DMORAL 36 Posted January 22, 2012 Report Share Posted January 22, 2012 (edited) კობრზე თევზაობა ანუ Carp fishing ძალიან საინტერესო თემაა. შეიძლება ითქვას ამოუწურავი. ვიცი რომ ამ ფორუმზე ბევრი მეთევზე შემოდის, ამასთან ზოგიერთ მათგანს დაგროვილი აქვს გარკვეული გამოცდილება, ეცნობიან სიახლეებს პერიოდიკით და ინტერნეტით, ალბათ პრაქტიკაშიც იყენებენ ამ ცოდნას. მინდა რომ ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება, სიახლეები, ამ მეთოდით სათევზაო ჯოხების თუ კოჭების ტექნიკური მახასიათებლები, კობრზე სათევზაო აღკაზმულობის მონტაჟები, სხვადასხვა გამოსაყენებელი მასალები, ბოილების მოხმარების წესები, დასაკვები ნაზავების რეცეპტები, ატრაქტანტები,.... და სხვა. საბედნიეროდ, ჯარჯერობით(სპინინგით მტაცებელზე თევზაობისაგან განსხვავებით) საკმაოდაა კობრზე სათევზაო ადგილები და მონდომების შემთხვევაში არა იმის პრობლემა, რომ სეზონზე პრაქტიკაში გამოვცადოთ თეორიული ცოდნა. ამჯერად მინდა გაეცნოთთ ბრიტანული კომპანია Fox-ის მიერ შექმნილ ვიდეო რგოლს. სადაც აღწერილია ბოილის (სიმინდი და მჭადის კუბიც შეიძლება) მონტაჟის ე. წ. "თმის" არკაზმულობის რამოდენიმე ვარიანტი. ესეც კობრი თავის სტიქიაში და ჩვენთვის საყვარელი სიმინდის მონტაჟი საქმეში. კობრზე სათევზაო სპეციალური ჯოხები(carp fishing rods) სიმძლავრე და ტესტი(გამოსაყენებელი სიმძიმის ოპტიმალური წონის დიაპაზონი) კობრზე სათევზაო სპეციალური ჯოხები(carp fishing rods), უმეტესად შტეკერული(1, 2 ან 3 მუხლიანი), საქმიანობის შესაბამისი პროფილის მქონე სხვადასხვა კომპანიების მიერ ძირითადად იწარმოება 11-დან 13 ფუტის (1ფუტი(ft) = 30,48 სმ) ანუ 3,3 მეტრიდან - 3,9 მეტრამდე სიგრძით(თუმცა,ასევე გვხდება 4,5 მეტრიანი ჯოხებიც) და 1-დან 3,5 LB(1ფუნტი(LB)=453,6 გრ)-მდე სიმძლავრით. ხშირ შემთხვევაში სწორედ ეს უკანასკნელი პარამეტრი(სიმძლავრე) იწვევს გაურკვევლობებს დამწყებ მეთევზეებში. საქმე იმაშია, რომ სხვა ტიპის სათევზაო ჯოხებისაგან განსხვავებით, კობრზე სათევზაო ჯოხებზე, ინგლისური ტრადიციის შესაბამისად, მითითებულია არა ტესტი ანუ გასატყორცნი მასის(ტვირთი+სატყუარა) რეკომენდირებული წონის დიაპაზონი უნციებში ან გრამებში, არამედ ჯოხის სიმძლავრე. რომელიც გვიჩვენებს თუ რა მინიმალური დატვირთვის ზემოქმედებისას მოიდრიკება ანკესის წვერი მისი ტარის მიმართ 90 გრადუსიანი კუთხით. მაგალითად, ჩვენ თუ ხელთ გვაქვს ანკესი, რომელზეც მითითებულია მაქსიმალური სიმძლავრე 3,5 LB(ფუნტი) ანუ 1,58 კილოგრამი ეს ნიშნავს, რომ ჰორიზონტალურად განთავსებული ჯოხის წვერის 90 გრადუსიანი კუთხით(ტართან მიმართებაში) მოსადრეკად საჭიროა მის წვერზე 3,5 LB(ფუნტი) ანუ 1,58 კილოგრამის დატვირთვა. აქედან, ცხადია რომ ამ სიმძლავრის ანკესით, ამ წონის(3,5 LB(ფუნტი) ანუ 1,58 კილოგრამი)ტყორცნა შეუძლებელია