Jump to content
Club-Monadire.Ge

ლულა დემიბლოკი-მონობლოკი; დამზადების ტექნოლოგია, ფოლადის მარკები


Recommended Posts

სურათი1

 

7a8a6256f1be.jpg

 

 

სანადირო გლუვლულიანი თოფის(სურათიN1) ძირითად ნაწილებს შეადგენს: ლულა(1), კალაპოტი(მექამიზმი)(3), კონდახი(2) და ტიბჟირი(5).

 

თავის მხრივ ლულა შედგება(სურათიN2) 1)სავაზნისაგან,2)სავაზნე-არხის გარდამავალი კონუსისაგან,3) ლულის არხისაგან, 4)არხი-ჩოკის გარდამავალი კონუსისაგან, 5)ლულის შევიწროებისა და 6)სავაზნის ჭრილისაგან

 

სურათი2

 

3406cca93b44.jpg

 

 

კალაპოტი თოფის ტიპის მიხედვით არსებობს ვერტიკალური(ე.წ. ლოყებიანი), ჰორიზონტალური და დარნის ტიპისა.

 

 

 

 

ცოტა რამ ლულების შესახებ:

 

ალბათ ბევრი დამეთანხმება, რომ სანადირო თოფში(არა მარტო სანადიროში) ლულას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ლულას, როგორც თოფის უმნიშვნელოვანეს ნაწილს განსაკუთრებულ ექსტრემალურ პირობებში უწევს მუშაობა. მან უნდა გაუძლოს მაღალ წნევებს, ტემპერატურასა და დატვირთვებს, ტყვიისა და საფანტის ხახუნს. ლულას უნდა გააჩნდეს განსაკუთრებული სიმყარე, რაც მეტალის მარკასთან და დამუშავების ტექნოლოგიასთან ერთად, ლულის კედლის სისქეზეცაა დამოკიდებული.

ალბათ გსმენიათ ზოგიერთი თოფის( მწარმოებლებს შეგნებულად არ ვასახელებ) ლულის გასკდომისა და გაბზარვის შესახებ იმ პირობებშიც კი, როცა ექსპლუატაციის წესები არ დარღვეულა. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ლულას სამიზნე ან შემაერთებელი თამასა ძვრება. უფრო უარეს შემთხვევაში სავაზნე და ლულის არხი შორდება ერთმანეთს(ჩემს სანაცნობოში იყო ასეთი შემთხვევა). ასეთი მაგალითები ბლომად შეიძლება მოინახოს.

ამასთან ისიც გაგიგიათ ალბათ, როცა აღნიშნავენ_ თოფმა ლულაში გაჭედილი საფენის პირობებშიც კი გასროლას გაუძლო და არ დაზიანებულაო.

მოკლედ განვიხილოთ ლულათა ბლოკის შეერთების რამდენიმე ვარიანტი:

 

 

85b0669e2cfe.gif

 

 

1)დემიბლოკი 2) მერცხლის კუდა 3) მონობლოკი

 

_დემიბლოკის შემთხვევაში თითოეული(ორლულიანის) ლულა კაუჭის ნახევართან ერთად მზადდება ერთი ნაჭერი ფოლადისაგან და შემდგომ ხდება მათი შედუღება. შედუღებისას ხშირად გამოიყენებენ ვერცხლს. დემიბლოკები მაღალი კლასის თოფებში გამოიყენება.

_მონობლოკის შემთხვევაში ორთავე ლულა შეერთებულია საყრდენ ბლოკში(სახაზინო ნაწილში), რომელიც კაუჭთან ერთად მზადდება ერთი ნაჭერი ფოლადისაგან. დანარჩენ სიგრძეზე ლულები შეერთებულია შემაერთებელი და სამიზნე თამასით. მონობლოკები სერიულ ჰორიზონტალურებზე გამოიყენება.

_ ,,მერცხლის კუდის" შემთხვევაში ლულის კაუჭები ისმება და დუღდება ლულათა შორის სახაზინო ნაწილში. შეერთება საიმედო, მარტივი და ნაკლებშრომატევადია დემიბლოკთან შედარებით. ამ სისტემის შეერთება ბევრ ჰორიზონტალურ მოდელში გამოიყენება.

ჰორიზონტალური წყობისას ლულებს სამიზნე(ზედა) და შემაერთებელი(ქვედა) თამასებით ადუღებენ. ზოგიერთი მწარმოებელი, მაგალითად Chapuis Armes შემაერთებელ და სამიზნე თამასას ერთ დეტალად ამზადებს და ისე ადუღებს ლულებზე. ასეთი შეერთება უფრო მყარი და საიმედოა.

Link to post
Share on other sites

ლულის back-bored გაბურღულობა

 

რამდენიმე ფორუმელი ლულის ბექ–ბოარდ გაბურღულობის შესახებ მსჯელობდა.

წარმოგიდგენთ პატარა ინფოს.

 

 

112b60ebe842.gif

 

 

Back-Bored–ის ლულათა გაბურღვის სისტემა ფირმა ბრაუნინგის საცდელი განყოფილების მიერ მოწონებული და წარმოებაში ჩაშვებულია 1990 წლიდან.

ამ ტექნოლოგიით წარმოებულ ლულებს აქვთ სტანდარტულთან შედარებით ლულის არხის გაზრდილი დიამეტრი( 18,8მმ), რომელიც საგრძნობლად ზრდის მის ტექნიკურ მახასიათებლებს. კერძოდ, დიდი დიამეტრი ამცირებს საფანტის ხახუნს ლულის კედელზე(შედეგად მცირდება უკუცემა); ენერგია აღარ იკარგება ხახუნის დაძლევაზე და შედეგად უფრო მეტი ძალით ხდება ზემოქმედება დენთის საფენზე, რითაც იზრდება საფანტის მოძრაობის სიჩქარე. აგრეთვე მცირდება საფანტის დეფორმაცია, რაც უზრუნველყოფს უკეთეს ბალისტიკურ მაჩვენებლებს. ამ გაბურღვის გამოყენებისას მისი უპირატესობანი ასე გამოიყურება:

 

92f78bdc7a3c.jpg

 

d4cad8367771.png

 

_საფანტის მოძრაობის მეტი სიჩქარე;

_გაზრდილი ჭრა;

_გაუმჯობესებული სიბურჯღლე;

_გაუმჯობესებული დაჯგუფება;

_თოფის უკუცემის შემცირება 6%–ით.

Link to post
Share on other sites

ფოლადის მარკები

 

 

 

 

 

ფორუმში საკმაოდ ბევრს ვსაუბრობთ ფოლადის ხარისხზე. ამიტომ გადავწყვიტე წარმოგიდგინოთ პატარა ინფო მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ფოლადის მარკებზე.

