Jump to content
Club-Monadire.Ge

salamandra

ადმინი
  • Content Count

    3.402
  • Joined

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    23

პოსტები posted by salamandra

  1. b440f2f36f81.jpg

     

    დავით ,რადგან ვიმბა ლათინურია ჩოჩია გამოდის ამ თევზის ქართული სახელი.ჩოჩია ანუ მცირე ვიმბა.კარგი ინფორმაციაა დებარბარიზმიზაციის ასპექტში ! :)

    • Like 1
    • Upvote 1
  2. 8ab866109719.jpg

     

    თერგის კალმახი ანუ იმიერკავკასიური ორაგული ( Salmo ciscaucasicus )  საქართველოში მობინადრე კალმახთა მესამე სახეობა,კასპიის ზღვისა და მასში ჩრდილო-დასავლეთიდან ჩამავალ მდინარეთა  ენდემური ორაგულისებრია.სახეობა 1967 წელს აღიწერა როგორც ( Salmo trutta ) - ს ქვესახეობა.დღესდღეობით ამ თევზს ცალკე სახეობად მოიხსენებენ.თერგის კალმახი ერთერთი უდიდესია ევრაზიის კალმახთა შორის.მამრებს შეუძლიათ 130 სმ მიაღწიონ.მდედრების მაქსიმალური წონა კი 50 კგ.შეადგენდა.

    საქვირითოდ თერგის კალმახი ზღვიდან აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთისა და დაღესტნის მდინარეებში შედის,ძალზე იშვიათად მდ.ვოლგაში და მდ.ურალში.სამხრეთი ურალის მდინარეებში შემორჩენილია მცირე პოპულაციების სახით რომლებიც გამყინვარების დროინდელი რელიქტები არიან.საქართველოში გვხვდება თერგში და მისი აუზის მდინარეებში (არღუნი,არხოტისწყალი,პირიქითი ალაზანი,გომეწრის ალაზანი და სხ..)

    ბოლო დროს ამ სახეობის რაოდენობა კატასტროფულად შემცირდა რამაც იგი გადაშენების პირას მიიყვანა.მიზეზია კაშხლების მშენებლობა.წყლის დაბინძურება და ბრაკონიერობა

    თერგის კალმახი საჭიროებს IUCN-ში (ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი ) სათანადო სტატუსის მინიჭებას.საქართველოს წითელ ნუსხაში ცალკე სახეობად შეტანას და განსაკუთრებულ დაცვით ღონისძიებებს

     

  3. მაგარია.ეტყობა ქარავანს მიაგნეს.თან უკან უშვებენ.თევზი იქნება აბა რა.აქ,რუსეთში ერთი წყალსაცავია სადაც ასეთი ტემპით შეიძლება ჭერა თუ მიაგენი რა თქმა უნდა.რიბინკის წყალსაცავი.220 კმ.80 კმ-ზე.ყოფილა ხოლმე სასწაული შემთხვევები რომ ერთსა და იმავე ადგილიდან ფარგაც იჭირება,ბერშიც და ქარიყლაპიაც

  4. ამბავი თბილისთან მოკლული უკანასკნელი კასპიური ვეფხვისა

    1921 წლის 4 დეკემბერს, თბილისიდან 23 კილომეტრში მდებარე სოფელ ლელობთან, საქართველოში გავრცელებული უკანასკნელი კასპიური ვეფხვი (Pantera Tigris Virgata) მოკლეს. 
    იმ პერიოდის პრესაში ვკითხულობთ:

    „წინადღით (3 დეკემბერს) უკვალოთ დაიკარგა ამ სოფლის (ლელობი) ხარი, შემდეგ მეორე დღეს დილით დაიკარგა ძროხა. ამ გარემოებამ დიდად შეაწუხა ადგილობრივი მცხოვრებნი. ოთხმა ადგილობრვ მონადირემ: გიორგი წითურიშვილმა, ალექსი წიკლაურმა, იოსებ წიკლაურმა და სიმონ ბექაურმა გადასწყვიტეს აღმოეჩინათ ეს უხილავი მტაცებელი.
    "იმავე დღეს, ბევრი ძებნის შემდეგ კვალით მიაგნეს ვეფხის ბუნაგს, რომელიც მას მოეწყო ახლო მდებარე ტყეში. მხეცმა, როგორც კი დაინახა ახლო მოსულნი მონადირენი, ელვასავით გამოვარდა ბუნაგიდან და ის იყო აპირებდა სასიკვდილო ნახტომს, როდესაც მას ერთბაშად ოთხივე მონადიირემ დაახალა თოფები და მოსტეხეს უკანა ფეხი. ამ გარემოებამ გადაარჩინა ისინი ვეფხის ბასრი კბილებისგან." 
    მიუხედავად ასეთი მძიმე ჭრილობისა, საშინელი მხეცი მაინც სცდილობდა მისწვდომოდა თავის მტრებს და ზევით აშვერილ თათებით ბზრიალასავით ტრიალებდა...