და ანკესზე მითითებული პარამეტრი გასატყორცნ წონას არ მიუთითებს. კობრზე სათევზაო კონკრეტული ანკესისათვის არსებობს( სპორცმენების და მოყვარულების მიერ პრაქტიკაში ფართოდ გამოიყენება)გასატყორცნი სიმძიმის(ტვირთის) ოპტიმალური წონის განსაზღვრის მეთოდი. ის მდგომარეობს შემდეგში: ციფრები რომლებიც განსაზღვრავენ ჯოხის სიმძლავრეს LB-ში ( ფუნტებში) უტოლდება უნციებს(oz) და ემატება ნახევარი უნცია. მიღებული რიცხვი უნციებში (1 უნცია =28,35 გრამს) იქნება სიმძიმის ოპტიმალური წონა ამ ანკესისათვის. მაგალითად, ჩვენ თუ ხელთ გვაქვს ანკესი რომელზეც მითითებულია მაქსიმალური სიმძლავრე 3,5 LB(ფუნტი) ანუ 1,58 კილოგრამი ეს ნიშნავს რომ მასზე გამოსაყენებელი სიმძიმის ოპტიმალური წონა იქნება 3,5+0,5 = 4oz(უნცია) გრამებში კი 4*28.35გრ = 113.4 ანუ 114 გრამამდე; 3LB(ფუნტი) სიმძლავრის მქონე ჯოხის შემთხვევაში კი 3+0.5=3,5oz(უნცია) გრამებში კი 3,5*28.35გრ= 99.23 ანუ 100 გრამამდე. 2LB(ფუნტი) სიმძლავრის მქონე ჯოხის შემთხვევაში კი 2+0.5=2,5oz(უნცია) გრამებში კი 2,5*28.35გრ= 70.87 ანუ 71 გრამამდე. აქვე აღსანიშნავია, რომ რიგი ევროპული(უმეტესად არაბრიტანული) კომპანიები, კობრის ჯოხებზე, სიმძლავრესთან ერთად ასევე მიუთითებენ ტესტსაც ანუ გასატყორცნი სიმძიმის ოპტიმალური წონის დიაპაზონს(უნციებში ან გრამებში). ამ თემის http://club-monadire.ge/index.php?showtopic=107&pid=15158&st=20entry15158 N32 პოსტიც ნახეთ. სასიამოვნო და წარმატებულ თევზაობას გისურვებთ! Edited September 21, 2012 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted January 22, 2012 Author Report Share Posted January 22, 2012 ციტატა(ელჩი @ Jan 6 2011, 01:04 PM) დავით , თქვენი ხათრით დავიჭერ ყველაზე დიდ კობრს ამ ზაფხულში. თუ რატომ დავამატე ღიმილის სიცილაკები, დავითმა იცის ჩვენი პირადი საუბრებიდან, მაგრამ მინდა რომ თქვენც გაგიმხილოთ. აქ, სადაც ვცხოვრობ ამჟამად, კობრი/კარპი/ არ ითვლება სპორტული თევზაობის საინტერესო სახეობად, არც ლიმიტია მასზე და არც საგანგებო ნებართვაა ასაღები. ადრე მყავს დაჭერილები და არცთუ მომცრო ზომისები/სურათების მოძებნაც შეიძლება აქ ჩვენს ფორუმზე/, მაგრამ რადგანაც ბევრ თქვენგანს გაინტერესებთ ამ სახეობის შესახებ, კიდევაც დავიჭერ და ფოტო მასალასაც არ მოგაკლებთ. შეგულებული მაქვს ადგილი, სადაც აგვისტოს ბოლოსთვის, ზემოდან დაჰყურებ, თუ როგორ დაიზლაზნებიან თავთხელში, შლამიან ფსკერზე ეს გიგანტები. კარგი თემაა დავით. მტაცებელზე სპინინგით თევზაობა პირველ ადგილზე ჩემთვის, მაგრამ რა ჯობია მასეთ ადგილებში თუგინდ კობრზე თევზაობას?! მე ყველანაირი თევზაობა მიყვარს სადაც კი თევზის წინააღმდეგობის შეგრძნებაა შესაძლებელი . განსაკუთრებით ფრიქციონის ტკაცუნის ხმა მომწონს , ორღანზე შესრულებული ბახის ნაწარმოებივითაა ჩემთვის. არადა