Jump to content
Club-Monadire.Ge

laika

წევრი
  • Content Count

    2.220
  • Joined

  • ბოლო ვიზიტი

Everything posted by laika

  1. მაჩვი მაჩვი კვერნისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. საქართველოში ბინადრობს ქვესახეობა ამიერკავკასიური მაჩვი. სხეულის სიგრძე აღწევს 1 მეტრს, კუდის 16-20 სმ, ცოცხალი წონა 10-20 კგ, შემოდგომით ცხიმის დაგროვების გამო იწონის მეტს. სხეული უხეშია, წინა ნაწილში წავიწროვებულია გრძელი მსხვილი ბრტყელი ბრჭყალებით, რომლებიც მომარჯვებულია მიწის სათხრელად. ბეწვი უხეში, ზურგზე ფაცახის სიგრძე 10 სმ-მდეა, თივთიკი გააჩნია მხოლოდ ზამთარში. სხეულის შეფერილობა რუხია, ზურგზე და მკერდზე მურა-შავი. თავის ორივე მხარეს შავი ზოლია, რომლებიც გრძელდება თვალზე გავლით ყურის მიმართულებით. გავრცელებულია: თითქმის მ
  2. ენოტი ენოტი - Procyon lotor ოჯახი: ენოტისებრნი (Procyonidae) მოკლე აღწერილობა:სხეულის სიგრძე 45-60 სმ. კუდის 25-38 სმ. წონა ზაფხულში 4-6 კგ. მდედრები მამრებზე ცოტათი პატარები არიან. გავრცელება: გავრცელებულია ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში. შეყვანილია გერმაიაში და აზერბაიჯანში, ბელორუსიაში ყირგიზეთში უზბეკეთში და რუსეთის სამხრეთ ნაწილში. სსრკ-ში შემოყვანილია 1936-1965 წლების განმავლობაში. გაშვებულია დაახლოებით 1240 ინდივიდი 26 პუნქტში. განსაკუთრებით კარგად იგი ადაპტირებულ იქნა აზერბაიჯანში ზაქათალა-ნუხის ველზე საიდანაც შემდეგ შემოიჭრა საქართველოში. გავრცელდა ალაზნის
  3. კეთილშობილი ირემი კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus Linnaeus,1758)საქართველოში გავრცელებულია ქვესახეობა Cervus elaphus maral (Ogilby, 1840) ირმის გავრცელების არეალი საქართველოში მოიცავდა ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილს. ამჟამად ირემი შემორჩენილია სამი იზოლირებული პოპულაციის სახით. ირემი ევრიტოპური სახეობაა. ბინადრობს ფოთლოვან და წიწვოვან ტყეებში, ჭალებში, სუბალპურ და ალპურ სარტყლებში. ვერტიკალურად ვრცელდება ზღვის დონიდან 3100 მეტრამდე. ადრე საქართველოში ირემი დიდი რაოდენობით იყო, მაგრამ ბრაკონიერობამ, ტყეების გაჩეხვამ და ირმისათვის სხვა თავშესაფარი ადგილების მოსპობამ ძლიერ შეამცირ
  4. კავკასიური დომბა დომბა (Bison bonasus), წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. ხარის სხეული სიგრძე 3,5 მ აღწევს, სიმაღლე მინდაოში - 1,6 -1,9 მ, წონა 700-900 (იშვიათად 1200* კგ-მდე. ფური შედარებით პატარაა (წონა 400-600 კგ)). კისერზე, თხემზე, ყელსა და მკერდზე გრძელი ბალანი აქვს. ფური სქესობრივად 3-4 წლის ასაკში მწიფდება, მოზვერი — უფრო ადრე. ფური ყოველწლიურად 1 ხბოს იგებს. დომბა იკვებება ბალახითა და ფოთლებით, ზამთარში — ხეებისა და ბუჩქების ყლორტებით, ტირიფის ქერქით და სხვა. ცხოვრობს ჯოგად. წარსულში ფართოდ იყო გავრცელებული ევროპასა და ჩრდილო-დასაცლეთ კავკასიაში. XX საუკუნისთვი
  5. ჯიხვი ჯიხვი — კავკასიის ენდემია. მიეკუთვნება წვრილჩლიქოსნების რიგს. ცნობილია ორი სახეობა: დასავლეთკავკასიური(Capra caucasica) და აღმოსავლეთკავკასიური(Capra cylindricornis). ცხოვრობს კავკასიონის მთავარი ქედის აღმოსავლეთ ნაწილში. მისი სხეულის სიგრძე 165 სმ-ია, სიმაღლე 109 სმ, კუდის სიგრძე 10-14სმ, წონა 80- 100კგ. ზამთრობით ტყეში იხიზნებიან. იკვებებიან მცენარეულობით. . ჯიხვი წითელ წიგნში არის შეტანილი და მასზე ნადირობა აკრძალულია. გავრცელებულია კავკასიონზე მწ.შხარადან უკიდურეს ნაწილამდე. ბინადრობს სუბალპურ და ალპურ სარტყელში.გვხვდება აგრეთვე ტყის სარტყლის კლდოვან ხეობებში.ვერტიკ