 

 

 

ინგლისი

 

 

2e5db2c7a1cb.gif

 

 

ჯოზეფ ვიტვორტის თხევადი პრესირების ფოლადი_ გამოყენებულია პერდეს, გრინერისა და ჰოლანდ-ჰოლანდის იარაღებზე.

 

 

 

45adcb45b64d.gif

 

ვესტლი რიჩარდსის სპეც. ფოლადი_ გამოყენებულია მხოლოდ ვესტლი რიჩარდსის იარაღებზე.

 

 

 

c9c5519851d7.gif

 

 

გრინერის ჭედური ფოლადი_ გამოყენებულია მხოლოდ გრინერის იარაღზე.

 

 

 

878e46f6ba9a.gif

 

 

,,სიმენს მარტინი"_ გამოყენებულია ვესტლი და სკოტის იარაღზე.

 

 

 

 

 

ბელგია

 

 

 

 

 

 

e10cb5cb63f7.gif

 

,,სიმენს მარტინი"_ გამოყენებულია ფრანკოტებზე.

 

 

8e1f54045fff.gif

 

,,კოკერილის" ,,მამლით" მარკირებული უნივერსალური ფოლადი_ გამოყენებულია ლიეჟის მანუფაქტურის ნაწარმზე.

 

 

 

 

108f59a9b85f.gif

კოკერილის სპეც.ფოლადი_ გამოყენებულია ლიეჟის მანუფაქტურის ნაწარმსა და ზოგიერთ გერმანულ ნაწარმზე.

 

 

 

 

0be4d502d232.gif

,,კოკერილი"_ გამოყენებულია ლიეჟის მანუფაქტურის ნაწარმზე.

 

 

 

730ff2cc04ac.gif

 

ლიეჟის მანუფაქტურის ფოლადი_ გამოყენებულია ამავე მანუფაქტურის ნაწარმზე.

 

 

 

 

eddb1b75dfc1.gif

ბოიარდი, ,,რაინდი ცხენზე"_ გამოყენებულია პიპერ ბოიარდის იარაღზე.

 

 

 

1eb2070fea27.gif

 

,,ლერგანის" ფოლადი_ გამოყენებულია ლებოზე.

 

 

 

 

1e97c4dc13e2.gif

,,ვანტჰოტრის" ფოლადი_ გამოყენებულია ლებოზე.

 

 

 

 

b58ca7b58397.gif

,ვალრაინის" ფოლადი_გამოყენებულია ლებოზე.

 

 

 

 

0dbba214ad1f.gif

ფრიდრიხ კრუპი, ესენი_ გამოყენებულია სხვადასხვა ფირმის თოფებზე.

 

 

 

 

7704760b6346.gif

,რეკორდ სპეც.ფოლადი"_ გამოყენებულია პ. შოლბერგის იარაღზე.

 

 

 

 

1e40108c2f3c.gif

ჯოზეფ ვიტვორტის ცხელი პრესირების ფოლადი_ გამოყენებულია საუკეთესო ბელგიურ იარაღზე(აღნიშნული მარკა მეორდება ინგლისურ იარღშის, თუმცა წარმოებულია ერთი ნისლიან ალბიონზე, ხოლო მეორე ბელგიაში).

 

 

 

 

9560d0b00fc8.gif

,,ექსცელსიორ-ვიტენი"_გამოყენებულია საუკეთესო ბელგიურ იარაღზე.

Link to post
Share on other sites

შვედეთი

 

 

 

 

d163e6394a80.gif

 

,,შვედური სპეც.ფოლადი"_ გამოყენებულია სერიულ შვედურ იარაღზე.

 

 

 

 

97f4158f58e7.gif

,,შვედური სპეც.ფოლადი ანტიოქსიდი"_გამოყენებულია საცალო და საკოლექციო იარაღზე.

Link to post
Share on other sites

გერმანია

 

 

 

5da4afd810d9.gif

 

,,ნიროსტა" უჟანფი ფოლადი_ გამოყენებულია სამრგოლიან ზაუერზე.

 

 

 

 

a3e8e6fead1d.gif

ფრიდრიხ კრუპის პეც.სამხედრო სალულე ფოლადი_ გამოყენებულია სამრგოლიან ზაუერზე.

 

 

 

 

3547f2c00168.gif

კრუპის ფოლადი_გამოყენებულია სხვადასხვა გერმანული ფირმის იარაღზე.

 

 

 

 

11cff87d2692.gif

კრუპის ფოლადი_ გამოყენებულია შედარებით იაფფასიან მოდელებზე.

 

 

 

 

1486172829c5.gif

,,ექსცელსიორ ვიტენი"_გამოყენებულია სერიულ იარაღზე.

 

 

 

 

8bc18c31ce4d.gif

"ერხარდტ ფოლადი"_გამოყენებულია სერიულ იარაღზე.

 

 

 

 

e2e4199c294a.gif

"რელინგ ელექტროფოლადი"_გამოყენებულია სერიულ იარაღზე.

 

 

 

 

 

 

 

7fd3e20aad9b.gif

"რელინგ ელექტროსპეც. ფოლადი"_გამოყენებულია სერიულ იარაღზე.

 

 

 

 

 

97edcd7db2b6.gif

"უმაღლესი ხარისხის რელინგ-რადიალფოლადი"_გამოყენებულია სერიულ იარაღზე.

 

 

 

 

 

283358790974.gif

"რელინგ ელექტრო.სპეციალი"_გამოყენებულია სერიულ იარაღზე.

 

 

 

 

5c3f761dd87e.gif

"რელინგ-ელექტრო"_გამოყენებულია სერიულ იარაღზე.

 

 

 

 

 

e2e4199c294a.gif

"ბიოლერ-ანტინიტ"(უჟანგი ფოლადი)_გამოყენებულია სერიულ იარაღზე.

 

 

 

 

 

 

b66170ed0426.gif

"ბიოლერ-ბლიც-ფოლადი"_გამოყენებულია სერიულ იარაღზე.

 

 

 

 

be4ee675ba20.gif

"ბიოლერ-სპეცფოლადი"_გამოყენებულია სერიულ იარაღზე.

 

 

 

 

 

ჩეხეთი

 

 

1db72007fd75.gif

"პოლდი-ფლუს ფოლადი"_გამოყენებულია სერიულ იარაღზე.

 

 

 

 

3fc91bd32477.gif

"პოლდი-ბლექ-ტრო"_გამოყენებულია სერიულ იარაღზე.