კობრი კარგი მეტოქეა http://video.yandex.ru/users/ilia-apostolov/view/337/ http://video.yandex.ru/users/ilia-apostolov/view/338/ გიორგი, ამათზე კობრზე თევზაობაა აშშ-ში. ) მაგრამ რუსული რესურსია(თუმცა ვიდეო ინგლისურადაა) და არ ვიცი გახსნება თუ არა შენთან. აბა წარმატებები ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted January 22, 2012 Author Report Share Posted January 22, 2012 კორზე თევზაობის მომავალ სეზონზე, მინდა სერიოზულად შევუდგე ბოილის მონტაჟის გამოყენებას სხვადასხვა სატყუარებზე. ეს ჩემს მიერ დამზადებული სადავე, ბოილის მონტაჟისათვის - ე.წ. თმის (ინგლისში, ბოილზე თევზაობის გარიჟრაჟზე, ბოილის კავთან დასაკავშირებელ სადავედ თმის ღერს იყენებდნენ) აღკაზმულობა . გამოყენებული მასალები: კომპანია "JRC"-ის ე.წ. ბანანის ტიპის კავი, თერმული მილაკი, POWER PRO-ს 0.19მმ- იანი წნულის სადავე და სილკონის პატარა ნაჭერი ანუ "სტოპორი" (ბოილის, პელეტის, სიმინდის ან ჭადის კუბიკის იმიტაციის თმაზე დასამაგრებლად). დამზადების პროცესი ზემოთ, FOX- ის ვიდეო რგოშია წარმოდგენილი. და ესეც ნახეთ. ამ ვიდეორგოლებში თვალნათლადაა წარმოდგენილი ბოილის მონტაჟის უპირატესობა. მცურავი( POP UP) ბოილის აღკაზმულობა საქმეში. თქვენც ცადეთ !!! ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted January 22, 2012 Author Report Share Posted January 22, 2012 კობრზე თანამედროვე თევზაობისას სულ უფრო ხშირად იყენებე სხვადასხვა PVA მასალებს. Carp fishing-ის თითქმის ყველა მოყვარულმა კარგად იცის ამ აბრევიატურის მნიშვნელობა. ესაა, საჭირო წერტილში თევზის მოსაზიდი სხვადასხვა გემრიელი+სურნელოვანი ნაზავის(კავთან და სატყუარასთან ერთად) ლოკალურად და ზუსტად მიწოდების, წყალში ხსნადი, სხვადასხვა სახის საშუალება. არსებობ PVA-ს : კონვერტი-პარკი - PVA არ დნება ზეთოვან სითხეებთან შეხებისას და ამიტომ მას იყენებენ სათევზაო წერტილში ზეთოვანი ატრაქტანტების ზუსტად მისაწოდებლად - PVA ძაფი გამოიყენება: პარკების და ბადეების თავის მოსაკრავად, კავზე დამატებითი სატყუარების მისაბმელად და... PVA ქაფი -ბალახიანი და შლამიანი ფსკერიდან კავის წამოსაწევად და .. PVA ფირი ("ლენტა")- გამოიყენება დაახლოებით ისევე როგორც ძაფი. PVA პარკის( ან ბადის) წყალში მოხვედრის შემდეგ, ის იხსნება მაქსიმუმ 1 წუთში და ვიღებთ ასეთ სურათს PVA მასალების გამოყენების სხვადასხვა ფორმები საინტერესო და ბევრი რამის სწავლა შეიძლება ამ ვიდეორგოლებითაც: და ესეც თქვენც ცადეთ ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted January 22, 2012 Author Report Share Posted January 22, 2012 კობრზე წყალქვეშა თევზაობა ანუ წყალქვეშა კამერით თევზაობა LIVE-ში კომპანაი KORDA-ს (http://www.korda.co.uk) პროფესიონალების მიერ შექმნილი ფილმების