DMORAL 36 Posted January 21, 2012 Report Share Posted January 21, 2012 (edited) სპინინგი ( სპინინგის მეთოდით სათევზაო ჯოხი) ინგლისური სიტყვა Spinning ქართულად ნიშნავს- სწრაფ ბრუნვად მოძრაობას, ტრიალს. აქედან გამომდინარე, სპინინგით თევზაობას უწოდებენ თევზაობის იმ მეთოდს, რომლის დროსაც კოჭის ბრუნვითი მოძრაობებით ხდება ძუის ამოხვევა და ხელოვნური სატყუარის გატარება. შესაბამისად, სპინინგს ან სპინინგის ჯოხს უწოდებენ ამ მეთოდით სათევზაოდ შექმნილ ჯოხს და არავითარ შემთხვევაში ტივტივის ან ფსკერული მეთოდისათვის განკუთვნილ ჯოხს. სპინინგით, ძირითადად ვთევზაობთ მტაცებლ თევზზე (ქარიყლაპია,ქორჭილა,კალმახი,ფარგა,ლოქო,ქაშაპი და სხვა.) სპინინგით თევზაობისას, გამოიყენება როგორც ხელოვნური სატყუარები(ვობლერი, ტრიალა, ყანყალა(კოვზი), ჯიგი და სხვა), ასევე ცოცხალი ან მკვდარი თევზის აღკაზმულობა. სპინინგის მეთოდით თევზაობისას, ვთევზაობთ სატყუარის გატარებით:წყლის ზედაპირზე, წყლის სხვადასხვა ფენებში და ფსკერზე. თანამედროვე სპინინგი(სპინინგის მეთოდით სათეცზაო ჯოხი)ძირითადად მზადდება შემდეგი მასალებისაგან :მინაბოჭკო,კარბონი(carbon)და მათი ნაზავი ანუ ე.წ. კომპოზიტი. სპინინგს(ჯოხს),გარდა სიგრძისა, გააჩნია დამატებითი მახასიათებლები ტესტი და წყობა. სპინინგის ტესტს უწოდებენ, კონკრეტულ სპინინგზე გამოსაყენებლად დასაშვები სატყუარების წონების დიაპაზონს. ეს მახასიათებელი, თითქმის ყოველთვის, გამოისახება სპინინგის ბლანკზე გრამებში(g)ან უნციებში(oz). მაგალითად: 3-15g ან 0,1-0.5 oz. 1უნცია(oz)=28,3495გრამი. თუ სპინინზე ნაჩვენებია ტესტი 3-15g,ეს ნიშნავს რომ მწარმოებლის მიერ, ამ სპინინგზე, რეკომენდირებულია 3-დან 15 გრამამდე წონის მქონე სატყარების გამოყენება(ტყორცნა). ამასთან, შეიძლება ამ ტესტის სპინინგით 1 გრამიანი სატყუარაც გავისროლოთ და 25 გრამიანიც. თუმცა, კომფორტული ტყორცნისათვის პირველ შემთხვევაში სატყუარის წონა არასაკმარისი იქნება, ხოლო მეორე შემთხვევაში, სატყუარის გადაჭარბებული წონის გამო, შესაძლებელია სპინინგი დასაშვებზე მეტად მოიღუნოს და გატყდეს. ზოგიერთი მწარმოებლის სპინინგის ბლანკებზე სიტყვა TEST-ის ნაცვლად გამოიყენება აღნიშვნა cast weight ანუ ქართულად:გასატყორცნი ან სასროლი წონა. განვიხილოთ სპინინგის (ჯოხის) ე.წ. წყობის(строй) თემა. მიუხედავად იმისა რომ ჩვენს შემთხვევაში(ეკონომიკურ პირობებს ვგულისხმობ) იძულებულები ვართ თევზაობის სხვადასხვა პირობებს მოვარგოთ ჩვენი სპინინგები(ხშირ შემთხვევაში ერთადერთი), ზოგადად უნდა აღინიშნოს რომ დახელოვნებული სპინინგისტები(ჩემზე არ მაქვს საუბარი ) ყოველი თევზაობის(განსხვავებულ პირობებში) წინ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ კონკრეტული წყობის(ასევე ტესტის) სპინინგის ჯოხის შერჩევას. მაგალითად: ცნობილია, რომ ჯიგის მეთოდით თევზაობისათვის უნდა შეირჩეს ე.წ. სწრაფი(Быстрый-Fast), შეიძლება ითქვას ხისტი წყობის ჯოხი. მისი გამოყენება ასევე სასურველია პოპერის გატარებისას(პერიოდული სწრაფი გამოკვრებით - «рывковым» методом)და ვობლერების ტვიჩინგის(სხადასხვანაირ ტაქტში სწრაფი გამოკვრებით) მეთოდით გატარებისას. ხოლო ე.