 

 

 

 

0ce0d0c96485.gif

"პოლდი ანტიკორო"_გამოყენებულია სერიულ იარაღზე.

 

 

bf2364c6b7d7.gif

,პოლდი ანტიკორო" უჟანგი ფოლადი_გამოყენებულია საუკეთესო ბელგიურ იარაღზე.

Link to post
Share on other sites

რუსეთი

 

 

50PA-მარკის ფოლადი გამოყენებულია სერიულ და საცალო იარაღებზე.

 

 

 

 

 

50A-მარკის ფოლადი გამოყენებულია სერიულ და საცალო იარაღებზე.

 

 

 

 

ცალკე საუბრის თემაა 3ХН2МФА_ მარკის ფოლადი. ეს ფოლადი გამოყენებულია ЦКИБ СОО-ის მიერ გამოშვებულ ლეგენდარულ მც8-ში(აგრეთვე სხვა მც-ებშიც). შეგახსენებთ, რომ ამ ფოლადისაგან დამზადებულმა მც-8-ის რამდენიმე ეგზემპლიარმა გაუძლო მილიონ გასროლას. ნახევარმილიონიანი ზღვარი კი, სწორი ექსპლუატაციის პირობებში, ამ მარკის ფოლადისათვის ნორმალური ნიშაა(სამწუხაროდ თანამედროვე რუსული ნაწარმი ამ სტანდარტებს ვერანაირად ვეღარ ქაჩავს).

 

1959 წლიდან ЦКИБ-მა დაიწყო 30ХРА და 30ХН2МФА მარკის ფოლადის გამოყენება 50А და 50РА მარკებთან ერთად ლულებისათვის, კალაპოტებისათვის და მექანიზმის ამა თუ იმ დეტალებისათვის.

ამ ეტაპზე 30ХРА მარკის ფოლადი გამოიყენება შეზღუდულად მექანიზმების დამზადებისათვის, ხოლო 50РА მარკის ფოლადი კი ზოგიერთი სანადირო თოფებისკალაპოტების დასამზადებლად.

ЦКИБ-ის წარმოებული ყველა ლულა და სპორტული თოფების კალაპოტები მზადდება 30ХН2МФА მარკის ფოლადით. საბრძოლო ზამბარები მზადდება ძირითადად 50А მარკის ფოლადით(იყო საცდელი ზამბარები, რომლებიც У8А მარკის ფოლადისაგან დამზადდა).

 

 

ტექ. მაჩვენებლები

 

50А_ სიმაგრეHRC 21-30; დენადობის ზღვარი 55 კგ/მმ2; სიმკვრივის ზღვარი 80კგ/მმ2

 

50РА_ სიმაგრეHRC 21-30; დენადობის ზღვარი 60—90 კგ/მმ2; სიმკვრივის ზღვარი 80—105კგ/მმ2

 

30ХН2МФА_ სიმაგრეHRC 37—42; დენადობის ზღვარი 115—130 კგ/მმ2; სიმკვრივის ზღვარი 120—135კგ/მმ2

 

30ХРА_ სიმაგრეHRC 37—44; დენადობის ზღვარი 120— 135 კგ/მმ2; სიმკვრივის ზღვარი 130—145კგ/მმ2

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დამაინტერესა ფოლადის სიმკვრივისა და ელასტიურობის საკითხებმა

 

 

f75b70ae8b43.jpg

 

 

 

მოგაწვდით მცირე ინფოს სალულე ფოლადის შესახებ

 

 

 

 

უძველესი დროიდან სანადირო იარაღის ლულებს ჯერ რკინისაგან, ხოლო შემდეგ დამასკური ფოლადისაგან ამზადებდნენ. თანამედროვე ეტაპზე ლულებს სპეციალური სალულე ფოლადისაგან აკეთებენ.

რკინის ლულებიანი თოფები მუზეუმებსა და კოლექციონერების ინტერესთა სფეროა. დამასკური ფოლადისაგან დამზადებული თოფები ჯერ კიდევ გვხვდება...

დამასკურ ფოლადს კიდევ წითელ რკინასაც უწოდებენ. მას ამზადებდნენ შემდეგნაირად: რკინისა და ფოლადის გრძივ ნამზადს აწყობდნენ ჭადრაკულად და ცხელი ჭედური მეთოდითა და გადაგრეხვით ერთმანეთში ადუღებდნენ. შემდეგ ამ ნაგრეხს ისევ სხვა ნეგრეხ მასალასთან ერთად კვლავ ჭედდნენ და გრიხავდნენ(2-3 ცალს ერთად). ასე მიიღებდნენ იმ დროისათვის საუკეთესო სალულე მასალას_ ლეოპოლდ ბერნარის(საფრანგეთი) დამასკს. რამდენადმე განხსვავებული პროპორციებითა და ტექნოლოგიით მიიღებოდა სხვადასხვა ხარისხის დამასკური ფოლადი.

 

 

 

31783253b9dd.jpg

 

1f225f291696.jpg

 

 

 

ინგლუსური წარმოების დამასკური ფოლადი შეიცავდა 2/3 რკინას და 1/3 ფოლადს, ბელგიური_ 35% რკინას და 65% ფოლადს.

ჩვენს დროში სანადირო თოფების ლულებს სპეციალური ფოლადისაგან აკეთებენ. მისი შემადგენლობა სხვადასხვაგვარია, თუმცა ყველა მათგანი სიმყარითა და ელასტიურობით გამოირჩევა. ამასთან ერთად თანამედროვე ფოლადი კოროზიისადმი უფრო მდგრადია. მის შემადგენლობაში რკინისა და ნახშირბადის გარდა შედის მარგანეცი, ქრომი, ნიკელი, მოლიბდენი და სხვა ელემენტები.

 

მცირე შედარება მასალათაგამძლეობის რამდენიმე მაჩვენებლით:

 

 

სალულე რკინას გააჩნია დენადობის ზღვარი 16 კგ/მმ2, დაბალი ხარისხის დამასკს_ 20კგ/მმ2, მაღალი ხარისხის დამასკს 37კგ/მმ2-მდე; სიმკვრივის ზღვარი სალულე რკინას 36კგ/სმ2, დაბალი ხარისხის დამასკს_ 38კგ/მმ2, მაღალი ხარისხის დამასკს 49კგ/მმ2-მდე

ჩამოსხმული ფოლადი გამოჩენისთანავე დამასკური ფოლადის კონკურენტი გახდა. დამასკური ფოლადის მხოლოდ საუკეთესო ხარისხები უძლებდნენ კონკურენციას პირველ ხანებში, მაგრამ ამან დიდ ხანს არ გასტანა.

