Jump to content
Club-Monadire.Ge

ლიდერთა სია

Popular Content

Showing content with the highest reputation on 07/25/2018 ყველა განყოფილებაში

  1. ტრადიციულად გავხსნი ამ თემას. საქართველოში ნადირობის სეზონი მალე გახსნება, ჩვენთან კი ზეგ, 25 ივლისს იხსნება. გახსნაზე აქ არ ვიქნები, ზუსტამ მაგ დღეს მივლინებით მივფრინავ სხვა ქალაქში, მაგრამ მალე ვბრუნდები და შევეცდები რაიმე ნანადირევის სურათებით გაგახაროთ. მანამდე კი დავდებ რამოდენიმე სურათს და მოკლე ინფორმაციას გაზაფხულის სეზონზე. როგორც უკვე უმრავლესობამ იცით, რუსეთში საგაზაფხულო ნადირობის სეზონი მცირე ვადით, 10 დღით, შემოისაზღვრება. სამაგიეროდ, სხვა და სხვა რეგიონში, სხვა და სხვა დროს (ჯერ სამხრეთ რეგიონებში და შემდეგ ჩრდილო). ზოგიერთ დიდ ოლქში, როგორიცაა მაგალითად მოსკოვის
    1 point
  2. ნადირობის სეზონის გახსნის დღეს, უმეტეს შემთხვევაში, ყველაზე დიდი რაოდენობით არის ბატი. შემდეგ, დამფრთხალი (ხშირი სროლებით), მიფრინავს სხვა ადგილებში, სადაც უფრო სიმშვიდეა (სადაც არ არის გახსნილი სეზონი, ან უკვე დახურულია). მხოლოდ ერთეულები რჩებიან, ან სამხრეთიდან მოფრინავენ ახალი გუნდები. წელს, ბატი ჩვენს რაიონში, ნადირობის სეზონში (რომელიც 30 აპრილს დაიხურა), მასიურად ჩამოფრენილი არ იყო. მე შევძელი, რამოდენიმეჯერ სამუშაო დღეებში გავსულიყავი სანადიროდ. დღეებს ვამბობ თორემ, სინამდვილეში შუაღამისას გავდიოდი მინდვრებში, ვაწყობდი ფიტულებს, რომ დილით ადრე (4 საათზე) უკვე საფარში ვყოფილიყავი.
    1 point
  3. გაზაფხულზე ვცდილობ ადგილობრივ იხვებზე (ისეთებს, რომლებიც ჩვენთან რჩებიან და მრავლებიან) არ ვინადირო, უფრო ჩრდილოეთში გადამფრენ, ე.წ. "ზღვის" იხვებზე ვნადირობ. ამჯერადაც ასეთები შემხვდნენ და იმ დღეს 3 მოვიპოვე
    1 point
  4. სურვილი კი გამოთქვა ჩემმა მეგობარმა, მაგრამ ვერ გაძლო და შუა გზიდან დაბრუნდა. ისე კი, სინამდვილეში ძნელი სავალი კი იყო, გზა თახვებისგან სულ დატბორილი იყო. მე თვითონ, უკან დაბრუნებისას, გადავწყვიტე მოკლეზე, ჭაობით გამოვსულიყავი და სამჯერ აღმოვჩნდი გაყინულ წყალში. ბოლოს, ისეთ ადგილას, სადაც რამოდენიმე წლის წინ მანქანით შევდიოდი. თახვებს გზის ქვეშ თავიანთი ლაბირინთები გაუყვანიათ
    1 point
  5. სეზონი გავხსენით 21 აპრილს და რა თქმა უნდა, ბატებზე ნადირობით. ამ ფრინველზე ნადირობას ყოველ წელს ნახევარ-ნახევარი წელიწადი ველოდები, რადგანაც ჩვენთან არ მრავლდებიან, უფრო ჩრდილოეთში მიფრინავენ და ნადირობას მხოლოდ გადაფრენის დროს თუ ვასწრებთ. ეს კი ყოველთვის ლატარეაა, განსაკუთრებით გაზაფხულზე, როცა გადაფრენა ძლიერ არის დაკავშირებული ამინდთან, სეზონის გახსნა კი იშვიათად ემთხვევა საჭირო ამინდს. მე ვცდილობ ბატებზე ნადირობის სეზონი მაქსიმალურად გავიგრძელო და ამიტომ ხშირად სეზონს ვხსნი ბელორუსიაში, სადაც ბატებზე ნადირობის სეზონი მარტის მეორე უქმეებიდან იწყება და 2 თვით გრძელდება (იხვებზე, ტყის
    1 point
  6. დღეს გემზე სხვა კაპიტანი დამხვდა და ჩემი ადგილი აღარ იყო. მომიწია ალტერნატიული ადგილის ძიება, რომელიც გემის მიმდებარედ იქნა არჩეული... ამ ჯერზეც გაამართლა
    1 point
×
×
  • Create New...