ხო, და ეგ არის ბატონო ზურაბ. კი ქონია მინიჭებული მთავრობისგან უფლება და გინდა ისე ელაპარაკე გინდა ასე. კანონშივე წერია ლიცენზიანტთან მოლაპარაკების გზითო- ისიც გვთხოვს თანხას თევზაობაზე- არ, გადავიხდით და მოლაპარაკებაც არ შედგაო გეტყვის..
სამინისტროში მივიწერე და მაგათგან, თუ ვეღირსები პასუხს. ასე პირდაპირ სახელმწიფო რესურსის სხვა პირზე გადაცემა, თუნდაც კარგი საქმის საკეთებლად, რანაირი სამართალია ერთი? მესმის, რომ ტბის განსაზღვრულ ტერიტორიაზე იყოს და მთელ ტბაზე რაღა ჯანდაბაა?!
ვა, ეს რა ხდება თურმე?! აგვისტოში ვაპირებდი დარჩენით წასვლას და გამოდის მთელი ღამე ვიღაცის ყარაულობის ქვეშ უნდა ვიყო? გარემოს დაცვის წარმომადგენლები სულ იქ დგანან და ისინიც ალბათ მოსყიდული ეყოლებათ, რო დაიწყო ალბათ უფლებების დაცვა, იმათი მოშველიების იმედიც არ უნდა გქონდეს. გაიყიდა მოკლედ საქართველო. :( აი, სადაა მიტინგები სატარებელი..
მოგესალმებით ბატონებო,
გილოცავთ ყველა განვლილ დღესასწაულს. მშვიდობას გისურვებთ! ასევე ბევრ და საინტერესო, წარმატებულ თევზაობასა და ნადირობას.
ძალიან მინდა ზემოთ ხსენებულ საქმეებში მონაწილეობის მიღება, თუ ფიზიკურად ვერა, ფინანსურად მაინც მოვახერხო თქვენ გვერდით დგომა. თუმცა ფიზიკურადაც მოხარული ვიქნები თუ შემოგიერთდებით.
იმედია ფორუმზე გავრცელდება ინფორმაციები თქვენი საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ.
გილოცავ ალექსანდრე! დასაფასებელია როდესაც ქართველი კაცი მარტო ამდენს წვალობს, იმისთვის რომ არა მარტო თავისი, არამედ ქვეყნის სახელიც წარმოაჩინოს.
წარმატებებს გისურვებ.
შაორს რაც შეეხება წყალი სუფთაა, მხედველობას ვერ შეგიფასებ მაგდენს ვერ ვქაჩავ. ისე 1,5 მეტრამდე სიღრმეს ნაპირიდან კარგად ვხედავდი.
მეც რამდენი მითევზავია, არასოდეს შემხვედრია ქაშაპი. ტყიბულის წყალსაცავს რაც შეეხება, დავადასტურებ ბატონი ავთოს ნათქვამს და ქაშაპი ახლაც მოდის. ერთი კვირის წინ ვიყავი.
კი, მაგაში მეც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არაფერსაც არ გაუშვებდნენ მდინარეში. უბრალოდ თვითონ მოდელი მომეწონა, თუ ოდესმე მოკიდებენ ხელს ასეთ რამეს, თავისთავად უნდა კონტროლირდებოდეს, სხვანირად არ გამოვა არაფერი.
საინტერესო ინფორმაციაა ბატონო დავით. ისე ასეთი მოდელით თევზსაშენების გაშენება, სადაც 10% -ის გაშვების ვალდებულება ექნებათ, პერსპექტიული თემა უნდა იყოს. მე, მგონი ღირს სახელმწიფოს მხრიდან ამაზე დაფიქრება. უკანასკნელის მხრიდან შეღავათების გაწევით, რა თქმა უნდა.
ამ პერიოდში მეგობარო, თითქმის ყველა თეთრი თევზი კარგად მოდის ჭიაზე. საერთოდ ჭია უნივერსალური სატყუარაა. თევზაობის ადგილებსაც და პირობებსაც გააჩნია რა თქმა უნდა. თუ, არ დადიხარ ხშირად, გირჩევ აპარიშიც და ქათმის წელიც თან იქონიო. თევზაობა ხომ ძიებაა?! დანარჩენს ჩემზე უფრო გამოცდილები გეტყვიან.
მაგარია, ავთო ბატონო! თეთრი შურით შესაშური ამბავია! ჯერ ჭერით გამოწვეული სიამოვნება, მერე ოჯახის წევრების და მეგობრების შექებით გამოწვეული სიამოვნება და ბოლოს გემრიელად მირთმევით. ისე "მეთევზის სამზარეულოს" თემაში არ გადაინაცვლებს აქედან პოსტი? სულ მაინტერესებს რას უშვებიან ქარიყლაპიას ხორცს?
ასეთი იაფი სისტემაა ნეტა, რომ შესაძლებელი იქნება ყველა მნიშველოვან ტბაზე და მდინარეზე დაყენება? თან ყოველ 100 მეტრში? თუ, გაქაჩეს მაგარი იქნება რათქმა უნდა. თავზე რომ დაესხმება ბრაკებს "სპეცნაზი" მერე ნახავენ.