 

84848e85166f.jpg

 

მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ჩამოსხმული ფოლადი უკონკურენტო გახდა(გარდა სიმკვრივისა დამზადებაც იაფი იყო) და განდევნა დამასკის ფოლადი ლულათა წარმოებიდან.

დამასკური ფოლადის ლულებში(თუნდაც ნიტრო დენთზე გამოცდილი) არ შეიძლება უბოლო დენთის გამოყენება, რამეთუ კოროზიისა და ეროზიის გამო დამასკური ფოლადის შრეებს შორის დროთა განმავლობაში მიკრობზარები წარმოიშობა, რაც მის გამძლეობას აქვეითებს. ამიტომ დადასტურებით ვერავინ გეტყვით გაუძლებს ლულა უბოლო დენთით წარმოქმნილ წნევას თუ ვერა.

თანამედროვე ლულები იწარმოება სხვადასხვა მეთოდით, რომელთა შორისაც ყველაზე პროგრესულად ცხელი წრთობის, უფრო პროგრესულად კი ცივი წრთობის(სპეციალური მანქანებით) მეთოდია აღიარებული. წრთობისას არა მარტო ფორმას აძლევენ ლულას, არამედ ლითონის სტრუქტურასაც აუმჯობესებენ.

 

 

 

 

de65c7200254.jpg

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

d70218f9c1bf.jpg

 

ყველა სანადირო თოფი(ლულა) გადის გამოცდას. გლუვლულიანებში არსებობს გამოცდის 2 სახე_ ნორმალური და გაძლიერებული.

ნორმალური წნევებით გამოცდას გადიან თოფები, რომლებიც განკუთვნილია ვაზნებისათვის შემდეგი საექსპლოატაციო პროპორციებით: 10 და 12 ყალიბისათვის საექსპლოატაციო წნევით 663კგ/სმ2(65მპა); 16 ყალიბისათვის საექსპლოატაციო წნევით 694კგ/სმ2(68მპა); 20, 28 და 32 ყალიბისათვის საექსპლოატაციო წნევით 734კგ/სმ2(72მპა);

გაძლიერებული წნევებით გამოცდას გადიან თოფები, რომლებიც განკუთვნილია ვაზნებისათვის საექსპლოატაციო პროპორციებით 918კგ/სმ2-მდე(90მპა) წნევამდე.

გამოცდებისას ლულაში წარმოქმნიან ე.წ. საექსპლოატაციო წნევაზე გაცილებით დიდ წნევას, რასაც სპეციალური საგამოცდო ვაზნებით ახერხებენ. ასე მაგალითად:

ნორმალურ წნევებზე გამოსაცდელ თოფებში იქმნება არანაკლებ 862კგ/სმ2(85მპა) წნევა 10 და 12 ყალიბისათვის; 918კგ/სმ2(90მპა) წნევა 16 ყალიბისათვის; 969კგ/სმ2(95მპა) წნევა 20, 28 და 32 ყალიბისათვის;

გაძლიერებული წნევებით გამოსაცდელ თოფებში ქმნიან არანაკლებ 1224კგ/სმ2(120მპა) წნევას.

 

გამოცდისას გამოყენებული(2 ან 3 ვაზნა) მაღალი წნევის მიუხედავად არ შეიძლება ექსპლოატაციისას გამოყენებულ იქნას ასეთივე მაღალწნევიანი ვაზნები. ასე მაგალითად, თოფებში რომლებსაც აქვთ აღნიშვნა ,,არაუმეტეს 700 კგ/სმ2" უნდა გამოვიყენოთ საექსპლოატაციო წნევა არაუმეტეს 663კგ/სმ2 ;

Link to post
Share on other sites

b046415f0411.jpg

 

ალბათ ძველი თაობის ყველა მონადირისათვის ცნობილია ტერმინი ,,სამრგოლიანი ზაუერი". თუმცა სიტყვათა წყობა ,,სამი რგოლი" მხოლოდ ზაუერს არ ეკუთვნის. ეს ზიმსონი, ვოლფი, კეტნერი, ჰაიმი, ლეპაჟი, პიპერი და ბევრი სხვა თოფია. რისი სიმბოლოა სამი რგოლი და როდის შემოვიდა ეს ლეგენდარული მარკა?

 

დღეს ესენში ნებისმიერი გამვლელი მოგითხრობთ კრუპების დინასტიის შესახებ, რომლებსაც ოთხი თაობაა ,,ქვემეხების მეფეებს" უწოდებენ.

გვარი კრუპი ჰოლანდიური წარმოშობისაა და გერმანიის დასავლეთში ქალაქ ესენში მისი პირველი წარმომადგენელი 1587 წელს გამოჩნდა. გვარში პირველი მეიარაღე იყო ანტონ კრუპი, რომელსაც ქვემეხების ლულების დამამზადებელი საამქრო ჰქონდა. ის ყოველ წელს ათასობით ქვემეხის ლულას ამზადებდა და ყიდდა, რითაც იმ დროში არც თუ პატარა კაპიტალი მოაგროვა. კიდევ უფრო ცნობადი იყო მისი შვილი ალფრედი, რომელმაც მთელი ევროპა მოიარა და უამრავი შეკვეთა გააფორმა. მის საამქროში 1843 წელს გააკეთეს პირველი ფოლადის ლულა(ქვემეხისათვის). ეს მოვლენა მაშინ გარდამტეხი იყო. 1871 წელს კრუპის ქვემეხებმა ფაქტიურად გაანადგურეს ფრანგების არმია, რითაც დაამტკიცეს ფოლადის ლულათა უპირატესობა ბრინჯაოზე.

ალფრედ კრუპის ფოლადი იმ დროში, ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო იყო ევროპაში. 1863 წელს რუსეთმა კრუპს შეუკვეთა 1 მილიონი ტალერის ღირებულების ქვემეხის ლულა, სწორედ ამ მოვლენის გამო უწოდეს მას გერმანულ პრესაში ,, ქვემეხების მეფე".

გარდა ქვემეხის ლულისა ამ პერიოდში აღმასვლას განიცდიდა სარკინიგზო ვაგონერბის ბორბლების წარმოების ბიზნესი. ერთ-ერთი პირველი საწარმოები, რომელიც ჩამოსხმულ ბორბლებს ამზადებდა იყვნენ კრუპის ფაბრიკები.

1852-1853 წლებში საწარმოს ემბლემად სამი რგოლი(ბორბალი) იყო აღებული, ხოლო 1875 წლიდან კი ,,სამი რგოლი" საწარმოს პატენტი გახდა.

