-
Content Count
3.856 -
Joined
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
68
Content Type
პროფილები
ფორუმები
კალენდარი
Everything posted by Gurulo
-
Westley Richards Westley Richards ინგლისის ძველ კომპანიათა შორის უკავია ერთ-ერთი უპირველესი ადგილი იმ წვლილით, რაც თანამედროვე სანადირო იარაღის განვითარებაში აქვს შეტანილი. ნებისმიერ სანადირო თოფში, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაშია წარმოებული აუცილებლად მოინახება რაღაც დეტალი ან ტექნიკური კვანძი, რომელიც თავის დროზე პირველად ამ ფირმის მიერ იყო გამოყენებული(!!!). 1812 წელს ინჟინერმა უილიამ ვესტლი რიჩარდსმა ბირმინგემში დააფუძნა თავისი იარაღის საწარმო. კომპანიის კარგი მართველობისა და ნაწილობრივ იღბალის წყალობით Westley Richards-ი ხშირად იღებდა სახელმწიფო შეკვეთებს სამხედრო იარაღის წ
-
E.J. Churcill group, Ltd ფირმა დარსებულია ედვინ ჯონ ჩერჩილის მიერ 1891 წელს ლონდონში. ამ პერიოდისათვის ედვინი უკვე მაღალი კლასის ოსტატად იყო აღიარებული. პირველი აღიარება მან ჯეფერთან და ბეიკერთან მუშაობისას მიიღო. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან ჩერჩილის თოფები წარმატებით კონკურირებდა ჰოლანდისა და პერდეს თოფებთან სპორტული შეჯიბრებების დროს. ჩერჩილის პირველი თოფები მხოლოდ ლულათა ჰორიზონტალური წყობით გამოდიოდა(უმეტესად შიდა ჩახმახებზე). ვერტიკალურები ცოტა მოგვიანებით გამოჩნდა. ჰარი ჩერჩილი(დამფუძნებლის შვილი) წარმატებით გამოდიოდა სპორტულ შეჯიბრებებზე და კარგად წარმოად
-
გლუვლულიანი ბოკფლინდი, 20 ყალიბის Webley & Scott 3020 - ესაა გახსენება(ნოსტალგია) კლასიკური თოფისა. ამ მოდელში მთავარი მისი სახეა. კლასიკური ჭრელი შებოლვა თითქმის უხილავს ხდის კალაპოტსა და მექანიზმზე არსებულ ჭანჭიკებს. მოოქროვება იმდენად სადად და მიგნებულადაა გაკეთებული, რომ საერთოდ არ ტვირთავს იარაღს ზედმეტი ბრწყინვალებით. წონის 3,1 კგ და ლულის სიგრძის 28 დიუმის პირობებში იარაღის ბალანსი მიყვანილია სრულყოფილებამდე. სპეციალისტებმა, რომლებიც ახდენდნენ მოდელის ტესტირებას 20 ბალიანი შკალით, მიანიჭეს მას: აწყობის ხარისხში 18 ქულა; ერგონომიკა და მოქნილობა 17 ქულა; გრავირება, მოხატვა 16
-
Webley & Scott ინგლისურ კომპანიებს შორის Webley & Scott ერთ-ერთი გამორჩეულია. მის დამაარსებლად ითვლება უილიამ დევისი, რომელმაც ბირმინგემში 1790 წელს გახსნა პატარა საამქრო. იმ დროს ეს ქალაქი იყო იარაღის წარმოებაში მსოფლიო ცენტრი(მაშინ აქ არ არსებობდა საცდელი სადგური. 1813 წელს ასეთი სადგური გაიხსნა ბირმინგემშიც). 1827 წელს ამ საამქროში 14 წლის ფილიპ უებლი შეგირდად დაუდგა ოსტატ ბენჯამინ უოტსონს, ვისი ხელმძღვანელობითაც ოსტატდებოდა საკეტების წარმოებაში. 1835 წლიდან უებლი ძმასთან ერთად თავად აკეთებს საამქროს და არქმევს ,, ძმები უებლები”, რომელიც უილიამ დევისის საწარმოს მეზობლა
