Club-Monadire.Ge: ლეკვის აღზრდა - Club-Monadire.Ge

Jump to content

  • 12 გვერდი +
  • 1
  • 2
  • 3
  • ბოლო »
  • თემის გახსნა შეზღუდულია
  • გამოხმაურება შეზღუდულია

ლეკვის აღზრდა აღზრდა,მოვლა,კვება და სხვა მასთან დაკავშირებული საკითხები.

#1 მომხმარებელი გასულია   დავითი        Go to the top of the page

  • Advanced Member
  • პიპპიპპიპ
  • ციტირება
  • ჯგუფი: წევრი
  • წერილები: 1913
  • დაგვემატა: 20-January 12
  • ასაკი:39

დაწერილია 23 January 2012 - 04:00

მონადირე ლეკვის გაზრდა.

ძაღლის ორგანიზმში მუდმივად მიმდინარეობს რთული ქიმიური და ბიოლოგიური პროცესები, რის შედე იხარჯება ზოგიერთი ნივთიერებების საკმაო რაოდენობა, რომლებიც გამიზნულია სხეულის ტემპერატურის შესანარჩუნებლად, ახალი უჯრედების წარმოსაქმნელად, ნერწყვის და კუჭის წვენის გამოსამუშავებლად, და სხვა. ამიტომ, ძაღლის ორგანიზმმა ეს დანახარჯები უნდა შეავსოს ყოველდღიურად, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, მინერალური მარილების, ვიტამინების და წყლის საკმაო ოდენობის მიღების გზით. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ძაღლის კვების რეჟიმის საკითხს, ვინაიდან კვების რეჟიმის დარღვევას და აგრეთვე უხარისხო პროდუქტებით კვებას შეიძლევა მოჰყვეს ორგანიზმის საერთო დასუსტება და საბოლოო ჯამში ძაღლის დაავადება. ასევე უარყოფითად შეიძლება ჩაითვალოს გადამეტებული კვებაც, რა დროსაც ძაღლი სუქთება, მოთენთილი ხდება, ნაკლებად მოძრავია და იძენს სხვადასხვა დაავადებისაკენ მიდრეკილებას. როგორც წესი ძაღლი უნდა გამოვკვებოთ ყოველდღიურად, განსაზღვრულ დროს, საკმაო და ხარისხიანი საკვებით. კვების სწორ ორგანიზაციაზე მიუთითებს ძაღლის გარეგნული შეხედულება და ქცევა, იგი მხიარულადაა, მოძრავია და სიამოვნებით ასრულებს პატრონის მოთხოვნებს.
დღეს-დღეობით ზოო-მაღაზიებში დიდი ასორტიმენტით მოგვეწოდება ძაღლის კვება. სხვადასხვა ქვეყნის მიერ მოწოდებული მშრალი საკვები, კონსერვები, ჟელეს სახით, ვიტამინიზირებული ტექნოლოგების მიერ დახვეწილი ხარისხიანი, თუმცა არსებობს მოსაზრება ამ საკვების საწინააღმდეგოდ. მე თავს შევიკავებ რეკომენდაციისგან, რადგანაც ეს საკითხი დღეს-დღეობით სადისკუსიო საკითხია და ბევრი სპეციალისტი მუშაობს ამ საკითხთან დაკავშირებით. მე მაინც შემოგთავაზებთ ეკოლოგიურად სუფთა საჭირო პროდუქტებს: ძაღლის ძირითად საკვებს პროდუქტებს მიეკუთვნება: ხორცი, ცხიმი (მცირე რაოდენობით), ბურღული, კარტოფილი, ბოსტნეული და მარილი. გარდა აღნიშნულისა, ძაღლის კვების რაციონში შეიძლება ჩავრთოთ: თევზი, პური, ხაჭო, მაწონი, უმარილო ყველი, ნადუღი და სხვა.

ხორცი მდიდიარია ცილებით და ცხიმებით, მას კარგად ითვისებს ძაღლის ორგანიზმი, ძირითადად გამოიყენება საქონლის, ქათმის ხორცი. თევზის ქონი, როგორც ვიტამინის წყარო გამოიყენება ლეკვების და მოზარდი ძაღლების გამოსაკვებად.

