ხო? ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted March 20, 2013 Author Report Share Posted March 20, 2013 ორაგული არა ძმა 13-ია ციტირება Link to post Share on other sites
hakito 2 Posted March 20, 2013 Report Share Posted March 20, 2013 გაიხარე ზურა,ყველანაირად ვეცდები,პმში მოგწერე და ნახე ზურა ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted March 20, 2013 Report Share Posted March 20, 2013 (edited) ორაგული ტრანსპორტი იქნება ალბად უზრუნველყოფილი ორგანიზატორების მიერ, ისევე როგორც წალკაში. ფისჰერზე ამ დღეებსჰი დააზუსტებენ ზოგიერთ დეტალს, სადგაც 25-30 ლარს ცჰავრიცხავტ ორგანიზატორების ანგარიშზე ალბად. Edited March 20, 2013 by ქევხო ციტირება Link to post Share on other sites
hakito 2 Posted March 20, 2013 Report Share Posted March 20, 2013 გაიხარე ქევხო,ველი ინფორმაციებს,შარშან დედაჩემს ოპერაცია გაუკეთეთ და მაგიტო ვერ წამოვედი,წელს ყველანაირად ვეცდები ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted March 20, 2013 Author Report Share Posted March 20, 2013 მონაწილეთა სია: 1. ზურაბ ჩაქალოვი (zukako5) - კლუბი Fisher.ge 2. ანდრო სიარგი (ANDRO) - კლუბი Fisher.ge 3. მალხაზ მახარაშვილი (maxo06) - კლუბი Fisher.ge 4. ნიკა ჩლაიძე (nika) - კლუბი Fisher.ge 5. ლევან დვალი (levanika5) - კლუბი Fisher.ge 6. დავით ბროძელი (glaxuna) - კლუბი Fisher.ge 7. გია ჩიტაიშვილი (Kalojero74) - კლუბი Fisher.ge 8. მიშა ხიზანიშვილი (Big fish) - კლუბი Fisher.ge 9. ირაკლი ვარაზი (ვარაზი) - კლუბი Fisher.ge 10. ლევან ჭიტაძე (FISHER LEO) - კლუბი Fisher.ge 11. გიგა ამაშუკელი (giga65) - კლუბი Fisher.ge 12. ალექსანდერ გალაჩი (PaRaDoKs) - კლუბი Fisher.ge 13. იმედა ჩოხელი (obexe) - კლუბი Fisher.ge 14. დათო მორალიშვილი (dmoral) - კლუბი club-monadire.ge 15. მირიან ბეჟიტაძე (mirian) – კლუბი Fisher.ge 16. ლევან ნიაური (LEVA) - კლუბი Fisher.ge 17. ირაკლინი ნიკოლაიშვილი ( nikola85 ) - კლუბი Fisher.ge 18. ოთარ ჩოდრიშვილი (o.cho) - კლუბი Fisher.ge 19. იოსებ დალაქიშვილი (RANGER64) - კლუბი Fisher.ge 20. გიგა ბაინდურაშვილი (giga_bai) - კლუბი Fisher.ge 21. არტურ ვართარეზოვი (artnightman) - კლუბი Fisher.ge 22. დათო ფიჩხაია (davidpi68) – კლუბი Fisher.ge 23. ზაალ ფანჩულიძე (zakuna) – კლუბი Fisher.ge 24. გიორგი მარღანია (gmargania) - კლუბი Fisher.ge 25. ილია ბერძენიშვილი (ილარიონა) - კლუბი Ochpintre.ge 26. გიორგი მეტრეველი (ჭალიმგელა) - კლუბი Ochopintre.ge 27. ნუკრი მახარაშვილი (ნუკრი MAX) - კლუბი Ochopintre.ge 28. მიხეილ ხიდირბეგიშვილი 29. ბექა ბაშინურიძე (Beka Bashi) - კლუბი Fisher.ge 30. დავით მარინაშვილი (Mr.David) - კლუბი Fisher.ge 31. თემურ ჯიჯელავა (თემო) - კლუბი Fisher.ge 32. გიგა გაბრიაძე (GigaG) - კლუბი Fisher.ge 33. ბესო კაკულია (sioneli) - კლუბი Fisher.ge 34. ზაზა ხუციშვილი (doctora) – კლუბი Fisher.ge 35. გიორგი ებანოიძე (Eba) – კლუბი Fisher.ge 36. გიორგი კოპალიანი (Kopala) – კლუბი Fisher.ge 37. არჩილ ქევხიშვილი (qevxo) club-monadire.ge 38. პაატა ქობალია (ორაგული) club-monadire.ge 39. გელა ბედიანაშვილი (jela)- კლუბი Fisher.ge კიდევაა ხალხი სართო სიაში ჩასაწერი და ამ სიას ხირიმიდანაც დაემატებიან ციტირება Link to post Share on other sites
hakito 2 Posted March 20, 2013 Report Share Posted March 20, 2013 გაიხარე ზურა,სპასიბა ბალშოე ციტირება Link to post Share on other sites
hakito 2 Posted March 20, 2013 Report Share Posted March 20, 2013 ზურა შენც ხომ ჩამოდიხარ?თუ ვერ ახერხებ? ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted March 20, 2013 Author Report Share Posted March 20, 2013 ზურა შენც ხომ ჩამოდიხარ?თუ ვერ ახერხებ? ეეეხხხ !!!! ჯერ ჯერობით არ ვიცი ! ციტირება Link to post Share on other sites
hakito 2 Posted March 20, 2013 Report Share Posted March 20, 2013 ღმერთმა ხელი მოგიმართოს ზური,ვიცი რო მთელი სულით და გულით გინდა B) ციტირება Link to post Share on other sites
maxo06 6 Posted March 21, 2013 Report Share Posted March 21, 2013 (edited) გამარჯობათ ბიჭებო,კარგია რომ აქაც მზადებაა სატურნიროდ .გადასახდელი თანხა სადღაც 25 ლარი იქნება,ანგარიშის ნომერი მალე დაიდება,რაც შეეხება ტრანსპორტს---ისიც აუცილებლად იქნება-- თბილისაიდან გავა,შეკრების დრო და ადგილიც შემდგომში დაიდება. Edited March 21, 2013 by maxo06 ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted March 21, 2013 Author Report Share Posted March 21, 2013 გამარჯობათ ბიჭებო,კარგია რომ აქაც მზადებაა სატურნიროდ .გადასახდელი თანხა სადღაც 25 ლარი იქნება,ანგარიშის ნომერი მალე დაიდება,რაც შეეხება ტრანსპორტს---ისიც აუცილებლად იქნება-- თბილისაიდან გავა,შეკრების დრო და ადგილიც შემდგომში დაიდება. ძალიან კარგია მახო,გაიხარე !!! ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted March 21, 2013 Report Share Posted March 21, 2013 მადლობა მალხაზ! ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.