ვარ მოყვარული მეთევზე, მიყვარს ფსკერული თევზაობა. წელს ვერსად ვერ ვითევზავე ნორმალურად ზოგან კარჩხანაც კი ვერ დავიჭირე თუ არ ჩავთვლით ნადარბაზევის ტბას მართალია ნადავლი მოკრძალებული იყო მაგრამ არც უთევზოდ წამოვსულვართ ადგილმდებარეობის და პირობების არცოდნის მიუხედავად დაახლოებით 4 კილოგრამი თეთრი ამური 1,5 კარჩხანა და ორიც მცირე ზომის საზანი დავიჭირეთ. პირობები ცოტა არ იყოს ძვირია ანკესი 10 ლარი და 1 კილოგრამი საზანი და ამური 10 ლარი როგორც გვითხრეს მეთევზეებმა მაგრამ ყარაულმა მხოლოდ ანკესის ფული გამოგვართვა და თევზზე არაფერი უთქვია. გზა დაახლოებით 70 კმ-ია თბილისიდან მოკლედ კარგი ადგილია მაგრა