ბურღულებიდან უნდა ვიხმაროთ: ქერი, ჰერკულესი, მუხუდო, წიწიბურა, ბრინჯი.

სასურველია ძაღლის ყოველდღიურ საკვებ რაციონში შევიტანოთ კარტოფილი და ბოსტნეული: კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო, რომლებიც ნახშირწყლების და ვიტამინების ძირითად წყაროს წარმოადგენენ.

უნდა გვახსოვდეს, რომ ძაღლის საკვები ზომიერად უნდა იყოს შეზავებული სუფრის მარილის საკმაო რაოდენობით. დიდი ოდენობით მარილის გამოყენება არ არის სასურველი. ძაღლის კვების ძირითადი მოთხოვნაა, რომ ყველა პროდუქტი იყოს ხარისხიანი და ახალი.

ლეკვები უნდა ვკვებოთ განსკაუთრებულათ: 4-5-ჯერადად.
1 კვება – ჰერკულესი რძით. (ნაკლებ ცხიმიანუ რძე) და ვაშლის პიურე.
2 კვება – ხორცის მოხარშული ფარში, წიწიბურას ფაფა და დამატებით კალციუმისა და ვიტამინების შეჯერება.
3 კვება – ბურღულეული რძით და სამი სუფრის კოვზი უცხიმო ხაჭო, ერთი ჩაის კოვზი თაფლი.
4 კვება – მოხარშული ქათმის ხორცი დაქუცმაცებული და ბრინჯის ფაფა.

2 თვემდე ასაკის ლეკვს დღეში 4-5 ჯერ აჭმევენ ყოველ სამ საათში ერთხელ.
2–დან 4 თვემდე ლეკვს დღეში 5–ჯერ ყოველ 4 სააში.
4–დან 6 თვემდე ლეკვს დღეში 4–ჯერ ყოველ 5 სააში.
6–დან 9 თვემდე ლეკვს დღეში 3–ჯერ ყოველ 6 სააში.
გაზრდილ ძაღლებს კი დღეში 1–2ჯერ ჭირდებათ ჭამა ეს დამოკიდებულია მათ მადაზე.





--------------------------------------------------------------------------------

#2 მომხმარებელი გასულია   duta        Go to the top of the page

  • კლუბის წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ციტირება
  • ჯგუფი: წევრი
  • წერილები: 1618
  • დაგვემატა: 20-January 12
  • ასაკი:21
  • ადგილი:batumi- tbilisi

დაწერილია 06 February 2013 - 20:40

ლეკვის აღზრდა

კარგი იქნება თუ ამ საკითხში გამოცდილი ხალხი, ამ თემაში გაგვიზიარებთ თქვენს გამოცდილებას.
გვასწავლით თუ როგორ ავღზარდოთ სწორად ჩვენი პატარა ოთხფეხა მეგობრები,
როგორ გავწვრთნათ და დავგეშოდ , როგორ გადავაჩვიოთ მავნე ჩვევებს და ა.შ
ჩემი აზრით ეს თემა საინტერესო იქნება მათთვის ( მათშორის ჩემთვისაც) ვინც ახლახან აიყვანა ლეკვი და უჩნდება ბევრი კითხვა მის გაზრდასთან დაკავშირებით ;)

#3 მომხმარებელი გასულია   duta        Go to the top of the page

  • კლუბის წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ციტირება
  • ჯგუფი: წევრი
  • წერილები: 1618
  • დაგვემატა: 20-January 12
  • ასაკი:21
  • ადგილი:batumi- tbilisi

დაწერილია 07 February 2013 - 20:03

თქვენი რჩევა მჭირდებაა :)
ჩემი ლეკვი მიეჩვია ლოგინზე ამოსვლას, ბოლო სამი დღეა რო ვიღვიძებ ფეხებში მხვდება მოწოლილი :)
გუშინ მაგის გამო კი მოხვდა პატარაზე ერთ ადგილს და წავიდა თავის ბუნაგში მარა დილას ისევ დამხვდა ლოგინზე ამოსული :karochera:
რავქნა დღესაც ჯოხით დავიძინოო ??? :haha:

