Jump to content
Club-Monadire.Ge

კომანჩე

წევრი
  • Content Count

    179
  • Joined

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

კომანჩე last won the day on May 1 2018

კომანჩე had the most liked content!

Community Reputation

2 Neutral

About კომანჩე

  • Rank
    Advanced Member
  • დაბ. დღე 03/22/1988

პროფილის ინფორმაცია

  • სქესი
    კაცი
  • ადგილი:
    ესპანეთი
  1. სალამი ყველას. ორი წელია არაფერი დამიწერია, სხვადასხვა პრობლემების გამო. ვერც თევზაობას ვახერხებდი. უახლოეს მომავალში გავაგრძელებ თემას.
  2. აქ თამბაქოს მაღაზიებში იყიდება. რა ქვია არ ვიცი მარა გავიგებ
  3. ლოკოკინაც გემრიელია. თუ სახლის პირობებში გინდათ სუფთად მომზადება მაშინ წყლით სავსე დიდ ჭურჭელში უნდა ჩაყაროთ და გააჩეროთ რამდენიმე დღე. უნდა ჩაუყაროთ ფქვილი და ყოველდღე უცვალოთ წყალი. ფქვილი მათ ორგანიზმიდან გამოიტანს ყველანაირ ნაგავს. შემდეგ უკვე სუფთა ლოკოკინა შეგიძლიათ შეწვათ. თუმცა თუ. ლაშქრობისას იპოვნით და პირდაპირ დააგდებთ კოცონზე ეესაწვავად არც ამით დაშავდება რამე კალიის შეწვა თუ გინდათ უნდა მოაწყვიტოთ თავი აუცილებლად, თავს გამოყვება ნაწლავებიც. ამის შემდეგ ააცვით ჩხირზე კალიები და შეწვით. რაც შეეხება ბაყაყს, ტყავი უნდა გააძროთ აუცილებლად. ზოგი ბაყაყის ტყავი ტოქსიკურია
  4. თვითგადარჩენის სიტუაციაში ტერმინი "ნაგავი" არ არსებობს. ყველაფრის გამოყენება შესაძლებელია საჭიროებისამებრ. დღეისათვის იყოს, მერე გავაგრძელებ. იმედია გააქტიურდება ხალხიც...
  5. 20 ცხოველი, რომლის ხორციც ვარგისია საკვებად, მაგრამ ბევრი არ შეჭამს, სანამ შიმშილი არ აიძულებს ამას: 1) ციყვი 2) ლომი 3) მორიელი 4) ვირთხა 5) მედუზა 6) მტრედი 7) მაჩვი 8) ოპოსუმი 9) კატა 10) ზვიგენი 11) ბაყაყი 12) ლოკოკინა 13) ნიანგი 14) გველი 15) ვირი 16) ვეშაპი 17) ძაღლი 18) კალია 19) აქლემი 20) ადამიანი
  6. აქ წვრთნას გავდივარ ცეცხლის ანთებაში :D
  7. ცივ ზამთარში, ყინვის დროს თუ ტანსაცმლის შიგნით ჩაიფენთ გაზეთებს, საერთოდ ვერ იგრძნობთ ყინვას. ქაღალდი არ ატარებს სიცივეს და ინარჩუნებს სითბოს. სწორედ ამიტომ ძინავს ბევრ უსახლკაროს კარდონის ყუთში.
  8. ალბათ ხშირად გინახავთ ფილმებში ცეცხლწაკიდებულ, ძირს დაგდებულ ადამიანს მეორე ადამიანი ცეცხლის ჩაქრობის მიზნით რამე ტანსაცმელს რომ ურტყავს. სინამდვილეში ამით ისინი უფრო აღვივებენ ცეცხლს, რადგან ტანსაცმლის ქნევა იწვევს ნიავს, ცეცხლს კი ჩასაქრობად ვაკუუმი სჭირდება. ამიტომ თუ წყალი არ გვაქვს, ცეცხლწაკიდებულს უნდა დავაფაროთ ზემოდან, ტანსაცმელი, პირსახოცი, ხალიჩა, ან რამე ისეთი რაც ცეცხლს ჰაერს არ მიაწვდის. p.s. თუმცა გააჩნია ვინ იწვის
  9. ალბათ ხშირად გინახავთ ბეარ გრისლის გადაცემაში, წყლის არ ქონისას საკუთარ შარდს რომ სვავს. შარდი ვერანაირად ვერ მოკლავს წყურვილს. უბრალოდ ფსიქოლოგიურ რწმენას გაძლევს, სანამ წყალს იპოვი, რადგან ორგანიზმი რაღაც სითხეს ღებულობს. ასევე ვერც ლუდი ან სხვა ტკბილი, გაზიანი ან ალკოჰოლური სასმელები ვერ კლავს წყურვილს, პირიქით, აძლიერებს მას. უწყლობის დროს არც სიგარეტის მოწევა შეიძლება, რადგან გააქვს ორგანიზმიდან სითხე და თუ მას დროულად ვერ აანაზღაურებ გაუწყლოება დაგემართებათ. ანუ ნელი სიკვდილით მოკვდებით. ერთი ჩინელი,რომელიც მიწისძვრის დროს ნანგრევებში მოჰყვა და გადარჩა( ექვსი დღის მერე ნახეს) ამბობდა
