DMORAL 36 Posted January 22, 2012 Report Share Posted January 22, 2012 მდინარეზე ფსკერული გატარებით თევზაობა შარშანწინ ზაფხულში მდ. ფარავანზე და მის შენაკადებზე ფსკერული გატარებით თევზაობისას( მურწაზე) დავიტანჯე იმდენჯერ შემივიდა "ზაცეპში". ყველანაირად მოვსინჯე: ფიქსირებულუ ტივტივითაც რომ ცოტა სიმძიმე წამომეწია, სხვადასხვა ფორმის სიმძიმეებიც გამოვიყენე და რავიცი კიდე რამდენი რამ. დიდად განსხვავებული, უკეთესი შედეგი ვერ მივიღე. პერიოდულად მაინც იჭედებოდა სიმძიმე ქვებში. სწორედ მას შემდეგ მქონდა მაგ პრობლემის გადაჭრის სურვილი. ტიროლის ჯოხზე უკვე მოგაწოდეთ ინფორმაცია და ახლა მინდა უფრო მარტივი მეთოდიც შემოგთავაზოთ. არც მის შესახებას შემხვედრია ინფორმაცია ქართულ ფორუმებზე თუმცა ალბათ ჩვენთანაც იყენებს ვინმე მას. მის შესახებ პირველად ძმები შერბაკოვების ერთ-ერთი ფილმიდან გავიგე და ისინი მას ფრანგულ აღკაზმულობად მოიხსენიებენ( ასე უწოდებდნენ) და აზუსტებენ რომ მას ფრანგები მდინარეებში დინებაზე ორაგულზე სათევზაოდ იყენებენ. დინებაზე(დამდგარ წყალშიც) ფსკერულად გასატარებელი ამ აღკაზმულობის მუშაობის პრინციპი ამ სურათებიდან ჩანს ძალიან კარგად. სიახლე და მთავარი არსი იმაშია რომ დამატებით სადავეზე გატანილია ბურთულოვანი( შუაზე ნახევრად გაჭრილი) სიმძიმეები. ისინი შეიძლება იყოს სხვადასხვა წონის და რამოდენიმე, სათევზაო პირობების (დინების სიჩქარე, ფსკერის სტრუქტურა, სატყუარის ზომა და ჰიდროდინამიკა) გათვალისწინებით. მთავარია რომ ამ სიმძიმეებიდან ერთ-ერთის მაინც ჩაჭედვა- ჩაბმის შემთხვევაში, მცირეოდენი მოქაჩვის შემდეგ, თავისუფლად უნდა ჩამოძვრნენ( ჩასრიალდნენ) სადავიდან და გაანთავისუფლონ იგი. საჭიროა მხოლოდ თევზაობისას გქონდეთ ამ სიმძიმეების გარკვეული მარაგი, რომ ისევ დატვირთოთ აღკაზმულობა. ასეც შეიძლება , ტივტივასთან ერთად. სატყუარების სპექტრიც არაა შეზღუდული, ისევე როგორც ტიროლის ჯოხის შემთხვევაში. გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები და პრაქტიკული გამოცდილებაც. სულ ესაა მგონი. თქვენც ცადეთ. გამოხმაურება რედაქტირებულია dmoral: 10 February 2011 - 10:39 PM ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted March 1, 2012 Report Share Posted March 1, 2012 ფსკრული მეთოდით(დონკით)თევზაობა არათუ საინტერესო არამედ აუცილებელია ბევრი თევზის სახეობის დასაჭერად..ფსკერული მეთოდი უველაზე გავრცელებულია თევზაობაში,მიუხედავად იმისა რომ ფსკრული თევზაობის სხვადასხვა ხერხები გახდა აქტუალური ბოლო პერიოდში მაგ. ფიდერი. არის ისეთი ადგილები,სადაც სხვადასხვა მეთოდით არ უხერხდება მდინარეს ან ტბას,და ამ დროს არის ჩვეულებრივი ფსკრული მეთოდი ძალზედ მიმზიდველი.არის ძალიან მარტივი და შედეგიანი. მე პირადად ძალიან მიყვარს მდინარეზე ფსკრულით ჩაყოლებაზე თევზაობა,რაც შეიძლება პატარა ტყვიით დინების ზემოდან ჩამოყოლება.. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ძუას,იგი რაც შეიძლება წვრილი უნდა იყოს,ზაფხულში ძირითადი მაქსიმუმ 0,20, და სადავე 0,18 და ზამთარში ძირითადი 0,18 და სადავე 0,16 ეს რათქმა უნდა კარგი ხარისხის ძუაზე არის საუბარი...