-
Content Count
2.220 -
Joined
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმები
კალენდარი
Everything posted by laika
-
ყველა პატიოსან მონადირე-მეთევზეს და ბუნების მოყვარულ კაცს გაუმარჯოოოს !!!
-
ვაა ნათლულს გაუმარჯოოს !! მიხარია შენი გამოჩენა აქ...
-
დურაჯი დურაჯი (Francolinus francolinus), ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. იწონის 400-500 გრამს. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში, არაბეთის ნახევარ კუნძულზე, კუნძულ კვიპროსზე, საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქმენეთში. XIX საუკუნემდე დურაჯი ფართოდ იყო გავრცელებული მდინარე ივრისა და ალაზნის ხეობებში. ამჟამად რეაკლიმატიზაციის შედეგად დურაჯი მცირე რაოდენობით გვხვდება საგარეჯოს რაიონში, ივრის ნაპირებზე. ბინადრობს არხების, ტბების, მდინარის პირას ხშირ ლელქაშში, ლერწმიანსა და მაყვლიანში. ბუდეს იკეთებს მიწაზე. მონომაგია, ქმნის მტკიცე წყვილებს. დებს 10-15 კვერცხს. კრუხობს დედალი 20 დღემდე. მართვეე
-
ხოხობი ხოხობი (Phasianus), დიდტანიან (სხეულის სიგრძე 85 სმ-მდე, მასა – 2 კგ-მდე) ფრინველთა გვარი ქათმისნაირთა რიგისა. მამალი მკვეთრადაა შეფერილი, ბუმბულზე ლითონისებრი ბზინვარება გადაკრავს. დედალი მონაცისფრო-ქვიშისფერია. მოიცავს 2 სახეობას: მწვანე ხოხობი (Phasianus vesicolor), რომელიც ბინადრობს იაპონიაში და ჩვეულებრივი ხოხობი (Phasianus colchicus), რომლის გავრცელების საზღვრები იწყება კავკასიიდან, გადის ვოლგის დელტაზე, შუა და ცენტრალურ აზიის გავლით გრძელდება სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთამდე და პრიმორიეს მხარემდე. ხოხობი უძველესი დროიდან არის ცნობილი საქართველოში. ლეგენდის მიხედვით ხო
-
კაკაბი საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა-კავკასიური კაკაბი. იგი საშუალო სიდიდის ფრინველია 350-550 გრამია. მამალი ცოტა დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება შეუმჩნეველია. გარეგნულად საკმაოდ მოხდენილი ფრინველია, ქათმებისათვის დამახასიათებელი შესახედაობით. ზრდასრულ ფრინველს ზურგის მხარე ნაცრისფერი აქვს, შუბლი შავი, საიდანაც შავი ზოლები მიემართებიან თვალისა და ყურის გასწვრივ, გადიან კისრის ორივე მხარეს და შავ არშიადაა შემოვლებული ღია ფერის ყელზე. თავი და კისერი ზემოდან რუხია, მოღვინისფრო-ვარდისფერი ელფერით. პირის კუთხეებთან შავი ლაქებია. პირველი რიგის მომქნევები მურა
-
გნოლი გნოლი (Perdix perdix), ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. მისი სხეულის საშუალო სიგძეა 35 სმ. მამლის წონა 500 გრამს აღწევს, დედლისა - 350 გრამს. გნოლი რუხი შეფერილობისაა და შავი და ყავისფერი განივი ზოლები გასდევს. მკერდზე მორუხო, ნალისმაგვარი შავი ლაქა აქვს, თეთრ მუცელზე კი წაბლისფერი ლაქები. გავრცელებულია ევროპაში, ამიერკავკასიაში, წინა და შუა აზიაში. საქართველოში ბინადრობს, ზამთარში მომთაბარეობს. ცხოვრობს ბუჩქნარით შემოფარგლულ ველ-მინდვრებში, ყანებში და ზეგნებზე, ზღვის დონიდან 2600 მ-მდე. მონოგამური ფრინველია. ბუდეს იკეთებს მიწაზე. მაის-ივნისში დებს 12-15 კვერცხს. კრუხობს 21-26 დ
-
კავკასიური როჭო კავკასიური როჭო (Lyrurus mlokosiewiczi), ფრინველი როჭოსებრთა ოჯახისა. გავრცელებულია მთავარი კავკასიონის ქედსა და მცირე კავკასიონის ალპურ ველებზე ზღვის დონიდან 1500-3000 მ-მდე. ზამთარში ტყეს აფარებს თავს. მამალი კავკასიური როჭო შავია, კიდურა საჭის ბუმბული ქვემოთ აქვს მოხრილი. დედალი ჭრელია. ბუდეს მიწაზე იკეთებს. დებს 2-10 კვერცხს. იკვებება თესლით, კენკრით, ხილით, ნორჩი ყლორტებითა და ფოთლებით, ჭიებით, ლოკოკინებით. კავკასიური როჭო ჩვენი ფაუნის ძვირფასი წარმომადგენელია და მას ყველგან იცავენ. შეტანილია საქართველოს "წითელ წიგნში".
-
ბატი გარეული ბატის სხეული მასა 3-4,5 კგ. ძირითადად ბინადრობს აღმოსავლეთ გრენლანდიის, ევროპისა და აზიის ტუნდრის, ტყე-ტუნდრისა და ტაიგის ზონაში. ზამთარს ატარებენ ევროპის ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვის სანაპიროებზე, შუა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ბუდობს წყალსატევების ნაპირებზე, ბუდეს მიწაზე იკეთებს. იკვებება მცენარეთა მწვანე ნაწილებითა და კენკრით. საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას. გარეული ბატი საქართველოს ფაუნის შემადგენლობაში უმთავრესად ორი სახისაა, რუხი და თეთრ შუბლა. ჩვენს ტერიტორიაზე რუხი ბატი ჩრდილოეთიდან შავი ზღვის სანაპირო გზით მოფრინავს და დიდი გუნდების სახით მიემა
-
ქურციკი გარეულ ჩლიქოსნებს შორის ულამაზესია ქურციკი (ჯეირანი).იგი საქართველოს ველების სიამაყედ ითვლებოდა,ახლა კი ჩვენში თითქმის სრული გადაშენების პირზეა მისული. ჯერ კიდევ ვახუშტი თავის გეოგრაფიაში "აღწერა სამეფოსა საქართველოსა" წერდა:"არს ველი ყარაიისა,სავსე ქურციკითა,რომელსა მოინადირებდნენ მეფენი წლითი წლად" (გვ.50).ამჟამად საქართველოში ქურციკის შენარჩუნების და მომრავლების საქმე უიმედოა,ასევეა აზერბაიჯანშიც,სადაც მისი საერთო რაოდენობა ყოველწლიურად კლებულობს. ორმოც (ახლა ოთხმოც) წელზე მეტია რაც ქურციკზე ნადირობა აკრძალულია.მისი მოკვლისათვის,ჩვენშიც და აზერბაიჯანშ