Jump to content
Club-Monadire.Ge

salamandra

ადმინი
  • Content Count

    3.402
  • Joined

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    23

Everything posted by salamandra

  1. ფიდერი,ანუ სპორტული ინგლისური ფსკრული ანკესი .საქართველოს სწრაფი მდინარეებისათვის დაგვჭირდება 70-160-მდე გრამმის მქონე ტესტის ჯოხი,რადგან სწრაფი და ძლიერი დინება თავისას მოითხოვს,ტბებსა და წყალსაცავებში 30-50-გრამამდე ტესტის მქონე ჯოხიც იკმარებს.ძუის ხარისხ დიდი მნიშვნელობა აქვს.ძუა უნდა იყოს წვრილი მაგრამ ძალიან კარგი ხარისხის,რადგან მსხვილი და უხეში ძუა წყლის დიდ დაწოლას განიცდის რაც ჯოხის მგრძნობიარობაზე უარყოფითად მოქმედებს....
  2. დავიწყებ იმით რომ მატჩის ჯოხები ძირითადად სამი ზომისაა 1.3.90 სმ. 2.4.20 სმ. 3.4.50 სმ.
  3. მატჩი მატჩური ეწოდება შტეკერული ტიპის სამ მუხლოვან ანკესის ჯოხს.მატჩური ჯოხი ჩვეულებრივი ტელესკოპური ჯოხისაგან განსხავდება სიმსუბუქითა და მინიატურულობით.მატჩს ხმარობენ ძირითადად ნაპირიდან შორ დისტანციებზე და დიდ სიღრმეზე თევზაობისას.მატჩით თევზაობისას ხმარობენ მცოცავ ტივტივებს.სიღრმის მარეგულიატორებელი არის ძუაზე მჭიდროდ მჯდომი სილიკონის ფიქსატორი.ანკესის ეს სახეობა ტბებსა და წყალსაცავებზე სათევზაოდ იდეალური ვარიანტია
  4. წვერასებრები(Barbus) აქ განვიხილავთ სხვა და სხვა წვერას
  5. ტობი(Chondrostoma nasus),Подуст ჩვეულებრივი ტობი (Chondrostoma nasus) ბინადრობს ევროპისა და წინა აზიის მტკნარ წყლებში ძირითადად მდინარეებში სადაც სიგრძეში 50 სმ. აღწევს წონაში 1-1,5 კგ,იშვიათად 2 კილიმდეც მიდის საქართველოს მტკნარ წყლებში ამ თევზის ორი ქვესახეობაა გავრცელებული რომელთა წონა 500 გრამს არ აღემატება 1.კოლხური ტობი (Chondrostoma colchicuм ) 2.მტკვრის ტობი (Chondrostoma cyri)
  6. თრისა (შამაია) (Alburnus chalcoides) საქართველოში შამაიას სამი ქვესახეობაა 1.შავი ზღვის თრისა (შამაია) (Alburnus mento Heckel, 1837 ) 2.ბათუმის ანუ ქართული თრისა (შამაია) (Alburnus derjugini L. S. Berg, 1923 ) 3.კასპიური თრისა (შამაია) (Alburnus chalcoides)
  7. ვიმბა (vimba vimba),Рыбец ჩვეულებრივი ვიმბა (vimba vimba) საკმაოდ მოზრდილი ზომის თევზია .ევროპის მდინარეებში იგი 17 წლამდე ცოცხლობს სიგრძეში აღწევს 60 სმ და წონაში 3 კგ-ს. სსაქართველოში ჩვეულებრივი ვიმბას ორი ქვესახეობა ბინადრობს. დასავლეთ საქართველოს წყლებში გავრცელებულია ჩოჩია ანუ მცირე ვიმბა ( Vimba vimba tenella ) რომლის სიგრძე ზოგიერთი 40 სმ აღწევს აღმოსავლეთში კი ეს ქვესახეობაა კასპიური ვიმბა (Vimba vimba persa ) რომელიც აღწევს სიგრძეში 30 სმ.(ინფორმაცია დასაზუსტებელია..)
  8. ნაფოტა (Rutilus rutilus), რუს. Плотва ნაფოტა ( Rutilus ) —კობრისებრთა ოჯახის თევზების გვარია . საქართველოს წყლებში ჩვეულებრივი ნაფოტას (Rutilus rutilus) ორი ქვესახეობა გვხდება.ესენი არიან აღმოსავლეთ საქართველოში მობინადრე კასპიური ნაფოტა ანუ ვობლა ( Rutilus caspicus ) რომლის სიგრძე 30 სმ.შეიძლეცა აღემატებოდეს და წონაში შეუძლია 2 კილოგრამს აღწევდეს, და დასავლეთ საქართველოში აზოვ-შავი ზღვის ნაფოტა ანუ ტარანი ( Rutilus heckelii) რომელიც სიგრძეში 25-35 სმ.აღწევს და 1,800 გრ.შეიძლება იწონიდეს ჩვეულებრივი ნაფოტა (Rutilus rutilus)
  9. ხრამული (Varicorhinus capoeta) საქართველოს წყლებში ჩვეულებრივი ხრამულის გარდა კდევ 3 ქვესახეობაა გავრცელებული 1. მტკვრის ხრამული (Varicorhinus capoeta capoeta) ბინადრობს აღმოსავლეთ საქართველოში 2. სევანის ხრამული (Varicorhinus capoeta sevangi) მტკვრის ხრამულის ქვესახეობაა.აკლიმატიზირებულ იქნა სევანიდან საქართველოს ტბებსა და წყალსაცავებში 2. კოლხური ხრამული (Varicorhinus sieboldi) ბინადრობს დასავლეთ საქართველოში 4. მცირეაზიური ხრამული (Varicorhinus tinca (Heckel) ბინადრობს მდ. ჭოროხში და მის შენაკადებში: აჭარისწყალი, მაჭახელა, აკავრეთა, სხალთა და სხვ.