 

3010068e09d3.jpg

 

 

შემდეგი თაობის კრუპმა(ფრიდრიხმა) კიდევ უფრო გაზარდა ექსპორტი_ ფოლადი და იარაღი მას მსოფლიოს 34 ქვეყანაში გაჰქონდა. წარმოების მასშტაბზე რომ წარმოდგენა შეგექმნათ, მხოლოდ რამდენიმე მაჩვენებელს მოვიყვან: ქვანახშირის დღიური მოხმარება შეადგენდა 2,5 ათას ტონას, რკინის მადნეული კი დღიურად 1,8 ათასი ტონა დნებოდა. მუშაკთა საერთო რიცხვი კი 40 ათას კაცს შეადგენდა. მთელი ესენი ფრიდრიხ კრუპის ხელში იყო...

1909 წელს ფირმის სახელში FRIED. KRUPP, ESSEN დაემატა A.G. ანუ სააქციო საზოგადოება.

პირველი მსოფლიო ომის დროს წარმოების ბუმი დადგა... მომუშავეთა რაოდენობა 150 ათას კაცამდე გაიზარდა. ომის მიმდინარეობისას 36 ახალი ქარხანა აშენდა.

 

0c2dd4577512.jpg

 

გერმანიის მმართველობაში ფაშისტების მოსვლის შემდეგ მისი საწარმოები ტანკებისა და საბრძოლო ხომალდების სამჭედლო გახდა.

მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლების კრიზისმა კრუპის კონცერნი გაკოტრების პირას მიიყვანა. იძულებული გახდნენ უზარმაზარი კრედიტები გამოეთხოვათ დასავლეთ გერმანიის ბანკებიდან. ამ დახმარების სანაცვლოდ საწარმოების მმართველობაში სხვადასხვა ფინანსური ჯგუფები მოდიან და ამით დამთავრდა ფირმის ოჯახური მართვა და ფლობა.

დღეისათვის კომპანია 5 მარკის ფოლადს უშვებს, რომლებსაც იარაღის ევროპელი მწარმოებლები გამოიყენებენ თავიანთ ნაკეთობებში.

 

1) KRUPP-LAUFSTAHL ან FLUSSSTAHL KRUPP ESSEN, SPECIAL-GEWEHR-LAUF FRIED. KRUPP A.G._ დენადობის ზღვარი 45-50კგ/მმ2; სიმკვრივის ზღვარი 70-80კგ/მმ2; ფარდობითი დაგრძელება 23-16%.

 

2) STAHL ESSEN_დენადობის ზღვარი 55-65კგ/მმ2; სიმკვრივის ზღვარი 85-95კგ/მმ2; ფარდობითი დაგრძელება 20-15%.

 

3) KRUPP-INERSO-LAUFSTAHL ან FRIED. KRUPP A.G. ESSEN_ დენადობის ზღვარი 65-75კგ/მმ2; სიმკვრივის ზღვარი 85-95კგ/მმ2; ფარდობითი დაგრძელება 20-16%.

 

4) NIPOSTA_ დენადობის ზღვარი 60-75კგ/მმ2; სიმკვრივის ზღვარი 80-90კგ/მმ2; ფარდობითი დაგრძელება 22-16%.

 

5) KRUPP-SPECIAL-LAUFSTAHL_ დენადობის ზღვარი 60-75კგ/მმ2; სიმკვრივის ზღვარი 80-95კგ/მმ2; ფარდობითი დაგრძელება 22-15%.

 

77f482187004.jpg

Link to post
Share on other sites

94d5738ec478.jpg

 

ინგლისური თოფების ლეგენდარული ბალისტიკა ლულის დამამზადებელ ოსტატებთან პირდაპირ კავშირშია. ბევრი ამ ოსტატთაგანი საკუთარი ფირმის მფლობელი იყო. თუმცა მათი პრესტიჟი კიდევ უფრო იზრდებოდა იმ შემთხვევაში თუ ელიტარული ფირმები მათ შეუკვეთავდნენ ლულებს.

ჯეიმს პერდე სხვადასხვა დროს სხვადასხვა ოსტატს უკვეთავდა თავისი პროდუქტისათვის ლულებს. პირველ პერდეებს ლანკასტერის ლულები ამშვენებს დამღით CL; გარკვეული დროის შემდეგ პერდემ კიდევ ერთ ლულების ოსტატს მიმართა შეკვეთით ეს იყო ჯონ პორტლოკი(John Portlock), რომელიც თავისი ინიციალებით დამღავდა ლულებს JP(აღნიშნულ დამღას ზოგიერთი შეცდომით ჯეიმს პერდეს ინიციალებად იღებს). პერდეს პროდუქციას აწოდებდნენ სხვა არანაკლებ ცნობილი მელულეები: უილიამ ფულერდი(William Fullerd დამღით WF), თომას ევანსი(Thomas Evans დამღით TE), თომას პერკინი(Thomas Parkin დამღით TP).

კიდევ ერთი ლეგენდარული ლონდონური ფირმის, ბოსის ლულებზე გვხვდება არმსტრონგისა(Armstrong) და ვიტვოტრის(Whitworth) სახელები.

 

 

Joseph Whitworth & Co

 

 

a1ba4e0e41f1.jpg

 

 

 

ჯოზეფ ვიტვორტი 14 წლის ასაკში(1817წ) ბიძის ძაფსაგრეხ ფაბრიკაში იწყებს მუშაობას, სადაც იმ დროის მანქანა-დანადგარებს ეცნობა. შემდეგ გადადის სამუშაოდ მანქანათმშენებელ კომპანიებში ჯერ მანჩესტერში, ხოლო შემდგომ ლონდონში, სადაც 1833 წლამდე დაჰყო. აქედან ვიტვორტი მანჩესტერს უბრუნდება და საკუთარ ფირმას აფუძნებს Sir Joseph Whitworth & Co Ltd. წლების შემდეგ აღნიშნული ფირმა ცნობილი გახდა ყველა იარაღის მწარმოებლისათვის.

 

 

eca3197d166d.jpg

 

ვიტვორტი არა მარტო ნიჭიერი მეიარაღე იყო, არამედ კარგი ორგანიზატორიც. 1853 წელს საბრძოლო იარაღის შემდგომი განვითარების პერსპექტივების თემით ის წარსდგა ანგარიშით სამეფო კომისიის წინაშე. ანგარიშის შემდეგ მან მიიღო დავალება შეემუშავებინა რეკომენდაციები სამხედრო იარაღის სერიული წარმოების შესახხებ.