  6. კურდღელი კურდღელი საშუალო ზომის ცხოველია, მისი წონა საშუალოდ 4-5 კგ-ს აღწევს. სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 10 წელია. სქესობრივ სიმწიფეს კურდღელი ერთი წლის ასაკში აღწევს, მაკეობს ძირითადად წელიწადში ორჯერ, მაგრამ არის შემთხვევები და განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში როდესაც მაკეობას ოთხჯერაც ასწრებს. ბადებს 2-3 თვალახელილ და ბანლით შემოსილ ბაჭიას. კურდღელს მუდმივი საცხოვრებელი ანუ სორო არ გააჩნია, იგი ბაჭიებს წყნარ და უსაფრთხო ადგილზე თოვებს და ხშირ-ხშირად აკითხავს მათ გამოსაკვებად. ბაჭიები დამოუკიდებელ ცხოვრებას თითქმის თვე-ნახევარში იწყებენ. კურდღელი ღამის ცხოველია, იგი საჭმელად ღა
  7. მელა მელა (Vulpes), მტაცებელი ძუძუმწოვრების გვარი ძაღლისებრთა ოჯახისა. გავრცელებული არიან ყველგან ანტარქტიდის გარდა. ავსტრალიაში შეყვანილია. გვარში 6 სახეობაა. ჩვეულებრივი მელა (Vulpes vulpes) ტანად ყველაზე დიდია. საქართველოში გვხვდება ჩვეულებრივი მელის 3 სახეობა. სამხრეთი რასები უფრო ღია ფერისანი არიან, გვხვდება სრულიად თეთრი (ალბინოსები) ან შავი ინდივიდები (მელანისტები). განსაკუთრებით მრავალრიცხოვანია ველებსა და უდაბნოებში. ბინადრობენ აგრეთვე ტყეში და სხვა ადგილებში. ცხოვრობენ სოროში, რომელსაც თვითონ თხრის, ზოგჯერ მაჩვის ან სხვა ცხოველის სოროს იკავებს. იყენებსბუნებრივ თავშესაფრებს -
  8. ტურა მიეკუთვნება ძაღლების ოჯახს. აღწერილობა:სხეულის სიგრძეა 68-104 სმ,კუდის 22-27,წონა 6-16კგ.სხეულის ზომით მდედრები არ ჩამოუვარდებიან მამრებს.ბეწვი უხეშია,ქარცი-რუხი.ზურგზე მუქი გასწვრივი ზოლი,ზაფხულობიტ უფრო ბაცია,ვიდრე ზამთარში. გავრცელება:სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპა, ჩრდილო აფრიკა, მცირე აზია, კავკასია, შუა აზია ინდოეთამდე. საქართველოში გვხვდება თითქმის ყველგან 1000 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან. ცხოვრების ნირი:ბინადრობს ჭალისა და მთის ძირების ტყეებში,ბუჩქნარებში და წყალსატევების ახლოს ლერწმიანებში.არ ერიდება დასახლებულ ადგილების სიახლოვეს.ბუნაგს იკეთებს ნაირგვარ ბუნებრივ თავშ
  9. მგელი მგელი ძაღლისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. საქართველოში გავრცელებულია კავკასიური მგელი. სხეულის სიგრძე 105-160 სმ, კუდის 35-52 სმ. მამრები უფრო დიდია ვიდრე მდედრები, მამრების სხეულის წონა 34-65 კგ. მდერდების 30-42 კგ. ბეწვი უხეშია, მურა-რუხი, ხოლო გვერდებზე და მუცელზე უფრო ბაცი. ბეწვის შეფერილობის სეზონი ცვალებადობა უმნიშვნელობა. გავრცელებულია. ევროპა, აზია. ჩრდილო ამერიკა. დასავლეთ ევროპის მრავალ ადგილას მოსპობილია. საქართველოს ტერიტორიაზე გვხვდება ყველგან, 3000მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ბინადრობს ტყეებში, ბუჩქნარებში, ველებზე და ალპურ ზონაში, ძალიან მოზრდილი ცხოველია. ზამთრობ