    დანამდვილებით შეიძლება ვსთქვათ, რომ მოკლული ვეფხი მოსულა ტალიშიდან, ლენკორანის მაზრა, ბაქოს გუბერნია, სადაც ის იმყოფება ბინადრად. ალბათ ვეფხი ნადირობდა გარეულ ღორებზე ჩალაკალმებში მტკვრის ნაპირებზე და ამ ნაიდრობამ გაიტაცა ის შორს. უნდა ვიფიქროთთ, რომ მდინარე ხრამის ან და ალგეთის შესართავთან მან დასტოვა მტკვრის მიდამოები და გაჰყვა ამ ერთ-ერთ მდინარეს და შემდეგ მოხვდა სოფ. ლელობნის მიდამოებში.

    მოკლული ვეფხი წარმოადგენს მშვენიერ ეგზემპლიარს. ტყავის ფერი და მისი ნახატი, აგრეთვე მესამე ღრძილის ეგრეთწოდებული სიმხეცის კბილი მოწმობენ, რომ ის ეკუთვნს კასპიის რასას - Septeutrioriales ოქროს ფერი ტყავი დახაზული შავი ზოლებით. ბალანი შუა ზომისაა. უზარმაზარიი თავი კისერთან შემოსილია გრძელი ბალნით: ოთხი ვერშოკის სიგრძე. ტანის სიგრძე უდრის თითქმის 3 არშ. ნახევარს (3 არშ. 32 სანტიმეტრ.).
    ამჟამად ვეფხი გადაეცა მუზეუმს...“
    მოკლული ცხოველის ფიტულის დასამზადებლად, საქართველოს მუზეუმისა და მასთან არსებული ბიბლიოთეკის დირექტორს, ნოე ყიფიანს ოსტატები გერმანიიდან მოუწვევია. 
    მას შემდეგ, 1922 წლიდან, თბილისთან ახლოს მოკლული ვეფხვის ფიტული ეროვნული მუზეუმის ზოოლოგიის განყოფილებაში ინახება.
    „თურანული ვეფხვი, მამრი ინდივდი (160კგ), მოპოვებული 1922 წელს, სოფ. ლელობთან ძმები წიკლაურების მიერ. იგი აზერბაიჯანიდან შემოვიდა მდ. მტკვრის ჭალებით.როგორც, ჩანს, გადმოიხვეწა აქ ირანიდან, შემდეგ ძუ ვეფხვის ძებნაში მოხვდა ჯერ გარდაბნის ტყეში, შემდეგ მანგლისში და ბოლოს მოკლული იქნა სოფ.ლელობთან“, - ასეთია მოკლული ვეფხვის ანოტაცია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ვებგვერდზე.
    P.S. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვეფხვის არსებობაზე წერდა XVIII საუკუნეში მოღვაწე გერმანელი მოგზაური და მეცნიერი - გულდენშტადი, რომელმაც სამეგრელოში, კოლხეთის ჭაობებში ორი მოკლული ვეფხვის ტყავი იხილა.

    მარცხნიდან: ნოე ყიფიანი, ოთარ ყიფიანი, თამარ ორახელაშვილი და ფიტულის ოსტატები გერმანიიდან.

    85c278b90dc4.jpg

  5. თეთრი ანუ პოლარული ბუ (Bubo scandiacus, სინონიმები Bubo scandiaca, Nyctea scandiaca) — ფრინველინამდვილ ბუსებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპისა და აზიის ტუნდრის ზონაში და ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ზოგიერთ კუნძულზე. მომთაბარეა, ზამთარში ველების ზონამდე ინაცვლებს. თეთრ ბუმბულზე მეტ-ნაკლებად შესამჩნევი მურა ლაქები აქვს. მისი სხეულის სიგრძეა 55-65 სმ, ფრთებისშლილი — 150-160 სმ, წონა — 1,5-2,5 კგ. კვერცხებს (3-11) დებს მაისის შუა ან ბოლო რიცხვებში ხავსით ამოფენილ ორმოში. კრუხობს ერთ თვემდე. იკვებება ლემინგებით და მათ რაოდენობაზეა დამოკიდებული თეთრი ბუს გამრავლების ინტენსივობაც.პოლარული ბუ შემომფრენია რაც  მინიმუმ  ოთხჯერაა რეგისტრირებული საქართველოში

    536cb2ed368a.jpg

  6. მეგობრებო შეხედავდით ალბათ FB-ზე ამ ჯგუფს "მოძრაობა ბრაკონიერობის წინააღმდეგ"

    https://www.facebook.com/groups/409137229815175/

    მინდა სოლიდარობის გამოცხადება კლუბის და ფორუმის სახელით.რას ფიქრობთ ამის შესახებ თქვენი აზრი მაინტერესებს ?

  7. გილოცავთ ძმებო.მაგრამ რა დამოუკიდებლობაზეა საუბარი ?? ყველა მხრიდან გამოწვევებია,არ ასვენებს გამჩენი არც გარე და არც შიგა მტრებს.გაივსო ქვეყანა ორჯონიკიძეებით ((((((((

  8. On 10.07.2017 at 12:17 PM, Коба said:

    საინტერესოა. დღეს რა ინფორმაციის შეგროვება შეიძლება ამ საკითხზე?

    https://crazy-zoologist.livejournal.com/496205.html

    "Млекопитающие Советского Союза", том "Парнокопытные и непарнокопытные" (В. Г. Гептнер, А. А. Насимович, А. Г. Банников, 1961).

×
×
  • Create New...