სერია, ფაქტიურად ჩატარებული კვლევაა კობრის საარსებო გარემოსა და მასზე თევზაობის სხვადასხვა ნიუანსების შესახებ. მათ აღწერას ჯობია ვუყუროთ, ვისიამოვნოთ და ბევრ რამესაც ვისწავლით. ძალიან მინდა ჩვენთანაც ისწავლონ ადამიანური თევზაობა. ამფეთქებლებმა, ელექტრიკებმა, პუტანკისტებმა , ტრაინიკისტებმა და სხვა უბედურმა გლახაკებმა შეხედონ რა ლამაზი და სასიამოვნოა წესიერი-ადამიანური თევზაობა და მისგან მიღებული ნეტარება. ხოლო ის ვინც ამ ყველაფერს ეზიარება მგონია, რომ მესიის აღმართულ მახვილად იქცევა არაკაცების თავებს ზედა. ) http://video.yandex.ru/users/vkempo/view/3...3008&cid=28'>http://video.yandex.ru/users/vkempo/view/3...3008&cid=28'>http://video.yandex.ru/users/vkempo/view/3...3008&cid=28'>http://video.yandex.ru/users/vkempo/view/3...3008&cid=28 http://video.yandex.ru/users/vkempo/view/3...3008&cid=28 http://video.yandex.ru/users/vkempo/view/3...3008&cid=28 http://video.yandex.ru/users/vkempo/view/3...3008&cid=28 ამ სერიებს კიდევ აქვთ გაგრძელება და მიყევით ბმულებს. ყველა სერიას ამიტომ აქ აღარ დავდებ. KORDA Underwater http://www.youtube.com/watch?v=WP88DpPN5Ig ისიამოვნეთ ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted January 22, 2012 Author Report Share Posted January 22, 2012 ბოლო პერეოდში, რიგი მიზეზებიდან გამომდინარე თევზაობასთან დაკავშირებულ დიდი მოცულობის ტექსტობრივ და ვიდეო ინფორმაციას ვეცნობი, აქედან ყველაზე საინტერესო, თვალნათლივ ადვილად აღსაქმელი და დიდად გამოსადეგი მინდა თქვენც გაგიზიაროთ. განსაკუთრებით კი დამწყებ თევზაობის მოყვარულებს. კობრზე და სხვა არამტაცებელ თევზზე თევზაობისას სატყუარად ბევრი ჩვენთაგანი იყენებს სხვადასხხვა მცენარეულ სატყუარებს: სიმინდი, მზესუმზირა, ქერი, შვრია, ბარდა, კარტოფილი და სხვა. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, მათი გამოყენება პირველადი (დაუმუშავებელი) სახით დიდ შედეგვს ვერ მოგვცემს, გარდა იმ შემთხვევებისა როცა მათ კონსერვირებული სახით შევიძენთ. ამ დროს აუცილებელია ვიცოდეთ ამ სახის სატყუარათა მოსამზადებლად პატარ-პატარა "საიდუმლოებანი". ამასთან აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში, უშუალოდ თევზაობის დროს, ჩვენს ხელთ არსებულ სატყუარათა მრავალფეროვნება მნიშვნელოვნად განაპირობებს თევზაობის საბოლოო შედეგს. ამიტომ წარმოგიდგენთ ძმები შერბაკოვების ძალიან საინტერესო ვიდეორგოლს - "მცენარეული სატყუარები" http://video.yandex.ru/users/werewolff/view/606/ ასევე ძალიან საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითი სიუჟეტი აქვს შემდეგ მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს - "თევზაობა დონზე". მასში აღწერილია სხვადასხვა(ცხოველური და მცენარეული) სატყუარების