  10. მურა დათვი საქართველოს ტყეების ბინადარია მურა დათვი. ეს სახეობა შტანილია საქართველოს წითელ წიგნში. დათვი ყველაზე დიდი ზომის მტაცებელია საქართველოში. მისი სხეულის სიგრძე 2,5 მ-მდე, მასა 480 კგ-მდე აღწევს. მართალია დათვი მტაცებლების რიცხვს ეკუთვნის, მაგრამ სხვა მტაცებლებისაგან განსხვავებით, ყველაზე ნაკლებად ჭამს ხორცს და ძირითადად მცენარეებით იკვებება. დათვები ძირითადად, ხილით, კენკრით, ბოლქვებით, სოკოებით, თხილითა და რკოთი იკვებებიან. ამას ამატებენ მწერებსა და თაფლს. დათვები ასევე მიირთმევენ პატარა ძუძუმწოვრებსა და რეპტილიებს, თუკი მათ სიახლოვეს შენიშნავენ და დაიჭერენ. დათვების
  11. გარეული ღორი გარეული ღორი, ეშვი, ტახი (Sus scrofa) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ცხოველი ღორისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 2 მ-მდე აღწევს, სიმაღლე მინდაოში — 1,2 მ, მაქს. წონა — 300 კგ. სხეული უხეში ჯაგრით აქვს შემოსილი, ზამთრობით უვითარდება რბილი თივთიკი. ზრდასრული ცხოველი მურა ფერისაა; გარეული ღორი გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკაში, ევროპასა და აზიაში. საქართველოში მრავალ ადგილას გვხვდებოდა,მაგრამ უკვე გადაშენების პირასაა მისული. იკვებება ნაირგვარი მცენარეულობითა და მათი ნაყოფით, უხერხემლო ცხოველებით, ზოგჯერ ჭამს მღრღნელებსაც. ბინადრობს მცირერიცხოვანი კოლტების სახით. მაკეობა 120
  12. ფოცხვერი ფოცხვერი (Felis (Lynx) lynx), ძუძუმწოვარი ცხოველი კატის გვარისა. მისი სხეულუს სიგრძეა 82-109 სმ, მასა 8-19 კგ (იშვიათად 32 კგ-მდე) აღწევს. აქვს ძლიერი, შედარებით გრძელი ფეხები, ძალზე ფართო თათები, მოკლე კუდი ყურების ბოლოებზე - გრძელი ფუნჯები, ფართო ქილვაშები. შეფერილობა სხვადასხვანაირია: ერთფერი (ჩალისფერი, წითური), ან ხალებიანი. გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ, შუა და ნაწილობრივ წინა აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში. ბინადრობს როგორც მთის, ისე ვაკის უღრან ტყეებში, ზოგჯერ იჭრება ტყე-ველში. იკვებება ძუძუმწოვრებით, ფრინველებით. ზოგჯერ ტავს ესხმის ირემს, შველს, აგრეთვე ძროხას, ცხვარ
  13. ნიამორი ნიამორი (Capra aegagrus), წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. შინაური თხის ერთ-ერთი წინაპარი. მისი სხეულის სიგრძე 150 სმ, მასა 80 კგ აღწევს. ვაცს ხმლისებურად უკან გადაზნექილი და გვერდებიდან შებრტყელებული რქები აქვ, რომელთა სიგრძეა დაახლოებით 130 სმ, ნეზვის რქები კი მოკლეა. შეფერილობაში ჭარბობს მოწითალო და ნაცრისფერი ტონები. გავრცელებულია საბერძნეთის არქიპელაგის ზოგიერთ კუნძულზე, მცირე აზიაში, ირანში, ავღანეთსა და პაკისტანში; საქართველოში (თუშეთი, ხევსურეთი), დაღესტანში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და სამხრეთ თურქმენეთში. ბინადრობს ძნელად მისადგომ კლდოვან ფერდობებზე ზღვის დო
  14. არჩვი არჩვი, ფსიტი (Rupicapra rupicapra), ჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. სხეულის სიმაღლე მინდაოში 65-70 სმ, მენჯთან - 75-85 სმ. წონა 40 კგ-მე. რქები აქვთ ვაცებსაც და ნეზვებსაც. გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, მცირე აზიის აღმოსავლეთ ნაწილსა და კავკასიის მთებში, საქართველოში - კავკასიონზე, თრიალეთის, გურია-აჭარისა და ლიხის ქედებზე. ცნობილი ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება კავკასიური არჩვი (Rupicapra rupicapra caucasica), იკვებება ბალახით, ზოგჯერ ბუჩქნარის ყლორტებითა და ნეკერით. მაკეობა 6 თვემდე გრძელდება. ჩვეულებრივ მაისში ერთ (იშვიათად ორ) თიკანს შობს.
