Gurulo 154 Posted March 21, 2012 Report Share Posted March 21, 2012 Defourni თუ კარგად გადავხედავთ ბელგიელი მეიარაღეების ისტორიას ამ გვარით იცნობდნენ 8 მეიარაღეს. თუმცა 2 მათგანი ნამდვილ შედევრებს ქმნიდა: ერთი მოღვაწეობდა ლიეჟში, ხოლო მეორე კი ჰერსტალში. პირველი ოსტატის სრული სახელია G.Defourny-Servin Guillaume. ის გახლდათ უმაღლესი კლასის იარაღის მწარმოებელი ფაბრიკანტი. არის 5 ბელგიური პატენტის ავტორი. საწარმო დააფუძნა 1895 წელს ლიეჟში. 1908 წელს შეცვალა საწარმოს სახელი და უწოდა Defourny G.&J; 1949 წელს კვლავ შეცვალა სახელი და უწოდა Defourny-Servin G. ფირმამ იარსება 1955 წლამდე მისამართზე Liege, rue Cheri 11. G.Defourny-Servin იარაღის მოყვარულთა წრეში ხშირად ერევათ ამ ორი მეიარაღის სახელები(შეიძლება ნათესავებიც იყვნენ მე არ ვიცი), რადგან ორთავე მათგანის მოღვაწეობა თითქმის ერთდროულად იწყება. ორთავე ძალიან მაღალი კლასის იარაღს აწარმოებდა და ქალაქები ლიეჟი და ჰერსტალი ფაქტიურად მიმდებარედ არიან განლაგებული... მეორე ბელგიური საწარმოს დამფუძნებლის სრული სახელია Antoine Joseph Defourny. მისი პირველი თოფები 1894 წლით თარიღდება(მაშინ საკუთარი ფირმა არ ქონდა). ის ძალიან ნიჭიერი ოსტატი და ბრიუსელში მდებარე კომპანია ბრანქარდის(Brancquaert) კომპანიონი გახლდათ(Brancquaert ჩვენს დროში საკმაოდ იშვიათი იარაღია. განსაკუთრებული ხიბლი მის გარეჩახმახიანებს ჰქონდათ). Joseph Defourny ჯოზეფ დეფურნის დამოუკიდებლობა საკმაოდ პატარა კომპანიით დაიწყო 1900 წელს, რომელიც 15-მდე თოფს უშვებდა წელიწადში. 1901-1902 წლებში ჯოზეფმა დააპატენტა თოფი ლულათა ვერტიკალური წყობით(ეს თოფი დაამზადა არა საკუთარ, არამედ კომპანიონ საწარმოში), რომელმაც ფირმა ბრანქარდი ესპანეთის სამეფო კარის საწარმოდ აქცია. 1905 წელს ჯოზეფმა საკუთარ საწარმოში ინვესტირება მოახდინა და წარმოების მოცულობა გაზარდა. ჯოზეფ დეფურნი გახლავთ 15 ბელგიური პატენტის ავტორი. 1913 წელს ოსტატმა მიიღო ლიეჟის სამეფო სამხედრო მრეწველობის ,,შევალიეს" წოდება, ხოლო 1928 წელს კი ამ ორგანიზაციის ოფიცერი გახდა. ეს თანამდებობა ჯოზეფ დეფურნის უბოძეს საერთაშორისო სავაჭრო-სამრეწველო გამოფენაზე ბელგიელ მეიარაღეთა წარმატებული წარდგენისათვის(გამოფენა მილანში ჩატარდა). 1944 წელს კომპანიამ სახელი შეიცვალა და დაერქვა Defourny A.J. armurerie S.A. ამ სახელით იარსება 1967 წლამდე მისამართზე Herstal, rue Foxalle. Joseph Defourny გადმოცემის თანახმად ანტუან ჯოზეფ დეფურნის აწუხებდა უძილობა. სწორედ ამ უძილო ღამეებისას აქვს მას რამდენიმე გამოგონება გაკეთებული. მისი თოფების მექანიზმები საკმაოდ რთული და რეგულირების მიმართ მომთხოვნი იყო. არსებობს ისტორიული ფაქტი, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთ პარიზელ ოსტატს ჯოზეფ დეფურნის თოფის მექანიზმის რეგულირებისას აღმოხდა:,,ნეტა დაძინება შეძლებოდა სწორედ იმ ღამეს"!!! ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted March 21, 2012 Report Share Posted March 21, 2012 რამოდენიმე წლის წინ მქონდა პატივი ხელში მჭეროდა დეფურნის ჰორიზონტალი (რომელი დეფურნი იყო არ ვიცი) ძალიან დახვეწილი ნაკეთობა იყო ციტირება Link to post Share on other sites