#4 მომხმარებელი გასულია   Gurulo        Go to the top of the page

  • კლუბის წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ციტირება
  • ჯგუფი: ადმინი
  • წერილები: 2748
  • დაგვემატა: 21-January 12
  • ასაკი:44
  • ადგილი:ოზურგეთი

დაწერილია 08 February 2013 - 09:57

გამოხმაურების ნახვაduta, დრო 07 February 2013 - 20:03, თქვა:

თქვენი რჩევა მჭირდებაა :)

რავქნა დღესაც ჯოხით დავიძინოო ??? :haha:



ჯოხით დაძინებას ჯობია მეუღლესთან ერთად დაიძინო... დროა იფიქრო ოჯახზე და მერე... ლეკვი ვეღარ მობედავს საწოლთან :alfons:
გეიხარე_გამახარე,
მოვკვდე_მიწა დამაყარე.

#5 მომხმარებელი გასულია   იეტი        Go to the top of the page

  • Advanced Member
  • პიპპიპპიპ
  • ციტირება
  • ჯგუფი: წევრი
  • წერილები: 1207
  • დაგვემატა: 20-January 12
  • ასაკი:35
  • ადგილი:თბილისი

დაწერილია 08 February 2013 - 12:01

გამოხმაურების ნახვაduta, დრო 07 February 2013 - 20:03, თქვა:

თქვენი რჩევა მჭირდებაა :)
ჩემი ლეკვი მიეჩვია ლოგინზე ამოსვლას, ბოლო სამი დღეა რო ვიღვიძებ ფეხებში მხვდება მოწოლილი :)
გუშინ მაგის გამო კი მოხვდა პატარაზე ერთ ადგილს და წავიდა თავის ბუნაგში მარა დილას ისევ დამხვდა ლოგინზე ამოსული :karochera:
რავქნა დღესაც ჯოხით დავიძინოო ??? :haha:


მე არ ვამართლებ ლეკვის საწოლ ოთახში თბილად ყოფნას.
2 თვის იყო რომ მოვიყვანე და ეგრევე აივანზე გავსხი. იწუწუნა მაგრამ შეეგეუა სიცივესაც და მარტო ძილსაც.
თუ ადგილის პრობლემაა, თოკით დააბი ისე რომ ლოგინამდე ვერ მოაღწიოს.
როგორ მოხვდი მანდა ??

#6 მომხმარებელი გასულია   duta        Go to the top of the page

  • კლუბის წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ციტირება
  • ჯგუფი: წევრი
  • წერილები: 1618
  • დაგვემატა: 20-January 12
  • ასაკი:21
  • ადგილი:batumi- tbilisi

დაწერილია 08 February 2013 - 13:19

გამოხმაურების ნახვაGurulo იძახის:

ჯობია მეუღლესთან ერთად დაიძინო... დროა იფიქრო ოჯახზე


:haha: :haha: :haha: ცოლამდე პაწა შორია გელა , ჯერ კარიერა კარიერაა :old: :haha: :haha: ;)

გამოხმაურების ნახვაიეტი იძახის:


თუ ადგილის პრობლემაა, თოკით დააბი ისე რომ ლოგინამდე ვერ მოაღწიოს.


არა ადგილის პრობლემა არ მაქ დღისით მეც აივანზე მყავს, ღამე შემომყავს იმიტო რო წუწუნებს და საშუნლად ყეფს , მეზობლების მერიდება და მაგიტო შემომყავს ოთახში :karochera:

#7 მომხმარებელი გასულია   თორნიკე.        Go to the top of the page

  • Advanced Member
  • პიპპიპპიპ
  • ციტირება
  • ჯგუფი: წევრი
  • წერილები: 188
  • დაგვემატა: 07-February 13
  • ასაკი:24
  • ადგილი:Tbilisi