1860 წელს ვიტვორტის .450 ყალიბის კარაბინიდან 400 იარდში(365,76მ!!!) ბრიტანეთის დედოფალმა ვიქტორიამ ზუსტი გასროლა განახორციელა. სამიზნის ცენტრიდან გადახრამ მხოლოდ 31,75მილიმეტრი შეადგინა.

კარაბინი დაფიქსირებული იყო სპეციალურ სადგარში, ხოლო გასროლა სასხლეტზე გამობმული მოკლე ზონარით განხორციელდა. ამ გასროლით სიმბოლურად გაიხსნა ბრიტანეთის მეიარაღეთა ნაციონალური ასოციაციის ყრილობა.

 

 

71c2a09c3352.gif

ასეთი სადგარიდან გაისროლა დედოფალმა.

 

 

დედოფლის ბრწყინვალე ხელის შეხებამ სასხლეტთან ვიტვორტი უზომოდ ცნობადი გახადა.

1865 წელს ვიტვორტმა დააპატენტა თხევადი პრესირების ფოლადი, რომელიც ისეთი პოპულარული გახდა, რომ ამ მარკას იცნობდნენ არა მარტო მეიარაღეები, არამედ მონადირეებიც კი.

 

61e4adf5a9f3.gif

 

ამ მარკის გამოსვლისთანავე მოწინავე ფირმებმა(მ.შ პერდემ) შეუკვეთეს ის და მათი ლულები მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცეს დასაწყისში, სწორედ ამ ფოლადისაა.

ამ ფოლადის წარმოება ძვირი იყო, ამიტომ თხევადი პრესირების ფოლადის ლულა მხოლოდ ძვირფას მოდელებზე დგებოდა.

 

 

 

 

 

 

 

მეტალურგიის შემდგომი განვითარების პირობებში თანამედროვე ფოლადი გაცილებით მაღალი ხარისხისაა(სინდისიერ ჩამოსხმულზეა საუბარი, რომელსაც ტექნოლოგია არა აქვს მიკლებული )

 

 

Border Barrels, ltd

 

87509033b095.jpg

 

 

 

 

დიდ ბრიტანეთში დღეისათვის ლულის მწარმოებელთა შორის ერთ-ერთი ლიდერია შოტლანდიური კომპანია Border Barrels, რომლის მაპროფილებელი სპეციალიზაცია ხრახნილი ლულების წარმოებაა.

ის ძირითადად 2 სახის ფოლადს გამოიყენებს თავის ნაწარმში: EN19 და EN24, ხოლო უჟანგი ფოლადის სახეებიდან გამოიყენებს 416 S21.

ყალიბები შეუზრუდავია(ყველა 21 ზომა, რომელიც გამოიყენება სანადირო ან სპორტული მიზნით). 22-დან .600-მდე. სხვა ყალიბები(მაგ .700) მზადდება შეკვეთთ. ფირმაში ხდება ლულების დამუშავება, კრონშტეინებისა და სამაგრების დამზადება და ა.შ.

 

ee9b9b864443.gif

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

POLDIHUTTE

 

11b426226c6a.jpg

 

 

ფირმა დაფუძნებული იყო 1889 წელს მეტალურგიული ქარხნის ბაზაზე(ქარხანა 1857 წლიდან ფუნქციონირებდა). მდებარეობდა პრაღიდან 30 კილომეტრში. ფირმის დამფუძნებელი გახლდათ ავსტრიელი სამთო ინჟინერი და მეწარმე კარლ ვიტგენშტეინი. საკუთარ ფირმას კარლმა მეუღლის, ლეოპოლდინა კალმუსის საპატივცემულოდ დაარქვა POLDIHUTTE.

1893 წელს ვიტგენშტეინმა დაარეგისტრირა სავაჭრო ნიშანი ქალბატონის თავის გამოსახულებითა და ხუთქიმიანი ვარსკვლავით(ვარსლვლავი_5 კონტინენტი სადაც პროდუქცია იგზავნებოდა). ამ სავაჭრო ნიშანს არავითარი კავშირი არ ჰქონდა გერმანულ და ბელგიურ ფოლადთან, როგორც ეს აღნიშნულია ზოგიერთ წყაროში.

 

e8cded9f0929.jpg

 

ფოლადი ,,პოლდი-ანტიკორო" დაპატენტდა 1910 წელს და მიეკუთვნება მცირედჟანგვად ფოლადებს. სხვა ანალოგიურ ფოლადთან შედარებით(მაგ: ,,ბელერ-ანტინიტი", ,,კომპაუნდ კაპ") ,,პოლდი-ანტიკოროს" გააჩნია უფრო მაღალი მექანიკური თვისებები:

 

_დენადობის ზღვარი- 81კგ/მმ2;

_სიმკვრივის ზღვარი- 102კგ/მმ2;

_ფარდობითი დაგრძელება- 15%.

 

c537b4ead487.jpg

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

ლულა თოფის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, ამიტომ ურიგო არ იქნება მისი დამზადების ტექნოლოგიაში ჩავიხედოთ სულ მცირედით :hi3:

 

ლულების დამზადების ტექნოლოგია

 

 

ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში დამასკში(ამჟამად სირია) ამზადებდნენ ცივ იარაღს, რომელიც ძალიან მაღალი მახასიათებლებით გამოირჩეოდა_იყო ძალიან მკვრივი და ამავე დროს ელასტიური. როგორც კი ამ ფოლადის მიღების ტექნოლოგია ევროპელებისათვის გახდა ცნობილი, მათ ამ ლითონით დაიწყეს ცეცხლსასროლი იარაღის ლულების დამზადება

1811 წელს ჰენრი ანშუტცმა დაწერა წიგნი, რომელშიც აღწერილი იყო დამასკური ფოლადით ლულების დამზადების 4 მეთოდი: ჩვეულებრივი, გრეხვითი, ხვეული და ჭედური.

თითოეული მათგანი მისი წინამორბედის გაუმჯობესებულ ვარიანტს წარმოადგენდა, თუმცა ყველა მათგანისათვის საერთო გახლდათ ლულის ყალიბზე მათი გადაგრეხვა და ჭედვა მაღალი ტემპერატურის პირობებში.

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს მეტალურგიის სწრაფმა განვითარებამ ჩამოსხმული ფოლადი წარმოშვა და დაიწყეს სალულე ნამზადის წარმოება. ნამზადის გაბურღვის შედეგად მიღებული ლულა კი შეუდარებლად უმჯობესი იყო ვიდრე საუკეთესო ტექნოლოგიით მიღებული დამასკური ლულა.

