Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Vincenzo Bernardelli

 

 

f394dd72896a.jpg

 

 

ერთ- ერთი უძველესი იტალიური ფირმა Vincenzo Bernardelli დაფუძნებული იყო 1865 წელს ვინჩენცო ბერნარდელის მიერ. საზოგადოდ ბერნარდელის გვარის მიერ დამზადებული იარაღი ჯერ კიდევ 1721 წლიდანაა ცნობილი, როცა ოჯახმა შეიძინა საკმაოდ დიდი საიარაღო საწარმო ბრეშიასთან ახლოს გარდონში. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ფირმა უკვე საკმაოდ ცნობადი ხდება სანადირო და სამხედრო იარაღით.

მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან კომპანიას ახალი პერსპექტივები ეხსნება სახელმწიფო შეკვეთების მიღებასთან ერთად. სამხედრო- საჰაერო ძალებისათვის ბერნარდელი იწყებს ძრავების მექანიზმების დამზადებას. ამასთან ერთად კომპანია დიდი წარმატებით ახდენს სახელმწიფო შეკვეთების შესრულებას დეტონატორების დამზადების საქმეში. მისი საწარმოს ასორტიმენტში ამ პერიოდში ჭარბობს პისტოლეტები, რევორველები და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები.

60-იანი წლებიდან ფირმა კვლავ სანადირო სპეციალიზაციას უბრუნდება.

ფირმის ისტორია ერთი ტრაგუკული დეტალითაა დამძიმებული. 1961 წლის 2 ივლისს ამერიკელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურიატი, ფანატი მონადირე და მოგზაური ერნესტ ჰემინგუეი ამ ფირმის ორლულიანით იკლავს თავს. შემდგომში ამ მოდელს და მის მოდიფიკაციას ,,ჰემინგუეი" ეწოდა. ესენია Hemingway და Hemingway Deluxe(სურათზე მოდელი Hemingway Deluxe).

 

 

b0a76e279268.jpg

 

 

 

 

დღევანდელ ეტაპზე Vincenzo Bernardelli წარმატებული ფირმაა, რომელიც აერთიანებს მაღალ ტექნოლოგიებსა და ძველ ტრადიციებს. ხელით შრომა საკმაოდ დიდი სეგმენტითაა წარმოდგენილი მის პროდუქციაში. დღევანდელი საწარმო განლაგებულია რამდენიმე კვადრატულ კილომეტრზე და იქ დასაქმებულია ოთხმოცზე მეტი მაღალკვალიფიციური ოსტატი. კომპანია ლულას თავად ამზადებს 4 ОNiCrMo2 მარკის ფოლადისაგან, რომელიც მაღალი მდგრადობით გამოირჩევა.

 

 

fa38048403f1.jpg

 

 

პროდუქციის მრავალფეროვნება მართლაც დიდია. პრაქტიკულად ყველა სახეში, მოდელებისა და მოდიფიკაციების ფართო სპექტრი აკმაყოფილებს ნებისმიერ გემოვნებასა და მოთხოვნებს. იარაღის კომპლექტაციაც ასევე გათვლილია ფართო მომხმარებელზე(ეკონომ კლასიდან ელიტ კლასამდე). ექსპერტები თავიანთ გაკვირვებას გამოხატავენ იმ კუთხით, როგორ ახერხებს ეს არც თუ ისე დიდი კომპანია ამხელა მრავალფეროვნების შემოთავაზებას უმაღლესი ხარისხის შენარჩუნებით .

 

c1400313b46a.jpg

 

 

ძველისა და ახლის სინთეზის ერთ-ერთი შედევრია მოდელი Holland Extra Vincenzo Bernardelli, რომელიც ევროპაში 40 000 ევრო ღირს(!!!). არანაკლებ პრესტიჟული და წარმოსადეგია მოდელი Platinum-Monro ლულების ჰორიზონტალური განლაგებით, რომელიც მიეძღვნა მერლინ მონროს ხსოვნას(გრავირება მსახიობის პორტრეტით).

გლუვლულიანებთან ერთად ფირმა უმაღლესი ხარისხის ხრახნილლულიანებს უშვებს როგორებიცაა

 

Express VB De Luxe და Minerva

 

86979b5cd23b.jpg

 

d442f116b64d.jpg

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

Cigno

 

0aae1975e65c.jpg

 

ყალიბი 12, ლულის სიგრძე 760მმ, სავაზნე 76მმ, წონა 3,08კგ, ტევადობა 4+1 ან 2+1, რეზინისის ამორტიზატორით, კონდახი უმაღლესი ხარისხის კაკალი.

 

 

 

Levriero

 

6e623b84111d.jpg

 

 

ყალიბი 12, ლულის სიგრძე 760მმ, სავაზნე 76მმ, წონა 3,08კგ, ტევადობა 4+1 ან 2+1, ნიკელირებული კალაპოტი, მაღალი კლასის გრავირებით(ოქროს ინკუსტაცია), კონდახი უმაღლესი ხარისხის კაკალი.