დაწერილია 08 February 2013 - 23:16

გამარჯობათ. კარგი თემა გაგიხსნიათ და დზალიან საჭირო ჩემთვისაც. ერთი თვის და სამი კვირის კურცჰაარი მყავს, პირველად ვზრდი ლეკვს და ცოტა არ იყოს მეშინია რამე შეცდომა არ მომივიდეს ისეთი რასაც მერე ვეგარ გამოვასწორებ ას რომ დზალიან გამიხარდება ამ თემაში თუ დაიწერება ამ საკითხში გამოცდილი ადამიანების რჩევები. კონკრეტილად ამ ეტაპზე დუტამ რაც დაწერა ეგ პრობლემა მეც მაქვს ჩემი საწოლზე ვერ ამოდის მაგრამ გამე დროდა დრო თათებს შემოალაგებს საწოლზე და ამოსვლა უნდა ხოლმე მარტოც ვერ ვთოვებ ოთახში ერთ ამბავს ტეხს ყეფს და წკმუტუნებს და მეზობლების მერიდება მეც

#8 მომხმარებელი გასულია   JABA        Go to the top of the page

  • კლუბის წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ციტირება
  • ჯგუფი: ადმინი
  • წერილები: 3333
  • დაგვემატა: 21-January 12
  • ასაკი:31
  • ადგილი:tbilisi

დაწერილია 09 February 2013 - 11:19

ფაქტზე როცა დაიჭერთ მაშინ დასაჯეთ ლეკვი რომ მიხვდეს რისი გულისთვის დაისაჯა.დუტა ერთო ორი ღამის გათენება მოგიწევს ძმაო :alfons:.ისე არ გამოვა შენ გეძინოს და ლეკვი თავისით გადაეჩვიოს.უნდა დაუყარაულდე ამოსვლას რომ დააპირებს მისცხე

#9 მომხმარებელი გასულია   duta        Go to the top of the page

  • კლუბის წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ციტირება
  • ჯგუფი: წევრი
  • წერილები: 1618
  • დაგვემატა: 20-January 12
  • ასაკი:21
  • ადგილი:batumi- tbilisi

დაწერილია 09 February 2013 - 14:11

jaba

გასაგებია ჯაბა , დავიდგავ ერთ ლიტრა ყავას და დილამდე დავჯდები თვალებ დაჭყეტილიი :d030:

#10 მომხმარებელი გასულია   თორნიკე რეხვიაშვილი        Go to the top of the page

  • Advanced Member
  • პიპპიპპიპ
  • ციტირება
  • ჯგუფი: წევრი
  • წერილები: 2398
  • დაგვემატა: 01-June 12
  • ასაკი:27
  • ადგილი:tbilisi

დაწერილია 09 February 2013 - 14:48

მე რომ ავიყვანე ლეკვი, ასე მითხრეს შენი ნაცვამი რამე ჯემპრისმაგვარი დაუფინეო რომ სუნი ქონდეს შენიო და ზედ დაიძინებსო, მაგრამ დღემდე ფეხებზე მაწევს :d030: ზაფხულში რომ ცხელოდა ლინენიუმზე იწვა გრილად. უწესრიგო ძაღლი მყავს, პატრონს გავს, მეც ძალიან უწესრიგო ვარ.

დუტა შენ კი თუ მოინდომებ ყველაფერს მიაჩვევ, უბრალოდ ცოტა დროა საჭიორო და როგორც ჯაბამ გითხრა ფხიზელი თვალი. ;)
კლდემ დაუძახა კლდესაო,
მონადირეა ჩვენსაო,
ბებერი ვაცი ვაჩუქოთ,
თორემ წაგვართმევს ჯელსაო!