ნამზადისა და შემდგომ მისი გაბურღვით ლულების წარმოება უფრო მწარმოებლური გახლდათ...

 

63a333159ddc.jpg

 

ტექნოლოგია ნამზადის ჭედვით იწყება, რის შედეგადაც მასალა არა მარტო მრგვალ ფორმას იღებს, არამედ უმჯობესდება ლითონის სტრუქტურა და მცირდება ფოროვნობა. ჩვეულებრივ, ჭედვისათვის განკუთვნილი მრგვალი პროფილის ფოლადის(50მმ-იანი დიამეტრის)სიგრძე დამოკიდებულია მომავალი ლულის სიგრძეზე. მაგალითად, მრგვალი პროფილის ფოლადი სიგრძით 320მმ, საკმარისია 750მმ-იანი ნამზადის გამოსაჭედად, რომლის საშუალო დიამეტრი 30მმ იქნება. აქვე აღვნიშნავთ, რომ სავაზნის ადგილში დიამეტრი უფრო მეტია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჭედვისას ლითონის დაახლოებით 15% იკარგება(იწვება).

შინაგანი დაძაბულობის მოსახსნელად გამოჭედილ ნამზადს აცხელებენ დაახლოებით 850-860 გრადუსამდე და აყოვნებენ დაახლოებით ნახევარ საათს. გაცხელების ზუსტი პარამეტრები(მ.შ. დროის მონაკვეთი) დამოკიდებულია ფოლადის მარკაზე და ნამზადის სისქეზე. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ საკითხს, რომ ლულის დამზადების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხული იყოს შინაგანი დაძაბულობა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ლულების ბლოკში ან თამასებთან შედუღებისას ტექნოლოგია ითხოვს ლულების ასიმეტრიულ(არათანაბარ) გაცხელებას და შესაბამისაც გაცივებაც არათანაბრად ხდება. ამ პირობებში შინაგანი დაძაბულობის არსებობისას გარდაუვალია ლულის და თამასის დეფორმაცია(აღნიშნული არც თუ ისე იშვიათია თანამედროვე რუსულ თოფებში, ამიტომაც ვღაღადებ ხოლმე: ყიდვისას კარგად შეამოწმეთ თამასისა და ლულის სიმეტრია!!!)

შინაგანი დაძაბულობის მოხსნის შემდეგ აწარმოებენ წრთობას, რომლის არსიც ფოლადის ოპტიმალური თვისებების მიღებაა, რაც თავის მხრივ პირდაპირპროპორციულ კავშირშია საექსპლოატაციო მაჩვენებლებთან. წრთობა ნამზადის თანაბარი გაცხელებაა. აქაც ტემპერატურა დამოკიდებულია ფოლადის მარკაზე. მაგალითად, გერმანიაში კარგად აპრობირებული Ск 65 მარკის ფოლადის ნამზადის წრთობისას, მას აცხელებენ 840 გრადუსამდე და ამის შემდეგ ჩადებენ ზეთში(ზეთი ოთახის ტემპერატურისაა). შემდეგ სპეციალურ ღუმელში 4 საათის განმავლობაში ,,იჭერენ" 580-600 გრადუს ტემპერატურაზე.

 

 

ნამზადის გათქვირვა

4623b9f9287b.jpg

 

თერმულად დამუშავების შემდეგ ნამზადს გათქვირავენ, რათა ნამზადის შემდგომი ბურღვისას გამორიცხონ ვიბრირება. ეს პროცესი ნამზადის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ბრუნვით ხდება. გათქვირების შემდეგ ნამზადს კვლავ აცხელებენ შინაგანი დაძაბულობის მოსახსნელად.

ამ ტექნოლოგიური პროცესების შემდეგ იწყება ყველაზე საპასუხისმგებლო ნაწილი_ ბურღვა. საიარაღო საქმეში ამისათვის სპეციალური ჩარხები გამოიყენება. მათში ჩამაგრდება ნამზადი და ბრუნავს ხოლო სპეციალური ბურღი მოძრაობს წინ. ამ ტექნოლოგიური პროცესის დროს წარმოიშობა 2 ძირითადი პრობლემა: ბურღის გადახრა წარმოსახვითი ღერძისაგან და ნაქლიბის(ნაბურღის) გამოცლა.

პირველი პრობლემის გადაწყვეტა კავშირშია ნამზადის ერთგვაროვან სტრუქტურასთან და ბურღვის დაბალ სიჩქარესთან(დაბალი სიჩქარისას ნაკლებია ვიბრაცია).

მეორე პრობლემა ანუ ნაქლიბის ჩარჩენა საბურღავ ნამზადში იწვევს არხის დაზიანება-დახაზვას. ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ნამზადის ბურღვისას ბურღთან ერთად მასალაში შედიოდა გაცივებული ემულსია, რომელსაც ბურღში არსებული არხის მეშვეობით უკან გამოჰქონდა ნაქლიბი. ამ პრინციპზე იყო აგებული შემდეგი თაობების ჩარხებიც, თუმცა ისინი მაინც ვერ უზრუნველყოფდნენ არხის ზედმიწევნით ,,სისუფთავეს". გარდა ამისა წარმადობაც არც თუ ისე დიდი იყო.

1937 წელს ბურგსმიულერმა ხარისხობრივად შეცვალა ბურღვის სქემა. მან ვერტიკალურად დაამონტაჟა ბურღები და მიმართულება მიეცათ ქვემოდან ზევით. ბურღს ქონდა მილის ფორმა 3 მჭრელი თავაკით. თავად ბურღვა მიმდინარეობდა შეკუმშული ჰაერით გაგრილებით. ასეთ პირობებში ნაქლიბი საერთოდ არ ეკონტაქტება ლულის არხს და ჰაერის ზემოქმედებით მოემართება ქვემოთ. ამ ტექნიკის მეშვეობით გაიზარდა ბურღვის სიჩქარე და წარმადობაც.

1942 წელს ბაისნერმა სრულყო ზემოთაღნიშნული მეთოდი. მან გააუმჯობესა ბურღი, ბურღვა დააბრუნა ჰორიზონტალურ სიბრტყეში და გაგრილებისათვის ჰაერის ნაცვლად გამოიყენა ზეთი.

 

9430594b49cc.jpg

 

მიუხედავად ბურღვის მეთოდების გაუმჯობესებისა აუცილებელი გახლდათ არხის ბურღვისშემდგომი პოლირება-წმენდა. ამ პროცესების დაწყებამდე გაბურღული ნამზადი კიდევ ერთხელ ითქვირება, მოწმდება სისწორე და კედლის სისქე.