-
W.W. Greener იარაღის წარმოებაში ტექნიკურმა გადაწყვეტებმა მე-19 საუკუნეში იმ დონეს მიაღწია, რომ დღესაც იმდროინდელი ხის ნაყოფს ვაგემოვნებთ. პირველ რიგში აღნიშნული ინგლისელ ოსტატებს ეხებათ, რომელთა შორისაც საპატიო ადგილი უილიამ ველინგტონ გრინერს ეკუთვნის. ეს გვარი საიარაღო წარმოებაში მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში მოვიდა და თანდათან დიდ, ავტორიტეტულ მეიარაღე დინასტისად ჩამოყალიბდა. წარმატების საფუძველი უფროსმა უილიამ გრინერმა ჩაყარა(მენტონის მოსწავლე), რომელმაც 1829 წელს საკუთარი საქმე წამოიწყო ნიუკასლში, ხოლო 1844 წელს კი დაფუძნდა ბირმინგემში. ამ პერიოდში უკვე გამოჩნდა თოფებზე პირ
-
Boss & Co ელიტარულ ინგლისურ ფირმათა შორის ერთ-ერთი გამორჩეულია Boss & Co. ამ ფირმაში გამოგონებული, დაყვანილი და გაუმჯობესებული საკეტი სისტემები, სასხლეტ-დამცემი მექანიზმები და ლულები დღესაც საუკეთესოდ ითვლებიან. ლულათა ვერტიკალურ წყობას და ერთ სასხლეტს საფუძველი აქ ჩაედო და დღემდე კლასიკად წარმოდგება მნახველისათვის. ფირმის დამაარსებელი თომას ბოსი დაიბადა 1790 წელს მეიარაღის უილიამ ბოსის ჯახში, რომელიც თავის მხრივ ჯოზეფ მენტონის საწარმოში მუშაობდა(ჯოზეფ მენტონს სამშობლოში დღესაც ყველა დროისა და ერის პირველ მეიარაღედ მოიხსენიებენ). ჭაბუკმა თომასმა 14 წლის ასაკშ
-
Holland & Holland Royal Brevis ფირმამ 1930 წლის თებერვალში დაარეგისტრირა მოდელი Royal Brevis(ლათ._ მოკლე). მისი ლულის სიგრძე 26,5 დიუმს ანუ 67,3 სმ-ს შეადგენდა, 12 ყალიბის წონა იყო 2,78-2,83 კგ. ეს მოდელი გამოდიოდა 16 ყალიბისაც. ყალიბის მიუხედავად სავაზნის სიგრძე შეადგენდა 63,5 სმ-ს და აღჭურვილი იყო Self-Opening საკეტით. მომხმარებელმა ეს სიახლე გარკვეული სიფრთხილით მიიღო და ფირმამ 1932 წელს განაცხადა, რომ Royal Brevis სახელით 28 დიუმის(ანუ 711მმ) სიგრძის ლულებიან მოდელებსაც გამოუშვებდა. შესაბამისად ლულის სიგრძის მატების შედეგად გაიზარდა იარაღის წონაც. მაგ, 12 ყალიბი ა
-
შეკითხვაზე, აქვს თუ არა ჰოლანდ-ჰოლანდს ნახევარავრომატები? ვპასუხობ: ამ უდიდეს ფირმას თვითდამტენები არ აქვს, არ ქონია და მეიმედება, რომ არც არასოდეს ექნება!!! --------------------------- აქვე წარმოგიდგენთ ერთ-ერთ იშვიათ ექსპესს, რომელსაც ბოქსლოკის საკეტზეა. ყალიბი .360, გრავირება_ ოქროს ინკუსტაცია, დამზადებულია 1885 წელს; სერიული ნომერი № 8376
-
მოდელი De Luxe ყალიბი .500/.465 H&H NE; ლულის სიგრძე 61სმ; საერთო სიგრძე 107სმ; წონა 5კგ; კონდახი კაკლის, გერმანული სალოყით(მემარჯვენეთათვის); სტანდარტული ტიბჟირით; სამიზნე თამასა შემოკლებული; ორსასხლეტიანი; ეჟექტორზე; სელექტორის გარეშე; დაკომპლექტებულია საკიდი სარტყელით; განთავსებულია ტყავის ქეისში. როგორც ხედავთ ეს მოდელი საკიდი სარტყელითაა დაკომპლექტებული(სარტყელი უშუალოდ არ ჩანს, მაგრამ ანტაბკას პირველ სურათზე ხომ ხედავთ?!).