მოპოვების, შენახვის და გამოყენების მეთოდები. რაც მთავარია ნაჩვენებია რომ დაბალბიუჯეტიანი აღჭურვილობითაც მშვენივრად შეიძლება სასიამოვნოდ თევზაობა და მრავალი სხვა საინტერესო ნიუანსი. http://video.yandex.ru/users/konandrakon/view/879/ თქვენც ცადეთ!!! გამოხმაურება რედაქტირებულია dmoral: 07 February 2011 - 01:55 AM ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted January 22, 2012 Author Report Share Posted January 22, 2012 მდინარეზე ფსკერული თევზაობის ერთ-ერთი ვარიანტია. მარტივი და თან ძალიან საინტერესო. ბოდიში რომ სტატიას ვერ ვთარგმნი, რუსულადაა. ამიტომ პირდაპირ მის მისამართს მივუთითებ: http://club-fish.ru/content/view/4384/223/ იქნებ მოსინჯოთ და შემდეგ გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება მცირედი რეპორტით. ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted February 14, 2012 Report Share Posted February 14, 2012 მე ძალიან მიყვარს კობრზე თევზაობა.შესაბამისი გამოცთილებაც მაქვს.ძალიან დიდი სხვაობაა მიუხედავათ მსგავსებისა რუსული კობრის და ჩვენი კობრის ჭერისას.ჩვენი კობრი გაცილებით რთული ამოსაყვანია ვიდრე მისი რუსული მოძმე.ის ჯერ ვითომღაც თავისუფლად მოგყვება,თითქოს ზაცეპი,შემდეგ კი სამჯერ მაინც ისეთ მცთელობას აკეთებს გაქცევისა და თავის დაძვრენის რომ თუ კი არ იმარჯვე ან ზაცეპს აგკიდებს და გაგექცევა და ან მხოლოდ მისი ტუჩები შეგრჩება კაუჭზე.ხშირად დამიჭერია საერთოდ უტუჩოდ კობრი.ხოლო რუსული კობრი უფრო ძალის მიერია,მებრძოლი მაგრამ ამავე დროს ზანტიც.მახსოვს შაორზე 90-იანი წლების მიწურულს ვსინჯეთ ბოილები.ბოილები ვიდეო ფირის მიხედვით დავამზადეთ სრული სიზუსტით.ინგრიდიენტები მეგობარმა გერმანიიდან ჩამოიტანა.არ გაამართლა საერთოდ.ფიდერი არც ეხლა ვიცი,მაშინ როგორ მეცოდინებოდა.ვთევზაობ კობრზე დონკით.სატყუარა სიმინდი,ჭადი და ჯმიხა.ეხლა სალამანდრას დახმარებით ვითვისებ ფიდერს.აი ფიდერმა კი აუცილებლად უნდა გაამართლოს,ვინაიდან საუკეთესო საშუალებაა მოკორმისა იმხელა მანძილზე.ბოილის ნაცვლად კი ისევ ყვითელი ჭადის რგოლებს ან სიმინდს ვსინჯავ). ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 15, 2012 Author Report Share Posted February 15, 2012 Salamandra დაწერილია 09 March 2009 - 01:42 AM ეს კობრი 1999 წლის 25 ოქტომბერს დავიჭირეთ ჭიათურაში ღურღუმელაზე,სურათზე ჩემი ძმაა ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted February 15, 2012 Report Share Posted February 15, 2012 Salamandra დაწერილია 09 March 2009 - 01:42 AM ეს კობრი 1999 წლის 25 ოქტომბერს დავიჭირეთ ჭიათურაში ღურღუმელაზე,სურათზე ჩემი ძმაა ვიცანიიიი....(თევზიც) :hi: :D მაგ დღეს მაგის ტყუპის ცალი მე წავიყვანე სახლში...