Jump to content
Club-Monadire.Ge

laika

წევრი
  • Content Count

    2.220
  • Joined

  • ბოლო ვიზიტი

Everything posted by laika

  1. პუდელ-პოინტერი შესანიშნავი სანადირო ტვისებების წყალობით პუდელ-პოინტერი ფართოს გავრცელდა მთელ გერმანიაში,აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და თვით ინგლისშიც კი.პუდელ-პოინტერი რომელიც ფანტასტიური უნივერსალობით გამოირცევა და ნაირგვარი როლის შესრულება შეუძლია-ის მეძებარიცაა,რეტრივერიც,კვალზე მომუშავეც,ყარაული ძაღლი და ბრაკონიერებთან ბრძოლის დროს ერთგული ტანაშემწეც.ერთი სიტყვით თუ თქვენ სწრაფი,გულადი,მაღალი ყნოსვის,პატრონის უერთგულესი თანაშემწე გჭირდებათ რომელიც ერთნაირად კარგად ინადირებს ნადირ-ფრინველზე არჩევანი პუდელ-პოინტერზე--შესანიშნავ ძაღლზე შეაჩერეთ.სიმაღლე----53-66 სმ.წონა 20-30 კგ
  2. გერმანული გრძელბეწვიანი მეძებარი-ლანგჰაარი გერმანული გრძელბეწვიანი მეძებარი გერმანული ლანგჰაარი არის ერთ ერთი უძველესი კონტინენტური პოინტერის ჯიში ცენტრალურ ევროპულ ძაღლის ჯიშებს შორის. ჯიშის რეგისტრაცია მოხდა 1879 წელს. უმეტესობა ამ ძაღლებისა, როგორც შემონახული ნახატებიდან ჩანს, გამოიყენებოდა როგორც შევარდნით ასევე იარაღით ნადირობისას. ძველი გერმანული ტექსტები გვაუწყებს, რომ ეს გრძელბეწვიანი ძაღლი ნადირობდა ქორთან ერთად ფრინველებზე, ასევე ნადირობდა ნადირზე და წყალმცურავ ფრინველებზე. ამ ძაღლის აღწერა ნაპოვნი იქნა 1870 წელს. 1879 წელს დადგინდა მისი პარამეტრები და სტა
  3. იტალიური სპინონე იტალიური მეძებრებიდან ყველაზე პოპულარული უხეშბეწვიანი სპინონებია,რომლებიც ერთი შეხედვით გარეგნულად დრათჰაარებს გვანან.სპინონი იტალიელთა სიამაყეა.ამ მეძებრების აბსოლუტური უმრავლესობა 90% მონადიირეების ხელშია და ისინიც თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენას მაქსიმალურად ახერხებენ.სანადირო თვისებები კი მათ შეუდარებელი აქვთ,თანდაყოლილი მყარი ნაბული,ძლიერი ყნოსვა,თავისუფალი მსუბუქი ძებნის მანერა.ისინი კარგად ნადირობენ ყველაზე რთულ და მკაცრ პირობებში,როგორც ხმელეთზე ასევე წყალშიც.ნანადირევის მოტანა ხომ მათი სტიაქიაა. სიმაღლე_60-70სმ, ძუების 58-65
  4. რუსული სპანიელი წარმომავლობა. ფრინველზე მონადირე ძაღლების მოშენებით რუსეთში უკვე დიდი ხანია დაკავებული არიან. ფრინველზე მონადირე ძაღლების მრავალი ძველი რუსული ჯიში ჰგავს ევროპულს, მაგალითად, რუსული რეტრივერი შეგვიძლია ჩავთვალოთ თანამედროვე ოქროსფერი რეტრივერის ანალოგად: რუსული სეტერი ძალიან ახლო იყო ინგლისურთან. რუსული სპანიელი – საკმაოდ ახალგაზრდა ჯიშია, იგი მიიღეს სხვადასხვა ჯიშის სპანიელისა და პოინტერის (სიჩქარის თვისებების გაუმჯობესების მიზნით) შეჯვარების შედეგად. ამჟამად, ეს უნივერსალური მონადირული ძაღლია: იგი დევნის ნადირს, აყენებს მას ფრთაზე და გასროლის შემდეგ აწოდებს მონ
  5. ირლანდიური სეტერი ირლანდიური სეტერი, ანუ "წითელი სეტერი", როგორც შინაურულად ეძახიან ხოლმე (განსაკუთრებით პერიფერიებში) _ წარმოშობით, რა თქმა უნდა, ირლანდიელია. ცალკე ჯიშად სეტერების საერთო ოჯახს გამოეყო XVII-XVIII საუკუნეებში. თუმცა თანამედროვე იერი და შეფერილობა მხოლოდ XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან მიიღო. მანამდე ირლანდიაში ჭრელი, თეთრ-წითელა ძაღლები სჭარბობდნენ, მხოლოდ დუბლინსა და მის შემოგარენში ამრავლებდნენ სხვაფერშეურეველ წითელ მეძებრებს. სწორედ დუბლინში, ჩრდილოეთ ირლანდიაში ჩამოყალიბდა ირლანდიური სეტერების პირველი კლუბი და დამუშავდა ჯიშის პირველი სტანდარტი, რომელშიც ირლანდიურ
