ლოდინის შემდეგ დადგა ის დღე რომელსაც მონადირეები ჩვენ საკუთარ ახალ წელს ვეძახით🙂.
ტრადიციულად სეზონის გახსნა მეგობრებმა წალკაში გადავწყვიტეთ.
შესაბამისად პარასკევს მოვემზადეთ და საღამოს დანიშნული ადგილისაკენ ავიღეთ გეზი.
როგორც ყოველთვის ,დავბანაკდით ,სუფრა გავშალეთ, ოჩოპინტრე და დალი დავლოცეთ.
მეორე დღეს დილით ამინდი იდეალური იყო ,ღრუბლიანი და გრილი, შევუდექით ნადირობას, (ის პოინტერები რაც გვყავდა დედა და შვილები,აღარც ერთი აღარ გვყავს),
ერთს ახალი პოინტერი ყავს,მეორეს დრათჰაარი,მე ჯერჯერობით არ ამიყვანია.
მერე შუადღეს წალკის წყალსაცავზე ჩამოვედით,წავითევზავე