მაგარი დღე იყო მაგრად გამეხარდა ამ სურათის ნახვა,არ ვიცოდი მის შესახებ... :D ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted February 26, 2012 Report Share Posted February 26, 2012 უმაგრესი იყო !!! დავამატებ კიდევ რომ იმავე ტბაზე არმენამ ერთი თვის შემდეგ,ნოემბერში 7.500-ანი დაიჭირა,დეკემბერში კი 8.500-ანი.მაგარი თევზი იჭირებოდა იმ დროს ღურღუმელაზე ჭიათურაში... ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted February 26, 2012 Report Share Posted February 26, 2012 უმაგრესი იყო !!! დავამატებ კიდევ რომ იმავე ტბაზე არმენამ ერთი თვის შემდეგ,ნოემბერში 7.500-ანი დაიჭირა,დეკემბერში კი 8.500-ანი.მაგარი თევზი იჭირებოდა იმ დროს ღურღუმელაზე ჭიათურაში... მეც იმას დავამატებ რომ იმ დროს კოფტონზე ვთევზაობდით და ის შემოდგომა მაგრად ვისიამოვნეთ.დარწმუნებული ვარ რომ მაგ ტბაში კიდევ ბევრი დიდი კობრები არიან,ყველაზე დიდი ერთმა ბიჭმა დაიჭირა და 11 კგ-ს იწონიდა. ციტირება Link to post Share on other sites
o.cho 0 Posted February 27, 2012 Report Share Posted February 27, 2012 მაკანკალებს ისე მინდა თევზაობა უკვე აღარ შემილია ამინდები გამოვიდეს დროზე თორე რომელიმე ტბაში პლიტას ჩავაგდებ B) ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted March 1, 2012 Author Report Share Posted March 1, 2012 მონტაჟი ZIG RIG Carp fishing-ის ერთ-ერთი საინტერესო მონტაჟია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ძუის გაშვებით ან ამოხვევით, ვეძებოთ აქტიური თევზი წყლის სხვადასხვა დონეებში. მეკობრეები ამ მონტაჟს "ZIG RIG-ს" უწოდებენ და კობრზე თევზაობის სხვა აღკაზმულობებიდან იმით განსხვავდება, რომ სიმძიმე ძირითად ძუაზე დასრიალებს და ნესკავზე მცურავი სატყუარაა გამოყენებული (პვა ქაფითაც შეიძლება). ასევე შეიძლება, რომ სადავე(სატყუარასთან ერთად) ტივტივით, ბომბარდით ან წყლით შესავსები ტივტივით წამოვწიოთ ფსკერიდან. განსაკუთრებით ამურზე თევზაობის დროსაა ეს მეთოდი შედეგიანი, რადგან ამურს წყლის შუა ფენაში ან ზედაპირიდან უფრო უყვარს კვება, ვიდრე ფსკერიდან. მცურავი სატყუარა PVA ქაფით ეს მონტაჟი ასევე გამოიყენება მტაცებელზე ცოცხალი სატყუარით თევზაობისას. ამ შემთხვევაში, ძუის მცირედი მოქაჩვით ან გაშვებით, შეგვიძლია სატყუარა დროდადრო ცოტა გამოვაფზიზლოთ, შევათამაშოთ. აი პრაქტიკაში გამოყენების ვიდეო მაგალითიც: ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted March 3, 2012 Author Report Share Posted March 3, 2012 ეს ვიდეო სპეციალურად დავდევი ამ თემაში. თუ რატომ, თვითონ ნახეთ. ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted March 3, 2012 Report Share Posted March 3, 2012 ძაან საინტერესოა,თუ რამდენად გაამართლებს ჩვენთან ეგეთი გაყინული სატყუარა.აუცილებლად ვსინჯავ.ძან მომეწონა,მადლობა დავით. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted March 4, 2012 Report Share Posted March 4, 2012 გაამართლებს, ჩვენი კობრებიც ანალოგიურად იკვებებიან ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted March 4, 2012 Report Share Posted March 4, 2012 ეგ ვარიანტი ფიდერის აუცილებლობას ხსნის.ტბაზე უნდა ვსინჯო აუცილებლად. ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted March 6, 2012 Report Share Posted March 6, 2012 არსებობს კობრზე თევზაობის ეგეთი სტილი,რომელსაც ფანტომასით თევზაობა ეწოდება.ეს ფსკერულ სახეობებს მიეკუთვნება.თვით ფანტომასი მონტაჟი გახლავთ. ხოლო სატყუარად მასზე ჯმიხას (макуха)-ს აგებენ. ჯმიხა,ანუ დაპრესილი მზისუმზირა. როგორ ხთება ეგ ყოველივე?ჯმიხას ვხერხავთ,ვჭრით ასანთის კოლოფის ოდენა ნაწილებზე. მისი მონტაჟის რამოდენიმე ვარიანტი არსებობს.ის შეიძლება ტვირთთან ერთად ავზიდოთ ძირითად ძუაზე,ტვირთი,ანუ გრუზილა აუცილებლად ბრტყელი ფორმის უნდა იყოს.ხოლო ქვემოთ 4 პატარა პავადოკი გაუკეთოდ. ამ სტილით მეთევზეებს მაკუშატნიკებს ეძახიან რუსეთში. მეორე ვარიანტი მონტაჟისა კი შემდეგნაირია.ძირითად ძუაზე სადაც გრუზი,ანუ ტვირთი გვიყენია,ვერტლუჟოკით ვაბავთ იგივე ზომის ძუას 30-40სმ სიგრძით.ხოლო შემდეგ უკვე 4 წვერიან მოკლე სიგრძის პავადოკს. http://www.youtube.com/watch?v=QmBVe5tG_jk ხოლო მესამე ვარიანტი ეგეთია.პავადოკი თვით პლასტიკებურ სიმძიმეზე მონტაჟდება. ეს სტილი გათვლილია სატროფეო კობრზე.მას საკმაოდ დიდი ზომის თევზი ეგება ხოლმე.შესაბამისად საუკეთესოა თუ კი ძირითად ძუად კაპრონის ძუას ან მონო–ძუას (плетенка)–ს გამოვიყენებთ დიდი ტვირთამწეობით. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted March 6, 2012 Author Report Share Posted March 6, 2012 კარგია ზაზა. ყოფილ საბჭოეთში, კობრზე თევზაობის ყველაზე პოპულარული და შედეგიანი ხერხი წამოწიე. ცოტას დავამატებ და ვიტყვი, რომ შენს მიერ ნახსენებ "ჟმიხს"(რუს. Жмых)საქართველოში კოპტონსაც ეძახიან. წარმოდგენილი ფსკერული მონტაჟის მთავარი მუღამი იმაშია, რომ ფსკერზე დავარდნის შემდეგ, კოპტონის კუბი ყოვეთვის ზემოდან აღმოჩნდეს, ხოლო ტყვიის სიმძიმე კი ქვედა მხრიდან. ისე როგორც, ზედა პოსტის, ნახატ სურათზეა ნაჩვენები. p.s. ზედმეტი პოსტები წაიშალა. ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted March 6, 2012 Report Share Posted March 6, 2012 ეს ვიდეო სპეციალურად დავდევი ამ თემაში. თუ რატომ, თვითონ ნახეთ. მომეწონა ეს ხერხი...ფიდერის პრინციპი არის... ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted March 6, 2012 Report Share Posted March 6, 2012 ყოფილ საბჭოეთში არვიცი,მაგრამ მე და ზურამ კოფტონით მაგარი კობრები ვიჭირეთ...