supernatural 0 Posted March 21, 2012 Report Share Posted March 21, 2012 გელა კიდე დარჩა რამე თოფი ჩვენთან რო არ იდოს?! პ.ს. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 21, 2012 Author Report Share Posted March 21, 2012 გელა კიდე დარჩა რამე თოფი ჩვენთან რო არ იდოს?! პ.ს. საკმაოდ... ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted March 21, 2012 Report Share Posted March 21, 2012 რუსანოვი წერს თავის მშვენიერ წიგნში ,,ნადირობის 70 წელი,,.რომ ახალგაზრდობაში,თუმცა უკვე მოწიფულ მონადირეს,შეხვდა ერთი დეფურნის ჰორიზონტალი,საოცარი თოფი,თუმცა სიძვირის გამო მისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა და მთელი ცხოვრება გული წყდებოდა,მაშინ როცა მის ხელში გაიარა:ლეფოშეს,კლემანის,ძმები ტეატების,ფრანკოტის,ატკინის და პერდეს თოფებმა.მთელი ცხოვრება გაჰყვა ის ხიბლი,რომელის იმ დეფურნის ხელში ჭერით განიცადა!!!!გელა კარგია ძამია,იმ ფორუმზე გედო შენ ერთი მაგარი დეფურნი,ნახე აბა იქნებ იპოვო!!! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 21, 2012 Author Report Share Posted March 21, 2012 G.Defourny-Servin Guillaume ლიეჟელი ყალიბი 12х70 ლულის სიგრძე 750 მმ. ლულის შევიწროება 1.0/1.0 წონა 3,4 კგ. წარმოებულია 1914 წლამდე ლიეჟში. საიდლოკი; ლულები უჟანგავი ფოლადის(,,პოლდი-ანტიკორო"). საკეტი პერდე(ორმაგი). დამცემი მექანიზმი ჰოლანდი. ორ სასხლეტზე, წინა სასხლეტი ამორტიზატორზე(ზამბარაზე). ეჟექტორზე. საკეტის მექანიზმი და ეჟექტორი დაფარულია ოქროთი; ავტომატურ მცველზე; ინტერსეპტორებზე; კონდახი უმაღლესი ხარისხის კაკალი(ინგლისური). წყვილი გარნიტურიდან. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 26, 2012 Author Report Share Posted March 26, 2012 Joseph Defourny წარმოებულია 1947 წელს საიდლოკი; ყალიბი 12; სავაზნე 65მმ, ლულის სიგრძე 70სმ, ეჟექტორებზე, ბრანდმილებზე; წონა 2,9კგ; კონდახი უმაღლესი ხარისხის კაკლის(ინგლისური ტიპის) ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 1, 2012 Author Report Share Posted June 1, 2012 Antoine Joseph Defourny წარმოებულია 1950-იან წლებში; სრული საკეტი(საიდლოკი); ყალიბი 12; სავაზნე 70მმ; ლულის სიგრძე 70სმ; შევიწროება: მარჯვენა ცილინდრი, მარცხენა სრული ჩოკი; არხის დიამეტრი 18,4; წონა 3,07კგ; წინა სასხლეტი ამორტიზატორზე; ინგლისური ტიპის კონდახი; ბრანდმილებზე. გავკადნიერდები და ერთადერთ ნაკლს დავინახავ ამ თოფში(თანამედროვე მონადირის პოზიციიდან) ეს ერთადერთი ნაკლი მდგომარეობს არა სხვა ნებისმიერ ასპექტში, არამედ ტექნიკურ საკითხში მხოლოდ... ვინ ხვდება რა ნაკლია ეს. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 2, 2012 Author Report Share Posted June 2, 2012 (edited) Joseph Defourny წარმოებულია 1950-იან წლებში; სრული საკეტი(საიდლოკი); ყალიბი 12; სავაზნე 70მმ; ლულის სიგრძე 70სმ; შევიწროება: მარჯვენა ცილინდრი, მარცხენა სრული ჩოკი; არხის დიამეტრი 18,4; წონა 3,07კგ; წინა სასხლეტი ამორტიზატორზე; ინგლისური ტიპის კონდახი; ბრანდმილებზე. გავკადნიერდები და ერთადერთ ნაკლს დავინახავ ამ თოფში(თანამედროვე მონადირის პოზიციიდან) ეს ერთადერთი ნაკლი მდგომარეობს არა სხვა ნებისმიერ ასპექტში, არამედ ტექნიკურ საკითხში მხოლოდ... ვინ ხვდება რა ნაკლია ეს. ვერ მიხვდით თუ რატომ დააიგნორეთ შეკითხვა? სადა ხართ თოფების მოყვარულები? Edited January 22, 2014 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted June 2, 2012 Report Share Posted June 2, 2012 რა ვიცი კაცო,მე ამ თოფს ცუდი ვერაფერი ვუპოვე,ერთად-ერთი ,,ზატილნიკი,, არ მომწონს არაპრაქტიკული მგონია!!!..და კიდევ,ლულები ცილინდრი-სრული ჩოკი ჩემთვის შეუსაბამოა!! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 2, 2012 Author Report Share Posted June 2, 2012 აბა ამ სურათს დახედე: ნემსები გარეთ აქვს გამოწეული_ ნემსას უკან დამაბრუნებელი ზამბარა არა აქვს(ე.წ. ატბოი) ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted June 2, 2012 Report Share Posted June 2, 2012 აბა ამ სურათს დახედე: ნემსები გარეთ აქვს გამოწეული_ ნემსას უკან დამაბრუნებელი ზამბარა არა აქვს(ე.წ. ატბოი) შენ მეისპი ქვისლო ასი წლის მერე! რათ უნდა მაგას უკან დამაბრუნებელი ზამბარები? მაგ იარაღს სრული ჩახმახები აქვს ,დამცემი მექანიზმი ერთიანია ნემსებიანად. ხო და გადახსნისას ავტომატურად იხევს ნემსები უკან. ასე რომ კითხვა არ იყო სწორად დასმული. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 3, 2012 Author Report Share Posted June 3, 2012 შენ მეისპი ქვისლო ასი წლის მერე! რათ უნდა მაგას უკან დამაბრუნებელი ზამბარები? მაგ იარაღს სრული ჩახმახები აქვს ,დამცემი მექანიზმი ერთიანია ნემსებიანად. ხო და გადახსნისას ავტომატურად იხევს ნემსები უკან. ასე რომ კითხვა არ იყო სწორად დასმული. შემოგევლე ქვისლო!!!!!!!! :* :* :* საიდლოკია ბიჯო მაგი. თან სრული საკეტი. რაფერ ენება მაგას გაერთიანებული ნემსი და ჩახმახი? დეფურნისა და იჟ-54-ის შედარება მკრეხელობაა, მარა მაგალითად ამ სურათს მოვიყვან(სხვა ვერ ვნახე_ განგრეულ პახმელიაზე ვარ ): ზემოთ მოტანილ დეფურნის კი ბრანდმილი დაუყენა ოსტატმა და უკან დამაბრუნებელი ზამბარა კი არა ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted June 3, 2012 Report Share Posted June 3, 2012 თქვენი არ ვიცი და კონდახის ბოლო/მხარზე საყრდნობი/ ვერაფრით ვერ ჩავსვი ჩემს გემოვნებაში. აი, აუშნოებს მაგ ლამაზ თოფს რა. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted June 3, 2012 Report Share Posted June 3, 2012 შემოგევლე ქვისლო!!!!!!!! :* :* :* საიდლოკია ბიჯო მაგი. თან სრული საკეტი. რაფერ ენება მაგას გაერთიანებული ნემსი და ჩახმახი? დეფურნისა და იჟ-54-ის შედარება მკრეხელობაა, მარა მაგალითად ამ სურათს მოვიყვან(სხვა ვერ ვნახე_ განგრეულ პახმელიაზე ვარ ): ზემოთ მოტანილ დეფურნის კი ბრანდმილი დაუყენა ოსტატმა და უკან დამაბრუნებელი ზამბარა კი არა რა შუაშია იჟი ქვისლო? ჩემი ბელგიური სწორედ მასე გამოიყურება დაშლილ მდგომარეობაში. შიდა მექანიზმი კი ჩემი ხელისგულივით ვიცი. ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted June 3, 2012 Report Share Posted June 3, 2012 ჩემ ვოლფზეც მასეა ნემსები,ფეხზე შეყენებისას იხევს უკან,მაგრამ ეს დიდ მინუსად არ მიმაჩნია!!!! საკეტები გვერდით დაფებზეა და ჩახმახები და ნემსები ერთი ვერანაირად ვერ იქნება!!!! ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted June 3, 2012 Report Share Posted June 3, 2012 ჩემ ვოლფზეც მასეა ნემსები,ფეხზე შეყენებისას იხევს უკან,მაგრამ ეს დიდ მინუსად არ მიმაჩნია!!!! საკეტები გვერდით დაფებზეა და ჩახმახები და ნემსები ერთი ვერანაირად ვერ იქნება!!!! ერთად ვერ იქნება მამუკა მართალი ხარ,წუხელი იმფერ დღეში ვიყავი მაგი რო დავწერე საიდლოკი იყო თუ ბოქსლოკი სურათზე სულ არ დავკვირვებივარ(მე საინ-დოქი მომელანდებოდა ). ვერც გავარჩევდი ალბათ უკან დამხევი ზამბარები შეიძლება ქონდეს მარა დასხლეტილზე მასე დარჩეს,გადახსნისას კი აუცილებლად იხევს ნემსები უკან და იმალება. ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted June 3, 2012 Report Share Posted June 3, 2012 შენ გეიხარე ავთია,ეს ,,საინ-დოქი,, საიდან მოიტანე!!!!! :haha: ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted December 25, 2013 Author Report Share Posted December 25, 2013 ამ თემის პირველ პოსტში ვწერდი, რომ დეფურნის გვარისა ბევრი მეიარაღე გახლდათ, თუმცა უამრავი ძველი წყარო მიკარგულია, ბევრთან მე არა მაქვს წვდომა, ამიტომ ამ თემაზე გაურკვევლობა არ მასვენებდა... ერთ მეგობართან დაახლოებით 20 დღის წინათ მივაკვლიე საინტერესო წიგნს, საიდანაც გარკვეული სინათლე გამოჩნდა გვირაბის ბოლოში... წიგნიდან ამოწერილი გვარები ინტერნეტში მოვძებნე; იქედან სხვადასხვა წყაროებს მივაკვლიე... დღეს მინდა იარაღის მოყვარულთათვის ამ დიდი მეიარაღე დინასტიის შესახებ ჩემს მიერ მოპოვებული ინფო მოგაწოდოთ. მაშ ასე, ყველა ლიეჟელი დეფურნი წარმოადგენს მეიარაღე ანტუან ჯოზეფ დეფურნის შთამომავლებს(Antoine Joseph Defourny, 1805–1873), რომელსაც 10 შვილი ჰყავდა. უფროსი ვაჟიშვილები: ნოელ ჯოზეფი(Noel Joseph, 1834–1918) და ჟილ ჯოზეფი(Gilles Joseph, 1831–1915) მეიარაღეები გახდნენ, ხოლო შუათანა ვაჟიშვილი ჟანი(Jean, 1850–1914) კი იარაღით მოვაჭრე. ნოელ ჯოზეფის ოჯახი ისევე მრავალრიცხოვანი გახლდათ როგორც მამამისის_ 10 შვილი. აქედან ორი ქალიშვილი და ვაჟი ალბერტი ბავშვობაში გარდაიცვალნენ. ორი ვაჟი ანტუან ჯოზეფი(Antoine Joseph Defourny, 9.04.1862–19.08.1943) და ალფონსი(Alphonse Defourny, 1870–1948) გახდნენ შთამომავლობითი მეიარაღეები, ხოლო ვაჟიშვილი ვიქტორ ჟანი კი იარაღის სახელმწიფო კონტროლიორი. ჟილ ჯოზეფის ოჯახი 5 შვილისაგან შედგებოდა: ორი ვაჟიშვილი გიომი(Guillaume, 1865–1916) და ჟიული(Jules, 1871–1958) აგრეთვე მეიარაღეები გახდნენ. გიომ დეფურნი მუშაობდა ავგუსტ ლებოსთან, ხოლო 1896 წელს კი საკუთარი ფირმა გახსნა G. Defourny-Sevrin. 