  6. გერმანული მოკლებეწვიანი მეძებარი-კურცჰაარი ზოგადი დახასიათება კურცჰაარი – მსოფლიოში ყველაზე ცნობილი გერმანული მონადირული ძაღლია. იგი წარმოადგენს გერმანული მეძებარის ყველაზე ძველ და ძირითად ფორმას მის სამ ნაირსახეობას შორის: კურცჰაარი, დრათხარი და ლანგხარი, რომლებიც, უმთავრესად, ბეწვის საფარველით განსხვავდებიან. მონადირული ძაღლის სახით, კურცჰაარი ფლობს ძალას, სისწრაფეს და გამძლეობას, მახვილ ყნოსვას, მტკიცე ნაბულს და ძებნისადმი მუდმივ სიმზადეს, იგი ენერგიულია ნადირობისას, დაინტერესებულია მუშაობაში და ყოველთვის მზადაა შეასრულოს დავალებები. ამ ჯიშს აგრეთვე გამომუშავებული აქვს მიდრე
  7. ლაბრადორ რეტრივერი (LABRADOR RETRIVER) წარმომავლობა. ლაბრადორ რეტრივერის სამშობლო ნიუფაუნდლენდია. 1800 წელს ინგლისელმა მეზღვაურებმა იგი დიდ ბრიტანეთში ჩამოიყვანეს. წავის მაგვარი კუდის მქონე ძაღლები დიდი ხნის მანძილზე ეხმარებოდნენ ადგილობრივ მეთევზეებს ნაპირზე ბადეს ამოთრევაში. ამბობენ, რომ ერთხელ, ერთ-ერთი მეთევზის ძაღლმა გაბერტყვისას გაწუწა გრაფი მამსბერი და მან წაიბურტყუნა სიტყვა “ლაბრადორი”. ასეთივე სახელით მან ეს ძაღლი მოიხსენია ინგლისში გაგზანილ წერილშიც. 1903 წელს ლაბრადორ-რეტრივერი აღიარა მეძაღლეობის ინგლისურმა კლუბმა დამოუკიდებელი ჯიშის სახით. ჯიშის აღწერა. ლაბრადორ-რეტრი
  8. ინგლისური სეტერი სეტერს, ჩვეულებრივ, გრძელბეწვიან მეძებარ ძაღლს უწოდებენ. ეს ტერმინი დიდ ბრიტანეთში უკვე XIV საუკუნიდანაა ცნობილი. კინოლოგები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით ამ პერიოდში და ალბათ უფრო ადრეც, ესპანური წარმოშობის მომცრო სპანიელებისა და სხვა რამოდენიმე ჯიშის, მაგალითად, ფრანგული შავფოთლიანი მეძებრის შეჯვარებით მიღებულ იქნა ფრინველზე მონადირე გრძელბეწვიანი ძაღლი, რომელიც ზომით სპანიელს აღემატებოდა და ჰქონდა განსაკუთრებული თვისება _ განაბულიყო ნაპოვნი ფრინველის წინ. ანუ ძაღლი ნაბულზე დგებოდა, ხანდახან წვებოდა კიდეც. "ტო სეტ" _ აქედან წარმოიშვა ჯიშის სახელწოდება. ეს სიტყვა ხომ
  9. ინგლისური პოინტერი პოინტერი წარმომავლობა. სავარაუდოდ, პოინტერის ჯიშის საფუძველი ესპანური მოკლებეწვიანი ნაგაზი გახდა, რომელიც XVIII საუკუნეში ინგლისში ჩამოიყვანეს. იგი იყო სწრაფი, დაუღალავი ძაღლი, ნადირის ძებნისას იყენებდა მხოლოდ ზედა ალღოს. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ინგლისელმა სელექციონერებმა ჩამოყვანილი ნაგაზები შეაჯვარეს სხვა ჯიშებთან (ფოქსჰაუნდებთან, გრეიჰაუნდებთან, სეტერებთან და სხვ.) და მიიღეს თანამედროვე პოინტერის მსგავსი ძაღლები. როგორც ჩანს, XIX საუკუნის დასაწყისში, დაამატეს იტალიური და ფრანგული ნაგაზების სისხლი. ასეა თუ ისე, XIX საუკუნის შუა წლებისათვის პოინტე
  10. გერმანული უხეშბანლიანი მეძებარი (დრათჰაარი) ეს ჯიში ჩვენში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამოჩნდა და ამჟამად საკმაოდ მოიპოვება.უხეშბანლიანი,ღონიერი,წარმოსადეგი აგებულებისაა.ამ ჯიშის ძაღლის ბალნის დამახასიათებელი თვისებაა ის რომ დასველებული მალე შრება. კურცხაარისაგან განსხვავდება უფრო გრძელი ბანლით.ულვაშით და წვერით,ხასიათი მკაცრი აქვს,მაგრამ არა ბოროტი.ადვილად იგეშება,სწრაფად შედის ეკალ-ბარდში და ხშირად სწავლების გარეშე მოაქვს მოკლული.კუდის 2/3 უნდა მოეჭრას. იგი ყავისფერი,ყავისფერ-ნაცრისფერი წინწკლებიანია ან ფოთლბიანი.
  11. ქუთათური, ავთო, ჩუბინი, Supernatural, levani, DMORAL, აჩიკო, qevxo, გიორგი, იეტი, დათო, elizbari, BROWNING ჩვენ უკვე 13 ვართ !! who is next? :hi:
  12. რამაზია ამ ქალებს არ ანებებ ხო თავს რა სმაილი დაუმატებია ბიჯოოოს :hi:
  13. თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო !! გეხუტეთ ჯიგრიან გულებში :hi:
×
×
  • Create New...