  15. შველი შველი (Capreolus) — წყვილჩლიქოსანი ცხოველი ირმისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 150 სმ, მამლის მასა 45 კგ-ს აღწევს, დედალი მომცროა. შველს აქვს მსუბუქი, მოხდენილი სხეული, გრძელი და წვრილი ფეხები, მოკლე კუდი, რქები მხოლოდ მამალს აქვს, დედალი ურქოა.იკვებება მცენარეული საკვებით. მაკეობს აგვისტოში ან სექტემბერშიმა და 9 თვემდე გრძელდება. მაისი-ივნისში შობს 1-2 ნუკრს, რომლის სხეული სწორხაზოვნად განლაგებული თეთრი ხალებითაა დაფარული. შველის ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება ევროპული შველი (Capreólus capreólus) და ციმბირული შველი (Capreólus pygárgus).
  16. იაკი იაკი (Bos Poephagus grunniens), წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ქვეოჯახისა. გარეული იაკი შემორჩენილია ტიბეტის მთებში (ზღვის დონიდან 4500 მ-მდე). მანდაოს არეში აქვს კუზი. ფერად შავი ან წაბია, ხერხემლის გასწვრივ გასდევს ღია შეფერილობის ზოლი. სხეული დაფარულია ხშირი თივთივის ბეწვით. გვერდებზე და მუცელზე ბეწვი ფოჩივით აქვს ჩამოგრძელებული. შინაური იაკი გარეულზე პატარაა. ხარის საშუალო სიმაღლე მინდაოში 120-135 სმ, ცოცხალი წონა 400-450 კგ. ფურისა, შესაბამისად, - 105-120 სმ, 270-300 კგ. იაკი საშუალო წლიურად 300-350 კგ იწველის. რძის ცხიმიანობაა 6-7%. ხორცი მაგარია, მაგრამ გემრიელი. ცხ
  17. ვახ გაიხარეთ მაგარია!!
  18. ავღანული მწევარი ღირსეულად დასმული თავი, შორს მისწრაფებული გამოხედვა და შეუდარებელი არისტოკრატიული გარეგნობა – სწორედ ესაა ეკზოტიკური და კეთილშობილი ავღანი. დიდებული, ხშირი, რბილი, აბრეშუმისებრი ბეწვი ფარავს ავღანის გრაციოზულ და ტანად ფიგურას. ამ ჯიშის თავი მოგრძოა, თათები დამალულია ხშირ ბეწვში („ჩუსტები“). კუდი დაფარულია საუცხოო ბეწვით, ბოლოში შემოხვეულია რგოლის ან ნახევრად რგოლის ფორმით. სიმაღლე მინდაოში – 61-71 სმ, წონა – 23-28 კგ. შეფერილობა: მრავალფეროვანი: ერთ-, ორ- ან სამფეროვანი. ისტორია. არავინ იცის თუ საიდან მოვიდნენ ავღანური მწევარები, მაგრამ ისინი არსებობდნენ და
  19. მწევარი ფარაონის მწევარი უძველესი ჯიშის ძაღლი . გამოიყენებოდა როგორც მწევარი, მცველი , დღეს დეკორატიული, მონადირე. ითვლება უამრავი ჯიშების წინაპრად -სარმატული მასტიფი , დანიური დოგი, დობერმანი და ბევრი დაბალბეწვიანი მწევრის-მაგალითად იბიცას მწევარი ზომები 50-65 სმ. წონა 20-30 კგ ტემპერამენტი: მაღალი აქტივობის, ჯიუტი მაგრამ ემორჩილება წრთვნას, კარგი სოციალური სხვა ძაღლებტან და ადამიანებთან. უყვარს ოჯახის წევრები და ბავშვები , ინტელიგენტი , ბუნებრივი იგნორირების თვისება უცხოების მიმართ. ზლიერი მონადირის ინსტინქტი. ერთ ერთი ყველაზე ძვირადრირებული და ნაკლებად გავრცელ
