ვინც უცხოეთში ცხოვრობთ, კი იცით რა ხდება საქართველოში ჩასვლისას.
დავხოცეთ ერთმანეთი შუაღამემდე და მეორე დღეს რაის ხაში, ან ბოზბაში.
გამოვყეტიალდით გარეთ და შუადღის სამია დაწყებული.
კახური ორნახადი მაქვს, გავიყოლოთ და სადმე სანაპიროზე ხინკალს და ქაბაბს ჩავუჯდეთ ცივ ლუდთან ერთადო, ამბობს ჩემი ძმაკაცი.
ავიხვეტეთ სადღაც რვა კაცი და მაგათ არ ეშლებათ სად უნდა შევიდნენ.
კაციშვილის ჭაჭანება არაა რესტორანში, ერთი ჩვენ ვართ მოწამლული თაგვებივით.
შეკვეთა მივეცით და წამოვიდა და რა წამოვიდა, წალამზე შემწვარი ქაბაბი თავის ქაფქაფა ბომბორა ხინკალთან ერთად.
დაგვინახეს მუსიკოსებმა და დაუშვეს "თავისებური"