1908 წელს ამ ფირმის თანამეწილე მისი ძმა ჟიული გახდა. საწარმო მუშაობდა გიომის სიკვდილის შემდეგაც ვიდრე 1955 წლამდე. ახლა რაც შეეხება ლეგენდარულ ანტუან ჯოზეფ დეფურნი უმცროსს: 1891 წლის 28 აპრილს მან ცოლად შეირთო მარგარიტა-მარია კასტადო. შეეძინათ 7 შვილი, აქედან ორი ჯოზეფი(1892–1976) და ნოელი(1897–1977) მეიარღე გახდა. 1895 წელს დეფურნიმ გახსნა თავისი პირველი საიარაღო საწარმო ქუჩაზე Rue Petite Voie. 1900 წელს ის გადავიდა ქუჩაზე სახელწოდებით ,,ნიკოლა დეფრეშე". ამის შემდეგ საწარმომ კიდევ 5-ჯერ შეიცვალა მისამართი და ბოლო ნავსაყუდელი დარეგისტრირებული იყო მისამართზე armurerie S .А 25-27. ალბათ დაინტერესებული მკითხველისათვის დეფურნის შთამომავლებში ამდენი სახელისა და გვარის გამეორება ცოტა დამაბნეველია, სწორედ ამიტომ ფრჩხილებში მითითებული მაქვს დაბადება გარდაცვალების წლები ახლა კი რამდენიმე ფოტოს წარმოგიდგენთ ლეგენდარული გვარის ნაკეთობებისა დეფურნის ერთ-ერთი პირველი ვერტიკალი, მოდელი N51_დეფურნი-სერვინი, იგივე ფრანკოტის ვერტიკალი დეფურნის ვერტიკალი_1956წ, სასხლეტ-დამცემი მექანიზმი ნოელ დეფურნისა თვითგადახსნის სისტემით აღჭურვილი დეფურნის პატეტნირებული ჰორიზონტალი ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted December 25, 2013 Author Report Share Posted December 25, 2013 ჰოლანდის ტიპის საიდლოკი დეფურნის ვერტიკალზე ვერტიკალური დეფურნის ეჟექტორი ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted December 25, 2013 Report Share Posted December 25, 2013 კარგია გელა,ნუ მიატიებ ძამა ამ თემას,მეიცალე ხანდახან!!!! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 23, 2014 Author Report Share Posted January 23, 2014 (edited) ერთ-ერთ უცხოენოვან საიზე მივაკვლიე გასაყიდად გამზადებულ ძალიან ლამაზ და ძვირფას თოფს... გამყიდველი იძახის ეს არისო ,,ერთ-ერთი დიდი ბელგიელი ოსტატის უიშვიათესი ნაკეთობაო"... ეს უიშვიათესი ოსტატიაო L. BRANCOUAERT ადრე მოგახსენებდით, ძალიან საინტერესო წიგნი შემხვდა ამ ცოტა ხნის წინათ. ამონაკითხიდან გამახსენდა, რომ ეს გვარი არა ოსტატის, არამედ იარაღით მოვაჭრის გახლდათ. სასწრაფოდ გადავხედე პირველწყაროს და ძალიან გამიხარდა, როცა მართალი აღმოვჩნდი ცოტა რამ ისტორიიდან მეოცე საუკუნის დასაწყისში აშშ-ში ბელგიური თოფების უმსხვილესი დისტრიბუტორი ფირმა H.&D.Folsom Arms(ნიუ-იორკიდან გახლდათ) თავის კატალოგში წარმოადგენდა 200 სხვადასხვა ბელგიელ მწარმოებელს. მარკო ნობილის მიერ, მის წიგნში გამოქვეყნებული მწარმოებლების სია ლებოთი იწყება, ხოლო შემდეგი რიგი ასე გამოიყურება:E. Bernard, C. Braekers, L. Brancquaert, Britte, J. Bury, A. Cordy, J. Defourny, Dumoulin, A. Forgeron, A. Francotte, Browning, Galand, N. Lajot, Mahillon, ML, E. Masquelier, Pirotte, F. Thirifays, F. Thonon, J. Thonon. რა საინტერესო სიაა არა?! აქედან ერთი შეხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბრანკარი და დეფურნი ერთნაირი დონის მწარმოებლები იყვნენ. მოდი გავერკვეთ... პირველად ბრანკარის გვარი გაჟღერდა 1897 წელს, როცა მისი სახელის წარწერიანი თოფით ერთ-ერთმა ბარონმა გრან-პრი მოიგო. ლუი ბრანკარს ბრიუსელში იცნობდნენ როგორც მაღაზიის მფლობელს, რომელიც იარაღით ვაჭრობდა. 