ჯოხი იმდენად გრძელი რომ ტყვიის ქვებში ჩარჩენის ან მოსილვის შემთხვევაში საშუალება გვქონდეს რომ ზემოთ წამოვწიოთ და ამოვაგდოთ,4 ან 5 მეტრიანი მსუბუქი ჯოხი საკმარისი უნდა იყოს საშუალო მდინარისთვის.ტყვია მცოცავი(скользящий ) კონუსური და იმ სიმძიმის რომ მისი გაჩერების საშუალება მოგვცეს დინებამ,მდინარე ყვირილაზე 2-დან 5 გრ-მდე ვხმარობ.სადავე 30-50 სმ. თუ მდინარე არ არის ძალიან ღრმა,კარგი იქნება მთავარ ძუაზე ტყვიიდან 2-2,5 მეტრის სიმაღლეზე ძალიან მსუბუქი ღეროს მიმაგრება მაგ:ასათის ღერი,მანათობელა(ფოსფორი) ან რამე სხვა,ამით თქვენ გეცოდინებათ თუ რა მანძილზე არის სატყუარა და ამასთან თევზის დარტყმის შემთხვევაში უკვე დამატებითი სიგნალის მომცემი გექნებათ.ანუ ხედვითი სიგნალი..მთავარია ეს ღერი არ იყოს მძიმე და იყოს ადვილად შესამჩნევი.(მე ნახმარ წითელ მანათოველს ვხმარობ) ეს მეთოდი მაქვს რამოდენიმე საშუალო მდინარეზე ნაცადი და ყველგან კარგად იმუშავა. ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted March 2, 2012 Report Share Posted March 2, 2012 ძალიან საინტერესოა, მადლობა არმენ კარგი სტატიისათვის. ფსკერული მონტაჟი წყალუხვ და სწრაფდინებიან მდინარეზე შეუცვლელია. ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted March 2, 2012 Report Share Posted March 2, 2012 ერთ პატარა ამბავს დავწერ ფსკრულის თაობაზე... ჩემს ერთ მეგობართან შმაგისთან ერთად საჩხერეში ავედით ჭიათურიდან სათევზაოდ,მარტი იყო...ერთი კარგი ადგილი მეგულებოდა და პირდაპირ იქ მივედით,2 ადგილობრივი დაგვხდა იმ ადგილას და ტივტივით ტობზე თევზაობნენ და საშუალო ზომის თევზსაც კარგად იჭერდენ,მე და შმაგიმ(ზურაც კარგად იცნობს) ფსკრულით დავიწყეთ ჩაყოლებაზე თევზაობა.სატყუარად ნაკელის წითელი ჭია გვქონდა. დაგვცინეს ამ ადგილობრივებმა...მასე რას დაიჭერთო...1,5 საათში 3 კილო კარგი ბომბორა ტობები დავიჭირეთ.დასაცინები უკვე ისენი გახდნენ როდესაც დეტალურად გამოგვკითხეს ამ მეთოდის შესახებ,მეორე დღეს უკვე ფსკრულით გაწყობილი ანკესებით დაგხვდნენ ეს ჩვენი მეგობრები ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted March 3, 2012 Author Report Share Posted March 3, 2012 ერთ პატარა ამბავს დავწერ ფსკრულის თაობაზე... ჩემს ერთ მეგობართან შმაგისთან ერთად საჩხერეში ავედით ჭიათურიდან სათევზაოდ,მარტი იყო...ერთი კარგი ადგილი მეგულებოდა და პირდაპირ იქ მივედით,2 ადგილობრივი დაგვხდა იმ ადგილას და ტივტივით ტობზე თევზაობნენ და საშუალო ზომის თევზსაც კარგად იჭერდენ,მე და შმაგიმ(ზურაც კარგად იცნობს) ფსკრულით დავიწყეთ ჩაყოლებაზე თევზაობა.სატყუარად ნაკელის წითელი ჭია გვქონდა. დაგვცინეს ამ ადგილობრივებმა...მასე რას დაიჭერთო...1,5 საათში 3 კილო კარგი ბომბორა ტობები დავიჭირეთ.