Jump to content
Club-Monadire.Ge

domenti vaneli

წევრი
  • Content Count

    1
  • Joined

  • ბოლო ვიზიტი

Everything posted by domenti vaneli

  1.                   

       ა.წ.14 აგვისტოს გაიმართა სოფლების ზეინდარი, შუა გორა, ფერეთა, სალომინაო,  ქვედა გორა, ზედა გორა,  კლუბის ,,მდევარი“მონადირეთა და მეთევზეთა შეკრება. კრებას ერთად-ერთი დანიშნულება ქონდა, როგორ ვებრძოლოთ ბრაკონიერებს. აქცენტი გამახვილებული იყო ,,მანოკით“ მონადირეებზე და დენით თევზჭერაზე.

       გასული წლების პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ცხელი ხაზი 153 რომელზეც დარეკვა უნდა აგვარებდეს პრობლემებს უსარგებლოა. საკითხის სირთულიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, ეთხოვოს რაიონის ხელმძღვანელს ბატონ ალექსანდრე გოგორიშვილს, რომლისთვისაც არსებული საკითხი უცხო არ არის და არც მარტო ჩვენი პრობლემაა. აქტიური და პრაქტიკული მხარდაჭერა გამოუცხადოს შეკრების მონასწილეებს. ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა. ვანის პოლიციის სამმართველომ გააძლიეროს და გაამკაცროს ბრძოლა ბრაკონიერების წინააღმდეგ. გამოაცხადონ ტელეფონის ნომერი, სადაც დაინტერესებულ პირს შეეძლება ნებისმიერ დროს დარეკვა. საქმის წარმოების კურირება დაევალოს სამმართველოს ერთ-ერთ პასუხისმგებელ პირს. ჩვენთვის ყველაზე მეტ აუცილებლობას წარმოადგენს ტელეფონის ნომერი, სადაც დარეკვის შემთხვევაში გვცოდინება, რომ ვრეკავთ სამართალდამცავ ორგანოში და ჩვენს მიწოდებულ ინფორმაციას, რეაგირება და აუცილებელი შედეგი მოყვება. შეკრების მონაწილეები შეთანხმდნენ. ჩამოყალიბდება 3-4 კაციანი მობილური ჯგუფები, რომლებიც იმორიგეობენ ღამის საათებში, შეიკრიბება ფული მორიგე მანქანის საწვავისათვის. დამრღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დარეკავს რაიონული პოლიციის განყოფილებაში, წინასწარ გამოცხადებულ ნომერზე. მივაწოდებთ მაქსიმალურ ინფორმაციას, საჭიროების შემთხვევაში დაველოდებით ადგილზე.

        და ბოლოს. ჩვენი დაწერილი თითეული სიტყვა, გადადგმული ნაბიჯი, ჩადენილი ქმედება, მიღებული პასუხები და შედეგები, უცვლელად აისახება ინტერნეტში, ვინაიდან აღნიშული პრობლემა, სისხლისმწოველ ტკიპასავით აზის საქართველოს ყველა კუთხე კუნჭულს. იქნებ ჩვენმა მეგობრებმა უფრო ადვილი, ეფექტური გზები და საშუალებები შემოგვთავაზონ პრობლემის გადასაწყვეტად. ჩვენის მხრიდან ვაფრთხილებთ, ჩვენს არეკეთილმოსურნეებს, ნუ შეეცდებით თქვენი მიზნებისთვის გამოიოყენოთ ზეინდრის და მიმდებარე ტერიტორიები. ძალიან ცუდი შედეგით დაასრულებთ.

                               ხელს აწერს----------პიროვნება

           მერის წარმომადგენელი ზეინდარის თემში----------დ.გამყრელიძე

           კლუბის ,,მდევარი“დამფუძვნებელი==========დ.ქავთარაძე

  2.                            ქ.ვანის მერს ბატონ ალექსანდრე გოგორიშვილს

    სოფ. ზეინდარი, შუა გორა,ფერეთა, სალომინაო ქვედა გორა, ზედა გორა,

    აგრეთვე კლუბის ,,მდევარი“ მონადირეთა და მეთევზეთა ერთობლივი

                                                                       