ლულის არხის ფორმირების შემდეგ სახარატო დაზგაზე ხდება გარე ზედაპირის დაყვანა. ამ პროცესისას აუცილებელია წარმოსახვითი ღერძის სიმეტრიის დაცვა რათა არ მიიღონ ლულის კედლის სხვადასხვა სისქე.

მნიშვნელოვანი პროგრესი ლულების დამზადების საქმეში გახდა მათი ჭედვა სპეციალურ მრგვალ ყალიბებზე. ამისათვის სპეციალური დაზგებია საჭირო და აღნიშნული მეთოდი რენტაბელურია მხოლოდ კონვეიერული-მრავალრიცხოვანი წარმოებისას. ამასთანავე დროისა და მასალის ეკონომიაც სახეზეა. კერძოდ, ნამზადში კეთდება დაახლოებით 20,5მმ-იანი ნახვრეტი და ეს ,,მილი" ჩამოეცმება სპეციალურ ყალიბს, რომელსაც ლულის არხის ანალოგიური ზედაპირი აქვს. ამის შემდეგ ხდება ელექტროინდუქციური გაცხელება და სპეციალური ჩაქუჩებით შემოჭედვა. წუთნახევრის განმავლობაში ნამზადი ღებულობს ლულის ფორმას. ამ პროცესის შემდეგ წრთობა აღარ წარმოებს.

 

ლულების დამზადება ჭედურობის მეთოდით

83dad8c5bcd3.jpg

 

ამ მეთოდის კიდევ უფრო პროგრესული მხარეა ცივი შემოჭედვა, რაც ძვირფასი სალულე ფოლადის 15%-იან ეკონომიას იძლევა. ამასთან ცივი ჭედვისას ლულის მექანიკური თვისებები უფრო მაღალია. ცივი ჭედვისას უშუალოდ პროცესი მეტ ხანს გრძელდება(დაახლოებით 3-4 წუთს) და ამასთან ითხოვს მეტად მძლავრ სპეც.ჩაქუჩებს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ჭედურობის მეთოდით ლულების დამზადება უფრო იაფია, ბევრი მწარმოებელი უპირატესობას აძლევს ლულებს, რომლებიც ბურღვის მეთოდითაა მიღებული. ეს ეხება არა მარტო საცალოებს, არამედ სერიულ მწარმოებლებსაც.

 

იარაღის თანამედროვე წარმოებაში(მოწინავეებს ვგულისხმობ)ლულის დამზადებისას გამოიყენება ციფრული ჩარხები, რომლებიც უკანასკნელ კიბერმიღწევებზეა დაფუძნებული. წარმოების ამ სქემაში თითქმის ნულზეა დაყვანილი ყველანაირი წუნი.

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...
  • 7 years later...

Real monoblock

 

ამ თემის დასაწყისში გვქონდა საუბარი ლულათა შეერთების ისეთ მეთოდებზე, როგორიცაა დემიბლოკი და მონობლოკი. დღეს ერთ საინტერესო ტერმინზე მინდა გესაუბროთ, რომელიც პირდაპირ თარგმანში "რეალურ(ნამდვილ) მონობლოკს" ნიშნავს.

doublewwcase.jpg?w=550
91d9a3fc1c88.jpg

1857 წელს ლეგენდარულმა ჯოზეფ ვიტვორტმა მიიღო პატენტი  № 1645 რომელშიც აღწერილი ლულების დამზადების ტექნოლოგია შემდეგია_ფოლადის ერთი ნამზადისაგან იწარმოება წყვილი პარალელური ლულა  თავისი კაუჭებით(შეგახსენებთ, რომ დემიბლოკის შემთხვევაში ერთი ნამზადისაგან იწარმოება ერთი ლულა კაუჭის ნახევართან ერთად).  

970faf25cbf5.jpg

a1972.jpg?w=550

ვიტვორტი ასეთ ლულებს აწარმოებდა თავისთვისაც და სხვა მწარმოებლებსაც ამარაგებდა. ასეთი სისტემა კიდევ უფრო ზრდიდა გამძლეობასა და რესურსს, რადგან  არანაირი შედუღება და გადაბმა საჭირო აღარ იყო. მინიმუმზე იყო დაყვანილი ლულათა ვიბრაცია.

ცოტა მოგვიანებით ამ სისტემის ლულების წარმოება დაიწყეს ჯერ ფრანგებმა და მერე ბელგიელებმა.

ასეთ წყვილ ლულას აღარ ესაჭიროებოდა ზედა და ქვედა შემაერთებელი თამასა. თუმცა თამასის დამაგრება ამ ლულებზე გემოვნების საკითხი გახლდათ_ ვისაც მოსწონდა ამაგრებდა, ვისაც არა, თამასის გარეშეც ადვილად გადიოდა. ოღონდ ამ შემთხვევაში სამიზნის დასაფიქსირებლად ლულის ბოლოში თამასის მცირე ფრაგმენტი მაგრდებოდა.

ccbc4010159b.jpg

1022f4be0174.jpg

2db3c674ed31.jpg

 

7777819.jpg?w=5507777767.jpg?w=550

7777687.jpg?w=550

ამ ტიპის ლულებმა მაინცადამაინც დიდხნიანი პოპულარობა ვერ მოიპოვეს(სავარაუდოდ მათი სიძვირის გამო), პირველი მსოფლიო ომის შემდგომ ფაქტიურად აღარავინ აწარმოებდა ასეთ მონობლოკს.

d043ff9bcb01.jpg

72394196e397.jpg

be66459ed295.jpg

af466aeb38c1.jpg

14.jpg?w=5502.jpg?w=5503.jpg?w=550

4.jpg?w=550

 

 

 

 

longthorne-shotguns-4.jpg?w=550

 

უკვე 21-ე საუკუნეში, უფრო ზუსტად 2006 წელს ამერიკელებმა    Joe Bojalad-მა და Karl C. Lippard-მა მიიღეს პატენტი  US7707761B2, რომელიც ზემოთაღწერილი  სისტემის წყვილი ლულის წარმოებას შეეხება, ოღონდ ეს ლულები უკვე ვერტიკალურად იყვნენ განლაგებული. ამ პატენტით კი ინგლისურმა საწარმო   Longthorne (Gunmakers) Ltd-მა დაიწყო სარგებლობა. როგორც ინგლისური ფირმის მესვეურები აცხადებენ, ისინი ერთადერთნი არიან, ვინაც პრემიუმ კლასის მაგნუმ-ბლოკის ლულების წარმოება შეუძლიათ.

 

9e48366e1142.jpg

 

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...