დასაცინები უკვე ისენი გახდნენ როდესაც დეტალურად გამოგვკითხეს ამ მეთოდის შესახებ,მეორე დღეს უკვე ფსკრულით გაწყობილი ანკესებით დაგხვდნენ ეს ჩვენი მეგობრები კარგი ისტორიაა. არმენ, ერთი თხოვნა მაქვს კიდევ. მინდა, რომ შენი გამოცდილება გაგვიზიარო მდინარის "წაკითხვის" კუთხით. ანუ, ცნობილია, რომ წლის სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ჯიშის თევზი მდინარის სხვადასხვა მონაკვეთებს ირჩევს. მაგალითად ზაფხულის ცხელ დღეებში ჩქერს("პერეკატებს") ეტანება, ზამთარში ორმოებში იყრის თავს. დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცი და გესმის. იქნებ დეტალურად მოგვითხრო ამის თაობაზე. წინასწარ დიდი მადლობა! ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted March 3, 2012 Report Share Posted March 3, 2012 ეს ძალზედ რთული საკითხი არის...რადგან ყველა წყალსაცავს თავისი წესები აქვს,ერთმა მეთოდმა შეიძლება ერთი სახეობის თევზზე ერთგან იმუშავოს და სხვაგან არა.ერთ წყალსაცავში შეიძლება თევზი ჩქერში იდგეს და სხვაგან შეიძლება მდორეში დაიჭირო კარგად... ამიტომ ჩემი თევზაობის პირველი წესი არის იმ წყალსაცავის შესწავლა სადაც ვაპირებ თევზაობა...ყველაფერს აქვს მნიშვნელობა,ყველა ნიუანსს და თვალით შეუმჩნეველ დეტალს.ჩამოვთვლი ყველაზე მთავრებს: სათევზაოდ როდესაც მიდის ადამიანი,მან უკვე უნდა იცოდეს რა სახეობის დასაჭერად მიდის(ალბათ დამეთანხმდებით რომ ხშირად ეს ასე არ ხდება) ანკესი იმის მიხედვით უნდა ააწყოს და რათქმაუნდა სატყუარაც იმის მიხედვით უნდა წაიღოს.,,, არ არის აუცილებელი მაინცდმაინც თევზაობის მიზნით გახვიდე წყალსაცავზე,კარგი იქნება თუ ხანდახან ისე გავა მეთევზე და დააკვირდება თუ რა დონეზე არის წყალი და კონკრეტულ დონეზე სად უფრო მოძრაობს თევზი,სად უფრო ხტის წყლიდან,(დღის მანძილზე თუ თევზი ხტის და სატყუარას არ ეკარება,გვიან საღამოს ძალიან ისიამოვნებ იმ ადგილას)დააკვირდება თუ რა გამჭირვალობა აქვს წყალს,შედეგიანი თევზაობის შემთხვევაში დაიმახსოვროს თუ როგორი ამინდი იყო, რა სატყუარაზე უფრო იაქტიურა თევზმა,როგორი წნევა იყო და ბევრი სხვა..და ეს ყველაფერი უნდა კარგად დაიმახსოვროს მომავლისთვის.გაზაფხულის დასაწყისში დიდი მნიშვნელობა აქვს წყლის ტემპერატურის კონტროლს... სიცხეში რათქმაუნდა დიდი თევზი ძირითადად ჩქერში დგება,მაგრამ საღამოს იგი თხელ წყალში გამოდის და ღამე მშვენივრად იკვებება ნაპირთან ახლოს,მდინარე ყვირილაზე ჩემი თევზაობა დაბნელებასთან ერთად იწყებოდა.( ამისთვის მერე ღამე თევზაობის გვერდის გაკეთება მოგვიწევს). ახლა მაქვს დაწყებული აქ ჩემთან ახლოს ერთი მდინარის ADIGE-ს შესწავლა,თავისყფალ დროს გავივლიხოლმე და ვაკვირდები,თუ სადმე მეთევზეს ვნახავ მივალ და იმის მიხედვით თუ როგორ მიპასუხებს გამოვკითხავ ყველაფერს.ძალიან ცოტანი თევზაობენ ამ მდინარეზე,არადა ძალიან მაგარი ჩანს. შესწავლა შესწავლა და კიდევ შესწავლა!!! ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted March 7, 2012 Author Report Share Posted March 7, 2012 ეს ძალზედ რთული საკითხი არის...რადგან ყველა წყალსაცავს თავისი წესები აქვს,ერთმა მეთოდმა შეიძლება ერთი სახეობის თევზზე ერთგან იმუშავოს და სხვაგან არა.