 

 

Mega

 

3dcbc661a6c6.jpg

 

 

ყალიბი 12, ლულის სიგრძე 760მმ, სავაზნე 76მმ, წონა 3,08კგ, ტევადობა 4+1 ან 2+1, მაღალი კლასის კალაპოტზე ოქროთია დახატული ლოგო და მოდელის სახელი, კონდახი უმაღლესი ხარისხის კაკალი.

 

 

 

 

Mega Camo

 

6c1afc30da9a.jpg

 

 

ყალიბი 12, ლულის სიგრძე 760მმ, სავაზნე 76მმ, წონა 3,08კგ, ტევადობა 4+1 ან 2+1, კამუფლირებული.

 

 

 

Mega Synthetic

 

 

ec230509feba.jpg

 

ყალიბი 12, ლულის სიგრძე 760მმ, სავაზნე 76მმ, წონა 3,08კგ, ტევადობა 4+1 ან 2+1, ეს მოდელი სპეციალურად იყო შემუშავებული მარალტენიან პირობებში ექსპლუატაციისათვის; პლასტიკატის კონდახი.

 

 

 

Mega Silver

 

57eabe65f83b.jpg

 

 

ყალიბი 12, ლულის სიგრძე 760მმ, სავაზნე 76მმ, წონა 3,08კგ, ტევადობა 4+1 ან 2+1, ნიკელირებული კალაპოტი, სახელისა და ლოგოს გამოსახულება მოოქროვილია, კონდახი უმაღლესი ხარისხის კაკალი.

 

 

Nibbio White

 

 

a6b000057997.jpg

 

ყალიბი 12, ლულის სიგრძე 760მმ, სავაზნე 76მმ, წონა 3,08კგ, ტევადობა 4+1 ან 2+1, კონდახი მაღალი ხარისხის კაკალი.

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

VB Holland

be48ba21882d.jpg

 

ყალიბი 12, სავაზნე 70მმ, ჰოლანდის სადილოკი, პერდეს სამმაგი საკეტი, ლულები დემიბლოკი, ფიქსირებული ჩოკები, სხვა პარამეტრები შემკვეთის სურვილისამებრ.

 

 

 

608ae4675cc0.jpg

 

743f47434912.jpg 3cee3749d306.jpg 4cf426b425ae.jpg

Link to post
Share on other sites
  • 9 months later...

HEKA Sas di Bernardelli Luigi & Co.

 

 

c9cea8527a66.jpg

 

2011 წლიდან საიარაღო ბაზარზე გამოვიდა ცნობილი იტალიური ფირმის ახალი სახელი HEKA Sas di Bernardelli Luigi & Co. რაც თარგმანში ნიშნავს ,,HEKA და ბერნარდელი ლუიჯი და კომპანია". წარმოშობა ლუიჯი და ჯულიო ბერნარდელებს ეკუთვნის(მამა-შვილი), ვინაც ვინჩენცო ბერნარდელის შთამომავლებს წარმოადგენენ.

ამ საოჯახო დინასტიის ყოველი მამაკაცი მეიარაღე გახლდათ ან ხელს უწყობდა საგვარეულო ბიზნესის განვითარებას, თუმცა ბოლო პერიოდში წარმოშობილმა ფინანსურმა სიძნელეებმა განაპირობეს ამ დიდი ფირმის თურქული კაპიტალის კონტროლქვეშ გადასვლა.

eea03f3db497.jpg

თანამედროვე თოფებზე ამორჩეული იქნა სახელდება Giulio Bernardelli(G Bernardelli), ამ სახელითა და გვარით დამშვენებულია საფირმო თოფების ლულები ან კალაპოტები(ეს სახელი არა მარტო გვარის ყველაზე ახალგაზრდა მეიარაღეს ეკუთვნის, არამედ მის დიდ ბაბუასაც ერქვა, ასე რომ ტრადიციები გრძელდება). ახალსახელწოდებული ფირმა საოჯახო ტრადიციებსა და კლასს ინარჩუნებს_ ორიენტირებულია მაღალი კლასის კლასიკური მოდელების წარმოებაზე.

 

 

0713665ad027.jpg

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites
  • 9 months later...

აი ეს ყოფილა იარაღი, რა სილამაზეა :spit: ძალიან მომეწონა მოკლედ, ფასების მხრივ რა ხდება ოცნების ფარგლებშია თუ რეალურადაც შეიძლება ფიქრი?

Link to post
Share on other sites

აი ეს ყოფილა იარაღი, რა სილამაზეა :spit: ძალიან მომეწონა მოკლედ, ფასების მხრივ რა ხდება ოცნების ფარგლებშია თუ რეალურადაც შეიძლება ფიქრი?

 

 

ვისთვის ოცნება, ვისთვის რეალური... :alfons:

 

 

ჩვენნაირი ხალხისათვის მაინც ოცნება მგონია მე. :hi:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...