Gurulo 154 Posted January 26, 2012 Report Share Posted January 26, 2012 ТОЗ 57 მოდელები ТОЗ 57т-1с, ТОЗ 57к-1с და ТОЗ 57т-12е - 12 ყალიბის სპორტული თოფებია ლულათა ვერტიკალური წყობით. დამზადებულია ტოზ-34-ის ბაზაზე(გაძლიერებული აქვს ლულების ჩაკეტვა). გამოდიოდა 1978-1985 წლებში. მრგვალი სტენდისათვის განკუთვნილია ТОЗ 57к-1с(675მმ სიგრძის ლულით), ხოლო სასანგრე სტენდისათვის კი ТОЗ 57т-1с და ТОЗ 57т-12е(ორთავე მოდიფიკაცია 750მმ სიგრძის ლულით). მრგვალი სტენდისათვის განკუთვნილ მოდიფიკაცია იწონის 3,3-3,6 კგ-ს, ხოლო სასანგრე სტენდისათვის_ 3,4-3,7 კგ-ს. სავაზნის სიგრძე შეადგენს 70მმ-ს. ერთსასხლეტიანია. მოდიფიკაცია ТОЗ 57т-12е აღჭურვილია ეჟექტორით და სახსნელი(საცვლელი) ვენტილირებადი სამიზნე თამასით. შემაერთებელი თამასებიც ვენტილირებადია. ამ მოდიფიკაციას აქვს სახსნელი სასხლეტ-დამცემი მექანიზმი, რომელიც ყოველგვარი ინსტრუმენტის გარეშე იცვლება სწრაფად(სპორტული შეჯიბრებისას მექანიზმის დაზიანების შემთხვევაში სპორცმენს მხოლოდ 3 წუთი ეძლევა დაზიანების აღმოსაფხვრელად). მოდელი 1985 წელს შეიცვალა(ჩაანაცვლეს) ტოზ 84-ით. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.