ერთ წყალსაცავში შეიძლება თევზი ჩქერში იდგეს და სხვაგან შეიძლება მდორეში დაიჭირო კარგად... ამიტომ ჩემი თევზაობის პირველი წესი არის იმ წყალსაცავის შესწავლა სადაც ვაპირებ თევზაობა...ყველაფერს აქვს მნიშვნელობა,ყველა ნიუანსს და თვალით შეუმჩნეველ დეტალს.ჩამოვთვლი ყველაზე მთავრებს: სათევზაოდ როდესაც მიდის ადამიანი,მან უკვე უნდა იცოდეს რა სახეობის დასაჭერად მიდის(ალბათ დამეთანხმდებით რომ ხშირად ეს ასე არ ხდება) ანკესი იმის მიხედვით უნდა ააწყოს და რათქმაუნდა სატყუარაც იმის მიხედვით უნდა წაიღოს.,,, არ არის აუცილებელი მაინცდმაინც თევზაობის მიზნით გახვიდე წყალსაცავზე,კარგი იქნება თუ ხანდახან ისე გავა მეთევზე და დააკვირდება თუ რა დონეზე არის წყალი და კონკრეტულ დონეზე სად უფრო მოძრაობს თევზი,სად უფრო ხტის წყლიდან,(დღის მანძილზე თუ თევზი ხტის და სატყუარას არ ეკარება,გვიან საღამოს ძალიან ისიამოვნებ იმ ადგილას)დააკვირდება თუ რა გამჭირვალობა აქვს წყალს,შედეგიანი თევზაობის შემთხვევაში დაიმახსოვროს თუ როგორი ამინდი იყო, რა სატყუარაზე უფრო იაქტიურა თევზმა,როგორი წნევა იყო და ბევრი სხვა..და ეს ყველაფერი უნდა კარგად დაიმახსოვროს მომავლისთვის.გაზაფხულის დასაწყისში დიდი მნიშვნელობა აქვს წყლის ტემპერატურის კონტროლს... სიცხეში რათქმაუნდა დიდი თევზი ძირითადად ჩქერში დგება,მაგრამ საღამოს იგი თხელ წყალში გამოდის და ღამე მშვენივრად იკვებება ნაპირთან ახლოს,მდინარე ყვირილაზე ჩემი თევზაობა დაბნელებასთან ერთად იწყებოდა.( ამისთვის მერე ღამე თევზაობის გვერდის გაკეთება მოგვიწევს). ახლა მაქვს დაწყებული აქ ჩემთან ახლოს ერთი მდინარის ADIGE-ს შესწავლა,თავისყფალ დროს გავივლიხოლმე და ვაკვირდები,თუ სადმე მეთევზეს ვნახავ მივალ და იმის მიხედვით თუ როგორ მიპასუხებს გამოვკითხავ ყველაფერს.ძალიან ცოტანი თევზაობენ ამ მდინარეზე,არადა ძალიან მაგარი ჩანს. შესწავლა შესწავლა და კიდევ შესწავლა!!! კარგია! დიდი მადლობა! ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted December 27, 2012 Author Report Share Posted December 27, 2012 (edited) pescatore დაწერილია 27.12.12 , 23:29 კარგი ვიდეო არის,ფაქტიურად რასაც ადრე ვამბობდი ჩაყოლებაზე ფსკრულით თევზაობა სწორედ ეგაა... P.S. კომენტარი და ვიდეო გადმოტანილია აქედან: http://club-monadire.ge/index.php?showtopic=65&pid=28424&st=0entry28424 Edited December 27, 2012 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted December 27, 2012 Author Report Share Posted December 27, 2012 ესეც საინტერესოა ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted March 21, 2013 Author Report Share Posted March 21, 2013 ამ თემის შესაბამისი კარგი სტატიაა! http://belkamfish.com/master/nasnos.htm ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted August 2, 2013 Author Report Share Posted August 2, 2013 ასეც ამ თემის შესაბამისი ვიდეოა- Ходовая донка ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted December 3, 2013 Author Report Share Posted December 3, 2013 (edited) სიმძიმეთ ტიროლის ჯოხს იყენებს ესეც კალმახზე Edited December 3, 2013 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