წ ნელი (медленный- slow), შეიძლება ითქვას რბილი წყობის ჯოხი სასურველია გამოვიყენოთ ისეთ თევზზე თევზაობისას, რომელსაც უფრო რბილი-ნაზიტუჩები გააჩნია(მაგალითად ქორჭილა, ქაშაპი). ამ შემთხვევაში მისი გამოყვანა ნელი-რბილი ჯოხით უფრო შედეგიანია, რადგან ჯოხის ამორტიზაციის გაზრდილი დიაპაზონის ხარჯზე, ნაკლებია თევზის ტუჩიდან ნესკავის(სამკავის) ამოგლეჯის ალბათობა. ზოგადად უნდა აღინიშნოს რომ ნელი-რბილი წყობის ჯოხი უფრო უნივერსალურია და მისი გამოყენება უფრო ფართო დიაპოზაონშია შესაძლებელი თუმცა გაცილებით ნაკლებად ინფორმატიულია და ნაკლებად მგძნობიარეა ვიდრე სწრაფი წყობის ჯოხი. ასევე, ტყორცნა ნაკლებად ზუსტია სწრაფი წყობის სპინინგთან შედარებით. ამ ორი წყობის ტიპის გარდა, კიდევ არსებობს შუალედური წყობის (კლასის) ჯოხები. მინდა გაგაცნოთ ყველა ტიპი(თავიანთი აღნიშვნებით) და ჯოხის(ბლანკის) მოხრის პროცენტული მახასიათებლების მითითებით. დატვირთვისას სპინინგის ბლანკის ღუნვადობის(წვერიდან) % მის სრულ სიგრძესთან მიმართებაში სხვადასხვა წყობის სპინინგეგში გამოისახება შემდეგნაირად: 1)ძლიერ სწრაფი - Extra-fast. ბლანკზე გამოისახება- EF. ღუნვადობა წვერიდან ბლანკის -20-25% 2)სწრაფი - Fast. ბლანკზე გამოისახება - F. ღუნვადობა წვერიდან ბლანკის - 30% 3)საშუალო ან ზომიერი - - Medium или Moderate ბლანკზე გამოისახება - М. ღუნვადობა წვერიდან ბლანკის - 40-50% 4)ნელი(რბილი) - Slow. ბლანკზე გამოისახება - S. ღუნვადობა ბლანკის ტიტქმის მთელ სიგრძეზე- 85-90% ამათ გარდა კიდევ არსებოს შერეული წყობის სპინინგები. მაგალითად moderate—slow და moderate—fast ანუ ზომიერად ნელი და ზომიერად სწრაფი. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სხვადასხვა კომპანიების მიერ წარმოებული ოფიციალურად დეკლალირებული ერთი და იგივე წყობის(კლასის) სპინინგები, ხშირ შემთხვევაში, ამ მახასიათებლით პრაქტიკულად მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ამიტომ სპინინგის შეძენისას სასურველია ხელით მოვსინჯოთ(სწრაფი მოქნევით) და შევიგრძნოთ მისი წყობა. ასევე, აღსანიშნავია რომ სწრაფი სპინინგი, სატყუარის ტყორცნისას, გამოირჩევა წვერის ძალზე მოკლე, სწრაფი მოძრაობით და სატყუარის მყისიერი გაგზავნით(გასროლით), მაშირ როცა ნელი წყობის სპინინგის მოქნევისას მისი ბლანკის მნიშვნელოვანი ნაწილი იდრიკება(იღუნება) და გასწორების სტადიაზე ხდება სატყუარის გასროლა. ესეც http://video.yandex.ru/users/ilia-apostolov/view/313/# P.S. ამ პოსტის მომზადებისას ძირითადად გამოვიყენებულია ინფორმაცია სხვადასხვა სათევზაო ინტერნეტ რესურსებიდან და ცოტა ჩემი პირადი დაკვირვებაც გაგიზიარეთ. იმედი მაქვს ჩემზე გაცილებით გამოცდილი სპინინგისტებიც გაგვიზიარებენ თავიათ მოსაზრებებს ამ თემასთან დაკავშირებით და ერთობლივი ძალებით განვავავითარებთ სპინინგის თემას. Edited February 20, 2014 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 1, 2012 Author Report Share Posted February 1, 2012 ულტრა ლაითი სპინინგით სატყუარის ტყორცნის ერთ-ერთი ხერხი. ციტირება Link to post Share on other sites
bunebis mcveli 0 Posted February 1, 2012 Report Share Posted February 1, 2012 მე მაინტერესებს თუ ხდება სპინინგის კოჭაზე რეზინის გამოყენება, ძუის ნაცვლად და საერთოდ ძუისა და რეზინის შედარებითი დახასიათება მათი გამოყენების თვალსაზრისით?! (ძალიან დილეtანtური xომ არ გამომივიდა შეკითხვა) :haha: ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 1, 2012 Author Report Share Posted February 1, 2012 მე მაინტერესებს თუ ხდება სპინინგის კოჭაზე რეზინის გამოყენება, ძუის ნაცვლად და საერთოდ ძუისა და რეზინის შედარებითი დახასიათება მათი გამოყენების თვალსაზრისით?! (ძალიან დილეtანtური xომ არ გამომივიდა შეკითხვა) :haha: მასეთი რამ არ მსმენია. სპინინგის კოჭაზე გამოიყენება ძუა ან წნული ძუა(თოკი). ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted February 5, 2012 Report Share Posted February 5, 2012 მოგესალმებით ბუნებაზე შეყვარებულებო!