levani
რაზე მოდის, ყანყალაზე? ვობლერზე? იქნებ გვანახოთ სურათი სატყუარის..
თბილისიდან რამე პატარა ჯგუფი ხო არ წავიდეთ 1-2 დღით? კაი ამინდებია თან ამ უქმეებზე.
salamandra
ძუის სისქის ზომა არ ვიცი, უფრო ტივტივით ვითევზავე ძირითადად.
რამე საერთო გასვლები არ გაქვთ ხოლმე?
ხავსზე იჭერენ მგონი კარგად მაგრამ არჩევა და გაკეთება არ ვიცი კარგად.
salamandra
სადავეს საერთოდ არ ვიყენებდი : (
დიდი პრაქტიკა არ მაქვს თევზაობის, გამოუცდელი ვარ..
მაგრამ რომ ვერ დავიჭირე ძალიან გულდაწყვეტილი ვარ და რამე მეთოდით მინდა კიდე ვცადო.
უფრო მაგ ადგილებში გამოცდილთან ერთად იქნება წასვლა კაი მაგრამ ჩემს ირგვლივ ასეთი არავინ არ არის.
მცხეთაში გესთან სალობიეს ქვევით ვიყავი 2 ჯერ, თევზი დახტის იმდენია მაგრამ არ მოდის არაფერზე.
წითელი ჭია, კალია, სოსისი ვცადე და ერთი ქაშაყი დავიჭირე მარტო.
მაქეთკენ რითი მირჩევთ თევზაობას?