datoxaran1 0 Posted December 26, 2013 Report Share Posted December 26, 2013 (edited) . Edited February 3, 2014 by datoxaran1 ციტირება Link to post Share on other sites
BRAVO 0 Posted June 1, 2015 Report Share Posted June 1, 2015 კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ფორუმზე, გამარჯობა მეგობრებო, პატარა, ჩქარ მდინარეებში როგორ მეთოდს მირჩევთ ფსკერული მეთოდის? მურწზე და წვერაზე სათევზაოდ? ზემოთ დაწერილი წავიკითხე, მაგრამ ის სიმძიმეები რაც აღწერილი გაქვთ, ჩქარ წყალში ხომ ვერ გაქაჩავს? და მაინტერესებს კიდევ სატყუარა რომელია საუკეთესო ამ თევზებისტვის? მტკვარზე და ლიახვზე მაინტერესებს კიდევ რას მირჩევთ, თუ გაქვთ გამოცდილება ამ მდინარეებზე თევზაობის დაწერეთ კარგი იქნება ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted June 1, 2015 Report Share Posted June 1, 2015 (edited) BRAVO თუ გვაჩვენებ როგორ ადგილებში გიწევს თევზაობა,უფრო დაგეხმარებით...ტიროლის ჯოხით თევზაობა თუ გაქვს გაგონილი... http://club-monadire.ge/index.php?showtopic=254 მგონი გამოგადგება...სატყუარად მურწაზე და წვერაზე ნაკადულის მატლს (Ручейник)-ს გირჩევ... http://club-monadire.ge/index.php?showtopic=632&st=0&p=3372&hl=ბუნებრივი%20სატყუარები&fromsearch=1entry3372 Edited June 1, 2015 by pescatore ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted June 1, 2015 Report Share Posted June 1, 2015 (edited) Edited June 1, 2015 by pescatore ციტირება Link to post Share on other sites
BRAVO 0 Posted June 1, 2015 Report Share Posted June 1, 2015 (edited) BRAVO თუ გვაჩვენებ როგორ ადგილებში გიწევს თევზაობა,უფრო დაგეხმარებით...ტიროლის ჯოხით თევზაობა თუ გაქვს გაგონილი... http://club-monadire.ge/index.php?showtopic=254 მგონი გამოგადგება...სატყუარად მურწაზე და წვერაზე ნაკადულის მატლს (Ручейник)-ს გირჩევ... http://club-monadire.ge/index.php?showtopic=632&st=0&p=3372&hl=ბუნებრივი%20სატყუარები&fromsearch=1entry3372 გაიხარე, მადლობა, ყველს ან სოსისს სატყუარად რომ გამოვიყენო ფსკერულზე, თუ ექნება აზრი მტკვარზე? იტალიელი რომ თევზაობს გატარებიტ, დაახლოებიტ ეგეთ დინებაზე მაინტერესებდა გატარებით თევზაობა, ტიროლის ჯოხის გარეშე Edited June 1, 2015 by BRAVO ციტირება Link to post Share on other sites
riko1 0 Posted January 27, 2016 Report Share Posted January 27, 2016 გაიხარე, მადლობა, ყველს ან სოსისს სატყუარად რომ გამოვიყენო ფსკერულზე, თუ ექნება აზრი მტკვარზე? იტალიელი რომ თევზაობს გატარებიტ, დაახლოებიტ ეგეთ დინებაზე მაინტერესებდა გატარებით თევზაობა, ტიროლის ჯოხის გარეშე ბუზის მატლი,ეგრედწოდებული კუდიანი მატლი ნაკელის მატლი რომაა,სნასალა, ხავსი ყველაფერი შეიძლება,ლიახვზე რაც ჩამოვთვალე ყველაფერი კარგად მუშაობს ხავსი არ მიცდია და ეგრედწოდებული ჭუპრის მატლი ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.