კეთილი იყოს ჩემი თათი თქვენ მინდორზე).დასავლეთში თევზაობის შესახებ ხომ არ იცით რაიმე?არ ვყოფილვარ საქართველოში რამოდენიმე წელიწადი და თქვენი რჩევა მჭირდება. ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted February 5, 2012 Report Share Posted February 5, 2012 მოგესალმებით ბუნებაზე შეყვარებულებო!კეთილი იყოს ჩემი თათი თქვენ მინდორზე).დასავლეთში თევზაობის შესახებ ხომ არ იცით რაიმე?არ ვყოფილვარ საქართველოში რამოდენიმე წელიწადი და თქვენი რჩევა მჭირდება. გაიხარე მეგობარო!!! კეთილი იყოს შენი ფეხი აქ!!! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 6, 2012 Report Share Posted February 6, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
jaba silagava 0 Posted February 6, 2012 Report Share Posted February 6, 2012 მაგარია გიო,ბევრ დამწყებს დაეხმარება.ჩემი თხოვნა იქნება გაავრცო ვიდეოგაკვეთილები.მაგალითად ერთი სიუჟეტი სატყუარებზე,ერთიც სპინინგის გაწყობაზე და ასე შემდეგ.მადლობა. ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted February 6, 2012 Report Share Posted February 6, 2012 ძალიან კარგია,გეთანხმებით.რაც შეეხება ვიდეო-გაკვეთილებს.საქართველოში ახალბედა მეთევზესთან ერთად სტაჟიანიც ეხლა და ეხლა ითვისებს თევზაობის ისეთ სტილს,როგორიც არის ფიდერი და ფლაი-ფიშინგი.ანუ ამათი გაკვეთილები საინტერესო იქნება არა მარტო დამწყებისათვის,არამეტ სტაჟიანი მეთევზესთვისაც კი. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 7, 2012 Author Report Share Posted February 7, 2012 დისკოვერის ფილმი - გრაფიტის ანუ კარბონის(carbon) სპინინგის დამზადება http://www.youtube.com/watch?v=Ig_i9VRuwBA ესეც საინტერესოა - ბამბუკის სათევზაო ჯოხის დამზადება http://www.youtube.com/watch?v=IZlfDlsW9Jw P.S. აქ ნაჩვენები სათევზაო ჯოხები განკუთვნილი შოლტით(FLY fishing)თევზაობისათვის. თუმცა, ნაჩვენები მასალებით, სპინინგის დამზადების ტექნოლოგიაც თითქმის იგივეა. ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted February 7, 2012 Report Share Posted February 7, 2012 საინტერესოა დავით მადლობა!!! ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 12, 2012 Author Report Share Posted February 12, 2012 კომპანია Norstream-ის სპინინგის სარეკლამო რგოლი. ძალიან საინტერესოდ და პროფესიონალურად გადაღებული. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 12, 2012 Author Report Share Posted February 12, 2012 სპინინგით სატყუარის ტყორცნის ტექნიკა- წამოიდგინეთ, ნავსაყუდელის("პრიჩალი") მაგივრად მდინარის კალაპოტზე ხის გადმოშვებული ტოტები. ისიც აღსანიშნავია, რომ ასეთი ტყორცნისას ინერციული კოჭა უფრო მოსახერხებელია. ესეც- ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 12, 2012 Report Share Posted February 12, 2012 საინტერესოა, ბლომად პრაქტიკა უნდა. მეშოლტეები აქ ინტენსიურად ემზადებიან ხოლმე მინდორში, სეზონის გახსნამდე. სპინინგისტსაც სჭირდება იგივე ციტირება Link to post Share on other sites
jaba silagava 0 Posted March 29, 2012 Report Share Posted March 29, 2012 დღეს მივალაგე ჩემი სათამაშოები და სურათებიც გადაუღე . ესეც სატყუარები. ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted March 29, 2012 Report Share Posted March 29, 2012 კარგი არსენალი გქონია დრაკონ ციტირება Link to post Share on other sites
supernatural 0 Posted March 29, 2012 Report Share Posted March 29, 2012 drakoni საღოლ ჯაბა, ის ჩასადები როა სურათში ზემოთ მრგვალი ჩამოიტანე თუ აქ იყიდე?! ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted March 29, 2012 Author Report Share Posted March 29, 2012 დღეს მივალაგე ჩემი სათამაშოები და სურათებიც გადაუღე . ესეც სატყუარები. მშვენიერია. ისე, ჩემი არ იყოს, კარგი კოჭები არ გაწყენდა. რაც ჩანს, ცოტა დიდიებია მაგ სპინინგებისთვის. ციტირება Link to post Share on other sites
jaba silagava 0 Posted March 29, 2012 Report Share Posted March 29, 2012 კი რამაზ,ტუბუსი უკრაინიდანაა. დავით მუქი შინდისფერი რომ არის (კოჭაზე ვამბობ)კასადაკას ინფინიტია 2000-იანი ლაითზე კარგია,ულტრალაითზეც წავა რააა. ისე ერთი ცალი 1000-იანი მართლა არ მაწყენდა ზემსუბუქისთვის.დანარჩენები "ხრენ ევო ზნაეტ" წარმომავლობისაა,მაგრამ ყველა მუშაობს. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted March 30, 2012 Report Share Posted March 30, 2012 drakoni მშვენიერი შეიარარება გქონია ციტირება Link to post Share on other sites
chubini 0 Posted March 30, 2012 Report Share Posted March 30, 2012 მეც ვეწერები სპირინგისტების სიაშI, ჩOტა ხნის წინათ გადავაწყდი ერტ სპირინგს იაფად და ვიყიდე, ისეთI არაა თQვენ რომ გაქვთ მარა ნა პერვი რაზ პაიძოტ, სხვატაშორის მოვნათლე უკვე, ჯანდარაზე წავიღე რამაზისთვის რომ მენახვებინა და ტევზებიც დავიჭირე ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted March 30, 2012 Report Share Posted March 30, 2012 მეც ვეწერები სპირინგისტების სიაშI, ჩOტა ხნის წინათ გადავაწყდი ერტ სპირინგს იაფად და ვიყიდე, ისეთI არაა თQვენ რომ გაქვთ მარა ნა პერვი რაზ პაიძოტ, სხვატაშორის მოვნათლე უკვე, ჯანდარაზე წავიღე რამაზისთვის რომ მენახვებინა და ტევზებიც დავიჭირე სურათზე როაქ რამაზის გამონადები კოჭასთან ერთად ისაა ხო ჩუბინ?არაუშავს სპინინგია ეგ,გემრიელად მოიხმარ. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted March 30, 2012 Author Report Share Posted March 30, 2012 მეც ვეწერები სპირინგისტების სიაშI, ჩOტა ხნის წინათ გადავაწყდი ერტ სპირინგს იაფად და ვიყიდე, ისეთI არაა თQვენ რომ გაქვთ მარა ნა პერვი რაზ პაიძოტ, სხვატაშორის მოვნათლე უკვე, ჯანდარაზე წავიღე რამაზისთვის რომ მენახვებინა და ტევზებიც დავიჭირე იწყება ნელ-ნელა სპინინგის აქტიური სეზონი. დამიჯერე, სპინინგით(მეთოდი), ხელოვნურ სატყუარაზე, თევზის დაჭერის სიამოვნებას ვერც ერთი სხვა ხეხით თევზაობისას მიღებული სიამოვნება ვერ შეედრება. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted March 30, 2012 Report Share Posted March 30, 2012 კარგია კარგი !!!!!დრაკონი გილოცავ შენაძენებს,ბევრი კარგი ეგზემპლიარი დაგეჭიროს!!! ყოჩაღ ძმებო!! აბა თქვენ იცით.სპინინგი მაგარია. :yes: ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted April 2, 2012 Author Report Share Posted April 2, 2012 სამოგზაურო(კომპაქტური, პორტატული) სპინინგი. მართლაც კარგი ჯოხია, უცნობილესი კომპანიის მიერ დამზადებული. მე მეხუთე წელია ასეთი მაქვს http://www.amazon.com/Okuma-VS-605-20-Voyager-Spinning-Travel/dp/B000MQTJW2/ref=sr_1_2?s=sporting-goods&ie=UTF8&qid=1333403857&sr=1-2 კმაყოფილი ვარ. ხუთ მუხლიანია, ტესტი 2-10გრ , სიგრძე 182 სმ. ღირდა 40$ მაშინაც და ახლაც . ამ ფასში ნორმალური კოჭაც(1000-1500 ზომის) მოყვება. ქაშაპზე, ქორჭილაზე და კალმახზე . ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.