DMORAL 36 Posted March 13, 2012 Report Share Posted March 13, 2012 კობრი, ჩვეულებრივი კობრი(ინგ.carp,Common carp; ლათ.Cyprinus carpio) კობრისებრთა(რუს.Карпообра́зные;ლათ. Cypriniformes) ოჯახი მრავალი სახეობის თევზს აერთიანებს. თუმცა, ამჯერად გავეცნოთ ამ ოჯახის მთავარ წარმომადგენელს - კობრს. კობრი მტკნარი წლის თევზია. იგი ფართოდაა გავრცელებული აზიის, ევროპის და ამერიკის ტბებსა და მდინარეებში. კობრის "ფესვები" აზიიდანაა(თანამედროვე ჩინეთის ტერიტორიიდან) საიდანაც გავრცელდა თითქმის მთელ მსოფლიოში. მდინარე დუნაის დელტაში, ადამიანთა ნასახლარის არქეოლოგიური გათხრებისას , 2000 წლის წინანდელი, ველური კობრის(რუს.сазан)ნარჩენებია აღმოჩენილი. ასევე, სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში აღმოჩენილია, რომაელთა მიერ, სპეციალურად კობრის მოსაშენებლად აგებული დიდი ფართობის და ტევადობის ტბორები. იმ პერიოდიდან დღემდე, კობრის მოშენება, სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მაღალრენტაბელური და მომგებიანი დარგია. შესაბამისად, დიდი ისტორია აქვს კობრის ხელოვნურ სელექციასაც. ევროპაში, თევზის ამ სახეობის მოშინაურებას და სელექციას, განსაკუთრებით მე13 - მე16 საუკუნეებში, ხელი შეუწყვეს ბერებმა და სამონასტრო ცხოვრებამ. ამასთან, სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა ქვეყნებში(ევროპიდან იაპონიამდე)გამოყვანილია კობრის მრავალი ჯიში, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან დანიშნულებით და ვიზუალურადაც. ძირითადად არსებობენ შინაური კობრის(კულტურული ფორმის) დეკორატიული და მეხორცული ჯიშები. ასევე, დაფიქსირებულია უკუპროცესები, ანუ როცა კობრის მოშინაურებული, გაკულტურებული ფორმები ხვდებიან(სხვადასხვა მიზეზებით) ველურ გარემოში და იბრუნებენ ველური კობრის ფორმებს და სხვა ვიზუალურ თუ ქცევით ნიშნებს. ველური კობრი, ჩვეულებრივ უფრო თხელია(ვიწროა)ვიდრე მისი მოშინაურებული ფორმა. მისი სხეულის სიგრძე ოთხჯერ მეტია სიმაღლეზე და ტორპედოს ფორმას წააგავს. შეფერილობა მოყვიტალო ოქროსფერი. ზრდის და წონაში მატების ტემპით, ისინი თითქმის ორჯერ ჩამოუვარდებიან კობრის კულტურილ ფორმებს და ვერ აღწევენ მათ ზომებამდე. შინაური კობრი კი, მრავალწლიანი სელექციის შედეგად, შეიძლება გაიზარდოს 120-125სმ-დე და წონით კი 40-45კგ-დე. ამ მონაცემებთან შედარებით, ველური კობრი 20-33%-ით ნაკლებ ზომა-წონას აღწევს. თუმცა, ეს უკანასკნელი, თევზაობის დროს მეტად ფრთხილია, გამოყვანისას კი გაცილებით ღონიერი და აქტიური. კობრს ახასიათებს გარემო პირობებისადმი ადვილად შეგუების უნარი. ამასთან, ბუნებრივ პირობებშიც კი ეტანება წყნარ ან მდორე დინების მქონე მონაკვეთევს, ყურეებს. როგორც სხვა ქარავნული თევზები, კობრიც ჯგუფებად(5ან მეტი ეგზემპლარი)გადაადგილდება. მას შეუძლია იცოცხლოს 3-დან 35°C-ის ტემპერატურის წყალში, აქტიურობის პიკს აღწევს 23-დან 30°C-დე და ქვირითობს 18-დან 29°C-დე წყლის ტემპერატურაზე. კობრი ადვილად ძლებს წყალში ჟანგბადის შემცველობის დაბალი დონის დროსაც კი. ასევე შედარებით ადვილად გადააქვს მკაცრი ზამთრის პირობებიც, მთავარია რომ ყინულის ქვეშ ცოტაოდენი წყალი მაინც იყოს დარჩენილი. კობრი ძირითადად იკვებება ფსკერიდან და მის რაციონში შედის თითქმის ყლელაფერი: წყალმცენარეები, ზოპლანქტონი, უხერხემლოები, კიბოსნაირები, პატარა ამფიბიები და ლიფსიტები, მოლუსკები, ყველანაირი ჭიები, წყალში ჩავარდნილი კენკროვანი და სხვა ხილი, ლეში და სხვა. გამრავლება სქესობრივ მომწიფებას მამრი კობრი აღწევს 3 წლის ასაკში, ზომით 29დან -36 სანტიმეტრამდე; ხოლო მდედრი 3-5 წლის ასაკში, ზომით 34დან-45 სანტიმეტრამდე. როგორც ზემოთ აღვნიშნე წყლის 18დან-29°С