#11 მომხმარებელი გასულია   duta        Go to the top of the page

  • კლუბის წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ციტირება
  • ჯგუფი: წევრი
  • წერილები: 1618
  • დაგვემატა: 20-January 12
  • ასაკი:21
  • ადგილი:batumi- tbilisi

დაწერილია 15 February 2013 - 12:40

ჩემი ლეკვი მალე 3 თვის ხდება, დღისით აივანზე მყავს და ღამით შემომყავს ოთახში. მაინტერესებს თუ შეიძლება რომ უკვე ღამითაც აივანზე დავტოვო და მივაჩვიო იქ ძილს თუ პატარაა ჯერ მაგისთვის ? :)

#12 მომხმარებელი გასულია   Gurulo        Go to the top of the page

  • კლუბის წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ციტირება
  • ჯგუფი: ადმინი
  • წერილები: 2748
  • დაგვემატა: 21-January 12
  • ასაკი:44
  • ადგილი:ოზურგეთი

დაწერილია 15 February 2013 - 13:07

გამოხმაურების ნახვაduta, დრო 15 February 2013 - 12:40, თქვა:

ჩემი ლეკვი მალე 3 თვის ხდება, დღისით აივანზე მყავს და ღამით შემომყავს ოთახში. მაინტერესებს თუ შეიძლება რომ უკვე ღამითაც აივანზე დავტოვო და მივაჩვიო იქ ძილს თუ პატარაა ჯერ მაგისთვის ? :)



დუტა პირადად მე მეორე აცრა რომ გავუკეთე ლეკვს ჭირზე, მესამე დღეს გარეთ გავსვი და მშვენივრად აიტანა სიცივე(ნოემბრის ბოლო იყო):alfons:
გეიხარე_გამახარე,
მოვკვდე_მიწა დამაყარე.

#13 მომხმარებელი გასულია   თორნიკე.        Go to the top of the page

  • Advanced Member
  • პიპპიპპიპ
  • ციტირება
  • ჯგუფი: წევრი
  • წერილები: 188
  • დაგვემატა: 07-February 13
  • ასაკი:24
  • ადგილი:Tbilisi

დაწერილია 16 February 2013 - 20:35

ჩემი ლეკვი კედლის კუტხეს გრნის ან თათებით გამოფხოჭნის და გაჯის ნაფხვენებს ჭამს ხოლმე რა მოვუხერხო აგარ ვიცი :)

#14 მომხმარებელი გასულია   JABA        Go to the top of the page

  • კლუბის წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ციტირება
  • ჯგუფი: ადმინი
  • წერილები: 3333
  • დაგვემატა: 21-January 12
  • ასაკი:31
  • ადგილი:tbilisi

დაწერილია 17 February 2013 - 10:46

გამოხმაურების ნახვათორნიკე., დრო 16 February 2013 - 20:35, თქვა:

ჩემი ლეკვი კედლის კუტხეს გრნის ან თათებით გამოფხოჭნის და გაჯის ნაფხვენებს ჭამს ხოლმე რა მოვუხერხო აგარ ვიცი :)

ეგ ვეტერინარის კონსულტაციაში დასასმელი კითხვაა. :alfons:
გაჯს ჭამს??

#15 მომხმარებელი გასულია   duta        Go to the top of the page

  • კლუბის წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ციტირება
  • ჯგუფი: წევრი
  • წერილები: 1618
  • დაგვემატა: 20-January 12
  • ასაკი:21
  • ადგილი:batumi- tbilisi

დაწერილია 17 February 2013 - 14:54

დღეს პირველად გავიყვანე ჩემი ლეკვი გარეთ, ყველაფერს სუნავს სულ რაღაცას ეძებს, პირში იყრის ყველაფერს სიგარეტის ბიჩოკი და ქაღალდი არ დატოვა გარეთ ყველაფერი ახვეტა :karochera: ყოველ 10 მეტრში ვაჩერებდი და პირიდან ხან რას ვაცლიდი ხან რას :karochera:

#16 მომხმარებელი გასულია   GuRo...        Go to the top of the page

  • Advanced Member
  • პიპპიპპიპ
  • ციტირება
  • ჯგუფი: წევრი
  • წერილები: 792
  • დაგვემატა: 20-January 12
  • ასაკი:21
  • ადგილი:თბილისი

დაწერილია 17 February 2013 - 15:25

გამოხმაურების ნახვაduta, დრო 17 February 2013 - 14:54, თქვა:

დღეს პირველად გავიყვანე ჩემი ლეკვი გარეთ, ყველაფერს სუნავს სულ რაღაცას ეძებს, პირში იყრის ყველაფერს სიგარეტის ბიჩოკი და ქაღალდი არ დატოვა გარეთ ყველაფერი ახვეტა :karochera: ყოველ 10 მეტრში ვაჩერებდი და პირიდან ხან რას ვაცლიდი ხან რას :karochera:


