Jump to content
Club-Monadire.Ge

aftarauli

წევრი
  • Content Count

    19
  • Joined

  • ბოლო ვიზიტი

Community Reputation

0 Neutral

About aftarauli

  • Rank
    წევრი
  • დაბ. დღე 03/26/1958

პროფილის ინფორმაცია

  • სქესი
    კაცი
  • ადგილი:
    q.kvareli

პროფილის სტუმრები

The recent visitors block is disabled and is not being shown to other users.

  1. aftarauli

    მრ155

    მრ 155 ის მფლობელებს, ვისაც გაქვთ და ხმარობთ ამ თოფებს გექნებათ ინფორმაცია ნემსის არასაიმედოობის შესახებ. მე პირადათ და ასევე ჩემს გარშემო რამდენიმე მონადირეს ნადირობისას გაგვიტყდა ნემსი. გამომდინარე ამ პრობლემიდან ვერ ვიტყვით თოფის საიმედობაზე. იარაღის ხელოსანს შევუკვეთე ნემსი რომელიც ბევრად საიმედოა ქარხნულზე. მან თავისებურად მგონია ბევრად უკეთესად გადაწყვიტა პრობლემა..
  2. ვუერთდები მოლოცვებს გილოცავთ დაბადების დღეს
  3. გილოცავთ სეზონის გახსნას, მაგრამ მოსალოცი უნდა ითქვას არაფერია აშკარაა მწყერი გადაშენების საფრთხის წინაშეა. დღეს ყვარელში ძალიან მცირე რაოდენობით იყო მწყერი, ასევე ახმეტაში თითო ოროლა შეგვხვდა. ვერ ვიტყვით ძაღლებზე სამდურავს შესანიშნავი მონადირეები გვყავს. რაღაც ხდება, რაღაც უნდა ვუშველოთ მანოკისტებს და ალბათ კიდევ სხვა პრობლემებს რაც არ ვიცი, თორემ ძაღლებით ნადირობის აზარტი და სიყვარული ისტორიას უნდა ჩავაბაროთ და გული მხოლოდ თოფების წმენდით ვიჯეროთ.
  4. ყვარელშიც ვიყავით გასულები ძაღლები გავატარეთ უთოფოდ. ჩვენთანაც ძალიან ცუდი სურათია. ბოლო წლებია აპრილის ბოლოს, მაისში შემოდის მწყერი ქვითქვითიც მრავლად ისმის მაგრამ მალევე სადღაც ქრება და სექტემბრისკენ გამოჩნდება ხოლმე მაგრამ ძალიან მცირედი. ბოლო წლებია ბუდობები ძალიან იშვიათად გვხვდება, შთაბეჭდილება იქმნება , თითქოს გამრავლების უნარი დაკარგა. როგორც ჩანს მწერს დაცვა სჭირდება, სხვაგვარად მალე წითელ წიგნში იქნება შესატანი.
  5. მისაღებია თუ ასეთი მიდგომა დაიცავს ფლორას და ფაუნას ბრაკონიერობისგან. მე პირადად და ჩემს გარშემო ახლობლებს შენახული გვაქვს იარაღი და არ ვაპირებთ სეზონის გახსნამდე იარაღით გასვლას მაგრამ ორჯერ გავატარეთ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები მინდორში და სროლების ხმა უკვე იყო. ალბათ, როგორც წინა წლებში მანოკებსაც აამუშავებენ, ტყეში ძალიან დაუცველია ნადირი სასტიკი და დაუნდობელი მოპყრობის გამო, ბარში ფშები უმოწყალოდ იჩეხება აღარ რჩება ტყის ქათამისთვის ადგილები, ალაზნის ჭალა ამოგდებულია და ქედანს დასაჯდომი თითქმის აღარ აქვს, ტყეებზე გაცემოლია ჭრის უფლებები ჩემი აზრით კაბინეტებიდან დაუსაბუთებლად რის გამოც ტყის ფე
  6. მადლობთ ბატონო ავთო გამოხმაურებისთვის. ასეთი წმინდა მოქალაქეობრივი /მონადირული/ მოწოდება უაღრესად დასაფასებელია და ამიტომაც დაიმსახურა გულწრფელად ყველა მონადირის ნდობა. ცხადია, როგორც ჭეშმარიტი მონადირე ეჭვი არავის შეეპარება, რომ თქვენ კანონპროექტის შექმნის პროცესში დაიცავთ, მონადირის ინტერესებს, რომელიც თანაბრად გულისხმობს მონადირის, ფლორისა და ფაუნის დაცვას. ბევრი კანონი არსებობს ჩვენს ქვეყანაში, რომლის აღსრულებაც ვერ ხდება, რადგან შესაბამისი აღსრულების შესაძლებლობა არ არის შექმნილი, ამიტომ ესეც მნიშვნელოვანია კანონის შემუშავებისას. ამას იმიტომ ვამბობ, რომ რადგან გადაიდგა ასეთი მნიშვნელოვა
  7. ბატონო ავთო, ყველა შემთხვევაში გაერთიანება დადებითი შედეგის მომტანია. ამ გადაცემაში ჩანს, რომ გაერთიანებას ყავს იურისტი და მაინტერესებს ეს გაერთიანება საზოგადოებრივ საწყისებზე დროებითაა შექმნილი იურიდიული წარმონაქმნის გარეშე კონკრეტული ერთი მიზნის მისახწევად , კერძოთ კანონპროექტის შემუშავების პროცესიში მონაწილეობისათვის, თუ აქვს სხვა უფრო ფაეთო მიზნები. და თუ ასეთი აქვს იქნებ წესდება გაგვაცნოთ. რომ ჩვენც გვქონდეს მომავალ ხედვებზე წარმოდგენა.
  8. ძალიან კარგია ასეთი ერთობა. ამავე დროს საინტერესოა საქართველოს სამონადირეო საზოგადოების გაერთიანება იურიდიული წარმონაქმნია /პირია/ თუ იურიდიული წარმონაქმნის გარეშე არსებული გაერთიანებააა /ამხანაგობაა/
  9. მოგესალმებით კლუბის წევრებს. მოგვიანებით გილოცავთ კლუბის იუბილეს. მე პირადათ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე კლუბის საშუალებით და ბევრი საინტერესო და ლამაზი ინფორმაცია მივიღე. თავისთავად იმ ლამაზი ადამიანების დამსახურებაა, ვინც დაუზარლად გადმოგვცემენ პირად გამოცდილებებს და ქმნიან სასიამოვნო განწყობებს. ალბათ ჩემსავით მრავალმა ადამიანმა მიიღო სიამოვნება და მისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი.
  10. ჭეშმარიტად აღსდგა! ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
  11. მართლაც რომ ძალიან სასიამოვნო ინფორმაციაა, ღმერთმა ქნას მრავალი გამოჩნდეს ეს ბუნების მშვენება
  12. რა თქმა უნდა რაც მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებას სწორ მიმართულებას მისცემს ძალიან მისასალმებელია. სწორი იყო როცა ღვინის კლუბის დიდი ღვაწლით ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია მოხდა და დღეს უკვე ამ მიმართულებამ თავისი სასიკეთო შედეგი გამოიღო გარკვეული ნიშა დაიკავა. სამწუხაროა რომ დღემდე ღვინის სააგენტომ უნარი ვერ გამოიჩინა სწორი მიმართულება მიეცა საქართველოში მევენახეობა მეღვინეობის განვითარებისათვის. რამდენი ცვლილება შეაქვთ ღვინის კანონმდებლობაში სრულიად უსარგებლო. არადა სულ მარტივად შეუძლიათ გადახიონ ქართული უვარგისი კანონმდებლობა და გადმოთარგმნონ შესაბამისი ევროპული რაგულაცია და დააწესონ ქართ
  13. aftarauli