       ა.წ.7 აგვისტოს შედგა ზემოთ ჩამოთვლილი სოფლების მონადერეთა და მეთევზეთა შეკრება. შეკრების მიზანი იყო ერთად-ერთი საკითხი. გადამწყვეტი ბრძოლა ყველა სახის ბრაკონიერებს. ამ განცხადებაში წარმოუდგენელია აღწერო ბრაკონიერთა ნამოქმედარის შედეგები. სათქმელი, რომ გაგვიადვილდეს მოვიტან ოტია იოსელიანის იუმორნარევ სიტყვებს, რომელიც მან კლუბის ,,მდევარი“ გახსნაზე წარმოთქვა, მეტყევე, რომ დანიშნეს ტყე განადგურდაო, ეგერი, რომ დანიშნეს ნადირ-ფრინველიო. შეკრებილებმა ყველამ ვიცოდით, თუ ვინ არის ბრაკონიერი და რამდენად ძნელია მათთან ბრძოლა. საკითხის სირთულიდან გამომდინარე შეკრებილებმა მიიღეს ერთად-ერთი და სწორი გადაწყვეტილება. მოგმართოთ თხოვნით, როგორაც მონადირეს და რაიონის ხელმძღვანელს. თქვენთვის ეს საკითხი უცხო არ არის და ისიც მოგეხსენებაათ საკითხი არ წარმოადგენს მარტო ზემოთ ჩამოთვლილ სოფელთა პრობლემას, ის მთლიანად რაიონის და ქვეყნის პრობლემაა. საკითხის სირთულიდან გამომდინარე, დაგვეთანხმებით რამდენად საჭირო და აუცილებელია თქვენი ჩართულობა, რათა რაიონის მთლიან ტერიტორიაზე გამკაცრდეს ბრაკონიერებთან ბრძოლა. ცნობილია, რომ არსებობს ცხელი ხაზის სახელით წოდებული ტელერფონი, ნომერი 153. რამდენად ასრულებს 153 დაკისრებულ მოვალეობას გასული წლების პრაქტიკამ გვაჩვენა. თქვენი შეგიძლიათ დადგენილებით დაავალოთ პოლიციის სამართველოს უფროსს გააძლიერონ და გაამკაცრონ ზედამხედველობა ნადირობის და თევზაობის კანონდამრღვევებთან, სეზონის გახსნასთან დაკავშირებით. პოლიციამ გამოყოს და გაასაჯარაოს ტელეფონის ნომერი სპეციალურად ასეთის საჭიროებისათვის. უზრუნველყოს სოფლის გამგებლების ინფორმირება და ტელეფონის ნომერის მიწოდება. სოფლის გამგებლებმა გააცნონ დაინტერესებულ საზოგადოებას რაიონის ზემდგომ ორგანოებში განხორციელებული ღონისძიებები. სოფლის თავშეყრის ადგილებში გააკრან ის ტელეფონის ნომრები, სადაც კანონდამრღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს შეეძლება ნებისმიერ დროს დარეკვა. იმედია ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს დაემთხვევა და ნაყოფიერი იქნება არა მარტო ბრაკონიერებთან ბრძოლაში.

                     განცხადებას ხელს აწერეს--------პიროვნება

                   მერის წარმომადგენელი ზეინდრის თემში---------------------დ.გამყრელიძე

                    კლუბის ,,მდევარი“ დამფუძვნებელი---------------------დ.ქავთარაძე

  3. მალე 79 წ;ლის გავხდები.დანოუკიდებელი ნადირობის 65 წლის სტაჟი მაქვს.სრულწლოვანების დღიდანვე ვარ მონადერეთა და მეთევზეთა საზოგადოების წევრი.2003 წლის 14 აგვისტოს ჩემს,ვანის რაიონ სოფელ ზეინდარში დავაფუძნე მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი ,,მდევარი",რომლის საპატიო პრეზიდენტად დაინიშნაიმ დროს თბილიოსის ერთ-ერთი რაიონის პოლიციის სამართველოს უფროსი პოლკოვნიკი რაული შველიძე.კლუბის პრეზენტაციას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები,მათ შორის იმერეთის გარემოს დაცვის რეგიონალური სამსახურის უფროსი კეპულაძე,ოტია იოსელიანი და სხვა ცნობილი პიროვნებები.პირველივე სხდომაზე ბატონი ოტია არჩეული იქნა კლუბის საპატიო წევრად.კ
×
×
  • Create New...