  10. ეს ჩემი თვითგადარჩენის სანთებელაა. ამის წყალობით შემიძლია ცეცხლი ავანთო ნებისმიერ ამინდში. რგოლის გამოკვრით იქმნება ნაპერწკალი რომელიც ღვივდება თოკში და შემდეგ შემიძლია გადავუკიდო ნებისმიერ მასალას. ესპანეთში მწყემსები ხმარობენ მთაში. უტყუარია.
  11. კილო და 525 გრამი. საღამოს დაიჭირეს, მზის ჩასვლისას
  12. ერთი საინტერესო ამბავი მინდა მოგიყვეთ, რომელიც აქ, მალაგაში მოვისმინე. მოგეხსენებათ რომ ესპანეთს და მაროკოს ერთი პატარა ყურე აკავშირებს ერთმანეთთან. ეს ყურე იმდენად პატარაა, რომ მალაგის ზოგიერთი სანაპიროდან მაროკოს მთებიც კი ჩანს. რა თქმა უნდა ყურეს ესპანეთის საზღვაო პოლიცია აკონტროლებს რომ უკანონოდ საზღვარი არავინ გადაკვეთოს. ამიტომ არალეგალი მაროკოელები ესპანეთში მოსახვედრად შემოვლით გზებს მიმართავენ ხოლმე და გაშლილ ზღვაში ცურვასაც არ ერიდებიან. ეს რა თქმა უნდა ძალიან სარისკოა, მით უმეტეს თუ ნაოსნობა და გზის გაკვლევა ზღვაში არ იცი. ერთი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა რამდენიმე წლის წინ. მაროკოდა
  13. "After the Last Dog Died" - "მას შემდეგ რაც უკანასკნელი ძაღლი მოკვდა." ეს არის წიგნი, სადაც მოთხრობილია ყველა დროის ერთერთი საუკეთესო ისტორია თვითგადარჩენის შესახებ. რა თქმა უნდა რეალური ამბავი. 1911 წელს 29 წლის გეოლოგი დუგლას მოუსონის სამ კაციანი ჯგუფი სამეცნიერო ექსპედიციით ანტარქტიდაზე გაემგზავრა. უკაცრიელ კონტინენტზე 500 კილომეტრიანი ლაშქრობის შემდეგ მოულოდნელად ჯგუფის ერთერთი წევრი გაყინულ წყალში ჩავარდა მახრილში შებმულ 6 ძაღლთან ერთად და თან გაიყოლა საკვები, კარავი და ყველა ის ატრიბუტი რაც აუცილებელია ასეთ ადგილას სიცოცხლისათვის. ველური ბუნების პირისირ დარჩენილი ორი თავზარდაცემული მოლაშ
  14. როცა ველურ პირობებში იპოვით წყალს, ნუ იჩქარებთ მის დალევას, ჯერ ეცადეთ გაფილტროთ ის. ამის რამდენიმე საშუალება არსებობს: 1) ჩაასხით წყალი პოლიეთილენის ცელოფანში და დადეთ მზეზე. ულტრა იისფერი სხივები მოკლავენ ბაქტერიებს. 2) დავლიოთ წყალი სიგარეტის ფილტრის საშუალებით. 3) ჭურჭელში აღებულ წყალში ჩავყაროთ ნახშირი. ის კლავს ბევრ ბაქტერიას. ყველა ეს მეთოდი არ იძლევა 100% გარანტიას იმისას რომ წყალი აბსოლუტურად დაზღვეული იქნება ფილტრაციის შემდეგ, მაგრამ მოწამვლის რისკი მცირდება.
  15. ტყეში, მთაში, მინდრორში ყოფნისას აუცილებელია ვიპოვნოთ ან ავაშენოთ თავშესაფარი და დავანთოთ ცეცხლი. ეს არის ორი აუცილებელი პირობა გადარჩენისთვის. ამისთვის უნდა შეგვეძლოს დროში ორიენტირება, რომ თავზე არ დაგვაბნელდეს და დროულად მივხედოთ საქმეს. ძალიან ადვილია იმის გამოცნობა თუ რამდენი საათი და წუთია დარჩენილი მზის ჩასვლამდე. ამაში საკუთარი ხელის თითები დაგვეხმარება. იხილეთ ვიდეო:
×
×
  • Create New...