    მრ155

    მე დამაინტერესა მრ 155 მა. პირველ რიგში ყურადღება მიიპყრო ვიზუალურად. რატომღაც მომეწონა და მის შესახებ დავიწყე დადებითი და უარყოფითი მხარეების მოძიება. ძირითადად ვეძებდი ინფორმაციებს www.youtube.com-ზე. ბოლოს მივედი იმ დასკვნამდე, რომ ნაკლოვანებები უმნიშვნელო ჰქონდა რაც ძირითადად გამოწვეული იყო გარკვეული დეტალების დაუსრულებლობით, რაზედაც ასევე მივიღე პასუხები, რომ ნებისმიერს დაინტერესებულ შემძენს შეეძლო ამ ნაკლოვანებების აღმოფხვარა. გადავწყვიტე შეძენა და შევიძინე. რაც ჩემ თოფში აღმოვაჩინე ნაკლი ის იყო რომ პატრონების ჩატენისას ქვეშიდან პატრონის მიმწოდებელს ჰქონდა წამახული დაბოლოება, რაც გავქლიბ
  14. დიდი მადლობა კლუბის ყველა წევრს. ძალიან კმაყოფილი ვარ კლუბის წევრობით. მიუხედავად საკმაო მონადირულული სტაჟისა კლუბის წევრების გამოცდილებიდან ძალიან ბევრ მანამდე ჩემთვის უცნობ საკითხებზე საინტერესო ინფორმაციები და პასუხები მივიღე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა კლუბს და მის ყველა წევრს.

  15. aftaraulis zamtara! ჩვენი კლუბის სახელით მინდა მოგილოცოთ იუბილე და გისურვოთ წარმატებული და ჯანმრთელი მომავალი!

×
×
  • Create New...