  10. ჭანარი (Luciobarbus capito, УСАЧ - ЧАНАРИ) ეს თევზი მდინარე არაქსზეა დაჭერილი
  11. ძალიან საინტერესო თევზია ხარიუსი და ამიტომ ცალკე თემის გახსნაც დაიმსახურა.. მე ყოველთვის სპინინგით ვცდილობ მის დაჭერას,მაგრამ თუ არაფერი გამოდის გადავდივარ ტივტივიან ანკესზე,ჭიაზე კარგად მოდის,მაგარი მებრძოლი და ძლიერი თევზია.ნაზი და გემრიელი ხორცი აქვს,ოდნავი ახალი კიტრის სუნი გაჰკრავს,ერთია რომ დიდხანს არ ინახება და დაჭერის შემდეგ მალე უნდა შეიჭამოს
  12. ხარიუსი ძირითადად სამი ტიპისაა.ევროპული,ციმბირული და მონღოლური,მას კბილები აქვს სხვებიდან განსხვავებით.ევროპული ყველაზე პატარაა და 1 კილოგრამამდე იზრდება,მაგრამ უფრო მეტებიც დაუჭერიათ ვითომ ,ძირითადად 500-600 გრ. აღწევს .ციმბირული კი 2 კგ. აღწევს,ასევე მონღოლური ხარიუსი,არის ინფო რომ 3 კგ. აღწევს.....სანამ თვითონ არ დაიჭერ ხომ იცი ..... ეს ხარიუსი დაჭერილია მდინარე ვოლგაზე,ტვერის ოლქში,მოსკოვიდან 220 კილომეტრში
  13. ტაიმენი (Hucho taimen),ციმბირის მდინარეთა მეფე.უწინ თურმე 60 კილოს აღწევდა ეს ორაგულისებრი თევზი,და ადგილობრივები 10 კილოიანზე ნაკლებს არ იჭერდენ და უშვებდენ.ახლა ძალიან დიდი ეკზემპლიარები მონღოლეთში არიან შემორჩენილი...
  14. გუწუ (Tinca Tinca),Линь გუწუ (линь) რუსულად,კობრისებრთა სახეობას მიეკუთვნება.მისი მაქსიმალური წონა შეიძლება 7 კოლოს აღწევდეს. ბინადრობს საქართველოში ძირითადად დასავლეთში ტბებში და მდინარის ნელა გამდინარე მონაკვეთებში.ზრდის ტემპით ჩამოუვარდება კობრს მაგრამ კარჩხანაზე გაცილებით მალე იზრდება.ძალზე გემრიელი თევზია. კარგად მოდის ჩვეულებრივ ნაკელის ჭიაყელაზე.კარგად მოდის გაზაფხულზე ქვირითობამდე და აგვისტო-სექტემბერში.ყველაზე დიდი 500-გრამიანი მყავს დაჭერილი ჩვენთან ჭიათურაში,იგი ერთ ერთ პატარა ტბაში იყო გაშვებული ხელოვნურად,ახლა იქ აღარ არის სამწუხაროდ,აქ კი რუსეთში 300-400 გრამიანები დავიჭირე ხ
  15. კაპარჭინა ( Abramis brama ),Лещ საქართველოს აღმოსავლეთში და დასავლეთში კერძოთ პალიასტომში და მტკვრის ქვემო დინებაში გვხვდება კაპარჭინას ქვესახეობა,ე.წ.აღმოსავლური კაპარჭინა ( Abramis brama orientalis ) რომელიც პონტო-კასპიის ფაუნისტურ კომპლექსს მიეკუთვნება.აღნიშნული კაპარჭინას ქვესახეობა ცოცხლობს 20 წლამდე და წონით 3 კგ.აღწევს.ბუნებაში ხშირად გხვდება ჰიბრიდები,კაპარჭინა+ნაფოტა ან კაპარჭინა+ბლიკა აღმოსავლური კაპარჭინა ( Abramis brama orientalis )
  16. ბლიკა (Blicca bjoerkna,რუს. Густера) ბლიკა კაპარჭინას მონათესავე თევზია რომლისგანაც განსხვავდება უფრო მცირე ზომით და მკერდის ფარფლების საწყისის სიწითლით.ბლიკას კაპარჭინასაგან განსხვავებით მოცისფრო და უფრო მსხვილი ქერცლი აქვს.მისი მაქსიმალური წონა 1.300 გრ.შეადგენს სიგრძე კი 35 სმ.
  17. ძმებს სიცოცხლე !!! მეც თქვენთან ვარ !!!
  18. თევზაობა რუსეთში მოგეხსენებათ ყველას რომ რუსეთი თევზაობა-ნადირობის მხრივ საოცნებო ქვეყანაა.მიუხედავათ იმისა რომ ბუნების დამცველი კანონმდებლობა დაუხვეწავია და ბრაკონიერობას გლობალური მასშტაბები აქვს ამ ქვეყანაში,ნადირ-ფრინველი და თევზი ჯერ კიდევ ბლომადაა.უბრალოდ ძალიან დიდია რუსეთი.1994 წლიდან ვარ აქ და ნაღდად მეამაყება რომ რუსეთის უდიდეს მდინარეებზე,ვოლგაზე,დონზე და დნეპრზე ვარ ნათევზავები...
×
×
  • Create New...