-
ამ ცოტა ხნის წინ მე და მამუკას გვქონდა მსჯელობა თემაზე: აწერს თუ არა ჰოლანდი რაიმე სხვას მისი იარაღის აბრევიატურაზე. მაშინ შევთანხმდით, რომ ეს ფირმა იმდენად უფრთხილდება პრესტიჟს, რომ ნაწერით Holland & Holland ყველაფერია ნათქვამი. სიტყვები ,,მსგავსი" ,,ნაირი" ,,მიახლოებული" და მისთანანი მეასლეებისათვის აქვს გადალოცილი ამის დასტურად მოვიყვან 2 მოდელს(დააკვირდით კაგად წარწერებს) სამეფო(როიალი) მოდელი Side-by-side ვარიანტი Royal, ყალიბი 12, სავაზნე 70მმ, ლულის სიგრძე 73,5 სმ, საერთო სიგრძე 118,5 სმ, წონა3კგ, კონდახი კაკლის ინგლუსური (მემარჯვნესათვის) სამიზნე თამასა მთლ
-
Holland & Holland შეიძლება ითქვას, რომ Holland & Holland არის დღეისათვის უდიდესი და უცნობილესი ფირმა, რომელიც აწარმოებს სანადირო და სპორტულ თოფებს. თვით ფირმა აცხადებს, რომ ისინი არიან საუკეთესონი ლონდონში, და ეს განცხადება არა მათი მოკრძალებულობის გამოა, არამედ იმის ხაზგასასმელად, რომ საუკეთესო თოფებს აწარმოებენ ლონდონში, ხოლო თვით ლონდონში საუკეთესოა Holland & Holland. და ამაში არის ჭეშმარიტება. ჯერ კიდევ 1911 წელს დიდი ბრიტანეთის მეფემ ფირმას გადასცა რწმუნება, რომლის მიხედვითაც ჰოლანდ-ჰოლანდი სამეფო კარისათვის სანადირო იარაღის მიმწოდებელი გახდა.
-
ეს პერდე 1908 წელშია გამოშვებული; 65მმ სავაზნითაა; 12 კალიბრი მართალია სურათი მთლად მაღალი ხარისხის ვერაა, მაგრამ მაინც ჩანს კონდახის ,,ცრემლი" ფასიც შესაბამისი აქვს_ 30 000 დოლარი
-
ყალიბი 12,16,20,28,36; სავაზნე 70 ან 76მმ; ერთ ან ორ სასხლეტზე. ორი სასხლეტის შემთხვევაში წინა სასხლეტი ამორტიზატორზე(ზამბარაზე); სროლის რიგითობა ქვედა-ზედა. შემკვეთის სურვილისამებრ რიგითობა შეიძლება იყოს ზედა-ქვედა; ეჟექტორზე, სამიზნე თამასა სხვადასხვა სიგანის(ყალიბის შესაბამისად); მცველი ავტომატური ან არაავტომატური; წონა 12 ყალიბში 3,572-3,288 კგ, 16 ყალიბში 2.778-2.948 კგ, 20 ყალიბში 2,664-2,891 კგ, 28 ყალიბში 2,551-2,721 კგ, 36 ყალიბში 2,494-2,721 კგ; შემკვეთის სურვილისამებრ კომპლექტდება ქვედა ყალიბის დამატებითი წყვილი ლულით, კონდახი უმაღლესი ხარისხის(თურქეთიდან შემოტანილი) კაკალი.
-
როგორც წესი, პერდეს თოფები ძველი ევროპის ყველა სამეფო დინასტიას აუცილებლად გააჩნდა თავის არსენალში. რუსეთში ნიკოლოზ პირველი იყო პირველი მონარქი, რომელმაც 1850 წელს ჯეიმს პერდე უფროსს შეუკვეთა იარაღი(საბოლოოდ ოთხი ორლულიანი იყიდა). ყოველი შემდეგი იმპერატორი(ნიკოლიზ მეორემ 1897 წელს წყვილი 12 ყალიბიანი იყიდა, ხოლო 3 წლის შემდეგ კიდევ ერთი წყვილი, მხოლოდ 16 ყალიბის) და ყველა დიდი თავადი ამ ფირმის კლიენტები იყვნენ. ნიკოლოზ მეორე პერდეთი ნადირობისას დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ლეგენდარული დედოფალი ვიქტორიადან(პირველად 1838 წელს შეუკვეთა პისტოლეტი იმამ მუსკატისათვის საჩუქებლად
-
James Purdey & Sons ესაა კლასიკური სანადირო იარაღის მწარმოებელი უდიდესი ფირმაა. ექსპერტთა უმრავლესობამ მას პირველობის საპატიო ადგილი უბოძა. ფირმა ე.წ. ლონდონის სკოლის წარმომადგენელია( სკოლის ფუძემდებელი ჯოზეფ მენტონი). პირველი მეიარაღე ჯეიმს პერდეს შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ დაიბადა 1732 წელს და იარაღის დამზადებით იყო დაკავებული. მას 7 შვილი ყავდა, რომელთაგან უმცროსი 1784 წელს დაიბადა(მამის პატივსაცემად მასაც ჯეიმსი დაარქვეს). 1803 წელს პერდემ მენტონის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა, ვისთანაც კონდახებს ამზადებდა. მენტონი იყო არამარტო დიდი მეიარაღე არამედ დიდი პედაგოგიც(მისი