ტემპერატურაზე კობრი ქვირითობს. ამ დროს ის მასიურად, ჯგუფურად გადის თავთხელში, უმეტესად გაბალახებულ ადგილებში, სიღრმით 40დან-50 სანტიმეტრამდე. საქვირითოდ გასული თითოეული ჯგუფი შედგება ერთი მომწიფებული მდედრისაგან და რამოდენიმე(საშუალოდ სამი)მამრისაგან. როგორც წესი ქვირითობა იწყება საღამოობით და დილამდე გრძელდება. მიმდინარეობს ხმაურით, კუდის ტყლაშუნის ხმით. კობრის ერთ მდედრ ეგზემპლარს შეუძლია ერთ მილიონამდე(სეზონზე) ქვირითის დაყრა. განაყოფიერებული ქვირითი მწიფდება 3-4 დღეში. ესე ჩვენი pescatore-ს ვიდეოა, კობრის ქვირითობა იტალიაში. საქართველოს მრავალ წყალსატევში და მდინარეში ბინადრობს კობრის როგორც ველური ასევე შინაური და შერეული ფორმები. ჩვენ მდინარეებში ძირითადად ველური ფორმებია გავრცელებული. ჩემი დაჭერილი ველური კობრები. ვიზუალურად გაგაცნობთ კობრის შინაურ(სელექციურ) ფორმებს: ქერცლიანი შინაური კობრი ველურ კობრთან შედარებით ნაკლებადწაგრძელებული ფორმა აქვს და მასზე მაღალია. სარკისებრი კობრი შიშველი კობრი ზოლიანი კობრი ხშირია ამ ფორმების ჰიბრიდული ვარიანტებიც( შერეული დამახასიათებელი ნიშნებით), იმ შემთხვევაში თუ წყალსატევში მკაცრად არაა დაცული სასელექციო დისციპლინა. კოი კობრი(იაპონიიდან,დეკორატიული დანიშნულების) კობრზე თევზაობის შესახებ იხილეთ: http://club-monadire.ge/index.php?showtopic=251&st=0 P.S. ე.წ "საზანის" შესახებ ამ თევზის საერთაშორისო დასახელებაა(როგორც ველურის, ასევე ხელოვნურად, სელექციის გზით, მიღებული სხვადასხვა კულტურული ფორმების) http://en.wikipedia.org/wiki/Carp http://en.wikipedia.org/wiki/Common_carp სიტყვა "საზანი"(რუს.Сазан)არის რუსეთში გავრცელებული (თურქმანულ-ყაზახური წარმოშობის სიტყვა) და აღნიშნავს Carp-ის ველურ ფორმას. http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A1%D0%B0%D0%B7%D0%B0%D0%BD http://www.fishinginfo.ru:8081/main/themes/default/THID__209/lim__/ რუსეთში სიტყვა Carp-ი (რუს. Карп)მაშინ გავრცელდა, როცა ევროპიდან შეიყვანეს Carp-ის კულტურული ფორმები. ამასთან ისინი გარეგნულად საგრძნობლად განსხვავდებოდნენ, მათთვის უკვე ცნობილი ველური "საზანისაგან". ამიტომაც, Carp-ის კულტურული ფორმებს (მათთვის შესახედავად ახალ თევზს)უწოდეს (დღემდე ასეა) Карп-ი. რუსული ენის ვ.ი.დალის განმარტებითი ლექსიკონი "საზანზე" გვეუბნება შემდეგს: САЗА́Н м. вост. рыба Cyprinus carpio, ко́роп, карп, карпий. Саза́нья тежка. Сазаний пироги, саза́нник. Саза́нина ближе всякой рыбы к говядине, сазанье мясо. || Сазаны, вор. растен. Gentiana, см. колокольчик. || Iris germanica, пролеска, косички. დ.ნ. უშაკოვის რუსული ენის განმარტებითი ლექსიკონი "საზანზე": САЗА́Н, сазана, ·муж. (·тюрк. sazan). Дикий карп. მაქს ფასმერსის ლექსიკონიდან: саза́н "карп, Cyprinus саrрiо", вост.-русск. (Даль), донск. (Миртов). Из тур., казах. sаzаn – то же, откуда и калм. sazān – то же (Рамстедт, KWb. 316); см. Мi. ЕW 289; ТЕl. 2, 153; Фасмер у Махека, ZfslPh 19, 65. См. также шара́н. მოკლედ ამათმა აგვირიეს ტვინი Carp-ის ყველანაირი ფორმის(როგორც ველურის; ასევე, ხელოვნურად, სელექციის გზით, მიღებული სხვადასხვა კულტურული ფორმების) ქართული დასახელაბაა კობრი. გაიხსენეთ სკოლიდან ზოოლოგია და პარაგრაფი "კობრი"(თევზების სისხლის მიმოქცევის და საჭმლის მომნელებელი სისტემები იყო აღწერილი მის მაგალითზე). ასე, რომ "საზანის " მაგივრად ქართულად უნდა ვთქვათ ველური კობრი. ხოლო სხვადასხვა კულტურულ(ხელოვნურად გამოყვანილი, შინაური.)ფორმებზე კი მაგალითად: სარკისებრი კობრი, კოი-კობრი, ქერცლიანი კობრი და სხვა. ან, თუ არ ვიცით კონკრეტული კულტურული ფორმის ზუსტი დასახელება, მაშინ- შინაური კობრი. თუნცა ხშირ შემთხვევაში ძნელია გარჩევა, რადგან შინაური და ველური ფორმა უპრობლემოდ ეჯვარება ერთმანეთს. რაც შეეხება "გოჭას" - ეს უბრალოდ კობრის კუთხური(კახეთში ეძახიან) დასახელებაა. ციტირება Link to post Share on other sites