ბოლო ვიდეოში როგორც არის დაახლოებით მაგ პრინციპით,მაგრამ მე მოძრავ ტყვიასაც ვუკეთებდი სატყუარიდან 40-50 სმ-ში და ნემსკავებს არა ძუას არამედ აბრეშუმის რბილ ძაფს ვუკეთებდი...უფრო დრეკადია სქელ ძუაზე...მაგ მეთოდით იმ სეზონზე ძალიან ბევრი კობრი დავიჭირე...ყველაზე დიდი 8.500 კგ იყო...2-3 კგ-ბი კი ჩვეულებრივი რამ იყო... ზემოთ ზურას დადებულ სურათში რომ თევზია ისიც მაგ პრინციპით არის დაჭერილი ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted March 6, 2012 Author Report Share Posted March 6, 2012 ყოფილ საბჭოეთში არვიცი,მაგრამ მე და ზურამ კოფტონით მაგარი კობრები ვიჭირეთ...ბოლო ვიდეოში როგორც არის დაახლოებით მაგ პრინციპით,მაგრამ მე მოძრავ ტყვიასაც ვუკეთებდი სატყუარიდან 40-50 სმ-ში და ნემსკავებს არა ძუას არამედ აბრეშუმის რბილ ძაფს ვუკეთებდი...უფრო დრეკადია სქელ ძუაზე...მაგ მეთოდით იმ სეზონზე ძალიან ბევრი კობრი დავიჭირე...ყველაზე დიდი 8.500 კგ იყო...2-3 კგ-ბი კი ჩვეულებრივი რამ იყო... ზემოთ ზურას დადებულ სურათში რომ თევზია ისიც მაგ პრინციპით არის დაჭერილი ნაამბობი აქვს ზურაბს მაგ ტბაზე. ძალიან შედეგიანი ხერხია. ეგაა, რომ ცოტა არასპორტულია,რამოდენიმე ნესკავია გამოყენებული. საქართველოში, ახლაც, აფსოლუტური უმეტესობა, კოპტონის ამ მონტაჟის გამოყენებით თევზაობს კობრზე. ასევე,იყენებენ(განსაკუთრებით წალკაში) მოზრდილ კარჩხანაზე და ხრამულზე. ეს ნახეთ. Supernatural დაწერილია 24 October 2011 - 10:51 PM მეც ესე ვიცი საზანზე ეგრედწოდებულ ფანტომასით თევზაობენ. ეს არის სპეციალურად დამზადებული სადონკე პავადოკი რომელსაც ნასკვში ედება კოპტონის ნატეხი და ნემსკავები კიდე ამ კოპტონში ჩატენილები. ფანტომასებს ძირითადად ხელით აკეთებენ და შეილება იყოს სხვადასხვანაერი, მარა პრინციპი ერთია. გამზადებული კიდე იყიდება გაგარინზე2.5 ღირს მგონი, შავი ძაფითაა. გამოხმაურება რედაქტირებულია Supernatural: 24 October 2011 - 10:54 PM ეს რამაზის პოსტია.წალკის ტბის თემიდან გადმოვიტანე ძველი ფორუმიდან. ამ მონტაჟის კლასიკური მაგალითია მაგ ფოტოზე. ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted March 6, 2012 Report Share Posted March 6, 2012 მე მაქვს შაორზე ნანახი ველოსიპეტის კამერის ნაჭერში ქიონდათ კოფტონი ჩატენილი თავისი ნემსკავით,....კამერაში ჯერ ტყვიის ფურცელი იდება ნახევრად გარეთ გამოშვერილი და ამ კამერის ცალი მხარეც იმ ნახევრით ილუქება,მერე კოფტონი იდება ნემსკავით და უკანა მხრიდან შუაში ნახვრეტი აქვს იმ გაღუნულ ტყვიას საიდანაც ძუა ძირითადზე მაგრდება...ანუ კამერა ილუქება და მარტო წინიდან რჩება ღიათ,საიდანაც კობრი წოვს ამ კოფტონს.... ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted March 20, 2012 Author Report Share Posted March 20, 2012 METHOD საკვებურით კობრზე თევზაობის აღწერა-განხილვა. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.