Jump to content
Club-Monadire.Ge

kopala72

წევრი
  • Content Count

    424
  • Joined

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    21

kopala72 last won the day on October 10 2023

kopala72 had the most liked content!

Community Reputation

67 Excellent

About kopala72

  • Rank
    კლუბის წევრი
  • დაბ. დღე 11/22/1972

პროფილის ინფორმაცია

  • სქესი
    კაცი
  • ადგილი:
    თბილისი

პროფილის სტუმრები

1.833 profile views
  1. სამაგიეროდ წითელ გორაკებზე(კრასნაგორკაში),სართიჭალაში შესანიშნავად იყო მწყერიც და ღალღაც,ასეთი კარგი ნადირობები ბოლო რამოდენიმე წელია არ მქონია,ყოველ გასვლაზე ხელცარიელი არ ვბრუნდებოდით,თან საკმაოდ ბევრჯერ ვიყავი,ამ ბოლო პერიოდამდე სულ იყო ფრინველი,ერთი კვირაა მე აღარ გავსულვარ,მაგრამ მეგობრები მშვენივრად ერთობოდნენ ისევ. ამ დროს კახეთში ასეთი პატარა ჩოჩრები,თან აუარება,მე არ მახსოვს.ორი დღის წინაც ნახეს ბიჭებმა,
  2. მოგესალმებით, წელს სეზონი 26 აგვისტოს გავხსენით,დაველოდეთ მაღალ ზონაში გახსნას,ტრადიციულად წალკის მუნიციპალიტეტში, მწყერი მეტნაკლებად იყო მაგრამ,როგორც ყველგან,აქაც ბევრი ჩოჩორი იყო. როგორც ყოველთვის სეზონის გახსნის აღნიშვნა ტრადიციულად.
  3. მოგესალმებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე ოფიციალურად გამოქვეყნდა გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნის ვადები. ნადირობის სეზონი 2023 წლის აგვისტოს მესამე შაბათს გაიხსნება ნადირობის სეზონი ,,ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ბრძანების (N95 27/12/2013 წ.) შესაბამისად, 2023 წლის 19 აგვისტოს გაიხსნება. ნადირობის სეზონზე დაშვებული
  4. აქამდე კონდახების სამი ტიპი ვიცოდი: 1) ინგლისური ანუ სწორყელიანი; 2) პისტოლეტური (დამბაჩისებური); 3) ნახევრადპისტოლეტური (ნახევრადდამბაჩისებური). დღეს youtube-ზე ასეთ კონდახს წავაწყდი,საინტერესოა ქარხნულია თუ მერე გაკეთებულია, წესით რომელ ტიპს მიეკუთვნება? რას იტყვით?
  5. რა გემრიელობებია ვახო,თან ლუდთან. პ.ს.ყურადღება ერთ ფოტოში პურმა მიიქცია,რა ჰაეროვანი ჩანს,არ გავს ჩვენთან რომ იყიდება ზოგიერთი საცხობის პურს?
  6. https://xn--b1agjltkq.xn--p1ai/vse-puli მსხვილი ტყვიის შესახებ ინფორმაცია, საკმაოდ ბევრი კარგი რამე გავიგე.იმედია გახსნის თუ არ გაიხსნას ეს დააკოპირეთ და გახსნის всепули
  7. სამოქალაქო (ხელის) ცეცხლსასროლი იარაღის და ტყვიაწამლის გამოცდის საერთაშორისო მუდმივმოქმედი კომისია, C.I.P-(Commission internationale permanente pour l'épreuve des armes à feu portatives) https://bobp.cip-bobp.org/en/tdcc_public?page=1&cartridge_type_id=7 აქ მოცემულია ვაზნების ზომის მოხედვით, გასროლისას მათში წარმოშობილი წნევების მაჩვენებლები. (რა კალიბრებია 4; 8; 10; ამათზე გამიგია. 14-ც კი ყოფილა) https://www.rc-cartridges.com/home_page-78.html ეს RC-ს ვაზნების საიტი. https://www.eleyhawkltd.com/game-loads ეს კიდევ ELEY-ს ვაზნების საიტი, მ
  8. ესეც ერთი მორიგი გასეირნება სართიჭალაში,საღამოს
  9. კი კარგი კარჩხანები იცის,თან გემრიელია მაგარი,ერთ-ერთ წასვლაზე ბლომად დავიჭირეთ,ამაზე ბევრად მეტი,მაგრამ სულ კარჩხანა,თან კარგი ზომები. ხრამული მოდის ლევანი,აქაც ჩანს რამოდენიმე ცალი,მაგრამ იშვიათად,ყოველ შემთხვევაში ჩვენ ძირითადად კარასს ვიჭერდით.
  10. https://www.baschieri-pellagri.com/en/catalogo/cartucce+da+caccia/mb/1/index.aspx გელა აი ბაშიერის ვაზნებზე ინფო MB DUAL POWER ეს ნახე ჩამონათვალში და სრული ინფოა 7+4 და 6+3-ზე
  11. გასულ წელს რამდენადაც ნადირობის სეზონი ჩამივარდა,იმდენად თევზაობით ავინაზღაურე. პანდემიის შემდეგ რატომღაც აზერბაიჯანმა სახმელეთო საზღვარი ფეხით და მსუბუქი ავტომობილით მოსიარულეთათვის დღემდე არ გახსნა,ამიტომაც წალკას ვსტუმრობდით და არც თუ უშედეგოდ,ივნის ივლისში სერიოზულად მოდიოდა კარჩხანა,აქაიქ ხრამულიც,ჩვენც მეტი რა გვინდოდა და ხშირად ვსტუმრობდით წალკას,თან არც თუ უშედეგოდ.
  12. ამ სანადირო სეზონზე შეიძლება ითქვას თითქმის არ მქონია გასვლები(გარკვეული მიზეზების გამო),თუ არ ჩავთვლით გახსნას და ოქტომბრის ბოლოს გასვლას სამხრეთით,თრიალეთის ქედზე,გუჯარეთისკენ. მართალია სანადირო ობიექტი ბევრი არაფერი შეგვხვედრია,მაგრამ ბუნება იყო ულამაზესი.
  13. 2022-2023 წლის ნადირობის სეზონი ტრადიციისამებრ წალკაში გავხსენით,მართალია მოგვიანებით ვდებ რეპორტს,მაგრამ სულ არაფერს ხომ ჯობია?🥰, ჩვეულებისამებრ შევიკრიბეთ პარასკევს,ჩავალაგეთ ბარგი მანქანებში,და გავუყევით წალკის გზას,დავბანაკდით,და მოვემზადეთ წინა სასეზონო ღონისძიებისთვის(უმაგისოდ არ გამოდის 😉),ვინ ცეცხლი დაანთო,ვინ სამწვადე შამფურებზე ააგო,ვინ სუფრას აწყობდა,მოვრჩით სამზადისს, მოსაღამოვდა და გახურდა ქეიფი. თან მომავალი მონადირეებიც გვახლდნენ,მეგობრის შვილები,ერთერთი იუბილარიც იყო თან და სიურპრიზიც მოვუწყეთ. მინდა გითხრათ, რომ შესანიშნავი საღამო იყო. 5.mp4 6.mp4
  14. განცხადებები ნადირობის სეზონი 2022 წლის აგვისტოს მეოთხე შაბათს გაიხსნება ნადირობის სეზონი ,,ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ბრძანების (N95 27/12/2013წ.) შესაბამისად, 2022 წლის აგვისტოს მეოთხე შაბათს გაიხსნება. პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია: • ნადირობამდე გადაიხადოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
×
×
  • Create New...