მოკლედ მეგობრებო როგორც იქნა ვისიამოვნე ალაზანზე შამაიას ჭერით ისე, რომ სანამ შამაია იქნება შემოსული, სხვა თევზისკენ გამხედავი არ ვარ
იდეაში მინდოდა სპინინგით მეთევზავა, მაგრამ მდ.დურუჯის ზევით (ეს ცალკე პრობლემაა კიდევ, არ ვიცი ეს დურუჯი კალაპოტიდან მასალის ამოღების გამოა ასე თუ არა /არადა 90% ეგ მგონია /, მაგრამ საქართველოს მდინარეებს რომ დედა უტირა ინერტული მასალების კალაპოტებიდან უთავბოლოდ ამოღებამ, ამაზე თავს დავდებ) , სადაც სუფთა იყო წყალი, შამაია ვერ ვიპოვნეთ, ჩამოვედით ქვედა ნაწილში , სადაც მღვრია იყო (სურათზე ჩანს კარგად) და სადღაც 1 საათიდან 5 საათამდე ორმა კაცმა დავიჭირეთ ეს 4.