-
Content Count
3.885 -
Joined
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
44
Content Type
პროფილები
ფორუმები
კალენდარი
Everything posted by avto
-
გილოცავ ეკა ქალთა დღეს! შენი თამადობით ყველა ჩვენს მანდილოსანს!
-
ასე დავხურეთ სეზონი მე კობამ ნიკამ და ზურამ. მე ვერ მოვიწონებ თავს წლევანდელი სეზონით თუმცა ბიჭებმა კარგად ინადირეს და შედეგებიც შვენიერი ქონდათ განსაკუთრებით ამ უიხვობის დროს.
-
,,ტრესკა,, ძაან მაგარი თევზია. რუსეთში თხლად ვჭრიდით ფილეს ,მოვაყრიდით მარილს სანელებლებს და 1 საათი მაცივარში და მზადაა. უგემრიელესი თევზია.
-
ებიჯო გადადე ცოტა მაგ უძილობები. 2 კვირა თუ არ იძინე კალმახებს არ მოუწიოთ შენი სულისთვის ლოცვა)))))))))))
-
2021 ის ბოლო ნადირობა ორ საგეშთან ერთად. ვნახეთ ძალიან ბევრი ქათამი ასე 20 ცალამდე .თუმცა რადგან ნუცასთვის პირველი გასვლა იყო მხოლოდ 2 ნაბული გააკეთა. დანარჩენი აფერთხა შორს ან მიუდგომელ ადგილებზე. ვეცდებით შემდეგ გასვლაზე დავხვეწოთ ვალდშნეპზე ნადირობა.
-
ესაა ნადირობა. ერთი მანადირა ასე და კაი ხან დავდებ თოფს.
-
კმაყოფილი ვარ ვახო. პირველ გაყვანაზე რასაც არ მოველოდი ისეთი რამეები გამოავლინა. 15 ავიღე მის მიერ დამუშავებული. ძალიან ბევრი ნახა მარა სულ პატარები იყო და არ ვესროდი. თავაწეული ნაბულები აკეთა.მემგონი კაი გოგო დადგება.
-
დევიფერთხე ცოტა.როგორც იმერეთში იტყვიენ )))
-
ბატონო დომენტი სამწუხაროდ ვინც უნდა იცავდეს კანონს პირველი დამრღვევი თავადაა. აქ ძალიან სერიოზულ პრობლემას ვაწყდებით ,თითქმის გამოუსწორებელს. ბაღის ასაკიდან უნდა იწყებოდეს ადამიანის აღზრდა და ბუნების დაცვის სიყვარული. სხვაგვარად ვერაფერს შევცვლით. უკვე მიჩვეული და თავგასული თაობის შეცვლის მცდელობა წყლის ნაყვად მიმაჩნია. თუ ადამიანის თვითშეგნებამდე არ დავა რომ ეს არ შეიძლება სხვანაირად ამ პრობლემას მოგვარება არ უწერია.
-
დიდი ხანი გასულა არ შევხვედრივართ მე და ქევხო. გევიხსენეთ ახალგაზრდობა )))ძალიან გამახარა!
-
გადეირია ეს რამხელა ძაღლები ვნახეო )))))
-
აქ რაღაცას მიაქცია ყურადღება სავარაუდოთ თაგვი უნდა ყოფილიყო.
-
როგორც იქნა გავედით მე და ნუცა მინდორში. პირველი შეხვედრა ბუნებასთან ძალიან ესიამოვნა როგორც შევატყვე. სდია პეპლებს და ჩიტებს.კი გულმოდგინედ მინდორშიც მარა სამწუხაროდ მწყერი ვერ ვნახეთ. სამაგიეროდ პირველად ნახა ძროხები რომლებიც რატომღაც ჩემს მანქანას ლოკავდნენ ☺️
-
ქრისტე აღდგა ! მრავალს და ბედნიერად დაგასწროთ უფალმა !
-
რავა გაღადავებ ქვისლო ! მასტერკლასებს აძლევ უკვე სხვებს. ედიშერას პირს ხო უშრობ შეკითხვების დასმით?)))
-
ესეიგი ქვისლი მიიწევს მაღალ წონებზე ! დაპროფესიონალდა უკვე. აღარ ღირს იქ წასვლა ,ამოალაგა საალაფო ტევზი ნაპირზე.)))
-
კობას დაუჯდა ძაან დიდი ზომა კუსავთოზე. ვხედავდი როგორ მიათრევდა კობას წყლისკენ. ხისტი წყობის 30 გრამამდე ჯოხი თან ლამიგლასი ისე იყო მოხრილი და აძაძგანებდა კინაღამ ხელიდან გააგდებია! სამწუხაროდ კარაბინი გატყდა და წაიღო სატყუარაც .კაი ხანია შთამბეჭდავი ტროფეი ვერ ამოგვყავს. შარშან მეც კინაღამ გადამაგდო წყალში,20 წუთიმეჯინა კუსავთოზე ვერაფერი ვერ მოვუხერხე მის ჭკუაზე დადიოდა გაახურა ფრიქციონი. ბოლოს ამოუვარდა სატყუარა. მესმე დღეს იმავე ადგილზე დავსვი და იგივე ცამიტარა. ცემი აზრით 10 კგ ზე მეტი უნდა ყოფილიყო.
-
გილოცავთ ფორუმის ჩართვას ყველას. რამდენი ხანია აქედან არ მოგფერებივართ და გეხუტებით ყველა მონადირე, მეთევზე ,ბუნების მოყვარეულებს!
-
თოფს ვერა მარა დანას კი ვამუშავებ კაცურად))))
-
იმერეთში საერთოდ აღარ ჯდება უკვე. დავყიალობ ტყულა.გუშინ ამევიგდე ტყლიპი და 2ცალი ძლივს ვნახე.