1904 წლისათვის ბრანკარის წარწერიანი თოფებით მოგებული გახლდათ 30 ათასზე მეტი ფრანკი(საპრიზო ფულს ვგულისხმობ), 3 ოქროს მედალი და ვერცხლის თასი. მაღაზია მყიდველებს სთავაზობდა რამდენიმე მოდელს N1_პერდეს კოპია; N2_ჰოლანდის კოპია; N3 ბოქსლოკი ფალშდაფებზე_სწორედ მას ასაღებდნენ ბრანკარის ნაკეთობად; N4_ იგივე N3, მხოლოდ ფალშდაფების გარეშე; N5 გარეჩახმახებიანი; N6_იგივე N4; N7 სამლულიანი; თავად ლუი ბრანკარი მტრედებზე სროლის 3 სხვადასხვა კლუბის თავმჯდომარე გახლდათ. ამ კლუბებში ძლიერნი ამა ქვეყნისანი იყვნენ გაერთიანებული. მაგრამ იყო ბრანკარი მეიარაღე? არა, არც არასოდეს! ბრანკარის თოფები დამზადებული იყო ანტუან ჯოზეფ დეფურნისა და მისი ოსტატების მიერ. ისეთი კლიენტი, როგორიც ბრანკარი გახლდათ, რომელიც ფულის ტომრებს ემსახურებოდა, მისწრება იყო დეფურნისათვის(და რასაც შემკვეთი მოთხოვდა, იმას დაუწერდა ლულებზე ) ფრანგულენოვან ქვეყნებში ცალსახად განასხვავებენ 2 გაგებას: arquebusier და armurier. პირველი, როგორც წესი ,,მეიარაღე ოსტატს" ნიშნავს, ხოლო მეორე ,,იარაღით მოვაჭრეს". ბრანკარი გახლდათ ,,არმურიე" არავის არასოდეს არ მიუქცევია ყურადღება, რომ ბრანკარის კატალოგებში წარმოდგენილი იარაღი ერთი-ერთზეა გადაღებული დეფურნის კატალოგებიდან(სურათებიც კი იდენტურია). სურათები უცხოენოვანი საიტიდან L. BRANCOUAERT სინამდვილეში დეფურნის ნაკეთობა წარმოებულია მეოცეს დასაწყისში, ყალიბი 12/65; ლულის ფოლადი ვიტვორტი; ლულის სიგრძე 755მმ; ჩოკები ორთავე 0,8; არხის დიამეტრი 18,4; ეჟექტორებზე; წონა 3,5 კგ. ესეც წარწერა ლულებზე L. BRANCOUAERT Edited January 23, 2014 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted January 25, 2014 Report Share Posted January 25, 2014 მადლობა, გელა! ძან საინტერესო და ამომწურავ ინფორმაცის დებ ძმაო. გაიხარე ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 26, 2014 Report Share Posted January 26, 2014 რამოდენიმე სურათი ამ იარაღის შესახებ. გრავიურა აქვს ნამეტნავად თვალწარმტაცი. პ.ს. სათაური შეასწორე ძამა, J. DEFOURNY უნდა იყოს. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 27, 2014 Author Report Share Posted January 27, 2014 პ.ს. სათაური შეასწორე ძამა, J. DEFOURNY უნდა იყოს. ბრატანა მაგის გაკეთება კარგა ხანია მინდა, მაგრამ ვერ ვბედავ... როგორც ხედავ მაგ პოსტში 3 სურათზე მეტია, თუნდაც ერთი ციფრი ან ნიშანი რომ შევასწორო სურათებს არევ-დარევს, ყველა სურათი დაიკარგება, მხოლოდ ტექსტი დარჩება... თუ პოსტში 3 სურათიზე მეტი არაა, მაშინ ჩასწორებას უპრობლემოდ ვახერხებ. ასეა ეს, რამდენჯერმე გამოვცადე საკუთარ ტყავზე, მერე ბევრი წვალება და პოსტის რამდენიმე ნაწილად გაყოფა მომიწია ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.