Gurulo 154 Posted January 23, 2012 Report Share Posted January 23, 2012 Ferlach ავსტრიული სანადირო იარაღის უმაღლესი ხარისხი საყოველთაოდაა ცნობილი. ამ ქვეყნის იარაღთწარმოების ცენტრი ფერლახშია, რომელიც ჯერ კიდევ მეთექვსმეტე საუკუნიდან იყო ცნობილი თოფების წარმოებით. 1900 წლამდე აქ მხოლოდ საბრძოლო იარაღი მზადდებოდა. მეიარაღეთა გილდია და სკოლა ამ ქალაქში დაახლოებით 1850 წელს შეიქმნა. შემდგომი 100 წლის განმავლობაში აქცენტი ძირითადად უმაღლესი კლასის ექსკლუზიური გლუვლულიანებისა და ხრახნილლულიანების დამზადებაზე კეთდებოდა. მოგვიანებით ასეთი კლასის იარაღის დამზადებამ შრომის დანაწილების აუცილებლობა წარმოშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში თოფის თავიდან ბოლომდე ერთ პატარა საწარმოში დამზადება ნაკეთობის იმდენად მაღალ თვითღირებულებას განაპირობებდა, რომ მისი გაყიდვა წარმოუდგენელი იყო. ამიტომ ოსტატებმა შექმნეს გაერთიანება Ferlach, სადაც უკვეთავენ ლულებს, კალაპოტებსა და სხვა დეტალებს. ლულები ძირითადად Bohler-ის მარკის ფოლადისაგან მზადდება. ისინი 3 ხარიახად იყოფა: Rasant, SuperBlitz და კოროზიისადმი მედეგი Antinit. აღნიშნული ფოლადის ხარისხები ყველაზე მომთხოვნი კლიენტის გემოვნებასაც კი აკმაყოფილებს. ფერლახის პრესტიჟის ერთ-ერთი განმაპირობებელია აქვე განლაგებული საცდელი სადგური BeschussamtFerlach. ამ ქარხანაში მომუშავე ოსტატების უდიდესი უმეტესობა ამავე ქალაქის მეიარაღეთა სკოლის აღზრდილია. ქარხანა თანამედროვე ტექნიკა- ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. ქარხანა არა მარტო ცალკეულ დეტალებსა და კვანძებს უშვებს, არამედ რამდენიმე საკუთარი მოდელის წარმოებითაა დაკავებული. მაგალითად ერთლულიანი შტუცერი მოდელი 2000; კომბინირებული Karawanken; შტუცერი ლულათა ვერტიკალური წყობით Carinthia და სხვა. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted May 1, 2014 Author Report Share Posted May 1, 2014 (edited) ფერლახის კადრების სამჭედლო ფერლახის პოლიტექნიკური კოლეჯი HTBL ქალაქი ფერლახი მდებარეობს ავსტრიის პროვინცია კორინტიაში და როგორც ზემოთ აღვნიშნავდით, წარმოადგენს ავსტრიის საიარაღო ცენტრს. ყველაფერთან ერთად ამ ქალაქში მდებარეობს მეიარაღეების სკოლა_ პოლიტექნიკური კოლეჯი HTBL, სადაც სწავლობს საშუალოდ 760 სტუდენტი. აღსანიშნავია, რომ სკოლამ დასაბამი 1850 წელს აიღო; სწავლება უფასოა, რამეთუ კოლეჯი სახელმწიფო საკუთრებაა. სწავლება 4-5 წელს გრძელდება. ამზადებენ 2 სახის სპეციალისტებს ,,ტექნოლოგებსა" და ,,კოსტრუქტორებს". სულ პირველი, რასაც მომავალ მეიარაღეს ასწავლიან, არის პირველი ინსტრუმენტის დამზადება, და ჩაქუჩს სტუდენტი თავისთვის იკეთებს. სწავლების პროცესში მზადდება სულ უფრო მრავალფეროვანი და რთული ინსტრუმენტები. შესამაბისად, ძველი ტრადიციის თანახმად ყველა მათგანი საკუთარი მოხმარებისათვის კეთდება. სკოლაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მაღალმხატვრულ სანადირო იარაღს, ამიტომ ამ საქმეს ცალკე დისციპლინებად ასწავლიან. სტუდენტები სწავლობენ მხატვრობასა და გრაფიკას; სკოლაში ისწავლება თანამედროვე ტექნოლოგიები, და ყოველივე ის, რაც თანამედროვე იარაღთწარმოებაში გამოიყენება. სასწავლებელს აქვს საკუთარი ლაბორატორია და საწრთობი ღუმელები, რომელშიც დეტალებისა და კვანძების დამზადების სრული ციკლი ხორციელდება. ყველაფერი ის რაც დიდ საწარმოში ხდება აქაც მზადდება, ოღონდ მოსწავლეების მიერ. ხის დამუშავებას ცალკე სექტორი აქვს დათმობილი. სტუდენტები სწავლობენ კაკლის მასალის მომზადებას, კონდახის პროექტირებასა და დამუშავებას. ცალკე ისწავლება ხისა და ლითონის ნაწილების შეთანაწყობის ტექნიკა და კონდახის გაჟღენთვა. აღსანიშნავია, რომ სასწავლებლის ფროფესორ-მასწავლებლების დიდი წილი_ ესაა ფერლახში მოღვაწე მეიარაღეები, მაშასადამე ისინი არა მარტო თეორიას, არამედ საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებას ასწავლიან. Edited May 1, 2014 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted October 7, 2014 Author Report Share Posted October 7, 2014 (edited) Ferlach Schering ტყუპები; ყალიბი 20, სავაზნე76; საცვლელ ჩოკებზე; ქეისის კომპლექტაცია საწმენდი საშუალებებით. Edited October 7, 2014 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.