:e025: :e025: :e025: :haha: გაუბრაზდი დუტა და გადაეჩვევა ... :dato:

#17 მომხმარებელი გასულია   JABA        Go to the top of the page

  • კლუბის წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ციტირება
  • ჯგუფი: ადმინი
  • წერილები: 3333
  • დაგვემატა: 21-January 12
  • ასაკი:31
  • ადგილი:tbilisi

დაწერილია 17 February 2013 - 19:13

გამოხმაურების ნახვაduta, დრო 17 February 2013 - 14:54, თქვა:

დღეს პირველად გავიყვანე ჩემი ლეკვი გარეთ, ყველაფერს სუნავს სულ რაღაცას ეძებს, პირში იყრის ყველაფერს სიგარეტის ბიჩოკი და ქაღალდი არ დატოვა გარეთ ყველაფერი ახვეტა :karochera: ყოველ 10 მეტრში ვაჩერებდი და პირიდან ხან რას ვაცლიდი ხან რას :karochera:

:haha: :haha: :haha: :haha: მერე შე კაი კაცო ჩაუტარე პატარა ლექცია"ძირს ნაყარი არაფერი ჭამოვო"

რომ ასეირნებ ლეკვს უყურე :haha: :d030: ,დახიხარ და ათვალიერებ ლამაზ ლამაზ გრძელ ფეხება გოგოებს,იმანაც რა ქნას :drag: ყურადღებას არ აქცევენ და რაც უსწორდება იმას ჭამს.ლეკვს უყურე და ფაქტზე რომ წაიჭერ მიეცი ბრძანება "ფუ" და მისცხე ტაკოზე

#18 მომხმარებელი გასულია   duta        Go to the top of the page

  • კლუბის წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ციტირება
  • ჯგუფი: წევრი
  • წერილები: 1618
  • დაგვემატა: 20-January 12
  • ასაკი:21
  • ადგილი:batumi- tbilisi

დაწერილია 18 February 2013 - 10:52

გამოხმაურების ნახვაjaba იძახის:

ლეკვს უყურე და ფაქტზე რომ წაიჭერ მიეცი ბრძანება "ფუ" და მისცხე ტაკოზე


გასაგებია , მასე ვაკეთებ ზუსტად ;)

გამოხმაურების ნახვაjaba იძახის:

დახიხარ და ათვალიერებ ლამაზ ლამაზ გრძელ ფეხება გოგოებს,


:haha: :haha: :haha: მაგ გრძელ ფეხება გოგოების ბრალი იყო,ლეკვი სახლში რო მოვიყვანე ქალის სუნამოს სუნი ქონდაა :haha:

#19 მომხმარებელი გასულია   JABA        Go to the top of the page

  • კლუბის წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ციტირება
  • ჯგუფი: ადმინი
  • წერილები: 3333
  • დაგვემატა: 21-January 12
  • ასაკი:31
  • ადგილი:tbilisi

დაწერილია 18 February 2013 - 11:41

გამოხმაურების ნახვაduta, დრო 18 February 2013 - 10:52, თქვა:

გასაგებია , მასე ვაკეთებ ზუსტად ;)

:haha: :haha: :haha: მაგ გრძელ ფეხება გოგოების ბრალი იყო,ლეკვი სახლში რო მოვიყვანე ქალის სუნამოს სუნი ქონდაა :haha:

:haha: :haha:

#20 მომხმარებელი გასულია   კობა        Go to the top of the page

  • კლუბის წევრი
  • პიპპიპპიპ
  • ციტირება
  • ჯგუფი: წევრი
  • წერილები: 1081
  • დაგვემატა: 20-February 13
  • ასაკი:49
  • ადგილი:პეტერბურგი