zaza 1 Posted March 14, 2012 Report Share Posted March 14, 2012 კარგია დავით ყოველგვარ ამომწურავი ინფოა კობრის შესახებ. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted March 14, 2012 Author Report Share Posted March 14, 2012 მადლობა ზაზა ! სმაილი შემშლია და გავასწორე. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted March 14, 2012 Report Share Posted March 14, 2012 ძალზე კარგია დავით !!! არის კიდევ უნგრული კობრი,ამურის კობრი......და ა.შ. ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted March 15, 2012 Report Share Posted March 15, 2012 დავით როგორც ყველა შენი თემა ესეც ხოშიანია. :yes: ისე მაინტერესებს ეს კოიკობრი თუ იჭმევა? ციტირება Link to post Share on other sites
jaba silagava 0 Posted March 15, 2012 Report Share Posted March 15, 2012 კი იჭმევა ლევანს ვენაცვალე,გადასარევია. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted March 16, 2012 Author Report Share Posted March 16, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted March 16, 2012 Report Share Posted March 16, 2012 აუ რამდენი იწვალეს და ბოლოს რა მოხია.. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted March 25, 2012 Author Report Share Posted March 25, 2012 კობრის ქვირითობა. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted September 3, 2012 Author Report Share Posted September 3, 2012 ველური კობრი - "Сазан" http://www.youtube.com/watch?v=s47DO5po1LY&feature=related ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted December 14, 2012 Author Report Share Posted December 14, 2012 ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted February 20, 2013 Author Report Share Posted February 20, 2013 ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted June 23, 2013 Report Share Posted June 23, 2013 კობრს ანუ - გოჭა, კობრში "კარპის" გავლენა ხომ არ იგრძნობა, გოჭა კი საუკეთესოდ აღწერს მართლაც ამ "გოჭივით" ჩასუნსულებულ თევზს. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted July 25, 2014 Author Report Share Posted July 25, 2014 (edited) Edited April 8, 2015 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted April 8, 2015 Author Report Share Posted April 8, 2015 იაპონური კობრი კოი ( Koi Carp ) https://www.youtube.com/watch?v=2zmCUiPfHEY ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted June 4, 2016 Report Share Posted June 4, 2016 ეს სურათი აქ რომ არ დავდო ნამდვილად არ გამოვა.ეს თევზი გუშინ 03.06.2016 წ. თბილისის ზღვაზე დაიჭირეს და საქართველოს რეკორდია ამ სახეობისათვის.თევზის წონა თითქმის 25 კილოგრამს შეადგენდა( 24.500) და ეს ნახევარი კილო დარწმუნებული ვარ მან ამოყვანის დროს რომელიც 1 საათი და 20 გრძელდებოდა დაკარგა.საალაფო თევზი რომელსაც ოსკარი დაარქვეს ნადარბაზევის ტბაში გადაიყვანეს და იქ გაუშვეს ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted June 4, 2016 Report Share Posted June 4, 2016 salamandra სასწაულია!!! შაორზე ვნახე 3 წლის წინ ბადით რომ გამოიყვანეს დაახლოებით მაგხელები იქნებოდა. პლაჟის მხარეს. ანკესით რა იქნებოდა წარმომიდგენია ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.