  20. ჯეკ რასელ ტერიერი ჯეკ რასელ ტერიერი, გასულ საუკუნეში გამოიყვანა მღვდელმა მამა კერ რასელმა, რომელიც სერიოზულად იყო დაკავებული ძაღლების მოშენებით. თავდაპირველად, ირლანდიური ტერიერი გამოიყენებოდა წვრილ ნადირზე სანადიროდ სოროებში შეღწევის უნარის წყალობით, აგრეთვე წყალში სანადიროდ წავზე და ონდატარზე. ომის დროს ირლანდიური ტერიერები მუშაობდნენ ფოსტალიონებად. 1918 წელს “კეთილშობილებისათვის და უშიშარობისათვის”, ამ ჯიშს მიანიჭეს მედალი. ეს ჯიში არაა აღიარებული არცერთი კინოლოგიური კლუბის მიერ, ამიტომ არ არსებობს მისი ზუსტი სტანდარტი. ჯერ რასელ ტერიერი რამდენადმე მოგვაგონებს ფოქსტერიერს, მაგრამ
  21. ინგლისური კოკერ სპანიელი ინგლისური კოკერ სპანიელი მსოფლიოში ერთ-ერთი გავრცელებული სპანიელია. მისი ფესვები XIV საუკუნის ესპანეთიდან (spaniel) მოდის, რასაც უკავშირდება ჯიშის სახელწოდება, ხოლო კოკერი (cocker)_ კი სავარაუდოდ სიტყვა “Woodcock”_ იდან წარმოიშვა, რაც ინგლისურად ტყისქათამს ნიშნავს. სახელწოდება მიგვანიშნებს, რომ ადრეულ წლებში კოკერ სპანიელებს ძირითადად ტყისქათამზე იყენებდნენ. XVIII საუკუნის ბოლოს ბრიტანელებმა კოკერ სპანიელები, სპრინგერ სპანიელები და წყლის სპანიელები ერთმანეთისგან გამოყვეს და მათ სერიოზულ მოშენებას მიჰყვეს ხელი. ინგლისური კოკერ სპანიელი მოძრავი, ენერგიული, ოჯახ
  22. რუსული მდევარი
  23. მდევრები აქ ვისაუბროთ ბიჭებო მდევრებზე,გაუზიაროთ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება. აბა წავიდა გონჩატნიკებო იაქტიურეთ.. წავიდა პოლემიკა ანგლო ჯობია თუ რუსული მდევარი... მე პირადათ უპირატესობას ანგლოს ვანიჭებ,აბა ანგლოს ფანებო მომყევით... რუსულ-ჭრელი
  24. გაიხარე ლევან მაგარი ფოტოებია !!
  25. ვეიმარული მეძებარი ვეიმარული მეძებრები უძველეს მეძებართა რიცხვს მიეკუთვნებიან. ვარაუდობენ, რომ ისინი ჩამოყალიბდნენ ყავისფერი შეფერილობის გერმანული მეძებრების პირველადი სახეობიდან. შემდეგ მოხდა მუტაციური ცვლილებები მათ შეფერილობაში, რომელიც შემდგომი სელექციური მუშაობითაც განმტკიცდა. პირველად, ეს მეძებრები აღწერეს ვეიმერელ ერცჰერცოგ კარლ ავგუსტის სამეფო კარზე XIX საუკუნის დასაწყისში. სხვა, უფრო გვიანი წყაროები, მოგვითხრობს, რომ მათი სამშობლო იყო ჩეხეთი და კარლ ავგუსტმა ჩამოიყვანა ისინი ვეიმარში, თუმცა ეს წყაროები ჯერ კიდევ კარგად შესწავლილი არ არის. ვეიმარულ მეძებრებს აქვთ კა
×
×
  • Create New...