დაწერილია 20 February 2013 - 16:09

პატარა ასაკში ყველა ლეკვი ცდილობს თავისი გაიტანოს - აძვრეს ლოგინში, იწკმუტუნოს დი ა.შ. რაღაცა დროის განმავლობაში შეიძლება ეს სასიამოვნოც იყოს (სანამ ლეკვია), მაგრამ შემდგომში ეს მომაბრეზებელი გახდება თქვენთვისაც, და პირველ რიგში თქვენი ახლობლები-მეზობლებისტვის.
ამიტომ, ლეკვის აღრზდას პირველივე დღიდან დიდი დრო უნდა დაუთმოთ. სამწუხაროდ გაცილებიტ მეტი, ვიდრე შეიძლება პირველი შეხედვით გვეგონოს. სხვანაირად ადვილი შესაძლებელია, რომ ლეკვი გააფუჭოთ.

პირველ რიგში აუცილებელია, რომ, ლეკვს ქონდეს თავისი მუდმივი ადგილი. ეს ადგილი სასურველია იყოს ისე განლაგებული, რომ, რაც შეიდძლება ნაკლებად იქნეს ლეკვი შეწუხებული გარე პირობებისგან ე.ი. არ უნდი იყოს проходной ადგილას. დღის უმეტეს ნაწილს ლეკვი ძილში ატარებს, და დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ამ პერიოდში იგი არავინ შეაწუხოს. როგორც პატარა ბავშვების აღრზდისას არა სასურველი მათი უაზროდ გაღვიძება, ასევე არაა სასურველი ლეკვის შეწუხება. გამოუძინარი ლეკვი ხშირად ხდება აგრესიული, კარგავს აპეტიტს, იწყებს დაუმორჩილებას.
მუდმივი ადგილი არ უნდა იდგეს ისეტ ადგილას სადაც ქარი უბერავს (სადაც სკვიზნიაკია). ის უნდა იყოს იატაკზე უფრო მაღლა.
ლეკვი უნდა მიაჩვიოტ თავის ადგილს რაიმე ბრძანებით. არ ვიცი ქართულ ყაიდაზე როგორ ბრძანებებს იძლევიან (იმედია დამეხმარებით), მე ჩემებს ვაძლევ ბრძანებას - "на место", "место".
ბრძანება არ უნდა გაიმეოროტ ხშირად, სასურველია, რომ ლეკვმა შეასრულოს ბრძანება პირველივე ბრძანებით. თუ არ ასრულებს უცებ, დააძალეთ (აიყვანეთ ხელში და დასვით თავის ადგილას.
ბრძანების შესრულების შემთხვევაში, ასევე მას შემდეგ, როცა ძალით დასვით თავის ადგილზე, აუცილებლად რაიმე ტკბილეულით (ყველი, ძეხვი და ა.შ.) გაუმასპინძლით.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ლეკვის დასჯა თავის ადგილას. მას უნდა ქონდეს იმის გრძნობა, რომ, მისი მუდმივი ადგილი, მისი თავშესაფარია.

ზოომაღაზიებში უნა იყოს ამის მსგავსი რამ, ეს გამოგადგებათ მუდმივი ადგილისთვის. იგი შეგიძლიათ აივანზეც განალაგოთ, და ოთახშიც.

დადებული სურათი

თუ ლეკვის სახლში მარტო დატოვება ხშირად გიწევთ, და ეს გიქმნით გარკვეულ პრობლემებს (ღრღნის ავეჯს და ნივთებს, წკმუტუნებს და სხ.) სასურველია შეიძინოთ ასეთი რამე:

დადებული სურათი

ლეკვი ასეთ "საპატიმროს" მალე ეჩვევა, და მშვიდად გრძნობს იქ თავს.

დადებული სურათი

ასეთ ბინაში თამამად სეგიძლიათ დატოვოთ ლეკვი დიდი ხნის განმავლობაში. შემდგომში ასეთი "სახლი" გამოგადგებათ ძაღლის ტრანსპორტირებისას, ნადირობის ან შეჯიბრებების პერიოდში.

თემის განვრცობა:


  • 12 გვერდი +
  • 1
  • 2
  • 3
  • ბოლო »
  • თემის გახსნა შეზღუდულია
  • გამოხმაურება შეზღუდულია

1 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი