DMORAL 36 Posted March 1, 2012 Report Share Posted March 1, 2012 თეთრი ამური ( ლათ. Ctenopharyngodon idella ინგ.Grass Carp რუს.Белый амур) თევზი კობრისებრთა ოჯახიდან, მჭიდრო ქერცლით დაფარული მოგრძო ტანით, სიგრძით 120 სანტიმეტრამდე და წონით 30-32 კილოგრამამდე. იგი მდინარე ამურის აბორიგენი თევზია. მე-20 საუკუნის 60-იან წლებში აკლიმატიზირებულ იქნა საბჭოთა კავშირის ევროპულ ნაწილში, წყალსატევების წყალმცენარეებისაგან გაწმენდის მიზნით. გამოირჩევა ზრდის სწრაფი ტემპით. მდინარე ამურის ბასეინში სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 9-10 წლის, სიგრძით 68-75 სანტიმეტრის მიღწევისას. თეთრი ამურის ლიფსიტები იკვებებიან: ჭიებით, კოღოს მატლებით და კიბოსნაირებით. მოზრდილები კი მთლიანად გადადიან მცენარეულ "დიეტაზე". იკვებებიან როგორც წყალმცენარეებით, ასევე სხვა მცენარეული საკვებით. ხშირად მათ სპეციალურად უთიბავენ ბალახს და ყრიან წყალში, თუ ტბორებში არასაკმარისადაა წყალმცენარეები. ზაფხულში, თეთრი ამურის აქტიურობის პერიოდში, დღე-ღამეში, იგი საკვებად მოიხმარს თავისივე წონის მცენარეულს, რითაც ეფექტურად ასუფთავებს ზედმეტი წყალმცენარეებისაგან მდინარეთა კალაპოტებს, საირიგაციო არხებს, ტბების ნაპირებს და ფსკერს. იმავდროულად, ეს ყოველივე ხელს უშლის კოღოს გამრავლებას. რადგანაც, წყალმცენარეების სახით, ნადგურდება კოღოს მატლის სარსებო გარემო. საკვებს თეთრი ამური საყლაპავთან განლაგებული კბილებით ამუშავებს. თეთრი ამური, ამჟამად, ფართოდაა გავრცელებული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. იგი მნიშვნელოვანი სამეურნეო ობიექტია, ამრავლებენ ხელოვნურად და მისი კობრთან ერთად მოშენება ზრდის ამ საქმიანობის ეფექტურობას, რადგანაც საკვები ბაზის კუთხით ის არ არის კობრის კონკურენტი. საქართველოში, ბუნებრივ პირობებში თეთრი ამურის გამრავლების ფაქტები ცნობილი არაა. თუმცა, ცნობილია მისი დაჭერის ფაქტები მდინარე რიონის ქვედა დინებაში. თეთრ ამურზე თევზაობა. თეთრი ამური ძალიან ფრთხილი და ძლიერი თევზია. მასზე თევზაობისას საჭიროა სიჩუმის განსაკუთრებულად დაცვა. ასევე აუცილებელია ძლიერი და კარგად შემოწმებული აღკაზმულობის გამოყენება: ძირითადი ძუა დიამეტრით არანაკლებ 0.5 მილიმეტრი და სადავედ არანაკლებ 0.4 მილიმტრი; კავები გამოიყენება კობრზე სათევზაო, ძლიერი და საკმაოდ დიდი ზომის. პირის ჭრილის განლაგების თავისებურებიდან გამოდინარე თეთრი ამიურისათვის საკვების აღება ნაკლებად კომფორტულია ფსკერიდან(თუმცა გამორიცხული არაა). ამიტომ, სასურველია რომ სატყუარა მას მივაწოდოთ წყლის ფენაში ან ზედაპირზე. სატყუარად გამოიყენება მხოლოდ ახალგაზრდა და ქორფა მცენარეული: კიტრის ნაჭერი ან ნათალი; ჭყინტი სიმინდის მარცვლები; სიმინდის ქორფა და რძიანი ფოთოლი; მუხუდოს ახალგაზრდა ფოთლები; ალოეს ეკალგაცლილი ქორფა ფოთოლი; ახლად ამოყრილი "კამიში"; ცერეცოს ან კამის კონა; წყლის ნორჩი ხავსი და სხვა. ესენი, თეთრ ამურზე fly fiShing ის მეთოდით სათევზაო სატყუარებს ფოტოებია . ბომბარდის ან წყლით შესავსები ტივტივის გამოყენებით ანალოგიური სატყუარების გამოყენება ჩვეულებრივი ფსკერული ანკესითაცაა(ჯოხით) შესაძლებელი. ტივტივისატვის განკუთვნილი ჯოხი ამურზე თევზაობისას პრაქტიკულად გამოუსადეგარია. შესაძლებელია, რომ სხვადასხვანაირ ბოილებზე, თეთრ პურზე და კონსორვირებულ სიმინდზეც იქნას დაჭერილი. ასევე, გამოცდილი და შედეგიანია ტექნოპლანქტონის აღკაზმულობის გამოყენება. როგორც წესი, ამურის გამოყვანა დიდხანს გრძელდება. ძლიერი თევზია, დიდხანს არ იღლება, რითაც დიდი სიამოვნების მომნიჭებელია. ნაპირთან მიღებისას, აუცილებელია ჩოგანბადის გამოყენება. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted March 2, 2012 Author Report Share Posted March 2, 2012 თეთრი ამური თეთრ პურზე. ესეც პურზე წარმატებებს გისურვებთ! სეზონიც მალე მოვა. ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted March 2, 2012 Report Share Posted March 2, 2012 მაგარი ხარ დავით, კარგი სტატიაა :hi: ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted March 2, 2012 Report Share Posted March 2, 2012 საღოლ დავით,კარგია!როგორც ყოველთვის. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted March 2, 2012 Author Report Share Posted March 2, 2012 levani ზაზა ლალიაშვილი მადლობა გაიხარეთ. ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted March 2, 2012 Report Share Posted March 2, 2012 სად პოულობ ამ ვიდეოებს... მაგარ მასალას დებ ხოლმე დავით...მადლობა!!! ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 26, 2013 Author Report Share Posted February 26, 2013 (edited) თეთრი ამურისათვის გამზადებული წყლის ხავსის(ძაფისებური წყალმცენარეები) სატყუარა. http://fishing.lugansk.ua/blog/2012/08/7538 Edited February 26, 2013 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted February 26, 2013 Report Share Posted February 26, 2013 ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted June 2, 2015 Report Share Posted June 2, 2015 თეთრი ამური უპირველესყოვლისა ესაჭიროება თბილისის ზღვას ,თანაც დიდი რაოდენობით.ჯერ ერთი და სწრაფად მზარდი თევზია და დიდ ზომებს აღწევს მეორე და ბალახისაგან გაწმენდს წყალსაცავის სანაპირო ზოლს რაც განსაკუთრებით აქტუალურია ფიდერით და ტივტივით ჭერისათვის ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted June 3, 2015 Report Share Posted June 3, 2015 თეთრი ამური უპირველესყოვლისა ესაჭიროება თბილისის ზღვას ,თანაც დიდი რაოდენობით.ჯერ ერთი და სწრაფად მზარდი თევზია და დიდ ზომებს აღწევს მეორე და ბალახისაგან გაწმენდს წყალსაცავის სანაპირო ზოლს რაც განსაკუთრებით აქტუალურია ფიდერით და ტივტივით ჭერისათვის 100% 10-15 წლის წინ აქა იქ თუ იყო ბალახი სანაპიროზე როცა ვცურავდი ხოლმე და ახლა ლამისაა ზედაპირზე აქვს თავი ამოყოფილი. სასწრაფოდ მისახედია ეგ ამბავი ! ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted June 3, 2015 Report Share Posted June 3, 2015 აქ არ მქოინდა ეს ფოტო და აჰა :D ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted June 3, 2015 Report Share Posted June 3, 2015 გუბე დიდებული ნადავლია ! აი ამხელა 10 ათასი ცალი დახატავდა თბილისის ზღვას )) ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted June 3, 2015 Report Share Posted June 3, 2015 salamandra სჰაორსაც სხვაგან არ ვიცი რახდება მარა სჰაორზე მემგონია ფეხითაც გადაივლი ცოტა ხანშI რაც თავი მახსოვს სუ ბალახით არი სავსე ნეტა შეილებოდეს და ადვილი იყოს თორე რასაც ვიჭერთ მე და არმენა ყველას მანდ გამოუშვებდით ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted June 3, 2015 Report Share Posted June 3, 2015 salamandra ამხელა 10 ცალი ეყოფა ??? თუ სამომავლო გამრავლება და ასე შემდეგ იგულისხმე? ბევრ ბალახს ჩამს ? საშუალოდ ამხელა თევზს რამდენი გრამი კილოგრამი უნდა დღის განმავლობაშI დაახლოებით ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted June 4, 2015 Report Share Posted June 4, 2015 გუბე 10 ათასიდან 100 ათასამდე ცალი )) ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted June 4, 2015 Report Share Posted June 4, 2015 salamandra ვერ გავოგე ზურა პასუხი რამ,დენს ჭამს ?? ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted June 5, 2015 Report Share Posted June 5, 2015 salamandra ვერ გავიგე ზურა პასუხი, რამდენს ჭამს ?? თუ წყლის ტემპერატურა 25—30 °С დღეღამური კვების რაციონის წონა შეიძლება თევზის წონას აღემატებოდეს ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted June 5, 2015 Report Share Posted June 5, 2015 salamandra კააი ღორმუცელა ყოფილა ისე.. შაორსაც უნდა 3 4 ცალი ბომბორა ამური ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 6, 2015 Report Share Posted June 6, 2015 თეთრი ამური უპირველესყოვლისა ესაჭიროება თბილისის ზღვას ,თანაც დიდი რაოდენობით.ჯერ ერთი და სწრაფად მზარდი თევზია და დიდ ზომებს აღწევს მეორე და ბალახისაგან გაწმენდს წყალსაცავის სანაპირო ზოლს რაც განსაკუთრებით აქტუალურია ფიდერით და ტივტივით ჭერისათვის ზურაბ, ჩვენს გაშვებულ კალმახის ქვირითს რომ პილასოსივით აკრიფავს ფსკერიდან, მერე მაგას რა მოვუხერხოთ? ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted June 6, 2015 Report Share Posted June 6, 2015 ზურაბ, ჩვენს გაშვებულ კალმახის ქვირითს რომ პილასოსივით აკრიფავს ფსკერიდან, მერე მაგას რა მოვუხერხოთ? გამორიცხულია გიორგი რადგან კალმახი იმ დროს ქვირითობს თეტრი ამური იმ დროს საერთოდ არ იკვებება წყლის დაბალი ტემპერატურის გამო ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.